© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 189
ოქტომბერი 2015
ვასილიაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ (Vasiliauskas v. Lithuania) [დიდი პალატა] - 35343/05
გადაწყვეტილება 20.10.2015 [დიდი პალატა]
მუხლი 7
მუხლი 7-1
Nullum crimen sine lege
2004 წელს გასამართლება 1953 წელს ლიტველი პარტიზანების სავარაუდო გენოციდისთვის: დარღვევას ქონდა ადგილი
ფაქტები – 2004 წელს განმცხადებელს მსჯავრი დაედო ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის საფუძველზე 1953 წელს პოლიტიკური ჯგუფის გენოციდისთვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს მუხლი ძალაში შევიდა 2003 წლის 1 მაისს და 1948 წლის გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯადობის შესახებ კონვენციისგან („გენოციდის კონვენცია“)* განსხვავებით, დაცულ ჯგუფებს ასევე მიეკუთვნებოდა პოლიტიკური ჯგუფი.
გასამართლებას საფუძვლად დაედო განმცხადებლის სავარაუდო მონაწილეობა 1953 წლის იანვარში ორი ლიტველი პარტიზანის მკვლელობაში. იმ დროს, ლიტვა შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და განმცხადებელი იყო ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს (სუს) თანამშრომელი. მისი მსჯავრდება გასაჩივრებული იყო სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფის წევრობასთან ერთად, პარტიზანები ასევე „წარმოადგენდნენ ლიტვის ერს“ და „შესაძლოა მიეკუთვნებოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეროვნულ და ეთნიკურ ჯგუფს“. სხვა სიტყვებით, ჯგუფებს, რომელიც მოცემულია გენოციდის კონვენციაში.
მის განაცხადში ევროპული სასამართლოს წინაშე, განმცხადებელი ჩიოდა, რომ 1953 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლის თანახმად, მის გასამართლებას გენოციდის ბრალდებით არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და ამით დაირღვა კონვენციის მე-7 მუხლი. სასამართლოს პალატამ, რომელსაც საქმე გადაეცა განსახილველად, უარი თქვა განხილვის უფლებაზე დიდი პალატის სასარგებლოდ.
კანონმდებლობა – მუხლი 7: სასამართლოს ფუნქცია იყო შეეფასებინა, არსებობდა თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი 1953 წელს მოქმედი კანონის შესაბამისად განმცხადებლის გენოციდის დანაშაულისთვის მსჯავრდებისთვის, და კერძოდ, იყო თუ არა მსჯავრდება იმ დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი და შეეძლო თუ არა განმცხადებელს განეჭვრიტა ქმედების სამართლებრივი შედეგები იმ დროს, როდესაც ის მონაწილეობდა ოპერაციაში, რომლის მიმდინარეობისას ორი პარტიზანი იქნა მოკლული.
მსჯავრდება ეფუძნებოდა ეროვნულ კანონმდებლობას (ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლი), რომელიც 1953 წელს არ იყო ძალაში და მისი გამოყენება მოხდა უკუძალის მოქმედების შედეგად. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას, თუ არ დადგინდებოდა, რომ მსჯავრდება ეფუძნებოდა ქმედების ჩადენის დროს მოქმედ საერთაშორისო სამართალს.
გენოციდი ერთმნიშვნელოვნად აღიარებული იყო დანაშაულად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1953 წელს: ის კოდიფიცირებული იყო 1948 წლის გენოციდის კონვენციაში მისი (გენოციდის დანაშაულის) აღიარებისა და დაგმობის შემდეგ, 1946 წლის 11 დეკემბრის 96(I) რეზოლუციით. ამგვარად, საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომელიც კრძალავდა გენოციდს, განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი იყო.
თუმცა, სასამართლოს აზრით, განმცხადებლის მსჯავრდება გენოციდის დანაშაულისთვის არ შეიძლება მიჩნეულ იყოს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ამ დანაშულის არსთან და შესაბამისად, არ იყო გონივრულად განჭვრეტადი განმცხადებლის მიერ.
უპირველეს ყოვლისა, ნათელი იყო, რომ გენოციდის განმარტება 1953 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ შეიცავდა „პოლიტიკურ ჯგუფებს“. გენოციდის კონვენციის II მუხლში ჩამოთვლილია ოთხი დაცული ჯგუფი - ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური, მაგრამ ის არ ეხება სამოქალაქო ან პოლიტიკურ ჯგუფებს. უდაოდ, გენოციდის კონვენციის travaux préparatoires-ში იკითხება კონვენციის ავტორების სურვილი, პოლიტიკური ჯგუფის დაცულ ჯგუფებში არგათვალიწინებისა. ყველა შემდგომი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი გენოციდის დანაშაულს იგივენაირად აღწერს. ფაქტი, რომ კონკრეტულმა სახელმწიფოებმა შემდგომში გადაწყვიტეს თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში პოლიტიკური ჯგუფების გენოციდის კრიმინალიზება, არ ცვლის რეალობას, რომლის მიხედვითაც 1948 წლის კონვენცია არ ითვალისწინებს პოლიტიკური ჯგუფის გენოციდის ცნებას. ასევე არ არსებობდა მყარი საფუძველი იმისა, რომ 1953 წელს მოქმედი ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი აღიარებდა „პოლიტიკური ჯგუფების“ გენოციდს.
მეორე, რაც შეეხება ლიტვის მთავრობის პოზიციას, რომ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარტიზანები წარმოადგენდნენ ეროვნული ჯგუფის „ნაწილს“ და შესაბამისად, გენოციდის კონვენციის II მუხლით დაცულ ჯგუფს, სასამართლომ აღნიშნა, რომ 1953 წელს არ არსებობდა რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლო პრაქტიკა გენოციდის დეფინიციის სამართლებრივი განმარტების შესახებ და travaux préparatoires-ის მიხედვით არსებობდა მცირე სახელმძღვანელო, თუ რას გულისხმობდნენ ავტორები ტერმინში „მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება“. ამ დროს, გონივრული იყო იმის დადგენა, რომ 1953 წელს განჭვრეტადი იქნებოდა, რომ ტერმინი „ნაწილობრივ“ შეიცავდა არსებითობის მოთხოვნას, მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გაჩნდა სასამართლო მითითებები ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის, რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის, და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკაში, რომელიც განსაზღვრავდა ზემოხსენებულ ტერმინს. რაოდენობრივ კატეგორიასთან ერთად, დაცული ჯგუფში სამიზნე ჯგუფის „მნიშვნელოვნებაც“ გასათვალისწინებელია.** ეს განვითარება არ შეიძლებოდა ყოფილიყო განჭვრეტილი განმცხადებლის მიერ 1953 წელს.
მესამე, სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ პარტიზანები იყვნენ „ლიტვის ერის, ანუ ეროვნული ჯგუფის წარმომადგენლები“, რითაც სააპელაციო სასამართლომ გააკეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრების პერეფრაზი, რომ ლიტველი პარტიზანები წარმოადგენდნენ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფს. არ ყოფილა განმარტებული, თუ რას წარმოადგენდა „წარმომადგენლის“ ცნება, ან არ წარმოდგენილა ისტორიული ან ფაქტობრივი მტკიცებულებები, თუ როგორ წარმოადგენდნენ ლიტველი პარტიზანები ლიტვის ერს. არც უზენაესი სასამართლოსმიერი ინტერპრეტაცია დადასტურებულა პარტიზანების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ამდენად, რომც ყოფილიყო საერთაშორისო სასამართლოების შემდგომი განმარტებები ხელმისაწვდომი 1953 წელს ტერმინ „ნაწილობრივთან“ დაკავშირებით, არ არსებობს პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საშუალებას მისცემდა ეროვნულ სისხლის სამართლის სასამართლოს შეეფასებინა, თუ რა საფუძვლით წარმოადგენდნენ ლიტველი პარტიზანები ეროვნული ჯგუფის არსებით ნაწილს. არც ერთმნიშვნელოვნად ნათელი ყოფილა, რომ გენოციდის კონვენციის შესაბამისად ტერმინების „ეროვნული“ ან „ეთნიკური“ ჩვეულებრივი გაგება შესაძლოა გაფართოებულიყო, რომ მოეცვა პარტიზანებიც. ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომ მსხვერპლები გენოციდის დეფინიციის მიხედვით დაცული ჯგუფის ნაწილს წარმოადგენდნენ, ანალოგიის წესით განმარტების შედეგი იყო, განმცხადებლის საუარესოდ, რამაც მისი მსჯავრდება არაგანჭვრეტადი გახადა.
სასამართლომ ასევე გამოიკვლია და არ გაიზიარა ლიტვის არგუმენტი, რომ განმცხადებლის ქმედებები დანაშაულს წარმოადგენდა ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით და ამდენად შესაბამისობაში მოდიოდა კონვენციის მე-7 მუხლის მეორე პარაგრაფის დებულებებთან. დადასტურდა, რომ დებულებები არ უშვებს არანაირ ზოგად გამონაკლისს უკუძალის დაუშვებლობის (უკუძალის) წესიდან, მაგრამ სასამართლო მოწოდებული იყო დარწმუნებულიყო, რომ არ არსებობდა ეჭვი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის ვალიდურობის შესახებ. მეშვიდე მუხლის ორი პარაგრაფი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია და უნდა განიმარტოს ერთობლიობაში. შესაბამისად, ვინაიდან განმცხადებლის მსჯავრდება ვერ მიიჩნევა დასაბუთებულად 7.1 მუხლის საფუძველზე, ასევე დაუსაბუთებელია 7.2 მუხლიდან გამომდინარე.
დასკვნა: დარღვევა (ცხრა ხმა რვის წინააღმდეგ).
მუხლი 41: საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, დარღვევის დადგენა მიჩნეული იქნა ყოველგვარი არამატერიალური ზიანის ანაზღაურებად.
(ასევე იხილეთ კორბელი უნგრეთის წინააღმდეგ (Korbely v. Hungary) [დიდი პალატა], 9174/02, 19 სექტემბერი 2008, საინფორმაციო შეტყობინება 111; და კონონოვი ლატვიის წინააღმდეგ (Kononov v. Latvia) [დიდი პალატა], 36376/04, 17 მაისი 2010, საინფორმაციო შეტყობინება 130)
* გენოციდის კონვენციის II მუხლი განმარტავს გენოციდს, როგორც კონკრეტულ აქტს, ჩადენილს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით.
** იხილეთ, მაგალითად ICJ 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯადობის შესახებ კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით (ხორვატია სერბეთის წინააღმდეგ (Croatia v. Serbia)), § 142.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante :publishing@
Full & Egal Universal Law Academy