დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No. 164
ივნისი 2013
ვასისი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ - 62736/09
გადაწყვეტილება 27.6.2013 [სექცია V]
მუხლი 5
მუხლი 5-3
მოსამართლის ან სხვა მოხელის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენა
ღია ზღვაში დაკავებულ ხომალდზე 18-დღიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ 48 საათი პოლიციის იზოლატორში ყოფნა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივნები იყვნენ ეკიპაჟის წევრები იმ გემისა, რომელიც ხელში ჩაიგდო ფრანგულმა საზღვაო ფლოტმა აფრიკის სანაპიროსგან მოშორებით ნარკოტიკების ტრანსპორტირების ეჭვის საფუძველზე. ხომალდს ესკორტირება/ბადრაგირება გაუწიეს საფრანგეთამდე, სადაც ის ჩავიდა 18 დღის შემდეგ. მომჩივნების ჩასვლისას, დაიწყო წინასწარი გამოძიება და ისინი გადაიყვანეს პოლიციის იზოლატორში. ისინი წარუდგინეს მოსამართლეს, დაახლოებით ორმოცდარვა საათის შემდეგ.
სამართალი – მუხლი 5 § 3: პოლიციის იზოლატორში დაკავება მოჰყვა თვრამეტდღიან თავისუფლების აღკვეთას კონვენციის მე–5 მუხლის გაგებით, და მომჩივნებს მოუწიათ მომდევნო ორმოცდარვა საათი ლოდინი, რომ პირველად წარედგინათ ისინი „მოსამართლის ან სხვა მოხელის’’ წინაშე, როგორც წარმოდგენილია მე–5(3) მუხლში, მისი ავტონომიური მნიშვნელობით. საქმის გარემოებები არ ამართლებდა ამგვარ (პოლიციის იზოლატორში დაკავებას) შეფერხებას. ხომალდის ხელში ჩაგდება წინასწარ იყო დაგეგმილი და გემზე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების საერთაშორისო გადაზიდვებზე, ხორციელდებოდა ფარული მეთვალყურეობა 2008 წლის იანვრიდან. უფრო მეტიც, არ არსებობდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ 18 დღე, რომელიც დასჭირდათ ფრანგულ მიწაზე მომჩივანების მისაყვანად, საჭირო იყო იმისთვის, რომ საკმარისად მომზადებულიყვნენ. პერიოდის ხანგრძლოვობასთან დაკავშირებით, სასამართლოს ზედამხედველობის გარეშე არ არსებობდა მომჩივნების პოლიციის იზოლატორში შემდგომი 48-საათიანი დაკითხვის გამართლება; ამას გარდა, იმ კონკრეტული გარემოებების არსებობამ უფრო მკაცრი გახადა კონვენციის მე-5(3) მუხლით გათვალისწინებული ოპერატიულობის მოთხოვნა, ვიდრე უფრო ჩვეულებრივ სიტუაციებში, როცა თავისუფლების აღკვეთა თავისმხრივ იწყებოდა პოლიციის იზოლატორიდან. ამგვარად, მომჩივნები როგორც კი საფრანგეთში ჩავიდოდნენ, დაყოვნების გარეშე უნდა წარედგინათ „მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული სხვა მოხელის’’ წინაშე. პრეცედენტული სამართალი, რომლის მიხედვითაც მოსამართლის წინაშე პირველი წარდგენა შეიძლება მოხდეს ორი ან სამი დღის შემდეგ, დაუყოვნებლობის შესახებ წესის დარღვევის გარეშე, არ ნიშნავს რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეძლოთ თავისუფლად განესაზღვრათ ეს პერიოდი, რათა დაესრულებინათ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმის მასალები.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 5 000 ევრო თითოეულს, როგორც არამატერიალური ზიანი.
(იხილეთ Medvedyev and Others v. France [GC], 3394/03, 29 მარტი 2010, საინფორმაციო ბარათი 128; და Rigopoulos v. Spain (dec.), 37388/97, 12 იანვარი 1999, საინფორმაციო ბარათი 2)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy