© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #146
ნოემბერი, 2011
V.C. სლოვაკეთის წინააღმდეგ - 18968/07
გადაწყვეტილება 8.11.2011 [IV სექცია]
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
ბოშა ქალის სტერილიზაცია მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე: დარღვევა
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ბოშა ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული განხილვის უზრუნველმყოფი გარანტიების არ არსებობა: დარღვევა
ფაქტები - 2000 წელს განმცხადებელს, ბოშა ქალს, საკეისრო კვეთით მეორე შვილის გაჩენის შემდეგ სახელმწიფო საავადმყოფოში სტერილიზაცია ჩაუტარეს. სტერილიზაცია გამოიხატა საკვერცხეების ამოკვეთასა და დახშობაში, რათა მომავალში არ მომხდარიყო განაყოფიერება. განმცხადებლის მშობიარობის ჩანაწერებში იყო აშკარა მითითება მისი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ და ასევე მოთხოვნა, სტერილიზაციაზე, რაც მისი ხელმოწერით დასტურდებოდა. თუმცა, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მან ვერ გაიგო რას ნიშნავდა „სტერილიზაცია“ და მოთხოვნას ხელი მოაწერა ჯერ კიდევ მშობიარობის პროცესში და მას შემდეგ რაც საავადმყოფოს პერსონალმა განუმარტა, რომ თუკი კვლავ დაფეხმძიმდებოდა, ისიც და მისი შვილიც შეიძლება დაღუპულიყვნენ. განმცხადებლი ასევე მიუთითებდა, რომ საავადმყოფოში ის სხვა ბოშა ქალებთან ერთად ერთ პალატაში განათავსეს და მათ არ ქონდათ უფლება ესარგებლათ არა-ბოშა ქალების აბაზანით ან საპირფარეშოთი. განმცხადებელმა წარუმატებლად ცადა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, ამტკიცებდა რა რომ მისი სტერილიზაცია მოხდა ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით და ის სათანადოდ ინფორმირებული არ იყო პროცედურების, მათი შედეგების ან ალტერნატიული გზების შესახებ. მისი საკონსტიტუციო საჩივარიც არ დაკმაყოფილდა.
კანონმდებლობა - მე-3 მუხლი: სტერილიზაცია პირის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან ჩარევას წარმოადგენდა და ადამიანის პიროვნული მთლიანობის მრავალ ასპექტს აერთიანებდა, მათ შორის ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას და ემოციურ, სულიერ და ოჯახურ ცხოვრებას. ფსიქიკურად კომპეტენტური ზრდასრული პაციენტის თანხმობის გარეშე სტერილიზაცია შეუსაბამობაში მოდიოდა ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემის მოთხოვნასთან. უფრო მეტიც, საზოგადოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები ადგენს, რომ სტერილიზაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა საგამონაკლისოდ გადაუდებელი ვითარებისა*. განმცხადებელს სტერილიზაცია ჩაუტარდა სახელმწიფო საავადმყოფოში საკეისრო კვეთის შემდეგ დაუყოვნებლივ, რადგანაც ექიმებმა მიიჩნიეს, რომ მომავალში ფეხმძიმობა სარისკო იყო როგორც დედისთვის, ისე მომავალი ბავშვისთვის. თუმცა, როგორც ეს ერთერთმა ექიმმა დაადასტურა, სახეზე არ იყო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც მის სიცოცხლეს შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებდა. რადგანაც განმცხადებელი ქმედუნარიანი ზრდასრული პაციენტი იყო, მისი ინფორმირებული თანხმობა ამ პროცედურის აუცილებელი წინაპირობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს „აუცილებელი“ იყო სამედიცინო თვალსაზრისით. განმცხადებელს სთხოვეს წერილობითი თანხმობა უკვე მშობიარობის პროცესში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეთავაზებული პროცედურისა ან ალტერანტიული გზების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდების გარეშე. ასეთ დელიკატურ ვითარებაში თანხმობის თხოვნა აშკარად შესაძლებელს არ ხდიდა მის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვას, ყველა გარემოების გათვალისწინებით ან პარტნიორთან შეთანხმების საფუძველზე. საავადმყოფოს პერსონალის პატერნალისტურმა მიდგომამ განმცხადებელს არ დაუტოვა ექიმების მიერ სათანადოდ მიჩნეული პროცედურაზე თანხმობის გარდა სხვა არჩევანი. შედეგად, სტერილიზაციის პროცედურას, ასევე განმცხადებლისთვის ამ პროცედურაზე თანხმობის მოთხოვნის ფორმას, მასში უნდა აღეძრა შიში, ტანჯვა და არასრულყოფილების განცდა. ამან ასევე გამოიწვია განგრძობადი ტანჯვა, შვილოსნობის დაკარგვის გამო მას დაშორდა ქმარი და ბოშათა თემმა განკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მიუთითებდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, მათი მხრიდან განმცხადებლის როგორც პაციენტის ავტონომიური ნების გამოხატვისა და არჩევანის უფლების აშკარა გაუთვალისწინებლობამ ის კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას დაუქვემდებარა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მე-8 მუხლი: მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორებიცაა რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI), CEDAW და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი უთითებდა სლოვაკეთში ბოშა ქალების სტერილიზაციის პრობლემაზე და ითხოვდა ადეკვატური გარანტიების შექმნას. განმცხადებლის სამედიცინო ჩანაწერებში მისი ბოშური წარმომავლობის შესახებ მინიშნების განსამარტად მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ასეთი ჩანაწერი აუცილებელი იყო რადგანაც ბოშა პაციენტები ხშირად უარყოფდნენ სოციალურ და ჯანმრთელობაზე ზრუნვას და შესაბამისად განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდნენ. მაშინაც თუ ეს მისაღები გახდებოდა, სასამართლოს შეეძლო მხოლოდ აღენიშნა სამედიცინო პერსონალის მიერ ბოშა ქალის სამედიცინო მდგომარეობის მართვის ფორმასთან მიმართებით არსებული აზროვნება. მიუხედავად იმისა რომ სადავო პერიოდში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა სტერილიზაციისთვის სავალდებულოს ხდიდა პაციენტის თანხმობას, განმცხადებლის საქმეზე ამ ნორმებმა ვერ შექმნა სათანადო გარანტიები და დასრულდა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე განსაკუთრებული მნიშვნელობის სამედიცინო ჩარევით. შედეგად, იმ გარანტიების არ არსებობამ, რაც განმცხადებლის როგორც ბოშა ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეციალურ განხილვას უზრუნველყოფდა, მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებლის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების უზრუნველსაყოფად პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია. ამგვარი პროცედურული ხარვეზების აღმოსაფხვრელად 2004 წელს სპეციალური ზომები ამოქმედდა, მაგრამ ეს მხოლოდ მას მერე მოხდა, რაც განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებით ფაქტები უკვე გამოვლენილი იყო და შესაბამისად ვერ ექნებოდა გავლენა მის მდგომარეობაზე.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი არ ქონია მე-3 მუხლის პროცედურული მხარის დარღვევას, ისევე როგორც მე-13 მუხლის დარღვევას მე-3, მე-8 და მე-12 მუხლებთან მიმართებით.
41-ე მუხლი: 31 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
* მაგალითისთვის იხილეთ, ადამიანის უფლებათა და მედიცინის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დეკლარაცია ევროპაში პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) გენერალური რეკომენდაცია #24.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy