© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეოთხე სექცია
ველიო ველევი ბულგარეთის წინააღმდეგ
(საჩივარი # 16032/07)
გადაწყვეტილება
[ამონარიდი]
სტრასბურგი
27 მაისი 2014
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე ველიო ველევი ბულგარეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციამ შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიემელი, თავმჯდომარე,
პავლი ჰირველა,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
ზდრავკა კალაჯიევა,
პოლ მაჰონი,
ფარის ვეჰაბოვიჩი,მოსამართლეები,
და ფრანცისკა ელენ - პასოსი, სხდომის გამწესრიგებელი,
2014 წლის 6 მაისს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა:
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 16032/07) ბულგარეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა, ბულგარეთის მოქალაქის ბ-ნი ველიო ნიკოლაევ ველევის („მომჩივანი“) მიერ, 2007 წლის 5 მარტს.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ქ-ნი ე. სიაროვა, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებდა სტარა ზაგორაში. ბულგარეთის სახელმწიფოს („სახელმწიფოს“) წარმოდგენილი იყო მისი აგენტის ქ-ნი კოცევას მიერ იუსტიციის სამინისტროდან.
3. მომჩივანი დაობდა, რომ მას არ მიეცა განათლების მიღების საშუალება სტარა ზაგორას ციხეში, რაც წამოადგენდა დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის დარღვევას და მას განიხილავდნენ, როგორც „რეციდივისტს“ საქმეზე განაჩენის საბოლოო გამოტანამდე, რაც კონვენციის მე-6-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
4. 2010 წლის 14 დეკემბერს სახელმწიფოს გაეცნო საჩივარი.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1977 წელს და ცხოვრობს სტარა ზაგორაში. 2003 წელს იგი დამნაშავედ სცნეს თაღლითობაში და მოიხადა პატიმრობის სასჯელი სტარა ზაგორას ციხეში 2003 წლის 11 თებერვლიდან 2004 წლის 9 აგვისტომდე. 2004 წლის 1 ოქტომბერს იგი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ეჭვის საფუძველზე. 2004 წლის 29 ნოემბრიდან 2007 წლის 20 აპრილამდე ის იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში სტარა ზაგორას ციხეში, სადაც იგი აცხადებდა რომ იჯდა „რეციდივისტ“ პატიმრებთან ერთად (იხილეთ პუნქტი 20 ქვემოთ).
6. ვინადან მას არ ჰქონდა დასრულებული საშუალო განათლების მიღება ამიტომ მომჩივანმა ითხოვა მისი ჩარიცხვა სტარა ზაგორას ციხის სკოლაში. 2005 წლის აგვისტოში მან წარადგინა წერილობითი თხოვნა სტარა ზაგორას ციხის უფროსთან და სთხოვა მას ჩაერიცხა ციხის სკოლაში 2005/06 სასწავლო წლისთვის. მას თხოვნაზე პასუხი არ მიუღია სწავლის დაწყებამდე, 2005 წლის 15 სექტემბრამდე, ამიტომ მან კიდევ ერთხელ მიწერა ციხის უფროსს 2005 წლის 29 სექტემბერს და ასევე განათლების სამინისტროს და პროკურატურას (ბულგარეთში, პროკურატურა არის უწყება, რომელიც ზედამხედველობს წინასწარი პატიმრობის და მსჯავრდების შემდგომი პატიმრობის კანონიერებას). მომჩივანმა წერილი მიიღო პროკურატურიდან 2005 წლის 6 ოქტომბერს, რომელშიც ნათქვამი იყო რომ ციხის ადმინისტრაციამ ჯეროვანი გადაწყვეტილება მიიღო მომჩივანის განათლების უფლებასთან მიმართებით მისი წარსული სასჯელის გათვალისწინებით. პროკურატურამ ასევე დაადგინა, რომ მომჩივანის პოზიცია განათლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ იყო დამტკიცებული. მომჩივანმა ასევე მიიღო პასუხი 2005 წლის 24 ოქტომბერს განათლების სამინისტროიდან. სადაც აღნიშნული იყო, რომ თავისუფლება შეზღუდული პირები უფლებამოსილნი არიან განაგრძონ სწავლა-განათლება ციხეში და კონკრეტული მითითება წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებთან მიმართებით წერილში არ ყოფილა.
7. ამ დროს 2005 წლის 19 ოქტომბერს მომჩივანმა ახალი წერილი გაგზავნა ციხის უფროსთან, პროკურატურაში და სააპელაციო პროკურატურაში. 2005 წლის 26 ოქტომბერს მომჩივანმა ციხის უფროსს ახალი მოთხოვნის წერილი გაუგზავნა და მოითხოვა ციხის სკოლაში ჩარიცხვა 2005/06 სასწავლო წლისთვის. მიუთითა რა 2005 წლის 24 ოქტომბრის წერილზე მომჩივანმა აღნიშნა რომ განათლების სამინისტრომ აღიარა მისი განათლების ხელმისაწვდომობის უფლება ციხეში. 2005 წლის 7 ოქტომბერს მან მიიღო საპასუხი წერილი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების დეპარტამენტის უფროსისგან რომლითაც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. წერილში ნათქვამი იყო, inter alia, რომ:
“დადგენილია, რომ მომჩივანი ჯერ არ არის მსჯავრდებული. მას შემდეგ რაც სასამართლო გამოიტანს მის მიმართ განაჩენს მას გადაიყვანენ რეციდივისტების ციხეში.
იმ შემთხვევაში თუ მოხდება არა-რეციდივისტების ციხის საგანმანათლებლო და სამუშაო პროგრამებში რეციდივისტების ჩართვა ამით დაირღვევა მოთხოვნა რომლის მიხედვითაც სხვადასხვა კატეგორიის პატიმრები უნდა იყვნენ განთავსებულნი ცალ-ცალკე და ცალ-ცალკე უნდა იყვნენ ჩართულნი გამასწორებელ პროგრამებში. . .“
8. 2005 წლის 21 დეკემბერს მომჩივანმა გაასაჩივრა უარი სასკოლო პროგრამაში ჩართვაზე, იმ საფუძვლით, რომ მეორე სასჯელის არ არსებობის გათვალისწინებით მას არ შეიძლება მოეპყრან, როგორც „რეციდივისტს“. მის წერილობით სარჩელში მომჩივანი ეყრდნობოდა განათლების უფლებას, რომელიც გარანტირებული იყო კონსტიტუციის 53-ე მუხლით და დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლით, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების 77-ე მუხლით, რომელიც ადგენს inter alia რომ “პატიმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობით.“ მომჩივანის აზრით 1969 წლის კანონი სასჯელის აღსრულების შესახებ (იხილეთ პუნქტი 15-19 ქვემოთ) ადგენს უწყებების ვალდებულებას უზრუნველყონ განათლების მიმართ ხელმისაწვდომობა იმ პატიმრებისათვის, რომლებიც იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და ეს უფლება უნდა იყოს იმ უფლების მსგავსი რომელიც უკვე მსჯავრდებულ პატიმრებს აქვთ. უარს არ ჰქონდა კანონიერი მიზანი და ეწინააღმდეგებოდა განათლების კანონს და გაეროს კონვენციას განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ (გამოქყვეყნებული 1963 წელს ოფიციალურ გაზეთში). მოსმენისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს ჰქონდათ განათლების მიღების უფლება და რომ ციხის ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია უარის სამართლებრივი საფუძველი. ციხის უფროსმა აღიარა, რომ წარსულში ყოფილა სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევა მაგრამ მსგავსი პრაქტიკა გაუქმდა „რეციდივისტების“ „არა რეციდივისტებზე“ შესაძლო გავლენის გამო. მომჩივანს კი უარი ეთქვა სწავლის გაგრძელებაზე ვინაიდან იგი განიხილებოდა როგორც „რეციდივისტი“1969 წლის სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის ფარგლებში (იხილეთ პუნქტი 20 ქვემოთ) და მას უარი ეთქვა სკოლაში სიარულზე რაც მას საშუალებას მისცემდა ჰქონოდა კონტაქტი არა-რეციდივისტ პატიმრებთან.
9. 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაში სტარა ზაგორას რაიონულმა სასამართლომ დასაშვებად სცნო მომჩივანის სარჩელი და ციხის ადმინისტრაციის უფროსს დაავალა მისი სასკოლო პროგრამაში ჩართვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ციხის უფროსის უარი ეფუძნებოდა ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მომჩივანი იყო „რეციდივისტი“ და ვინაიდან სტარა ზაგორას ციხე იყო „არა რეციდივისტების“ ციხე, ამიტომ ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყო გამოერიცხათ იგი ისეთი პროგრამებიდან რომელიც მხოლოდ არა რეციდივისტი პატიმრებისათვის იყო განკუთვნილი. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი ვერ იქნება მიჩნეული „რეციდივისტად“, ვინაიდან სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის 158-ე მუხლის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ მას ადრე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მიმდინარე საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოტანილი და მის მიმართ მეორე გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ არ დამდგარა. წესი, რომლის მიხედვით „რეციდივისტი“ უნდა იყოს „არა-რეციდივისტისგან“ განცალკევებით განთავსებული ციხეში, შეუსაბამოა.
10. ციხის უფროსმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. იგი აცხადებდა, რომ სხვადასხვა კატეგორიის პატიმრების განსხვავებული მოპყრობის პრინციპის შესაბამისად მომჩივანი განთავსებული იყო წინასწარ პატიმრობაში სხვა მის მსგავს პატიმრებთან ერთად, რომლებიც ბრალის დადგენის შემთხვევაში „რეციდივისტების“ კატეგორიაში აღმოჩნდებოდნენ. ამასთანავე, სტარა ზაგორას ციხე იყო „არა რეციდივისტების“ ციხე და მასში „რეციდივისტების“ განთავსება, მათ შორის წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრების, იყო მხოლოდ გამონაკლისი.
11. სასარჩელო მოთხოვნის განხილვამდე, 2006 წლის 9 აგვისტოს მომჩივანმა ციხის უფროსს მიმართა ციხის სკოლაში ჩარიცხვის თხოვნით ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც 2006 წლის 15 სექტემბერს იწყებოდა. ვინაიდან მან არ მიიღო პასუხი მის მოთხოვნაზე, 2006 წლის 21 სექტემბერს მან იგივე თხოვნა გაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელის აღსრულების დირექტორატს.
12. 2006 წლის 26 სექტემბერს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება მომჩივანის ციხის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე. უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურორი (რომელიც მონაწილეობას იღებს უზენაესი სასამართლოს პროცედურებში) იზიარებდა მოსაზრებას, რომ სტარა ზაგორას რეგიონალური სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი და ციხის ადმინისტრაციის აპელაცია არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ საკასაციო მოთხოვნის საფუძვლები არ იყო ნათელი და ემყარებოდა შესაბამისი კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციას, ეწინააღმდეგებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე გამოტანილ სწორ ინტერპრეტაციას. უზენაესმა სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ 2002 წლის ცვლილებებამდე, სასჯელის აღსრულების შესახებ კანონმდებლობა ადგენდა სავალდებულო განათლებას ყველა პატიმრისთვის ვინც არ იყო 40 წლამდე მიღწეული. არსებული დებულებები ადგენდა სავალდებულო განათლებას მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ჯერ 16 წლისანი არ იყვნენ; სახელმწიფო ვალდებული იყო განათლება ხელმისაწვდომი გაეკეთებინა 16 წელს მიღწეული და უფროსი თაობისათვის, ვინც სწავლის გაგრძელების სურვილს გამოხატავდა. ეროვნული კანონმდებლობით მსჯავრდებულ პატიმრებს ჰქონდათ განათლების ხელმისაწვდომობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ ერთი წელი ან მეტი ჰქონდათ მისჯილი, იმის უზრუნველსაყოფად რომ მათ საშუალო განათლება დაესრულებინათ (იხლეთ პუნქტები 15-19 ქვემოთ). უზენაესმა სასამართლომ დაადგინა:
“განათლების უფლება (სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი) გათვალისწინებული და დარეგულირებულია ბულგარეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირებისათვის ვისაც შეეზღუდათ თავისუფლება სასამართლოს საბოლოო განაჩენის საფძველზე (лишаване от свобода) და არა იმ პირებისათვის, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან (задържане под стража)”.
შესაბამისად მან დაადგინა, რომ ციხის ადმინისტრაციის მიერ მომჩივანის „რეციდივისტად“ მიჩნევის კანონიერების საკითხი არ იყო შესაბამისი.
13. ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით, 2006 წლის 6 ნოემბერს სასჯელის აღსრულების დირექტორატმა პასუხი გასცა მომჩივანის მიერ 2006 წლის 9 აგვისტოს და 21 სექტემბერს დაყენებულ მოთხოვნას და შეატყობინა მას რომ ის არ იქნებოდა ჩარიცხული ციხის სკოლაში 2006-2007 სასწავლო წლისთვის.
14. ბოლოს, მომჩივანი დამნაშავედ სცნეს და მას მიესაჯა პატიმრობა ცეცხლსასროლი იარაღის საქმესთან მიმართებით. იგი გადაიყვანეს სტარა ზაგორას ციხიდან 2007 წლის 20 აპრილს პაზარდჟიკის ციხეში სასჯელის მოსახდელად. სახელმწიფომ სასამართლოს მოახსენა, რომ მომჩივანს არ გამოუხატავს სწავლის გაგრძელების სურვილი ამ ციხეში. მომჩივანმა საკუთარ მოსაზრებაში სასამართლოს განუცხადა, რომ მან განათლების გაგრძელების თხოვნით არ მიმართა ციხის ადმინისტრაციას მხოლოდ იმიტომ რომ პაზარდჟიკის ციხეში არ იყო სკოლა. ამასთანავე, მან სასამართლოს გაუგზავნა დოკუმენტაცია, რომელშიც აღნიშნული იყო ერთ-ერთი პატიმარი სტარა ზაგორას ციხეში, რომელიც მიჩნეული იყო რეციდივისტად მაგრამ აგრძელებდა სწავლას და ჩართული იყო სასწავლო პროგრამაში სტარა ზაგორას ციხეში. მომჩივანი გაათავისუფლეს ციხიდან 2008 წლის 27 ივლისს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. განათლების ხელმისაწვდომობა პატიმრებისთვის
15. სადაო პერიოდის განმავლობაში პატიმრებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის აღსრულება ხდებოდა 1969 წლის სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის შესაბამისად (რომელიც ძალაში იყო 2009 წლის ივნისამდე; „1969 წლის კანონი“); 1969 წლის კანონის აღსრულების რეგულაცია; 1999 წლის 19 აპრილის განკარგულება #2 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების სტატუსის შესახებ (ძალში იყო 2007 წლამდე „განკარგულება“); განათლების შესახებ ეროვნული კანონი 1991 წელს მიღებული („1991 წლის კანონი“); 1991 წლის კანონის აღსრულების შესახებ რეგულაცია. უნდა აღინიშნოს რომ 2002 წლამდე წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების სტატუსი რეგულირდებოდა იუსტიციის მინისტრის მიერ გაცემული განკარგულებით. 2002 წელს ეს წესები გაერთიანდა 1969 წლის კანონში. როგორც იკვეთება განკარგულება ძალაში იყო 2006 წლამდე, როდესაც 1969 წლის კანონის სააღსრულებლო რეგულაციას დაემატა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მდგომარეობის მარეგულირებელი დებულებები.
16. 2002 წლამდე ციხეში განათლება სავალდებულო იყო 40 წლამდე პატიმრებისათვის (1969 წლის კანონის მუხლი 39(1)) მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ ერთ წელზე მეტი ხნით ჰქონდათ პატიმრობა მისჯილი (1969 წლის კანონის პატიმრობის შესახებ რეგულაციის მუხლი 47(1)). 1969 წლის კანონის მუხლი 39(1) გაუქმდა 2002 წელს მაგრამ აღსრულების შესახებ რეგულაციაში დებულება მოქმედი დარჩა.
17. შესაბამისი დებულებებით დადგენილია განათლების ხელმისაწვდომობის სამი სხვადასხვა რეჟიმი. პირველი, 14-დან 18 წლამდე ასაკის პატიმრებისათვის ვინც „გამოსასწორებელ სახლებში“ არიან განთავსებულნი და არა ციხეებში უფლებამოსლნი არიან მიიღონ განათლება. განათლების მიღება სავალდებულოა 16 წლამდე პატიმრებისთვის (იხილეთ 1969 წლის კანონის მუხლი 39(3) და 1991 წლის კანონის მუხლი 7(1)). უფროსი ასაკის პატიმრები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მათი ეს მოთხოვნა (1969 წლის კანონის მუხლი 39(4) და 1969 წლის კანონის სააღსრულებლო რეგულაციის მუხლი 75(1)). ციხეში მიღებისას ციხის ადმინისტრაციას მოეთხოვება გაეკეთებინათ პატიმრის ინდივიდუალური საგანმანათლებლო მოთხოვნების შეფასება (1969 წლის კანონის მუხლი 66ა(1)(3)). პატიმრები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საგანმანათლებლო პროგრამებში და არ მუშაობდნენ ჰქონდათ უფლება ევლოთ სკოლაში და იქ სიარულის დრო გამოკლებოდა სასჯელს ერთიან ვადას ისევე როგორც ეს ხდებოდა მუშაობის შემთხვევაში. (1969 წლის კანონის მუხლი 103(4)).
18. 1969 წლის კანონის 128-ე მუხლი ადგენს რომ სხვა დებულებების არ არსებობის პირობებში, 1969 წლის კანონით დადგენილი დებულებები მსჯავრდებულ პირებთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებზეც. მსგავსი დებულება ასევე წარმოდგენილია 1969 წლის კანონის სააღსრულებლო დებულებაში. (მუხლი 168).
19. სასჯელის აღსრულების და წინასწარი პატიმრობის შესახებ 2009 წელს მიღებული უახლესი კანონი (2009 წლის კანონი) შეიცავს შესაბამის დებულებებს. იგი ადგენს, რომ 16 წლამდე ბრალდებულების საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა სავალდებულოა (2009 წლის კანონის მუხლი 162 (1)). ადმინისტრაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა 16 წლამდე პატიმრებისათვის სავალდებულოა (2009 წლის კანონის მუხლი 162 (1)). ამ ასაკის ზემოთ პატიმრებისათვის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს საგანმანათლებლო პროგრამებს (მუხლი 162 (2)) წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა „წახალისებულია“ (მუხლი 257 (2()). ბოლოს, სკოლაში გატარებული დრო აკლდება მთლიანი სასჯელის ვადას იმავე წესის შესაბამისად, როგორც სამუშაო დღეების შემთხვევაში ხდება (მუხლი 178(4)).
ბ. რეციდივისტები
20. 1969 წლის მუხლი 158 (1) ადგენს რომ მისი მიზნებიდან გამომდინარე, „რეციდივისტი“ ნიშნავს:
“(ა) პირები, რომელთა ორჯერ ან მეტჯერ მიესაჯათ პატიმრობა განზრახი დანაშაულისათვის, რომელიც არ მოითხოვს ერთ კუმულაციურ სასჯელს. . , იმ შემთხვევაში თუ ისინი რეალურად მოიხდიდნენ პატიმრობის სასჯელს;
(ბ) პირები რომელთაც ბრალად ედებათ ისეთი დანაშაულის ჩადენა რომელიც საშიშ დანაშაულად არის კვალიფიცირებული.”
1969 წლის კანონის მუხლი 12 მოითხოვს რომ „რეციდივისტებმა“ სასჯელი მოიხადონ დამოუკიდებელ დაწესებულებაში. მუხლი 8ა(3) ადგენს, რომ „გამასწორებელი აქტივობები სხვადასხვა კატეგორიის პატიმრებთან მიმართებით ცალ-ცალკე განცხორციელდება“. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე რეციდივისტები შეიძლება გადაყვანილ იქნან სხვა ციხეებში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ ისინი შეიცვალნენ და თუ არ არსებობდა უარყოფითი გავლენის საფრთხე სხვა პატიმრებზე (1969 წლის კანონის მუხლი 12(2)). წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრები, რომელთაც ადრე მისჯილი ჰქონდათ პატიმრობის ვადა და არ არიან რეაბილიტირებულნი განთავსდებიან სხვა წინასწარ პატიმრობაიშ მყოფი პატიმრებისგან (1969 წლის კანონის მუხლი 130б(1)(5)) იზოლირებულად. 2009 წლის კანონი შეიცავს მსგავს დებულებებს.
II. ევრო საბჭოს შესაბამისი დოკუმენტები
A. ციხის ევროპული წესები
21. ციხის ევროპული წესები წარმოადგენს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიმართ იმ მინიმალური სტანდარტების თაობაზე რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ციხეებში. სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ წესებით კანონმდებლობის შემუშავებისას და უნდა უზრუნველყონ წესების ფართო გავრცელება სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა, ციხის ადმინისტარციას და პატიმრებს შორის.
1. რეკომენდაცია No. R (87) 3 ციხის ევროპული წესების შესახებ
22. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 1987 წლის 12 თებერვალს მიიღო ციხის ევროპული წესები, რომელიც შემდეგ დებულებებს შეიცავდა, inter alia,მიუსჯელი პატიმრების შესახებ:
“11.1. პატიმრების სხვადასხვბა დაწესებულებებში ან რეჟიმებში გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი სამართლებრივი და სასამართლო სტატუსი (მიუსჯელი თუ ბრალდებული პატიმარი, ნასამართლობის არმქონე პირი ან რეციდივისტი, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი სასჯელი), მათი მოპყრობის, სამედიცინო მოთხოვნების, სქესისა და ასაკის სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით.
...
3. მიუსჯელი პატიმრები უნდა განთავსდნენ მისჯილი პატიმრებისგან განცალკევებით გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი თანახმა არიან იყვნენ განთავსებულნი ან ჩართულნი ორგანიზებულ აქტივობებში რომელიც მათთვის სასარგებლოა.
...
91. პატიმრებს, რომლებიც მიიჩნევიან უდანაშაულოდ სანამ მათი ბრალი არ დადგინდება უნდა მოეპყრან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გარდა იმ შეზღუდვებისა რაც სისხლის სამართლის პროცედურებით არის დადგენილი და გამომდინარეობს დაწესებულების უსაფრთხოების მოთხოვნებიდან.
...
96. მიუსჯელ პატიმრებს, როდესაც ეს შესაძლებელია უნდა მისცენ სამუშოას შესაძლებლობა, მაგრამ არ უნდ აიყვნენ ვალდებულნი, რომ იმუსაონ. ისინი ვინც აირჩევენ მუშაობას უნდა იღებდნენ სხვა პატიმრების მსგავს ანაზღაუირებას. თუ სასწავლო ან დასაქმების პროგრამები ხელმისაწვდომია მაშინ მიუსჯელმა პატიმრებმა უნდა გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობები.”
2. რეკომენდაცია #. (89) 12 ციხეში განათლების შესახებ
23. მინისტრთა კომიტეტმა 1989 წლის 13 ოქტომბერს მიიღო ციხეში განათლების შესახებ რეკომენდაცია, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია:
“მიიჩნევს რა განათლების უფლებას როგორც ფუნდამენტურ უფლებას;
მიიჩნევს რა, რომ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებისა და საზოგადოების განვითარებისათვის;
აცნობიერებს რა, რომ პატიმართა დიდ ნაწილს ჰქონდა მწირი განათლება, და შესაბამისად, ესაჭიროებათ განათლების მიღება;
მიიჩნევს რა, რომ განათლება ჰუმანურს ხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებას და აუმჯობესებს პატიმრობის პირობებს;
მიიჩნევს რა, რომ განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას პატიმართა საზოგადოებაში დაბრუნებისთვის ხელშესაწყობად;
ითვალისწინებს რა, რომ ზოგიერთი უფლების და ღონისძიების პრაქტიკული აღსრულებისას, ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად, დასაშვებია წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და მსჯავრდებულთა განსხვავება;
მხედველობაში აქვს რა რეკომენდაცია № R(87)3 ციხის ევროპული წესების შესახებ და რეკომენდაცია № R(81)17 ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის შესახებ,
- რეკომენდაციას უწევს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს განახორციელონ პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
1. ყველა პატიმრისთვის განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელშიც იგულისხმება საბაზისო და პროფესიული განათლება, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები, ფიზიკური განათლება და სპორტი, სოციალური განათლება და ბიბლიოთეკა;
4. ყველამ, ვინც ჩაბმულია სასჯელაღსრულების სისტემის მართვასა და ადმინისტრირებაში რაც შეიძლება მეტად უნდა შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს განათლების უზრუნველყოფას;
6. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატიმრები წახალისებულნი იქნენ და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესებში;
17. ფინანსური რესურსები, აღჭურვილობა და განათლების სექტორში დასაქმებული პერსონალი უნდა იქნას უზრუნვეყოფილი იმისათვის, რომ პატიმრებმა მიიღონ შესაბამისი განათლება.”
3. რეკომენდაცია R (2006) 2 ციხის ევროპული წესების შესახებ
24. 2006 წლის 11 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ციხის ევროპული წესების ახალი ვერსია და მიუთითა, რომ 1987 წელს მიღებული წესები „საჭიროებდა არსებით გადასინჯვას და ცვლილებებს იმისათვის, რომ ასახულიყო ის მოვლენები რაც განხორციელდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში, სასჯელის დაკისრების პრაქტიკაში და ევროპაში ციხეების ზოგადი მართვის კუთხით“. 2006 წლის წესებში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი პრინციპები:
“ძირითადი პრინციპები
1. ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს უნდა მოეპყრან მისი უფლებების პატივისცემით.
2. თავისუფლებააღკვეთილი პირები ინარჩუნებენ ყველა უფლებას, რომელიც კანონიერად არ ერთმევათ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც მათ უსჯიან სასჯელს ან უფარდებენ პატიმრობას.
3. თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები უნდა იყოს მინიმალურად აუცილებელი და იმ ლეგიტიმური ამოცანის თანაზომიერი, რომლისთვისაც ხდება მათი დაწესება.
4. ადამიანის უფლებების შემლახავი ციხის პირობების არსებობა არ არის გამართლებული
რესურსების ნაკლებობით.5. ცხოვრება ციხეში შეძლებისდაგვარად უნდა უახლოვდებოდეს საზოგადოებაში ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებს.
6. პატიმრობის მართვა ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი შეუწყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთა რეინტეგრაციას თავისუფალ საზოგადოებაში
. ...
არეალი და გამოყენება
...
10.2 პრინციპში, პირები რომელთა მოთავსება მოხდა საპატიმროში ან რომელთაც აღეკვეთათ თავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უნდა იყონ მოთავსებული, ანუ ამ ორი კატეგორიის პირთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.
განაწილება და განთავსება
...
18.8 პატიმრების კონკრეტულ დაწესებულებაში მოთავსების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების კონკრეტულ განყოფილებებში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს საპატიმროში მოთავსების შემდეგი პირობების სათანადო გათვალისწინება:
ა. მიუსჯელი პატიმრების მისჯილებისაგან ცალკე მოთავსება;
ბ. მამაკაცი პატიმრების ქალი პატიმრებისაგან განცალკევებით მოთავსება; და
გ. ახალგაზრდა მოზრდილი პატიმრების შედარებით ასაკიანი პატიმრებისაგან ცალკე მოთავსება.
18.9 მე-8 პარაგრაფში მოცემული განცალკევებით მოთავსების მოთხოვნების მიმართ შეიძლება გამონაკლისების დაშვება რათა პატიმრებს საშუალება მიეცეთ ღონისძიებებში ერთობლივი მონაწილეობისა. მაგრამ ეს ჯგუფები განცალკევებით უნდა მოათავსონ ღამით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი თანხმობას აცხადებენ ერთად მოთავსებაზე და ციხის ადმინისტრაცია თვლის, რომ ყველა პატიმრისთვის ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება....
განათლება
28.1 ყოველი სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა ცდილობდეს, რომ პატიმრები უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობით, რომლებიც იქნება შეძლებისდაგვარად მრავალმხრივი და უპასუხებს პატიმართა ინდივიდუალურ საჭიროებებს მათი მისწრაფებების გათვალისწინებით.
28.2 პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პატიმრებს, რომელთაც წერა-კითხვის და ანგარიშის სწავლის საჭიროება აქვთ და რომელთაც აკლიათ საბაზისო და პროფესიული განათლება.
28.3 განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდა და სპეციალური საჭიროებების მქონე პატიმრების განათლებას.
28.4 განათლებას არ უნდა მიენიჭოს ნაკლები სტატუსი, ვიდრე მუშაობას ციხის რეჟიმის ფარგლებში და პატიმრები არ უნდა ჩააყენონ ფინანსურად ან სხვაგვარად არახელსაყრელ პირობებში საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების გამო.
28.5 ყოველ დაწესებულებას უნდა ქონდეს ბიბლიოთეკა ყველა პატიმრის სარგებლობისთვის, რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი როგორც რეკრეაციული ისევე საგანმანათლებლო რესურსებით, წიგნებით და სხვა საშუალებებით.
28.6 სადაც შესაძლებელია, ციხის ბიბლიოთეკა უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის სამსახურებთან თანამშრომლობით.
28.7 რამდენადაც განხორციელებადი იქნება, პატიმართა განათლება უნდა:
ა. იყოს ინტეგრირებული ქვეყნის საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების სისტემასთან, იმგვარად, რომ პატიმართა გათავისუფლების შემდგომ მათ შეძლონ სწავლის ან პროფესიული განათლების გაგრძელება სიძნელის გარეშე; და
ბ. მიმდინარეობდეს გარე საგანმანათლებლო დაწესებულებების ეგიდით..
...
მიუსჯელი პატიმრების სტატუსი
95.1 მიუსჯელი პატიმრებისთვის არსებული რეჟიმი არ უნდა ექცეოდეს იმ გავლენის ქვეშ რომ პატიმრები შესაძლოა იყვნენ მსჯავრდებულები მომავალში.
95.2 ციხის წესების ამ ნაწილში მოცემული დებულებები წარმოადგენს დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებს მიუსჯელი პატიმრებისათვის.
95.3 წინასწარი პატიმრობის ციხეეების ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს ამ წესებით და გამოიყენოს რათა ნება დართოს პატიმრებს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში,
რომლებიც მოცემულია წინამდებარე წესებში..
...
რეჟიმის მიზნები მისჯილი პატიმრებისათვის
101. თუ მიუსჯელი პატიმარი მოითხოვს რომ ნება დაერთოს ისარგებლოს იგივე რეჟიმით რაც
დადგენილია მისჯილი პატიმრებისათვის, ციხის ადმინისატრციამ რამდენადაც ეს შესაძლებელია
უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა..”
კანონმდებლობა ...
II. საქმის არსებითი მხარე
ა. კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
26. მომჩივანი აცხადებდა, რომ მას შეეზღუდა განათლების ხელმისაწვდომობის უფლება სტარა ზაგორას ციხეში, რაც არღვევს კონვენციის მე-13-ე მუხლს და კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი უნდა იყოს განხილული დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ადგენს:
„არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.“
1. მხარეთა პოზიციები
27. მომჩივანი დაობდა, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ უკრძალავდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს მონაწილეობა მიეღოთ ციხის საგანმანათლებლო პროგრამებში და ამიტომ მის მიმართ მოპყრობა უნდა ყოფილიყო ისეთივე, როგორც მისჯილი პატიმრების მიმართ და განათლების ხელმისაწვდომობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. კონკრეტულად კი, მისი აზრით განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ დებულებები უნდა ვრცელდებოდეს ყველა მსჯავრდებულზე. იგი მიიჩნევს რომ ეროვნულმა უწყებებმა კანონის ინტერპრეტაცია არასწორად მოახდინეს და შესაბამისად მის მიმართ მოპყრობა იყო დისკრიმინაციული; მისი უფლება უფრო მეტად შეიზღუდა ვიდრე ეს საჭირო იყო მისი დაკავების მიზნებისთვის და ავტომატურად მას შეეზღუდა განათლების უფლება.
28. მომჩივანი ასევე ასაჩივრებდა ციხის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ უარის საფუძველს და ასევე მთავრობის პოზიციას, კონკრეტულად კი იმ ფაქტს რომ გამართლებული იყო მისთვის განათების გაგარძლებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მას სავარაუდოდ როგორც „რეციდივისტს“ ისე გაასამართლებდნენ და „არა–რეციდივისტების“ ინტერესები, რომლებიც განათლების მიღებას ციხეში აგრძელებდნენ უნდა ყოფილიყო დაცული. ამ პოზიციაში ხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ „რეციდივისტების“ სხვა პატიმრებისგან გამოყოფის პრინციპი არ იყო დაცული. ამასთანავე, მომჩივანი ასაბუთებდა რომ მისთვის განათლების უფლების შეზღუდვა იმ საფუძვლით, რომ მას ჯერ არ ჰქონდა მისჯილი სასჯელი, არ იყო ლოგიკური ვინაიდან არსებობდა შანსი იმისა, რომ იგი გაემართლებინათ და შესაძლოა მას ციხე დაეტოვებინა სასწავლო წლის დასრულებამდე. მან ორი სრული სასკოლო წელი გაატარა წინასწარ პატიმრობაში სტარა ზაგორას ციხეში. ციხის ადმინისტრაციას მისი წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის შესახებ რაიმე ეჭვი რომ ჰქონოდა, შეეძლო მოკვლევა ჩაეტარებინა პროკურატურაში. მომჩივანი აცხადებდა, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცებამდე იგი უდანაშაულოდ მიიჩნეოდა და უდანაშაულობის პრეზუმფცია მასზე ვრცელდეოდა და არ შეიძლებოდა მისი განათლების უფლების შეზღუდვა ამ ვადის განმავლობაში. მას შემდეგ რაც მას ბრალი დაუმტკიცდებოდა და გადაიყვანდნენ პაზარდჯიკის ციხეში იგი უკვე ვეღარ შეძლებდა განათლების მიღებას ვინაიდან ამ ციხეში არ იყო სკოლა.
29. სახელმწიფო აცხადებდა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ეროვნულ უწყებებს უნდა დაერეგულირებინათ და დაეგეგმათ საგანმანათლებლო პროცესი მათ ქვეყანაში. ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არ მიეცა განათლების მიღების შესაძლებლობა მომჩვანისათვის იყო გონივრული იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა კატეგორიის პატიმრებზე უნდა ვრცელდებოდეს სხვადასხვა პირობები. მომჩივანის პატიმრობა სტარა ზაგორას ციხეში, ღია ტიპის დაწესებულებაში, რომელიც „არა–რეციდივისტი“ პატიმრებისთვის არის განკუთვნილი, იყო გამონაკლისი და მოცემული მომენტისათვის არ იყო ნათელი თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მისი პატიმრობა ამ ციხეში. პირველი, სახელმწიფო აცხადებდა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი მომჩივანი არ იყო უფლებამოსილი სკოლაში ევლო უკვე მისჯილ პატიმრებთან ერთად. სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის მიხედვით, ისე როგორც ის გამოიყენებოდა მოცემული მომენტისათვის, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები არ იყვნენ უფლებამოსილნი ციხის სკოლაში მიეღოთ განათლება თუ არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ ისინი აუცილებლად დარჩებოდნენ მოცემულ ციხეში მინიმუმ ერთი სასწავლო წლით. მეორე, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარზე, რომელიც „რეციდივიზმის“ ბრალდების რისკის წინაშე იდგა, სწორი იყო გავრცელებულიყო „რეციდივისტი“ პატიმრების მიმართ გამოყენებული წესები (იხილეთ პუნქტი 20 ზემოთ). ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ციხის ადმინისტრაცია ვერ შეძლებდა“არა რეციდვისტი“ პატიმრების დაცვას „რეციდივისტი“ პატიმრებისგან. ამასთანავე, „რეციდივისტების“ მიმართ გამოყენებული წესების შერბილება გამოიწვევს პატიმრობის ეფექტის შესუსტებას. იმ შემთხვევაში თუ მომჩვანი გამართლდებოდა იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდებოდა ციხიდან და ციხის ადმინისტრაციის მიერ მისთვის განათლების უფლების შეზღუდვა მასზე გავლენას იქონიებდა. ბოლოს, სახელმწიფო აცხადებდა, რომ მომჩვანის ქალაქ პაზარდჟიკის ციხეში გადაყვანის შემდეგ, მომჩვანს არ მოუთხოვია საგანამნათლებლო პროცესში ჩართვა.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
30. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად პატიმრები ინარჩუნებენ კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს გარდა თავისუფლების უფლების, როდესაც კანონიერად დაწესებული პატიმრობა ჯდება კონვენციის მე–5–ე მუხლის ფარგლებში. მაგალითად, პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობა არ შეიძლება განხორციელდეს, პატიმრები არ შეიძლება გახდნენ არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის ობიექტები ან არ შეიძლება მათი ისეთ პირობებში განთავსება, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილ ნორმებს, მათი ოჯახის პატივისცემის უფლება, გამოხატვის თავისუფლების უფლება, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების უფლება, ადვოკატის ან სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება მე–6–ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, კორესპონდენციის პატივსიცემის უფლება და დაოჯახების უფლება. ნებისმიერი შეზღუდვა ამ სხვა უფლებებზე უნდა იყოს გამართლებული, ეს გამართლება შეიძლება გამოწვეული იყოს უსაფრთხოებიდან, კონკრეტულად კი დანაშაულის ან არეულობის პრევენციიდან, რომელიც გარდაუვლად გამომდინარეობს პატიმრობის პირობებიდან (იხილეთ ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hirst v. the United Kingdom) (no. 2) [GC], no. 74025/01, § 69, ECHR 2005‑IX, და სხვა საქმეები; ასევე იხილეთ სტუმერი ავსტრიის წინააღმდეგ (Stummer v. Austria) [GC], no. 37452/02, § 99, ECHR 2011). ზემოთ ციტირებულ ჰირსტის საქმეზე სასამართლომ დაადგინა “უდავოა რომ პატიმარი თმობს მის კონვენციით დადგენილ უფლებებს მხოლოდ მისი, როგორც ბრალდების დამტკიცების შემდეგ მსჯავრდებულის სტატუსიდან გამომდინარე”. ეს პრინციპი გამოყენებულ იქნა პირის მიმართ როგორიცაა მომჩივანი სადაო პერიოდის განმავლობაში, რომელიც ჯერ არ იყო მსჯავრდებული და რომელიც შესაბამისად მიჩნეულ უნდა იქნას უდანაშაულოდ (იხილეთ, მაგალითად ლადუნა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Laduna v. Slovakia), no. 31827/02, §§ 64 და 67, ECHR 2011).
31. რაც შეეხება განათლების უფლებას, დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლი ვერ იქნება ისე განმარტებული, რომ ის აწესებს ხელშემკვრელ სახელმწიფოზე ვალდებულებას შექმნან ან მოახდინონ სუბსიდირება კონკრეტული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ესე იმოქმედებს ვალდებული იქნება უზრუნველყოს მსგავსი დაწესებულების მიმართ ეფექტური ხელმისაწვდომობა. თუ სხვანაირად განვმარტავთ, საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ხელმისაწვდომობა რომელიც მოცემული მომენტისათვის არსებობდა წარმოადგენს დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის პირველი წინადადებით დადგენილი უფლების განუყოფელ ნაწილს (იხილეთ საქმე “ბელგიაში განათლების სფეროში ენების გამოყენების კანონის ზოგიერთი ასპექტის შესახებ”, გადაწყვეტილება, 23 ივლისი 1968, Series A no. 6, §§ 3-4; პონომორიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Ponomaryovi v. Bulgaria), no. 5335/05, § 49, ECHR 2011; და კატანი და სხვები მოლდოვეთის რესპუბლიკის და რუსეთის წინააღმდეგ (Catan and Others v. the Republic of Moldova and Russia) [GC], nos. 43370/04, 8252/05 და 18454/06, § 137, ECHR 2012 (ამონარიდები)). ეს დებულებები ვრცელდება დაწყებით, საშუალო და უმაღლეს განათლებაზე. (იხილეთ ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ (Leyla Şahin v. Turkey) [GC], no. 44774/98, §§ 134 და 136, ECHR 2005-XI).
32. სასამართლო აღიარებს, რომ მიუხედავად მისი მნიშვნელობისა განათლების უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია გარკვეული სახით შეიზღუდოს. იმის გათვალისწინებით რომ არ მოხდება უფლების არსის შელახვა ეს შეზღუდვები დაშვებულია ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფო რეგულაციას“. იმისათვის რომ დადგენილმა შეზღუდვებმა არ შელახონ სადაო უფლება ისე რომ დაირღვეს მისი არსი და ეფექტურობა სასამართლო ადგენს რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს წინასწარ განჭვრეტადი მათთვის ვისაც ეს ეხება და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. კონვენციის მე-8-ე და მე-11-ე მუხლებისგან განსხვავებით ეს მუხლი არ იზღუდება დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის „ლეგიტიმური მიზნის“ ამომწურავი ჩამონათვლით. შეზღუდვა შესაბამისი იქნება დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლისა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებს და მისაღწევ მიზანს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ამბობს ბოლო სიტყვას იმის თაობაზე თუ რამდენად იყო დაცული კონვენციის მოთხოვნები ხელშემკვრელი სახელმწიფოები ამ სფეროში სარგებლობენ გარკვეული თავისუფალი შეფასების ფარგლებით (იხილეთ კატანი (Catan), ზემოთ ციტირებული, §140, და ზემოთ ციტირებული სხვა საქმეები).
33. განათლება არის კომპლექსური აქტივობა, რომელიც რთულად ორგანიზებადია და საკმაოდ ძვირადღირებულია მაშინ როდესაც მისთვის გამოყოფილი რესურსები კი შეზღუდული. განათლების ხელმისაწვდომობის რეგულირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბალანსი ერთის მხრივ მის იურისდიქციაში მყოფთა საგანმანათლებლო საჭიროებებსა და მეორეს მხრივ შეზღუდულ შესაძლებლობებს შორის დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. მაგრამ სასამართლო ვერ გადასინჯავს იმ ფაქტს, რომ სხვა საჯარო მომსახურებისაგან განსხვავებით განათლება არის უფლება რომელიც პირდაპირ არის დაცული კონვენციით. ის ასევე წარმოადგენს ძალიან კონკრეტული ტიპის საჯარო მომსახურებას, რომელიც არა მხოლოდ პირდაპირ ანიჭებს უპირატეობას მათ მიმღებთ არამედ ემსახურება უფრო ფართო სოციალურ ფუნქციას. მართლაც, სასამართლოს უკვე ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მან მიუთითა „დემოკრატიულ საზოგადოებაში განათლების უფლება . . . ადამიანის უფლებების განგრძობადობისთვის არსებითია [და] თამაშობს ფუნდამენტურ როლს. . .“ (იხილეთ, mutatis mutandis, პონომარიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Ponomaryovi v. Bulgaria), no. 5335/05, § 55, ECHR 2011).
(ბ) ამ პრინციპების მოცემული საქმის ფაქტებთან შესაბამისობა
34. სასამართლოსთვის ცნობილია მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა პატიმრისათვის (იხილეთ პუნქტები 21-24 ზემოთ), სასამართლო მიუთითებს რომ დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლი არ აკისრებს ვალდებულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოს მოაწყოს საგანმანათლებლო დაწესებულები ყველა იმ ციხეებში სადაც მსგავსი დაწესებულებება არ არსებობს. (იხილეთ ნატალი იტალიის წინააღმდეგ (Natoli v. Italy), no. 26161/95, კომისიის გადაწყვეტილება 18 მაისი 1998, და ეპისტავუ რუმინეთის წინააღმდეგ (Epistatu v. Romania), no. 29343/10, § 63, 24 სექტემბერი 2013). მოცემული მომჩივანის სარჩელი ეხება უკვე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - სტარა ზაგორას ციხის სკოლა- ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. როგორც უკვე ზემოთ იყო აღნიშნული, უკვე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელმისაწვდომობა ჯდება დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის ფარგლებში. ნებისმიერი ფორმით ამ უფლების შეზღუდვა უნდა იყოს წინასწარ განჭვრეტადი, უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, უნდა იყოს ამ მიზნის პროპორციული (იხილეთ პუნქტი 32 ზემოთ). მიუხედავად იმისა რომ დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლი არ ადგენს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოფილ იყოს ციხეში განათლება ნებისმიერ შემთხვევაში, იქ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს არ უნდა ხდებოდეს მისი არაგონივრული და თვითნებური შეზღუდვა.
35. სასამართლო სადაოდ მიიჩნევს თუ რამდენად წინასწარ განჭვრეტადი იყო მომჩივანისთვის შეზღუდვა დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოთი დადგენილია რომ 16 წლის ან უფროსი ბრალდებული პატიმრები სარგებლობენ უფლებით მოთხოვნის შემთხვევაში ჩაერთონ საგანმანათლებლო პროგრამაში და იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ნათელი წესები მაშინ იგივე წესები რაც მოქმედებს მსჯავრდებულ პირებზე უნდა თანაბრად ვრცელდებოდეს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებზეც. ერთადერთი დებულება რომელიც წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრების განათლების უფლებას ეხებოდა იყო ის რომ ციხის ადმინისტრაციას უნდა „წაეხალისებინა“ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების ციხის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა (იხილეთ პუქნტები 15-19 ზემოთ);
36. საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზი აისახა იმ ფაქტშიც, რომ ეროვნული სამართალწარმეობის ეტაპზე და სასამართლოში საქმის წარმოებისას ეროვნული უწყებების მიერ განსხვავებული მიზეზები იყო ჩამოყალიბებული იმის თაობაზე თუ რატომ ეთქვა უარი მომჩივანს განათლების გაგრძელებაზე ციხის სკოლაში. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტრიოს სასჯელის აღსრულების დირექტორატის მიერ იმ საფუძვლით, რომ „მსჯავრდების შემდეგ“ მას გადაიყვანდნენ „რეციდივისტებისათვის“ განკუთვნილ ციხეში რითაც დაირღვეოდა საკანონმდებლო მოთხოვნა „რეციდივისტი“ და “არა რეციდივისტი“ პატიმრების განცალკევების შესახებ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა მისი დაშვება „არა რეციდივისტი“ პატიმრების სკოლაში (იხილეთ პუნქტი 7 ზემოთ). ციხის დირექტორმა იმავე საფუძვლით უთხრა უარი მას (იხილეთ პუქნტი 8 ზემოთ). როდესაც მომჩივანმა გაასაჩივრა ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა სკოლაში ჩარიცხვაზე, სტარა ზაგორას რეგიონალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ შეიძლებოდა ის კლასიფიცირებული ყოფილიყო როგორც „რეციდივისტი“ და დაავალა ციხის ადმინისტრაციას მისი სკოლაში ჩარიცხვა. მას შემდეგ რაც ციხის ხელმძღვანელმა დამატებით გაასაჩივრა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა რეგიონალური სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მომჩივანი არ იყო უფლებამოსილი მონაწილეობა მიეღო ციხის საგანმანათლებლო პროგრამაში ვინაიდან განათლების უფლება დადგენილი იყო შესაბამისი კანონმდებლობით და იგი ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პატიმრებზე ვისაც თავისუფლება ჰქონდათ შეზღუდული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე და არა მათზე ვინც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. (იხილეთ პუნქტი 12 ზემოთ).
37. ამ სასამართლოს წინაშე საქმის წარმოებისას სახელმწიფო დაეყრდნო სამ სხვადასხვა საფუძველს მომჩივანის სკოლაში არ დაშვების გასასამართლებლად. პირველი, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარს არ ჰქონდა უფლება ციხის სკოლაში ევლო უკვე მსჯავრდებულ პირებთან ერთდ. მეორე, ისინი აცხადებდნენ რომ არ იყო მიზანშეწონილი წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრისათვის, რომლის წინასწარი პატიმრობის ვადა დაუდგენელი იყო, ევლო ციხის სკოლაში რომელიც განკუთვნილი იყო მსჯავრდებული პირებისთვის, რომელთა პატიმრობის ვადა აღემატებოდა 12 ან მეტ თვეს. მესამე, ვინაიდან არსებობდა რისკი იმისა, რომ მომჩივანი „რეციდივისტის“ სტატუსს მიიღებდა, არ იყო მიზანშეწონილი მისი დაშვება „არა რეციდივისტი“, მსჯავრდებული პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხის სკოლაში.
38. სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ საკუთარი არგუმენტები მტკიცებულებებით, რომელიც სტარა ზაგორას ციხის პირობებს ეხებოდა, არ გაამყარა. მომჩივანის დაცვის საჭიროება მისი მსჯარვდებული პატიმრებისგან განცალკევების გზით, მისი წინასწარ პატიმრობაში არსებული სტატუსის გამო, არ წარმოადგენდა ციხის ადმინისტრაციის საფრუძველს რომლითაც მათ უარი უთხრეს მომჩივანს ციხის სკოლაში განათლების მიღების მოთხოვნაზე. უფრო მეტიც, მომჩივანის მრავალი მოთხოვნიდან ნათელი იყო რომ მიეცათ მისთვის ციხის სკოლაში განათლების მიღების ნებართვა ის არ იყო წინააღმდეგი ამ პროცესში ჩართულიყო უკვე მსჯავრდებულ პირებთან ერთად. სასამართლოს წინაშე არსებული მასალების მიხედვით არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დადგიდნება, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმრებს მიადგება რაიმე ზიანი კონტროლირებად საკლასო ოთახში, რომელიც მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა ან რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმარი იმყოფებოდა მსჯავრდებული ან „რეციდივისტი“ პატიმრებისგან განცალკევებით სტარა ზაგორას ციხეში. იმ შემთხვევაში თუ ეს ასე იყო მსგავსი დანაწილება ვრცელდებოდა თუ არა ციხის რეჟიმის ყველა ასპექტზე.
39. მეორე მიზეზი რომელსაც სახელმწიფო ეყრდნობოდა იყო წინასწარი პატიმრობის დაუდგენელი ვადა და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნა პატიმრობის მინიმუმ ერთი წლის ვადის მოხდა იქამდე სანამ მათ მიენიჭებოდათ ციხის სკოლაში სწავლის უფლება. სახელმწიფოს არ აუხსნია თუ რატომ იყო ეს საჭირო პირობა ციხის სკოლაში ჩასარიცხად. რაც შეეხება წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმრებს, ისეთი როგორიცაა მომჩივანი, სასამართლო აცხადებს რომ ის ფაქტი რომ წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა დაუდგენელია ის ვერ იქნება მისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველი, განსხვავებით ისეთი შემთხვევებისა როდესაც ნათელია რომ პატიმრობა იქნება მოკლევადიანი. ამასთანავე, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის არანაირი სტატისტიკური ინფორმაცია სკოლაში რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ რომლითაც მაგალითად გამართლებული იქნებოდა ის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც იმ პატიმრებზე უფრო ნაკლები ხარჯების გაწევა ხდება ვინც უფრო მეტი დროით რჩება ციხეში.
40. ბოლოს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი საფუძველი, კონკრეტულად კი მომჩივანის განცალკევება სხვა პატიმრებისგან იმ რისკის გამო რომ ის შესაძლოა „რეციდივისტად“ ყოფილიყო ცნობილი, სასამართლო არ მიიჩნევს მას კანონიერ მიზეზად, ვინაიდან სადაო პერიოდის განმავლობაში მომჩივანი არ იყო მსჯავრდებული და მას უნდა ესარგებლა უდანაშაულობის პრეზუმფციით.
41. სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი არცერთი საფუძველი არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან ისინი არ არის გამყარებული მტკიცებულებებით რომლითაც ნათელი გახდება სტარა ზაგორას ციხის სკოლაში განათლების ხელმისაწვდომობის დეტალები. მეორეს მხრივ კი უნდა არსებობდეს ბალანსი მომჩივანის უდავო ინტერესის მიმართ დაასრულოს საშუალო განათლება. ციხეში განათლების ხელმისაწვდომობის ღირებულება, როგორც ინდივიდუალური პატიმრის ისე ციხის გარემოს და ზოგადად საზოგადოებისათვის აღიარებულია ევრო საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მის რეკომენდაციაში ციხეში განათლების შესახებ და ციხის ევროპულ წესებში (იხილეთ პუნქტები 21-24 ზემოთ);
42. მოცემულ საქმეში სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა პრაქტიკული მიზეზები, მაგალითად რესურსების ნაკლებობა სკოლაში, და ვერც ნათლად განმარტა მომჩივანზე დაწესებული შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მის წინაშე არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს არ მიაჩნია, რომ მომჩივანისთვის სტარა ზაგორას ციხის სკოლაში განათლების მიღებაზე უარი იყო საკმარისად განჭვრეტადი, ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და იყო მიზნის პროპორციული. ამიტომ სასამრთლო ადგენს რომ ადგილი ჰქონდა დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლით დადგენილი უფლების შელახვას მოცემულ საქმეში. ...
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1. მიიჩნევს, რომ საჩივარი დასაშვებია;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის დარღვევას;
...
შექმნილია ინგლისურად და შეტყობინება წერილობით გაგზავნილია სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ფრანცისკა ელენ - პასოსი ინეტა ზიემალე
სხდომის გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy