© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #174
2014 წლის მაისი
ველიო ველევი ბულგარეთის წინააღმდეგ - 16032/07
გადაწყვეტილება 27.5.2014 [IV სექცია]
დამატებითი ოქმი #1; მუხლი 2
განათლების უფლება
წინასწარი პატიმრობა შეფარდებული პირისთვის ციხის სკოლაში ჩარიცხავზე უარი: დარღვევა
ფაქტები – 2005 წელს მომჩივანმა, რომელსაც წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მოითხოვა ციხის სკოლაში ჩარიცხვა. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ჯერ ციხის ადმინისტრაციის მიერ და მოგვიანებით არც უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ. ციხის უფროსმა გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ბრალის დადგენის შემთხვევაში მომჩივანი, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო იქნებოდა რეციდივისტი და შესაბამისად ის უნდა ყოფილიყო არა რეციდივისტი პატიმრებისგან დამოუკიდებლად განთავსებული. უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სხვა საფუძვლით და დაადგინა, რომ განათლების უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ მისჯილ პატიმრებზე და არა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმრებზე.
კანონი – დამატებითი ოქმი #1; მუხლი 2: სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერად დაკავებული ყველა პატიმარი სარგებლობს კონვენციით დადგენილი ფუნდამენტური უფლებებით და თავისუფლებებით, გარდა თავისუფლების უფლებისა. შესაბამისად, მომჩივანს ჰქონდა განათლების უფლება დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის შესაბამისად. განათლების უფლებამ ბულგარეთის სახელმწიფოს დააკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ეფექტური ხელმისაწვდომობა არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტებისადმი, მათ შორის ციხის სკოლებისადმი. შესაბამისად სახელმწიფოს აწევს ტვირთი ამტკიცოს, რომ მომჩივანისთვის განათლების უფლებაზე უარი იყო წინასწარ განჭვრეტადი, ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და იყო ამ მიზნის პროპორციული. სასამართლოსთვის სადაო იყო, თუ რამდენად განჭვრეტადი იყო განათლების უფლების შეზღუდვა, ვინაიდან წარმოდგენილი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მსჯავრდებულს ჰქონდა უფლება ჩართულიყო საგანმანათლებლო პროგრამებში და კანონის დებულება მსჯავრდებულ პირებთან დაკავშირებით თანაბრად ვრცელდებოდა ასევე წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებზეც. საკანონმდებლო ჩარჩოს ბუნდოვანი განმარტება გამყარებული იყო ეროვნული უწყებების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული არგუმენტაციით: ციხის ადმინისტრაციამ და იუსტიციის სამინისტრომ ხაზი გაუსვეს მომჩივანის პოტენციურ რეციდივიზმს, მაშინ როდესაც უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აქცენტი გააკეთა მომჩივანის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის სტატუსზე.
სახელმწიფოს პოზიცია მომჩივანის სკოლაში ჩარიცხვაზე უარის შესახებ ეყრდნობოდა სამ განსხვავებულ არგუმენტს, რითაც ეს გადაწყვეტილება იყო გამყარებული. რაც შეეხება პირველ არგუმენტს, რომ მიუღებელი იყო მომჩივანის მსჯავრდებულებთან ერთად სწავლა სკოლაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი თავად არ იყოს ამის წინააღმდეგი და არ არსებობდა იმის მტკიცებულება რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს რაიმე ზიანი მიადგებოდა მსჯავრდებულებთან ერთად სწავლის შემთხვევაში. ამასთანავე, სასამართლომ არ გაიზიარა, რომ წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება წარმოადგენს საკმარისად ვალიდურ მიზეზს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე უარზე. და ბოლოს, რაც შეეხება მთავრობის მესამე არგუმენტს მომჩივანი წარმოადგენდა რეციდივისტების რისკის ჯგუფს, ამიტომ არ იქნებოდა არა რეციდივისტი პატიმრების ინტერესებში მასთან ერთად სკოლაში სიარული, სასამართლომ მიუთითა რომ მომჩივანის უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე ის არ შეიძლება კლასიფიცირებულ ყოფილიყო როგორც რეციდივისტი. ამის გათვალისწინებით და მომჩივანის ინტერესი დაესრულებინა სწავლა და მიეღო საშუალო განათლება, სასამართლომ დაადგინა რომ ციხის სკოლაში ჩარიცხვაზე უარი არ იყო საკმარისად განჭვრეტადი, არ ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და არ იყო ამ მიზნის პროპორციული.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 2,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy