© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #120
2009 წლის ივნისი
Verein Gegen Tierfabriken Schweiz (VGT) შვეიცარიის წინააღმდეგ (#2) – 32772/02
გადაწყვეტილება 30.6. 2009 [GC]
მუხლი 10
მუხლი 10-1
აზრის გამოხატვის თავისუფლება
ტელევიზიით რეკლამის გადაცემის გაჭიანურებული აკრძალვა მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანი არის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია. 2001 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით წინა სარჩელზე (#24699/94), ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა მე-10-ე მუხლის დარღვევა შვეიცარიიის სახელმწიფო ორგანოების მიერ სატელევიზიო რეკლმაის აკრძალვაზე სადაც გამოხატული იყო წინააღმდეგობა შინაური ცხოველების გაზრდის მიზნით მათი გალიებში განტავსების მიმართ. დაეყრდნო რა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მომჩივანმა ორიგანიზაციამ მიმართა შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოს გადაეხედა მისი გადაწყვეტილებისთვის რომელიც კრძალავდა რეკლამის გადაცემას. 2002 წელს ფედერალურმა სასამართლომ უარი თქვა სარჩელის განხილვაზე იმ საფუძვლით რომ მომჩივანმა არ უზრუნველყო საკმარისი განმარტება “გადაწყვეტილების ცვლილების და გამოსწორების” ბუნების თაობაზე და არც ნათლად უჩვენებია რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა ინტერესი რეკლამის პირველადი ფორმით, რომელიც რვა წლის წინ იყო შექმნილი, სატელევიზიო ტრანსლაციის. მომჩივანმა ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს სარჩელით ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, არ იყო ინფორმირებული ამ გარემოებების თაობაზე. 2003 წელს არ იცოდა რა ფედერალური სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილების თაობაზე, მან დაასრულა მომჩივანი ასოციაციის პირველადი სარჩელის გამოკვლევა მას შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა რომ მომჩივანი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ფედერალური სასამართლოს რეკლამის ამკრძალავი გადაწყვეტილების გადასინჯვა.
ამასობაში, მომჩივანმა ორგანიზაციამ ისევე მიმართა შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოებს რეკლამის დამატებითი კომენტარებით ტრანსლაციის ნებართვის მისაღებად. ეს ახალი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სარჩელი არ იქნა მიღებული კომუნიკაციების ფედერალური სამსახურის მიერ 2003 წელს.
2007 წლის 4 ოქტომბრის პალატის გადაწყვეტილებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა მე-10-ე მუხლის დარღვევას (იხილეთ საინფორმაციო ჩანაწერი @101)
კანონი: (ა) მისაღებობა: (I) ეროვნული მექანიზმების ამოწურვა – ეროვნული საშუალებები ამოწურული იყო მას შემდეგ რაც 2002 წლის გადაწყვეტილებით მომჩივანი ორგანიზაციის სამართალწარმოების განახლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ფედერალურმა სასამართლომ მართალია მოკლედ მაგრამ გადაწყვიტა საქმის არსებითი მხარე.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თხუთმეტი ორის წინააღმდეგ)
(II) იურისდიქაცია რატიონე მატერიაე – მინისტრთა კომიტეტის საზედამხედველო როლი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სფეროში არ გულისხმობს რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის გამოსწორებაზე ორიენტირებული ღონისძიებები ვერ წამოწევს ახალ საკითხს რომელიც არ არის გადაწყვეტილებით დადგენილი. სამართალწარმოების განახლების სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილებისას, ფედერალური სასამართლო დაეყრდნო სავრაუდო ინტერესის ნაკლებობას რეკლამის ტრანსლირებასთან დაკავშირებით გასული დიდი დროის გამო. შედარებისთვის, საწყის ეტაპზე რეკლამის ტრანსლირების აკრძალვა ეფუძნებოდა პოლიტიკური რეკლამირების აკრძალვას. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი არ იყო ინფორმირებული ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ როდესაც მან 2001 წელს გადაწყვიტა დაესრულებინა მისი ზედამხედველობა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. შესაბამისად სამართალწარმოების განახლებაზე უარი იწვევს ახალ ფაქტებს რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მე-10-ე მუხლის ახალი დარღვევა. თუ სასამართლო ვერ შეძლებდა მის გამოკვლევას ის თავიდან აიცილებდა კონვენციის ფარგლებში კრიტიკულ განხილვას.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თერთმეტი ექვსის წინააღმდეგ)
(ბ) საქმის არსებითი მხარე: სამართალწარმოების განახლება ეროვნულ დონეზე წარმოადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების არსებით საშუალებას. განახლების პროცედურა ასევე აძლევდა საშუალებას მოპასუხე სახელწმიფოს დამორჩილებოდა დასკვნებს და სასამართლოს გადაწყვეტილების არსს და აღესრულებინა ის და შესაბამისობაში ყოფილიყო კონვეცნიის საპროცესო დაცვით მექანიზმებთან. კონვენციის სიტემაში გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობიდან და საზოგადოების ზოგად ინტერესსა და ინდივიდუალური პირის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა დაედგინა მოპასუხე სახელმწიფოს ჰქონდა თუ არა პოზიტიური ვალდებულება გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები და დაერთო სატელევიზიო რეკლამის ტრანსლირება მას შემდეგ რაც სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10-ე მუხლის დარღვევა. დასაბუთებული რეკლამა დაკავშირებული იყო მომხმარებლის ჯანმრთელობასთან და ცხოველთა და გარემოს დაცვასთან და წარმოადგენდა საზოგადო ინტერესს. საზოგადოებრივი ინტერესი პუბლიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით არ მცირდება დროის გასვლასთან ერათად. სასამართლო დათანხმდა პალატას რომ ფედერალური სასამართლოს მიდგომა იყო გადამეტებულად ფორმალური და რომ მომჩივან ორგანიზაციას შესწევდა უნარი ამ ეტაპზე დამოუკიდებლად განესაჯა ჰქონდა თუ არა მიზანი რეკლამის ტრანსლირებას. ამსთანავე, ფედერალურმა სასამართლომ არ შესთავაზა მომჩივანს განმარტება იმის თაობაზე თუ როგორ შეიცვალა ან დაკარგა აქტუალობა 1994 წლიდან საზოგადოების დამოკიდებულება შინაური ცხოველების გალიებში განთავსების გზით გაზრდაზე, ანუ იმ დროიდან როდესაც რეკლამის პირველად ჩვენება იყო დაგეგმილი. მას არც ის უჩვენებია რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ 2001 წელს გარემოებები შეიცვალა ისე რომ არსებობდა საფუძველი ეჭვისა იმ გარემოებების მიმართ რომელიც სასამართლომ გაითვალისწინა მე-10-ე მუხლის დარღვევისას. სასამართლომ ასევე უარყო არგუმენტი რომ მომჩივანი ორგანიზაცია შეძლებს ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას რეკლამის ტრანსლირებისთვის, მაგალითად კერძო ან რეგიონალური არხების მეშვეობით, ვინაიდან ეს საჭიროებს მესამე მხარის, ან თავად ასოციაციის მიერ პასუხისმგებლობის აღებას რაც სახელმწიფო უწყების ვალდებულებაა: შესაბამისი ღონისძიებების გატარება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. ხელშემკვრელ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობის დაკისრება მოახდინოს საკუთარი სასამართლო სისტემის ორგანიზება ისეთი ფორმით რომ სასამართლოებმა დააკმაყოფილონ კონვენციის მოთხოვნები ასევე ვრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. შესაბამისად, არ არის მნიშვნელოვანი დავა, რაც სახელმწიფომ გააკეთა, იმაზე რომ ფედერალურ სასამართლოს არცერთ შემთხვევაში არ შეეძლო რეკლამის ტრანსლირებაზე გადაწყვეტილების მიღება და მომჩივან ორგანზიაციას უნდა დაეწყო სამოქალაქო წარმოება. შევიცარიის სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ შეასრულეს მათი პოზიტიური ვალდებულება განსაზღვრული კონვენციის მე-10-ემუხლით.
დასკვნა: დარღვევა (თერთმეტი ექვსის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy