© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #96
აპრილი, 2007
ვილჰო ესკელინენი (Vilho Eskelinen) და სხვები ფინეთის წინააღდეგ - 63235/00
გადაწყვეტილება 19.4.2007 [დიდი პალატა]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები
დავა პოლიციის თანამშრომელთა უფლებაზე სპეციალურ დანამატზე: მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება (ახალი მიდგომა საჯარო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქმეზე)
ფაქტები: თავდაპირველი განმცხადებლები მუშაობდნენ რაიონული პოლიციის განყოფილებაში, ხუთი მათგანი პოლიციის ოფიცრად, ხოლო ერთი - ოფისის თანაშემწედ. 1986 წლის კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე მათ განსაზღვრული ქონდათ სპეციალური დანამატი საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მუშაობისთვის. 1988 წელს როდესაც ეს სპეციალური დანამატი მოიხსნა, თითოეულ მათგანს განესაზღვრა ხელფასის წანამატი სხვაობის დასაფარად. 1990 წელს, როდესაც ისინი გადაიყვანეს სხვა პოლიციის განყოფილებაში, რომელიც ბევრად უფრო შორს იყო, მათ დაკარგეს ხელფასის წანამატი. თუმცა ადგილობრივი პოლიციის კომანდორი მათ დაპირდა კომპენსაციას. 1991 წელს ფინანსთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, განმცხადებლებისთვის ინდივიდუალურ ხელფასის 500-700 ფინური მარკის (84-118 ევრო) ოდენობით შევსების შესახებ. ამის პასუხად განმცხადებლებმა შეიტანეს განცხადება და მოითხოვეს კომპენსაცია, რაც არ დაკმაყოფილდა. მათ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება და სხვა მოთხოვნებთან ერთად წარადგინეს ზეპირი განხილვის მოთხოვნა, იმის დასამტკიცებლად, რომ მათ დაპირდნენ კომპენსაციას. მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იმ დროისთვის მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო (და არა ადგილობრივი პოლიციის კომანდორი) იყო კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი. სასამართლომ ასევე გამოარკვია, რომ არცერთ მსგავს საქმეზე კომპენსაცია არ გაცემულა. განმცხადებლებმა კვლავ შეიტანეს საჩივარი, ითხოვდნენ ზეპირ განხილვას და უთითებდნენ, რომ დანამატი გაიცემოდა სხვა პოლიციელებზე, რომლებიც ანალოგიურ პირობებში იყვნენ. 2000 წელს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებს არ ქონდათ კანონით მინიჭებული უფლება ინდივიდუალურად ხელფასის წანამატზე და არ იყო აუცილებელი ზეპირი მოსმენის ჩატარება, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი პოლიციის კომანდორის სავარაუდო დაპირებას არ ქონდა არანაირი შემხებლობა საქმესთან.
2006 წელს ევროპული სასამართლოს პალატამ იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ.
მუხლი 6.1-ის მოქმედება - მოპასუხე სახელმწიფომ სადავო გახადა მე-6 მუხლის მოქმედება ორი საფუძვლით. პირველი, განმცხადებლებს არ ქონდათ „უფლება“ განსახილველ ხელფასის წანამატზე. მეორეც, მიუთითა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებთან (როგორიც არიან პოლიციის ოფიცრები) და პოლიციის ადმინისტრაციაში მათი პირობებით მომუშავე სხვა თანამშრომლებთან დაკავშირებული დავები მე-6 მუხლის მოქმედების ქვეშ არ ექცევა.
რაც შეეხება პირველ საფუძველს, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებს უფლება ქონდათ, მოთხოვნა წარედგინა სადავო საფუძვლებით, შესაბამისად, მე-6 მუხლის მოქმედების თაობაზე რაიმე შეზღუდვა არ არსებობდა. რაც შეეხება მეორე საფუძველს, სასამართლომ ამ სფეროში არსებულ პრეცედენტულ სამართალში გაურკვევლობების გამოსარიცხად, 1999 წლის გადაწყვეტილებით პელეგრინი (Pellegrin) საფრანგეთის წინააღმდეგ, მან დაამკვიდრა ფუნქციონალური კრიტერიუმი, რომელიც ემყარება მოსამსახურის მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა ბუნებას. სასამართლომ დაადგინა, რომ 6.1 მუხლის მოქმედების სფეროდან იმიჯნება დავები იმ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ, რომელთა მოვალეობებიც ხასიათდება საჯარო სამსახურის სპეციფიური საქმიანობით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელნი არიან საჯარო უფლებამოსილების დეპოზიტარები, რომლის თანახმადაც ევალებათ სახელმწიფოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოების ზოგადი ინტერესების დაცვა. ასეთი საქმიანობის აშკარა მაგალითებია სამხედრო ძალებში და პოლიციაში საქმიანობა.
თუმცა, წინამდებარე საქმემ დაადასტურა, რომ ფუნქციური კრიტერიუმის გამოყენებამ შეიძლება ანომალიურ შედეგამდე მიგვიყვანოს. საქმის მიმდინარეობისას განმცხადებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. მათგან ხუთ პოლიციის ოფიცერი იყო, ეს იწვევდა პირდაპირ მონაწილეობას საჯარო სამართლით რეგულირებული უფლებამოსილების გამოყენებას და სახელმწიფოს ზოგადი ინტერესების დასაცავად ვალდებულებათა შესრულებას. ოფისის თანაშემწის ფუნქციები წმინდად ადმინისტრაციული იყო, გადაწყვეტილების მიღების რაიმე კომპეტენციის ან საჯარო უფლებამოსილების პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენების გარეშე. მისი ფუნქციები არ განსხვავდებოდა საჯარო ან კერძო სექტორში დასაქმებული სხვა ოფისის ასისტენტის ფუნქციებისგან. პელეგრინის (Pellegrin) მიდგომის მკაცრი დაცვის შემთხვევაში მუხლი 6.1-ის მოქმედება გავრცელდებოდა ამ განმცხადებელზე, თუმცა პოლიციის ოფიცერი განმცხადებლების შემთხვევაში ეჭვს არ იწვევს, რომ ეს მუხლი არ იმოქმედებდა. ეს მეტად შეუსაბამო იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა იდენტურია ყველა განმცხადებლისთვის.
პელეგრინით დამკვიდრებული ფუნქციური კრიტერიუმის გადახედვის შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მან ვერ გაამარტივა მე-6 მუხლის მოქმედების ანალიზი იმ სამართალწარმოებისთვის, სადაც საჯარო მოსამსახურეა მხარე ან მაღალი ალბათობით ამ სფეროს ეხება. პელეგრინი აქამდე არსებული პრეცედენტული სამართლის ჭრილში უნდა განვიხილოთ, როგორც პირველი ნაბიჯი უფრო ადრე არსებული პრინციპისგან დაშორებისა, რომლის თანახმადაც მე-6 მუხლი არ ვრცელდებოდა საჯარო მოსამსახურეებზე. ის ასახავდა ბაზისურ საწყისს, რომ კონკრეტული საჯარო მოსამსახურეების მიმართ, თავიანთი ფუნქციების გამო, არსებობს შეზღუდვა მათი დამსაქმებლის ნდობისა და მისდამი ერთგულების გამო. მას შემდეგ განხილული საქმეებიდან აშკარა იყო რომ მრავალ ხელშემკვრელ სახელმწიფოში საჯარო მოსამსახურეებისთვის ხელმისაწვდომია სასამართლო, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ხელფასთან და დანამატებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე გათავისუფლების ან სამუშაოზე მიღების საკითხები, იმავე საფუძვლებით, როგორც ეს კერძო სექტორშია. ამ შემთხვევებში ეროვნული სამართლებრივი სისტემები ვერ ხედავს კონფლიქტს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებსა და ცალკეულ ადამიანთა ინტერესების დაცვის უფლებას შორის.
შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტე ახალი მიდგომის დადგენა ამ სფეროში, რომლის თანახმად, იმისათვის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ საჯარო მოსამსახურეების მიმართ მე-6 მუხლის მოქმედების გამორიცხვა მოითხოვოს, ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი, განსახილველ მოსამსახურეთა კატეგორიას ეროვნული კანონმდებლობით პირდაპირ უნდა ქონდეთ შეზღუდული სასამართლოსთვის მიმართვა. მეორე, ეს შეზღუდვა სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე ობიექტური საფუძვლებით უნდა იყოს დასაბუთებული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ განმცხადებლები იმ სექტორს ან უწყებას წარმოადგენდნენ, რომელიც საჯარო სამართლით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა, არ არის გადამწყვეტი. ამ შეზღუდვის გასამართლებლად არ კმარა სახელმწიფოს მხრიდან იმის გაცხადება, რომ კონკრეტული საჯარო მოსამსახურე მონაწილეობდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაში ან საჯარო მოსამსახურესა და სახელმწიფოს, როგორც დამსაქმებელს, შორის არსებობდა „ნდობისა და ერთგულების განსაკუთრებული კავშირი“. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე უნდა წარმოაჩინოს, რომ სადავო საგანი უკავშირდება სახელმწიფო უფლებამოსილების შესრულებას ან რომ ეს დავა ეხება სპეციალურ კავშირს. შესაბამისად, არ შეიძლება გამართლდეს, მე-6 მუხლის მოქმედების სფეროდან გამოირიცხოს ჩვეულებრივი შრომითი დავები, რომლებიც დაკავშირებულია ხელფასთან, დანამატებთან ან მსგავს უფლებებთან, განსახილველ საჯარო მოსამსახურესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ ბუნებაზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში არსებობს პრეზუმპცია, რომ მე-6 მუხლი მოქმედებს. მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, დაამტკიცოს, რომ პირველი, საჯარო მოსამსახურეს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად არ ქონდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და მეორე, მე-6 მუხლის მოქმედებიდან საჯარო მოსამსახურის უფლების გამორიცხვა იყო გამართლებული. განსახილველ საქმეში სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ განმცხადებლებს ქონდათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.
დადგენილება: მუხლი 6.1-ის მოქმედება ვრცელდება (თორმეტი ხმა ხუთს წინააღმდეგ).
მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა - გონივრული დრო: გონივრული დროის მოთხოვნის შესრულების საკითხის გადასაწყვეტად პერიოდი, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, იწყება იმ დღიდან, როდესაც განმცხადებელმა მიმართა რეგიონის ადმინისტრაციულ საბჭოს, 1993 წლის მარტში, რადგანაც ისინი ვერ მიმართავდნენ რეგიონის ადმინისტრაციულ სასამართლოს თუ არ ექნებოდათ უფლების აღდგენის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია. საქმის განხილვა დასრულდა უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2000 წლის აპრილში და მას შემდეგ გრძელდებოდა შვიდი წელი. რეგიონის ადმინისტრაციულ საბჭოში საქმისწარმოება ჭიანურდებოდა, რაზეც ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა რაიმე საკმარისი გამართლება.
დადგენილება: დარღვევა (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
ზეპირი მოსმენის შეზღუდვა: რაც შეეხება განმცხადებლის საჩივარს ზეპირ მოსმენაზე უარის თაობაზე, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიუთითა, რომ მათ არ შეზღუდვიათ ზეპირი მოსმენის მოთხოვნის უფლება, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტი იყო ზეპირი მოსმენის აუცილებლობა. ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა განიხილეს მათი მოთხოვნა და უარი დაასაბუთეს. რადგანაც განმცხადებლებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ წერილობით წარემართათ საქმე და ეპასუხათ მოპასუხე მხარის შესაგებელზე, სამართლიანობის მოთხოვნები დაცული იყო და ზეპირი მოსმენის არ არსებობას არ გამოუწვევია მე-6 მუხლის დარღვევა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
მე-13 მუხლი - სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი საშუალება, რომლითაც განმცხადებლები შეძლებდნენ საქმის განხილვის ხანგრძლივობაზე დავას მათი საქმის გადაწყვეტის დაჩქარების მოთხოვნით. შესაბამისად ადგილი ქონდა მე-13 მუხლის დარღვევას, ვინაიდან განმცხადებლებს არ ქონდათ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება მე-6 მუხლით გარანტირებული მოსმენის უფლების რეალიზაციისთვის.
დადგენილება: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლი ცალკე ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში - განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა და სასამართლოებმა მათი საჩივრის არდაკმაყოფილებით მოახდინეს ეროვნული კანონმდებლობის არამართებული შეფარდება. სასამართლომ მიუთითა, რომ იმისათვის, რომ მოთხოვნა ჩაითვალოს 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით დაცულ „ღირებულებად“, ამისათვის აუცილებელია არსებობდეს საკმარისი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, მაგალითად, დამკვიდრებული ეროვნული პრეცედენტული სამართალი აღნიშნულის დასტურად. განსახილველ საქმეში გამოყენების ინსტრუქციიდან ირკვევა, რომ განმცხადებლებს, მათი სამუშაო ადგილის შეცვლის შედეგად, ინდივიდუალურ ხელფასზე წანამატის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი არ ქონდათ, ვინაიდან ხელფასზე წანამატის მიღების უფლება გაუქმდა. ეროვნულ კანონმდებლობაში არც სამსახურში მისვლის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არსებობდა. რაც შეეხება კონვენციის მე-14 მუხლს, მისი მოქმედების საფუძველი არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახილველი ფაქტები აღნიშნულთაგან რომელიმეს ფარგლებში ექცევა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
41-ე მუხლი - 2500 ევრო თითოეულ განმცხადებელს არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ პრესრელიზი #243.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy