© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი N.165
ივლისი 2013
______________________________________________________________________________
ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დპ]-- 66069/09, 130/10 და 3896/10
გადაწყვეტილება 9.7.2013 [დპ]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადამდელი გათავისუფლებით შესაძლებელია მხოლოდ ავადმყოფობის ბოლო სტადიაზე ან სერიოზული უნარშეზღუდულობისას: დარღვევა
ფაქტები - ინგლისსა და უელსში განზრახ მკვლელობა ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით. 2003 წლის სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე სახელმწიფო მდივანს ჰქონდა უფლება განესაზღვრა ტარიფი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრებისათვის, რომლის ფარგლებშიც უთითებდა იმ მინიმალურ ვადას, რის შემდეგაც მათ ეძლეოდათ ულება მოეთხოვათ ვადამდელი პირობითი გათავისუფლება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოცემული უფლებამოსილება გადაეცა საქმის განმხილველ მოსამართლეს. ის პატიმრები, რომელთა ტარიფიც განისაზღვრა სახელმწიფო მდივნის მიერ აქამდე მოქმედი პრაქტიკის ფარგლებში უფლებამოსილნი შეიქნენ გადახედვის მოთხოვნით მიემართათ უმაღლესი სასამართლოსათვის.
სამივე მომჩივანს განზრახ მკვლელობისათვის მისჯილი აქვთ "სრული უვადო პატიმრობა". ამგვარი პატიმრობა გულისხმობს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები იმდენად სერიოზულია, რომ ისინი სამუდამოდ უნდა იყვნენ ციხეში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო მდივანი იყენებს უფლებამოსილებას გაათავისუფლოს თანაგრძნობის საფუძველზე გათავისუფლების გარემოებების - ავადმყოფობის ბოლო ეტაპის ან სერიოზული შეზღუდული შესაძლებლობების - არსებობისას. გადაწყვეტილება სრული უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ პირველი მომჩვნის, ბ-ნი ვინტერის შემთხვევაში მიღებულ იქნა საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ 2003 წლის კანონის ფარგლებში და უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ იმის გამო, რომ ბ-ნი ვინტერი უკვე იყო განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდებული წარსულში. მეორე და მესამე მომჩვნის შემთხვევაში სრული უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო მდივანმა იმ დროისათვის მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, თუმცა გადახედილ იქნა უმაღლესი სასამართლოს მიერ 2003 წლის კანონის შესაბამისად, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული აპელაციისას. მეორე მომჩივნი - ბ-ნი ბამბერის - შემთხვევაში აღინიშნა, რომ მკვლელობები წინასწარ იყო განსაზღვრული და მოიცავდა რამდენიმე მსხვერპლს; მოცემული გარემოებანი, სექსუალურ დაკმაყოფილებასთან ერთად ასევე ფიგურირებდა მესამე მომჩივნის, ბ-ნი მურის საქმეშიც.
ევროპული სასამართლოსადმი წარმოგენილ საჩივრებში მომჩივნები ასაჩივრებდნენ სრული უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც გულისხმობდა, რომ მათი სასჯელი, რეალურად, შეუმცირებელი გახლდათ, რაც წარმოადგენდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაში (იხ. საინფორმაციო ბიულეტენი N. 148) სასამართლოს პალატამ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რადგან მომჩივანთა სასჯელები არ უტოლდებოდა არაადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას. კერძოდ კი, მომჩივნებს არ უჩვენებიათ, რომ მათი განგრძობით პატიმრობა არ ემსახურებოდა კანონიერ სისხლისსამართებრივ-ლოგიკურ მიზანს. პალატამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომჩივანთა სრული უვადო თავისუფლების აღკვეთა ბოლოხანს შეფარდებული გახლდათ საქმის განმხილველი მოსამართლის (ბ-ნი ვინტერის შემთხვევაში) ან ახლახანს იყო გადახედილი უმაღლესი სასამართლოს მიერ (ბ-ნების ბამბერის და მურის შემთხვევებში).
სამართალი - მუხლი 3: დიდი პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პალატის დასკვნა მასზედ, რომ ზედმეტად არაპროპორციული სასჯელი გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, თუმცა შესაბამისი ტესტი მხოლოდ იშვიათ და უნიკალურ შემთხვევებში არის ხოლმე დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმეში მომჩივნები არ დავობდნენ, რომ მათ მიმართ მიღებული სრული უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი იყო ზედმეტად არაპროპორციული; ისინი აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობაში გადახედვის პროცედურული მოთხოვნის არარსებობა წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას, არა მარტო მაშინ როდესაც, როგორც პალატამ აღნიშნა, აღარ არსებობდა კანონიერი სისხლისსამართლებრივ-ლოგიკური საფუძველი განგრძობადი პატიმრობისათვის, არამედ უშუალოდ, მოცემული გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
სასამართლომ გაიმეორა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შეფასების ზღვარი იმის დადგენისას, თუ რა ვადიანი საპატიმრო სასჯელი უნდა განისაზღვროს ცალკეული დანაშაულებისათვის და უნდა შეეძლოთ თავისუფლად შეუფარდონ ზრდასრულ დამნაშავეს უვადო თავისუფლების აღკვეთა განსაკუთრებით სერიოზული დანაშაულების შემთხვევაში. თუმცა, შეუმცირებელი უვადო თავისუფლების აღვეთის შეფარდებისას ზრდასრულ პირს შეუძლია წამოაყენოს მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი. იმის განსაზღვრისას თუ რამდენად არის მოცემულ საქმეში მინიჭებული უვადო თავისუფლების აღვეთა შეუმცირებელი, სასამართლომ უნდა განსაზღვროს აქვს თუ არა პატიმარს გათავისუფლების რაიმე პერსპექტივა. იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული კანონმდებლობა უშვებს უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გადახედვას მისი შემსუბუქების, მისგან გათავისუფლების, შეწყვეტისა თუ პირობით გათავისუფლების მიზნით, ეს უკანასკნელი საკმარისი იქნება მე-3 მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არის აუცილებელი გათავიუფლების პერსპექტივისა და გადახედვის შესაძლებლობის არსებობა აუცილებელი იმისათვის, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შესაბამისობაში იყოს მე-3 მუხლთან. პირველი, აქსიომატურია, რომ მოჩივანი ვერ იქნება დაპატიმრებული თუკი არ არსებობს მისი პატიმრობის გამამართლებელი კანონიერი სისხლისსამართლებრივ-ლოგიკური საფუძველი. პატიმრობის გამამართლებელი არგუმენტების ბალანსი არ არის აუციელბლად სტატიკური და შესაძლოა შეიცვალოს სასჯელის მოხდის განმავლობაში. სასჯელის მოხდისას, მხოლოდ სათანადო დროს გადახედვის გზით არის შესაძლებელი მოცემულ გარემოებათა თუ ცვლილებათა ჯეროვანი შეფასება. მეორე, პატიმრობა გათავისუფლებისა თუ სასჯელის გადახედვის პერსპექტივის გარეშე მოიცავს საფრთხეს, რომ პატიმარი ვერასდროს მოინანიებს მის დანაშაულს, რაც არ უნდა გააკეთოს მან ციხეში და რამდენად განსაკუთრებულიც არ უნდა იყოს მისი სვლა რეაბილიტაციისაკენ. მესამე, ადამიანის ღირსებასთან შეუსაბამო იქნებოდა სახელმწიფოს მიერ პირისათვის თავისუფლების იძულებითი აღვეთა მისთვის იმ მცირე შანსის მინიჭების გარეშე, რომ ოდესმე მან შესაძლოა დაიბრუნოს თავისუფლება. მეტიც, ევროპულ და საერთაშორისო სამართალში არსებობს ნათელი მხარდაჭერა პრინციპისა, რომ ყველა პატიმარს, მათ შორის მათაც, რომელთაც უვადოდ აღეკვეთათ თავისუფლება, უნდა მიეცეთ რეაბილიტაციის საშუალება და გათავისუფლების შანსი რეაბილიტაციის მიღწევის შემთხვევაში.
შესაბამისად, მე-3 მუხლის განმარტება მოითხოვს უვადო თავისუფლების აღკვეთის შემცირების შესაძლებლობას რათა ეროვნულ ხელისუფლებას მიეცეს საშუალება განიხილოს თუ რამდენად ჰქონდა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრის ცხოვრებაში ადგილი მნიშვნელოვან ცვილებებს, თუ რამდენად განხორციელდა მოცემული ცვლილებები სასჯელის მოხდისას და რამდენად გულისხმობს მოცემული იმას, რომ პირის განგრძობადი პატიმრობა აღარ არის გამართლებული კანონიერ სისხლისსამართლებრივ-ლოგიკურ საფუძვლებზე. მართალია სასამართლოს ვალდებულებას არ წარმოადგენს იმ ფორმის განსაზღვრა (აღმასრულებელი თუ სასამართლო) რომლითაც უნდა განხორციელდეს გადახედვა ან განისაზღვროს თუ როდის უნდა მოხდეს გადახედვა, მაგრამ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი შედარებითი და საერთაშორისო სამართლის მასალა აჩვენებს უავდო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს ოცდახუთ წელში გადახედვის აშკარა მხარდაჭერას შემდგომი პერიოდული გადახედვებით. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეესაბამება მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტებს როდესაც ეროვნული კანონმდებლობა არ უშვებს სასჯელის გადახედვის შესაძლებლობას. დაბოლოს, მართალია გადახედვა წარმოადგენს სასჯელის შეფარდებისთანავე განსაზღვრულ მოთხოვნას, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი ვალდებულია დაელოდოს და მოიხადოს სასჯელის გარკვეული ოდენობა მანამდე, სანამ წამოაყენებს საჩივარს მასზედ, რომ სამართლებრივი პირობები, რომელიც დაკავშირებულია მის სასჯელთან არ აკმაყოფილებს მე-3 მუხლს. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს აქვთ უფლება, სასჯელის შეფარდებისას, იცოდნენ თუ როდის განხორციელდება მათი სასჯელის გადახედვა ან როდის აქვთ მისი გადახედვის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმს ან საშუალებას განხორციელდეს უვადო თავისუფლების აღკვეთის გადახედვა, მე-3 მუხლთან შეუსაბამობა ამ საფუძველზე წარმოიშვება სასჯელის შეფარდებისას და არა პატიმრობის მოგვიანებით სტადიაზე.
მთავრობამ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ 2003 წლის კანონის მიზანი გახლდათ უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ აღმასრულებლისაგან სასამართლო ხელისუფლებისათვის გადაწყვეტილების გადაცემა და ამის გამო მოხდა სახელმწიფო მდივნის მიერ 25 წელში გადახედვის აქამდე მოქმედი წესის გაუქმება. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკანონმდებლო მიზანთან უფრო შესაბამისი იქნებოდა 25 წელში გადაწყვეტილების მიღების უფლების სასამართლოს ფარგლებში გადატანა და არა სრულად გაუქმება.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ამჟამად მოქმედი კანონი უვადოდ თავისუფლება- აღკვეთილ პირებზე ინგლისსა და უელსში არ იყო ნათელი. მართალია 1997 წლის კანონის 30-ე მუხლი იუსტიციის მდივანს ანიჭებდა ნებისმიერი პატიმრის გათავისუფლების უფლებას, მათ შორის უვადოდ თავისუფლებააღკვეთილისაც, საპატიმრო სასჯელის ბრძანების მიხედვით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პატიმარი იყო ავადმყოფობის ბოლო ეტაპზე ან იყო ფიზიკურად უნარშეზღუდული. ეს ორი უკიდურესად ვიწრო პირობა და სასამართლოს აზრით თანაგრძნობის საფუძველზე გათავისუფლება არ იგულისხმებოდა "გათავისუფლების პერსპექტივაში" კაფკარის საქმის მიხედვით.
შესაბამისად, 30-ე მუხლის ფართო განმარტებისა და საპატიმრო სასჯელის შესახებ ბრანებით დადგენილი ამომწურავი პირობების გათვალისწინებით, ისევე როგორც უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის რაიმე სახის გადახედვის მექანიზმის არარსებობისას, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ მოცემულ საქმეში მომჩივნის უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა მიჩნეულ იქნას შემცირებად სასჯელად მე-3 მუხლის მიზნებისათვის. მოცემული დებულების მოთხოვნა შესაბამისად არ იყო დაცული არცერთ მომჩივანთან მიმართებაში.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დარღვევის დადგენა მომჩვნების შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს აძლევდეს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლების რაიმე შესაძლებლობას. უნდა მოხდეს თუ არა მათი გათავისუფლება დამოკიდებულია, მაგალითად, თუ რამდენად არსებობს მათი განგრძობადი პატიმრობის გამამართლებელი ლეგიტიმური სისხლისსამართლებრივ-ლოგიკური საფუძველი და ასევე თუ რამდენად არის საჭრო მათი შემდგომი პატიმრობა მათ მიერ შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით. მოცემული შეკითხვები არ განიხილებოდა ამ საქმეში და არ წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი დავის საფუძველს.
დასკვნა: დარღვევა (თექსვმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 41: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას პირველი მომჩივნის ნებისმიერი მორალური ზიანისათვის. დანარჩენ მომჩივნებს ამ მუხლით მოთხოვნა არ წარმოუდგენიათ.
(იხ. აგრეთვე Kafkaris v. Cyprus [GC], 21906/04, 12 თებერვალი 2008, საინფორმაციო ბიულეტენი N. 105; Iorgov v. Bulgaria (no. 2), 36295/02, 2 სექტემბერი 2010, საინფორმაციო ბიულეტენი 133; Schuchter v. Italy (dec.), 68476/10, 11 ოქტომბერ 2011, საინფორმაციო ბიულეტენი 145; და Harkins and Edwards v. the United Kingdom, 9146/07 და 32650/07, 17 იანვარი 2012, საინფორმაციო ბიულეტენი 148)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy