დოკუმენტი ხელმისაწვდომია რელიგიის თავისუფლების კვლევისა და მონიტორინგის ცენტრის () მხარდაჭერით. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was made available with th support of Religious Freedom Research and Monitoring Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი # 160
თებერვალი 2013
ვოინიტი უნგრეთის წინააღმდეგ - 29617/07
გადაწყვეტილება 12.2.2013 [II სექცია]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
მოსარჩელისთვის შვილთან ურთიერთობის უფლების სრული ჩამორთმევა საკუთარი რელიგიური რწმენის შვილისთვის გადაცემის მცდელობების გამო : დარღვევა
ფაქტები - მოსარჩელე მიეკუთვნებოდა დენომინაციას „Hit Gyülekezete’’ (რწმენის კონგრეგაცია). 2000 წელს იგი განქორწინდა და მისი ვაჟი, რომელიც დაბადებულია 1994 წელს, მიეკუთვნა დედას. მოსარჩელეს მიეცა შვილთან ურთიერთობის უფლება. მან ორჯერ უშედეგოდ შეიტანა სარჩელი მეურვეობაზე ან შვილთან ურთიერთობის უფლებების ცვლილებაზე. 2006 წელს ადგილობრივმა სასამართლოებმა მეურვეობა ჩამოართვეს დედას და ბიჭი გაამწესეს უფროს ძმასთან. მოსარჩელეს უარი ეთქვა მეურვეობის უფლების მინიჭებაზე, ექსპერტ-ფსიქოლოგის მითითების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს გააჩნდა არარეალისტური საგანმანათლებლო იდეები, გამოწვეული მისი რელიგიური ფანატიზმიდან, რამაც გამოიწვია მისი შეუფერებლობა, მიეცა ბიჭისთვის ნორმალური აღზრდა. საბოლოოდ, 2008 წელს, სასამართლოებმა სრულად ჩამოართვეს მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობის უფლებები, იმის საფუძველზე, რომ მან ეს უფლებები შელახა, საკუთარი რელიგიური მრწამსის შვილზე თავს მოხვევით.
კანონი – მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთად: მოსარჩელისთვის შვილთან ურთიერთობის უფლებების გადაწყვეტილება წარმოადგენდა ჩარევას მის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. შვილის აღზრდის განხოციელების მიმართ მოსარჩელის შესაბამისობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ადგილობრივმა სასამართლოებმა დამატებით გაითვალისწინეს ფაქტორი - რაც აშკარად გადამწყვეტი აღმოჩნდა - მოსარჩელის რელიგიური მრწამსი და მისი შესაძლო ზემოქმედება ბავშვზე. მოსარჩელის რელიგიურმა მრწამსმა პირდაპირი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და დაფიქსირდა განსხვავებული მიდგომა მოსარჩელისა და ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი სხვა მშობლების მიმართ. მიზანი, კერძოდ, ბავშვის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა, ლეგიტიმური იყო. თუმცა, ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და რელიგიის თავისუფლების უფლებები, რომლებსაც ითვალისწინებს კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლები, განათლების მიღებისას მშობლების ფილოსოფიური და რელიგიური მრწამსის პატივისცემის უფლებასთან ერთად, რომელიც მოცემულია №1 ოქმის მე-2 მუხლში, აძლევს რა უფლებას მშობლებს, გაუზიარონ და მიაწოდონ საკუთარი რელიგიურ მრწამსი საკუთარი შვილს აღზრდის პროცესში. ეს იქნებოდა უდაო უფლება, ორი დაქორწინებული მშობლის მიერ ერთი რელიგიური იდეის ან მსოფლმხედველობის ქონისა და მისი შვილისთვის გაზიარების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ეს მოხდებოდა დაძალებით ან ზეწოლით, თუკი ეს არ ექვემდებარებოდა მათ საშიშ პრაქტიკას ან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მოტანას. სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი მიზეზი, თუ რატომ უნდა ყოფილიყო გაცილებული ან განქორწინებული მშობლის პოზიცია, რომელსაც არ ქონდა მის შვილზე მეურვეობა, ფაქტობრივად განსხვავებული. წინამდებარე საქმეში არ იყო სამხილები მოსარჩელის რელიგიური მრწამსის საშიში პრაქტიკის ან შვილისთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების შესახებ. არ იქნა წარდგენილი ბრალის არც ერთი სამხილი, რეალური ზიანის რისკის დასამტკიცებლად, უბრალო შეშფოთების, დისკომფორტის ან დაბნეულობის საპირისპიროდ, რომელიც შესაძლოა ბავშვმა განიცადა მამის მცდელობების გამო, თავს მოეხვია მისთვის საკუთარი რელიგიური მრწამსი. ექსპერტს არ ჰყავდა გამოკვლეული მოსარჩელე, არ შესრულებულა არც მისი შეთავაზება, გაევლო მოსარჩელეს ფსიქიატრის გამოკვლევა. მთავრობამ არ აჩვენა გამონაკლისი გარემოებების არსებობა, რომლებიც გაამართლებდა იმ რადიკალურ ზომას, რაც მოსარჩელისა და მისი ვაჟის ურთიერთობის სრულ გაწყვეტას წარმოადგენს. ადგილობრივმა სასამართლოებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ აბსოლუტური აკრძალვა მოსარჩელის შვილთან ურთიერთობის უფლებაზე, იმის გაუთვალისწინებლად, საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა, შვილთან ურთიერთობის გარკვეული დროით აკრძალვა ან სხვა ნაკლებად მძიმე ზომა, რომელიც არსებობს უნგრეთის კანონმდებლობაში (როგორიცაა ურთიერთობის უფლების განხორციელება კონტროლირებად პირობებში), საკმარისი იქნებოდა თუ არა ბავშვისთვის, აღედგინა მისი ემოციური ბალანსი. სასამართლოსთვის, ხელისუფლების მიდგომა წარმოადგენს პროპორციულობის პრინციპის სრულ იგნორირებას, რომელიც ამ სფეროში იყო საჭირო და კონვენციის სულისკვეთებასთან შესაბამისი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია მისი რელიგიური მრწამსის საფუძველზე, მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების საწინააღმდეგოდ.
დასკვნა: დარღვევა (ერთსულოვნად).
41-ე მუხლი:12,500 ევრო მორალური ზარალის ასანაზღაურებლად.
Full & Egal Universal Law Academy