© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეორე სექცია
ვონა უნგრეთის წინააღმდეგ
(საჩივარი #. 35943/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
9 ივლისი 2013
საბოლოო
09/12/2013
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე ვონა უნგრეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეორე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
გუიდო რაიმონდი, პრეზიდენტი,
პირ ლორენცენი,
დრაგოლჯუბ პოპოვიჩი,
ანდრას საჯო,
ნებოჟა ვუჩინიჩი,
პაულო პინტო დე ალბუკურკი,
ჰელენ კელერი, მოსამართლეები,
და სტენლი ნაისმითი, სხდომის გამწესრიგებელი,
11 ივნისს 2013 წლის, განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს
პროცედურა:
1. საქმეს საფუძვლად უდევს უნგრეთის მოქალაქის ბ-ნი გაბორ ვონას („მომჩივანი“) საჩივარი (#. 35943/10) უნგრეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში შევიდა 2010 წლის 24 ივნისს.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბ–ნი ტ. გაუდი–ნაჯი, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებს ბუდაპეშტში. უნგრეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ბ–ნი ზ. ტალოდი, საჯარო ადმინისტრირების და იუსტიციის სამინისტროს აგენტი.
3. მომჩივანი აცხადებდა, რომ ასოციაცია Magyar Gárda Egyesület გაუქმებით, რომელსაც ის თავმჯდომარეობდა დაირღვა კონვენციის მე–11–ე მუხლით დადგენილი მისი უფლებები, რაც მდგომარეობს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში.
4. 2012 წლის 14 მარტს მთავრობამ მიიღო შეტყობინება საჩივრის თაობაზე. ამავე დროს გადაწყვეტილება იქნა მიღებული როგორც საქმის დასაშვებობაზე და ამავე დროს საჩივრის მოთხოვნის არსებით მხარზე. (მუხლი 29 § 1).
5. 2012 წლის 12 ივნისს სექციის პრეზიდენტმა მისცა უფლება ბოშათა უფლებების ევროპულ ცენტრს საქმეში ჩართულიყო როგორც მესამე მხარე კონვენციის მუხლი 36 § 2–ის მიხედვით;
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. მომჩივანი დაბადებულია 1978 წელს და ცხოვრობს ბუდაპეშტში;
7. 2007 წლის 8 მაისს პოლიტიკური პარტიის Jobbik Magyarországért Mozgalom (მოძრაობა უკეთესი უნგრეთისთვის) ათმა წევრმა ჩამოაყალიბეს ასოციაცია Magyar Gárda Egyesület (უნგრეთის დაცვის ასოციაცია – „ასოციაცია“), რომლის გაცხადებული მიზანი იყო, inter alia, უნგრული ტრადიციების და კულტურის დაცვა.
8. თავის მხრივ 2007 წლის 18 ივლისს ასოციაციამ დააფუძნა Magyar Gárda Mozgalom (უნგრეთის დაცვის მოძრაობა – „მოძრაობა“). ასოციაციის ბიურომ განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა „შეექმნა უნგრეთის დაცვა, რომელიც პირველ რიგში იფუნქციონირებდა, როგორც მოძრაობა და შემდეგ მოხდებოდა მისი ინტეგრაცია ასოციაციაში, როგორც მისი ნაწილის“. ასევე გადაწყვეტილი იყო „შეცვლილიყო ასოციაციის მოქმედი წესდება ახლით, იმისათვის რომ უნგრული დაცვის ასოციაციაში ინტეგრაცია ასახულიყო სწორად . . . 2007 წლის 10 ოქტომბრისთვის“.
მოძრაობის მიზანი განსაზღვრული იყო, როგორც „ფიზიკურად, სულიერად და ინტელექტუალურად დაუცველი უნგრეთის დაცვა“. მოძრაობის მიერ განხორციელებული ამოცანები, რომელიც მის საწესდებო დოკუმენტში იყო ჩამოყალიბებული მოიცავდა მისი წევრების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრენინგს, განსაკუთღებული სიტუაციების მართვაში მონაწილეობას, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, სოციალური დიალოგის ინიცირებას ამ საკითხზე საჯარო ღონისძიებების მოწყობის გზით.
9. 2007 წლის 4 ოქტომბერს ბუდაპეშტის საჯარო პროკურატურის სამსახურმა ასოციაციას გაუგზავნა შეტყობინება და სთხოვა უკანონო საქმიანობის შეწყვეტა. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ასოციაციამ განახორციელა საქმიანობა რომელიც არ იყო შესაბამისობაში მის წესდებით განსაზღვრულ მიზანთან. კონკრეტულად კი, 2007 წლის 25 აგვისტოს მან ბუდას ციხესიმაგრეში მოაწყო სამოცდაექვსი „დამცველის“ფიცის დადების ცერემონიალი. შედეგად, ასოციაციამ ჩაატარა ეროვნული კამპანია, რომელიც გამიზნული იყო მოძრაობისთვის დადგენილი ამოცანების პოპულარიზაცია, რაც არ იყო ასოციაციის მიზნებთან შესაბამისობაში. აქვე აღნიშნული იყო, რომ მოძრაობის ზოგი მიზანი არ შედიოდა ასოციაციისთვის განსაზღვრულ მიზნებს შორის, ისინი არც ასოციაციის კულტურულ და ტრადიციის დაცვის ბუნებასთან იყო შესაბამისობაში.
2007 წლის 9 ნოემბერს მომჩივანმა, როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, შეატყობინა საჯარო პროკურატურის სამსახურს უკანონო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე სადაო საკითხების მოძრაობის საწესდებო დოკუმენტიდან ამოღების გზით და მის მიერ ასოციაციის წესდების ცვლილების ინიცირების გზით. შესაბამისად, 2007 წლის 7 დეკემბერს ასოციაციის საერთო კრებამ გადაწყვიტა შემდეგი დებულების წესდების მეორე პუნქტში ჩამატება: „(ვ) მისი სახელის შესაბამისად, უნგრეთის დაცვის ასოციაციის მიზანია ჩაერთოს საზოგადოებასთან დიალოგში და მოაწყოს საჯარო ღონისძიებები და მოქალაქეების შეკრებები ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე როგორიცაა განსაკუთრებული შემთხვევების მართვა, ეროვნული თავდაცვა და სიცოცხლის შემანარჩუნებელი ტექნიკა.“
10. ამ მიზნის მისაღწევად, მოძრაობის წევრები იცმევდნენ ფორმებს ატარებდნენ გამოსვლებს და დემონსტრაციებს უნგრეთის ტერიტორიაზე, მათ შორის იმ სოფლებში, სადაც ბოშები ცხოვრობდნენ და მოუწოდებდნენ „ეთნიკური უნგრელების“ „ბოშა დამნაშავეებისგან“ დაცვისკენ. ეს დემონსტრაციები და გამოსვლები არ იყო აკრძალული სახელმწიფო ორგანოების მიერ. ერთერთი ესეთი დემონსტრაცია, რომელშიც დაახლოებით 200 აქტივისტი მონაწილეობდა ჩატარდა 2007 წლის 9 დეკემბერს სოფელ ტატარჟენგაიორჯში, სადაც 1800 მაცხოვრებელია. დემონსტრაციის დროს პოლიციამ არ მისცა საშუალება დემონსტრატებს გაევლოთ ბოშებით დასახლებულ ქუჩებში.
11. ამ მოვლენის საპასუხოდ 2007 წლის 17 დეკემბერს ბუდაპეშტის მთავარმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა ასოციაციის დაშლის მოთხოვნით. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა ასოციაციის მიერ შეკრების უფლების ნაგულვები შელახვა და ფაქტი, რომ ის ახორციელებდა ქმედებებს, რომელიც ლახავდა ბოშების უფლებებს აღვივებდა რა შიშს გამოსვლებით, აქტივისტების მიერ ფორმების ჩაცმით, ფორმირების მსგავსად მარშირებით და სამხედროს მსგავსი მისალმების გზით.
მთავარი პროკურატურა ფიქრობდა, რომ მოძრაობა იყო ასოციაციის ქვედანაყოფი და რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვანწილად წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საქმიანობას. ის დაობდა, რომ მოძრაობა არ იყო „სპონტანური ერთობა“, მისი ყველა წევრი იყო დარეგისტრირებული და შექმნილი იყო ასოციაციის ხელმძღვანელობის მიერ. წევრობის შესახებ განაცხადის გადამოწმება ხდებოდა ასოციაციის მიერ და ფორმების მიწოდებაც შესაძლებელია მომხდარიყო ასოციის მიერ.
12. ასოციაცია აცხადებდა, რომ არ არსებობდა ისეთი ორგანიზაციული კავშირი მასსა და მოძრაობას შორის, რომელიც ორივეს ერთიანობას გამოიწვევდა; შესაბამისად მას ვერ დაეკისრებოდა მოძრაობის ქმედებისთვის პასუხისმგებლობა. იგი ასევე აცხადებდა რომ მოძრაობის საქმიანობა არ წარმოადგენდა არავისთვის საფრთხეს. ასოციაციის აზრით, შიშის სუბიექტური გრძნობა ვერ იქნება საფუძველი ფუნდამენტური უფლების, მათ შორის შეკრების თავისუფლების შეზღუდვისთვის; თუ მოძრაობის ქმედება ობიექტურად შეფასდებოდა მაშნ ის ვერ იქნებოდა განხილული სახიფათო ქმედებად.
13. ოთხი მოსმენის ჩატარების შემდეგ ბუდაპეშტის რეგიონალურმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის სასარგებლოდ 2008 წლის 16 დეკემბერს და გააუქმა ასოციაცია 1989 წლის კანონი # II შეკრების თავისუფლების შესახებ (იხილეთ პუნქტი 18 ქვემოთ) მუხლი 16 (2)(დ)-ის მიხედვით;
სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტები ორ ორგანზიაციას შორის განსხვავების თაობაზე და დაადგინა რომ მათ შორის „სიმბოლური ურთიერთობა“ არსებობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ასოციაციის მთავარი საქმინობა იყო მოძრაობის დაარსება, მისი საქმინობის ზედამხედველობა, დაფინანსება და ოპერირება. იმის გათვალისწინებით, რომ, inter alia, მოძრაობა მიიღებდა შემოწირულობებს ასოციაციის საბანკო ანგარიშიდან. გადაწყვეტილების სამართლებრივი ფარგლები ეხებოდა ასოციაციის დაშლას, ვინაიდან სასამართლოს აზრით მოძრაობას არანაირი იურიდიული ფორმა არ გააჩნდა და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება მასზე ვერ გავრცელდებოდა. .
რაც შეეხება სოფელ ტატარჟენგაიორჯიში შეკრებას, რაიონულმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“აქტივობის ძირითადი მიზანი იყო ყურადღების ცენტრში „ბოშა დამნაშავეების“ მოქცევა. ამ ზოგადი ტერმინის გამოყენება, რომელიც აშკარად ეფუძნება რასობრივ და ეთნიკურ წარმომავლობას, არღვევს ადამიანური ღირსების თანასწორობის პრინციპს. . . უფრო მეტიც, ეს არ იყო ერთჯერადი ქმედება . . [მოძრაობის] პროგრამა დამყარებული იყო ადამიანების დისკრიმინაციაზე და ეს გამოხატული იყო რამოდენიმე შემთხვევაში მარშირების მოწყობით; ამით ხდებოდა ძალის დემონსტრირება და სხვების დაშინება მარშირებაში მონაწილე პირების დემონსტრირებით . . სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, შიშის გაღვივება, როგორც ორგანიზაციის მისია, დაუშვებელია იყოს ორგანიზაციის მიზანი ან როლი“.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორმაში ჩაცმული მონაწილეები ატარებდნენ სამკლაურს, რომელიც ძალიან გავდა ისრების ჯვარის (უნგრეთში 1944/45 წლებში ტერორიზმის განმახორციელებელი ორგანიზაციის) წევრების სამკლაურს. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსგავს ფორმაში გამოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეები ობიექტურად ეხებოდნენ „ისტორიულად მგრძნობიარე საკითხს.“
სასამართლომ ასევე განაცხადა რომ მიუხედავად ასოციაციის გაცხადებული მიზნისა მისმა მოქმედებებმა დაარღვიეს უნგრეთის კანონები შეკრებების შესახებ და შექმნეს ანტი ბოშური განწყობა. სასამართლოს აზრით, მხოლოდ ძალაუფლების ვერბალური და ვიზუალური გამოვლინებაც კი იწვევს კანონის დარღვევას, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. იმისათვის რომ მოხდეს ორგანიზაციის დაშლა მის მიერ რეალური დანაშაულის ჩადენა არ არის საჭირო: ფაქტი იმისა, რომ მისი პროგრამა ითვალისწინებს დისკრიმინაციას სხვების უფლებების მიმართ წარმოადგენს 1989 წლის კანონი # II -ის მეორე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას (იხილეთ პუნქტი 18 ქვემოთ);
15. 2009 წლის 2 ივლისს ბუდაპეშტის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მან ასევე გაითვალისწინა დამატებით ორი მსგავსი დემონსტრაცია, რომელიც მოძრაობამ ჩაატარა სოფელში ფადი 2008 წლის 21 ივნისს და სოფელ სარბოგადში დაუდგენელ დღეს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული იყო რამოდენიმე ანტი-სემიტური განცხადება.
ამ სასამართლომ დაადგინა კიდევ უფრო ახლო კავშირი ორ უწყებას შორის და მისი გადაწყვეტილება გაავრცელა ასევე მოძრაობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ ასოციაცია მოძრაობას განიხილავდა როგორც მის „უწყებას“ შესაბამისად გადაწყვეტილება შეიძლება გავრცელდეს ორივე მათგანზე. ასოციაციის გაუქმებამ ასევე გამოიწვია იმ პირების ორგანიზაციული ჩარჩოს დაშლა, რომლებიც საქმიანობდნენ რაიმე მოძრაობის ფარგლებში, რომელიც გარკვეული ფორმით დაკავშირებული იყო გაუქმებულ ასოციაციასთან.
სასამართლომ დაადგინა რომ დემონსტრაციის ადგილის შერჩევა, რომელიც არის ბოშებით დასახლებული სოფლები, ვერ იქნება გათვალისწინებული როგორც სოციალური დიალოგი არამედ პირიქით ეს შესაძლოა მიჩნეულ იქნას, როგორც ძალაუფლების გამოხატვის ექსტრემალური ფორმა ქვაზი-სამხედრო დემონსტრაციის კონტექსტში სადაც ერთობლივად წარმოდგენილია სამხედრო სტილის ფორმები, ფორმირებები, მისალმება და შეძახილები. სააპელაციო სასამართლომ დატოვა რა ძალაში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხადა რომ სოფლის მოსახლეობა წარმოადგენდა ამ ექსტრემალური და გამომრიცხავი მოსაზრებების „დატყვევებულ აუდიტორიას“ და მათ არ ჰქონდათ საშუალება თავი აერიდებინათ ამ ინფორმაციის მიღებისგან. სასამართლოს აზრით, მოძრაობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები წარმოადგენდა ძალადობის რისკს, აღვივებდა კონფლიქტს, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობას და არღვევდა სოფლის მაცხოვრებელთა თავისუფლების და უშიშროების უფლებას, მიუხედავად იმისა რომ ყველა დემონსტრაცია, რომელიც მკაცრად კონტროლირებადი იყო პოლიციის მიერ და დასრულდა რეალური ძალადობის გამოვლენის გარეშე;
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მომჩივანის გამოხატვის თავისუფლება. მან აღნიშნა, დატოვა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში და მიუთითა პრეცედენტულ სამართალზე რომ ეს თავისუფლება არ ეხება სიძულვილის საუბარს ან ძალადობისკენ მოწოდებას.
16. 2009 წლის 15 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ბუდაპეშტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რომ მოძრაობა წარმოადგენს ასოციაციის ნაწილს და ასევე ასოციაციის დაშლის საჭიროებას, მიუთითა რა რომ მოძრაობის მოქმედებები იწვევდა ისეთ კონფლიქტურ სიტუაციებს რომელიც ძალადობის საწყისი შეიძლება გამხდარიყო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2010 წლის 28 იანვარს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
17. მოცემული მომენტისთის მქომედი კონსტიტუცია შეიცავს შემდეგ დებულებებს:
მუხლი 2
“(3) საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების ან ინდივიდუალური მოქალაქეების საქმიანობა არ შეიძლება მიმართული იყოს საჯარო ძალაუფლების გამოყენებაზე ან იძულებით მოპოვებაზე ან ასეთი ძალაუფლების ექსკლუზიურ უფლებაზე. ყველას აქვს უფლება და ვალდებულება წინააღმდეგობა გაუწიოს მსგავს ქმედებებს კანონით დაშვებული ფორმებით“.
მუხლი 63
“(1) უნგრეთის რესპუბლიკაში ყველა ადამიანს აქვს გაერთიანების, ორგანიზაციის შექმნის უფლება, რომლის მიზანიც არ არის კანონით აკრძალული და მსგავს ორგანიზაციებში გაწევრიანება.
(2) გაერთიანების ფლების აფუძველზე შეიარაღებული ორგანიზაციის ფორმირება, რომელსაც პოლიტიკური მიზნები აქვს აკრძალულია;
(3) პარლამენტის დამსწრე წევრთა ორი მესამედის ხმა არის საჭირო იმისათვის რომ კანონი შეკრების უფლების, ფინანსური მართვის და პოლიტიკური პარტიის მართვის შესახებ იქნას მიღებული.”
18. 1989 წლის # II შეკრების თავისუფლების შესახებ ადგენს შემდეგს:
მუხლი 2
“(1) გაერთიანების უფლების ფარგლებში კერძო პირებს, იურიდიულ პირებს და მათ უწყებებს, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ფორმა, აქვთ უფლება შექმნან და ამუშაონ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მაგრამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და მათი დამფუძნებლების განზრახვები უნდა იყოს ნათელი;
(2) გაერთიანების უფლების გამოყენება არ უნდა არღვევდეს კონსტიტუციის მუხლი 2(3)–ს, ის ასევე არ უნდა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს ან მოწოდებას სისხლის სამართლის დანაშაულისთვის და არ უნდა არღვევდეს სხვების უფლებებს და თავისუფლებებს.”
მუხლი 3
“(1) საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის ნებაყოფლობით შექმნილი თვით–რეგულირებადი ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზნები ჩამოყალიბებულია წესდებაში, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული წევრები და ახდენს მისი წევრების საქმიანობის ორგანიზებას იმისათვის რომ მოხდეს მიზნების მიღწევა.
(2) არარეგისტრირებულ წევრებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფართო მასშტაბიან ღონისძიებებში.”
მუხლი 4
“(1) ... სამოქალაქო ორგანიზაცია საჭიროა დარეგისტრირდეს სასამართლოში იმისათვის, რომ იარსებოს.”
მუხლი 5
“კერძო პირების ერთობას, რომელიც შექმნილია გაერთიანების უფლების ფარგლებში, რომლის საქმიანობა არ არის რეგულარული ან რომელსაც არ ჰყავს რეგისტრირებული წევრები ან არ აქვს ამ კანონით განსაზღვრული კონკრეტული სტრუქტურა არ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას.“”
მუხლი 16
“(2) საჯარო პროკურორის მიერ ინიცირებული ქმედებით, სასამართლომ:
(d) უნდა გააუქმოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მისი საქმიანობა არღვევს მუხლი 2(2);. . .“
ასოციაციის იურიდიული სტატუსი მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს. ასოციაცია, რომლის საქმიანობაც არ ემსახურება საჯარო ინტერესს ვერ იქნება შექმნილი პირების საშემოსავლო გადასახადებიდან დაქვითული შემოწირულობებით და არ არის უფლებამოსილი მიიღოს სხვა სახის შემოწირულობაც ან მოითხოვოს სხვა სახის საჯარო სუბსიდირება, ვინაიდან ამ პრივილეგიებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლის მომტან ორგანიზაციებს 1996 წლის კანონის #CXXVI და 2011 წლის კანონის #CLXXV მიხედვით. 1996 წლის კანონი # LXXXI ადგენს, რომ ნებისმიერი ასოციაციის შემოსავალი მიღებული არა მომგებიანი საქმიანობიდან გათავისუფლებულია ბიზნეს გადასახადებიდან და ასოციაციის ბიზნეს საქმიანობა კი იბეგრება. ამასთანავე, 1995 წლის კანონთ # CXVII საშემოსავლო გადასახადის წესი ვრცელდება ასოციაციის მიერ განხორციელებულ გარკვეულ მომსახურებაზე და ასევე გარკვეული სახის შემოსავალზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე. 1959 წლის კანონი # IV (სამოქალაქო კოდექსი) ადგენს რომ ასოციაციის წევრები არ არიან პასუხისმგებელნი ასოციაციის ვალზე.
19. 1993 წლის კანონი # LXXVII ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების შესახებ, რომელიც მოცემული მომენტისთვის იყო ძალაში, ადგენს შემდეგს:
მუხლი 4
“(1) უნგრეთის რესპუბლიკა კრძალავს ისეთ ქმედებას, რომელიც:
(a) გამიზნულია ან გამოიწვევს უმცირესობის ეროვნული უმრავლესობიდან ასიმილაციას ან გამოყოფას ან სეგრეგაციას;
(b) გამიზნულია შეცვალოს ეროვნული ან ეთნიკური შემადგენლობა ეროვნული უმცირესობით დასახლებულ ადგილებში;
(c) დევნის, ზიანს აყენებს ან ამცირებს უმცირესობის ან უმცირესობის წარმომადგენელთა მიერ უფლების გამოყენებას მათი ამ ჯგუფის კუთვნილების გამო ; ...”
20. 1976 წლის კანონი # 8, რომელიც ეხება 1966 წლის 16 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ XXI სესიაზ მიღებულ საერთაშორისო კონვენციას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადგენს შემდეგს:
მუხლი 20
“2. ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის რაიმე ფორმით მხარდაჭერა რომელიც შეიცავს მინიშნებას დისკრიმინაციაზე, მტრულ დამოკიდებულებაზე ან ძალადობაზე კანონით უნდა იყოს აკრძალული.”
21. 1969 წლის კანონი # 8, რომელიც ეხება 1965 წლის 21 დეკემბერს ნიუ იორკში მიღებულ საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ადგენს შემდეგს:
მუხლი 1
„1. წინამდებარე კონვენციაში ფრაზა „რასობრივი დისკრიმინაცია“ აღნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხავს, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას, რასის, კანის ფერის, საგვარეულო, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნებით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის საწყისებზე ცნობის, გამოყენების ან განხორციელების მოსპობას ან შელახვას.“
მუხლი 2
„1. მონაწილე სახელმწიფოები გმობენ რასობრივ დისკრიმინაციას და ვალდებულებას იღებენ ყველა შესაძლო ხერხებით დაუყოვნებლივ გაატარონ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პოლიტიკა და ხელი შეუწყონ რასებს შორის ურთიერთგაგებას, და ამ მიზნით:
დ) ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ ყველა არსებული საშუალების,მათ შორის საკანონმდებლო ზომების გამოყენებით, გარემოებების მიხედვით უნდა აკრძალოს რასობრივი დისკრიმინაცია, განხორციელებული ნებისმიერი პირის, ჯგუფების ან ორგანიზაციების მიერ; ...
მუხლი 4
„მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ყოველგვარ პროპაგანდას და ორგანიზაციებს . . . რომლებიც ცდილობენ გაამართლონ ან წაახალისონ ნებისმიერ ფორმაში გამოხატული რასობრივი ზიზღი და დისკრიმინაცია, ვალდებულებას იღებენ დაუყონებლივ განახორციელონ ჯეროვანი ღონისძიებანი
ა) კანონით დასჯად ქმედებად აცხადებენ ისეთ . . . რასობრივ უპირატესობასა . . . რასობრივი დისკრიმინაციის აქტებს ან წაქეზებას ისეთი აქტებისაკენ, . . .. მათ შორის ფინანსური დახმარების აღმოჩენას რასისტული ქმედებების მიზნით;
ბ) აცხადებენ კანონსაწინააღმდეგოდ და კრძალავენ ორგანიზაციებს, და ასევე ორგანიზებულ და ყოველგვარ სხვა პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლებიც წაახალისებენ რასობრივ დისკრიმინაციას და უბიძგებენ მისკენ, აღიარებენ დანაშაულად ასეთ ორგანიზაციებსა და ასეთ საქმიანობაში მონაწილეობას. . . ;“
22. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 30/1992 (V. 26) AB შემდეგ დებულებას მოიცავს:
“II. 3. ყველა დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს კონტინენტური სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე ინგლისისა და უელსის, კანადის და ახალი ზელანდიის, რომელთაც ანგლო-საქსური სამართლის სისტემა აქვთ, კრძალავს „რასობრივი“ ნიშნით წაქეზებას. საზღვრის გავლება წაქეზებას და სიძულვილის გაღვივებას შორის სადაო საკითხია საერთაშორისო დონეზეც კი.
IV. 1. პოტენციური ზიანი გამოწვეული სიძულვილის წაქეზებით და ასევე დამამცირებელი გამონათქვამებით მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფის მიმართ მრავლად არის დოკუმენტირებული ადამიანური გამოცდიელბის მატიანეში ...
ჩვენი საუკუნის ტრაგიკული ისტორიული გამოცდილება ამტკიცებს რომ ისეთი მოსაზრებები, რომელიც ქადაგებს რასობრივ, ეთნიკურ, ეროვნულ ან რელიგიურ უპირატესობას, ასევე და სიძულვილის, ზიზღის და გამორიცხვის მხარდამჭერი მოსაზრებების გავრცელება ზიანს აყენებს ადამინურ ცივილიზაციას; .
როგორც ისტორიის ისე ჩვენი ცხოვრების მოვლნებით დამტკიცებულია, რომ ნებისმიერი გამონათქვამი რომლის განზრახვაც არის სიძულვილის წაქეზება კონკრეტული ჯგუფის მიმართ იწვევს სოციალურ დაძაბულობას, ხელს უშლის სოციალურ ჰარმონიას და მშვიდობას და განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ძალადობრივი შეტაკების მიზეზი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის;
გარდა ისტორიული და თანამედროვე გამოცდილებისა, რაც ამტკიცებს განსაკუითრებული ზიანის მომტან გავლენას საჭიროა გავითვალისწინოთ ყოველდღიური საფრთხე რომელიც გამომდინარეობს ზიზღის შემცველი იდეების და კონცეფციების განუსაზღვრელი გამონათქვამიდან. ესეთი გამონათქვამები ახდენენ ადმიანების ჯგუფის იზოლირებას და ხელს უშლიან მათ ჰარმონიულ თანაცხოვრებას სხვა ჯგუფებთან ერთად. ემოციური და სოციალური დაძაბულობის გაძლიერება მცირე და შედარებით დიდ ჯგუფებს შორის არღვევს კავშირებს საზოგადოების შიგნით, ექსტრემალური პოზიციების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ზრდის შეუწყნარებლობას. ეს კი თავის მხრივ ხელს უშლის ტოლერანტული და მულტიკულტურული საზოგადოების შექმნას, რომელიც აღიარებს პლურალიზმს, უფლებას იყო განსხვავებული და ყველა ადამიანის თანაბარ ღირსებას, სადაც დისკრიმინაცია არ მიიჩნევა ღირებულად.
2. კონსტიტუციური დამცავი მექანიზმის მიღება სიძულვილის გამოხატვისთვს გამოხატვის თავისუფლების უფლების საფარველის ქვეშ წარმოადგენს გადაუჭრელ წინააღმდეგიბას კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა სისტემის და პოლიტიკური ორიენტაციის მიმართ, რაც დადგენილია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით ისეთ საკითხებზე როგორიცაა დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანთა თანასწორობა, თანაბარი ღირსება, დისკრიმინაციის აკრძლავის, რელიგიის და რწმენის თავისუფლება და ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების დაცვა. ...
ზიზღის წაქეზება წარმოადგენს ზემოთ ხსენებული დებულებების იგნორირებას და ძალადობის გამოყენებისთვის ემოციურ მომზადებას. ეს არის გამოხატვის თავისუფლების შელახვა რაც უფრო დიქტატურის დამახასიათებელია ვიდრე დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებელი. ტოლერანტულობა გამოხატვის თავისუფლების მიმართ, იმ ფორმით რა ფორმითაც აკრძალულია ეს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 269 (1), ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიული სახელმწიფოს მოთხოვნებს. ...
შეჯამების სახით საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს რომ საკონსტიტუციო ღირებულებების დაცვით და უნგრეთის რესპუბლიკის ვალდებულებებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გამოწვეულია და გამართლებულია ნეგატიური ისტორიული გამოცდილებით რაც მდგომარეობს სიძულვილის გაღვივებაში ზოგიერთი ჯგუფების მიმართ. ...”
23. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება # 14/2000 (V. 12) AB მოიცავს შემდეგ დებულებას:
“3. ერთის მიერ აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არის მხოლოდ სუბიექტური უფლება არამედ ასევე საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი სხვადასხვა მოსაზრებების გამოხატვის თავისუფლების გარანტია. ...
მიუხედავად იმისა, რომ უფლება შეიძლება იყოს შეზღუდული, ის სარგებლობს დაცვის სპეციალური მექანიზმით მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, და შესაბამისად ეს უფლება შეიზლება შეიზღუდოს მხოლოდ სხვა რამდენიმე უფლების გამო მხოლოდ. მეორე ხარისხოვანი თეორიული ღირებულება როგორიცაა საზოგადოებრივი მშვიდობა სარგებლობს ნაკლები დამცავი მექანიზმით ვიდრე ზემოთ ხსენებული უფლება. ...
სიცოცხლის უფლების მსგავსად, ადამიანის ღირსების უფლება დაცულია კონსტიტუციით ... კონსტიტუცია არ არის ნეიტრალური ღირებულებების მიმართ, მაგრამ აქვს თავისი საკუთარი ჩამონათვალი ღირებულებების. საკონსტიტუციო ღირებულებების საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმა არ არის დაცული კონსტიტუციის მუხლი 61-ით. ...
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, ასევე კონვენციის მიხედვით რომ გამოხატვის თავისუფლებას აქვს საკუთარი „უფლებები და ვალდებულებები“. ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ვალდებულია დაიცვას დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებები კანონის უზენაესობის ფარგლებში და პატივი სცეს პიროვნების ღირსებას. მოქმედება უნდა განხორციელდეს ქცევის საწინააღმდეგოდ რომელიც მოიცავს ძალადობას, სიძულვილს და კონფლიქტს. კონფლიქტის მოგვარების საშუალებად ძალის გამოყენების მუქარის, როგორც მეთოდის, გამოყენებაზე უარი წარმოადგენს დემოკრატიის კომპლექსურ კონცეფიას.”
24. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება # 18/2004 (V. 25) AB მოიცავს შემდეგ დებულებას:
“III. 2.1. ... ექსტრემალური მოსაზრებების გამოთქმის შემთხვევაშიც კი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სამოქალაქო, ზოგიერთ შემტხვევაში კი სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ მოსაზრების შინაარსი არამედ მსგავსი კომუნიკაციის პირდაპირი და განჭვრეტადი შესაძლო შედეგები.”
25. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #95/2008 (VII. 3) AB მოიცავს შემდეგ დებულებას:
“III. 3.4. ... [სისხლის სამართლის კოდექსში] ცვლილების მიზანია დასჯადი გახდეს სიძულვილით საუბარი და ჟესტიკულაცია იმ შემთხვევაშიც კი თუ დაზარალებულის იდენტიფიცირება ვერ ხდება. ცვლილების შედეგად, დასჯადი გახდება არა მხოლოდ ქცევა, რომელიც არღვევს კონკრეტული პირის პატივს და ღირსებას არამედ სიძულვილის შემცველი საუბრის ყველა ფორმა, მათ შორის რასისტული გამონათქვამები, რომელიც ზოგადი მნიშვნელობისაა, რაც იმას გულისხმობს რომ „ჩართული“ მხარეები ან მხარეები, რომლებიც მიიჩნევენ რომ „ჩართულნი“ არიან არ იქნებიან იძულებლნი მონაწილეობა მიიღონ ან მოახდინონ კომუნიკაცია იმ პირებთან ვინც გამოხატავენ სიძულვილს და აღმოჩდნენ სიძულვილის პირისპირ სხვადასხვა მედია საშუალებებით . . . ექსტრემისტული საუბრები არ იზღუდება კონსტიტუციურ დემოკრატიაში მხოლოდ მათი შინაარსის გამო. დემოკრატიულ საზოგადოებაში ესეთი ზოგადი განცხადება, რასისტული გამონათქვამი ვერ შეცვლის იმ ფაქტს რომ სახელმწიფოსთის ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია და სარგებლობს ერთნაირი უფლებებით.
მოცემული ფორმით ცვლილებების შედეგად დასჯადი იქნება ასევე ისეთი გამოსვლები, რომელიც მსგავს ზოგად განცხადებებს შეიცავს. იმ პირების მონაწილეობა კომუნიკაციაში, რომლებიც განეკუთვნებიან იმ ჯგუფს რომელზეც თავდასხმა მიმდინარეობს, იქნება ეს მოსმენის გზით ან სხვა რასისტული გამონათქვამებით ზემოქმედება, არ წარმოადგენს ცვლილებებით გათვალსიწინებული დანაშაულის საკანონმდებლო ელემენტს.
ეს კონკრეტულად ის შემთხვევებია, როდესაც აზრის გამოხატვამ შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ კონკრეტული პირების ღირსების მგრძნობელობაზე და გრძნობაზე არამედ მათ კონსტიტუციურ უფლებაზეც. მაგალითად, თუ მოძალადე გამოხატავს მის ექსტრემისტულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ისეთი ფორმით რომ მსხვერპლი ჯგუფის წარმომადგენელი იძულებულია მოუსმინოს ამ კომუნიკაციას და იყოს შიშის ქვეშ და მას არ აქვს საშუალება თავი აარიდოს ამ კომუნკიაციას [დატყვევებული მსმენელი]. . . ამ შემთხვევაში, პირის უფლება არ მოუსმინოს ან არ იყოს მისთვის ცნობილი ზიანის მომტანი მოსაზრებები იმსახურებს დაცვას;
პირები განეკუთვნებიან არა მხოლოდ მოქალაქეთა საზოგადოებას არამედ ვიწრო ჯგუფს ან საზოგადოებას. პირი ასევე შეიძლება იყოს ასეთი ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც განიცდის ზემოქმედებას და ეს ზემოქმედება იმდენად ინტენსიურია რომ ის წარმოდგენს სისხლის სამართლის სანქციის საფუძველს.”
III. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოების მიგნებები
26. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი დაკვირვება უნგრეთთან მიმართებით (მიღებულია 2010 წლის 11-29 ოქტომბერს, ჟენევაში), შეიცავს შემდეგ დებულებას:
“18. კომიტეტი გამოხატავს აღშფოთებას ფართოდ გავრცელებული და ღვარძლიანი ანტი ბოშური გამონათქვამების გამო . . . გაუქმებული ორგანიზაციის Magyar Gárda-ს წევრების მიერ. ... ამავე დროს, ის გამოხატავს აღშფოთებას გაზრდილი ანტი სემიტური დამოკიდებულების გამო წევრ სახელმწიფოში. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 269 ძალადობისკენ მოწოდების საკითხზე შეზღუდული ინტერპრეტაციის გამო, რომელიც შესაძლოა არ იყოს შესაბამისობაში წევრი სახელმწიფოს ვალდებულებასთან მე-20-ე მუხლის ფარგლებში“.
27. ევრო კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ კომიტეტის (ECRI) ანაგარიში (მეოთხე ციკლური მონიტორინგი), მიღებული 2008 წლის 20 ივნისს, შეიცავს შემდეგ დებულებას:
“61. ... უნგრეთში სერიოზულად გაიზარდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის გამოხატვა საზოგადოების მხრიდან. კონკრეტულად კი, რადიკალური, მემარჯვენე უნგრული დაცვის ორგანიზაციის შექმნა და გაძლიერება (Magyar Garda) ... მუდმივად აღინიშნება, რომ არის სერიოზული შეშფოთების საგანი. ამ ორგანზიაციის 2007 წლის აგვისტოში შექმნის და რამოდენიმე ასეული წევრის მიერ საჯაროდ ფიცის დადების შემდეგ 2007 წლის ოქტომბერში, უნგრეთის დაცვამ ორგანიზება გაუწია რამოდენიმე საჯარო გამოსვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ სოფლებშიც რომლებიც მჭიდროდ დასახლებულია ბოშა ოჯახებით; მიუხედავად უწყინარი მუხლებისა ასოციაციის წესდებაში, ჯგუფის ძირითადი მესიჯია ეთნიკური უნგრელების დაცვა ეგრეთ წოდებული „ბოშა-დამნაშავეებისგან“. უნგრული დაცვის ჯგუფის წევრები მარშირებენ ქუჩაში სამხედროს მსგავსი შავი ჩექმებით და ფორმებით, რომელზეც დატანილია სიმბოლოები და თან ატრებენ დროშებს, რომლებიც ძალიან წააგავს ორგანიზაცია ისრების ჯვარის სიმბოლისკას, აშკარად ნაცისტური ორგანიზაცია, რომელმაც მოკლე დროით მოიპოვა ძალაუფლება უნგრეთში მეორე მსოფლიო ომის დროს და რომლის მმართველობის დროსაც ათი ათასობით ებრაელი და ბოშა იყო მოკლული ან დეპორტირებული.
73. ... ისეთი ჯგუფი, როგორიცაა უნგრული დაცვა ღიად გამოხატავს ანტისემიტურ მოსაზრებებს, . . . ანტისემიტური მოსაზრებების გამოხატვა ძალიან მზარდი პროცესია უნგრეთში.“
28. ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო ხელშეკრულების საკონსულტაციო საბჭოს მესამე მოსაზრება უნგრეთზე, მიღებული 2010 წლის 18 მარტს, შეიცავს შემდეგ დებულებას:
“75. 2007 წელს მისი შექმნის დღიდან, უნგერთის დაცვამ (Magyar Gárda), ორგანიზება გაუწია რამოდენიმე საჯარო გამოსვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბოშებით დასახლებულ სოფლებში, რომლის დროსაც უნგრეთის დაცვის წევრებმა მარშირებით ჩაიარეს სამხედროს მსგავსი შავი ჩექმებით და ფორმებით, ნაცისტური სიმბოლიკით და დროშებით . . . საკონსულტაციო საბჭო შეშფოთებულია ასეთი სახიფათო მოქმედებების გამო .”
IV. შედარებითი სამართალი
29. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, გადაწყვეტილებაში საქმეზე “Stoppt den Synagogenbau!” judgment (BVerfGE, 111, 147 – Inhaltsbezogenes Versammlungsverbot) (23.06.2004), საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხისგან დაცვისთვის შესაძლებელი იყო შეკრების თავისუფლების შეზღუდვა თუ ეს იქნებოდა Art und Weise, ანუ საშუალება რომლითაც შეკრების ორგანიზება მოხდა, და არა შინაარსი რამაც გამოიწვია მღელვარება. შესაბამისად, დასაშვები იყო „მონაწილეთა აგრესიული და პროვოკაციული ქცევის შეზღუდვა, რომელიც აშინებს მოქალაქეებს და რომლის საშუალებითაც დემონსტრანტები ქმნიან ძალადობრივი დემონსტრაციის კლიმატს და პოტენციურ მზაობას ძალადობისთვის“. რაც შეეხება ექსტრემალურ მემარჯვენე მარშს, რომელიც ჰოლოკოსტის დღეს ჩატარდა, დამატებით დაადგინა, რომ „საშუალება ან ფორმა რომლითაც შეკრება ჩატარდა იძლევა პროვოკაციის საფუძველს, რომელიც მნიშვნელოვნად ხელყოფს მორალურ საკითხებს (sittliches Empfinden)”. შეკრების ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიანიჭა მნიშვნელობა პროტესტანტების პროვოკაციულ ქცევას და დაამატა, რომ იგივე ვრცელდება „ისეთ პროცესზეც, რომლის ზოგადი ხასიათის (durch sein Gesamtgepräge) იდენტიფიცირება ხდება ნაცისტურ ტირანიასთან და მოქალაქეებში იწვევს წარსული ტოტალიტარული და არაადამინური რეჟიმის შიშს.“
30. გერმანიის ფედერალურმა ადმინისტარციულმა სასამართლომ ასოციაციის დაშლასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებაში BVerwG 6 A 3.08 (05.08.2009), შეაჯამა პრეცედენტული სამართალი და აკრძალა ასოციაცია შემდეგი მიზეზის გამო:
16. მიუხედავად იმისა, ასოციაციის მიზანი და საქმიანობა დასჯადია თუ არა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ეს დამოკიდებულია მისი წევრების განზრახვებსა და ქცევაზე. ასოციაციას თვითონ ვერ ექნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა [Schuldzurechnungsfähigkeit], რომელიც მხოლოდ ფიზიკური პირების პასუხისმგებლობაა. როგორც ეს ნათლად ჩანს ასოციაციის წესდების მუხლი 3(5) [VereinsG], ასოციაციისთვის სამართლებრივად შესაძლებელია იქონიოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა [Strafgesetzwidrigkeit einer Vereinigung] ვინაიდან ასოციაციამ შეიძლება შექმნას საკუთარი წევრების და წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით კოლექტიური ნება, რომელიც არ არის კავშირში ინდივიდუალურ წევრებთან და რომელიც ანვითარებს მის საკუთარ მიზანს [Zweckrichtung] და შეუძლია იმოქმედოს დამოუკიდებლად. თუ მოხდება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ამ მიზნის ან ასოციაციის დამოუკიდებელი მოქმედებების გამო, აკრძალვის [Verbotstatbestand] ყველა წინაპირობა შესრულებული იქნება. გადამწყვეტი ფაქტორი ამ კონტექსტში მდგომარეობს იმაში, რომ წევრის ქცევა შეიძლება მიჩნეულ იქნას ასოციაციის ქცევად. ასოციაციის ხასიათი უნდა იყოს ჩამოყალიბებული [prägen] მისი წევრების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის [Strafgesetzwidrigkeit] შედეგად. ასოციაცია სხვა მიზნებისთვისაც უნდა მიისწრაფოდეს, გარდა იმ იურიდიული მიზნისა რაც მის წესებშია ჩამოყალიბებული და მათ შორის შეიძლება იყოს დანაშუალებრივი მიზნები, რომელსაც ის აღწევს მისი წევრების ქცევით. . .
17. ასოციაციის აკრძალვა, ასოციაციის წესდების მუხლი 3(1), პირველი წინადადების და ძირითადი კანონის მუხლი 9(2) საფუძველზე, დე იურე წარმოადგენს ასოციაციის წევრის ან თანამდებობის პირის სისხლის სამართლებრივი ბრალდების დამოუკიდებლად აკრძალვას. სისხლის სამართლის დანაშაულს [Gesetzeswidrigkeit] ჰქონდა თუ არა ადგილი წარმოადგენს ამკრძალავი ბრძანების გამცემი ორგანოს და ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას. აკრძალვის [Verbotstatbestand] მიზანი არ არის დამატებითი სანქციის დაწესება იმ პირებზე ვინც უკვე დაარღვიეს სისხლის სამართლის დებულება. არამედ, მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების კონკრეტულ საფრთხესთან გამკლავება, რომელიც გამოიხატება ისეთი ორგანიზაციის დაარსებით ან მისი არსებობით, რომელიც გეგმავს ან ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. ესეთი ორგანიზაციები წარმოადგენს გარკვეული ინტერსების [Rechtsgüter] საფრთხეს, რომელიც დაცულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით. ორგანიზაციის ადამიანური და მატერიაური რესურსები ახდენენ დანაშაულებრივი ქმედების ფასილიტაციას და მხარდაჭერას. ამავე დროს, თოთოეული წევრის პასუხიმგებლობის გრძნობა ხშირად მცირდება, პირის წინააღმდეგობა დანაშუალის ჩადენის მიმართ სუსტდება და დანაშაულის ჩადენის განზრახვა ყალიბდება. (18 ოქტომბრის 1988 გადაწყვეტილება, op. cit., p. 307 და გვ. 23-24 შესაბამისად; Löwer, in: v. Münch/Kunig, GG, Vol. 1, 5th ed. 2000, ბარათი 39 და მუხლი 9).”
გერმანიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა იმ ორგანიზაციის დაშლის გადაწყვეტილება, რომელიც მხარს უჭერდა (ნეო) ნაცისტურ იდეებს. მის გადაწყვეტილებაში საქმეზე Heimattreue Deutsche Jugend (BVerwG 6 A 4.09 (01.09.2010), რომელშიც ასოციაციის წევრები ახდენდნენ ნაცისტურ რასისტულ იდეებს და მოსაზრებებს, გერმანიის ადმინისტრაციულმა ფედერალურმა სასამართლომ მიუთითა მის პრეცედენტულ საქმეებზე და განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ასოციაციის აკრძალვის წინაპირობები დაკმაყოფილდეს ასოციაციამ უნდა გამოხატოს მისი ანტი–კონსტიტუციური მიზნები აგრესიული ან სამხედრო ფორმით, მდგომარეობა, რომელიც არ მოითხოვს ძალის გამოყენებას ან კანონის დარღვევას. არაკონსტიტუციური მიზნის დადგენა რომელიც ნაციზმთან არსებით კავშირზე მიუთითებს საკმარისია იმისათვის, რომ აკრძალვა გამართლებული იყოს. ის ფაქტი რომ ასოციაცია თავად ახდენდა საკუთარი თავის ნაცისტურ პარტიასთან (გერმანიაში აკრძალულია) ასოცირებას ან ახდენდა რასისტული თეორიის პროპაგანდას, რომელიც არ იყო შესაბამისობაში დისკრიმინაციის საკონსტიტუციო აკრძალვასთან საკმარისი იყო იმისათვის რომ ასოციაციის აკრძალვისათვის საჭირო პირობა დაკმაყოფილებული ყოფილიყო. თუ ასოციაცია შეეცდებოდა დაემალა მისი არაკონსტიტუციური განზრახვები, აკრძალვის პირობები ნათელი გახდებოდა იმ ზოგადი სურათით რომლის ფორმირებაც მოხდებოდა ინდივიდუალური განცხადებების და ქცევის საფუძველზე. ფაქტი იმისა, რომ ეს ელემენტები შესაძლოა დამოკიდებული ყოფილიყო სხვადასხვა უწყინარ გარემოებებზე არ ასაბუთებს მათ მნიშვნელობას.
31. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ განიხილა საფრთხის პრობლემა საქმეზე ვირჯინია ბლეკის წინააღმდეგ, 538 U.S. 343 (2003). ვირჯინიის კანონით „ნებისმიერი პირის . . ., განზრახვა დააშინოს სხვა პირი ან ადამიანთა ჯგუფი . . ., დაწვას . . . ჯვარი სხვის ქონებაზე, გზატკეცილზე ან სხვა საჯარო ადგილას“ ითვლება დანაშაულად და აკონკრეტებს „ნებისმიერი მსგავსი დაწვა . . . წარმოადგენს prima facie განზრახვის მტკიცებულებას დააშინოს პირი ან პირთა ჯგუფი.“
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯვრის დაწვა ისტორიულად დაკავშირებულია კუ კლუს კლანთან. კლანი ხშირად იყენებდა ჯვრის დაწვას, როგორც დაშინების და ზეწოლის საშუალებას ძალადობის გამოსახატად. დღემდე მიუხედდავად იმისა, მესიჯი არის პოლიტიკური თუ მას ასევე აქვს დაშინების მიზანი ჯვრის დაწვა წარმოადგენს „სიძულვილის სიმბოლოს“. ჯვრის დაწვა ყოველთვის შესაძლოა არ შეიცავდეს დაშინების მესიჯს, მაგრამ ჯვრის დამწველი ხშირად მიიჩნევდა რომ მესიჯის მიმღებს უნდა ეშინოდეთ საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი ცვლილება აძლევს უფლებას შტატს აკრძალოს „აშკარა საფრთხე“, რომელიც მოიცავს ისეთ განცხადებებს სადაც სპიკერი გულისხმობდა ისეთი სერიოზული განზრახვის გადმოცემას რაც ნიშნავს უკანონო ძალადობრივი ქმედების ჩადენას კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ. რეალური საფრთხის აკრძალვა იცავდა პირებს ძალადობის შიშისგან და იმ შესაძლებლობიდან რომ გაცხადებული ძალადობის მუქარა განხორციელდებოდა. საფრთხე კონსტიტუციის ფარგლებში წარმოადგენს რეალური საფრთხის ფორმას, სადაც სპიკერის მუქარა მიმართულია პირზე ან პირთა ჯგუფზე იმ მიზნით რომ მსხვერპლი აღმოჩნდეს სიკვდილის ან სხეულის დაზიანების საფრთხის ქვეშ. პირველმა ცვლილებამ საშუალება მისცა ვირჯინიის შტატს აეკრძალა ჯვრის დაწვა დაშინების მიზნით, ვინაიდან ჯვრის დაწვა წარმოადგენს დაშინების განსაკუთრებით მძიმე ფორმას.
კანონი
I. კონვენციის მე–11–ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
32. მომჩივანი დაობდა, რომ იმ ასოციაციის დაშლა, რომლის თავმჯდომარეც იგი თავად იყო წარმოადგენდა მისი გაერთიანების თავისუფლების უფლების შელახვას, რომელიც კონვენციის მე–11–ე მუხლით არის გარანტირებული შემდეგნაირად:
“1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათავისუფლებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.”
სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.
ა. დასაშვებობა
33. მთავრობის მოსაზრებით, მომჩივანის სარჩელი დაუშვებელია, ვინაიდან არ არის შესაბამისობაში კონვენციის დებულებასთან ratione materiae მე–17–ე მუხლის ფარგლებში, ვინაიდან ასოციაციამ შექმნა ინსტიტუციური ჩარჩო ებრაელი და ბოშა ხალხის წინააღმდეგ რასისტული სიძულვილის გამოსახატად. მათ გაამახვილეს ყურადღება ფაქტზე, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოები (როგორიცაა ევრო კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ კომიტეტი (ECRI) და ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო ხელშეკრულების საკონსულტაციო საბჭო, იხილეთ პუნქტები 26 და 28) ასევე ამახვილებდნენ ყურადღებას დემონსტრატების მიერ გამოყენებული ფორმების, სიმბოლიკის და დროშების სახიფათო გავლენაზე.
34. მთავრობამ ასევე მიუთითა კონვენციის ინსტიტუტების პრეცედენტულ სამართალზე, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე გარაუდი საფრანგეთის წინააღმდეგ (Garaudy v. France) (24 ივნისი 2003, #. 65831/01, ECHR 2003-IX (ამონარიდი)). მათ მიუთითეს, რომ როდესაც გამოხატვის თავისუფლების უფლება წარმოადგენს მომჩივანთა არგუმენტს იმისათვის, რომ გაამართლონ ისეთი ტექსტების დაბეჭდვა რომელიც არღვევს კონვენციის არსს და დემოკრატიის არსებით ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ მიუთითა კონვენციის მე–17–ე მუხლზე, პირდაპირ ან არაპირდაპირ, როდესაც არ უარყო მათი არგუმენტები და საჩივარი დაუშვებლად სცნო (მაგალითი მოიცავს გლიმერვენი და ჰაგენბეკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Glimmerveen and Hagenbeek v. the Netherlands), nos. 8348/78 და 8406/78 (ერთობლივი), კომისიის გადაწყვეტილება 11 ოქტომბერი 1979, გადაწყვეტილება და ანგარიშები (DR) 18, გვ. 187, და პიერ მარაისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Pierre Marais v. France), #. 31159/96, კომისიის გადაწყვეტილება 24 ივნისი 1996, DR 86, p. 184). მთავრობის აზრით, სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მიდგომა (მათ მიუთითეს ლეჰიდე და ისორნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Lehideux and Isorni v. France), 23 სექტემბერი 1998, §§ 47 და 53, განჩინებების და გადაწყვეტილებების ანგარიში 1998-VII). მათ ასევე მიუთითეს საქმეზე მე–11–ე მუხლთან დაკავშირებით (ვ.პ და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ (W.P. and Others v. Poland) (dec.), #. 42264/98, 2 სექტემბერი 2004, ანგარიშები 2004-VII), სასამართლომ მიიჩნია „მე–17–ე მუხლის ზოგადი მიზანი არის მოახდინოს ტოტალიტარული ჯგუფების პრევენცია კონვენციით დადგენილი პრინციპები გამოიყენონ თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ.” მსგავსი დასკვნა გაკეთდა საქმეზე ნორვუდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Norwood v. the United Kingdom) ((dec.), #. 23131/03, 16 ნოემბერი 2004, ანგარიშები 2004-XI), და ვიტჩი გერმანიის წინააღმდეგ (Witzsch v. Germany) ((dec.), #. 7485/03, 13 დეკემბერი 2005; მთავრობამ ასევე მიუთითა საქმე ვაჟნაი უნგრეთის წინააღმდეგ (Vajnai v. Hungary) (#. 33629/06, § 25, ECHR 2008)).
35. მომჩივანი საპასუხოდ დაობდა, რომ ასოციაციის საქმიანობა არ წარმოადგენდა შეკრებისა და გაერთიანების უფლების ბოროტად გამოყენებას, მათი მიზანი იყო კანონის უზენაესობის აღდგენა მოქალაქეების დამნაშავეებისგან დაცვის გზით. ასოციაცია არ იყო ჩართული არცერთ აქტივობაში რომლის მიზანი იყო კონვენციის რომელიმე უფლების და თავისუფლების შელახვა.
36. სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ციტირებული საქმეებისგან განსხვავებით, რომლის საფუძველიც გამოხატვის თავისუფლების უფლება იყო, მოცემული საჩივარი ეხება მომჩივანის თავისუფალი შეკრების უფლებას და მის სერიოზულ შეზღუდვას, რამაც გამოიწვია ასოციაციის სამართლებრივი არსებობის შეწყვეტა. ამიტომ მოცემული საჩივარი განსხვავდება მთავრობის მიერ ციტირებული საქმეებისგან. ამ უკანასკნელთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულად საქმეზე გარაუდი და ლიდექსი და ისორნი (ზემოთ ციტირებული), ნაცისტურის მაგვარი პოლიტიკის გამართლება იყო სახიფათო. შესაბამისად მე–17–ე მუხლის დარღვევის საფუძველს წარმოადგენს ფაქტი რომ მე–10 მუხლი ეყრდნობოდა ჯგუფებს რომელთაც ტოტალიტარული მოტივები ჰქონდათ.
37. მოცემულ საქმეზე, მთავრობა არ დაობდა რომ მომჩივანმა გამოხატა ზიზღი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლების მიმართ (ვიტჩის (Witzsch) საქმისგან განსხვავებით (ზემოთ ციტირებული)) ან მიეკუთვნებოდა ტოტალიტარული ამბიციების მქონე ჯგუფს. არც საქმის მასალებში არსებული ინფორმაცია ამყარებს მსგავს დასკვნებს. მოცემულ მომენტში მომჩივანი იყო რეგისტრირებული ასოციაციის თავმჯდომარე. იგი დაობს ასოციაციასთან ერთად მოძრაობის გაუქმებასაც, რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ მიჩნეული იყო ასოციაციის შიგნით არსებულ ერთეულად, განსაკუთრებით კი დემონსტრაციის გამო, რომელიც არ იყო უკანონოდ მიჩნეული ეროვნულ დონეზე და რომელმაც არ გამოიწვია არანაირი ძალადობრივი ქმედება. ამ გარემოებებში, სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა რომ ასოციაციის საქმიანობა გამიზნული იყო „ტოტალიტარული ჯგუფის“ იდეოლოგიის გამართლებისთვის.
38. ის აქტივობები, რომელთა შესაბამისობა კონვენციის მე–11–ე მუხლთან წარმოადგენს განსჯის საგანს არსებით საკითხებზე (ფერეთი ბელგიის წინააღმდეგ (Féret v. Belgium), no. 15615/07, § 52, 16 ივლისი 2009), არ ავლენს prima facie არანაირ მოქმედებას, რომელიც გამიზნულია კონვენციით დადგენილი რომელიმე უფლების ან თავისუფლების შელახვაზე (იხილეთ სიდიროპოლუსი და სხვები საბერძნეთის იწნააღმდეგ, ( idiropoulos and Others v. Greece), 10 ივლისი 1998, § 29, ანგარიშები 1998‑IV) ან ნებისმიერი prima facie განზრახვა მომჩივანის მიერ საჯაროდ დაეცვა ან გაევრცელებინა პროპაგანდისტული გამონათქვამები ტოტალიტარულ მოსაზრებებზე (იხილეთ ვაჟნაი, (Vajnai) ზემოთ ციტირებული, §§ 24–დან 26–მდე). მხოლოდ მას შემდეგ რაც ზემოთ ხსენებული მსჯელობა დასრულდება სასამართლო შეძლებს გადაწყვიტოს ყველა გარემოების გათვალისწინებით უნდა იყოს თუ არა გამოყენებული კონვენციის მე–17–ე მუხლი (იხილეთ რაფაჰ პატრისი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey) [GC], #. 41340/98, 41342/98, 41343/98 და 41344/98, § 96, ECHR 2003‑II).
39. შესაბამისად, სასამართლოსთვის საჩივარი არ წარმოადგენს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას კონვენციის მე–17–ე მუხლის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არ არის კონვენციის დებულებებთან შეუთავსებელი ratione materiae კონვენციის 35–ე მუხლის მე–3–ე პუნქტის ფარგლებში. სასამართლო დამატებით აღნიშნავს რომ საჩივარი ვერ იქნება მიჩნეული დაუშვებლად რომელიმე საფუძვლით, ამიტომ ის შესაბამისად უნდა იყოს ცნობილი დასაშვებად.
ბ. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეების არგუმენტები
(ა) მთავრობა
40. მთავრობა ინარჩუნებს პოზიციას, რომ მოძრაობას არ ჰქონდა დადგენილი იურიდიული სტატუსი, მაგრამ იყო ასოციაციის ნაწილი, რომელიც შეიქმნა, ფინანსდებოდა და რომლის საქმიანობაც ორგანიზებული იყო ასოციაციის მიერ. მისი წევრები მოქმედებდნენ ასოციაციის წევრების ინტერესების და მათი მითითებების საფუძველზე და ასევე იხდიდნენ საწევრო გადასახადს. ის რომ ასოციაციის წესდება არ აზუსტებდა კონკრეტულად მის სტრუქტურას ვერ გამოდგება იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოძრაობა დე იურე არ იყო ასოციაციის ნაწილი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ მოძრაობა იყო დამოუკიდებელი უწყება, მისი დე ფაქტო კავშირი ასოციაციასთან ამართლებს ასოციაციის მიერ გამოხატვის თავისუფლების დარღვევას მოძრაობის მოქმედების შედეგად. შესაბამისად, ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეც არის მომჩივანი გაუქმდა არა ცალკე აღებული უწყების მოქმედებების გამო არამედ მისი საკუთარი მოქმედებების გამო.
41. ამავე დროს, მთავრობა არ იზიარებს პოზიციას, რომ ადგილი არ ჰქონია მომჩივანის გაერთიანების უფლების თავისუფლებაში ჩარევას, ვინაიდან ეს უფლება არ ვრცელდებოდა გაერთიანების უფლებაზე იმისათვის რომ გაევრცელებინა რასისტული გამონათქვამები. იმ შემთხვევაშიც კი, რომ ყოფილიყო ჩარევა, ეს იყო კანონით დაგდენილი, რომელიც ემსახურებოდა კანონიერ მიზანს დაეცვა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მოეხდინა არეულობის ან დანაშაულის პრევენცია და დაეცვა სხვების უფლებები და თავისუფლებები.
42. ამავე დროს ჩარევა საჭირო იყო დემოკრატიული საზოგადოებისთვის, თუ გავითვალისწინებთ მოძრაობის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების რასისტულ და ანტი–სემიტურ შინაარსს და გასამხედროებულ რიტუალებს, რომლებიც იყო საფრთხის შემცველი და ზიანის მომტანი, ახდენდა გამოყოფის პროპაგანდას, ზრდიდა სოციალურ დაძაბულობას და ახდენდა ძალადობის პროვოცირებას. პროპორციულობის საკითხთან მიმართებით, დაშლა იყო მიზანშეწონილი სანქცია რასობრივი დისკრიმინაციის და სეპარაციის პროპაგანდის აღმოფხვრისათვის. ეს არ იყო ხელმისაწვდომი უმკაცრესი სასჯელი, ვინაიდან სისხლის სამართლის სანქციების გამოყენებაც შესაძლებელია, როგორც იმ ultima ratio პირების მიმართ რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რასისტული სიძულვილის ყველაზე სერიოზული გამონათქვამებისთვის და სხვების ძალადობისკენ მოწოდებისთვის.
(ბ) მომჩივანი
43. მომჩივანი აცხადებდა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, მოძრაობის სადაო ქმედება ვერ იქნება შერაცხული ასოციაციზე. ის ასევე დაობდა იმ ფაქტზე რომ მოძრაობა არ წარმოადგენდა ასოციაციის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან ორი ორგანიზაცია დამოუკიდებლად და ცალცალკე ფუნქციონირებდა თანამშრომლობის ფარგლებში. მან ასევე აღნიშნა რომ, ასოციაციის არცერთ წევრს არ მიუღია მონაწილეობდა მოძრაობაში.
44. მომჩივანი არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ ასოციაციის დაშლა ემსახურებოდა კანონიერ მიზანს რაც ეროვნული უშიშროების და საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარეობდა, რითაც ხდებოდა დანაშაულის და არეულობის პრევენცია და სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვა კონვენციის მე–11–ე მუხლის მე–2–ე პუნქტის ფარგლებში. სასამართლომ ვერ მიუთითა რეალურ არეულობაზე ან სხვების უფლებების დარღვევაზე. მან მიუთითა რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ ჰიპოტეტურ საფრთხეს, რომლის პრევენციაც ვერ იქნება კონვენციის კანონიერი მიზანი.
45. ამავე დროს, მომჩივანი დაობდა, რომ იმ შემთხვევაშიც, კი თუ კონვენციის მე–11–ე მუხლით დადგენილ უფლებაში განხორციელებული ჩარევა კანონიერი იყო, ასოციაციის დაშლა არც საჭირო იყო და არც დასახული მიზნის პროპორციული. მან მიუთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩარევა გაერთიანების უფლების თავისუფლებაში უნდა იყოს სადაო ქცევის სერიოზულობის პროპორციული. შესაბამისად ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი სანქცია გადაჭარბებულად მკაცრი იყო. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დაშლა უნდა მომხდარიყო ისეთ სიტუაციებში, როდესაც ასოციაციის საქმიანობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სისტემის არსს და არც ასოციაცია და არც მოძრაობის აქტივობები ამის მიღწევას არ ცდილობდნენ და არც მსგავსი გავლენა ჰქონდათ. ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა არ უზრუნვლეყოფდა არანაირ სანქციას გარდა დაშლისა ასოციაციის ნაგულვები უკანონო მოქმედების დროს, ფაქტი რომელიც ყოველმხრივ გამორიცხავს პროპორციულობას.
46. მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ გამონაკლისები დადგენილი კონვენციის მე–11–ე მუხლის მე–2–ე პუნქტში ვიწროდ უნდა იყოს ინტერპრეტირებული; მხოლოდ დამაჯერებელი და უდაო მიზეზები შეიძლება გახდეს გაერთიანების უფლების შეზღუდვის საფუძველი. მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ წარადგინეს საკმარისი და შესაბამისი მიზეზები ამ შეზღუდვისთვის, ვინაიდან მათ ვერ მოახდინეს იმის დემონსტრირება თუ როგორ ახდენდა ასოციაციის საქმიანობა კონფლიქტის პროვოცირებას და დემოკრატიის შელახვას. მართლაც, ასოციაციის აქტივობა მიმართული იყო გადაუჭრელ პრობლემაზე საუბრისკენ, როგორიცაა მოწყვლადი პირების უსაფრთხოება და განსაკუთრებით მაღალი დანაშაულის მაჩვენებელი.
47. მომჩივანმა ასევე გაამახვილა ყურადღება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და მე–11–ე მუხლის მე–10–ე მუხლის ფარგლებში განხილვაზე. ამ კონტექსტში მან მიუთითა, რომ მოძრაობის მიერ გამოხატული მოსაზრებები შესაძლოა ყოფილიყო შეურაცმყოფელი ან შოკის მომგვრელი. მიუხედავად ამისა, ის არ წარმოადგენდა მოწოდებას ზიზღისკენ ან შეუწყნარებლობისკენ და შესაბამისობაში იყო პლურალიზმის და შემწყნარებლობის პრინციპებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში.
(c) მესამე მხარე
48. ევროპის ბოშათა უფლებების ცენტრი აცხადებს, რომ კონვენციის მე–11–ე მუხლით გარანტირებული თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს იმისათვის, რომ დაცული იყოს უმცირესობათა უფლებები და თავისუფლებები. მიუთითა რა, inter alia, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, ის დაობდა რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ნებისმიერი ფორმით რასობრივი სიძულვილის და დისკრიმინაციის გაღვივებას არ წარმოადგენენ კონვენციის მე–11–ე მუხლის დაცვის ობიექტს. მესამე მხარემ დამატებით მიუთითა იმ ფაქტზე, რომ უმცირესობები, განსაკუთრებით კი ბოშები, სარგებლობდნენ სპეციალური დაცვით კონვენციის მე–14–ე მუხლის ფარგლებში და მიუთითა მზარდ საერთაშორისო კონსენსუსზე ევროპის საბჭოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის იმ ვალდებულების აღიარების თობაზე რომელიც იცავს მათ უსაფრთხოებას.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ადგილი ჰქონდა თუ არა ჩარევას
49. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასოციაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მომჩივანი დაიშალა და ამ ღონისძიების გავლენა გავრცელდა ასევე მოძრაობაზეც (იხილეთ პუნქტი 15). შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივანის კონვენციის მე–11–ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას.
(ბ) გამართლებული იყო თუ არა ჩარევა
50. ეს ჩარევა მიჩნეული იქნებოდა კონვენციის მე–11–ე მუხლის დარღვევად თუ ეს არ იქნებოდა კანონით დადგენილი, ემსახურებოდა ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს მე–11–ე მუხლის მე–2–ე ნაწილის ფარგლებში და იყო საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ მიზნების მისაღწევად.
(i) “კანონით დადგენილი”
51. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასოციაცია და შედეგად მოძრაობა დაიშალა 1989 წლის კანონი # II შეკრების თავისუფლების შესახებ (იხილეთ პუნქტი 18 ზემოთ) მე–16–ე მუხლის (2)(დ) პუნქტის საფუძველზე, მათ შორის მითითება მე–2–ე მუხლის მეორე ნაწილზე („სხვების უფლებების და თავისუფლებების მიმართ მიკერძოება“).
შემდეგი იგი მიუთითებს მხარეების არგუმენტებზე იმის თაობაზე თუ რამდენად კანონიერი იყო ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებაში ასოციაციის დაშლის შესახებ მოძრაობის ასახვაც;
ამასთან დაკავშრებით სასამართლო აღნიშნავს, პროკურატურის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (იხილეთ დეტალურად მე–11–ე პუნქტი) ბუდაპეშტის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ დაადგინეს (იხილეთ პუნქტების 15 და 16 ზემოთ) რომ მოძრაობა განხილულ უნდა ყოფილიყო ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციის საფუძველზე როგორც ორგანო მოქმედი ასოციაციის შიგნით და არა როგორც დამოუკიდებელი უწყება. სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ასოციაციის მთავარი საქმიანობა იყო მოძრაობის დაარსება, მისი მართვა, დაფინანსება და მენეჯმენტი.
სასამართლომ ვერც საქმის მასალებში და ვერც მხარეთა არგუმენტებში ვერ ნახა ის ელემენტები, რომელიც კანონის ამ გამოყენებას სადაოს გახდის. ეროვნული სასამართლოები უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტირებისას და მტკიცებულებების შეფასებისას. იმის გათვალისწინებით რომ მოძრაობის შექმნა იყო ასოციაციის პროექტი, რომ მოძრაობას და ასოციაციას საერთო საბანკო ანგარიში ჰქონდათ, მოძრაობაში გაწევრიანების მსურველების შეფასება ხდებოდა ასოციაციის მიერ და რომ მათი ფორმების შეძენა ხდებოა ამ უკანასკნლეთა მიერ, სასამართლო არ მიიჩნევს ამ სასამართლოების პოზიციას დაუსაბუთებლად.
შესაბამისად, სასამართლოსთვის მისაღებია, რომ ასოციაციის დაშლა მოძრაობის მოქმედებების გამო იყო „კანონით დადგენილი“, რაც დაადგინეს ეროვნული სასამართლოებმა
(ii) კანონიერი მიზანი
52. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო ღონისძიება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის, არეულობის პრევენციის და სხვების უფლებების დაცვისთვის გამიზნული საშუალება და თითოეული მათგანი არის კანონიერი კონვენციის მე–11–ე მუხლის მე–2–ე პუნქტის მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი დაობს რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ მოახდინეს სხვების უფლების შელახვის რეალური დემონსტრირება; (იხილეთ პუნქტი 44 ზემოთ).
უნდა მოხდეს იმის შეფასება თუ რამდენად აუცილებელი იყო სადაო ღონისძიების გამოყენება დემოკრატოიულ საზოგადოებაში;
(iii) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(α) ზოგადი პრონციპები
53. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში დადგენილი ზოგადი პრინციპი ამ სფეროში შეჯამებულია საქმეზე თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (United Communist Party of Turkey and Others v. Turkey) (30 იანვარი 1998, ანგარიშები 1998-I) სადაც ვკითხულობთ:
“42. სასამართლო ადგენს, რომ მიუხედავად მისი ავტონომიური როლისა და გამოყენების კონკრეტული სფეროსი, მე–11–ე მუხლი განხილული უნდა იყოს მე–10–ე მუხლთან ერთად. აზრის დაცვა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს კონვენციის მე–11–ე მუხლით დადგენილი შეკრების და გაერთიანების უფლების თავისუფლების ერთ–ერთ საფუძველს (სხვა საქმეებთან ერთად იხილეთ გადაწყვეტილება საქმეზე იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Young, James and Webster v. the United Kingdom( 13 აგვისტო 1981, სერიები ა no. 44, გვ. 23, § 57, და გადაწყვეტილება საქმეზე ვოგთი გერმანიის წინააღმდეგ (Vogt v. Germany) 26 სექტემბერი 1995, სერიები ა no. 323, გვ. 30, § 64).
43. ეს კიდევ უფრო მეტად ეხება პოლიტიკურ პარტიებს იმ არსებითი როლის გამო, რასაც ისინი ასრულებენ პლურალიზმის და დემოკრატიის სწორად დამკვიდრების კუთხით (იხილეთ პუნქტი 25 ზემოთ).
როგორც სასამართლომ ბევრჯერ აღნიშნა დემოკრატია პლურალიზმის გარეშე ვერ იარსებებს. სწორედ ამ მიზეზის გამო მე–10–ე მუხლით დადგენილი გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, შესაბამისია და ექვემდებერაბე მე–2–ე პუნქტს არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც მიჩნეულია სასარგებლოდ ან უწყინარად, არამედ ისიც რომელიც შეურაცმყოფელია, შოკში აგდებს და იწვევს მღელვარებას (სხვა საქმეებთან ერთად იხილეთ გადაწყვეტილება საქმეზე Vogt ზემოთ ციტირებული გვ. 25, § 52). ის ფაქტი რომ მათი საქმიანობით ხდება გამოხატვის თავისუფლების კოლექტიური გამოყენება პოლიტიკური პარტიები სარგებლობენ კონვენციის მე–10–ე და მე–11–ე მუხლების დამცავი მექანიზმებით. ...
45. ევროპაში საზოგადოებრივი წესრიგის ფუნდამენტური მახასიათებელია დემოკრატია (იხილეთ ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება საქმეზე ლოიზიდოუ (Loizidou), გვ. 27, § 75). ...
ამასთანავე, კონვენციის მე–8–ე, მე–9–ე, მე–10–ე და მე–11–ე მუხლები მოითხოვს, რომ იმ უფლებაში ჩარევა რომელსაც ისინი ადგენენ შეფასებული იყოს იმის მიხედვით თუ რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ამ რომელიმე უფლებაში ჩარევის გამართლების ერთადერთი საჭიროება გამომდინარეობს „დემოკრატიული საზოგადოების“ საჭიროებიდან. დემოკრატია არის ერთადერთი პოლიტიკური მოდელი რომელიც კონვენციით დადგენილია და შესაბამისად ერთადერთი მოდელი რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს . .
46. შესაბამისად, მე–11–ე მუხლით დადგენილი გამონაკლისები, რომელიც ეხება პოლიტკურ პარტიებს უნდა განიმარტოს მკაცრად; მხოლოდ დამაჯერებელი მიზეზებით შეიძლება მოხდეს შეზღუდვების გამართლება ასეთი პარტიების თავისუფალი შეკრების უფლებაზე. იმის განსაზღვრისას მე–11–ე მუხლის მე–2–ე პუნქტის საფუძველზე არსებობს თუ არა აუცილებლობა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს მხოლოდ შეზღუდული თავისუფალი შეფასების ფარგლები, რლმელიც ფეხდაფეხ მიყვება მკაცრ ევროპულ ზედამხედველობას და ვრცელდება როგორც კანონზე ისე მისი გამოყენების შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ესეთი ყურადღებით შესწავლა საჭირო იყო პარლამენტის წევრის საქმესთან მიმართებით, რომელსაც ბრალად ედებოდა ზიანის მიყენება (იხილეთ გადაწყვეტილება სამქეზე კასტელსი (Castells) ზემოთ ციტირებული; გვ. 22–23, § 42); ესეთი ყურადღებით შესწავლა კიდევ უფრო საჭიროა როდესაც მთელი პოლიტიკური პარტია უქმდება და მის ლიდერებს ეკრძალებათ მსგავსი საქმიანობის განხორციელება მომავალში;
47. როდესაც სასამართლო ახორციელებს შემოწმებას, მისი ამოცანა არ არის საკუთარი მოსაზრების შეცვლა ეროვნული უწყებების მოსაზრების შესაბამისად არამედ შეამოწმოს მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მე–11–ე მუხლის შესაბამისად; ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო უნდა შეიზღუდოს მხოლოდ იმის გარკვევით მოპასუხე სახელმწიფომ თუ რამდენად გონივრულად, ფრთხილად და კეთილსინდისიერად გამოიყენა მისი დისკრეცია, არამედ მან უნდა განიხილოს გასაჩივრებული ჩარევა მთლიან საქმესთან ერთად და განსაზღვროს იყო თუ არა ის „პროპორციული კანონიერი მიზნის“ და ეროვნული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მიზეზები მის გასამართლებლად არის „შესაბამისი და საკმარისი“. ასე მოქმედებისას, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ ეროვნული ორგანოების მიერ გამოყენებული სტანდარტი, შესაბამისობაშია მე–11–ე მუხლში დადგენილ პრინციპებთან და რომ მათ გადაწყვეტილება დააფუძნეს შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებაზე (იხილეთ, mutatis mutandis, ჯერსილდი დანიის წინააღმდეგ (Jersild v. Denmark) გადაწყვეტილება 23 სექტემბერი 1994, სერიები ა no. 298, გვ. 26, § 31).”
54. დამატებითი შესაბამისი პრინციპები წარმოდგენილია გადაწყვეტილებაში საქმეზე რაფაჰ პატრისი (კეთიდლღეობის პარტია) და სხვები (Refah Partisi (the Welfare Party) and Others) (ზემოთ ციტირებული), შემდეგნაირად:
“(γ) შეზღუდვის დადგენის შესაძლებლობა და მკაცრი ევროპული კონტროლი
96. კონვენციის მე–11–ე, მე–9–ე და მე–10–ე მუხლებით დადგენილი თავისუფლებები, ვერ ჩამოართმევს სახელმწიფო უწყებებს უფლებამოსილებას დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები, როდესაც ამ სახელმწიფოში არსებული ასოციაცია, თავისი საქმიანობით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს რომ მან ადრე დაადგინა, რომ გარკვეული კომპრომისი დემოკრატიული საზოგადოების დაცვის მოთხოვნებს და ინდივიდუალურ უფლებებს შორის ჩადებულია კონვენციის სისტემაში. ასეთი სახის კომპრომისის არსებობისას სახელმწიფოს მხრიდან ყველა სახის ჩარევა უნდა იყოს მე–11–ე მუხლის მე–2–ე პუნქტის შესაბამისი – საკითხი, რომელსაც სასამართლო ქვემოთ განიხილავს. ...
98. პოლიტიკური პარტია შეიძლება ითხოვდეს კანონში ცვლილებას ან სახელმწიფოს სამართლებრივი ან საკონსტიტუტციო მოწყობის ცვლილებას ორი პირობით: პირველი, ამ მოთხოვნისას გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს კანონიერი და დემოკრატიული; მეორე, შემოთავაზებული ცვლილებები უნდა იყოს ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი. შესაბამისად, პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც მოუწოდებენ ძალადობისკენ ან წინ აყენებენ პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას ან გამიზნულია დემოკრატიის შელახვისკენ ვერ მოითხოვს კონვენციის დამცავ მექანიზმებს მასზე დაკისრებული შეზღუდვების გამო; (იხილეთ იაზარი და სხვები თურქეთის წინაღმდეგ( Yazar and Others v. Turkey), nos. 22723/93, 22724/93 და 22725/93, § 49, ECHR 2002-II, და, mutatis mutandis, შემდეგი გადაწყვეტილებები: სტანკოვი და მაკედონიის გაერთიანებული ორგანიზაცია ილინდენი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stankov and the United Macedonian Organisation Ilinden v. Bulgaria), nos. 29221/95 და 29225/95, § 97, ECHR 2001-IX, და სოციალისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Socialist Party and Others v. Turkey), გადაწყვეტილება 25 მაისი 1998, ანგარიშები 1998-III, გვ. 1256-57, §§ 46-47).
99. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ პოლიტიკური პარტია კონვენციის მე–9–ე, მე–10–ე, მე–11–ე მუხლებით დადგენილი უფლებების მოთხოვნისას შესაძლოა ეცადოს, რომ მისი ქმედება რაც პრაქტიკაში ემსახურება კონვენციით დადგენილი უფლებების შელახვას და ამით დემოკრატიისთვის ხელის შეშლას, შერაცხოს საკუთარ კონვენციით დადგენილ უფლებად. (იხილეთ კომუნისტური პარტია გერმანიის წინაარმდეგ (Communist Party (KPD) v. Germany), no. 250/57, კომისიის გადაწყვეტილება 20 ივლისი 1957, წელიწდეული 1, გვ. 222). დემოკრატიასა და კონვენციას შორის არსებული მჭიდრო კავშირის განხილვისას (იხილეთ პუნქტები 86–89 ზემოთ) არავის არ უნდა მიეცეს უფლებამოსილება გამოიყენოს კონვენციის მუხლები იმისათვის, რომ შეასუსტოს ან გაანადგუროს დემოკრატიული საზოგადოების იდეალები და ღირებულებები. პლურალიზმი და დემოკრატია ემყარება კომპრომისს, რომელიც მოითხოვს გარკვეულ დათმობებს ინდივიდებისგან ან პირთა ჯგუფის მიერ, რომლებიც შეიძლება ზოგჯერ შეთანხმდენ შეზღუდონ გარკვეული თავისუფლებები, რომლითაც ისინი სარგებლობენ იმისათვის რომ უფრო მეტად დაიცვან ქვეყნის ერთიანი სტაბილურობა (იხილეთ, mutatis mutandis, პეტერსენი გერმანიის წინააღმდეგ (Petersen v. Germany) (dec.), no. 39793/98, ECHR 2001-XII).
ამის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ტოტალიტარული მოძრაობა, ორგანიზებული პოლიტიკური პარტიის ფორმით ლახავდეს დემოკრატიას მას შემდეგ რაც ის წარმატებით არსებობს დემოკრატიულ რეჟიმში. თანამედროვე ევროპის ოსტორიაში ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ...
(δ) პოლიტიკური პარტიისთვის მისი წევრების მოქმედებების და გამოსვლების შერაცხვა
101. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის პროგრამა და წესდება ვერ იქნება მიჩნეული როგორც ერთადერთი კრიტერიუმი მისი მიზნების და განზრახვების განმსაზღვრელად. ხელშემკვრელი სახელმწიფოს პოლიტიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ წარსულში პოლიტკიკური პარტიები, რომელთა მიზნები ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს არ ამჟღავნებდნენ ამ მიზნებს მათ ოფიციალურ დოკუმენტებში სანამ ძალაუფლებას არ მოიხვეჭდნენ. სწორედ ამიტომ სასამართლო ყოველთვის უთითებს რომ პარტიის პოლიტიკური პროგრამა შეიძლება მალავდეს მიზნებს და პაროგრამას რომელიც განსხვავდება მის მიერ გაცხადებული პროგრამისგან. იმისათვის რომ მოხდეს იმის დაგდენა მართლა ესე ხდება თუ არა, პროგრამის შინაარსი უნდა შედარდეს პარტიის ლიდერების მოქმედებებთან და იმ პოზციებთან რომელსაც ისინი აყენებენ. ერთად აღებული ეს მოქმედებები შეიძლება აღმოჩნდეს შესაბამისი პოლიტიური პარტიის დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან ერთად აღებული ეს საკითხები ადგენს რეალურ მიზანს და განზრახვას ...
(ε) საუკეთესო დროს დაშლისთვის
102. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არ შეიძლება დაიცადოს და დაელოდოს როდის ჩაერიოს სანამ პოლიტიკური პარტია დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონვენციის სტანდარტებთან და დემოკრატიასთან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ პოლიტიკის საფრთხე დემოკრატიისთვის საკმარისად დადგენილი და მომენტალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც მსგავსი საფრთხის არსებობა დადგენილია ეროვნული სასამართლოების მიერ მას შემდეგ რაც დეტალურად მოხდა შემოწმება მკაცრი ევროპული ზედამხედველობის ფარგლებში, „სახელწმიფომ გონივრულად უნდა განჭვრიტოს პოლიტიკის აღსრულება, რომელიც არ არის შესაბამსიობაში კონვენციის დებულებებთან, იქამდე სანამ არ იქნება მცდელობა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის რომელმაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს სამოქალაქო მშვიდობა და ქვეყნის დემოკრატიუოი რეჟიმი“. (იხილეთ საბჭოს გადაწყვეტილება, § 81).
103. სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი პრევენციული ჩარევის ძალაუფლება სახელმწიფოს მხრიდან ასევე შესაბამისობაშია ხელშემკვრელი სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან რომელიც კონვენციის პირველი მუხლით არის დადგენილი თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასთვის უზრუნველყონ კონვენციით დადგენილი უფლებები და თავისუფლებები. ეს ვალდებულება ეხება არა მხოლოდ ჩარევას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სახელმწიფოს მოხელეების ქმედებით ან უმოქმედობით არამედ არასახელწმიფო კერძო პირების ქმედების ჩარევაში ... ხელშემკვრელი სახელწმიფოს მიერ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც არის raison d’être, ვალდებულების დაკისრება დაიცვას კონვენციით დადგენილი უფლებები და თავისუფლებები და არ იხელმძღვანელოს პოლიტიკური პროგრამით, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს შეიძლება გამართლებული იყოს მისი პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე..
(ζ) ზოგადი მიმოხილვა
104. ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, სასამართლოს ზოგადი მიმოხილვა იმ საკითხის პოლიტიკური პარტიის დაშლა დემოკრატიული პრინციპების რისკის გამო წარმოადგენს თუ არა „გარდაუვალ სოციალურ აუცილებლობას“ (მაგალითად, სოციალისტური პარტია და სხვები, ზემოთ ციტირებული; გვ. 1258 § 49) უნდა იყოს კონცენტრირებული შემდეგ საკითხებზე: (i) იყო თუ არა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ დემოკრატიის რისკი, მივიჩნიოთ რომ ის დამტკიცებულად არსებობდა, იყო საკმაოდ მოსალოდნელი; (ii) სადაო პოლიტიკური პარტიის წევრების და ლიდერების მოქმედებები და გამოსვლები შეიძლებოდა შერაცხულიყო პოლიტიკურ პარტიაზე მთლიანად; და (iii) პოლიტიკურ პარტიაზე შერაცხული გამოსვლები და მოქმედებები აყალიბებდა ერთიან სურათს, რომელიც ნათელს ხდიდა იმ საზოგადოების შესახებ წარმოდგენას რომლის წარმოსახვას და ადვოკატირებასაც პოლიტიკური პარტია ფიქრობდა და რომელიც არ იყოს შესაბამისობაში „დემოკრატიული საზოგადოების“ კონცეფციასთან;
105. ზემოთ ხსენებული საკითხების საერთო მიმოხილვა, რომელიც სასამართლომ უნდა ჩაატაროს ასევე უნდა იყოს განხილული ისტორიულ კონტექსტში რომელშიც სადაო ქვეყანაში . . . დაშლა . . . განხორციელდა იმისათვის რომ „დემოკრატიული საზოგადოების“ სწორი ფუნქციონირება უზრუნველყოფილი ყოფილიყო’ (იხილეთ, mutatis mutandis, პეტერსენი (Petersen), ზემოთ ციტირებული).”
55. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰენრი ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ (Herri Batasuna and Batasuna v. Spain) (nos. 25803/04 და 25817/04, ECHR 2009) შეიცავს შესაბამის პასაჟს:
“79. ... პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც მოუწოდებენ ძალადობისკენ ან ხელს უწყობენ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს ან ორინეტირებულია დემოკრატიისთვის ხელისშეშლაზე და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგენილი უფლებების და თავისუფლებების დაცვას, ვერ გამოიყენებს კონვენციის დამცავ მექანიზმებს ამ საფუძვლით დადგენილი სასჯელის დაწესებისგან დასაცავად...
81. ... სახელმწიფომ „გონივრულად უნდა მოახდინოს მსგავსი პოლიტიკის პრევენცია, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონვენციის დებულებებთან, სანამ ამის განხორციელება კონკრეტული ნაბიჯებით მოხდება ამან შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს ქვეყნის სამოქალაქო მშვიდობა და დემოკრატიული რეჟიმი’ (იხილეთ რაფალ პატრისი (Refah Partisi), ზემოთ ციტირებული, § 102). ...
83. სასამართლოს მიერ იმ საკითხის საერთო შეფასებისას თუ რამდენად წარმოადგენს „სოციალურ აუცილებლობას“ პოლიტიკური პარტიის დაშლა დემოკრატიული პრინციპების დასაცავად (იხილეთ, მაგალითად, სოციალისტური პარტია და სხვები, ზემოთ ციტირებული, § 49) უნდა ემყარებოდეს შემდეგ საკითხებს: (i) იყო თუ არა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ დემოკრატიის რისკი, მივიჩნიოთ რომ ის დამტკიცებულად არსებობდა, იყო საკმაოდ მოსალოდნელი; და (ii) პოლიტიკურ პარტიაზე შერაცხული გამოსვლები და მოქმედებები აყალიბებდა ერთიან სურათს, რომელიც ნათელს ხდიდა იმ საზოგადოების შესახებ წარმოდგენას რომლის წარმოსახვას და ადვოკატირებასაც პოლიტიკური პარტია ფიქრობდა და რომელიც არ იყოს შესაბამისობაში „დემოკრატიული საზოგადოების“ კონცეფციასთან;
(β) ამ პრინციპების მოცემულ საქმესთან მიმართებით გამოყენება
56. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნის და მისი საქმიანობის წარმოების უფლება წარმოადგენს კონვენციის მე–11–ე მუხლის დაცვის ობიექტს, ისევე როგორც სოციალური ორგანიზაციის შექმნა და საქმიანობა, ეს ორი ტიპის ორგანიზაცია განსხვავდება ერთმანეთისგან იმ ფუნქციით, რომელსაც ისინი ასრულებენ დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებაში, ვინაიდან ბევრი სოციალური ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას ფუნქციონირებაში არაპირდაპირი გზით;
ევროპის საბჭოს რამოდენიმე წევრ სახელმწიფოში, პოლიტიკური პარტიები სარგებლობენ სპეციალური სამართლებრივი სტატუსით, რომელიც ხელს უწყობს მათ პოლიტიკაში ჩართულობას ზოგადად და არჩევნებში კონკრეტულად; მათ ასევე აქვთ კონკრეტული სამართლებრივად დადგენილი ფუნქციები საარჩევნო პროცესში და საზოგადოებრივი აზრის და საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში;
სოციალური ორგანიზაციები როგორც წესი ვერ სარგებლობენ მსგავსი სამართლებრივი პრივილეგიებით და აქვთ უფრო ნაკლები შესაძლებლობა გავლენა იქონიონ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ბევრი მათაგანი არ იღებს მონაწილეობას საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს მკვეთრი გაყოფა სხვადასხვა ფორმის ასოციაციებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი პოლიტიკური პოზიცია შეიძლება დადგინდეს თითოეულ საკითხთან მიმართებით;
სოციალურმა მოძრაობამ შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით ასეთ ორგანიზაციებს აქვთ ნაკლები სამართლებრივი შესაძლებლობები გავლენა იქონიონ პოლიტიკურ სისტემაზე. დემოკრატიის საფრთხის შეფასებისას სოციალური ორგანიზაციების და მოძრაობის რეალური პოლიტიკური გავლენა უნდა იყოს გათვალისწინებული.
57. სასამართლოს აზრით, სახელმწიფო უფლებამოსილია გაატაროს პრევენციული ღონისძიებები დემოკრატიის დასაცავად vis-à-vis ესეთი არა პარტიული უწყებების, იმ შემთვევაში როდესაც საფრთხე ემუქრება იმ უფლებების და თავისუფლებების შელახვას რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და ფუნქციონირების საყრდენს. ერთ–ერთი ესეთი ღირებულებაა რასობრივი დისკრიმინაციისგან თავისუფალი საზოგადოების წევრების თანაარსებობა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს. სახელმწიფო ვერ იქნება ვალდებული დაიცადოს და არ ჩაერიოს იქამდე სანამ პოლიტიკური მოძრაობა იმოქმედებს ისე რომ შელახავს დემოკრატიას ან გამოიწვევს ძალადობას. იმ შემთხვევაში თუ მოძრაობა არ ეცდება შეამციროს მისი ძალაუფლება და მისი პოლიტიკის რისკის შემცველი გავლენა დემოკრატიაზე, სახელმწიფო უფელაბამოსილია განახორციელოს პრევენციული მოქმედება თუ ის დაადგენს რომ ეს მოძრაობა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმ პოლიტიკის განსახორციელებლად რომელიც არ არის შესაბამისობაში კონვენციის და დემოკრატიის სტანდარტებთან (იხილეთ რაფალ პატრისი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები, ზემოთ ციტირებული(Refah Partisi (the Welfare Party) and Others), § 102).
58. სადაო ღონისძიების აუცილებლობის და პროპორციულობის შეფასებისას, სასამართლო მიუთითებს რომ მოცემული საქმე ეხება ასოციაციის და მოძრაობის დაშლას და არა პოლიტიკური პარტიის გაუქმებას. ამ კონკრეტული კონსტიტუციური ფუნქციიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა და სამართლებრივი პრივილეგია რომელიც ვრცელდება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ბევრ პოლიტიკურ პარტიაზე შეიძლება ასევე გავრცელდეს სოციალურ ორგანიზაციებზე მხოლოდ იმ ნაწილში რომ მათ რეალურად აქვთ გარკვეული ხარისხის პოლიტიკური გავლენა.
მეორეს მხრივ, სასამართლოსთვის ცნობილია, რომ ასოციაციის და მოძრაობის სამართლებრივი არსებობის შეწყვეტა იყო მნიშვნელოვანი სიმძიმის სანქცია, ვინაიდან ამ ქმედებით მოხდა ასოციაციისთვის იურიდიული, ფინანსური და პრაქტიკული პრივილეგიების ჩამორთმევა, რომელიც ჩვეულებრივად ყველა რეგისტრირებულ ორგანიზაციას გააჩნია თითქმის ყველა იურისდიქციაში (იხილეთ პუნქტი 18 ზემოთ). შესაბამისად ნებისმიერი მსგავსი ღონისძიება გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი და არსებითი საფუძვლებით, როგორც ეს პოლიტიკური პარტიის დაშლისას მოხდა. მაგრამ ასოციაციის შემთხვევაში, მისი შედარებით შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით იქონიოს გავლენა ეროვნულ პოლიტიკაზე პრევენციული შემზღუდავი მოქმედების გამართლება შესაძლებელია უფრო ნაკლებად დამაჯერებელი იყოს ვიდრე ეს იქნებოდა პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში. დემოკრატიისთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ის თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტია თუ არა-პოლიტიკური ასოციაცია, მხოლოდ ეს უკანასკნელი იმსახურებს შეკრების უფლების შეზღუდვის საჭიროების მკაცრ განხილვას (შედარებისთვის, ანალოგიისთვის, პოლიტიკური გამოსვლისთვის მინიჭებული დამცავი მექანიზმი და გამოსვლა რომელიც არ ეხება საჯარო ინტერესის საკითხებს, ლინგენი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria), 8 ივლისი 1986, § 42, სერიები ა no. 103, და თამერი ესტონეთის წინააღმდეგ (Tammer v. Estonia), no. 41205/98, § 62, ECHR 2001‑I). ეს განსხვავება გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი მოქნილობით. რაც შეეხება ასოციაციის პოლიტიკურ მიზნებს და გავლენებს, შემოწმების დონე დამოკიდებული იქნება ასოციაციის რეალურ ბუნებას და ფუნქციებზე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.
59. სასამართლო აცხადებს, რომ მოძრაობა, რომლის დაშლასაც მომჩივანი დაობდა, შექმნილი იყო ასოციაციის მიერ, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო „მოწყვლადი უნგრელების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური დაცვა“ (იხილეთ პუნქტი 8 ზემოთ). მოძრაობის მოქმედებები მოიცავდა გამოსვლებს და დემონტრაციებს, სადაც წევრებს ეცვათ ფორმები და ატარებდნენ გასამხედროებულ გამოსვლებს. ეს გამოსვლები ჩატარდა ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, კონკრეტულად კი ბოშებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, როგორიცაა ტატარჟენგაიორჯი; ასევე კეთდებოდა განცხადებები „ეთნიკური უნგრელების“ დაცვის თაობაზე ეგრეთ წოდებული „ბოშა დამნაშავეებისგან“ (იხილეთ პუნქტი 10 ზემოთ). ამ მოვლენების საპასუხოდ, საჯარო პროკურორმა მიმართა სასამართლოს მოძრაობის და ასოციაციის წინააღმდეგ, რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ განსასჯელის მოქმედებები იწვევდა ბოშური წარმომავლობის მოსახლეობის რასისტულ დაშინებას (იხილეთ პუნქტი 11 ზემოთ).
60. სამართალწარმეობის პროცესში სასამართლოებმა შეაფასეს ორ განსასჯელს შორის კავშირი და დაადგინეს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ამ კონტექსტში განხილული არგუმენტების ფარგლებში სასამართლო არ ეთანხმება, რომ ეს დასკვნა არის უსაფუძვლო ან თვითნებური (იხილეთ პუნქტები 11, 13, 15, 16 და 51 ზემოთ).
61. შედეგად მოხდა, როგორც ასოციაციის ისე მოძრაობის დაშლა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელის მოქმედებებში ადგილი არ ჰქონია რეალურ ძალადობას, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ანტი-ბოშური განწყობის შექმნაზე ძალის ვერბალური და ვიზუალური დემონსტრირების გზით. ამან გამოიწვია ასოციაციების შესახებ კანონის შესაბამისი დებულებების დარღვევა, ეწინააღმდეგებოდა ადამიანურ ღირსებას და ლახავდა სხვათა, ბოშების, უფლებებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ცენტრალური თემა ტატარჟენტგიორგუს დემონსტრაციაში, იყო რასისტული. სასამართლოებმა განსაკუთღებული ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ სადაო დემონსტრაციის დროს მონაწილეებს ეცვათ სამხედროს მსგავსი ფორმები, ასევე გამიყენებოდა სამხედროს მსგავსი მისალმება და მიმართვის ფორმები და დემონსტრანტები ატარებდნენ სამკლაურს, რომელიც ძალიან წააგავდა ისრების ჯვრის სიმბოლოს. აპელაციის ეტაპზე, ამ დასაბუთებას დაემატა ის გარემოება რომ სოფლის მოსახლეობა წარმოადგენა „დატყვებულ აუდიტორიას“, ვინაიდან მათ არ ჰოქნდათ საშუალება თავი აერიდებინათ მოძრაობის მოქმედებებისთვის. სასამართლოს აზრით, ამ მოქმედებებმა შექმნეს საზოგადოებრივი საფრთხე და სოციალური დაძაბულობა და გარდაუვალი ძალადობის გარემო (იხილეთ პუნქტები 15 და 16 ზემოთ).
62. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ეროვნულ ორგანოებს, კონკრეტულად კი სასამართლოებს, მოეთხოვებათ მოახდინონ ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაცია და გამოყენება (იხილეთ, სხვა შემთხვევებთან ერთად, დეჰიდექსი და სირნი (Lehideux and Isorni), ზემოთ ციტირებული, § 50). სასამართლოს ამოცანაა იმ გადაწყვეტილებების გადახედვა, რომელიც უწყებების მიერ არის მოღებული მათი თავისუფალი შეფასების ფარგლებში. ასე მოქმედებისას მათ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნონ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებაზე (იხილეთ ინკალი თურქეთის წინააღმდეგ (Incal v. Turkey), 9 ივნისი 1998, § 48, ანგარიშები 1998‑IV). მოცემული საქმის გარემოებებში, სასამართლო ვერ იტყვის რომ უნგრეთის სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო დაუსაბუთებელი ან თვითნებური და ის იზიარებს ამ სასამართლოების მოსაზრებებს, რომ მოძრაობის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციებისას მოქმედება და იდეები მოიცავდა რასისტულ შედარებებს ბოშა უმცირესობებს და უნგრელ უმრავლესობას შორის. (იხილეთ პუნქტი 13 ზემოთ).
63. სასამართლომ ადრე დაადგინა მე-10-ე მუხლის ფარგლებში, რომ იდეები და ქცევა ვერ იქნება გამორიცხული კონვენციის მიერ დადგენილი დამცავი მექანიზმებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ მოქალაქეთა ჯგუში შექმნან არასასიამოვნო შეგრძნება ან ზოგმა შეიძლება ჩათვალოს ის უპატივცემულობად. (იხილეთ ვაჟნაი (Vajnai), ზემოთ ხსენებული, § 57). სასამართლო არ ითვალისწინებს პოზიციას, რომ მსგავსი განხილვები უნდა გავრცელდეს ასევე გაერთიანების თავისუფლებაზე ვინაიდან ის ეხება პირების გაერთიანებას იდეების გარშემო, რომელიც შესაძლოა ნაკლებად მისაღები იყოს, ან იყოს შემაწყხებელი ან შოკში ჩამგდები. ისეთი რადიკალური ღონისძიებები, როგორიცაა ფუნდამენტური უფლების - გაერთიანების თავისუფლების -შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული კონვენციის ფარგლებში, რომლის მიზანია პოლიტიკური პოზიციების (ისეთებიც კი რომელთა მიღება და გაზიარება მოსახლეობის დიდი ჯგუფების ან სახელმწიფო სტრუქტურების მიერ რთულად მისაღებია და ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ წესრიგს) დაფიქსირების ხელშეწყობა ყველა კანონიერი და მშვიდობიანი გზით, მათ შორის გაერთიანებითა და შეკრებით (იხილეთ, mutatis mutandis, გუნერი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Güneri and Others v. Turkey), nos. 42853/98, 43609/98 და 44291/98, § 76, 12 ივლისი 2005), გარდა იმ შემთხვევისა თუ სადაო ასოციაცია შეიძლება მიჩნეულ იქნას ძალადობის მასაზრდოებელ საფუძვლად, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს.
64. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით საჭიროა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასოციაციის და მოძრაობის მოქმედებები ჯდებოდა თუ არა მშვიდობიანი აქტივობების ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს რომ მათი მოქმედებები მოიცავდა რამოდენიმე გამოსვლის მოწყობას, როგორიცაა მაგალითად 1800 მაცხოვრებლიან სოფელ ტატარჟენგაიორჯიში, რომელშიც მონაწილეობდა 200-მდე პირი. მართალია ადგილი არ ჰქონია რეალურ ძალადობას, მაგრამ შეუძლებელია იმის დადგენა ეს მოხდა თუ არა იმიტომ რომ იქ იმყოფებოდა პოლიცია. აქტივისტები მარშირებდნენ სოფელში და ეცვათ სამხედრო ფორმები და შიშის მომგვრელი სამკლაურები ეკეთათ, სამხედრო მაგვარი ფორმირების მსგავსად ესალმებოდნენ ერთმანეთს და მსგავს ბრძანებებს იძლეოდნენ.
65. სასამართლოს აზრით, ესეთ გამოსვლას შეიძლება შეექმნა შთაბეჭდილება დამსწრეთათვის, რომ ორგანიზატორებს შესწევდათ უნარი და ჰქონდათ განზრახვა ქცეულიყვნენ სამხედრო ორგანიზაციად საკუთარი მიზნების მისაღწევად, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს მიზანი. სამხედრომაგვარი ფორმირება წააგავდა უნგრულ ნაცისტურ (ისრების ჯვარი) მოძრაობას, რომელიც იყო იმ რეჟიმის ხერხემალი, რომელიც სხვა მოქმედებებთან ერთად იყო პასუხისმგებელი უნგრეთში ბოშების მასობრივ ჟლეტაზე. იმის გათვალისწინებით რომ ორგანიზაციული კავშირები არსებობდა მოძრაობასა და ასოციაციას შორის, სასამართლო ადგენს რომ ტატარჟენგაიორჯიში და სხვაგან გამოსვლების დამაშინებელი ეფექტი გახდა ის გადამჭრელი მომენტი როდესაც შეიძლებოდა დადგენილიყო რომ მოძრაობის გამოსვლები გამყარებული იყო რეგისტრირებული ასოციაციის მიერ, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებული და აღიარებული იყო.
66. სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროტაგონისტების მიერ მათი შესაძლებლობების და ნების დემონსტრირება ორგანიზება გაუწიონ პარტიზანულ ძალებს სცდება პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვისთვის მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებების გამოყენებას. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე - უნგრეთში ისრების ჯვრის ეპოქაში - ასოციაციის მიერ პარტიზანულ მოძრაობაში ჩართვა, რომელი გამოხატავდა რასისტულ გამოყოფას და კონკრეტულად მოუწოდოდებდა რასობრივ განსხვავებაზე დაფუძნებული მოქმედებისკენ უნდა იყო შიშის მომგვრელი რასობრივი უმცირესობისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ისინი საკუთარ სახლში იმყოფებიან და წარმოადგენენ დატყვევებულ აუდიტორიას. სასამართლოს აზრით, ეს სცდება კონვენციით დადგენილ გამოხატვის (იხილეთ ვაჟნაი (Vajnai) loc. cit) ან შეკრების შემთხვევაში დადგენილ დამცავ მექანიზმებს და იწვევს დაშინებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს სიტყვებით გადაწყვეტილებაში საქმეზე ვირჯინია ბლეკის წინააღმდეგ (იხილეთ პუნქტი 31 ზემოთ) არის „რეალური მუქარა.“ სახელწმიფო შესაბამისად უფლებამოსილია დაცვას ამიზნე ჯგუფის უფლება იცხოვრონ დაშინების გარეშე. ეს კი განსაკუთრებით სწორია მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მათი შერჩევა მოხდა რასობრივ საფუძველზე და მათი დაშინება ხდებოდა მათი ეთნიკური ჯგუფისადმი კუთნილების გამო. სასამართლოს აზრით, სამხედროს მსგავსი მარში სცდება მხოლოდ შემაშფოთებელი და შეურაცმყოფელი იდეების გავრცელებას, ვინაიდან მესიჯს თან სდევს მუქარის გამომხატველი ორგანიზებული აქტივისტების ფიზიკური არსებობა. როდესაც აზრის გამოხატვას თან სდევს ქცევის ასეთი ფორმა, სასამართლო მიიჩნევს რომ ზოგადად გამოხატვის თავისუფლებისადმი მინიჭებული დაცვა შეიძლება შემცირდეს საჯარო ინტერესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქცევასთან არის დაკავშირებული. თუ ქცევა დაკავშირებული აზრის გამოხატვასთან შეიცავს დაშინებას ან მუქარას ან ხელს უშლის სხვების მიერ კონვენციით დადგენილი უფლების ან პრივილეგიის თავისუფლად გამოყენებას პირის რასობრივი კუთვნილების გამო, არ შეიძლება ეს საკითხები უგულებელყოფილ იქნას მე-10-ე და მე-11-ე მუხლების ფარგლებში.
67. მოცემულ საქმეში, სადაო მოქმედების სამიზნე ჯგუფი აშკარად იყვნენ ბოშა უმცირესობები, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელნი იყვნენ „ბოშა დამნაშავეების“ ქცევაზე, და სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის მომჩივანის არგუმენტები რომ დაშლილი ორგანიზაციების მიზანი არ იყო ამ მოწყვლადი ჯგუფის გამოყოფა და დაშინება (იხილეთ, ჰორვათი და ქისი უნგრეთის წინააღმდეგ (Horváth and Kiss v. Hungary), no. 11146/11, § 102, 29 იანვარი 2013). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს (იხილეთ პუნქტები 26-დან 28-მდე ზემოთ).
68. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა (იხილეთ პუნქტი 57 ზემოთ), ესეთ გარემოებებში სახელმწიფო უწყებებს არ მოეთხოვებათ დაელოდონ მოვლენების განვითარებას სანამ ჩაერევიან იმისათის რომ დაიცვან სხვების უფლებები , ვინადან მოძრაობამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმისათვის რომ განეხორციელებინა პოლიტიკა, რომელიც არ შეესაბამება კონვენციის სტანდარტებს და დემოკრატიას.
69. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო გამოსვლების დამაშინებელი ხასიათი გასათვალისწინებელი საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გამოსვლების ორგანიზება არ იყო აკრძალული სახელმწიფო უწყებების მიერ და არც ძალადობას და არც დანაშაულს არ ჰქონია ადგილი. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოსვლების განმეორებით ორგანიზება (იხილეთ პუნქტი 15 ზემოთ) აშინებდა სხვებს და შესაბამისად გავლენას ახდენდა მათ უფლებებზე, განსაკუთრებით თუ გავითვალსიწინებთ გამოსვლების ორგანიზების ადგილს. რაც შეეხება ასოციაციის დაშლას, არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ცალკე აღებული დემონსტრაციები არ იყო უკანონო, და მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ევალება გადაწყვიტოს თუ რა ხარისხით ახდენდა დემონსტრაციები კონვენციით დადგენილი შეკრების თავისუფლების უფლების აღსრულებას. მხოლოდ ასეთი დემონსტრაციის რეალურად ჩატარების შემთხვევაში გამჟღავნდება ასოციაციის რეალური მიზნები და ბუნება. სასამართლოს აზრით, გამოსვლების სერიების ორგანიზება სავარაუდოდ იმისათვის, რომ მომხდარიყო „ბოშა დამნაშავეების“ იზოლირება პარტიზანული გამოსვლებით შეიძლება მიჩნეულ იქნას რასობრივი სეგრეგაციის განხორციელებად. ფაქტიურად, შიშის მომგვრელი მარშირება შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც რასისტული შინაარსის მქონე „კანონის და წესრიგის“ გარკვეული ხედვის რეალიზების პირველ ნაბიჯებად.
ამ საკითხთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს რომ თუ შეკრების თავისუფლების უფლება განგრძობად რეჟიმში გამოიყენება დამაშინებელ გამოსვლებში დიდი ჯგუფების მონაწილეობით, სახელმწიფო უფლებამოსილია მიიღოს ზომები გაერთიანების უფლების შეზღუდვის მიზნით იმ შემთხვევაში თუ ეს საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს საფრთხის პრევენცია რომელსაც ქმნის ფართომასშტაბიანი დაშინება დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის (იხილეთ პუნქტი 54 ზემოთ). ფართო მასშტაბიანი, კოორდინირებული დაშინება - რომელიც დაკავშირებულია რასობრივი დისკრიმინაციის მოტივაციაზე, რაც დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამოა - გაამართლებს სახელმწიფოს ჩარევას შეკრების თავისუფლების უფლებაში, თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებშიც კი, რომელიც ამ შემთხვევას შეესაბამება. ამის მიზეზი კი არის ის უარყოფითი შედეგი, რომელსაც მსგავსი დაშინება იწვევს ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვაზე. მაშინ როდესაც ანტი დემოკრატიული იდეების შემთხვევითი ადვოკატირება არ არის საკამარისი იმისათვის, რომ გაამართლოს პოლიტიკური პარტიის აკრძალვა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით (იხილეთ პუნქტი 53 ზემოთ), განსაკუთრებით კი ასოციაციის მაგალითზე, რომელიც ვერ ისარგებლებს პოლიტიკუტი პარტიის მგავსი სპეციალური სტატუსით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ყველა გარემოებებს ერთად და განსაკუთრებით ყველა დაგეგმილ და კოორდინირებულ ღონისძიებას მაშინ გვექნება საკმარისი და შესაბამისი საფუძველი და მიზეზი მსგავსი ზომის გატარებისთვის, განსაკუთრებით კი როდესაც შოკისმომგვრელი სხვა პოტენციური გამოხატვის ფორმები პირდაპირი საფრთხის ქვეშ არ დგება (იხილეთ პუნქტი 71 ქვემოთ).
70. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, სასამართლოს სჯერა რომ ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები იყო შესაბამისი და საკმარისი, იმის დემონსტრირებისთვის, რომ სადაო ღონისძიება წარმოადგენდა გადაუდებელ სოციალურ აუცილებლობას.
71. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ მოძრაობის და ასოციაციის გაუქმება წარმოადგენს მეტად მკაცრ ღონისძიებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებმა მიიღეს ყველაზე ნაკლებად ჩამრევი ზომა, ყველაზე გონივრული მოქმედება საკითხთან მიმართებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეროვნულმა უწყებებმა წარსულში მიანიშნეს ასოციაციას მოძრაობის ქმედების უკანონობაზე, მოქმედება რამაც მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა გამოიწვია (იხილეთ პუნქტი 9 ზემოთ) ვინაიდან სამომავლო გამოსვლებს ადგილი ჰქონდა მიმდინარე სასამრთლო პროცესის დროს (იხილეთ პუნქტი 15 ზემოთ) (შეადარეთ ს.ჰ და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (S.H. and Others v. Austria) [GC], no. 57813/00, § 84, ECHR 2011). სასამართლოს აზრით, მოძრაობის მიერ ორგანიზებული გამოსვლების შედეგად გამოწვეული სხვების უფლების შელახვის საფრთხე შეიძლებოდა ეფექტურად აღმოფხვრილიყო მოძრაობისთვის მხოლოდ ორგანიზაციული მხარდაჭერის ჩამოცილებით, რა როლსაც ასოციაცია ასრულებდა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უწყებები დათანხმდებოდნენ მოძრაობის და ასოციაციის განგრძობად საქმიანობას მათი იურიდიული არსებობის უფლების შენარჩუნებით, მაშინ საზოგადოება ზოგადად მიიჩნევდა სახელმწიფოს მხრიდან ამ საფრთხის ლეგიტიმაციას. ეს კი ასოციაციას მისცემდა საშუალებას, როგორც კანონიერად დარეგისტრირებული ორგანიზაციას, გაეგრძელებინა მოძრაობის მხარდაჭერა რითაც სახელმწიფო არაპირდაპირი გზით მონაწილეობას მიიღებდა გამოსვლების ორგანიზებაში. ამავე დროს სასამართლო აღნიშნავს, დამატებითი სანქცია არ დაკისრებია არც ასოციაციას და არც მოძრაობას, არც მათ წევრებს და მათ შეუნარჩუნდათ უფლება გააგრძელონ პოლიტიკური აქტივობა სხვა ფორმით (იხილეთ, რეფაჰი პარტისი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები (Refah Partisi (the Welfare Party) and Others), ზემოთ ციტირებული, §§ 133-34). ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული ღონისძიება არ ყოფილა კანონიერი მიზნის არაპროპორციული.
72. არსებული მსჯელობა საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას რომ კონვენციის მე-11-ე მუხლის ფარგლებში დარღვევას არ ჰქონია ადგილი.
ამ მიზეზის გამო, სასამართლო
1. ადგენს, რომ საჩივარი დაუშვებელია;
2. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-11-ე მუხლის დარღვევას;
შესრულებულია ინგლისურად და წერილობით გაცხადებულია 2013 წლის 9 ივლისს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
სტენლი ნაისმიტი გუიდო რაიმონდი
გამწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე პინტო დე ალბაკურკის განსხვავებული მოსაზრება
G.R.A.
S.H.N.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy