© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #165
ივლისი 2013
ვონა უნგრეთის წინააღმდეგ - 35943/10
გადაწყვეტილება 9.7.2013 [სექცია II]
მუხლი 11
მუხლი 11-1
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
იმ ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ბოშების საწინააღმდეგო მოძრაობაში და სამხედროს მსგავსი მიტინგების მოწყობაში: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი იყო დაცვის უნგრული ასოციაციის („ასოციაცია“) თავმჯდომარე, რომელიც დაარსდა 2007 წელს ათი პირის მიერ, რომლებიც იყვნენ პოლიტიკური პარტიის, სახელად „უკეთესი უნგრეთისთვის“, წევრები და რომლის მიზანიც იყო უნგრული ტრადიციების და კულტურის დაცვა. 2007 წლის ივლისში ასოციაციამ დააფუძნა დაცვის უნგრული მოძრაობა („მოძრაობა“), რომლის მიზანიც იყო „უნგრეთის დაცვა, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ინტელექტუალურად“.
დაფუძნებიდან მალე, მოძრაობამ დაიწყო ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც არ იყო შესაბამისობაში მის წესდებასთან, მათ შორის 56 დაცვის თანამშრომლის ფიცის დადების ცერემონიალი ბუდას ციხესიმაგრეში 2007 წლის აგვისტოში. უწყებებმა მოსთხოვეს ორგანზიაციას უკანონო მოქმედებების შეწყვეტა. 2007 წლის ნოემბერში მომჩივანმა შეატყობინა უწყებებს, რომ უკანონო მოქმედებები შეწყვეტილია და რომ წესდება შესაბამისად შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, მოძრაობის წევრებმა, რომელთაც ეცვათ სამხედროს მსგავსი ფორმები, ჩაატარეს დემონსტრაციები და გამოსვლები მთელს უნგრეთში, მათ შორის ისეთ სოფლებში, რომელიც მჭიდროდ იყო დასახლებული ბოშებით და მოითხოვდნენ ეთნიკური უნგრელების დაცვას ეგრეთ წოდებული „ბოშა კრიმინალებისგან“. 2007 წლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც პოლიციამ არ დაუშვა მარშირება ქუჩაზე, სადაც ბოშები ცხოვრობდნენ სახელმწიფო უწყებებმა მიმართეს სასამართლოს ასოციაციის დაშლის შესახებ სასამართლო ნებართვის მიღების მიზნით. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა 2008 წლის დეკემბერში და 2009 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც ორი დემონსტრაცია გაიმართა მოძრაობის მიერ ამ ბრძანების ფარგლები გაფართოვდა და უზენაესმა სასამართლომ ეს ძალაში დატოვა.
კანონი
(ა) დასაშვებობა – მუხლი 17: სახელმწიფო დაობდა, რომ მომჩივანის ორგანიზაცია ცნობილი უნდა ყოფილიყო დაუშვებლად, ვინაიდან ის არ შეესაბამებოდა ratione materiae პრინციპს კონვეცნიის მე-17 მუხლის ფარგლებში, ვინაიდან ასოციაციამ დაადგინა ბოშა და ებრაელი ხალხის მიმართ რასობრივი სიძულვილის გამოხატვის ინსტიტუციური ჩარჩო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანის საჩივარი ეხებოდა ასოციაციის დაშლას იმ დემონსტრაციის გამო რომელსაც არ გამოუწვევია ძალადობა და რომელიც არ იქნა ცნობილი უკანონოდ ეროვნულ დონეზე. ამ ქმედებების შედეგად არ გამოვლენილა prima facie არანაირი ქმედება, რომელიც შელახავდა კონვენციით დადგენილ უფლებებს და თავისუფლებებს ან მომჩივანის რაიმე განზრახვას მოეხადა ბოდიში ტოტალიტარული მოსაზრებებისთვის. შესაბამისად, საჩივარი არ წარმოადგენს საჩივრით მიმართვის უფლების შელახვას მე-17-ე მუხლის მიზნებიდან.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდეს (ერთხმად).
(ბ) არსებითი მხარე – მუხლი 11: ასოციაციის დაშლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მომჩივანი და საბოლოო ჯამში მოძრაობის გაუქმება, წარმოადგენს მომჩივანის შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში ჩარევას. ჩარევა იყო დადგენილი კანონით და მის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, არეულობის პრევენცია და სხვების უფლებების დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება ასოციაციის და მოძრაობის დაშლას და არა პოლიტიკური პარტიის გაუქმებას, სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივანის ორგანიზაციის მსგავსი სოციალური ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არ იყო ვალდებული დალოდებოდა ჩარევას იქამდე სანამ პოლიტიკური მოძრაობა გადაიზრდებოდა ძალადობაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ პოლიტიკური მოძრაობისგან მომდინარე საფრთხე არ იქნებოდა მოახლოებული სახელმწიფო ვალდებული იყო განეხორციელებინა პრევენციული ღონისძიება და დაეცვა დემოკრატია იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ ეს მოძრაობა ახორციელებდა კონკრეტულ ნაბიჯებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც არ იყო შესაბამისობაში კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.
მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის დროს ადგილი არ ჰქონია ძალადობას, აქტივისტები სამხედროს მსგავს ფორმებში ჩაცმულები დადიოდნენ სოფლებში, როგორც სამხედრო დანაყოფები და სამხედროს მსგავს მისალმებას და ბრძანებებს იძლეოდნენ. ასეთი გამოსვლები ამტკიცებდა იმას, რომ ორგანიზატორები მზად იყვნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად მიემართათ დახმარებისთვის პარტიზანული ორგანიზაციისთვის. ამასთანავე, პარტიზანული ორგანიზაცია წააგავდა უნგრეთის ნაცისტურ მოძრაობას (ისრების ჯვარი), იმ რეჟიმის ხერხელმალს, რომელიც პასუხისმგებელია ბოშების მასობრივ ჟლეტაზე უნგრეთში. ისტორილი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორიცაა უნგრეთის გამოცდილება ორგანიზაცია ისრების ჯვარის ძალაუფლების არსებობის პერიოდში - სამხედრომაგვარ დემონსტრაციებში ორგანიზაციის მონაწილეობა, რომელიც მოუწოდებს რასისტულ გამოყოფაზე და კონკრეტულად ახორციელებს რასობრივ წარმომავლობაზე დაფუძნებულ პროპაგანდას საშიშ გავლენას იქონიებს რასობრივ უმცირესობებზე, შესაბამისად მისი საქმიანობა სცდება კონვენციით დადგენილი შეკრებებისა და გაერთიანების უფლების ფარგლებს. მართლაც, მსგავსი სამხედროს მსგავსი მარშირება გასცდა მხოლოდ დამამცირებელი და შეურამცხყოფელი მოსაზრების გამოხატვას, არსებობდა რა ფიზიკური საფრთხე ორგანიზებული აქტივისტების მხრიდან.
რაც შეეხება ასოციაციის დაშლას, არ არის სწორი რომ ცალკე აღებული დემონსტრაციები მიჩნეულ იქნას კანონიერად, ვინაიდან მხოლოდ ამ დემონსტრაციების ორგანიზების და ჩატარების შედეგად გახდა ცნობილი და ნათელი ამ ორგანიზაციის რეალური მიზნები და ბუნება. მართლაც, ორგანიზებული გამოსვლები, რომლის მიზანს წარმოადგენდა „ბოშა კრიმინალების“ ჩიხში მოქცევა პარასამხედო გამოსვლების გზით შესაძლოა გამხდარიყო რასობრივი სეგრეგაციის მიზეზი. მაშინ როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვის საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ არადემოკრატიული იდეების გახმოვანება, გარემოებების ერთობლიობა - კონკრეტულად კი მოძრაობის კოორდინირებული და დაგეგმილი მოქმედებები - წარმოადგენდა საკმარის და შესაბამის მიზეზს მსგავსი ზომების გატარებისთვის. შესაბამისად, უნგრეთის მთავრობის არგუმენტები იყო შესაბამისი და საკმარისი იმის დასადგენად რომ ორგანიზაციის დაშლა წარმოადგენდა გარდაუვალ საზოგადოებრივ საჭიროებას.
მოძრაობის მიერ შექმნილი საფრთხე შეიძლებოდა ეფექტურად აღმოფხვრილიყო მხოლოდ მოძრაობის ორგანიზაციული მხარდამჭერის - ასოციაციის - გაუქმებით. საზოგადოებას შესაძლოა აღექვა სახელმწიფოს ქმედება, როგორც მუქარის ლეგიტიმაციის მხარდაჭერა, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გააგრძელებდა დუმილს მოძრაობის და ასოციაციის საქმიანობაზე მათი იურიდიული არსებობის განხორციელებით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ასოციაცია ისარგებლებდა იმ უპირატესობით რაც კანონიერად დარეგისტრირებულ ორგანიზაციას გააჩნია, გააგრძელებდა მოძრაობის მხარდაჭერას და სახელმწიფო არაპირდაპირ მოახდენდა მისი გამოსვლების ორგანიზებას. და ბოლოს, ვინაიდან დამატებითი სანქცია არ ყოფილა დაწესებული ასოციაციაზე ან მოძრაობაზე ან მის წევრებზე, რომელთაც არ შექმნიათ პრობლემა გაეგრძელებინათ პოლიტიკური საქმიანობა სხვა ფორმით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაშლა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას არაპროპროციულად.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy