© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #129
2010 წლის აპრილი
ვიორზიორ ოლაფსონი ისლანდიის წინააღმდეგ - 20161/06
გადაწყვეტილება 27.4.2010 (IV სექცია)
მუხლი 11
მუხლი 11-1
გაერთიანების თავისუფლება
არა წევრის პასუხისმგებლობა გადაიხადოს საწევრო კერძო სამრეწველო ფედერაციაში
ფაქტები – მომჩივანი იყო უფროსი მშენებელი და უფროსი მშენებლების ასოციაციის წევრი. სამრეწველო გადასახადის შესახებ კანონის მიხედვით (კანონი #134/1993 – “1993 კანონი”) იგი ვალდებული იყო ისლანდიის სამრეწველო ფედერაციისთვის (“The FII”) გადაეხადა გადასახადი რომელიც ცნობილი იყო “სამრეწველო გადასახადის” სახელით და რომელიც შეადგენდა 0.08% მისი სამრეწველო საქმიანობის. ისლანდიის სამრეწველო ფედერაცია (“The FII”) წარმოადგენდა კერძო ორგანიზაციას, სადაც დაახლოებით 1100 -1200 წევრი იყო გაერთიანებული. მომჩივანი არ იყო ორგანიზაციის წევრი და უფროსი მშენებლების ასოციაცია არ იყო მასთან კავშირში. 10 000-ზე მეტი პირი იხდის სამრეწველო გადასახადს რომლის მოგება უნდა გამოიყენოს FII–მა ისლანდიაში სამრეწველო საქმიანობის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით. მომჩივანმა მიმართა სარჩელით ეროვნულ სასამართლოებს და გაასაჩივრა მისი ვალდებულება გადაეხადა გადასახადი. მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამრეწველო გადასახადის გადახდა არ გამომდინარეობდა სავალდებულო წევრობიდან FII-ში და კანონმდებელი არ აჭარბებდა თავის უფლებამოსილებას ვინაიდან FII–ი კანონით იყო პასუხისმგებელი გამოეყენებინა გადასახადიდან მიღებული შემოსავლები ისლანდიაში სამრეწველო საქმიანობის განვითარებისთვის.
კანონი – მუხლი 11: პირველად საჭირო იყო იმის დადგენა FII–თვის სამრეწველო გადასახადის გადახდის საკანონმდებლო ვალდებულება იყო თუ არა სავალდებულო წევრობის ტოლფასი რასაც უარყოფითი გაველნა ჰქონდა მომჩივანის თავისუფალი გაერთიანების უფლებაზე. არც მომჩივანისთვის და არც უფროსი მშენებლების ასოციაციისთვის რომლის წევრიც ის იყო არავის დაუტანებია ძალა FII–ის “წევრი გამხდარიყო” მაგრამ ვალდებულების შესრულება რომელიც დაეკისრა მომჩივანს მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ასოციაციისთვის, კერძოდ კი ფინანსური შენატანის დავალდებულება. მომჩივანი კანონით იყო ვალდებული დახმარებოდა კერძო ორგანიზაციას რომელიც არ წარმოადგენდა მის მიერ არჩეულ ორგანიზაციას და რომელიც პროპაგანდას უწევდა ისეთ პოლიტიკას რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდებოდა მისი საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებებისგან და ინტერესებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური შენატანის ოდენობა დაბალი იყო, სამრეწველო გადასახადის სისტემა წარმოადგენდა ფართო მასშტაბიანი ფინანსური მხარდჭერის სისტემას როდესაც მიმღები იყო მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, FII. ამასთანავე, სხვა ორგანიზაციების წევრებისგან განსხვავებით, FII წევრებს შეეძლოთ გამოეკლოთ საწევრო შენატანი სამრეწველო გადასახადის თანხიდან. შესაბამისად, FII და მისი წევრები უპირატეს მდომარეობაში იმყოფებოდნენ ვიდრე სხვა ორგანიზაციები და მათი წევრები. ჯამში, საკანონმდებლო მოთხოვნა მომჩივანის მიმართ გადაეხადა სამრეწველო გადასახადი წარმოადგენდა მის უფლებაში ჩარევას არ გაწევრიანებულიყო ასოციაციაში. ეს ვალდებულება განსაზღვრული იყო კანონით და ჰქონდა კანონიერი მიზანი რაც სხვების უფლებების და ინტერესების დაცვაში გამოიხატებოდა.
იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად საჭირო იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლომ გაითვალისწინა რომ შესაბამისი მიზეზები არსებობდა ამ ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი ეს იყი ისლანდიაში სამრეწველო საქმიანობის მხარდაჭერა ერთი ფართომასშტაბიანი ფედერაციისთვის თანხების გამოყოფის გზით რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახეობის ბიზნესებს ყველა ფორმის სამრეწველო საქმიანობაში და არა ამ თანხების მცირე ბიზნესებს შორის გადანაწილებაში. რაც შეეხება დამატებით საკითხებს თუ რამდენად საკმარისია მიზეზები, სასამართლომ დაადგინა რომ FII–ის როლი და ვალდებულებები არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით იყო განსაზღვრული არამედ კანონში არ იყო ჩამოყალიბებული FII -ის კონკრეტული ვალდებულებები, ასევე ანგარიშვალდებუელების და გამჭირვალობის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი vis a vis არა წევრების როგორიცაა მომჩივანი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოიყენებოდა და იხარჯება შემოსავალი. FII–ის როლის და მოვალეობების განმარტება (ისლანდიაში მრეწველობსი და სამრეწველო საქმიანობის განვითარება” და “ყოველწლიურად სამრეწველო სამინისტროსთვის ხარჯებთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენა”) იყო ძალიან ფართო და დაუკონკრეტებელი. არ არსებობდა კონკრეტული ვალდებულება არა წევრების მიმართ ვინც იხდიდნენ გადასახადს. FII–ი არ წარმოადგენდა სისტემური და არსებითი ზედამხედველობის ობიექტს: მას ჰქონდა შეუზღუდავი ძალაუფლება გადაეწყვიტა როგორ მოხდებოდა გადასახადის დახარჯვა და ის მოქმედებდა სამრწველო სამინისტროს შესახებ კანონის ფარგლებში, ვის წინაშეც ის იყო ანგარიშვალდებული მაგრამ რომელსაც მის საქმინობაში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. სასამართლო არ დაკმაყოფილდა იმით, რომ არსებობდა ადექვატური დამცავი მექანიზმები FII–ის წინააღმდეგ რომელიც უპირატესობას ანიჭებდა მის წევრებს და არახელსაყრელ პირობებს უქმნიდა მომჩივანს და მის მსგავს არა წევრებს. შედეგად ისლანდიის სახელმწიფო უწყებებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი მიზეზი მომჩივანის გაერთიანების თავისუფლების უფლებაში ჩარევისთვის და მათ უნდა დაეცვათ სწორი ბალანსი მის უფლებას არ გაწევრიანებულიყო ასოციაციაში ერთის მხრივ და ზოგად ინტერესს მეორეს მხრივ რაც ისლანდიაში სამრეწველო საქმიანობის განვითარებაში მდგომარეობდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: ზიანის ანაზღაურება არ არის მოთხოვნილი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy