© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #172
მარტი, 2014
ვისტინსი და პერეპიოლკინსი (Vistiņš და Perepjolkins) ლატვიის წინააღმდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა] - 71243/01
გადაწყვეტილება 25.3.2014 [დიდი პალატა]
მუხლი 41
სამართლიანი დაკმაყოფილება
ქონების ჩამორთმევის სანაცვლო კომპენსაცია სამართლიანი განსჯის საფუძველზე
ფაქტები – 1994 წელს ხელმოწერილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განმცხადებლებმა მიიღეს ხუთი მიწის ნაკვეთი კუნძულზე, რომელზეც ძირითადად პორტის ნაგებობებია განთავსებული და ქალაქ რიგის შემადგენელი ნაწილია. 1990 წელს განმცხადებლების საკუთრება დაექვემდებარა ექსპროპრიაციას რიგის თავისუფალი პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით, ახალი სპეციალური კანონის საფუძველზე, რომლითაც ექსპროპრიაციის შესახებ ზოგადი წესისგან განსხვავებული წესი იყო დადგენილი. განმცხადებლებისთვის კომპენსაცია განისაზღვრა შესაბამისად 850 ევროსა და 13 500 ევროს ოდენობით. მათ ასევე განესაზღვრათ 85 000 ევროსა და 593 150 ევროს ექვივალენტი საიჯარო ტერიტორიებზე მათი მიწის ნაკვეთებით სარგებლობისთვის. რიგის პორტში გაერთიანების შემდეგ პირველი განმცხადებლის მიწის ნაკვეთი ღირებულება დაახლოებით 900 000 ევროს, ხოლო მეორე განმცხადებლის მიწის ნაკვეთისა - დაახლოებით 5 000 000 ევროს შეადგენდა.
საქმის არსებითი განხილვის შედეგად 2012 წლის 25 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს დიდმა პალატამ თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ დაადგინა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევა ოფიციალური საკადასტრო ღირებულების განმცხადებლებისთვის მიკუთვნებულ კომპენსაციასთან დაუსაბუთებელი შეუსაბამობის გამო (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება 156).
კანონმდებლობა – მუხლი 41
(a) მატერიალური ზიანი – ვინაიდან სასამართლომ ძირითად გადაწყვეტილებაში არ დაადგინა ექსპროპრიაციის შეუსაბამობა კანონიერების პრინციპთან, საქმეზე გუიზო-გალისე იტალიის წინააღმდეგ (Guiso-Gallisay v. Italy) დადგენილი კრიტერიუმი ვერ გავრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე, რადგანაც ეს ვრცელდებოდა იმთავითვე უკანონო ექსპროპრიაციის შემთხვევებზე. სახელმწიფოს მიერ შესასრულებელი დაკმაყოფილება შემოიფარგლებოდა სათანადო კომპენსაციის გადახდით, რაც ექსპროპრიაციის მომენტისთვის უნდა მიკუთვნებულიყო. საპირისპიროდ ამისა, არ არსებობდა [სამართლებრივი] საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც განმცხადებლები შეძლებდნენ მიუღებელი შემოსავლის (lucrum cessans) მოთხოვნას ექსპროპრიაციის შემდგომი პერიოდისთვის. მათი მოთხოვნების ნაწილი არ დაკმაყოფილდა.
წინამდებარე საქმეზე განსასაზღვრ კომპენსაციაში არ უნდა ასახულიყო სადავო ჩარევის შედეგების სრული აღმოფხვრის იდეა, არც ქონების სრული ღირებულება. სასამართლომ შესაბამისად მიიჩნია, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, თანხის განსაზღვრა, რომელიც “გონივრულად უახლოვდებ” მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებას. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა შესაბამისი თანხის გაანგარიშებისას დაყრდნობოდა მიუკერძოებელ მსჯელობას, ითვალისწინებდა რა ასევე ძირითადი გადაწყვეტილებაში ასახულ მიგნებებს იმის თაობაზე, რომ გამართლებული იყო ლატვიის სახელმწიფო ორგანოები მოქმედება, ჩამორთმეული ქონების ანაზღაურება არ მომხდარიყო სრული საბაზრო ღირებულებით და რომ ბევრად ნაკლები ოდენობის თანხა შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად. შესაბამისად, სასამართლომ 75%-ით შეამცირა სადაო მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის ეკონომიკურად დასაბუთებული საშუალო საკადასტრო ღირებულება, რომელიც ექსპერტის ანგარიშის საფუძველზე განისაზღვრა. განმცხადებლებისთვის ეროვნულ დონეზე გადახდილი კომპენსაცია გამოიქვითა. საბოლოო თანხა განისაზღვრა ინფლაციის შედეგებისა და უძრავი ქონების საურავის გათვალისწინებით. და ბოლოს, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე არგუმენს ამ თანხიდან საიჯარო დავალიანების გამოქვითვისთვის, რაც განმცხადებლებს ეროვნულ დონეზე გადაუხადეს, რადგანაც ეს მოთხოვნა ჩამორთმევისთვის კომპენსაციის მოთხოვნისგან დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძველს ემყარებოდა.
შესაბამისად პირველ განმცხადებელს განესაზღვრა 339 391 ევრო მატერიალური ზიანის სანაცვლოდ, ხოლო მეორე განმცხადებელს - 871 271 ევრო.
(b) არამატერიალური ზიანი – 3,000 ევრო თითოეულ განმცხადებელს.
(იხილეთ გუიზო-გალისეი იტალიის წინააღმდეგ (Guiso-Gallisay v. Italy) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], 58858/00, 22 დეკემბერი, 2009, საინფორმაციო შეტყობინება 125)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy