დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №165
ივლისი 2013
ვეგრჟინოვსკი და სმოლცჟევსკი პოლონეთის წინააღმდეგ –- 33846/07
გადაწყვეტილება 16.7.2013 [IV სექცია]
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
სასამართლოს უარი, დაევალებინა გაზეთისთვის მომჩივნის ინტერნეტ-არქივიდან მისი რეპუტაციის შელმახველი სტატიის ამოღება: დარღვევას ადგილი არ ქონდა
ფაქტები – მომჩივნები არიან ადვოკატები, რომლებმაც მოიგეს ცილისწამების საქმე ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობდნენ ყოველდღიურ გაზეთში „რეჩპოსპოლიტა“, მას შემდეგ რაც დაიბეჭდა სტატია, რომელიც ბრალს სდებდა მათ, პოლიტიკოსების ჩრდილოვან ბიზნეს-გარიგებებში დახმარების შედეგად, სიმდიდრის მოხვეჭაში. სასამართლო გადაწყვეტილებით, კერძოდ, რომ ჟურნალისტების ბრალდება დაფუძნებული იყო ჭორზე და სხვის ნათქვამზე და რომ მათ ვერ გადადგეს საჭირო მინიმალური ნაბიჯები, რათა დაემტკიცებინათ ინფორმაცია, შიდა სასამართლოებმა უბრძანეს მათ და მთავარ რედაქტორს ქველმოქმედებისთვის გადაეხადათ ჯარიმა და გამოექვეყნებინათ ბოდიში. აღნიშნული ვალდებულებები შესრულდა.
შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ სტატია კვლავ ხელმისაწვდომი რჩებოდა გაზეთის ინტერნეტ საიტზე, მომჩივნებმა დაიწყეს ახალი სამართალწარმოება მისი ინტერნეტ საიტიდან ამოღების ბრძანების მოსაპოვებლად. მათ მოთხოვნას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სტატიის ამოღების ბრძანება იქნებოდა ცენზურა და ისტორიის გადაწერა. ამგვარად, სასამართლომ მიუთითა, რომ ორიგინალი ცილისწამების სასამართლო პროცესის მკითხველთათვის ინფორმაციის მიწოდება, ვებ-გვერდზე კომენტარის გაკეთების ან ბმულის დამატების მოთხოვნით, სერიოზული განხილვის საგანს წარმოადგენდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდგომ გამყარდა/ძალაში დარჩა.
სამართალი – მუხლი 8: სასამართლომ გამოაცხადა, რომ პირველი მომჩივნის განცხადება დაუშვებელი იყო, რადგან ხანდაზმული გახლდათ. რაც შეეხება მეორე მომჩივანს, მიუთითა რომ სამოქალაქო სამართალწარმოების პირველი ეტაპის დროს მან ვერ შეძლო მოთხოვნების წაყენება ინტერეტში არსებული გასაჩივრებული სტატიის გამოქვეყნების თაობაზე. ამრიგად, ადგილობრივმა სასამართლოებმა, ვერ შეძლეს ამ საკითხის გადაწყვეტა. მათი გადაწყვეტილება, რომელიც ადგენდა, რომ სტატია არღვევდა მომჩივნის უფლებებს, ვერ ქმნიდა ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ სტატია ამოღებული იქნებოდა გაზეთის ვებ-გვერდიდან. მეორე მომჩივანმა ვერ წამოაყენა რაიმე არგუმენტი რითიც გაამართლებდა ონლაინ სტატიის არსებობის საკითხის არ დაყენებას პირველი სამართალწარმოებისას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „რეჩპოსპოლიტა“-ს ინტერნეტ-არქივი იყო ფართოდ ცნობილი და ხშირად გამოყენებადი წყარო, ორივესთვის, პოლონელი იურისტებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება მეორე სამართალწარმოებას, მეორე მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა მისი მოთხოვნები სასამართლოს განეხილა და გამოიყენა ყველა პროცესუალური გარანტია. სასამართლომ აღიარა, რომ იურიდიული ავტორიტეტების როლი არ იყო ისტორიის გადაწერის დავალება, წარსულში ნაპოვნი საჯარო ტერიტორიაზე არსებული პუბლიკაციების ყველა ნაკვალევის წაშლის ბრძანების გაცემა, საბოლოო სასამართლო განჩინებით, შეიცავს გაუმართლებელ შეტევას ინდივიდების რეპუტაციაზე. უფრო მეტიც, საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი პრესის საჯარო ინტერნეტ-არქივთან წვდომის თაობაზე დაცულია კონვენციის მე-10 მუხლით. მნიშვნელოვანი იყო, რომ შიდა სასამართლოებმა მიუთითეს, რომ სასურველი იქნებოდა გაზეთის ვებ-გვერდზე კომენტარის დამატება, პირველი სამართალწარმოების შედეგის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის. აღნიშნულმა დაადასტურა მათ მიერ ვითარების ცოდნა, თუ რა მნიშვნელოვანია ინტერნეტის პუბლიკაციები ინდივიდთა უფლებების ეფექტიანი დაცვისათვის და გაზეთის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომ ნებადართულ სტატიასთან დაკავშირებული სასამართლო განჩინებების სრული ინფორმაციის მოპოვების მნიშვნელობა. თუმცა, მეორე მომჩივანს დამატებით არ მოუთხოვია მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების ცნობა.
ყველა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფომ შეასრულა მასზე დაკისრეული ვალდებულება დაიცვას ბალანსი მე-10 და მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებს შორის.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ქონდა (ერთხმად).
(იხილე ასევე Times Newspapers Ltd v. the United Kingdom (nos. 1 and 2), 3002/03 and 23676/03, საინფორმაციო ბროშურა 117)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy