© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე ვიზერ ენდ ბიკოს ბეთაილიგუნგენ გე-ემ-ბე-ჰა ავსტრიის წინააღმდეგ
(სარჩელი No. 74336/01)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2007 წლის 16 ოქტომბერი
საბოლოო
16/01/2008
წინამდებარე საქმეზე ვიზერ ენდ ბიკოს ბეთაილიგუნგენ გე-ემ-ბე-ჰა ავსტრიის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია), პალატამ შემდგენი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი
ჯოზეფ კასადევალ,
ჯოვანი ბონელო,
ელიზაბეტ შტეინერ,
სტანისლავ პავლოსვკი,
ლეხ გარლიკი,
ლილიანა მიიოვიჩ, მოსამართლეები
და ლორანს ერლი, სექციის სასამართლო განმწესრიგებელი,
2007 წლის 25 სექტემბერს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ამავე დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო სარჩელი (ნო. 74336/01) ავსტრიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2001 წლის 3 აგვისტოს სასამართლოში შეიტანა ავსტრიის მოქალაქემ, ბ-ნმა გოტფრიდ ვიზერმა და ბიკოს ბეთაილიგუნგენ გე-ემ-ბე-ჰამ, ზალცბურგში დაფუძნებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ (“მოსარჩელეები”).მოსარჩელეებს წარმოადგენდა ქ-ნი პ. პატზელტი, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ეწევა ზალცბურგში. ავსტსრიის მთავრობას (“მთავრობა”) წარმოადგენდა აგენტი, ელჩი ფ. ტროტმანსდორფი, საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.მოსარჩელეები ჩივიან, რომ მათი შენობის ჩხრეკისას, ელექტრონულ მონაცემებში ჩხრეკა და ამოღება არღვევდა მე-8 მუხლით დაცულ მათ უფლებებს.2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, პალატამ სარჩელი მისაღებად ჩათვალა.
ფაქტები
I.საქმის გარემოებებიპირველი მოსარჩელე დაიბადა 1949 წელს და გახლავთ ზალცბურგში მოქმედი ადვოკატი. იგი არის მეორე მოსარჩელის, ჰოლდინგური კომპანიის მესაკუთრე და გენერალური მენეჯერი. აღნიშნული ჰოლდინგური კომპანია კი ინტერ ალია გახლავთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ნოვამედის" ერთპიროვნული მეწილე,2000 წლის 30 აგვისტოს, ზალცბურგის რეგიონალურმა სასამართლომ (Landesgericht) ნეაპოლის საჯარო პროკურატურის მიერ სამართლებრივი დახმარების თხოვნის (Rechtshilfeersuchen) საფუძველზე, გამოსცა მოსარჩელე კომპანიისა და “ნოვამედის” სათაო ოფისების ჩხრეკის დადგენილება. ორივე კომპანიის სათაო ოფისი განლაგებულია მოსარჩელის იურიდიულ ფირმაში.სასამართლომ აღნიშნა, რომ იტალიაში რამდენიმე პირისა და კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე, ინტერ ალია, მედიკამენტების უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის პროცესის დროს, აღმოჩენილ იქნა “ნოვამედის” სახელზე, რომელსაც 100% მოსარჩელე კომპანია ფლობს, გამოწერილი ინვოისები. მან, შესაბამისად, გამოსცა განკარგულება დაეყადაღებინათ ეჭვმიტანილ პირებსა და კომპანიებთან საქმიანი კავშირის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი.
a. მოსარჩელეების ოფისის ჩხრეკა და დოკუმენტებისა და მონაცემების ამოღება2000 წლის 10 ოქტომბერს, ზალცბურგის პოლიციის ეკონომიკური დანაშაულის დეპარტამენტის (Wirtschaftspolizei) რვა-ათმა ოფიცერმა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მონაცემთა უსაფრთხოების ექსპერტებმა (Datensicherungsexperten) განახორციელეს მოსარჩელის კომპანიის სათაო ოფისის, რომელიც ამასთნავე წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიულ ფირმას, ჩხრეკა.ოფიცერთა ერთი ჯგუფი, პირველი მოსარჩელისა და ზალცბურგის ადვოკატთა ასოციაციის ერთი წარმომადგენელის თანდასწრებით ახორციელებდა “ნოვამედსა” თუ “ბიკოსთან” დაკავშირებული ფაილების ჩხრეკას იურიდიულ ფირმაში. ამოღებამდე, ყველა დოკუმენტი აჩვენეს მოსარჩელესა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს.ყოველთვის. როდესაც მოსარჩელე ასაჩივრებდა ამოღებული დოკუმენტის ადგილზე შემოწმებას, მოცემული დოკუმენტი ილუქებოდა და დეპონირდებოდა ზალცბურგის რეგიონალ სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 145 მუხლის შესაბამისად (Strafprozeßordnung - იხ. პარაგრაფი 33, ქვემოთ). ყველა ამოღებული თუ დალუქული დოკუმენტი აღინუსხა ჩხრეკის oqmSi, რომელსაც ხელი მოაწერეს მოსარჩელემ და ჩხრეკის განმახორციელებელმა ოფიცრებმა.ამასთანავე, ოფიცრების მეორე ჯგუფმა შეამოწმა პირველი მოსარჩელის კომპიუტერის სისტემები და რამდენიმე ფაილი დისკებზე გადაიწერა. დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კოლეგიის წინაშე მიცემულ ჩვენებაში (იხ. პარაგრაფი 25, ქვემოთ), ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელიც ჩვეულებისამებრ ემსახურებოდა კომპიუტერულ სისტემებს, გამოძახებულ იქნა გარკვეული ტექნიკური დახმარებისათის, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში მან შენობა დატოვა. ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს შეატყობინეს კომპიუტერული სისტემების ჩხრეკის შესახებ, რომელსაც იგი დროებით დაესწრო. როდესაც ოფიცრებმა დაასრულეს კომპიუტერული სისტემების ჩხრეკა, მათ შენობა ჩხრეკის ოქმის შედგენის გარეშე დატოვეს და, როგორც ჩანს, არც პირველი მოსარჩელისათვის უცნობებიათ ჩხრეკის შედეგების შესახებ.მოგვიანებით. იმავე დღეს, მოსარჩელეების ელექტრონული მონაცემების ჩხრეკაში ჩართულმა პოლიციის ოფიცრებმა შეადგინეს მონაცემთა უსაფრთხოების ოქმი (Datensicherungsbericht). პირველი მოსარჩელის კომპუტერულ სისტემებთან დაკავშირებული რიგი ტექნიკური დეტალების გარდა, ოქმი მიუთითებდა, რომ არ მომხდარა სერვერის სრული კოპირება. ძებნა განხორციელდა იტალიური სამართალწარმოების მიერ ეჭვმიტანილ კომპანიათა და პირთა სახელების გამოყენებით. შედეგად ნაპოვნი იქნა ფოლდერი სახელად “ნოვამედი”, რომელიც ოთხმოცდაათ ფაილს შეიცავდა და კიდევ ერთი ფაილი, რომელიც შეიცავდა საძიებო სიტყვებს. ყველა მონაცემი გადაწერილ იქნა დისკებზე. ამასთანავე, აღდგენილ იქნა წაშლილი ფაილები და ნაპოვნი იქნა ძებნის შესატყვისი უამრავი ფაილი, რომლებიც გადაწერილ იქნა დისკებზე.2000 წლის 13 ოქტომბერს გამომძიებელმა მოსამართლემ გახსნა დალუქული დოკუმენტები პირველი მოსარჩელის თანდასწრებით. რიგი მათგანი გადაწერილ იქნა და დაემატა ფაილს, ხოლო დანარჩენი კი დაუბრუნდა მოსარჩელეს, რადგანაც მათი გამოყენება დაარღვევდა პირველი მოსარჩელის პროფესიული საიდუმლოების ვალდებულებას.დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო დაცული მონაცემები გადაეცა ეკონომიკური დანაშაულის დეპარტმენტს, რომელმაც ყველა ფაილი ამობეჭდა. როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული მასალა გადაეცა გამომძიებელ მოსამართლეს.
b. განმხილველი პალატისადმი წარდგენილი მოსარჩელის საჩივარი2000 წლის 28 ნოემბერს და 2000 წლის 11 დეკემბერს, პირველმა მოსარჩელემ და მოსარჩელემ კომპანიამ საჩივრები შეიტანეს ზალცბურგის რეგიონული სასამართლოს განმხილველ პალატაში (Ratskammer).ისინი მიუთითებდნენ, რომ პირველი მოსარჩელე გახლდათ მოსარჩელე კომპანიის მესაკუთრე და მენეჯერი, მაგრამ ასევე იყო რამდენიმე კომპანიის იურისტი, სადაც ამ უკანასკნელს წილი გააჩნდა. ისინი ჩიოდნენ, რომ მათი ოფისის ჩხრეკა და ელექტრონული მონაცემების ამოღება არღვევდა მოსარჩელის პროფესიული საიდუმლოების უფლებასა და ვალდებულებას ადვოკატთა აქტის (Rechtsanwaltsordnung) მე-9 ნაწილის შესაბამისად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლთან ერთიანობაში, რადგანაც რამდენიმე ოფიცერმა ზედამხედველობის გარეშე ჩაიხედა და, შემდეგ, გადაიწერა ელექტრონული მონაცემები. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მონაცემები შეიცავდა იგივე ინფორმაციას, რასაც პირველი მოსარჩელის თანდასწრებით შემოწმებული დოკუმენტები. და რომ, ელექტრონულ მონაცემებთან მიმართებაში მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება გაეპროტესტებინა და დაელუქა დისკები.მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჩხრეკის ოქმი არ ეხებოდა ჩხრეკის მოცემულ ნაწლს და არც იმას მიუთითებდა თუ რომელი ელექტრონული მონაცემები იქნა გადაწერილი და ამოღებული. ამასთანავე, ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილი იყო მხოლოდ სამი ოფიცრის მიერ და არაფერს ამბობდა იმ პირების შესახებ, რომლებიც ესწრებოდნენ ჩხრეკას, კერძოდ კი, გამოტოვებული იყო შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მონაცემთა უსაფრთხოების ექსპერტების სახელები.2001 წლის 31 იანვარს განმხილველმა პალატამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების საჩივრები.მან აღნიშნა, რომ პირველი მოსარჩელის კომპიუტერული მონაცემების ჩხრეკა განხორციელდა კონრეტული ძებნის კრიტერიუმების დამარებით. ფაილები, რომლებიც შეესაბამებოდნენ მოცემული ძებნის კრიტერიუმებს გადაწერილ იქნა დისკებზე და ამოღებულ იქნა.არ არსებობდა მიზეზი იმის დასადგენად, რომ ჩხრეკა ეწინააღმდეგებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლს: პირველი მოსარჩელის იურიდიულ ფირმაში განხორციელებული ჩხრეკა ეხებოდა მხოლოდ იმ დოკუმენტებს. რომელსაც პირველი მოსარჩელე ფლობდა “ნოვამედის” და “ბიკოს” ორგანოს სახელით, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ ეხებოდა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობას.მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი მოსარჩელის, იურიდიული ფირმის ჩხრეკა ეფუძნებოდა კანონიერ ჩხრეკის დადგენილებას რომელიც მოიცავდა ელექტრონული მონაცემების ჩხრეკასა და ამოღებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლით დაწესებული პროცესუალური გარანტიები, კერძოდ კი უფლება პირისა გააპროტესტოს ადგილზე შემოწმება და მოითხოვოს მონაცემების რეგიონულ სასამართლოში დეპონირება და გადაწყვეტილების გამოტანა განმხილველი პალატის მიერ, ვრცელება ელექტრონული მონაცემების ჩხრეკაზეც.წინამდებარე საქმეში, ოფიცრები, მოთხოვნის პასუხად, დაემორჩილნენ პირველი მოსარჩელის თხოვნას დაელუქა გარკვეული დოკუმენტები და მოეხდინა მათი რეგიონულ სასამართლოში დეპონირება. რიგი აღნიშნული დოკუმენტებისა დაბრუნებულ იქნა სასამართლოს მიერ რათა დაცული ყოფილიყო მოსარჩელის პროფესიული საიდუმლოების ვალდებულება.შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივრები უსაფუძვლო იყო. განმხილველი პალატის გადაწყვეტილება მოსარჩელემ მიიღო 2001 წლის 7 თებერვალს.
გ. მოსარჩელეთა საჩივარი ზალცბურგის დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ კოლეგიაში2000 წლის 20 და 21 ნოემბერს, პირველმა მოსარჩელემ და მისმა კომპანიამ სარჩელები შეიტანეს ზალცბურგის დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ კოლეგიაში (Unabhängiger Verwaltungssenat). ისინი მიუთითებდნენ, რომ პირველი მოსარჩელის ოფისში ჩატარებული ელექტრონული მონაცემების ჩხრეკა და ამოღება უკანონო გახლდათ.2001 წლის 2 აპრილს, 11 ივნისს და 11 ივლისს დამოუკიდებელმა ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ჩაატარა საჯარო მოსმენა, სადაც გაეცნო რამდენიმე თვითმხილველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიტმა, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ მოსარჩელის კომპიუტერულ საშუალებებზე, აღნიშნა, რომ იგი გამოიძახეს და მივიდა ოფისში მაშინ, როდესაც ჩხრეკა უკვე მიმდინარეობდა. მან ოფისი დატოვა დაახლოებით ნახევარ საათში. ჩხრეკაზე პასუხისმგებელმა ოფიცერმა განაცხადა. რომ პირველი მოსარჩელე ინფორმირებული იყო მისი კომპიუტერული მონაცემების ჩხრეკის შესახებ. დანარჩენმა ორმა ოფიცერმა აღნიშნა, რომ პირველი მოსარჩელის კომპიუტერული სისტემების ჩხრეკა არ დაწყებულა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის მოსვლამდე და რომ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი დროებით ესწრებოდა პროცესს. აღნიშნული დადასტურებულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის მიერ.2001 წლის 24 ოქტომბერს ზალცბურგის დამოუკიდებელმა ადმინისტრაციულმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების საჩივრები. მან დაადგინა, რომ საჩივრები ეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ჩხრეკის მარეგულირებელი რიგი დებულებების სავარაუდო დარღვევას. ოფიცერი რომელიც ახორციელებდა ჩხრეკას, შესაძლოა სრულად არ დაემორჩილა მოცემულ დბულებებს, თუმცა მათ იმოქმედეს ჩხრეკის დადგენილების საფუძველზე და არ გადაუჭარბებიათ გამომძიებელი მოსამართლის მიერ მიცემულ ინსტრუქციებისათვის. ჩხრეკა, შესაბამისად, სასამართლოს შეერაცხება. შესაბამისად, მისი კანონიერების განხილვა არ ხვდება დამოუკიდებელი ადმინისტრაციული პალატის კომპეტენციაში.
II.შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
a. ჩხრეკასა და ამოღებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებებისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (Strafprozeßordnung) 139-149 მუხლები ეხება შენობისა და პიროვნების ჩხრეკას და ნივთების ამოღებას.139-ე მუხლის 1 ნაწილი მიუთითებს, რომ ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ მაშინ განხორციელდეს, თუკი არსებობს გონვრული ეჭვი, რომ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმალება მოცემულ შენობაში, ან რომ იქ განთავსებულია ნივთები, რომელთა ფლობაცა და შემოწმებაც მნიშვნელოვანია კონკრეტული სისხლისსმართლებრივი გამოძიებისთვის.140-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებს მიხედვით, ჩხრეკა და ძიება, ზოგადად, უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც მოხდება პირის დაკითხვა და უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ მოთხოვილი პირი არ წარსდგება საკუთარი ნებით ან თუ მოთხოვნილი ნივთი ან ნივთები არ იქნება ნებაყოფლობით წარმოდგენილი ან თუ არ მოხდება ჩხრეკის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. დაკითხვა არ არის სავალდებულო, როდესაც გაჭიანურება საფრთხისმომცველია.140-ე მუხლის მე-3 ნაწილი აღნიშნავს, რომ ჩხრეკა შეიძლება განხორციელდეს, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლის მიერ გამოცემული ჩხრეკის არგუმენტირებული დადგენილების საფუძველზე.142-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით თუკი გასაჩხრეკ შენობაში მცხოვრები პირი არ არის ადგილზე, ჩხრეკას უნდა დაესწროს მისი ნათესავი. უნდა შედგეს ჩხრეკის ოქმი და მას ხელი უნდა მოაწეროს ყოველმა დამსწრე პირმა.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, თუ ნაპოვნი იქნება გამოძიებისათვის საინტერესო ნივთები ან აღმოჩენილი იქნება ჩამორთმევასა თუ კონფისკაციას დაქვემდებარებული ნივთები, უნდა მოხდეს მათი აღნუსხვა და სასამართლოში წარდგენა უსაფრთხოდ შესანახად ან მოხდეს მათი ამოღება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია 98-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოდ შესანახი ნივთები უნდა ჩაიდოს კონვერტში, რომელიც დაილუქება სასამართლოს მიერ, ან უნდა მოხდეს მათი დასათაურება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ჩანაცვლება ან სხვაგვარი გაურკვევლობა.145-ე მუხლი მიუთითებს:
“1. დოკუმენტებში ჩხრეკისას მიღებულ უნდა იქნას ზომები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შინაარსი ცნობილი არ შეიქნება არაუფლებამოსილ პირთათვის.
2. თუკი დოკუმენტების მესაკუთრე არ იძლევა მათი ჩხრეკის უფლებას, უნდა მოხდეს დოკუმენტების დალუქვა და სასამართლოში დეპონირება; განმხილველმა პალატამ მეყსიერად უნდა გადაწყვიტოს მათი ან შემოწმება ან დაბრუნება.”სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, რომელიც ამასთანავე ასახულია მეცნიერთა ნაშრომებში (იხ.Bertl/Vernier, Grundriss des österreichischen Strafprozessrechts, 7th edition), ქაღალდების ჩხრეკასა და ამოღებასთან დაკავშირებული დებულებები ვრცელდება mutatis mutandis, ელექტრონული მონაცემების ჩხრეკასა და ამოღებაზეც. თუკი მონაცემების შემცველი დისკებისა თუ მყარი დისკების მეპატრონე აპროტესტებს ჩხრეკას, უნდა მოხდეს მონაცემთა შემცველი ნივთის დალუქვა და განმხილველმა პალატამ უნდა დაადგინოს საჭიროა თუ არა მათი შემოწმება.
b. ადვოკატთა პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული დებულებებიავსტრიის ადვოკატთა აქტის (Rechtsanwaltsordnung) მე-9 მუხლი არეგულირებს ადვოკატის პროფესიულ ვალდებულებებს, მათ შორის, inter alia, პროფესიული საიდუმლოების შენახვის ვალდებულებას.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, ადვოკატები, ნოტარიუსები და ბიზნეს ნდობით აღჭურვილი პირები თავისუფლდებიან მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის ცნობილი შეიქნა პროფესიული საქმიანობის დროს.სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ დაუშვებელია პროფესიული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების ამოღება და გამოყენება სისხლისსამართლებრივი გამოძიების მიზნებისათვის.1972 წლის 21 ივლისის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს ინსტრუქციის (Erlaß) მიხედით, ადვოკატის ოფისის ჩხრეკას უნდა ეწსრებოდეს ადვოკატთა ასოციაციის კომპეტენტური წარმომადგენელი რათა თავიდან იქნას აცილებული პროფესიული საიდუმლოების ხელყოფა.
გ. განხილვა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კოლეგიის მიერზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (Allgemeines Verwaltungsverfahrensgesetz) 67ა(1) მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ კოლეგიას გააჩნია იურისდიქცია, ინტერ ალია, განიხილოს იმ პირთა საჩივრები, რომლებიც ამტკიცებენ მათი უფლებების დარღვევას ადმინისტრაციული ხელისუფლებისა და იძულების ორგანოების (Ausübung unmittelbarer verwaltungsbehördlicher Befehls- und Zwangsgewalt) მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე.სასამართლო დადგენილების აღსრულებისას, პოლიციელთა ქმედება ერაცხება სასამართლოს; გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაკისრებული უფლებამოსილების აშკარა გადამეტებას. მხოლოდ ამ უკანასკნელის დროს ხდება ქმედებების კვალიფიცირება ადმინიტრაციული ხელისუფლებისა და იძულების ორგანოს უშუალო ქმედებად და ექვემდებარება დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ განხილვას.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევამოსარჩელეები ასაჩივრებდნენ ელექტრონული მონაცემების ჩხრეკისა და ამოღების ფაქტს. ისინი ეფუძნებოდნენ კონვენციის მე-8 მუხლის, რომლის მიხედვით:
“1. ყველას აქვს უფლება, დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად."
ა. მე-8 მუხლის გამოყენებადობამთავრობა საკუთარ არგუმენტებს აფუძნებდა დაშვებაზე, რომ გასაჩივრებული ჩხრეკა და ამოღება იწვევდა მოსარჩელეებიმოსარჩელეების “პირად ცხოვრებასა” და “საცხოვრისში” ჩარევას.სასამართლო იმეორებს, რომ ადვოკატის ოფისის ჩხრეკა ითვლება “პირად ცხოვრებასა” და “მიმოწერაში” ჩარევად, და რომ ფრანგული ტექსტის ტერმინ “domicile” ფართო სპექტრის გათვალისწინებით პოტენციურად, საცხოვრისსაც მოიცავს, Niemietz v. Germany, 16 dekemberi 1992, §§ 29‑33, Series A no. 251‑B, da Tamosius v. the United Kingdom (dec.), no. 62002/00, ECHR 2002‑VIII; ix. agreTve Sallinen and Others v. Finland, no. 50882/99, § 71, 17 seqtemberi 2005, რომელიც ადასტურებს, რომ ადვოკატის ოფისის ჩხრეკა ამასთანავე წარმოადგენდა მის “საცხოვრისის” პატივისცემის უფლებაში ჩარევას). კომპანიის ოფისის ჩხრეკა ასევე განიხილებოდა “საცხოვრისის” პატივისცემის უფლებაში ჩარევად (იხ. Société Colas Est and Others v. France, no. 37971/97, §§ 40-42, ECHR 2002-III).წინამდებარე საქმეში, მოსარჩელეები არ ასაჩივრებდნენ მათი ოფისის ჩხრეკას, რომელიც ამასთანავე გახლდათ პირველი მოსარჩელის იურიდიული ფირმა და მოსარჩელე კომპანიის სათაო ოფისი, ისინი არც დოკუმენტების ამოღებას ასაჩივრებენ. მოსარჩელეების საჩივარი ეხება ელექტრონული მონაცემების ჩხრეკასა და ამოღებას.სასამართლო მიიჩნევს, რომ ელექტრონულ მონაცემთა ჩხრეკა და ამოღება წარმოადგენს მე-8 მუხლით დაცული მოსარჩელეებიმოსარჩელეების “მიმოწერის” პატივისცემის უფლებაში ჩარევას (იხ. Niemietz, ციტირებული ზემოთ, $32, ადვოკატის საქმიან კომუნიკაციასთან დაკავშირებით და Sallinen and Others, ციტირებული ზემოთ, $ 71, ადვოკატის კომპიუტერული დისკის ამოღებასთან დაკავშირებით). ზემოთმოცემული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც “საცხოვრისის” ცნებას ავრცელებს კომპანიის ბიზნეს ადგილსამყოფელზეც, სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს განასხვავოს პირველი მოსარჩელე, ფიზიკური პირი და მეორე მოსარჩელე, იურიდიული პირი, “მიმოწერის” ცნებასთან მიმართებაში. იგი ასევე არ მიიჩნევს საჭიროდ განიხილოს ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას მოსარჩელეებიმოსარჩელეების “პირად ცხოვრებაში”.შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელეებიმოსარჩელეთა მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევა მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ. მე-8 მუხლთან შესაბამისობა
1. მხარეთა არგუმენტებისასამართლო აღნიშნავს, რომ 2006 წლის 16 მაისის მისაღებობის გადაწყვეტილებაში მთავრობის პრეტენზია სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ მან საქმის არსებით მხარეს დაუკავშირა. მთავრობა აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეებმა არ გამოიყენეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საშუალება მოეთხოვათ დოკუმენტების ან მონაცემების დალუქვა და დეპონირება სასამართლოში, რათა მიეღოთ სასამართლოს დასკვნა გამოძიების მიერ მათი გამოყენების დასაშვებობაზე. მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ ამგვარ პოზიციას, მიუთითებდნენ რა, რომ ფორმამ, როგორაც განხორციელდა ჩხრეკა, ჩამოართვა მათ საშუალება ეფექტიანად ესარგებლათ საკუთარი უფლებებით.საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით, მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული მონაცემების ჩხრეკა და ამოღება არაპროპორციული გახლდათ. ისინი მიუთითებდნენ, რომ პირველი მოსარჩელე იყო მოსარჩელე კომპანიის არა მარტო მენეჯერი, არამედ მისი, ისევე როგორც “ნოვამედის”, მრჩეველიც. შესაბამისად, ჩხრეკამ მოიძია კორესპოდენცია, მაგალითად წერილები და ფაილები, რომელიც პირველმა მოსარჩელემ შექმნა როგორც მრჩეველმა. ქაღალდების ჩხრეკისას, ყველა აღნიშნული დოკუმენტი ან უმალვე იქნა ამოღებული ან დაილუქა და დაუბრუნდა მოსარჩელეს გამომძიებელი მოსამართლის მიერ, როგორც პროფესიული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია. თუმცა, ელექტრონული მონაცემების ამოღება განოხორციელდა დამხმარე პროცედურული გარანტიების დაცვის გარეშე. ამ მხრივ, მოსარჩელეები ეყრდნობოდნენ იგივე არგუმენტებს, რაც მათ წარმოადგინეს გასაჩივების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით.მოსარჩელეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელე კომპანიის უფლებების დარღვევას, რადგანაც მას არ გააჩნდა კონტროლი ამოღებული მონაცემების სახეობაზე. საძიებო სიტყვა “ბიკოს” გამოყენებით ჩატარებული ძიება აუცილებლად გამოაჩენდა მონაცემებს, რომელიც არ გახლდათ ჩხრეკის დადგენილებით განსაზღვრულ საგანთან დაკავშირებული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი გარანტიები არ იქნა დაცული, რადგან მოსარჩელე კომპანიას არ მიეცა საშუალება დაელუქა მონაცემები და მიეღო გამომძიებელი მოსამართლის გადაწყვეტლება მასზედ, თუ რომელი მონაცემი შეიძლება გამოყენებულიყო გამოძიებისათვის.მთავრობამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ მხოლოდ ელექტრონული მონაცემების ჩხრეკას და რომ მათი არგუმენტები ძირითადად ეფუძნებოდა პირველი მოსარჩელის, როგორც ადვოკატის, პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულების სავარაუდო დარღვევას, ხოლო მოსარჩელე კომპანიის საჩივარი კი უსაფუძვლო იყო.სასამართლოს პრაქტიკის მოხმობით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ელექტრონული მონაცემების ჩხრეკასა და ამოღებას იურიდიული საფუძველი გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, კერძოდ კი დანაშაულის პრევენციას და ჯანმრთელობის დაცვას.ჩარევის საჭიროებასთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მონაცემთა ჩხრეკა და ამოღება დასახული მიზნის პროპორციული გახლდათ. გასაჩივრებული ზომები და მათი მასშტაბები განსაზღვრული და შეზღუდული იყო ჩხრეკის დადგენილებით. ამასთანავე, ავსტრიის კანონმდებლობა შეიცავდა ადვოკატის ოფისის ჩხრეკის კონკრეტულ პროცედურულ გარანტიებს. აღნიშნული გარანტიები დაცული გახლდათ, რადგან ჩხრეკა ჩატარდა მოსარჩელისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლის ფუნქციაც გახლდათ მოსარჩელის პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა ჩხრეკის დროს. ჩხრეკის დადგენილების მიხედვით, პირველი მოსარჩელის კომპიუტერულ სისტემებში ჩხრეკა განხორციელდა გარკვეული მთავარი საძიებო სიტყვების, კერძოდ კი საქმეში ჩართული ფირმების “ნოვამედი” და “ბიკოს” და იტალიაში მიმდინარე გამოძიების მიერ ეჭვმიტანილ პირთა სახელების გამოყენებით. რადგან პირველი მოსარჩელე არ იყო მეორე მოსარჩელის მრჩეველი, მათ შორის ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა არ დაზარალებულა. მეტიც, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ინფორმირებულ იქნა პირველი მოსარჩელის კომპიუტერული სისტემების ჩხრეკის შესახებ და ჩხრეკის პროცედურა აისახა მონაცემთა უსაფრთხოების ანგარიშში. ის ფაქტი, რომ ანგარიში შედგა არა ჩხრეკის დროს, არამედ მოგვიანებით იმავე დღეს, არ იყო გადამწყვეტი, რადგანაც მთავარი მიზანი - ამოღებულ მონაცემთა აღნუსხვა - მიღწეულ იქნა.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) კანონთან შესაბამისისასამართლო იმეორებს, რომ ჩარევა ვერ ჩაითვლება “კანონთან შესაბამისად” თუ, პირველ რიგში, მას არ გააჩნია საფუძვევლი ეროვნულ კანონმდებლობაში. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში ტერმინი “კანონი” უნდა გავიგოთ მისი “თვითმყოფადი” და არა “ფორმალური” მნიშნველობით. კოდიფიცირებული სამართლის შემთხვევაში, “კანონი”, კომპეტენტური სასამართლოების ინტერპრეტაციის მიხედვით, წარმოადგენს ძალაში მყოფ აქტს (იხ.Société Colas Est and Others, ციტირებული ზემოთ, § 43, შემდგომი ციტატებით, და Sallinen and Others, ციტირებული ზემოთ, § 77).ავსტრიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიცავს ელექტრონული მონაცემების ჩხრეკისა და ამოღების შესახებ კონკრეტულ დებულებებს. თუმცა, იგი დეტალურად განსაზღვრავს ნივთების ამოღებას და, დამატებით აწესებს სპეციალურ წესებს დოკუმენტების ამოღებაზე. ეროვნული სასამართლოების პრაქტიკით დადგენილია, რომ მოცემული დებულებები ვრცელდება ელექტრონული მონაცემების ჩხრეკასა და ამოღებაზეც (იხ. პარაგრაფი 34, ზემოთ). პრინციპში, მოსარჩელეები არ ასაჩივრებენ იმ ფაქტს, რომ სადაო ზომებს გააჩნდა საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში.
(ბ) კანონიერი მიზანისასამართლო აღნიშნავს, რომ ჩხრეკა და ამოღება განხორციელდა მედიკამენტების უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილ მესამე პირთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში. შესაბამისად, მას გააჩნდა კანონიერი მიზანი, კეროდ კი დანაშაულის პრევენცია.
(გ) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაშიმხარეთა არგუმენტები კონცენტრირებული გახლდათ ჩარევის აუცილებლობაზე, კონკრეტულად კი იმის დადგენაზე, თუ რამდენად იყო განხორციელებული ზომები დასახული მიზნის პროპორციული და რამდენად იყო დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურული გარანტიები.მსგავს საქმეებში, სასამართლომ განიხილა თუ რამდენად აწესებდა ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა ადექვატურ და ეფექტიან დაცვას ნებისმიერი დარღვევისა და თვითნებობის წინააღმდეგ (იხ. მაგალითად Société Colas Est and Others, ციტირებული ზემოთ, $ 48). გასათვალისწინებელია იმის დადგენა, თუ რამდენად ეფუძნებოდა ჩხრეკა მოსამართლის მიერ გამოცემულ დადგენილებას და გონივრულ ეჭვს, იყო თუ არა ჩხრეკის დადგენილების მასშტაბი გონივრულად შეზღუდული და – როდესაც საქმე ეხებოდა ადვოკატის ოფისის ჩხრეკას – განხორციელდა თუ არა ჩხრეკა დამოუკიდებელი დამკვირვებელის თანდასწრებით, რათა პროფესიული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები დაცული ყოფილიყო ამოღებისაგან (იხ. Niemietz, ციტირებული ზემოთ, $ 37, და, Tamosius, ციტირებული ზემოთ).წინამდებარე საქმეში მოსარჩელეების კომპიუტერულ სისტემებში ჩხრეკა ეფუძნებოდა გამომძიებელი მოსამართლის მიერ გამოცემულ დადგენილებას, რომელიც მიზნად ისახავდა იტალიის ხელისუფლების მიერ მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის საფუძველზე რამდენიმე პირისა და კომპანიის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ დახმარებას. იგი ეფუძნებოდა “ნოვამედის”, მოსარჩელე კომპანიის მიერ 100% ფლობილი კომპანიის წინააღმდეგ გამოწერილი ინვოისების აღმოჩენას. ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩხრეკის დადგენილება ეფუძნებოდა გონვირულ ეჭვს.სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ჩხრეკის დადგენილება გონივრულად ზღუდავდა მოსაძიებელ დოკუმენტთა და მონაცემთა ოდენობას, აღწერდა რა მათ როგორც საქმიან დოკუმენტაციას რომელიც ამჟღავნებს კავშირს საეჭვო იტალიურ სამართალწარმოებასთან. ჩხრეკა ხორციელდებოდა აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში, რადგანაც ოფიცრები ეძებდნენ დოკუმენტებსა და მონაცემებს რომელიც შეიცავდა “ნოვამედის”, “ბიკოს” ან სხვა ეჭვმიტანილთა სახელებს.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცას დოკუმენტებისა და ელექტრონული მონაცემების ამოღების პროცედურალ გარანტიებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კოდექსის შემდეგ დებულებებზე:
(ა)გასაჩხრეკი ადგილმდებარეობის მობინადრე უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას;
(ბ)ჩხრეკის დასასრულს უნდა შედგეს ოქმი და აღიწეროს ამოღებული ყველა ნივთი;
(გ)თუკი ნივთების მესაკუთრე აპროტესტებს დოკუმენტების ან მონაცემების შემცველი ნივთის ამოღებას, უნდა მოხდეს მათი დალუქვა და უნდა წარდგეს მოსამართლის წინაშე, რათა დადგინდეს გამოძიებაში მათი გამოყენების საკითხი; და
(დ)დამატებით, როდესაც საქმე ეხება ადვოკატი ოფისის ჩხრეკას, სავალდებულოა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელის დასწრება.მოსარჩელეები ჩიოდნენ არა ავსტრიის კანონდებლობის მიერ დაწესებული გარანტიების უკმარისობაზე, არამედ წინამდებარე საქმეში მონაცემთა ამოღებისას მათ დარღვევაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების ადგილსამყოფელში ჩხრეკა რამდენიმე ოფიცერმა ჩაატარა. მაშინ როდესაც ერთი ჯგუფი ახდენდა დოკუმენტების ამოღებას, მეორე ჯგუფი ჩხრეკდა კომპიუტერულ სისტემას ძიების გარკვეული კრიტერიუმების გამოყენებით, რის შედეგადაც მოახდინა მონაცემების ამოღება და მრავალი ფაილის დისკზე გადაწერა.სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთჩამოთვლილი გარანტიები სრულად დაცული გახლდათ დოკუმენტების ამოღებისას: როდესაც კი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა გაასაჩივრა ცალკეული დოკუმენტის ამოღება, მოცემული დოკუმენტი დაილუქა. რამდენიმე დღის შემდეგ, გამომძიებელმა მოსამართლემ გადაწყვიტა მოსარჩელის თანდასწრებით თუ რომელი ფაილი ექვემდებარებოდა პროფესიულ საიდუმლოებას და ამის გამო რამდენიმე დოკუმენტი დაუბრუნა მოსარჩელეს. ფაქტიურად, მოსარჩელეები არც ჩივიან ამ მხრივ.უცნაურია, რომ წინამდებარე საქმეში იგივე გარანტიები არ იქნა დაცული ელექტრონულ მონაცემებთან დაკავშირებით. რამდენიმე ფაქტორით დასტურდება, რომ მოსარჩელეების უფლებების განხორციელება ამ მხრივ შეიზღუდა. პირველ რიგში, ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მართალია დროებით ესწრებოდა კომპიუტერული საშუალებების ჩხრეკას, მაგრამ იგი ძირითადად დაკავებული იყო დოკუმენტების ჩხრეკის ზედამხედველობით და შესაბამისად, წესიერად ვერ ახორციელებდა ელექტრონულ მონაცემებზე მის საზედამხედველო ფუნქციას. მეორეს მხრივ, ოქმი, რომელიც აღნიშნავდა თუ ძებნის რა კრიტერიუმები იქნა გამოყენებული და თუ რომელი ფაილები იქნა გადაწერილი და ამოღებული, შედგა არა ჩხრეკის დასრულებისთანავე, არამედ მოგვიანებით იმავე დღეს. მეტიც, ოფიცრები წავიდნენ საქმის დასრულებისთანავე პირველი მოსარჩელისა თუ ადვოკატთა ასოციაციის მისი წარმომადგენლისათვის ჩხრეკის შედეგების შეტყობინების გარეშე.მართალია, პირველ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა, ჩვეულებისამებრ ჩხრეკის დაწყებისას, გადაწერილი დისკების დალუქვა და გამომძიებელი მოსამართლისათვის წარდგენა. თუმცა, რადგანაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს ჩხრეკის ბოლოს ოქმის შედგენის ვალდებულებას და ითხოვს ამოღებულ ნივთთა სიის შედგენას, მოსარჩელე იმედოვნებდა, რომ აღნიშნული პროცედურა დაცული იქნებოდა. რადგანაც მოვლენები ამგვარად არ განვითარდა, მას არ მიეცა საშუალება ეფექტიანად გამოეყენებინა მისი უფლებები. შედეგად, მთავრობის პროტესტი შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.პირველ მოსარჩელესთან დაკავშირებით, ფორმა როგორაც განხორციელდა ჩხრეკა, მოიცავდა მისი პროფესიული საიდუმლოების უფლების დარღვევის საფრთხეს. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მოცემულ საფრთხეს, რადგანაც მას შეიძლება უკუეფექტი ჰქონოდა სამართლის ჯეროვან ადმინისტრირებაზე (იხ. Niemietz, ციტირებული ზემოთ, $ 37). ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა დავობდა, რომ პირველი მოსარჩელე არ გახლდათ მოსარჩელე კომპანიის მრჩეველი და რომ ამოღებული მონაცემები არ ეხებოდა კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობას. მართლაც, პირველი მოსარჩელე, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი პოზიციისაგან განსხვავებით, ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არ ამტკიცებდა, რომ იგი გახლდათ მოსარჩელე კომპანიის ან “ნოვამედის” მრჩეველი. თუმცა, მთელი წარმოების განმავლობაში იგი გახლდათ მრავალი იმ კომპანიის მრჩეველი, სადაც წილებს მეორე მოსარჩელე ფლობდა. მასთანავე, მთავრობა არ ასაჩივრებდა მოსარჩელეების მტკიცებას მასზედ, რომ ამოღებული ელექტრონული მონაცემები დიდწილად შეიცავდა იგივე ინფორმაციას, რასაც ამოღებული დოკუმენტები, რომელთა ნაწილიც გამომძიებელმა მოსამართლემ პირველ მოსარჩელეს დაუბრუნა პროფესიული საიდუმლოების ასახვის გამო. შესაბამისად, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ამოღებული ელექტრონული მონაცემებიც შეიცავდა მოცემულ ინფორმაციას.დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის ოფიცრების მიერ იმ პროცედურული გარანტიების დაუცველობამ, რომელიც მიზნად ისახავდა დარღვევისა და თვითნებობის პრევენციას და ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვას, გამოიწვია პირველი მოსარჩელის ელექტრონული მონაცემების ჩხრეკისა და ამოღების არაპროპორციულობა კანონიერ მიზანთან.ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების ვალდებულება იცავს მის კლიენტსაც. ზემოთმოცემული მიგნების გათვალისწინებით, რომ პირველი მოსარჩელე წარმოადგენდა კომპანიებს, რომლის წილებსაც ფლობდა მეორე მოსარჩელე და რომ ამოღებული მონაცემები შეიცავდა პროფესიული საიდუმლოების მომცველ რიგ ინფორმაციას, სასამართლო არ თვლის, რომ მეორე მოსარჩელესთან დაკავშირებით განსხვავებული დასკვნა უნდა მიიღოს.შესაბამისად, ორივე მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებაკონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
a. ზიანიმატერიალური ზიანის კუთხით პირველი მოსარჩელე ითხოვდა 4,000 ევროს ანაზღაურებას წლიურად 2000 წლიდან მოყოლებული ყოველ წელზე კლიენტების დაკარგვის გამო. იგი მიუთითებდა, რომ მას არ შეეძლო მტკიცებულების მოყვანა პროფესიული საიდუმლოების დარღვევის გარეშე. ამასთანავე, იგი ითხოვდა 10,000 ევროს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რადგანაც მისმა, როგორც ადვოკატის რეპუტაციამ ზიანი განიცადა მოცემული მოვლენების შედეგად.მოსარჩელე კომპანია მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად ითხოვდა 20,211.56 ევროს. იგი მიუთითებდა, რომ მისი, როგორც ჰოლდინგური კომპანიის სახელი განადგურდა მონაცემთა ამოღების შედეგად. ამიტომ, იგი საჭიროებდა ხელახალ დაფუძნებას სხვა სახელით და ამისთვის სჭირდებოდა ახალი კომპანიისათვის ნომინალური კაპიტალის მოძიება 17,500 ევროს ოდენობით, ხოლო დაფუძნებასთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯებისათვის კი 2,711.56 ევრო. მას არ წარმოუდგენია მოთხოვნა არამატერიალურ ზიანზე.მთავრობა მიუთითებდა, რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი დადგენილ დარღვევასა და მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილ მატერიალურ ზიანს შორის.მოსარჩელეთა მიერ მატერიალური ზიანის მოთხოვნის პასუხად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია ივარაუდოს თუ მოსარჩელისათვის რა შედეგი ექნებოდა ელექტრონული მონაცემების ჩხრეკისა და ამოღების მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებას (იხ.mutatis mutandis, Société Colas Est and Others, citirebuli zemoT, § 54). შესაბამისად, იგი ამ კუთხით არ აკმაყოფილებს მოთხოვნას.თუმცა, სასამართლო იზიარებს, რომ პირველმა მოსარჩელემ განიცადა არამატერიალური ზიანი, მონაცემთა ჩხრეკისა და ამოღების ფორმის შედეგად მიყენებული ნერვიულობისა და იმედგაცრუების სახით. წინამდებარე საქმის სამართლიანობის საფუძველზე შეფასებისას და მსგავს საქმეში მიკუთვნებული ოდენობის გათვალისწინებით (იხ. Sallinen and Others, ციტირებული ზემოთ, $ 114), სასამართლო პირველ მოსარჩელეს მიაკუთვნებს 2,500 ევროს არამატერიალური ზიანისათვის.
b. ხარჯებიპირველი მოსარჩელე მთლიანობაში მითხოვდა 15,967.15 ევროს სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. კერძოდ კი 9,204.53 ევროს ეროვნული, ხოლო 6,762.63 ევროს კი საკონვენციო სამართალწარმოებისათვის. მოცემული თანხები მოიცავდა დამატებითი ღირებულების გადასახადსაც (დღგ).მთავრობა დაეთანხმა, რომ ეროვნული სამართალწარმოებისათვის მითითებული ხარჯები აუცილებელი გახლდათ. თუმცა აღნიშნავდა, რომ მოთხოვნილი ოდენობა გადაჭარბებული იყო, რადგანაც არ შეესაბამებოდა ადვოკატთა ანაზღაურების განმსაზღვრელ შესაბამის ეროვნულ კანონებსა და რეგულაციებს. კერძოდ კი, მხოლოდ 1,486.80 ევრო – ნაცვლად 4,858 ევროსი – უნდა ანაზღაურებულიყო ზალცბურგის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კოლეგიის წინაშე წარმოებული პროცესისათვის. ასევე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ საკონვენციო სამართალწარმოების ხარჯები გადაჭარბებული იყო და რომ მხოლოდ 2,289.96 ევრო გახლდათ ანაზღაურებადი ოდენობა.სასამართლო იმეორებს, რომ თუკი იგი დაადგენს კონვენციის დარღვევას, იგი უფლებამოსილია მოსარჩელეს მიაკუთვნოს ეროვნული წარმოების მხოლოდ იმ გონივრული ოდენობის ხარჯების ანაზღაურება, რომელიც აუცილებელი იყო დარღვევის პრევენციისა და გამოსწორებისათვის (იხ.Société Colas Est and Others, ციტირებული ზემოთ, $56).სასამართლო აღნიშნავს, რომ არ საჩივრდება პირველი მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების აუცილებლბა. თუმცა ამასთანავე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი თანხები არ არის გონივრული რაოდენობის. მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და მსგავს საქმეებში მიკუთვნებული თანხების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს 10,000 ევროს მიკუთვნებას ყველა პუნქტით. მოცემული თანხა მოიცავს დღგ-ს.
გ. საურავი
სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
ამის საფუძველზე სასამართლო
1.უარყოფს, ერთხმად მთავრობის პირველად პრეტენზიას სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ამოუწურაობასთან დაკავშირებით;
2.ადგენს, ერთხმად, რომ პირველ მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
2. ადგენს, ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ მეორე მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
3.ადგენს ერთხმად:
(ა)რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს პირველ მოსარჩელეს კონ¬ვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების ძა¬ლაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, 2,500 (ორი ათას ხუთასი) ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 10,000 (ათი ათასი) სასამართლო ხარჯებისათვის.
(ბ)რომ ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
4.უარყოფს მოსარჩელეების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გაცხადებულია 2007 წლის 16 ოქტომბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.
ლორანს ერლინიკოლას ბრატცა
სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ბრატცას, კასადევალისა და სპიემიოვიჩის ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
ნ.ბ.
ლ.ე.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy