დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე N 161
2013 წლის ოქტომბერი
Winterstein and Others v. France - 27013/07
გადაწყვეტილება 17.10.2013 [სექცია V]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
საცხოვრებლის პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ფრანგი მოგზაურების კერძო მიწიდან გამოსახლება, სადაც ისინი ცხოვრობდნენ მრავალი წლის განმავლობაში: დარღვევა
ფაქტები - მომოჩივნები ცხოვრობდნენ ხუთიდან ორმოცდაათ წლამდე, ხოლო ზოგიერთი მათგანი დაიბადა აღნიშნულ მიწაზე. მიწის ნაკვეთები მდებარეობდა იმ ადგილებში, რომელიც განისაზღვრა ex post facto ,,დაცულ ბუნებრივ ტერიტორიად“ მიწის გამოყენების გეგმის საფუძველზე. ის აგილები, სადაც დაშვებული იყო ბანაკებისა და ე.წ. მისაბმელიანი სახლების დადგმა, სათანადოდ იყო მოწყობილი და შესაბამის პირებს გააჩნდათ საჭირო ნებართვა. 2004 წელს tribunal de grande instance-მა დაადგინა, რომ მომჩივანთა ყოფნა ამ ადგილებში არღვევდა მიწის გამოყენების გეგმას და მოსთხოვა მათ, გაეთავისუფლებინათ მიწები ან გადაეხადათ ჯარიმა ყოველი დაგვიანებული დღისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება განიხილა სააპელაციო სასამართლომ 2005 წელს. გადაწყვეტილება არ შესულა ძალაში, თუმცა მრავალმა მომჩივანმა ამჯობინა დაეტოვებინა ეს ადგილები, ვიდრე წასულიყო ჯარიმის გადახდის რისკზე, რაც კვლავ გამოიყენება დარჩენილ პირთა მიმართ. ხელისუფლების ორგანოებმა ასევე, გადაწყვიტეს, ჩეტარებინათ ურბანული და სოციალური კვლევა, რის შედეგადაც ოთხი ოჯახი გამოასახლეს საზოგადოებრივი (საერთო) საცხოვრებლიდან. სხვების მიმართ არ გამოყენებულა დაკმაყოფილების სხვა ზომები.
სამართალი - მე-8 მუხლი: მომჩივანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთსა და იმავე ადგილას, ჰქონდა საკმაოდ ახლო და უწყვეტი კავშირი იმ მიწაზე მდებარე ქარვასლებთან, ბანაკებთან და ბუნგალოებთან, რომელიც მათ სახლად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა კანონიერი შიდა კანონმდებლობის მიხედვით მათი ყოფნა ამ მიწაზე. მოცემული საქმე ასევე, ეხებოდა მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ე.წ. მისაბმელიან სახლებში ცხოვრება წარმოადგენდა მოზაურების იდენტობის განუყოფელ ნაწილს მაშინაც კი, როდესც ისინი აღარ ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას და აღნიშნული სახლების დადგმა განაპირობებდა მათ შესაძლებლობებს, შეენარჩუნებინათ თავიანთი იდენტობა და თვიანთი პირადი და ოჯახური ცხოვრება წარემართათ თვიანთი ტრადიციის შესაბამისად.
მომჩივნებისთვის იმის მოთხოვნა, რომ მოეცილებინათ მიწიდან თავიანთი ე.წ. მისაბმელინ სახლები, გადასაზიდი საშუალებები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა შენობა ან გადაეხადათ ყოველდღიური ჯარიმა, წარმოადგენდა მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და საცხოვრებელში ჩარევას, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2005 წლის დაგაწყვეტილება დღემდე არ შესულა ძალაში. განსაკუთრებით იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა გადაწყვეტილებას, რომელიც მოითხოვდა თითქმის 100-კაციანი მოსახლეობის გადასახლებას, რასაც უცილობლად ექნებოდა გავლენა მათ ყოფაზე, სოციალურ და ოჯახურ ცხოვრებაზე. აღნიშნული ჩარევა განხორციელდა კანონის შესაბამისად, იყო ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი და ემსახურებოდა ,,სხვათა უფლებების“ დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, გარემოს დაცვის სახით.
სადაო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოჩივნები მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ან დაიბადნენ მოცემულ მიწაზე და რომ მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები დიდი ხნის განმვლობაში ითმენდნენ მათ ყოფნას მანამ, სანამ შეეცადნენ დაესრულებინათ ეს სიტუაცია 2004 წელს. მომჩივების გასახლების ბრძანების გაცემისას, ადილობრივმა სასამართლოებმა ყველაზე მნიშვნელოვნად ჩათვალეს ის ფაქტი, რომ მათი ამ მიწაზე ყოფნა ეწინააღმდეგებოდა მიწის გამოყენების გეგმას, რაც, საერთოდ ვერ აბალანსებდა მომჩივნების მიერ წამოყენებულ არგუმენტებს. ხელისუფლების ორგანოებს არ წარუდგენიათ არავითარი ახსნა-განმარტება გასახლების ,,აუცილებლობასთან“ დაკავშირებით. თუმცა, მოცემული მიწა უკვე უკვე კლასიფიცირებული დაცულ ბუნებრივ ტერიტორიად წინა მიწის გამოყენების გეგმაში, იგი არ იყო საზოგადოებრივი მიწა, რომლის განვითარებაც იგეგმებოდა და მესამე პირების უფლებებს არ ექმნებოდა საფრთხე. შესაბამისად, მომჩივნებს არ მიუღიათ სარგებელი ჩარევის პროპორციუობის შემოწმებით, კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად.
მოცემული საქმის კონტრეტული გარემოებებიდან გამომდინარე და მომჩივნების, მათი ოჯახისა და მათ მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოების დიდი ხნის განმავლობაში არსებობის გათვალისწინებით, პროპორციულობის პრინციპი მოითხოვდა, რომ გარკვეული მშნიშვნელობა მინიჭებოდა მათი გასახლების გარემოებებს და მათი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეს. არაერთმა საერთაშორისო და ევროპის საპჭოს ინსტრუმენტებმა გაამახვილა ყურადღება, ბოშების თუ მოგზაურების იძულებითი გასახლებისას, რომ აღნიშნული პირები უზრუნველეყოთ ალტერნატიული საცხოვრებლით, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მიეკუთვნებოდნენ მოწყვლად უმცირესობას. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწიეს ამას. ვინაიდან ხელისუფლების ორგანოებმა გასახლების პროცედურების დაწყებამდე და სასამართლომ თავის პროცესში, არ გაითვალისწინა გასახლების გარემოებები და მომჩივანთა მოწყვლადობა, ურბანული და სოციალური კვლევა ჩატარდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იმ მიზნით, რომ განესაზღვათ თითოეული ოჯახის მდგომარეობა და შეეფასებინათ მათი ხელახლა დასახლების შესახლებლობები. ზოგიერთი ოჯახი, რომელმაც არჩევანი გააკეთა სოციალურ თავშესაფრებზე, ხელახლა დასახლდნენ 2008 წელს, გადასხლების გრძანების გამოცემიდან 4 წლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ გაითვალისწინეს აღნიშნული ოჯახების საჭიროებები. რაც შეეხება იმ მომჩივნებს, რომელთაც მოითხოვეს ალტერნატიული საცხოვრებელი ე.წ. ოჯახის ქალაქებში, აღნიშნულ პროექტზე უარი თქვა მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებმა, რომელთაც, სანაცლოდ გადაწყვიტეს, აღნიშნული მიწა გამოეცხადებინათ მოხეტიალე მოგზაურების მხარედ.
ამ ნაწილში, მოსარჩელეები არ დარჩენილან უმოქმედოდ. მრავალმა მათგანმა მოითხოვა სოციალური თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ კანონის შესაბამისად. მათ განცხადებებზე უარი თქვა სამედიატორო კომისიამ და ადმინისტრაციულმა სასამართლომ; გარდა ამისა, მათ, ვინც დატოვეს საცხოვრებელი, სცადეს ალტერნატიული საცხოვრებლის პოვნა, რაც უმეტესწილად აღმოჩნდა უიმედო და არადამაკმაყოფილებელი. მათი გაკრიტიკება ვერც იმ საფუძველზეა შესაძლებელი, რომ არ მოითხოვეს სოციალური თავშესაფრები, რაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, არ შეესააბამებოდა მათი ცხოვრების სტილს. გარდა ოთხი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, და ორი ოჯახისა, რომელიც გადავიდა ქვეყნის სხვა მხარეს, მომჩივნები იყვნენ ძალინ უიმედო მდგომარეობაში. შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებმა არ მიაქციეს სათანადო ყურადრება იმ ოჯახების საჭიროებებს, რომელთაც მოითხოვეს ხელახლა დასახლება ოჯახურ ქალაქებში.
მომჩივნებს არ მიუღიათ სარგებელი, გასახლების პროცედურების კონტექსტში, ჩარევის პროპორციულობის პრინციპის შემოწმებით მე-8 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, სახეზე იყო ამ მუხლის დარღვევა იმ მომჩივნებთან მიმართებით, რომელთაც მოითხოვეს ოჯახურ ქალაქებში დასახლება, მათი საჭიროებების არასათანადო გათვალისწინების საფუძველზე.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
41-ე მუხლი: საკითხი გადაიდო
(See Yordanova and Others v. Bulgaria, 25446/06, 24 April 2012, Information Note 151)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy