WOMEN’S INITIATIVES SUPPORTING GROUP AND OTHERS v. GEORGIA
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
საჩივრები nos. 73204/13 და 74959/13
გადაწყვეტილება
16 დეკემბერი 2021
ფაქტები
2. მომჩივანთა სახელები და მათი, დაბადების ხოლო როგორც იურდიულ პირთა რეგისტრაციის მონაცემები მოცემულია დანართში. ოცდათხუთმეტივე მომჩივანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი მომჩივანი ასოციაცია დარეგისტრირებულია საქართველოში.
3. მომჩივანი ასოციაციები (მომჩივნები nos. 1 და 17) ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებია (NGOs), რომელთა მიზანს წარმოადგენს საქართველოში ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ (LGBT) პირთა ხელშეწყობა და მათი უფლებების დაცვა. მომჩივანი ფიზიკური პირები როგორც მომჩივან ასოციაციათა თანამშრომლები ასევე მათი წევრები და LGBT საზოგადოების მხარდამჭერები არიან.
4. საჩივარში N 73204/13 არსებულ 16 მომჩივანს, წარმოადგენდა 3 ქართველი (ქ-ნი თ. აბაშიძე, ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე და ქ-ნი ც. რატიანი) და 3 ბრიტანელი ადვოკატი (ბ-ნი ფ. ლიჩი, ქ-ნი ჯ. ევანსი და ქ-ნი ჯ. გავრონი).
5. საჩივარში N 74959/13 არსებულ 21 მომჩივანს, წარმოადენდა 4 ქართველი ადვოკატი (ბ-ნი ლ. ასათიანი, ბ-ნი ნ. ბოლქვაძე, ქ-ნი თ. აბაზაძე და ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე).
6. მთავრობას წარმოადგენდა საქართველოს იურისტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ბ-ნი ლ. მესხორაძე.
7. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი ფაქტები შესაძლოა შეჯამდეს შემდეგნაირად:
I. 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაცია
A. წინასწარი ღონისძიებები
8. 2013 წლის 24 აპრილსა და 1 მაისს ორმა მომჩივანმა ასოციაციამ აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სურდათ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაემართათ მშვიდობიანი საჯარო მსვლელობა თბილისის ცენტრში. დაგეგმილ ღონისძიებას ექნებოდა 20 წუთიანი მდუმარე ფლეშ-მობის ფორმა (“the IDAHO event”). ორგანიზატორებმა მიუთითეს, რომ ღონისძიება ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გაიმართებოდა და მასში დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს მსგავსმა ღონისძებამ რადიკალური ჯგუფების მიერ ძალადობის ფონზე ჩაიარა (იხ. Identoba and Others v. Georgia, no. 73235/12, §§ 10-19, 12 May 2015), მომჩივანმა ასოციაციებმა სამინისტროს ეფექტური გეგმის შემუშავებისთვის მეტი დროისა და ენერგიის ჩადება სთხოვეს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აქცია დაცული ყოფილიყო შესაძლო ძალადობისგან.
9. 2013 წლის 9 მაისს მომჩივანმა ასოციაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს სხვადასხვა იდენტიფიცირებად პირთა მიერ ინტერნეტში სერიოზული საფრთხის შემცველი პოსტების განთავსების თაობაზე. მუქარები, მომჩივან ასოციაციათა თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღდეგ, მიზნად ისახავდა ორგანიზატორების გადარწმუნებას არ ჩაეტარებინათ აღნიშნული ღონისძიება.
10. 2013 წლის 13 მაისს სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ გარკვეული ულტრა-კონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამღდველოება გეგმავდა საპასუხო დემონსტრაციის გამართვას „სექსუალური უმცირესობების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის“ აკრძალვის მოთხოვნით. საპასუხო დემონსტრაციის ორგანიზატორი ძირითადად სამი იდენტიფიცირებადი პირი იყო – გ.გ., არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი; ე.მ., „საქართველოს სახალხო ფრონტის პრეზიდენტი“, და მამაო ჯ., საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირი.
11. იმავე დღეს გ.გ-მ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა თბილისის მერიას საორგანიზაციო კომიტეტის განზრახვის შესახებ, რომ რუსთაველის გამზირზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან (იგივე ადგილმდებარეობა რომელიც მანამდე მომჩივანი ასოციაციების მიერ იქნება შერჩეული IDAHO-ს ღონისძიების ჩასატარებლად, იხ. მერვე პარაგრაფი) „მომლოცველთა შეკრების“ ჩატარების შესახებ. შეტყობინების თანახმად „მომლოცველთა შეკრებაში“ მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა ეკლესიების მრევლი და მღვდლები მიიღებდნენ.
12. ამას გარდა, სხვადასხვა ეროვნულ გაზეთებში გამოქვეყნდა ცალკეული ინტერვიუები მღვდლებთან, რომელშიც სამღვდელოება, მამაო ჯ - ის ჩათვლით ღიად და არაერთგზის აცხადებდნენ, რომ „მომლოცველთა შეკრების“ მიზანი IDAHO-ს ღონისძიების ჩატარების ჩაშლა იყო. დამატებით, სხვა აშკარად იდენტიფიცირებად პირთა გარკვეულმა ნაწილმა მოახლოებული საპასუხო მსვლელობის ფონზე სოციალურ მედიაში გააძლიერეს სიძულვილის ენის კამპანია რომელიც მიმართული იყო მომჩივან ასოციაციათა თანამშრომლების მიმართ. იმ დროს სოციალურ მედიასა და გაზეთებში გამოქვეყნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ათასობით ადამიანი აპირებდა შეერთებოდა „მომლოცველთა შეკრებას“.
13. 2013 წლის 13 და 15 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა შეხვედრა გამართეს ორ მომჩივან ასოციაციასთან, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ IDAHO-ს ღონისძიებას. შეხვედრის დროს, ორგანიზატორების წუხილს იმის შესახებ, რომ არსებობდა დემონსტრანტებზე თავდასხმის მაღალი რისკი საპასუხო მსვლელობის მონაწილეთა, უფრო კონკრეტულად “მომლოცველთა შეკრების“ მიერ, რასთან დაკავშირებითაც სამინისტროს თანამდებობის პირებმა გასცეს ოფიციალური დაპირება, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ძველი თბილისის პოლიციის მე-7 დანაყოფს დაევალა უსაფრთხოების ზომების მიღება. სამინისტრომ დამატებით განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურის მიერ მოწოდებული ბოლო ცნობების თანახმად 10,000 ადამიანზე მეტი გეგმავდა საპასუხო მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, სამინისტრომ მომჩივან ასოციაცებს შესთავაზა IDAHO-ს ღონისძიება პარლამენტის ყოფილი შენობიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით პუშკინის სკვერთან გადაეტანათ, რათა თავიდან აერიდებინათ პირდაპირი კონფრონტაცია საპასუხო მსვლელობის მონაწილეებთან. სამინისტრო მათ დაჰპირდა შემთხვევის ადგილას საჭირო ადამიანური რესურსის გამოყენებას, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ძლიერი საპოლიციო კორდონის შესაქმნელად. ორი მომჩივანი ასოციაცია დათანხმა სამინისტროს შემოთავაზებას.
14. IDAHO-ს ღონისძიების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2,000-მდე პოლიციელის მობილიზება მოახდინა, რომელთაც დაევალათ პუშკინის სკვერი, სადაც მომჩივნები იკრიბებოდნენ, კორდონის მეშვეობით გამოეყოთ ყველა იმ ქუჩისგან რომელიც მოსაზღვრე რუსთაველის გამზირს უკავშირდებოდა, სადაც „მომლოცველთა შეკრება“ უნდა ჩატარებულიყო (ქვემოთ იხილეთ პარ. 16).
B. პუშკინის სკვერის ინციდენტი
15. 2013 წლის 16 მაისს, სამღვდელოებას, მათ მრევლსა და „მომლოცველთა შეკრების“ სხვა მონაწილეებს უკვე დაეწყოთ შეკრება პარლამენტის ყოფილ შენობასთან. 2013 წლის 17 მაისის საღამოს 35,000 - 40,000 დემონსტრანტამდე უკვე იქ იმყოფებოდა.
16. 2013 წლის 17 მაისს, დაახლოებით შუადღის 12 საათისთვის, IDAHO-ს მონაწილეებმა პუშკინის სკვერთან დაიწყეს შეკრება. კონტრდემონსტრანტთა უზარმაზარი და აგრესიული ბრბოს დანახვამ, რომელთაგან მათ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი, მოცილებადი მეტალის ბარიკადები და შეუიარაღებელი და მოუმზადებელი საპატრულო პოლიციის თხელი კორდონები აშორებდათ, მომსვლელ დემონსტრანტებს სერიოზული ეჭვი გაუჩინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კონტრდემონსტრანტები ჰომოფბიური შინაარსისა და ფიზიკური საფრთხის შემცველ სიტყვებს შესძახოდნენ. ხოლო, სპეცრაზმი არ ჩანდა.
17. მომჩივნებმა N15, 19, 21-23, 25, 29, 31-33, 35 და 37 (შემდგომში „თორმეტ ფიზიკურ პირ მომჩივანთა ჯგუფი“), რომლებიც შუადღის 12 საათზე პირველები მივიდნენ პუშკინის სკვერთან, გადაწყვიტეს სხვა ყველა მონაწილისთვის 12:45 საათამდე დაეცადათ რათა ფლეშმობის დაწყებამდე ისინიც შემოერთობნდნენ მათ. დანარჩენი ოცდასამი მომჩივანი, იმ დროისთვის, ან პოლიციის კორდონების მიღმა კონტრდემონსტრანტებს შორის ანდაც სადმე სხვაგან იმყოფებოდნენ.
18. რაღაც მომენტში, შუადღის 12:30 და 12:40 შუალედში, სამღვდელოების ჯგუფი პოლიციის კორდონების მიღმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის მინისტრის მოადგილე გ.ზ-სთან შესახვედრად გაეშურა. ისინი ყველანი პუშკინის სკვერში ზემოთ ხსენებულ თორმეტ ფიზიკურ პირ მომჩივანთა ჯგუფის ახლოს იდგნენ. როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ მოლაპარაკებების ამსახველ ვიდემასალაზე ჩანს, რომელიც თანამდებობის პირებსა და სამღვდელოებას შორის მიმდინარეობს, ეს უკანასკნელი „მომლოცველთა შეკრების“ სახელით არწმუნებდა მათ, რომ პოლიციას არ დაეშვა IDAHO-ს ღონისძიების ჩატარება, რამდენადაც ეს გამოიწვევდა კონტრდემონსტრანტებთან შეტაკებებს. ზოგიერთი მღვდელი იმეორებდა, რომ „შესაძლოა ხალხი დაიღუპოს“, და მღვდელი, რომელიც მომჩივნების მიერ იდენტიფიცირდა როგორც მამა ე., მინისტრის მოადგილე გ.ზ.-ს ეუბნებოდა, რომ თუ პოლიცია IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა დაცვას შეეცდებოდა, სამღვდელოება სამოქალაქო დამოურჩილებლობას დაიწყებდა და მოუწოდებდა საქართველოს არმიას მათ გვერდით დამდგარიყვნენ.
19. დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ სხვა ვიდეომასალაში ჩანს თუ როგორ უბრუნდება სამღვდელოება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრის შემდეგ პოლიციის კორდონების მიღმა მყოფ კონტრდემონსტრანტთა რიგებს. ჩანაწერი გრძელდება კადრებით სადაც ჩანს თუ როგორ არღვევენ იგივე სასულიერო პირები პოლიციის კორდონებს, პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა მიერ (რომლებიც ჯერ კიდევ პუშკინის სკვერში იმყოფებოდნენ) გადაღებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ დაიწყეს სასულიერო პირებმა და კონტრდემონსტრანტებმა პოლიციის კორდონებში გავლა.
20. ჟურნალისტების მიერ გადაღებული კიდევ ერთ ვიდეო ჩანაწერი ასახავს თუ როგორ შლიან პოლიციელები კორდონებს და იღებენ მეტალის ბარიკადებს, რომელიც დამონტაჟებული იყო LGBT დემონსტრანტების კონტროდემონსტრანტებისგან დასაცავად (ზემოთ იხ. პარ. 16). ასევე, ისმის ჟურნალისტის ხმა რომელიც ეკითხება პოლიცილებს - „რატომ აძლევთ შემოსვლის უფლებას?“. ეს ვიდეო მასალა ასევე შეიცავს სცენებს სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განიხილავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ბრძანებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთული რომელიც იმ დროს გ.ზ-ს პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა - მოეცილებინათ მეტალის ბარიკადები, რომელიც IDAHO-ს ღონისძიებისთვის დაცულ ტერიტორიას - პუშიკინის სკვერს - რუსთაველის გამზირისგან გამოყოფდა, სადაც კონტრდემონსტრანტები იყვნენ შეკრებელილნი. ამას გარდა, ვიდეომასალაში ნაჩვენებია კონკრეტული საპატრულო პოლიციის ოფიცრები, რომლებსაც კორდონებში დგომით კონტრდემონსტრანტები უნდა შეეკავებინათ, თუ როგორ ათავისუფლებენ გასასვლელ ადგილებს კონტრდემონსტრანტებისთვის და გასვლისას ამბობდენ ისეთ რაღაცეებს როგორიცაა „მიდი!“ და „სათითაოდ გაიარეთ!“.
21. კიდევ ერთ ვიდეო ჩანაწერზე ასახულია ჟურნალისტი, რომელიც პუშკინის სკვერის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დგას და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეკითხება „[კონტრდემონსტრანტებმა] გაარღვიეს კორდონი თუ [პოლიციამ] გახსნა ის?“ რაზედაც ოფიცრები პასუხობენ რომ „ის მათ გახსნენს.“
22. მოვლენათა დამატებითი ვიდეო მასალა აჩვენებს, რომ დასასრულს ასობით კონტრდემონსტრანტმა გაარღვია პოლიციის კორდონები და სასულიერო პირთა ხელმძღვანელობით დაიძრა თორმეტი მომჩივანის და IDAHO-ს ღონისძიების სხვა მონაწილეთა მიმართულებით, რომლებიც პუშკინის სკვერში იყვნენ შეკრებილნი. რაც უფრო უახლოვდებოდნენ კონტრდემონსტრანტები IDAHO-ს ღონისძიების ადგილს, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მათი ქმედებები. ამგვარად, თავდაპირველი მარშის ტემპი სირბილად იქცევა; ყვირიან შეურაწმყოფელ ფრაზებს, იწყევლებიან და იქნევენ ხელში დაჭერილ ხის ჯოხებსა და რკინის ხელკეტებს; ზოგიერთი კონტრდემონსტრანტი გზად მძიმე ქვებს კრეფენ.
23. მოახლოვებული ბრბოს პირისპირ, თორმეტ მომჩივან პირთა ჯგუფმა პუშკინის სკვერიდან უკან დახევა ორი ავტობუსით დაიწყო, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიციამ წინასწარ უზრუნველყო გაყვანის მიზნით. არც ერთმა მომჩივანმა არ იცოდა გაყვანის გეგმის შესახებ და მათი მცდელობა მიეღწიათ ავტობუსებამდე იყო ქაოტური, მიუხედავად პოლიციის მიერ უზრუნველყოფილი მითითებისა. ზოგიერთ მომჩივანს ესმოდა თუ როგორ ამბობდნენ ჩოჩქოლის დროს, თავად ეს პოლიციელები, ჰომოფობიურ ხუმრობებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომლებსაც მათი შემთხვევის ადგილიდან გაყვანის კოორდინაცია ევალებოდათ.
24. ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული მოვლენებების კიდევ ერთი ვიდეო ჩანაწერი ასახავს რამდენიმე სასულიერო პირის კადრებს, რომლებიც პუშკინის სკვერის გავლით ორი ზემოთ ხსენებული ავტობუსის მიმართულებით მიემართებიან და შეურაწმყოფელ ფრაზებს გამოთქვავენ, ერთ-ერთ მათგანი ხელში დაჭერილ ტაბურეტს მრისხანედ იქნევს და IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა მოკვლით იმუქრება. ვიდეო ჩანაწერი დამატებით ასახავს კადრებს გაშმაგებულმა კონტრდემონსტრანტებმა თუ როგორ შემოარტყეს წრე და მოახდინეს ავტობუსების ბლოკირება, არყევდნენ სატრანსპორტო საშულაბებეს, უშენდნენ ქვებს, ხის ჯოხებსა და ტაბურეტებს საქარე მინაზე, რომელშიც ზემოთ ხსენებული თორმეტ მომჩივანთა ჯგუფი და სხვა LGBT დემონსტრანტები იმყოფებოდნენ. მას შემდეგაც კი როდესაც ავტობუსებმა ხალხში გზა გაიკვლიეს, რამდენიმე კონტრდემონსტრანტი მანქანებში ჩასხდნენ და მომჩივნებს ქალაქში აედევნენ. შესაბამის მომჩივანთა გადმოცემის მიხედვით, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ, მგზავრობის დროს ისინი პოლიციას არ გაუცილებია და მათ არ იცოდნენ თუ რა მიმართულებით მიყავდა მძღოლს ისინი. ჟურნალისტების მიერ გადაღებული მომჩივანთა შეშინებული სახის ფოტოები, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ რამოდენიმე საათის შემდეგ რამდენიმე ადგილობრივი სატელევიზიო არხის ეთერში იქნა გაშუქებული.
C. ვაჩნაძის ქუჩის ინციდენტი
25. 2013 წლის 17 მაისის დაახლოებით 12:30 საათზე, მომჩივნები nos. 2-14, 16 და 36 (შემდგომში „თხუთმეტ მომჩივანთა ჯგუფი“) რომლებიც პუშკინის სკვერში გამართულ IDAHO-ს ღონისძიებაზე ვიწრო ვაჩნაძის ქუჩით ცდილობდნენ მოხვედრას, „მომლოცველთა შეკრების“ მონაწილეთა დიდი რაოდენობა გარს შემოეხვია. კონტრდემონსტრანტებმა ამოიცნეს რა LGBT თემის წევრები, დაწყეს ჰომოფობიური შეურაცხყოფებისა და მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება. მომჩივანთა მიხედვით შემთხვევის ადგილზე მყოფი შეუიარაღებელი და მოუმზადებელი პოლიციელების რაოდენობა ბრბოსთან შედარები უმინიშვნელო იყო, ხოლო საწყის ეტაპზე არ იჩენდა დახმარების სურვილს.
26. მხოლოდ თბილისში არსებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლის აქტიური ჩარევის შემდეგ საბოლოოდ მოხერხდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ვაჩნაძის ქუჩაზე განლაგება და თხუთმეტ მომჩივანთა ჯგუფის ქუჩაზე განთავსებულ სახლში ბრბოსგან შეუმჩნევლად შეფარება და კარებების გამაგრება პოლიციის მიკრო ავტობუსის მოსვლამდე. თუმცა როგორც კი მომწყვდეული აქტივისტები მიკრო ავტობსუში ჩასხდნენ, კონტრდემონსტრანტებმა შეჰყვირეს „ყველანი ჩაქოლეთ“ და „დახოცეთ ყველა“, გარს შემოერტყნენ და აქტივისტების გარეთ გამოყვანის მიზნით, რკინის ხელკეტებისა და ქვების გამოყენებით მანქანის თითქმის ყველა ფანჯარა და წინა საქარე მინა ჩაამსხვრიეს. რამდენიმე წუთიანი ჩოჩქოლის შემდეგ, მიკრო ავტობუსის მძღოლმა შეძლო ბრბოსგან თავის დაღწევა.
27. როგორც მოგვიანებით სამედიცინო ჩანაწერებით დადასტურდა, ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად თხუთმეტივე მომჩივანმა ძლიერი სტრესი განიცადა, ამასთანვე მომჩივანმა no. 12 ბრბოს მიერ ნასროლი ქვისგან, რომელიც მას თავში მოხვდა, ასევე ტვინის შერყევა მიიღო. კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებების შედეგადად, ფიზიკური დაზიანებები მიადგა ასევე რამოდენიმე პოლიციის ოფიცერს, რომლებიც მომჩივანთა შემთხვევის ადგილიდან გაყვანაში იღებდნენ მონაწილეობას.
D. რუსთაველის გამზირის ინციდენტი
28. 2013 წლის 17 მაისის გვიან ნაშუადღევს, მომჩივანი no. 23, ერთ-ერთი თორმეტ მომჩივანთა შორის, რომელსაც მანამდე პუშკინის სკვერში თავს დაესხნენ და რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილს გაარიდა, ქალაქის ცენტრში დაბრუნდა იმისთვის, რომ ზოგიერთი მისი დაკარგული მეგობრისა და კოლეგის ადგილსამყოფელი გარკვევა ეცადა. იმედოვნებდა, რომ მისი როგორც LGBT აქტივისტის ამოცნობას ვერ შეძლებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს იმ ფაქტის გამო, რომ მისი სურათები როდესაც ის პუშკინის სკვერიდან ავტობუსით გარბოდა ჟურნალისტებს სხვადასხვა სატელევიზიო არხებით უკვე გაეშუქებული ჰქონდათ, კონტრდემონსტრანტების თორმეტ კაციანმა ჯგუფმა, რომლებიც კვლავ რუსთაველის გამზირზე, პუშკინის სკვერთან იმყოფებოდნენ, მოახერხეს ქუჩაში მისი ამოცნობა.
29. კონტრდემონსტრანტებმა მომჩივანი no. 23 შუა რუსთაველის გამზირზე წრეში მოიმწყვდიეს და მუშტები და წიხლები დაუშინეს. საბოლოოდ მან მოახერხა თავდამსხმელებს ხელიდან დასხლტომოდა და თავი იმავე ქუჩაზე სუპერმარკეტს შეაფარა. თავდამსხმელები მას სუპერმარკეტში შეჰყვნენ თუმცა მისი პოვნა ვეღარ მოახერხეს. შემდომში, მათ გადაწყვიტეს მაღაზიის ყველა გასასვლის ბლოკირება, იმ იმედით, რომ მას შეიპყრობდნენ. რაღაც დროისა და სავარაუდოდ სუპერმარკეტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზარის შემდეგ, დაახლოებით ათი პოლიციის თანამშრომელი მოვიდა. მას შემდეგ რაც მათ მომჩივანი სარდაფში აღმოაჩინეს, უთხრეს, რომ იმ აგრესიული ხალხის გამო, რომებსაც მაღაზიისთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული, მათ მისი უსაფრთხოები უზრუნველყოფა არ შეეძლოთ. სანაცვლოდ, მათ შესთავაზეს, რომ წვერი გაეპარსა, პოლიციის უნიფორმა ჩაეცვა და ამ გზით, გადაცმულს დაეტოვებინა ტერიტორია. რაზედაც ის დათანხმდა.
30. ოფიცრებმა დაიწყეს მომჩივნისთვის წვერის გაპარსვა, თუმცა ამას ერთ საათზე მეტი დასჭირდა. პროცესის დროს, რომელსაც ისინი მობილური ტელეფონებით იღებდნენ, ოფიცრების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჰომობიურ შენიშვნებსა და ისეთი კითხვების დასმას როგორიცაა „იყო თუ არა ის გეი“ და „ჰქონია თუ არა ოდესმე ქალთან სექსი“. საბოლოოდ, მას შემდეგ რაც წვერი გაპარსეს და საპატრულო პოლიციის ფორმა ჩაიცვა, მომჩივანმა no. 23 ბოლოს და ბოლოს შეძლო სუპერმარკეტის დატოვება.
E. დანარჩენ მომჩივნებთან დაკავშირებით
31. მომჩივნებმა nos. 18, 20, 24, 26-28, 30 და 34 (შემდგომში „რვა მომჩივანთა ჯგუფი“, რომლებიც საპოლიციო კორდონის მიღმა კონტრდემონსტრანტების მხარეს რჩებოდნენ სანამ ჩოჩქოლი ატყდებოდა (ზემოთ იხ. პარაგრაფი 17), მოახერხეს კონტრდემონსტრანტებს შერეოდნენ და შემთხვევის ადგილიდან თავად დაეღწიათ თავი.
32. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ კონტრდემონსტრანტების მიერ მათი როგორც IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა ამოცნობა არ მომხდარა და არ არსებობდა მოხსენების ჩანაწერი მათ მიმართ რაიმე სახის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
II. შემდგომი გამოძიება
33. 2013 წლის 17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ნებით დაიწყო საყოველთაო გამოძიება იმ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც IDAHO-ს ღონისძიებისა და „მომლოცველთა შეკრების“ მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას იქნა ჩადენილი. ძველი თბილისის პოლიციის მე-7 დანაყოფს დაევალა გამოძიების ჩატარება, რომელიც დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 161 მუხლის პირველი ნაწილით - შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა ძალადობის გამოყენებით.
34. 2013 წლის 9 ივლისს ზემოთ ხსენებული საყოველთაო ხასიათის გამოძიება ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სისხლის სამართლის გამოძიებებად გაიყო, რომელთაგან ერთ-ერთი 2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით დასრულდა (ქვემოთ იხ. პარაგრაფი 42).
35. 2013 წლის 25 ივლისსა და 20 სექტემბერს ორმა მომჩივანმა ასოციაციამ და ოცდაცამეტმა მომჩივანმა (გარდა მომჩივნების 20 and 24), მოსთხოვეს შინაგან საქმეტა სამინისტროს მოეხდინა IDAHO-ს ღონისძიებისას მათ მიმართ ძალადობის ჩადენაზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. მომჩივნებემა, რომელთაც ზემოთ ხსენებული პუშკინის სკვერში მომხდარი ინიციდენტების ამსახველი ვიდეო მასალა ზედ დაურთეს (ზემოთ იხ. პარაგრაფები 18‑24), ასევე ითხოვდნენ დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, რომლებიც კონტრდემონსტრანების საპოლიციო კორდონოების მიღმა შემოშვებისა და ამ უკანასკნელთა სხვა უკანონო ქმედებების ჩადენაში ხელშწყობისთვის იყვნენ პასუხისმგებელი. სამინისტროს პასუხი არ გაუცია.
36. 2013 წლის ოქტომბერში, დაუდგენელ დროს ძველი თბილისის no. 7 საპოლიციო დანაყოფის გამომძიებელთა მიერ რუსთაველის გამზირისა და შესაბამისად ვაჩნაძის ქუჩის ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა მომჩივნები nos. 23 and 36. 2013 წლის 6 ნოემბერს, ორმა მომჩივანმა კითხვით მიმართა სამინისტროს იყო თუ არა რაიმე წინსვლა გამოძიებაში და მიენიჭათ თუ არა მათ დაზარალებულის სტატუსი.
37. 2013 წლის 6 ნოემბერს, მომჩივანმა no. 23 კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა ძველი თბილისის პოლიციის no. 7 დანაყოფში, სადაც მან რუსთაველის გამზირზე მის წინააღმდეგ მომხდარ თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე ერთ-ერთი პირის სახელი დააკონკრეტა (ზემოთ იხ. პარაგრაფები 28-30), და გამომძიებლებს ფოტოსურათები და სხვა საკონტაქტო დელატები წარმოუდგინა. დამატებით, მომჩივანმა მოითხოვა პოლიციის ოფიცრების იდენტიფიცირება, რომლებიც მან დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულა და წარმოადგინა ყველა დეტალი – შეურაწყოფის რომელიც მას სავარაუდოდ მიაყენეს – წვერის პარსვის ინციდენტისას. თუმცა, სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების შემდგომი განვითარებიდან ჩანს, რომ მომჩივნის მიერ მოწოდებულ დეტალებს პოლიცია არ მიჰყოლია.
38. იგივე დღეს ორივე მომჩივანმა ასოციაციამ და ყველა მომჩივანმა პირმა კითხვით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების წინსვლასა და იმასთან დაკავშირებით, მიენიჭათ თუ არა მათ დაზარალებულის სტატუსი. 2013 წლის 27 დეკემბერს, პროკურატურამ უპასუხა, რომ პოლიციის ქმედებაში არანაირი უკანონობის ნიშნები არ იკვეთებოდა, პირიქით, დემონსტრაციის დროს მან ჯეროვნრად შეასრულა მასზედ დაკისრებული მოვალეობა იმ მძიმე შედეგების პრევენციით, რომელიც კონტრდემონსტრანტების არაპროპორციულად მაღალი რიცხვის გამო შესაძლოა დამდგარიყო. ამას გარდა, პროკურატურამ მომჩივნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისის საყოველთაო გამოძიების განვითარების განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
39. ამგვარად, პროკურატურის 2013 წლის 27 დეკემბრის პასუხისა და საქმეში არსებული სხვა მასალების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საყოველთაო გამოძიების შემდეგ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძველზე – საზოგადოებრივი წესრიგის მცირე დარღვევა – ოთხი კონტრდემონსტრანტი თითოეული 100 ლარის (დაახლოებით 45 ევრო) ოდენობით დაჯარიმდა. გარდა ამისა, მომჩივნებისთვის ოფიციალური პასუხიდაან გამოჩნდა, რომ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 161 მუხლის საფუძველზე – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების უკანონო ხელყოფა ძალადობის გამოყენებით, ასეთის მუქარით ან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყნებით – 2013 წლის დეკემბრისთვის, სასამართლოში ოთხი კონტრდემონსტრანტის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
40. ყველა მომჩივანი გარდა nos. 23 and 36 (ზემოთ იხ. პარაგრაფი 36) ძველი თბილისის პოლიციის no. 7 დანაყოფის გამომძიებლთა მიერ პირველად როგორც მოწმეები 2013 წლის 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით 2014 წლის აპრილში დაიკითხნენ.
41. 2015 წლის ოქტომბერში, ძველი თბილისის პოლიციის no. 7 დანაყოფის გამომძიებლებმა, ცხრა ოფიცერი რომლებიც პირადად იყვნენ ჩართულნი 2013 წლის 17 მაისის IDAHO-ს ღონისძიების უსაფრთხოების ღონისძიებებშში, მოწმის სახით დაკითხეს.
42. 2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ოთხი ბრალდებული, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 161 მუხლის მიხედვით ედებოდათ (ზემოთ იხ. პარაგრაფი 34). საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო მტკიცებულების მოპოვება, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა კავშირი IDAHO-ს ღონისძიების ძალადობრივ დაშლასა და ბრალდებულთა იმ დღეს ჩადენილ ქმედებებს შორის. სასამართლომ გამოძიებაში დამატებით ისეთი ჩავარდნები გამოავლინა როგოროიცაა გამომძიებელთა მხრიდან დარბევის ამსახველი შესაბამისი ვიდეო მასალის სათანადოდ არ შესწავლა (ზემოთ იხ. პარაგრაფები 18-24) – რომელიც, სასამართლოს აზრით, წარმოადგენდა მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რამდენადაც იგი ძალადობრივი თავდასხმის სულ მცირე დაახლოებით ოთხი მონაწილის სათანადო იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლეოდა – ასევე იმ ავტობუსებზე სასამართლო ექპსერტიზის არ ჩატარება, რომელიც ბრბოს მიერ დაზიანდა დარბევის პროცესში.
43. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არსებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ IDAHO-ს ღონისძიების დროს ძალადბორივ შეტაკებებთან დაკავშირებით (ზემოთ იხ. პარაგრაფი 34) სისხლის სამართლის საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. არც ერთ მომჩივანს, გარდა მომჩივანი no. 23 - ის, დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია, და უცნობია არის თუ არა რაიმე სხვა წინსწვლა საქმის წარმოებაში.
III. სიძულვილის დანაშაულის ზრდა 2013 წლის 17 მაისის შემდგომ.
44. მომჩივანი no. 17-ის თანახმად, მომჩივან ასოციაციათაგან ერთ-ერთი რომელმაც მსგავსი იციდენტები დააფიქსირა როგორც მათი საქმიანობის ნაწილი, 2013 წლის 17 მაისის შემდგომ ფიზიკური აგრესიისა და სიძულვილის ენის თორმეტი და ჩვიდმეტი შემთხვევა აღირიცხა იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ კავშირში IDAHO-ს ღონისძიებასთან, მხოლოდ რეალური ან აღქმული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. დაზარალებულებმა გადაწყვიტეს არ შეეტენათ საჩივარი სამართალდამცავ ორგანოებში სისტემისადი ნდობის ნაკლებობის, საჯაროობისა და რეპრესიების შიშის გამო.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა
45. საქართველოში LGBT თემის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო მასალა სრულყოფილად არის შეჯამებული სასამართლოს გადაწყვეტილების 29-39 პარაგრაფებში საქმეზე „იდენტობა და სხვები“ (ციტირებულია ზემოთ).
სამართალი
გაერთიანებული საჩივარი46. საჩივრების მსგავსი დავის საგნის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მართ ერთობლივად განხილვას ერთიანი გადაწყვეტილების სახით.
II. კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა
47. ოცდაშვიდმა მომჩივანი (nos. 2-16, 19, 21-23, 25, 29, 31-33 და 35-37 – ზემოთ იხ. პარაგრაფები 17, 23 და 25) ჩიოდა კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, როგორც ცალკე ასევე მე-14 მუხლთან მიმართებით, რომ 2017 წლის 13 მაისს კონტრდემონსტრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეწერებოდა მოპასუხე სახემლწიფოს რომელმაც, გარდა ამისა, ვერ შეძლო ინციდენტის ეფექტურად გამოძიება, კერძოდ კი, დავდამსხმელთა დისკრიმინაციული მოტივების დადგენა. შესაბამისი დებულებები იკითხება შედეგნაირად:
მუხლი 3
ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.
მუხლი 14
ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველ გვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
A. დასაშვებობა
48. მთავრობას არ გამოუთქვამს არანაირი პროტესტი შესაბამის მომჩივანთა საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მე-3 და მე-14 მუხლების შესაბამისად.
49. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელი კონვენციის 35-ე მუხლში გაწერილი საფუძვლების მიხედვით. ამიტომ ისინი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
B. გარემოებები
1. მხარეთა წარდგინებები
(a) მომჩივნები
50. შესაბამისი 27 ინდივიდუალური მომჩივანი (ზემოთ იხ. პარაგრაფი 47) ამტკიცებდა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია მათი უფლებები კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებით, რადგან, პირველ რიგში, პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა ბრბოსგან; მეორე, გამოიკვეთა აშკარა მინიშნებები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან IDAHO-ს ღონისძიებისადმი მტრულად განწყობილი კონტრდემონსტრანტების ნებაზე მიშვების; და მესამე, ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა. პირველ ასპექტთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს, რომ IDAHO-ს წინა წლის ღონისძიების (დამატებითი დეტალებისთვის იხ. იდენტობა და სხვები no. 73235/12, §§ 10-19, 12 მაისი 2015), ისევე როგორც გარკვეული სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი ეროვნული ორგანოებისთვის მარტივად განჭვრეტადი იყო, რომ 2013 წლის IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეებისთვის საჭირო იქნებოდა გაძლიერებული დაცვა კერძო პირთა თავდასხმებისგან. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ვერ გაითვალისწინა უკიდეურესი ჰომოფობია რომელიც გავრცელებულია სახელმწიფობში, წინმსწრებად არ ჩაატარა საკმარისი მოსამზადებელი სამუშაოები და არ გაატარა ადეკვატური ღონისძიებები აგრესიული ბრბოს მიერ კანონდარღვევის პრევენციისთვის.
51. რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან კონტრდემონსტრანტების ნებაზე მიშვებას, შესაბამისმა ცალკეულმა მომჩივნებმა ყურადღება გაამახვილეს საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ნათლად ასახავს მოლაპარაკებებს სასულიერო პირებსა, რომლებიც კონტრდემონსტრაციის თანაორგანიზატორები იყვნენ, და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის, რომელსაც ქრონოლოგიურად მიჰყვება სცენებები, სადაც ჩანს რომ, კონტრდემონსტრანტები პოლიციის კორდონში არა მხოლოდ წინააღმდეგობის გარეშე გადიან, არამედ პოლიციის დახმარებით. მომჩივნებმა ასევე მიუთითეს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე, რომელიც იმ ფაქტის ილუსტრაცია იყო, რომ პოლიციის ოფიცრები რომლებიც იქ განლაგებული იყვნენ IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძუვლისგან დასაცავად, სინამდვილეში, იზარებდნენ იგივე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს. პოლიციამ დაუშვა ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული ძალადობა.
52. დასასრულს, რაც შეეხება გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობას, შესაბამისმა ოცდაშვიდმა ცალკეულმა მომჩივანმა განაცხადა, რომ გამოძიება არ ყოფილა არც დაჩქარებული და არც დამოუკიდებელი და რომ შესაბამისმა ორგანოებმა არ გადადგეს ყველა გონივრული ნაბიჯი მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეროვნულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღიარა ერთ-ერთი სისხლის სამართლის გამოძიების არაადეკვატურობა, რომელიც ჩატარდა IDAHO-ს ღონისძიების დროს განხორციელებულ ძალადობაზე (ზემოთ იხ. პარაგრაფი 42). შესაბამისმა მომჩივნება ასევე აღნიშნეს, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, საგამოძიებო ორგანოების მიერ არასდროს განხილულა როგორც სიძულვილით მოტივირებული და დამამძიმებელი გარემოება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ შესაბამის მოთხოვნას (იდენტობა და სხვები, § 77, ციტირებულია ზემოთ).
(b) მთავრობა
53. მთავრობამ აღნიშნა, რომ პოლიციამ სრული ძალისხმევა გამოიყენა IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისგან, მათ შორის ოცდაშვითი ინდივიდუალური მომჩივნის (ზემოთ იხ. პარაგრაფი 47), დასაცავად. კერძოდ, მთავრობამ არასათანდოდ აღჭურვილი და არასაკმარისი საპოლიციო ძალის არსებობა იმ ფაქტით გაამართლა, რომ საწყის ეტაპზე კონტრდემონსტრანტების ასეთი მაღალი აქტივობა არ იყო მოსალოდნელი. მათ ასევე განაცხადეს, რომ პოლიციამ კონტრდემონსტრანტებისგან მომდინარე საფრთხის წინაშე შედარებით პასიურად დარჩენა და საზოგადოებრივი წესრიგის აღსაკვეთად სპეციალური ღონისძიებების გატარებისგან თავის შეკავება როგორიცაა წყლის ჭავლები, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი, იმ მიზეზით არჩია, რომ ეშინოდა ამას კიდევ უფრო მეტი ძალადობა არ გამოეწვია, რომელიც დიდი მსხვერპლით დასრულდებოდა. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა იქნებოდა IDAHO-ს მონაწილეთა დაშლა. მთავრობამ განაცხადა, რომ დაშლის გეგმა ზოგიერთ ორგანიზატორთან 2013 წლის 17 მაისამდე განიხილებოდა, და რომ ავტობუსებს რომლებსაც გაქცეული მონაწილეები გადაჰყავდათ, მუდმივად თან ახლდა პოლიცია. მათ ასევე განაცხადეს, რომ მიზეზი იმისა თუ რატომაც არც ერთ ინდივიდუალურ მომჩივას შეჯახებების დროს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, იყო პოლიციის მიერ გატარებული ეფექტური ღონისძიებები.
54. მთავრობამ დამატებით განაცხადა, რომ შესაბამის ცალკეულ მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ იმის მტკიცებულება, რომ სიძულვილით მოტივირებული ძალადობა და ჰომოფობიურ/ტრანსფობიური დისკრიმინაცა არსებობა პოლიციამ დაუშვა. მათ გააპროტესტეს მომჩივანთა მხრიდან იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა და სასულიერო პირებს შორის შეიძლება განმარტებულიყო როგორ ხელისუფლების მიერ კონტრდემონსტრანტების შემდგომ ძალადობრივ ქმედებებზე ნებართვის გაცემა. პირიქით, აღნიშნული შეხვედრების დროს სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობდნენ სიტუაციის დეესკალაციას. თავრობამ ასევე უარყო საქმის მასალებში არსებული სხვადასხვა ვიდეოჩანაწერი იმ მოტივით, რომ მათი უმრავლესობა გადაღებული იყო მას შემდეგ, რაც IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეები უკვე გაქცეული იყვნენ პუშკინის სკვერიდან ავტობუსებით და რომ ჩანაწერებში მხოლოდ პოლიციის ის ოფიცრები იყო ნაჩვენები, რომელიც ნებას რთავდა კონტრ-დემონსტრაციის ორგანიზატორებს დაეტოვებინათ აქციის ადგილი, მას შემდეგ რაც შეტაკება უკვე მომხდარიყო. ზოგადად მთავრობა სასამართლოს სთხოვა არ განეხილა ვიდეო ჩანაწერები ფაქტების დადგენის მთავარ მტკიცებულებად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა არასწორი ინტერპრეტაციის რისკი. რაც შეეხება მომჩივნის no. 23 მიმართ პოლიციის მიერ დამამცირებელ მოპყრობას, მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს ეს საკითხი არც ერთი ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოს წინაშე არ წამოუჭრია.
55. მთავრობა დავობდა, რომ IDAHO-ს ღონისძიების დროს კონტრდემონსტრანტების მიერ ჩადენილი ძალადობის გამოძიება ეფექტური იყო, რამდენადაც მას ოთხი ბრალდებულის იდენტიფიკაცია მოჰყვა. გამოძიების მსვლელობისას, ხელისუფლებამ ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებები, როგორიცაა ათობით მოწმის დაკითხვა და სხვადასხვა დანაშაულის გამომძიებელი ექსპერტიზის ჩატარება. გარდა ამისა, კიდევ ოთხ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა (ზემოთ იხ. პარაგრაფი 39). მთლიანობაში, მთავრობამ განაცხადა, რომ არ არსებობდა საფუძველი მე-3 მუხლის დარღვევის დადგენისა, როგორც ცალკე, ასევე მე-14 მუხლთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის ეროვნულ ორგანოებს ძალღონე არ დაუშურებიათ პოზიტიური ვალდებულების შესრულებისგან შესაბამის მომჩივანთა სიძულევილით მოტივირებული ძალადობისგან დაცვითა და არსებითი გამოძიების ეტაპზე ინციდენტის ყველა გარემოების ცხადყოფით.
2. სასამართლოს შეფასება
(a) შემოწმების ფარგლები
56.
თავდაპირველად, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი მომჩივნების საჩივრების არსი მდგომარეობს მოპასუხე სახელმწიფოსთვს პასუხისმგებლობის დაკისრებაში, როგორც მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ნაწილებით, ასევე კონვენციის მე-14 მუხლით, სიძულვილით მოტივირებული არასათანადო მოპყრობისთვის, რომელიც ზიანი მიყენება კერძო პირთა მიერ მოხდა. მე-3 მუხლის მატერიალურ ნაწილთან დაკავშირებით, წინამდებარე საქმეების განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით პუშკინის მოედანზე და ვაჩნაძის ქუჩის ინციდენტებთან დაკავშირებით (ზემოთ იხ. პარაგრაფები 15-27) სასამართლო მიიჩნევს რომ ეს ძირითადად სახელმწიფოს პოზიტიური მატერიალურ-სამართლებრივი ვალდებულებებია, რომელიც უნდა შემოწმდეს (იხ. As a recent authority, I.E. v. the Republic of Moldova, no. 45422/13, § 40, 26 მაისი 2020, with further references therein). თუმცა რამდენდაც საქმე ეხება რუსთაველის გამზირის ინციდენტს, რომელიც ეხებოდა მომჩივანს no. 23 (იხ. პარაგრაფები 28-30) ასევე უნდა მოხდეს სახელმწიფოს ნეგატიური მატერიალურ-სამართლებრივი ვალდებულებების განხილვაც.
57. რაც შეეხება შესაბამისი მომჩივნების მიერ მოყვანილ ორი დებულების ურთიერთქმედებას გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველაზე შესაფერისი გზა იქნება მომჩივანთა საჩივრების ერთდროული ორმაგი განხილვა მე-3 მუხლის შესაბამისად კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებაში (იხ. Aghdgomelashvili and Japaridze v. Georgia, no. 7224/11, §§ 35-36, 8 ოქტომბერი 2020, with further references cited therein).
58. და ბოლოს, მხარეთა სამართლებრივი არგუმენტების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ მე-3 მუხლის (როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ვალდებულებების) და მე-14 მუხლის საფუძველზე საჩივრების არსებითი განხილვისას, კანონის შემდეგი საკითხები განიხილება მითითებული წესით. პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის სიმძიმის ზღვარი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ზღვარი დაკმაყოფილებულია, სასამართლო შემდეგ, როგორც მეორე საფეხური, შეისწავლის სახელმწიფოს მიერ მის პროცედურულ ვალდებულებებს და, ბოლოს, გამოიძიებს სახელმწიფოს მიერ მისი მატერიალურ-სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებას.
(b) დასკვნები
(i) სიმძიმის ზღვარი
(a) ზოგადი პრინციპები
59. ზოგადად, არასათანადო მოპყრობა, რომელიც აღწევს სიმძიმის მინიმალურ დონეს ექცევა მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში, ჩვეულებრივ გულისხმობს ფაქტობრივ სხეულის დაზიანებას ან ძლიერ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. თუმცა, ამ ასპექტების არარსებობის შემთხვევაშიც კი, როდესაც მოპყრობა ამცირებს ან ღირსებას ულახავს ინდივიდს, როგორც სხვების, ისე მსხვერპლის თვალში, გამოხატავს პატივისცემის ნაკლებობას ან ლახავს მის ადამიანურ ღირსებას, ან იწვევს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რომელსაც შეუძლია შეაერყიოს ინდივიდის მორალური და ფიზიკური მდგრადობა, ის შეიძლება დახასიათდეს როგორც პატივის შემლახველი და ასევე მოექცეს მე-3 მუხლით დადგენილ აკრძალვაში. (see, in the context of violence by private individuals, Identoba and Others, cited above, § 65, and, more generally, Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, §§ 86 and 87, ECHR 2015). გარდა ამისა, დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც ასეთი, პრინციპში შეიძლება უტოლდებოდეს ღირსების შემლახველ მოპყრობას მე-3 მუხლის მნიშვნელობით, სადაც ის აღწევს სიმძიმის ისეთ დონეს, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ღირსების შელახვას. დისკრიმინაციული შენიშვნები და შეურაცხყოფა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ ფაქტორად მე-3 მუხლის გათვალისწინებით არასათანადო მოპყრობის მოცემული შემთხვევის განხილვისას. ეს განსაკუთრებით ეხება სიძულვილის ძალადობრივ დანაშაულს. ამასთან დაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მსხვერპლის მახასიათებლებზე დაფუძნებული ქმედებები შეიძლება კლასიფიცირდეს სიძულვილის დანაშაულებად. სასამართლოსთვის, მოძალადეებს შეიძლება ჰქონდეთ შერეული მოტივები, რომლებიც გავლენას ახდენენ სიტუაციური ფაქტორების თანაბრად ან უფრო ძლიერად, ვიდრე მათი წინასწარშექმნილი დამოკიდებულება ჯგუფის მიმართ, რომელსაც მსხვერპლი მიეკუთვნება. (იხ, as a recent authority, Sabalić v. Croatia, no. 50231/13, §§ 65 and 66, 14 January 2021, with further authorities cited therein).
(β) ამ პრინციპების გარემოებებისამებრ გამოყენება
60. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივანი კონტრდემონსტრანტებთან შეტაკების დროს გახდა საშინელი სიძულვილის ენისა და აგრესიული ქცევის სამიზნე, ფაქტები, რომლებიც მთავრობას სადაო არ გაუხდია. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები გარშემორტყმული იყვნენ ბრბოსგან რომელიც მათ რიცხოვნობით აღემატებოდა, სიკვდილით ემუქრებოდა და ფიზიკური თავდასხმის მოწოდებას ახდენდა, წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს, და რომ აშკარად შესამჩნევმა ჰომოფობიურ განწყობებს დამამძიმებელი ფაქტორის როლი ჰქონდა, სიტუაცია მხოლოდ შიშისა და შფოთვის გამომწვევი იყო (contrast R.B. v. Hungary, no. 64602/12, § 51, 12 April 2016). იმ ვითარებაში, როდესაც ბრბო თავს დაესხა ავტობუსებს, რომელთაც შესაბამისი მომჩივნები გადაყავდა, და შეძლო ერთ-ერთი მათგანისთვის თავში ჩარტყმა (ზემოთ იხ. პარაგრაფები 24, 26 და 27), აშკარაა, რომ შესაბამისმა მომჩივანმა ფიზიკური ძალადობა ძალიან სერიოზულად აღიქვა. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ მე-3 მუხლით აკრძალული ქმედების საფრთხე, იმ შემთხვევაში თუ ის საკმარისად რეალური და იმწუთიერია, შეიძლება არღვევდეს ამ დებულებას (იხ, მაგალითად, Abu Zubaydah v. Lithuania, no. 46454/11, § 631, 31 მაისი 2018). სასამართლო ასევე შენიშნავს, რომ ამ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მიზანი აშკარად იყო შესაბამისი მომჩივნების შეშინება, რათა მათ თავი შეეკავებინათ LGBT თემისადმი მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვისგან. მომჩივნების ემოციური სტრესი კიდევ უფრო გამწვავებული უნდა ყოფილიყო იმ ფაქტით, რომ პოლიციის დაცვა, რომელიც დაპირებულ იქნა IDAHO-ს ღონისძიების დაწყებამდე, არ იყო უზრუნველყოფილი დროულად ან ადეკვატურად (ზემოთ იხ. პარაგრაფი 13 და ქვემოთ პარაგრაფები 70-78 და შეადარეთ Aghdgomelashvili and Japaridze, ციტირებულია ზემოთ, § 47; Burlya and Others v. Ukraine, no. 3289/10, § 134, 6 November 2018; და Identoba and Others, ციტირებულია ზემოთ, § 68). ასეთ ვითარებაში და მთავრობის არგუმენტის საპასუხოდ სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხს, მიიღეს თუ არა მომჩივნებმა გარკვეული სიმძიმის ფიზიკური დაზიანებები, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
61. მთლიანობაში, სასამართლო ადგენს, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდნენ შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივანი კონტრდემონსტრანტებთან შეტაკების დროს, არ იყო თავსებადი მათი ადამიანური ღირსების პატივისცემასთან და მიაღწია სიმძიმის ზღვარს მე-3 მუხლის მნიშვნელობით კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებაში.
(ii) პროცედურული ვალდებულებები
(a) ზოგადი პრინციპები
62. კონვენციის მე-3 მუხლი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ეფექტური ოფიციალური გამოძიება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ უნდა ჩაატაროს მაშინაც კი, როდესაც ასეთი მოპყრობა განხორციელდა კერძო პირების მიერ (იხ.T.M. and C.M. v. the Republic of Moldova, no. 26608/11, § 38, 28 იანვარი 2014). იმისათვის, რომ გამოძიება ჩაითვალოს „ეფექტურად“, მას პრინციპში უნდა შეეძლოს საქმის ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და – საჭიროების შემთხვევაში – დასჯა. ეს არ არის ვალდებულ როგორც მისაღწევი შედეგის, არამედ ესაა გამოსაყენებელი საშუალებების. ხელისუფლებამ უნდა გადადგას განოვრიულობის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები, რათა მოახდინოს ინციდენტთან დაკავშირებით მტკიცებულებების უზრუნველყოფა, მათ შორის, თვითმხილველთა ჩვენება, სასამართლო ექსპერტიზა და ა.შ. გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ასუსტებს მის უნარს, დაადგინოს დაზიანებების მიზეზი ან პასუხისმგებელი პირების ვინაობა, წარმოშობს ამ სტანდარტის დარღვევის რისკს, ხოლო ოპერატიულობისა და გონივრული სისწრაფის მოთხოვნა იგულისხმება ამ კონტექსტში (იხ. Bouyid, ციტირებულია ზემოთ, §§ 116 და 119‑23, და Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09 და 2 სხვები, § 323, ECHR 2014 (extracts)). არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების გამოძიებისას ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება შეიძლება ზოგადად ჩაითვალოს არსებითად მნიშვნელოვნად საზოგადოების ნდობის შესანარჩუნების, კანონის უზენაესობის დაცვისა და უკანონო გარიგებების ან უკანონო ქმედებებისმიმართ ტოლერანტულად გამოჩენის პრევენციის კუთხვით (იხ. Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others v. Georgia, no. 71156/01, § 97, 3 მაისი 2007).
63. ძალადობრივი ინციდენტების გამოძიებისას, როგორიცაა არასათანადო მოპყრობა, სახელმწიფო ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი შესაძლო დისკრიმინაციული მოტივების გამოსავლენად. მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება გამოიძიოს ძალადობრივი ქმედების შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები არის ვალდებულება გამოიყენოს საუკეთესო ძალისხმევა და, შესაბამისად, არ არის აბსოლუტური. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც გონივრულია მოცემულ ვითარებაში, რათა შეაგროვოს და უზრუნველყოს მტკიცებულებები, გამოიკვლიოს ჭეშმარიტების აღმოჩენის ყველა პრაქტიკული საშუალება და მიიღოს სრულად დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები, საეჭვო ფაქტების გამოტოვების გარეშე, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს , მაგალითად, რასობრივი ან რელიგიური შეუწყნარებლობით, ან გენდერული დისკრიმინაციით მოტივირებულ ძალადობაზე. შესაბამისად, სადაც არსებობს ეჭვი, რომ დისკრიმინაციულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ძალადობრივი ქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური გამოძიება ენერგიულად და მიუკერძოებლად წარიმართოს, იმ საჭიროების გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მხრიდან განგრძობადად დასტურდებოდეს ასეთი ქმედებების დაგმობა და შენარჩუნდეს უმცირესობის ნდობ ხელისუფლების უნარში დაიცვან ისინი დისკრიმინაციული ძალადობისგან. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან თანხვედრა მოითხოვს, რომ შიდასამართლებრივ სისტემას შეეძლოს იმის დემონსტრირება, რომ შესწევს უნარი აღასრულოს სისხლის სამართლის კანონი ასეთი ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი პირების მიმართ (იხ. Sabalić, ზემოთ ციტირებული, § 95). სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი მიდგომისა და ტონალობის გარეშე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები აუცილებლად განიხილება თანაბარი პირობებში ჩვეულებრივ საქმეებთან და შედეგად მიღებული გულგრილობა ტოლფასია ოფიციალური თანხმობის ან თუნდაც შეთანხმების სიძულვილის დანაშაულებებში (იხ. Identoba and Others, cited above, § 77, with further references).
(β) ამ პრინციპების გარემოებებისამებრ გამოყენება
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმავე დანაყოფის მიერ, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად საპროტესტო აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ინდივიდუალურ მომჩივანთა სისხლის სამართლის საჩივრები შიდა დონეზე მოიცავდა საჩივრებს პოლიციის მხრიდან არასაკმარისი დაცვისა და ზოგიერთი სამართალდამცავი ოფიცრის თანხმობასაც კი კონტრდემონსტრანტთა მტრულ დამოკიდებულებაში (ზემოთ იხ. პარაგრაფები 13, 33, 36-37 and 40-41), სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დასაყენებლად (შეადარეთ Kukhalashvili and Others v. Georgia, nos. 8938/07 და 41891/07, § 132, 2 აპრილი 2020).
65. მაშინაც კი, თუ შესაბამისმა ეროვნულმა ორგანოებმა 2013 წლის 17 მაისის ინციდენტის შემდგომ დაუყონებლივ აღძრეს სისხლის სამართლის ორი დამოუკდიებელი და განცალკევებული საქმე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, არც ერთ ამ შემთხვევაში არ იქნა მიღწეული ხელშესახები შედეგი. ამრიგად, ერთმა სისხლის სამართლის საქმემ გამოიწვია ოთხი პირის გამართლება, რომლებსაც თავდაპირველად ბრალად ედებოდათ IDAHO-ს ღონისძიების მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და თავად შესაბამისმა ეროვნულმა სასამართლომ აღიარა, რომ საგამოძიებო ორგანომ აშკარად არასაკმარისი გამოძიება ჩაატარა (ზემოთ იხ. პარაგრაფი 42 და შეადარეთ Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia, no. 21571/05, § 108, 1 ივნისი 2017). რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ მომხდარა, გამოძიება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზე მიმდინარეობს. დამატებით, გარდა მომჩივნისა no. 23, არცერთ სხვა მომჩივანს არ მინიჭებია მსხვერპლის სტატუსი (ზემოთ იხ. პარაგრაფი 43, და შეადარეთ Begheluri and Others v. Georgia, no. 28490/02, §§ 134-36, 7 ოქტომბერი 2014). რაც შეეხება ამ უკანასკნელ მომჩივანს, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ეროვნული ხელისუფლება არასოდეს მიჰყოლია მის მიერ მოწოდებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - ბრბოდან ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის სახელი, დამამცირებელი შემთხვევის დეტალური აღწერა. სუპერმარკეტში პოლიციის თანამშრომლების მიერ მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა (წვერის გაპარსვის ეპიზოდი), ასევე ამ მოპყრობაში მონაწილე პოლიციელების ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია (ზემოთ იხ. პარაგრაფი 37). ასეთი აკრძალული შეფერხება თავისთავად შეუთავსებელია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებასთან - ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების ამოცანა სირთულეს არ წარმოადგენდა. სასამართლო თვლის, რომ გამოძიების მიერ შესაძლო თავდამსხმელეთა რაოდენობის შემცირება ადვილად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, რადგან ჯერ ერთი, ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო “მომლოცველთა შეკრების“ ორგანიზატორების ვინაობა და მეორეც, შეტაკებების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც შეიცავდა ყველაზე აგრესიულ თავდამსხმელთა სურათებს (შეადართ Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others, ციტირებულაი ზემოთ, § 118; ასევე იხ. Begheluri and Others, ციტირებულია ზემოთ, §§ 137-38). ხელისუფლების მცდელობის ერთადერთი ხელშესახები შედეგი იყო ოთხი კონტრდემონსტრანტის მიმართ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენეაბ, რომლებიც დაისაჯნენ საზოგადოებრივი წესრიგის უმნიშვნელო დარღვევისთვის და დაჯარიმდნენ თითოეული 45 ევროთი (იხ.ზემოთ პარაგრაფი 39). თუმცა, განმცხადებლების მიმართ დაუსაბუთებელი ძალადობისა და აგრესიის დონის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს საკმარისად ასეთ მსუბუქ ადმინისტრაციულ სანქციას, იმისთვის რომ სახელმწიფო კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ვალდებულებისგან გათავაისუფლდეს (შეადარეთ Identoba and Others, ციტირებულია ზემოთ, § 75).
66. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სასამართლო თვლის, რომ გამოძიების გაჭიანურებამ გამოავლინა ეროვნული ხელისუფლების ხანგრძლივი უუნარობა - რაც ასევე შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც სურვილის უქონლობა - გამოიკვლიონ შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივნის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის უკან მდგარი ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური მოტივები. ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოება (იხ. Identoba and Others, ციტირებულია ზემოთ, §§ 29 and 77). არსებობდა არსებითი გამოძიების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა დისკრიმინაცია მამოტივირებელი ფაქტორი ყოფილიყო, იმ დროისთვის ქვეყანაში LGBT თემის მიმართ კარგად დოკუმენტირებული მტრობის გათვალისწინებით (იხ. Aghdgomelashvili and Japaridze, ციტირებულია ზემოთ, § 47).
67. ამრიგად, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა სათანადო გამოძიება სიძულვილით მოტივირებული არასათანადო მოპყრობის შესახებ შესაბამისი ოცდაშვიდი ინდივიდუალური მომჩივნის მიმართ. შესაბამისად, დაირღვა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი, კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
(iii) მატერიალური ვალდებულებები
(α) ზოგადი პრინციპები
68. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის მსგავსად, მე-3 მუხლმა შეიძლება, გარკვეულ პირობებში, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოპერატიული ზომების მიღება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ან პოტენციურ მსხვერპლთა დასაცავად. ეს პოზიტიური ვალდებულება უნდა იქნას ინტერპრეტირებული ისე, რომ ხელისუფლებას არ დაეკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი, ადამიანის ქცევის არაპროგნოზირებადობისა და ოპერატიული არჩევანის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების გათვალისწინებით. შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის ყველა რისკი შეიძლება მოიცავდეს ხელისუფლებისთვის კონვენციის მოთხოვნას, მიიღოს ზომები ამ რისკის რეალიზაციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, საჭირო ღონისძიებები, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტურ დაცვას, განსაკუთრებით ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი პირების მიმართ და უნდა მოიცავდეს გონივრულ ნაბიჯებს იმ არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა. ამიტომ, პოზიტიური ვალდებულების წარმოშობისთვის, უნდა დადგინდეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ დროს, როდესაც იდენტიფიცირებული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის რეალური და უშუალო რისკი არსებობს მესამე მხარის დანაშაულებრივი ქმედებებიდან და რომ მათ ვერ შეძლეს ზომების მიღება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რითაც, გონივრული შეფასებით, შესაძლოა ამ რისკის თავიდან აცილება ყოფილიყო მოსალოდნელი (იხ. X and Others v. Bulgaria [GC], no. 22457/16, §§ 181-83, 2 თებერვალი 2021).
69. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ხელისუფლების უმოქმედობამ ან თვალის დახუჭვამ კერძო პირების ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც არღვევს სხვა პირების კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს მისი იურისდიქციის ფარგლებში, ასევე შეიძლება წარმოშვას ამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის შესაბამისად. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო იყენებს მტკიცების სტანდარტს „გონივრული ეჭვის მიღმა“. მის ფარგლებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში, სასამართლო არ აწესებს პროცედურულ ბარიერებს მტკიცებულებების დასაშვებობაზე ან წინასწარ განსაზღვრულ ფორმულებზე მისი შეფასებისთვის. იგი იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, მხარდაჭერილია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეების არგუმენტებიდან. მისი დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნების ან ფაქტების მსგავსი უტყუარი ვარაუდების თანაარსებობიდან. უფრო მეტიც, დამაჯერებლობის დონე, რომელიც აუცილებელია კონკრეტული დასკვნის მისაღებად და, ამასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთის განაწილება არსებითად არის დაკავშირებული ფაქტების სპეციფიკასთან, წარმოდგენილ ბრალდების ბუნებასთან და განსახილველ კონვენციურ უფლებასთან. როდესაც განსახილველი მოვლენები მთლიანად ან დიდწილად ექვემდებარება ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მთავრობას, რათა უზრუნველყოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ეჭვს ფანტავს მსხვერპლის მიერ მოყოლილ ამბავთან დაკავშირებით. ასეთი ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომელიც შეიძლება არასახარბიელო იყოს მთავრობისთვის (იხ. Bouyid, ციტირებულია ზემოთ, § 83, and Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 147, ECHR 2005‑VII).
(B) ამ პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის გარემოებებთან მიმართბით
70. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია პუშკინის მოედნისა და ვაჩნაძის ქუჩის ინციდენთებთან და მხარეთა არგუმენტებთან, სასამართლო მიიჩნევს რომ, როდესაც ხდება იმის შემოწმება, შეასრულა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ მისი არსებითი ვალდებულებები, სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე შემედგის მხედველობაში მიღებით: (ა) ოპერატიული პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულება, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლის თანდაყოლილი ორი პრევენციული პოზიტიური ვალდებულებიდან ერთ-ერთად განიხილება (see, as a recent authority, X and Others v. Bulgaria, cited above §§ 176-78, with further references), და (ბ) კერძო პირების ქმედებებში არსებული ოფიციალური თანხმობის(ნებართვის) არსებობის ხარისხი.
71. იმ საკითხთან დაკავშირებით, იცოდნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლება ან უნდა სცოდნოდათ თუ არა იმ რისკების შესახებ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (IDAHO) მიძღვნილ ღონისძიებას ახლდა თან (იხ. 68-ე პარაგრაფში ციტირებული ზოგადი პრინციპები), სასამართლო განმართავს, პირველ რიგში, კონტრაქციის ორგანიზატორებმა ღიად და გასაგებად დააფიქსირეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე, რომ კონტრ-დემონსტრაციის მიზანს არამხოლოდ “ლეგბიტების“ (LGBT- საზოგადოება, თემი) საზოგადოების ქმედებების მიმართ მათი პროტესტის საჯაროდ გამოხატვა წარმაოდგენდა, არამედ სურდათ ხელი შეეშალათ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებაში (იხ. მე-12 პარაგრაფი). შესაბამისად, ვერ ვიტყვით რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ იცოდნენ კონტრ-დემოსნტრატორთა ნამდვილი მიზნის შესახებ, რომლებმაც საკუთარი ღონისძიება იმავე დღესა და ქალაქის იმავე ნაწილში გამართეს. მეორე, ხელისუფლების არგუმენტი, რომ კონტრ-დემონსტრატორთა მაღალი აქტივობა მოულოდნელი იყო, სასამართლოს არ მიაჩნია დამაჯერებლად, გამომდინარე 2013 წლის 13 და 15 აპრილის მოსამზადებელი შეხვედრებიდან, რომლებიც 1-ლ და მე-17 მომჩივანსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაიმართა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე იცოდნენ, რომ მოსალოდნელი იყო 10,000-ზე მეტი კონტრ-დემონსტრატორის მობილიზება. უფრო მეტიც, სხვადასხვა მედია საშუალებები საჯაროდ გადასცემდნენ ინფორმაციას, რომ მოსალოდნელი იყო კონტრ-დემონსტრაციას „ათასობით ადამიანი“ შეერთებოდა.
მეტიც, სოციალურ მედიაში ცირკულირებდა მრავალი სერიოზული მუქარა, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილი ღონისძიების მონაწილეთა სიცოცხლის მიმართ (იხ. მე-12 პარაგრაფი), თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მიანიჭეს მათ საკმარისი მნიშვნელობა. ნამდვილად, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ნებისმიერი შესაძლო ზომა მაგალითად, ღონისძიებამდე წინასწარ განცხადებით საჯარო მიმართვის გზით, რათა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის გაეწიათ ადვოკატირება, ყოველგვარი გაურკვევლობის გარეშე, ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციით და გაეფრთხილებინათ პოტენციური კანონდამრღვევები შესაძლო სანქციათა ბუნებასთან დაკავშირებით (compare Identoba and Others, cited above, § 99, and Ouranio Toxo and Others v. Greece, no. 74989/01, § 42, ECHR 2005 X (extracts)).
72. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წინა წლის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების არასწორი მართვიდან გამომდინარე (იხ. იდენტობა და სხვები, ციტირებული ზემოთ), სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლებს უფრო ადვილად შეეძლოთ ყველა რელევანტური რისკის დანახვა, რომელიც დაკავშირებულია „ლეგბიტების“ თემის სოციალურად სენსიტიურ ქმედებებთან დაკავშირებით, მასიური შეკრებებზე საპოლიციო ზედამხედველობის გაწევასთან. ამასთან, არ შეიძლება სასამართლომ ყურადღების მიხმა დატოვოს ის ფაქტი, რომ კონტრ-დემონსტრატორებმა რუსთაველის გამზირზე 2013 წლის 16 მაისის საღამოს დაიწყეს და 17 მაისის დილისთვის 20,000-სს გადააჭარბეს რაოდენობით. შესაბამისად, სასამართლი მიიჩნევს, რომ თუნდაც ხელისუფლებას არ ჰქონოდა კონტრ-დემონსტრატორთა ასეთი მაღალი რაოდენობის მოლოდინი, მათ ჰქონდათ საკმარისი დრო საჭიროებისამებრ შეეცვალათ უსაფრთხოების ზომები, მაგალითად სპეცრაზმის დანაყოფების საკმაროსი რაოდენობით მობილიზება (see Identoba and Others, cited above, § 99, and contrast Plattform “Ärzte für das Leben” v. Austria, 21 June 1988, §§ 37 and 38, Series A no. 139).
73. შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან ასოცირებული ყველა რისკი, წინასწარ სრულად იყო ცნობილი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის (see, in this connection, Primov and Others v. Russia, no. 17391/06, § 150, 12 June 2014), და შესაბამისად მათ ჰქონდათ სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერებული დაცვის ვალდებულება (see Aghdgomelashvili and Japaridze, cited above, § 47). მიუხედავად ამ მომთოვნი ვალდებულებისა და რისკების სრული ცოდნისა, ხელისუფლების პასუხი მდგომარეობის სიმძიმესთან დაკავშირებით იყო მხოლოდ შეუიარაღებელი და დაუცველი(აღჭურვილობით) საპატრულო პოლიციის ოფიცრების განლაგება, რომლებსაც თხელი ადამიანების კორდონის საშუალებით უნდა შეეკავებინათ ათიათასობით აგრესიული ადამიანი. თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც, როგორც მოცემულ საქმეში, ფართომასშტაბიანი არეულობა და ძალადობა წინასწარგანჭვრეტადია, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წარმომადგენლებმა შეაფასონ ძალადობრივი შეტაკებების საფრთხის გასანეიტრალებლად საჭირო რესურსი, სხვა საშუალებებთან ერთად, სამართალდამცავების შესაბამისი აღჭურვილობით შემოსვა და ისე განლაგება, რათა მათ შეძლონ თავიანთი საპოლიციო ფუნქციების შესრულება (see, mutatis mutandis, Fáber v. Hungary, no. 40721/08, § 40, 24 July 2012, with further references; Güleç v. Turkey, no. 21593/93, § 71, 27 July 1998; and Şimşek and Others v. Turkey, nos. 35072/97 and 37194/97, § 108, 26 July 2005).
74. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მიუთითებს შეკრების (კონტრ-დემონსტრატორთა) დარბევის გეგმის წინასწარ არსებობაზე, როგორც მათ მიერ ღონისძიების(IDAHO - ღონისძიების) მონაწილეთა უასფრთხოების დასაცავად გაწეული საუკეთესო მცდელობების ხელშესახებ მტკიცებულებაზე (იხ. 53-ე პარაგრაფი). თუმცა, სულ რომ თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ დარბევის გეგმამ გამოიწვია ძალიან ქაოტური და მოუწესრიგებელი ქმედებები მისი პრაქტიკაში განხორციელებისას, სასამართლო მიიჩნევს რომ „ლეგბიტების“ დემონსტრატორთა დარბევა ისე, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა გაემართათ საჯარო აქცია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება, როგორც სახელმწიფოს მხრიდან მისი არსებითი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, რომლის საფუძველზეც მან უნდა უზრუნველჰყოს ადეკვატური დაცვა სიძულვილით მოტივირებული თავდასხმების მიმართ (შეადარეთ, mutatis mutandis, იდენტობა და სხვები, ციტირებული ზემოთ, § 73).
75. რაც შეეხება ზოგიერთი პოლიციის ოფიცრის თანხმობის საკითხს კონტრ-დემონსტრანტების ქმედებების მიმართ, სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული სურათები (იხ. პარაგრაფები 18-24) ასახავს კონტრ-დემონსტრატორთა მიერ პოლიციის კორდონში გასვლას მაშინ, როდესაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილენი ჯერ კიდევ პუშკინის მოედანზე იმყოფებოდნენ. არსებობს ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტო-მასალა, რომელიც ასახავს პოლიციის ოფიცრების მიერ არამხოლოდ კონტრ-დემონსტრანტებისთვის კორდონის გარღვევაში ხელის არშეშლას, არამედ ამის გაკეთებაში მათ წახალისებასაც კი. უფრო მეტიც, სასამართლო განსაკუთრებით თვალშისაცემად მიიჩნევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის პასიურობას მაშინ, როდესაც საფრთხეში იყო საზოგადოებრივი წესრიგი და კონსტიტუციური წეს-წყობილება, რომელიც კონტრ-დემონსტრაციული აქციის ორგანიზატორებმა დაუფარავად შესთავაზეს. შესაბამისად, ხელმისაწვდომ ვიდეო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ასევე 27-ვე მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პოლიციამ ზოგიერთ ადგილას გახსნა კორდონი კონტრ-დემონსტრატორებისთვის და სხვა შემთხვევებში იყო პასიური, როდესაც კონტრ-დემოსნტრატორებმა კორდონის გარღვევა დაიწყეს.
76. უფრო მეტიც, სასამართლო, მის მიერ ზემოთ დადგენილი ფაქტებზე მითითებით, რომელიც შეეხება ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის საკითხს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კერძო პირების ქმედებათა გამომწვევი ცრურწმენაზე დაფუძნებული მოტივების გამოძიება, სასამართლო მიუთითებს, რომ ეს პროცედურული წარუმატებლობა ხელს უწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულს და ფაქტობრივად სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქმედებების მიმართ თანხმობას „ჰქმნის“ (see, as a recent authority, Beizaras and Levickas v. Lithuania, no. 41288/15, § 155, 14 January 2020, and also the references cited in fine of paragraph 63 above). მართლაც, სასამართლოს არ შეუძლია გამორიცხოს 2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა მიმართ ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბი, რომელსაც ნაწილობრივ მაინც ხელი შეუწყო ხელისუფლების წარუმატებლობამ „ლეგბიტებზე“ შედარებით ნაკლებად ძალადობრივი თავდასხმების ჩამდენთა მიმართ დროული ობიექტური გამოძიების ჩატარებაში და დამნაშავეთა დასჯაში, წინა წლის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა მიმართ, რომელიც 2012 წლის 17 მაისს ჩატარდა (see Identoba and Others, cited above, §§ 75-78). 2013 წლის 17 მაისს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მიმართ ხელისუფლების პასიურობა, ითვლება როგორც მათ მიერ „ლეგბიტების“ მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ხელშეწყობა და შემდგომი გავრცელება, რომელიც კარგად არის დოკუმენტირებული (იხ. 44-ე პარაგრაფი).
77. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტს, რომელიც 23-ე მომჩივანს უკავშირდება (იხ. 28-29 პარაგრაფები), სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სადავო გახადა მომჩივნის ვერსია მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც წვერის გაპარსვის ეპიზოდს შეეხება (შესაჯამებლად იხ. 54-ე პარაგრაფი). თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 23-ე მომჩივანი მუდმივად მათლად და თანმიმდევრულად აღწერდა მოვლენათა საკუთარ ვერსიას. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, ასევე სტრასბურიგს სასამართლოს წინაშე, სასამარტლო საქმეში არსებული მასალიდან და მხარეთა ქმედებებიდან გამომდინარე დასკვნების საფუძველზე, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა წარუმატებლობა ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით (იხ. 37-ე და 65-ე პარაგრაფები), ადგენს, რომ აღნიშნული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები საკმარისად დამაჯერებელია და არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა (see, for instance, Aghdgomelashvili and Japaridze, cited above, § 45). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პოლიციის ოფიცრებმა დაამცირეს ნ. 23-ე მოსარჩელე, წვერის გაპარსვის მომენტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით, რომელიც ასევე გადაღებულია მობილური ტელეფონის საშუალებით და ღიად ასახავს ცრურწმენის გამოხატვას მომჩივნის მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ასოცირებულია „ლეგბიტების“ საზოგადოებასთან. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლი მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების ქცევა წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს არსებით ნეგატიურ ვალდებულებებთან.
78. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოპასუხე ხელისუფლების მიერ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა ძალადობრივი კონტრ-დემონსტრაციისგან დასაცავად ოპერატიული პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობის გათვალისწინებით, ასევე კერძო პირების ცრურწმენით მოტივირებული ქმედებების მიმართ თანხმობა-შეგუება და მათში აქტიური მონაწილეობაც კი, ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამარტლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას მე-14 მუხლთან ერთად.
III კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა
79. ორივე მოსარჩელეთა გაერთიანება (1-ლი და მე-17) და ყველა ინდივიდუალური მომჩივანი მიუტითებდა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევაზე, ცალ-ცალკე და მე-14 მუხლთან ერთად, ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ ვერ შეძლეს მშვიდობიანი საჯარო შეკრების გამართვა, მათზე სიძულვილით მოტივირებული თავდასხმებისა და პოლიციის უმოქმედობის გამო.
80. ხელისუფლებამ გაიმეორე საკუთარი არგუმენტი, რომ პოლიციამ მიიღო მის ხელთ არსებული საუკეთესო ზომები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთა კონტრ-დემონსტრანტთა აგრესიისგან და მათი მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად. მომჩივნები არ დაეთანხმნენ, ისინი კვლავ მიუთითებდნენ პოლიციის ქმედებათა მათი აგრესიისგან დასაცავად არასაკმაროსობაზე, რომელიც გამოწვეული იყო ჰომოფობიითა და ტრანსფობიით, და ამის შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაიშალა.
81. სასამართლო თვიდანვე აღნიშნავს, რომ ამ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, კონვენციის მე-11 მუხლი წარმოადგენს lex specialis (სპეციალურ ნორმას), და არ არის საჭირო საჩივრის ცალკე, მე-10 მუხლის ქვეშ განხილვა. თუმცა, პირველის დებულებები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქნეს განხილული მეორის საფუძველზე განვითარებული პრინციპების გათვალისწინებით (იხ. იდენტობა და სხვები, ციტირებულია ზემოთ, 91-ე პარაგრაფი). უფრო მეტიც, მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევას ჰქონდა დისკრიმინაციული ელფერი, სასამართლომ უნდა განიხილოს საჩივარი მე-11 მუხლის ქვეშ, მე-14 მუხლთან ერთად (იქვე, 92-ე პარაგრაფი).
82. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა საჩივრები სახელმწიფოს მიერ მათი 2013 წლის 17 მაისს შერების უფლების დაუცველობასთან დაკავშირებით და მათი სიძულვილით მოტივირებული ძალადობისგან დაუცველობის გამო, ემყარება იგივე ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სასამართლომ უკვე გამოიკვლია კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში მე-14 მუხლთან ერთად. შესაბამისად, მე-11 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებული საჩივრები არ არიან აშკარად დაუსაბუთებელნი და არც კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლები, შესაბამისად, ისინი დასაშვებად იქნენ ცნობილნი.
83. იმ ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება მე-11 და მე-14 მუხლების განსახილველი საქმის მსგავს გარემოებებში გამოყენებას (for a comprehensive summary of the relevant principles, see Identoba and Others, cited above, §§ 93-96) და ასევე საფუძვლიან ფაქტობრივ და სამართლებრივ დასკვნებს მე-3 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც თანაბრად აქტუალურია შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საჩივრისთვის, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მისი პოზიტიური ვალდებულებების შესრულება და 2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიასთნ ბრძოლის დღისადმი ღონისძიების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა (see Plattform “Ärzte für das Leben”, cited above, §§ 32 and 34). მართალია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თვისუფალნი იყვნენ იმ საშუალებათა შერჩევაში, რომელიც ამ ღონისძიების არეულობის გარეშე ჩატარებას უზრუნველყოფდამ სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაგეგმვის პროცესში არ მოხდა იმ საჭირო რესურსების შეფასება, რომლებიც საჭირო იყო „ლეგბიტი“ დემონსტრანტების მიმართ არსებული სერიოზული საფრთხეების გასანეიტრალებლად. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ სრული წარმოდგენა რეალობასა და რისკების სიდიდეზე, პოლიციამ შეიმუშავა მხოლოდ დარბევის გეგმა იმის ნაცვლად, რომ გაეთვალისწინებინათ ეფექტიანი საშუალებები, რომლებიც მოსარჩელეებს მათი მშვიდობიანი ღონისძიების გამართვის საშუალებას მისცემდა (compare, mutatis mutandis, Barankevich v. Russia, no. 10519/03, § 33, 26 July 2007). ასეთი მიდგომა იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ხელისუფლების მიზანი არასდროს ყოფილა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას.
84. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან მისი კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების დარღვევას მე-14 მუხლთან ერთად (იხ. იდენტობა და სხვები, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 98-100).
IV. კონვენციის მე-14 მუხლის გამოყენება
85. კონვენციის 41-ე მუხლი:
A. ზიანი
86. პირველ მომჩივანს არ წარუდგენია მოთხოვნა ამ თავის საფუძველზე. დანარჩენმა მომჩივნებმა, თითოეულმა განაცხადა, რომ განიცადეს სხვადასხვა ხარისხის ემოციური ზიანი და შფოთვა-წუილი, მათი კონვენციით გარანტირებული სხვადასხვა უფლების 2013 წლის 17 მაისს დარღვევის გამო, ჰქონდათ შემდეგი მოთხოვნები:
- მე-12 მომჩივანი ითხოვდა 10,000 ევროს;
- 2-11 მომჩივნები და 13-16, თითოეული ითხოვდა 7,000 ევროს;
- 23-ე და 36-ე თითოეული 6,000 ევროს;
- 19,21-22,25, 29, 31-33, 35 და 37 ითხოვდნენ თითოეული 5,000 ევროს;
-მე-17 ითხოვდა 3,500 ევროს და
- ყველა დანარჩენი ინდივიდუალური მოსარჩელე (18, 20,24,26-28, 30 და 34) ითხოვდნენ 2,500 ევროს.
87. ხელისუფლებამ მიუთითა, რომ მოთხოვნები იყო აშკარად დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.
88. სასამაღთლოს ეჭვი არ ეპარება, რომ მომჩივნებმა განიცადეს სტრესი და ფრუსტრაცია მათი კონვენციის მე-3, მე-11 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შედეგად და ნ. მე-17 მომჩივნის ლეგიტიმური ინტერესებიც შეილახა მისი მე-11 და მე-14 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევით. დადგენილი არამატერიალური ზიანი ვერ იქნება ადეკვატურად კომპენსირებული, მხოლოდ ამ ზიანის დადგომის დადგენით. საქმის გარემოებებით გათვალისწინებით, non ultra petita (მხოლოდ მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილება) პრინციპის გათვალისწინებით, ასევე სხვადასხვა სამართლიანი მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს შესაბამისი მოსარჩელეების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, და არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით მათ სრულად მიაკუთვნებს მოთხოვნილ ოდენობას.
B ხარჯები
89. მომჩივნებმა 1-16 (ნ. 73204/13 სარჩელით მომჩივანი 16 პირი, რომელიც ითხოვდა 1.725 ფუნტს, (დაახლოებით 2000 ევრო) სტრასბურგის სასამართლოში მათ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის მატი ორი ბრიტანელი ადვოკატისთვის (იხ. მე-4 პარაგრაფი). არსებული რაოდენობა განისაზღვრა იმ საათბის მიხედვით, რომელიც ადვოკატებმა საქმეზე დახარჯეს (11 საათი და 30 წუთი) და ადვოკატთა საათობრივი ანაზღაურება (150 პუნტი). არ იყო წარდგენილი არც ერთი რელევანტური დოკუმენტი ამ მოთხოვნათა გასამყარებლად. თითოეული მომჩივანი (16 დან) ასევე იტოვდნენ 75 ევროს საფოსტო ხარჯებისთვის, თარგმნისა და სხვა სახის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, რომელიც ხსენებული ორი ბრიტანელი ადვოკატის მომსახურებასთანაა კავშირში.
90. დანარჩენ მომჩივნებს არ ჰქონიათ დამატებითი მოთხოვნები ხარჯებთან დაკავშირებით.
91. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხსენებული 16 მოსარჩელის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.
92. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ხარჯები მაშინ არის გაწეული, როდესაც მომჩივანმა აანაზღაურა ან ვალდებულია აანაზღაუროს ასეთი ხარჯები (იხ. მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საქმე ნ. 72508/13, პარაგრაფი 371, 2017 წლის 28 ნოემბერი). აღნიშნულ საქმეში, მომჩივანმა არ წარადგინა რაიმე დოკუმენტი, რომელიც მის მიერ წარმომადგენლობისთვის ანაზღაურებას ან გადახდის სამართლებრივ ვალდებულებას დაადასტურებდა. ასეთი დოკუმენტების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, დაადგინოს რომ მოსარჩელემ ნამდვილად გასწია შესაბამისი ხარჯები (იქვე, პარაგრაფი 372, აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 61; და ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საქმე ნ. 50375/07, პარაგრაფები 105-08).
93. დაადგინა, რომ მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
C. ნაგულისხმევი პროცენტი
94.
ამ მიზეზთა გამო, სასამართლო, ერთხმად,
1.ადგენს, რომ გააერთიანოს საჩივრები;
2. სარჩელებს ცნობს დასაშვებად;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული მხარეების დარღვევას, ორივე ერთად კონვენციის მე-14 მუხლთან ერთად;
4. ადგენს, რომ არ არის სარჩელის მე-10 მუხლით განხილვის საფუძველი;
5. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა მე-11 და მე-14 მუხლების დარღვევას;
6. ადგენს,
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ საბოლოო განაჩენის დადგომიდან 4 თვის ვადაში გადაუხადოს მოსარჩელეებს:
- 10,000 ევრო მე-12 მომჩივანს;
-7,000 ევრო 2-11 და 13-16-ს.
-6,000 ევრო 23-ე და 36-ეს, თითოეულს;
- 5,000- ნ. 19, 21-22, 25,29, 31-33, 35-ე და 37 მომჩივნებს.
- 3.500 მე-16 მომჩივანს
- 2,500 - ნ. 18, 20, 24, 26-28, 30 და 34-ე მომჩივნებს; (ყოველ შემთხვევაში მოცემული თანხა თითოეულს, სრულად)
ნებისმიერი გადასახადი, როემლიც ზემოხსენებულს შეიძლება დაემატოს.
(ბ)
7. არ აკმაყოფილებს მომჩივანთა დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.