© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი N.160
თებერვალი 2013
______________________________________________________________________________X და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ [GC] - 19010/07
გადაწყვეტილება 19.2.2013 [GC]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
მეორე მშობლად შვილების შეუძლებლობა ერთიდაიგივე სქესის წყვილების მიერ: დარღვევა
ფაქტები - პირველი და მესამე მომჩვნები არიან ქალბატონები, რომლებიც სტაბილურად თანაცხოვრობენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში. მეორე მომჩივანი არის მესამე მომჩივნის არასრულწლოვანი ვაჟი. იგი დაიბადა ქორწინების გარეშე. მამამისმა აღიარა მამობა, თუმცა მესამე მომჩივანი არის მისი ერთადერთი მეურვე. პირველ მომჩივანს სურდა მეორე მომჩივნის შვილება რათა მათ შორის დამყარებულიყო სამართლებრივი ურთიერთობა დედასთან ურთიერთობის გაწყვეტის გარეშე. ამ მიზნით დაიდო შვილების შეთანხმება. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა უარი განაცხადეს დაემოწმებინათ მოცემული შეთანხმება და დაადგინეს, რომ ერთი პირის მიერ ბავშვის შვილება ეროვნული სამართლით იწვევდა ოჯახურ-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას იმავე სქესის ბიოლოგიურ მშობელთან. შესაბამისად, ბიჭის შვილება პირველი მომჩივნის მიერ გამოიწვევდა ურთიერთობის შეწყვეტას მის დედასთან, ანუ მესამე მომჩივანთან, და არა მამასთან.
სამართალი - მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
(ა) გამოყენებადობა - ურთიერთობა სამ მომჩივანს შორის უტოლდებოდა "ოჯახურ ცხოვრებას" კონვენციის მე-8 მუხლით. შესაბამისად კონვენციის მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში გამოიყენებოდა.
(ბ) იმ დაოჯახებულ წყვილთან შედარება, რომელშიც ერთ მეუღლეს სურს მეორე მეუღლის ბავშვის შვილება - სასამართლო ვერ ხედადა მიზეზს გადაეხვია მისი დასკვნებიდან Gas and Dubois v. France საქმეში და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი და მესამე მომჩვნები არ იყვნენ დაოჯახებული წყვილის მსგავს ვითარებაში.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად)
(გ) იმ სხვადასხვა სქესის მქონე დაუოჯახებელ წყვილთან შედარება, რომელშიც ერთ პარტნიორს სურს მეორე პარტნიორის ბავშვის შვილება - სასამართლო დაეთანხმა, რომ მომჩივნები იყვნენ იმ დაუოჯახებელ სხვადასხვა სქესის მქონე წყვილთან შედარებით მსგავს მდგომარეობაში, რომელშიც ერთ პარტნიორს სურდა მეორის შვილის შვილება. მთავრობას არ უდავია რომ არსებობს სპეციალური იურიდიული სტატუსი, რომელიც განასხვავებდა დაუოჯახებელ ჰეტეროსექსუალ წყვილს ერთიდაიგივე სქესის წყვილისაგან და დასთანხმდა რომ ერთიდაიგივე სქესის წყვილები, პრინციპში შესაძლოა ისევე შესაფერისი (ან შეუსაბამო) ყოფილიყვნენ შვილებისათვის, მათ შორის მეორე მშობლად შვილებისას, როგორც სხვადასხვა სქესის მქონე წყვილი. თუმცა, განსხვავებით ამ უკანასკნელისაგან, მეორე მშობლად შვილება ერთიდაიგივე სქესის წყვილების მიერ სამართლებრივად შეუძლებელი იყო. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავდნენ, რომ პირი, რომელიც განახორციელებს შვილად აყვანას ანაცვლებს მისივე სქესის ბიოლოგიურ მშობელს. იმის გამო რომ პირველი მომჩივანი ქალი გახლდათ, მისი პარტნიორის შვილის შვილება გაწყვეტდა ბავშვის სამართლებრივ ურთიერთობას დედასთან. შესაბამისად, შვილება ვერ ემსახურებოდა მიზანს შეექმნა მშობლის-შვილის ურთიერთობა პირველ მომჩივანსა და ბავშვს შორის ამ უკანასკნელის დედასთან არსებულ ურთიერთობასთან ერთად.
სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ მომჩივნების შვილების შესახებ განაცხადის დაუკმაყოფილებლობას კავშირი არ ჰქონდა მათ სექსუალურ ორიენტაციასთან და რომ, შესაბამისად, მომჩივნები სასამართლოსაგან ითხოვდნენ კანონის აბსტრაქტულ განხილვას. ეროვნულმა სასამართლოება ნათლად აღნიშნეს, რომ შვილება რომელიც გამოიწვევდა მომჩივნებისათვის სასურველ შედეგს შეუძლებელი იყო სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ისინი არ ჩაძიებიან საქმის გარემოებებს. კერძოდ არ განუხილავთ საკითხი მასზედ თუ რამდენად არსებობდა გარემოებები რომელიც წარმოადგენდა მამის მიერ შვილებაზე უარის უგულვებელყოფის საფუძველს. პირუკუ, რაიონულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ "მშობლების" ცნება ავსტრიის საოჯახო სამართლით გულისხმობდა საწინააღმდეგო სქესის მქონე ორი პირის არსებობას და მიუთითა ბავშვის ინტერესზე შეენარჩუნებინა კონტაქტი ორივე მშობელთან.
იმის გათვალისწინებით, რომ შვილების სამართლებრივი შეუძლებლობა იყო მუდმივად განხილვების ცენტრში, ეროვნულ სასამართლოებს არ მიეცათ საშუალება არსობრივად განეხილათ თუ რამდენად იყო შვილება ბავშვის ინტერესებში. დაუოჯახებელი სხვადასხვა სქესის წყვილის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იქნებოდნენ განეხილათ მოცემული საკითხი. შესაბამისად, მომჩივნებზე პირდაპირი გავლენა იქონია მათ მიერ გასაჩივრებულმა სამართლებრივმა ვითარებამ რადგან შვილების მოთხოვნა მიზნად ისახავდა იმ ოჯახური ცხოვრების იურიდიულ აღიარებას, რომელიც გაჩნდათ მომჩივნებს. სამივე მათგანს გააჩნდა უფლება ემტკიცებინათ რომ იყვნენ ნაგულვები დარღვევის მსხვერპლნი.
განსხვავებული მოპყრობა პირველ და მესამე მომჩივნებსა და დაუოჯახებელ სხვადასხვა სქესის მქონე წყვილს შორის, სადაც ერთ პარტნიორს სურდა მეორის ბავშვის შვილება ეფუძნებოდა სექსუალურ ორიენტაციას. შესაბამისად საქმე განსხვავდებოდა Gas and Dubois საქმისაგან, სადაც სასამართლომ დაადგინა რომ ადგილი არ ჰქონდა სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობას დაუოჯახებელ სხვადასხვა სქესის მქონე წყვილსა და ერთიდაიგივე სქესის წყვილებს შორის, რადგან საფრანგეთის კანონმდებლობა არცერთ მათგანს არ აძლევდა შვილების უფლებას.
მე-8 მუხლი სახელმწიფოებს არ ავალდებულებს განავრცონ მეორე მშობლად აყვანის უფლება დაუოჯახებელ წყვილებზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ ეროვნული კანონმდებლობა მოცემულ საქმეში უშვებდა მეორე მშობლად აყვანას დაუოჯახებელი სხვადასხვა სქესის წყვილების მიერ, სასამართლომ განიხილა თუ რამდენად ემსახურებოდა იმავე უფლებაზე უარის გაცხადება ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის კანონიერ მიზანს და რამდენად პროპორციული იყო მოცემული მიზნის.
ეროვნული სასამართლოები და მთავრობა აცხადებდნენ, რომ ავსტრიის შვილად აყვანის შესახებ კანონმდებლობა მიზნად ისახავდა ბიოლოგიური ოჯახის მსგავსი ვითარების შექმნას. ტრადიციული გაგებით ოჯახის დაცვა წარმოადგენდა მთავარ კანონიერ მიზანს რომელიც მოხმობილი იყო განსხავავებული მოპყრობის გასამართლებლად. იგივე ვრცელდებოდა ბავშვის ინტერესებზეც. თუმცა, იმ შემთვხევებში, სადაც განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა სქესს ან სექსუალურ ორიენტაციას, მთავრობას უნდა ეჩვენებინა რომ განსხვავებული მოპყრობა აუცილებელი იყო მიზნის მისაღწევად. მთავრობას არ წარმოუგენია მტკიცებულებანი რომლითაც აჩვენებდა, რომ ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო იყო ერთიდაიგივე სქესის წყვილის მიერ მისი აღზრდა ან ის რომ სამართლებრივი მიზნებისათვის საზიანო იქნებოდა ორი დედის ან მამის ყოლა. მეტიც, ეროვნული კანონმდებლობით, ერთი პირის მიერ შვილად აყვანა, მათ შორის ჰომოსექსუალის მიერ, შესაძლებელი იყო. თუკი პირს ჰყავდა რეგისტრირებული პარტნიორი, ამ უკანასკნელს თანხმობა უნდა მიეცა შვილად აყვანაზე.შესაბამისად, კანონმდებელი უშვებდა რომ ბავშვი აღზრდილიყო ოჯახში, სადაც ერთიდაიგივე სქესის წყვილი იყო და რომ აღნიშნული ფაქტი ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო არ გახლდათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო მომჩივნების არგუმენტი de facto ერთიდაიგივე სქესის წყვილის მიერ შექმნილი ოჯახების არსებობის შესახებ, რომელთაც არ ეძლეოდათ იურიდიული აღიარებისა და დაცვის საშუალება. მოცემული გარემოებანი სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებდა ეთიდაიგივე სქესის წყვილების მიერ მეორე მშობლად შვილების აბსოლუტური აკრძალვის პროპორციულობას.
მთავრობა ასევე დავობდა რომ ევროპულ სახელმწიფოებს შორის არ არსებობდა კონსესუსი ერთიდაიგივე სქესის წყვილების მიერ მეორე მშობლად შვილების შესახებ და რომ შედეგად სახელმწიფოს მოცემული საკითხის დასარეგულირებლად შეფასების ფართო ზღვარი ენიჭებოდა.
თუმცა, სასამართლოს წინაშე განსახილველი ის კი არ იყო თუ რამდენად შეეძლოთ ერთიდაიგივე სქესის მქონე წყვილებს მეორე მშობლად შვილება, არამედ ის თუ რამდენად გამართლებული იყო შვილების საკითხებში განსხვავებული მოპყრობა დაუოჯახებელ სხვადასხვა სქესის წყვილებსა და ერთიდაიგივე სქესის წყვილებს შორის. შედეგად, ევროპის საბჭოს ათი სახელმწიფო, რომლებიც უშვებდნენ დაუოჯახებელი წყვილების მიერ მეორე მშობლად შვილებას, უნდა გამოყენებულიყო შედარების საფუძვლად. მოცემულ ჯგუფში ექვსი სახელმწიფო ჰეტეროსექსუალ და ერთიდაიგივე სქესის წყვილებს ერთნაირად ეპყრობა, ხოლო ოთხს კი ისეთივე პოზიცია აქვთ როგორიც ავსტრიას. მოცემულ მაგალითთა სიმცირე არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს ევროპულ სახელმწიფოებში შესაძლო კონსესუსის არსებობის შესახებ.
მოცემული საქმე არ ეხებოდა იმას თუ რამდენად უნდა დაკმაყოფილებულიყო მომჩივნების მოთხოვნა შვილებაზე, არამედ მიმოიხილავს იმას თუ რამდენად დაექვემდებარნენ მომჩივნები დისკრიმინაციას იმის გამო, რომ სასამართლოებს არ ჰქონდათ საშუალება ჯეროვნად განეხილათ თუ რამდენად შედიოდა მოთხოვნილი შვილება მეორე მომჩივნის ინტერესებში იმის გამო, რომ ამგვარი შვილება იურიდიულად მაინც შეუძლებელი იყო.
მთავრობამ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები თუ რატომ იყო მეორე მშობლად შვილების შეუძლებლობა ერთიდაიგივე სქესის წყვილებში, და მისი დაშვება სხვადასხვა სქესის წყვილებში, აუცილებელი ტრადიციული გაგებით ოჯახის ან ბავშვის ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, განსხვავება დისკრიმინაციული ხასიათისა გახლდათ.
დასკვნა: დარღვევა (ათი ხმით შვიდის წინააღმდეგ).
მუხლი 41: 10,000 ევრო ერთობლივად მორალური ზიანისათვის.
(იხ. Gas and Dubois v. France, no. 25951/07, 15 მარტი 2012, საინფორმაციო ბიულეტენი no. 150)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy