© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
X ფინეთის წინააღმდეგ - 34806/04
გადაწყვეტილება 3.7.2012 [IV სექცია]
მუხლი 5
მუხლი 5 § 1 (ე)
არაჯანსაღი გონების მქონე პირების იძულებითი მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში: დარღვევა
მუხლი 8
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თერაპევტული წამლების იძულებითი მიცემა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, პედიატრი, დაპატიმრებულ იქნა 2004 წლიშ ოქტომბერში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამო, რომლის მიხედვით მას ადანაშაულობდნენ რომ ის სავარაუდოდ დაეხმარა დედას მოეხსნა მისი შვილი საჯარო მზრუნველობის სისტემიდან. სასამართლომ გასცა ბრძანება მომჩივანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადასაყვანად, სადაც ექიმმა, ორ თვიანი შესწავლის შემდეგ, დაასკვნა რომ ის დაავადებული იყო ბოდვითი სინდრომით და აკმაყოფილებდა არანებაყოფლობითი სტაციონირების კრიტერიუმს. 2005 წლის თებერვალში სამედიცინო-სამართლებრივი საკითხების ეროვნული ორგანოს სამედიცინო ფსიქიატრიის საბჭომ, ექიმის ანგარიშის საფუძველზე, გასცა ბრძანება მომჩივანის არანებაყოფლობით მკურნალობაზე. ამის შემდეგ, კლინიკაში დაიწყო მომჩივანისთვის მედიკამენტების მიცემა, ვენაში შეშვების გზით, რომლის ორალური გზით ნებაყოფლობით მიღებაზეც მან უარი განაცხადა. იგი არ გათავისუფლებულა კლინიკიდან 2006 წლის იანვარმდე და მისი ოფიციალური მკურნალობა დასრულდა ამ წლის ივნისში. მომჩივანმა უშედეგოდ გაასაჩივრა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წინაშე მისი მოთავსება კლინიკაში და არანებაყოფლობითი მკურნალობა.
კანონი – მუხლი 5 § 1: პირველადი გადაწყვეტილება მომჩივანის არანებაყოფლობით ჰოსპიტალური ზრუნვისათვის მოთავსების შესახებ მიღებულ იქნა სამართლებრივი და სამედიცინო ექსპერტიზის მქონე დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ეფუძნებოდა სრულყოფილ ფსიქიატრიულ შემოწმებაზე, რომელიც განხორციელდა ფსიქიატრიულ დაწესებუელებაში, იმ ექიმის მიერ, რომელიც არ მონაწილეობდა მისი ამ დაწესებულებაში მოთავსების გადაწყყვეტილების მიღებაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მთელი პერიოდის განმავლობაში, დაცულ იქნა ადგილობრივი სამართლებრივი პროცედურები და ფსიქიატრიული ჯანმრთელობის კანონი იყო საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი ამასთან მიმართებაში. თუმცა, ადგილობრივ კანონს, აგრეთვე, უნდა დაეცვა ინდივიდები მათი თავისუფლებისა და უსაფრთხოების თვითნებური შეზღუდვისაგან. არ არსებობდა რა რაიმე პრობლემა მომჩივანის პირველად მოთავსებასთან მიმართებაში, რადგან ეს ნაბრძანები იყო დამოუკიდებელი სპეციალიზებული ორგანოს მიერ, ფსიქიატრიული შემოწმების შედეგად და ეს პროცესი ექვემდებარებოდა სასამართლო ზედამხედველობას, მაგრამ თვითნებობისგან დასაცავად გარანტიები იყო არაადექვატური მომჩივანის განგრძობადი, არანებაყოფლობითი მოთავსების დროს, ამ პერიოდის შემდგომ. კერძოდ, არ არსებობდა დამოუკიდებელი ფსიქიატრიული მოსაზრება, რადგან ორი ექიმი რომლებმაც გადაწყვიტეს მოთავსების გაგრძელება იყვნენ იმ კლინიკიდან, სადაც მოხდა მომჩივანის მოთავსება. ამასთან ერთად, ფინეთის კანონის მიხედვით თავად მომჩივანს არ ქონდა საშუალება წარედგინა განცხადება მისი განგძობადი მოთავსების საჭიროების გადახედვის მოთხოვნით, რადგან მოცემული პერიოდული შემოწმება შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ყოველ ექვს თვეში შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების ინიციატივის საფუძველზე. შესაბამისად, ეროვნული კანონით დადგენილი პროცედურა არ ითვალისწინებდა ადექვატურ გარანტიებს თვითნებობის საწინააღმდეგოდ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 8: სამედიცინო ჩარევა ინდივიდის ნების საწინააღმდეგოდ, როგორც წესი, წარმოადგენს მის პირად ცხოვრებაში, კერძოდ კი მის პირად უსაფრთხოებაში, ჩარევას. მოცემული ჩარევა დასაბუთებული იყო, თუ ის შესაბამისი გახლდათ კანონთან, ემსახურებოდა საკანონმდელო მიზანს და იყო პროპორციული. მომჩივანის საქმეში, ხელმისაწვდომობას და განჭვრეტადობას, კანონის ამ საკითხან დაკავშირებით, არ წარმოუშვია რაიმე პრობლემები. თუმცა, მე-8 მუხლი აგრეთვე, მოითხოვდა რომ განსახილველი კანონი შესაბამისობაში ყოფილიყო კანონის უზენაესობასთან, რაც კონკრეტულად, იძულებით მკურნალობის სფეროში, გულისხმობს, რომ ადგილობრივმა კანონმა შეძლოს ინდივიდის დაცვის უზრუნველყოფა თვითნებური ჩარევისაგან. ფსიქიატრიული ჯანმრთელობის კანონის მიხედვით ექიმებს, რომლებიც არიან პაციენტთან, შეეძლოთ გადაეწყვიტათ გასატარებელი მკურნალობის საკითხი, მიუხედავად პაციენტის სურვილებისა და მათი გადაწყვეტილები არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. თუმცა, მედიკამენტების მიცემის იძულების სერიოზულობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ კანონს, რაზეც მოცემული მოპყრობა იქნა დაფუძნებული, უნდა მოეხდინა თვითნებობის წინააღმდეგ შესაბამისი დაცვის გარანტირება. მომჩივანის საქმეში მოცემული გარანტიები არ იყო უზრუნველყოფილი: გადაწყვეტილება მომჩივანის არანებაყოფლობითი მოთავსების შესახებ მოიცავდა მედიკამენტების იძულებითი მიცემის ავტომატურ ავტორიზაციას, თუ პირი უარს იტყოდა მკურნალობაზე. გადაწყვეტილების მიღება, მარტოდ მარტო, იყო მკურნალი ექიმის ხელში და არ ექვემდებარებოდა რაიმე სახის სასამართლო კონტროლს. მომჩივანს არ ქონდა ხელთ რაიმე სამართლებრივი დაკმაყოფილება, რომლის მიხედვით მას შეეძლო მოეთხოვა სასამართლოებისთვის, რომ მას თავისხმრივ შეეფასებინა მოცემული ღონისძიების კანონიერება და პროპორციულობა ან შეეწყვიტა იგი. შესაბამისად, განსახილველი ჩარევა არ იყო “კანონთან შესაბამისი”.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 10,000 ევრო მორალური ზიანისთვის; მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უარყოფილ იქნა.
(იხილეთ აგრეთვე ჰერცზეგრაფლვი ავსტრიის წინააღმდეგ no. 10533/83, 24 სექტემბერი 1992)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy