© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე X ლატვიის წინააღმდეგ
(საჩივარი № 27853|09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2013 წლის 26 ნოემბერი
გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო შესწორებას
საქმე X ლატვიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა საქმე შემდეგი შემადგენლობით:
დინ შპილმანი, პრეზიდენტი,
ნიკოლას ბრაცა,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზემელი,
მარკ ვილიგერი,
ნინა ვაჯიჩი,
ხანლარ ჰაჯიევი,
დანუტე ჯოშიენი
იან შიკუტა
პაივი ჰირველა
ჯორჯ ნიკოლაუ,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ნებოჟა ვუჩინიჩი,
ანგელიკა ნუსბერგერი,
ჯულია ლაფრანკი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ლინოს-ალექსანდრე სისილიანოს, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოილი, სასამართლოს გამწესრიგებლის მოადგილე,
განიხილა რა საქმე 2012 წლის 10 ოქტომბრისა და 2013 წლის 25 სექტემბრის დახურულ სხდომებზე, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№ 27853/09), რომელიც 2009 წლის 8 მაისს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ლატვიის რესპუბლიკის წინააღმდეგ ლატვიის მოქალაქე, ქალბატონმა X-მა („მომჩივანი“) შემოიტანა. დიდი პალატის პრეზიდენტმა, საკუთარი ნებით, მომჩივნისთვის ანონიმურობის მინიჭება გადაწყვიტა (სასამართლოს რეგლამენის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი).მომჩივანს რიგაში მოღვაწე იურისტი, ბ-ნი რ.სტრაუსი წარმოადგენდა. ლატვიის მთავრობას („მთავრობა“) სახელმწიფო წარმომადგენელი, ქ-ნი კ.ლისე წარმოადგენდა.მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო-სამართლებრივი ასპექტების შესახებ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის საფუძველზე ლატვიის სასამართლოების მიერ მისი ქალიშვილის ავსტრალიაში დაბრუნების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით, მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება დაარღვია.საჩივარი განსახილველად სასამართლოს მე-3 სექციას გადაეცა (52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 2011 წლის 15 ნოემბერს ზემოხსენებული სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით, მოსამართლეები - ჯოსეფ კასადევალი, პრეზიდენტი, კორნელიუ ბირსანი, ალვინა გულუმიანი, ეგბერტ მაიერი, ინეტა ზემელი, ლუის ლოპეზ გერა და ქრისტინა პარდალოსი, აგრეთვე სანტიაგო კესადა, სასამართლოს გამწესრიგებელი - საჩივარი დასაშვებად ცნო და განსახილველად მიიღო. უმრავლესობის აზრით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. მოსამართლე მაიერისა და ლოპეზ გერას განსხვავებული მოსაზრებები, 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებას დაერთო.2012 წლის 13 მარტს, მთავრობამ, კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე, საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა მოითხოვა. 2012 წლის 4 ივნისს, დიდი პალატის მოსამართლეთა კოლეგიამ თხოვნა დააკმაყოფილა.დიდი პალატის შემადგენლობა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის დებულებების შესაბამისად განისაზღვრა. დასკვნით განხილვაში, კონვენციის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ნიკოლას ბრაცა და ნინა ვაჟიჩი, მათი უფლებამოსილების ამოწურვის მიუხედავად, მაინც მონაწილეობდნენ.
7. მომჩივანმა და მთავრობამ დამატებითი წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს (რეგლამენტის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). გარდა ამისა, თავისი შენიშვნები მესამე მხარემ, ფინეთისა და ჩეხითის მთავრობებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია Reunite International Child Abduction Centre-მა წარმოადგინეს, პრეზიდენტმა მათ წერილობით პროცედურაში ჩართვის უფლება მიანიჭა (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
8. ზეპირი მოსმენა 2012 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში შედგა (სასამართლოს რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
- მთავრობის მხრიდან
ქ-ნი კ.ლისე, სახელმწიფო წარმომადგენელი,
ქ-ნი ი.რეინე, ადვოკატი,
ქ-ნი ა.რუტკა-კრისკალნე, მრჩეველი;
- მომჩივნის მხრიდან
ბ-ნი რობერტს სტრაუსი, ადვოკატი.
სასამართლომ ქ-ნი კ.ლისეს და ბ-ნი სტრაუსის გამოსვლები მოისმინა.
ფაქტები
1. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
9. მომჩივანი 1974 წელს დაიბადა და ამჟამად ავსტრალიაში ცხოვრობს. ის ლატვიის მოქალაქეა, თუმცა 2007 წელს მან ავსტრალიის მოქალაქეობაც მიიღო.
10. 2004 წელს ის შეხვდა და ურთიერთობა დაიწყო ტ-თან, წლის ბოლოს კი მის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა, თუმცა ქორწინებაში ჯერ კიდევ სხვა კაცთან, ვინმე რ.ლ.-თან იმყოფებოდა, რომელსაც 2005 წლის 24 ნოემბერს გაშორდა.
11.2005 წლის 9 თებერვალს, მომჩივანმა ქალიშვილი ე. გააჩინა. დაბადების მოწმობაში მამის გვარი არ დაფიქსირდა, არც მამობის დადგენის ტესტი ჩატარებულა. მომჩივანი, რომელიც ტ-თან ერთად ცხოვრობდა, მარტოხელა დედის შეღავათებს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა გაუარესდა, მომჩივანი ტ-თან ცხოვრებას მდგმურის სტატუსით განაგრძობდა.
12. 2008 წლის 17 ივლისს, მომჩივანი თავის სამი წლის და ხუთი თვის ქალიშვილთან ერთად ავსტრალიიდან ლატვიაში წავიდა.
ა. სამართალწარმოება ავსტრალიაში
13. 2008 წლის 19 აგვისტოს, ტ-მ ავსტრალიის საოჯახო სასამართლოში ბავშვზე მისი უფლებების დადგენასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. მისი განცხადების მეტი დამაჯერებლობისათვის მან აფიდავიტი - ფიცის ქვეშ წერილობითი ჩვენება მისცა, რომლის თანახმადაც მას მომჩივანთან ურთიერთობები 2004 წლიდან ჰქონდა; მომჩივანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბავშვის მამა ის იყო; მომჩივანთან ქირის შესახებ ხელშეკრულება, ორივე მხარის გადაწყვეტილებით, იყო ყალბი; ასევე ყალბი იყო ტ-ს მიმართვა სოც. უზრუნველყოფის სერვისისადმი, რათა მომჩივანს მარტოხელა დედისთვის განკუთვნილი შეღავათები მიეღო. ტ. ამტკიცებდა, რომ ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით, მომჩივანმა ბავშვთან ერთად ავსტრალია მისი თანხმობის გარეშე დატოვა და უცხო ქვეყანაში, ლატვიაში გაემგზავრა. თავისი სიტყვების დასადასტურებლად მან საკუთარი ოჯახის წევრებთან ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინა.
14.მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი, როგორც ჩანს, სხდომაზე დასასწრებად სხვადასხვა საშუალებებით მიიწვიეს და შესთავაზეს, რომ პროცესისთვის თვალყური ტელეფონით ედევნებინა, ის მოსმენებს არ დაესწრო.
15.2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ავსტრალიის საოჯახო სასამართლომ ტ-ს ე-სთან მიმართებაში მამობის უფლება დაუდგინა და ბავშვის დაბადების დღიდან ტ-ს და მომჩივანს მასზე ერთობლივი პასუხისმგებლობა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ საქმის განხილვას ბავშვის ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ გააგრძელებდა; მან განაცხადა შემდეგი:
„... რა თქმა უნდა ჩემთვის ძნელი სათქმელია, ბავშვის ლატვიაში ყოფნა რამდენად არის მისი უკანანო გადაადგილების ან იქ უკანონო გაჩერების შედეგი. პატივისცემით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება ლატვიელმა მოსამართლემ უნდა მიიღოს“.
16.მომჩივანს ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
ბ. სამართალწარმოება ლატვიაში
17.2008 წლის 22 სექტემბერს, ბავშვთა და ოჯახის საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ჰააგის კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ ლატვიის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენს, ტ-ს სახელით ავსტრალიელი კოლეგისგან მიიღო მოთხოვნა, ხსენებული ჰააგის კონვენციის საფუძველზე ბავშვის ავსტრალიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. დაბრუნების მოთხოვნას თან ერთვოდა მისი აფიდავიტი ავსტრალიაში მოქმედი კანონის განმარტებით და მამობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იმ დროს, როდესაც ბავშვი ავსტრალიიდან წაიყვანეს, ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით, ტ. ბავშვზე ერთობლივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.
18.2008 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ რიგის ზემგეილის რაიონულმა სასამართლომ („რაიონულმა სასამართლო“) მოთხოვნა ორივე მხარის - ტ-სა და მომჩივნის თანდასწრებით განიხილა.
19.სხდომაზე მომჩივანმა ტ-ს მოთხოვნა სადავო გახადა. მან განმარტა, რომ არ არსებობს ტ-ს მამობის დადგენის საფუძველი, ვინაიდან ბავშვის დაბადების მომენტში ის დაქორწინებული სხვა კაცზე იყო, ასევე ავსტრალიიდან გამომგზავრებამდე ტ-ს მამობის დადგენის სურვილი არასდროს გამოუთქვამს. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ტ. მის მიმართ მტრობასა და აგრესიას იჩენდა, ამიტომ ის ავსტრალიაში მცხოვრები პირების, ვინც მათ სტუმრობდა ხოლმე, მოწმეებად გამოძახებას ითხოვდა. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ ტ-მ ეს პროცესი წამოიწყო მხოლოდ იმ მოტივით, რომ ავსტრალიაში სავარაუდოდ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნისგან თავი დაეღწია.
20.Bāriņtiesa-ს, რიგის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლოს მოუწოდა, რომ ტ-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან, ერთის მხრივ, ავსტრალიიდან წამოსვლის მომენტში მომჩივანი მარტოხელა დედა იყო, ხოლო, მეორეს მხრივ, ბავშვს ლატვიასთან კავშირები გააჩნდა.
21.2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რაიონულმა სასამართლომ ტ-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ბავშვი ავსტრალიაში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნებულიყო ან, სულ მცირე, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ექვსი კვირის განმავლობაში. თავის დასაბუთებაში მან აღნიშნა, რომ ავსტრალიის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივანი და ტ. მშობელთა უფლებამოსილებას ერთობლივად ახორციელებდნენ; სასამართლომ დაადგინა, რომ, პირველი - ლატვიის სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ვერ უგულებელყოფდა, და მეორე - ავსტრალიის კანონმდებლობის განმარტებასა და გამოყენებას ვერ მოახდენდა. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ჰააგის კონვენციის 1-ლი და მე-14 მუხლების თანახმად, ლატვიის სასამართლოებს ტ-ს ბავშვზე უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების იურისდიქცია არ გააჩნდა; მათ მხოლოდ ბავშვის ავსტრალიიდან წამოსავლასა და მის შესაძლო დაბრუნებაზე შეეძლოთ ემსჯელათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის წაყვანა იყო მართლსაწინააღმდეგო და ტ-ს თანხმობის გარეშე განხორციელდა. რაც შეეხება ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის განმარტებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოტოებმა და მომჩივნისა და ტ-ს ნათესავებს შორის ელექტრონული მიმოწერის ასლებმა ცხადჰყო, რომ ლატვიაში გამგზავრებამდე ტ. ბავშვის მიმართ მზრუნველობას იჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა დაადასტურეს მხარეთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტები და ისიც, რომ ტ. მომჩივანსა და ბავშვს გაღიზიანებულად ექცეოდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს არ იძლეოდა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ტ. ბავშვის მიმართ მზრუნველობას არ იჩენდა. და ბოლოს, სასამართლომ უარყო უსაფუძვლო ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის დაბრუნება მას ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებდა.
22.მომჩივანმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ იმ დროს, როდესაც მან ავსტრალია დატოვა, ბავშვის ერთადერთი კანონიერი და ფაქტობრივი მეურვე თავად გახლდათ, ხოლო ბავშვის ავსტრალიაში დაბრუნება მას ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებდა. ამ უკანასკნელის დასადასტურებლად მან პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ ფსიქოლოგის მიერ მომზადებული დასკვნა წარადგინა. 2008 წლის 16 დეკემბერს ე-სთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადებულ ცნობაში ეწერა
„კვლევა ცხადჰყოფს, რომ ცოდნისა და ენის ფლობის თვალსაზრისით ბავშვის განვითარება არის ადეკვატური, თუმცა, მისი ასაკის გათვალისწინებით, მას არ შეუძლია იმის თქმა, თუ სად ურჩევნია ცხოვრება... ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მისი დედასთან მჭიდრო ემოციური კავშირი ნორმალურია, ბავშვის ემოციური კეთილდღეობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება და მჭიდრო კავშირშია დედის [მომჩივნის] ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან... ბავშვი საჭიროებს დედასთან ყოველდღიურ ურთიერთობას და მასთან ერთად ერთსა და იმავე ადგილზე ცხოვრებას. მისი ასაკის გათვალისწინებით - სამი წლის და 10 თვის - დედისგან მისი მოცილება უნდა გამოირიცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი მიიღებს ფსიქოლოგიურ ტრამვას - ის დაკარგავს უსაფრთხოებისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდას.“
23. გასაჩივრებისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი შვილის მშობლიური ენა იყო ლატვიური, რომ ლატვიაში ის სკოლამდელ დაწესებულებაში დადიოდა, რომ მას ავსტრალიასთან არაფერი აკავშირებდა და რომ მას დედასთან ყოფნა სჭირდებოდა. მან განაცხადა, რომ ტ. ფინანსურად მათ არასდროს დახმარებია და რომ ის მათ სასტიკად ეპყრობოდა. გარდა ამისა, მან პირველი ინსტანციის სასამართლო გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ავსტრალიის ხელისუფლებისგან არ გამოითხოვა ინფორმაცია ტ-ს კრიმინალური წარსულის, ნასამართლეობისა და სავარაუდოდ მის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალდების შესახებ. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ ავსტრალიაში მისი დაბრუნების შემთხვევაში ის იქნებოდა უმუშევარი, ყოველგვარ შემოსავალს მოკლებული და კვლავ გააკრიტიკა საოლქო სასამართლო დაბრუნების შემთხვევაში დაცვის ზომების უზრუნველყოფაზე უარის თქმის გამო.
24.მომჩივნის განცხადებით, 2009 წლის 6 იანვარს რაიონულმა სასამართლომ, სააპელაციო განხილვის დასრულებამდე, ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით 2008 წლის 19 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დადგენილება გამოიტანა. დაეყრდნო რა ჰააგის კონვენციის პრეამბულას, სასამართლომ ჩათვალა, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე მეტად მნიშვნელოვანი ბავშვის ინტერესებია, რომ ის მჭიდრო კონტაქტშია დედასთან და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დედასთან ურთიერთობის უეცარი შეწყვეტა ბავშვს ტრამვას მიაყენებდა.
25.2009 წლის 26 იანვარს, მომჩივნისა და ტ-ს თანდასწრებით ჩატარებული მოსმენის შემდეგ, რიგის საოლქო სასამართლომ (Rīgas Apgabaltiesa) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მან დაადგინა, რომ ტ-ს მოთხოვნა შეესაბამებოდა ჰააგის კონვენციას, მიუთითა რა მოკლე ვადებზე და აღნიშნა, რომ ავსტრალიის სასამართლოს განჩინების შესასრულებლად საგანგებო პროცედურების ან გამოძიების ჩატარება აუცილებელი არ იყო. გარდა ამისა მან დაადგინა, რომ ყველა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულების, განსაკუთრებით, ფოტოებისა და წერილებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ტ. ბავშვზე ზრუნავდა, სწორი იყო. რაც შეეხება მომჩივნისა და Bāriņtiesa-ს წარმომადგენლის არგუმენტს ავსტრალიაში დაბრუნების შემთვევაში ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის სავარაუდო ნაკლებობის თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ
„არ არსებობს ეჭვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარისხის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს ბავშვებისათვის ავსტრალია, [აფიდავიტის] შესაბამისად, ავსტრალიის კანონმდებლობა ითვალისწინებს, მათ შორის, ბავშვების უსაფრთხოებას და [მათ] ოჯახური ძალადობისგან დაცვას“.
26. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს, მან განაცხადა შემდეგი:
„[სასამართლო] უარყოფს ... განცხადებას იმის შესახებ, რომ [ტ] არასათანადოდ ეპყრობოდა [მომჩივანს] და ბავშვს, ისევე როგორც [განცხადებას] იმის შესახებ, რომ ის იყო დაპატიმრებული [და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა], ვინაიდან არანაირი მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც დაადასტურებდა ამ განცხადებებს, არ იყო წარმოდგენილი.
2008 წლის 16 დეკემბრის დასკვნა [ფსიქოლოგიური შეფასება] ბავშვის მომთხოვნ სახელმწიფოში დაბრუნების წინააღმდეგ მტკიცებულება ვერ გახდება. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის თანახმად, ბავშვის დედასთან ყოფნა აუცილებლობას წარმოადგენს და დედასთან კონტაქტის მყისიერი გაწყვეტა უნდა გამოირიცხოს, სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხი მშობელთა (მეურვეობის) უფლებებს არ ეხება... ჰააგის კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, ამ კონვენციის მნიშვნელობით ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება განმსაღვრელი ბავშვზე მეურვეობის საკითხის გადაწყვეტისას.
[სასამართლო] თვლის, რომ... [ბავშვი] არ არის იმ ასაკის და იმ დონემდე ჩამოყალიბებული, რომ ავსტრალიაში დაბრუნების თაობაზე აზრი თავად გამოთქვას.“
27. 2009 წლის 5 თებერვალს, სასამართლო აღმასრულებელმა მომჩივანს ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შესრულება დაავალა; მისი ვადა 2009 წლის 19 თებერვალს იწურებოდა. მომჩივანმა ამის შესრულებაზე უარი განაცხადა.
28.დაუდგენელ დღეს სასამართლო აღმასრულებელმა რაიონულ სასამართლოში ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრძანების აღსრულების თაობაზე საჩივარი შეიტანა. ამავე დროს, რაიონულმა სასამართლომ მომჩივნისგან ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შესრულების ექვსიდან თორმეტ თვემდე გადავადების შესახებ თხოვნა მიიღო და მოსმენა 2009 წლის 16 აპრილს ჩანიშნა.
29.2009 წლის 6 მარტს, ტ-მ ლატვიის ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რათა Bāriņtiesa-ს ბავშვის საცხოვრებელი პირობები შეემოწმებინა და ეცნობებინა მომჩივნისთვის, რომ მას ბავშვის მონახულება უნდოდა.
30.2009 წლის 14 მარტს ტ. მოულოდნელად შეხვდა მომჩივანს და ე-ს. სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისარგებლა რა ამ ვითარებით, მან ხელში აიყვანა ე. და წაიყვანა ტალინში (ესტონეთი), საიდანაც ავსტრალიაში დაბრუნება გადაწყვიტა. 2009 წლის 16 მარტს ლატვიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ესტონელი კოლეგებისგან მიღებული მოთხოვნის პასუხად და ტ-ს ჰელსინკში გაფრენაზე ნებართვის გაცემის მიზნით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ტ-ს უფლებას ბავშვის ავსტრალიაში წაყვანასთან დაკავშირებით.
31.შედეგად, მომჩივანს ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა; ასევე უარი ეთქვა ლატვიის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დისციპლინარულ საჩივარზე; მომჩივნის შუამდგომლობამ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების მოთხოვნით აზრი დაკარგა.
გ. ბავშვის დაბრუნების შემდეგ ავსტრალიაში შექმნილი ვითარება
32.2009 წლის სექტემბერში ავსტრალიის საოჯახო სასამართლომ მშობელთა უფლებებთან დაკავშირებით მანამდე მიღებული ყველა განჩინება გააუქმა და დაადგინა, რომ ბავშვზე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი იყო ტ. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს ბავშვთან ან ტ-თან დაკავშირებით საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა, მას სოციალური მუშაკის მეთვალყურეობით ქალიშვილის მონახულების უფლება მიეცა. სასამართლომ მომჩივანს ბავშვთან ლატვიურ ენაზე საუბარი აუკრძალა, ასევე დადგინდა, რომ სანამ ბავშვი არ გახდებოდა 11 წლის, მომჩივანს თავი უნდა შეეკავებინა მასთან რომელიმე ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სამსახურის, სკოლამდელი დაწესებულების ან სკოლის მეშვეობით დაკავშირება და მონახულება, ან იმ მშობელთან ერთად, რომლის შვილიც ე-თან ერთად ხსენებულ დაწესებულებაში დადიოდა.
33.2011 წელს ლატვიის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით, რომელიც მომჩივნის დის განცხადებას შეიცავდა, მთავრობამ დიდი პალატის წინაშე აღნიშნა, რომ მომჩივანი საცხოვრებლად ავსტრალიაში დაბრუნდა, იშოვა საცხოვრებელი და სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მომჩივანს თავის ქალიშვილთან რეგულარული კონტაქტი ჰქონდა; ისინი ერთმანეთს კვირაში ორჯერ სოციალური მუშაკის გარეშე სოციალური უზრუნველყოფის ცენტრში ხვდებოდნენ.
II.შესაბამისი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ
34.ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისი დებულებები ადგენენ შემდეგს:
„ წინამდებარე კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა,
მტკიცედ დარწმუნებულებმა, რომ ბავშვების ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მათზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში,
მოწადინებულებმა, უზრუნველყონ ბავშვების საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების თუ დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგინონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სწრაფ დაბრუნებას ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში, და აგრეთვე უზრუნველყონ ურთიერთობის უფლებათა დაცვის გარანტია,
გადაწყვიტეს, ამ მიზნით შეიმუშაონ კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე:
მუხლი I
წინამდებარე კონვენციის მიზნებია:
ა) რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა; და
ბ) უზრუნველყოფა იმისა, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებები, გათვალისწინებული ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ეფექტიანად შესრულდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
...
ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად ჩაითვლება, თუ:
ა) ეს წარმოადგენს რომელიმე პირისათვის, დაწესებულებასა თუ სხვა ორგანოსთვის მიკუთვნებული მეურვეობის უფლებების დარღვევას, ერთობლივად თუ ცალცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და
ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად ხორციელდებოდა, ერთობლივად თუ ცალცალკე, ანდა ამგვარად გამოყენეული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.
ამ მუხლის „ა“ პუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებები შეიძლება წარმოიშვას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4
კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია არ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს აღწევს.
მუხლი 5
ამ კონვენციის მიზნებისათვის:
ა) „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომელიც ბავშვის პიროვნებაზე მზურნველობას ეხება და, მათ შორის, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას.
ბ) „ურთიერთობის უფლება“ მოიცავს უფლებას, ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი.
მუხლი 11
ხელშემკვრელ სახელმწფოთა სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები ოპერატიულად მოქმედებენ ბავშვების დასაბრუნებელი პროცედურების განხორციელებისას.
თუ შესაბამისი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალწარმოების დაწყებიდან ექვსი კვირის განმავლობაში, განმცხადებელს ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანს ინიციატივით, მოითხოვოს ახსნა–განმარტება დაყოვნების მიზეზების თაობაზე.
მუხლი 12
როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობით და, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის დაწყების მომენტისთვის გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ გასცემს ბრძანებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე.
სასმართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის განხილვა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მაინც გასცემს ბრძანებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვმა ამ დროისათვის თავის ახალ გარემოში ინტეგრირება მოახდინა.
როდესაც მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ ბავშვი წაყვანილია მეორე სახელმწიფოში, მას შეუძლია შეაჩეროს საქმის განხილვა, ანდა უარი თქვას საჩივრის განხილვაზე.
მუხლი 13
მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხონვის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის გასცეს ბრძანება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ:
ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფებოდა ბავშვი, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან
ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ ბავშვის დაბრუნება მას ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ბავშვს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
საამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ ბრძანების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.
ამ მუხლში მოხსენიებული გარემოებების განხილვისას, სასამრთლო და ადმინისტრაციული ორგანოები მხედველობაში ღებულობენ ბავშვის სოციალურ ფონთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მიწოდებულს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
მუხლი 14
იმის დადგენისას, ჰქონდა თუ არა ადგილი არამართლზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლის მნიშვნელობით, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ უშუალოდ გამოიყენონ კანონი ან სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომელიც ფორმალურად აღიარა ან არ აღიარა ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფომ ისე, რომ არ მიმართოს სპეციალურ პროცედურებს, რომელიც სხვა შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა ამგვარი კანონის სამართლებრივი ძალის თუ უცხოური გადაწყვეტილებების აღიარებისათვის.
მუხლი 16
იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები, რომელშიც გადაყვანილია ან დაკავებულია ბავშვი, მას შემდეგ რაც მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც შეეხება მე–3 მუხლის მნიშვნელობით ბავშვის არამართლზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას, არ მიიღებენ გადაწყვეტილებას მეურვეობის თაობაზე მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ბავშვი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ამ კონვენციის თანახმად, ან თუ ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული განაცხადი არ არის შეტანილი შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში.
მუხლი 17
მხოლოდ ის ფაქტი, რომ მეურვეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება აღიარებულია ან აღიარებას ექვემდებარება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში, ამ კონვენციის მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, მაგრამ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლები მოცემული კონვენციის გამოყენებისას.
მუხლი 19
ბავშვის დაბრუნების თაობაზე ამ კონვენციით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მეურვეობის საკითხთან დაკავშირებულ დადგენილებად არ უნდა ჩაითვალოს.
მუხლი 20
მე–12 მუხლის დებულებათა საფუძველზე ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმა შესაძლებელია, თუკი ეს დაბრუნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება.
...“
35. ელიზა პერეს-ვერას მიერ მომზადებული და 1982 წელს ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციაზე (HCCH) გამოქვეყნებული ბავშვთა გატაცებაზე 1980 წლის ჰააგის კონვენციის განმარტებითი ბარათი მოწოდებულია განმარტოს პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება 1980 წლის კონვენცია და მიეწოდება მათ, ვინც იყენებს კონვენციის დებულებათა დეტალურ განმარტებებს. ამ მოხსენებითი ბარათიდან ნათელი ხდება - იმისათვის, რომ გამტაცებელი მშობლის ქმედება იმ ქვეყანაში რომელშიც მან ბავშვი წაიყვანა კანონიერად არ აღიარონ, კონვენცია, მის პრევენციულ ასპექტებთან ერთად, ინარჩუნებს სტატუს ქვოს ბავშვის დაუყოვნებლივი დაბრუნებისთვის, რაც შესაძლებელს გახდის ცალმხრივად და არამართლზომიერად შეცვლილი ვითარების აღდგენას. კონვენციაში მეურვეობის უფლების დაცვა თითქმის მთლიანად უგულებელყოფილია, ვინაიდან ეს საკითხი ექვემდებარება განხილვას იმ სახელმწიფოს შესაბამის სასამართლოებში, სადაც ბავშვი, გადაადგილებამდე, ჩვეულებრივ ცხოვრობდა. ჰააგის კონვენციის ფილოსოფია საერთაშორისო გატაცებების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს, ეფუძნება რა ბავშვების დაცვის სურვილს, მოქმედებს როგორც მათი რეალური ინტერესების ინტერპრეტატორი. შესაბამისად, თავიდან აცილებისა და დაუყოვნებლივი (სწრაფი) დაბრუნების მიზანი ესადაგება „ბავშვის ინტერესების“ განსაკუთრებულ კონცეფციას. თუმცა ბავშვის გადაადგილება შეიძლება იყოს გამართლებული ობიექტური მიზეზებით - მათი პიროვნებიდან გამომდინარე ან იმ გარემოდან გამომდინარე, რომელთანაც ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული, კონვენცია სწრაფი დაბრუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებათაგან გარკვეულ გამონაკლისებს უშვებს (პარაგრაფი 25). ვინაიდან ბავშვის დაბრუნება კონვენციის ძირითადი პრინციპია, მისი შესრულების ზოგადი ვალდებულებიდან გამონაკლისები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ელემენტს ამ ვალდებულების ზუსტი საზღვრების დადგენისას; ამავდროულად, შესაძლებელია ამ გამონაკლისებს შორის განსხვავების პოვნა სამი განსხვავებული პრინციპიდან გამომდინარე (§ 27). პირველი - მომთხოვნი სახელმწიფოს ხელისუფლება არ არის ვალდებული გასცეს ბავშვის დაბრუნების ბრძანება თუ ბავშვის დაბრუნების მომთხოვნი პირი არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებებს ან თავისი საქციელით ცხადჰყო, რომ მისთვის ახალი გარემოებები მისაღები იყო (პარაგრაფი 28). მეორე - მე-13 მუხლის 1-ლი (ბ) და მე-2 ნაწილები შეიცავენ გამონაკლისებს, რომლებიც ნათლად გამომდინარეობენ ბავშვის ინტერესებიდან და რომლებსაც კონვენცია გარკვეულ შინაარს ანიჭებს. ამრიგად, ბავშვის ინტერესი - არ იყოს გადაადგილებული ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან ახალ გარემოში სტაბილურობის გარანტიების გარეშე - ჩამოუვარდება უმთავრესს ინტერესს - არც ერთ ადამიანს არ უნდა შეექმნას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხის განცდა, ასევე არ უნდა მოხვდეს გაუსაძლის ვითარებაში (პარაგრაფი 29). და ბოლოს, არ არსებობს ბავშვის დაბრუნების ვალდებულება, როდესაც მე-20 მუხლის მნიშვნელობით მისი დაბრუნება „ეწინააღმდეგება მომთხოვნი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას ეხება (პარაგრაფი 31). განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოხსენიებულია ეს გამონაკლისები, ასევე ხაზს უსვამს შეფასების ზღვარს, რომელიც თან ახლავს სასამართლო ფუნქციას.
36.2003 წელს, კერძო სამართლის ჰააგის საერთაშორისო კონფერენციამ (HCCH) „1980 წლის 25 ოქტომბრის ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის ფარგლებში სასარგებლო ინსტრუქციების (გზამკვლევის) სახელმძღვანელოს“ მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. მართალია, სავალდებულო ძალის არმქონე ეს დოკუმენტი პირველ რიგში განკუთვნილი იყო ახალი ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის, განსაკუთრებით კი მათი სასამართლო ხელისუფლებისათვის, ეს დოკუმენტი, მრავალი რეკომენდაციისა და განმარტების შეთავაზებით, კონვენციის იმპლემენტაციის გაიოლებისთვის იყო მოწოდებული. სახელმძღვანელოში არაერთხელაა ხაზგასმული 1980 წლის კონვენციისთვის შექმნილი განმარტებითი ბარათის მნიშვნელობა, ცნობილი როგორც პერეზ-ვერას მოხსენება, რომელიც 1980 წლის კონვენციის გაგებასა და თანმიმდევრულად განმარტებას უწყობს ხელს (იხ. მაგ. პუნქტები 3.3.2 „გარდაქმნის მიდგომის არსი“ და 8.1. „კონვენციის განმარტებითი მოხსენება: პერეზ-ვერას მოხსენება.“). კერძოდ, მასში ხაზგასმულია სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების ჩათვლით დაბრუნებული საჩივრების სწრაფი დამუშავების (პუნქტი 1.5 „სწრაფი (ოპერატიული) პროცედურები). ოპერატიული პროცედურები განიხილება სწრაფ და ეფექტიან პროცედურებად: კონვენციის შესაბამისად მიღებული სწრაფი გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესს ემსახურება (პუნქტი 6.4 „საქმის მართვა“). სასარგებლო ინსტრუქციების სახელმძღვანელო ადგენს, რომ დაბრუნებაზე ბრძანების შესრულების გადადება (დაგვიანება) ან მათი არგანხორციელება, კონკრეტულ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ურჩევს მონაწილე სახელმწიფოებს გასცენ გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შიდა სისტემების ფარგლებში ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანებების შესასრულებლად მარტივი და ეფექტიანი მექანიზმები არსებობს, ასევე აღნიშნავს, რომ დაბრუნება ნამდვილად უნდა განხორციელდეს და არ დარჩეს მხოლოდ ბრძანებად (პუნქტი 6.7 „განხორციელება“).
ბ.ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენცია
37.1989 წლის 20 ნოემბერს, ნიუ-იორკში ხელმოწერილი გაერო-ს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ ადგენს შემდეგს:
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,
...
დარწმუნებულნი არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი, და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში,
აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი მე-7ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს უფლება... იცნობდეს თავის მშობლებს, და სარგებლობდეს მათი მხრიდან ზრუნვის უფლებით.
მუხლი მე-9მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ...
მუხლი მე-14
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და შესაბამის შემთხვევაში კანონიერი მეურვეების უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლებების განხორციელებაში მეთოდით, რომელიც შეესაბამება ბავშვის განვითარებად უნარებს...
მუხლი მე-18
მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
...“
38. ბავშვთა საუკეთესო ინტერესთა კონცეპცია, 1959 წლის 20 ნოემბრის ბავშვთა უფლებების შესახებ დეკლარაციის მეორე პრინციპიდან გამომდინარეობს, რომელიც 1989 წლის ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველ ნაწილში აისახა:
„ბავშვების მიმართ განხორციელებულ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას“.
39. ადრეულ ასაკში ბავშვთა უფლებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ მის ზოგადი ხასიათის კომენტარში №7 (2005), ბავშვთა უფლებების კომიტეტს სურდა მონაწილე სახელმწიფოებისაგან მიეღო აღიარება იმისა, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ამ კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლება გააჩნდათ და რომ ადრეული ასაკი ამ უფლებების რეალიზებისთვის კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენდა. ბავშვთა ინტერესები განხილულია, კერძოდ, მე-13 მუხლში, რომელიც ადგენს შემდეგს:
მე-3 მუხლი ადგენს პრინციპს, რომ ბავშვთან დაკავშირებულ ყველა ქმედებაში პირველხარისხოვან ფაქტორს ბავშვთა ინტერესი წარმოადგენს. მათი უმწიფრობიდან გამომდინარე, მცირეწლოვანი ბავშვები დამოკიდებულნი არიან პასუხისმგებელ ორგანოებზე, რომლებმაც მათი აზრისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, უნდა შეაფასონ და წარმოადგინონ მათი უფლებები და ინტერესები იმ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დროს, რომლებიც მათ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. ინტერესების პრინციპი მრავალჯერ გვხვდება კონვენციის ფარგლებში (მათ შორის, მე-9, მე-18, მე-20 და 21-ე მუხლებში, რომლებიც ძირითადად ადრეული ასაკისთვისაა აქტუალური). ინტერესების პრინციპი ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა ქმედებაზე ვრცელდება და მოითხოვს აქტიურ ზომებს მათი უფლებების დასაცავად, ხელის შეწყობას მათი გადარჩენისთვის, ზრდისა და კეთილდღეობისთვის, ასევე დახმარების გაწევას მათი მშებლებისთვის და სხვა პირებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ბავშვების უფლებების რეალიზებაზე არიან პასუხისმგებელნი:
ა) ცალკეული ბავშვების ინტერესები. ბავშვის მოვლასთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და ა.შ. დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საუკეთესო ინტერესთა პრინციპი, ასევე მშობლების, პროფესიონალების და ბავშვებზე პასუხისმგებელ სხვა პირთა გადაწყვეტილებები.
მონაწილე სახელმწიფოებს ურჩევენ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უზრუნველყონ ის, რომ ყველა სამართალწარმოებაში იყვნენ დამოუკიდებლად წარმოდგენილნი იმ პირებით, ვინც ბავშვის ინტერესებისთვის მოქმედებს, ასევე მოუსმინონ ყველგან, სადაც მათ საკუთარი აზრისა და უპირატესობების გამოხატვის საშუალება ეძლევათ.
...“
40. უფრო სრულყოფილი განხილვისთვის იხ. Neulinger and Shuruk v. Switzerland, ([GC], no. 41615/07, §§ 49-55, ECHR 2010-...).
გ.ევროკავშირის სამართალი
41.ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის შესაბამისი დებულებები ადგენენ შემდეგს:
მუხლი მე-7
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
„ყველა ადამიანს აქვს უფლება მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე საცხოვრებლისა და ურთიერთობების პატივისცემის.
მუხლი 24-ე
ბავშვის უფლებებიბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლება ისეთ დაცვასა და ზრუნვაზე, რომელიც მათი კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი. საკუთარი აზრის გამოხატვა მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ. მათი აზრი გასათვალისწინებელია ისეთ საკითხებში, რომლებიც მათ ეხებათ, ასაკისა და მოწიფულობის გათვალისწინებით.
ბავშვთან დაკავშირებულ ყველა ქმედებაში, საჯარო ხელისუფლებისა თუ კერძო სტრუქტურების მხრიდან, ბავშვის ინტერესი პირველხარისხოვან საკითხად უნდა იხილებოდეს.
ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება უწყვეტი, პირადი და უშუალო კონტაქტისა მის მშობლებთან, თუ ეს მის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
...“
42. ევროკავშირის 2003 წლის 27 ნოემბრის (EC) No. 2201/2003 რეგულაციაში, რომელიც მშობელთა პასუხისმგებლობასა და ქორწინების საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღიარებასა და იურისდიქციას ეხება (ცნობილია როგორც ბრიუსელის II bis რეგულაცია) ნათქვამია:
...“
(12) მოცემულ რეგულაციაში დადგენილი, მშობელთა პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებული იურისდიქციის საფუძვლები, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების ფარგლებში, კერძოდ, სიახლოვის კრიტერიუმით შეიქმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ იურისდიქცია პირველ რიგში უნდა ჰქონდეს იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც ბავშვი საცხოვრებელ ადგილს იცვლის ან მშობელთა პასუხისმგებლობის მქონე პირთა შორის შეთანხმების საფუძველზე.
(13) ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხსენებული რეგულაცია გამონაკლისის სახით და კონკრეტულ ვითარებაში, საშუალებას აძლევს იურისდიქციის მქონე სასამართლოს საქმე გადასცეს სხვა მონაწილე სახელმწიფოს სასამართლოს, თუ ამ სასამართლოს, საქმის მოსასმენად, უკეთესი ადგილმდებარეობა გააჩნია. თუმცა ამ შემთხვევაში, მეორე სასამართლომ საქმის მესამე სასამართლოში გადაცემა არ უნდა დაუშვას.
..“
დ. ლატვიის შესაბამისი სამართალი
1.კონსტიტუცია
43. კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 89-ე
„სახელმწიფო აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებს გათვალისწინებულს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და ლატვიისთვის სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულებებით“.
მუხლი 110-ე
„სახელმწიფო იცავს და მხარს უჭერს ქორწინებას - ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს, ოჯახს, მშობელთა და ბავშვის უფლებებს. სახელმწიფო სპეციალური მხარდაჭერით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ან ძალადობის მსხვერპლთ.
2. ლატვიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
44. ამ დროისთვის ძალაში მყოფი ლატვიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64419 მუხლი ლატვიაში, საზღვარზე ბავშვების უკანონო გადმოყვანის საკითხს არეგულირებს. ის უზრუნველყოფს, რომ სასამართლო ამ ტიპის ნებისმიერ საჩივარზე გადაწყვეტილებას გამოიტანს მას მერე, რაც მოსმენაში მონაწილეობას მხარეები და Bāriņtiesa-ს წარმომადგენელი მიიღებენ. გარდა ამისა, სასამართლოებმა ბავშვის აზრი უნდა გაარკვიონ, თუ ის ამის ჩამოყალიბებას შესძლებს.
45.გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს თავისი ინიციატივით ნებისმიერი მტკიცებულების მიღება შეუძლია. ფაქტების დასადგენად მას შესაფერისი პროცესუალური საშუალებებისა და ყველაზე სწრაფი მეთოდების გამოყენება შეუძლია, ასე რომ, გადაწყვეტილების გამოტანა, საჩივრის შემოტანიდან ექვსი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.
46.თუ სასამართლო დაადგენს, რომ ბავშვი ლატვიაში უკანონოდ იყო გადაყვანილი ან დაკავებული, ან ქვემომოყვანილი რომელიმე შემთხვევა დაფიქსირდა, სასამართლო ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ბრძანებას გასცემს, თუ:
(1) ლატვიაში ბავშვის უკანონო გადაყვანისა ან დაკავების დროის მონაკვეთი არ აღემატება ერთ წელს იმ მომენტიდან, რაც შესაბამისმა პირმა ან ორგანომ (დაწესებულებამ) ბავშვის ადგილსამყოფელი აღმოაჩინა; ან
(2) ლატვიაში ბავშვის უკანონო გადაყვანისა ან დაკავების დროის მონაკვეთი არ აღემატება ერთ წელს, მაგრამ ბავშვი ლატვიაში ცხოვრებას ვერ შეეგუა.
47. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ბავშვი ლატვიაში უკანონოდ იყო გადაყვანილი ან დაკავებული და ქვემომოყვანილი გარემოებიდან ერთი მაინც დაფიქსირდა, სასამართლომ ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება შეიძლება არ დაუშვას, თუ:
(1) ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც შესაბამისმა პირმა ან ორგანომ (დაწესებულებამ) აღმოაჩინა ან ჰქონდა პრაქტიკული შესაძლებლობა აღმოეჩინა ბავშვის ადგილსამყოფელი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში არავის მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დასაბრუნებლად სამართალწარმოების დაწყების მიზნით.
(2) ბავშვი შეეჩვია ლატვიაში ცხოვრებას და დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება.
48.ზემოხსენებული პუნქტები გამოიყენება იმდენად, რამდენადაც შეესაბამება ჰააგის კონვენციასა და ევროკავშირის საბჭოს რეგულაციას (EC) no. 2201/2003.
ე) ავსტრალიის კავშირის საოჯახო სამართლის კანონი 1975
49.მუხლი 61ბ მშობელთა პასუხისმგებლობას განსაზღვრავს როგორც „ყველა მოვალეობას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას და გავლენას, რომელიც კანონით მშობლებს ბავშვებთან აკავშირებს.“
50.მუხლი 61გ ადგენს, რომ 18-წელს მიუღწეველი ბავშვის ორივე მშობელს, ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა აკისრია. ამ პასუხისმგებლობაზე ვრცელდება სასამართლო დადგენილებები.
51.მუხლი 111ბ ჰააგის კონვენციის ფარგლებში ადგენს შემდეგს:
(ა) ბავშვის მშობლები განიხილებიან ბავშვზე მეურვეობის მქონე პირებად გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება მათ ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობის განხორციელების უფლებას უზღუდავს; და
(ბ) მოცემულ მომენტში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ძალით, პირი: (ი) რომელთანაც ბავშვმა სააღმზრდელო ბრძანებით უნდა იცხოვროს; ან (იი) ვისაც ბავშვის მიმართ სააღმზრდელო ბრძანებით მშობლის პასუხისმგებლობა გააჩნია; ბავშვზე მეურვეობის უფლებების მქონე პირად უნდა განიხილებოდეს; და
(გ)მოცემულ მომენტში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად პირი, რომელსაც ამ აქტის ან ავსტრალიის სხვა კანონის ფარგლებში ბავშვზე პასუხისმგებლობა გააჩნია და პასუხს აგებს ბავშვის ყოველდღიურ ან გრძელვადიან მოვლაზე, მის კეთილდღეობასა და განვითარებაზე, ბავშვზე მეურვეობის უფლებების მქონე პირად განიხილება; და
(დ)მოცემულ მომენტში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, პირი: (ი) რომელთანაც სააღმზრდელო ბრძანების თანახმად, ბავშვი გარკვეული დროის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს; ან (იი) რომელთანაც სააღმზრდელო ბრძანების თანახმად, ბავშვს კომუნიკაცია უნდა გააჩნდეს; უნდა განიხილებოდეს როგორც პირი, რომელსაც ბავშვთან ურთიერთობის უფლება გააჩნია.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის ნაგულვები დარღვევა
52.მომჩივანმა დიდი პალატის წინაშე განაცხადა, რომ ავსტრალიაში მისი ქალიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ლატვიის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დაირღვა მისი უფლება - ოჯახური ცხოვრების პატივისცემაზე, რომელიც კონვენციის მე-8 მუხლით არის გათვალისწინებული და ადგენს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება რომ იყოს დაცული მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
ა. მე-8 მუხლის გამოყენება
53. დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ მის წინაშე მიმდინარე სამართალწარმოებისას მთავრობამ ნათლად გამოხატა, რომ ისინი არ დავობდენენ იმასთან დაკავშირებით, რომ ლატვიის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომელთა ფარგლებშიც მომჩივანს ე-ს ავსტრალიაში დაბრუნება დაევალა, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით, მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა.
54. მომჩივნის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა, როგორც ზემოთ დადგინდა, არღვევს მე-8 მუხლს, მოლოდ მაშინ თუ იგი აღნიშნული დებულების მე-2 პუნქტის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამგვარად დასადგენია, „იყო თუ არა ჩარევა კანონის ფარგლებში“, ისახავდა თუ არა იმ პუნქტში დადგენილ ერთ ან რამდენიმე კანონიერ მიზანს და იყო თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მათი მიღწევა.
ბ. იყო თუ არა ჩარევა გამართლებულისამართლებრივი საფუძველი
ა. პალატის გადაწყვეტილება
55. პალატამ დაადგინა, რომ შიდა კანონმდებლობისა და ჰააგის კონვენციის დებულებებში ნათლად იყო გამოხატული, რომ იმის დადგენისას, იყო თუ არა ბავშვის გადაადგილება არამართლზომიერი ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით, ლატვიის სასამართლოებს უნდა გადაეწყვიტათ - ავსტრალიის კანონმდებლობის თანახმად, ჰქონდა თუ არა ადგილი მეურვეობის უფლებების დარღვევას; ავსტრალია იყო ქვეყანა, რომელიც უშუალო გადაადგილებამდე ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა. მართალია, ბავშვის გადაადგილების შემდეგ ავსტრალიის ხალისუფლებამ ტ-ს ბავშვზე პასუხისმგებლობა დაუდგინა, მან აღნიშნა, რომ ეს იყო დადასტურებული და არა დადგენილი, რომ ავსტრალიის საოჯახო სამართლის კანონის ფარგლებში, ბავშვის გაჩენის შემდეგ, მომჩივანი და ტ. მასზე მშობელთა ერთობლივ პასუხისმგებლობას ახორციელებდნენ. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ავსტრალიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებ სამართალწარმოებაში მონაწილეობასა და გასაჩივრებაზე მომჩივანს დაბრკოლება არ შეხვედრია. გარდა ამისა, ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანს არ გაუსაჩივრებია სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმისა, რომ ტ. ბავშვის მამა იყო. პალატამ ივარაუდა, რომ ავსტრალიაში ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით ლატვიის სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც 2009 წლის 26 იანვარს უნდა აღსრულებულიყო, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით შეესაბამებოდა კანონს.
ბ. მხარეთა არგუმენტები
ი) მომჩივანი
56.პალატის წინაშე მომჩივანმა აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებს ჰააგის კონვენციის დებულებათა გამოყენების არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ, ვინაიდან ლატვიაში გამგზავრების მომენტამდე ის თავის ქალიშვილს მარტოხელა დედის სტატუსით ზრდიდა. ამასთან დაკავშირებით დიდი პალატის წინაშე მას არგუმენტები არ წარუდგენია.
იი) მთავრობა
57.მთავრობამ მიიჩნია, რომ „კანონის შესაბამისად“ ჩარევას უდავოდ ჰქონდა ადგილი იმდენად რამდენადაც, ის ბავშვთა სართაშორისო გატაცების სამოქალაქო-სამართლებრივი ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის შესაბამისად მოქმედებდა.
გ.სასამართლოს არგუმენტები
58. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამონათქვამი „კანონის შესაბამისად“ გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში სადავო ზომას რაიმე საფუძველი გააჩნდეს, არამედ ასევე ეხება განსახილველი კანონის ხარისხს და მოითხოვს, რომ მისი შედეგი დაინტერესებული პირისათვის მისაწვდომი და განჭვრეტადი იყოს (იხ. სხვა წყაროებთან ერთად, Amann v. Switzerland [GC], no. 27798/95, § 50, ECHR 2000‑II; Slivenko v. Latvia [GC], no. 48321/99, § 100, ECHR 2003‑X; and Kurić and Others v. Slovenia [GC], no. 26828/06, § 341, ECHR 2012-...).
59.სასამართლომ აღნიშნა, რომ ავსტრალიაში ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება რიგის რაიონულმა სასამართლომ 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე მიიღო, რომლის ხელმოწერა და რატიფიკაცია ლატვიამ 1982 წელს მოახდინა. გარდა ამისა, ლატვიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 644-ე მუხლი, რომელიც საზღვრების უკანონო გადაკვეთისას ლატვიაში ბავშვების გადაადგილების საკითხებს არეგულირებს, მისი გამოყენება პირდაპირ არის დამოკიდებული მის შესაბამისობაზე ჰააგის კონვენციასთან, ბრუსელის II bis რეგულაციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
60.მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ავსტრალიიდან მისი გამომგზავრების მომენტში, მის ქალიშვილზე მშობელთა უფლებამოსილებას მხოლოდ ის ახორციელებდა.
61.ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას ლატვიის სასამართლოებმა დეტალურად შეისწავლეს. იმ სასამართლოებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეეძლოთ, შეეცვალათ ან სხვა განმარტება მიეცათ ავსტრალიის საოჯახო სასამართლოს მიერ 2008 წლის 6 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებისათვის, რომლითაც ტ-ს მშობლობა და ბავშვის დაბადების მომენტიდან მშობელთა ერთობლივი პასუხისმგებლობის განხორციელება დადასტურდა. შედეგად, რაიონულმა და რიგის საოლქო სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ტ-ს საჩივარი ჰააგის კონვენციას შეესაბამებოდა.
62.გარდა ამისა სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ უნდა გადაეწყვიტა რამდენად კანონიერი ან „უკანონო“ იყო ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით ბავშვის საერთაშორისო გადაადგილება. სინამდვილეში, ეს არ არის სასამართლოს ფუნქცია, სავარაუდოდ ეროვნული სასამართლოების მიერ დაშვებული, სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომების გამოსწორება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მხრიდან კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევა მოხდა (იხ. García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, § 28, ECHR 1999‑I): სწორედ ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გადაწყვიტონ ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისა და განმარტების, ასევე ზოგადი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პრობლემები (იხ. Maumousseau and Washington v. France, no. 39388/05, § 79, 6 December 2007, და Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 100). მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მომჩივანმა ვერ გამოიყენა ხელმისაწვდომი საშუალებები რათა სადავოდ გაეხადა ავსტრალიიდან მისი გამომგზავრების მომენტში ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ტ-ს მამობის დადგენისა და ბავშვზე მშობელთა ერთობლივი პასუხისმგებლობის დადგენის საკითხი, რომელიც ჰააგის კონვენციის გამოყენების პირდაპირ წინაპირობას წარმოადგენდა, მან ასევე ვერ წარმოაჩინა ის, რომ მან ვერ შესძლო სადავოდ გაეხადა ავსტრალიის მხარის განჩინება და/ან ამასთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების მიერ დაშვებული შეცდომა.
63.დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ჩარევა, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით, კანონის შესაბამისად განხორციელდა.
2. კანონიერი მიზანი
ა. პალატის გადაწყვეტილება
64.პალატამ მიიჩნია, რომ ჩარევა ტ-სა და ბავშვის უფლებების დასაცავად იყო მიმართული, რაც კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობით კანონიერ მიზანს წარმოადგენდა.
ბ. მხარეთა არგუმენტები
ი. მომჩივანი
65.ამასთან დაკავშირებით, მომჩივანს თავისი პოზიცია არ გამოუთქვამს.
იი. მთავრობა
66. მთავრობის განცხადებით, ჩარევა კანონიერ მიზანს, კერძოდ, ტ-სა და ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ემსახურებოდა.
გ. სასამართლოს არგუმენტები
67.დიდი პალატა იზიარებს პალატის მოსაზრებას, რომ ბავშვის დაბრუნებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ტ-სა და ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონიერი მიზანი გააჩნდა, რაც ამ სამართალწარმოებისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩარევის აუცილებლობა
ა. პალატის გადაწყვეტილება
68.იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ პალატამ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მის ამოცანას არ წარმოადგენდა ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად მიეღო მონაწილეობა იმის დადგენაში, არსებობდა თუ არა სერიოზული რისკი მე-13 მუხლის ბ პუნქტის მნიშვნელობით, მას უნდა დაედგინა, ჰააგის კონვენციის გამოყენებითა და განმარტებით, თუ რამდენად შეასრულეს სასამართლოებმა მე-8 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლოების მიერ დადგენილი პრინციპების ფარგლებში Neulinger and Shuruk -ის გადაწყვეტილებაში (ზემომოყვანილი). პირველ რიგში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დედის მოთხოვნით, ფსიქოლოგის მიერ შედგენილ ანგარიშზე ყურადღების მიქცევისას პალატამ დაადგინა, რომ საოლქო სასამართლომ ხსენებული ანგარიში იმის საფუძველზე უარყო, რომ ის ბავშვზე მეურვეობის საკითხს ეხებოდა და რომ ბავშვს ავსტრალიის კანონმდებლობის შესაბამისად დაიცავდნენ. პალატის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მის არდაკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა არ წამოჭრილა, საოლქო სასამართლოს უნდა შეესწავლა ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და Bāriņtiesa-ს მიერ გამოთქმული პროტესტი; გარდა ამისა, არაფერი უშლიდა ხელს სასამართლოს, რომ ფსიქოლოგიური დასკვნა მას თავისი ინიციატივით მოეთხოვა.
69.პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოებს უნდა შეეფასებინათ, არსებობდა თუ არა საკმარისი გარანტიები იმისა, რომ ავსტრალიაში დაბრუნება ბავშვისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფით მოხდებოდა, განსაკუთრებით, რაც შეეხება მის მატერიალურ კეთილდღეობას და მომჩივნისათვის შესაძლებლობას გაჰყვეს მის ქალიშვილს და მასთან ურთიერთობა გააგრძელოს.
70.პალატამ დაასკვნა, რომ მართალია ნათელი იყო, რომ მოცემულ საქმეში ლატვიის სასამართლოთა მიდგომა განსხვავდებოდა ლატვიაში ჰააგის კონვენციის ფარგლებში მიმდინარე სხვა სამართალწარმოებისას გამოყენებული მიდგომისგან (იხ. Šneersone and Kampanella, no. 14737/09, § 94, 12 July 2011), მან ამავდროულად უარყო მთავრობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მომჩივანმა სათანადოდ არ ითანამშრომლა და მიუთითა რა იმ მტკივნეულ ხერხზე, რითაც აღსრულდა გადაწყვეტილება დაასკვნა, რომ ლატვიის სასამართლოებმა სრულად და სიღრმისეულად არ შეისწავლეს ოჯახური ვითარება და მთელი რიგი ფაქტორები, და ამგვარად, მათი ჩარევა მე-8 მუხლის მნიშვნელობით, არაპროპორციული იყო.
ბ. მხარეთა არგუმენტები
ი. მომჩივანი
71.მომჩივანმა, ეროვნული ხელისუფლების მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად პალატის გადაწყვეტილება სამაგალითო ტექსტად მიიჩნია. მან აღნიშნა, რომ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემისას მთავრობამ გამოხატა წუხილი, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ შესწავლილი ყველა დოკუმენტი და საქმის მასალები პალატისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათი მოვალეობა იყო ამ მასალების მიწოდება. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ეროვნული ხელისუფლებისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესები პრიორიტეტული არ იყო და რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენის საუკეთესო ხერხს ფსიქოლოგის დასკვნა წარმოდგენდა; თუმცა, მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნის განხილვაზე უარი განაცხადეს, რითაც ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მე-12 მუხლი დაარღვიეს (ბავშვის აზრის მოსმენა, უშუალოდ, წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით). მომჩივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საუკეთესო ინტერესების“ განსაზღვრისას მთავარი ყურადღება ზოგადად ექცევა მთელ რიგ ფაქტორებს დაკავშირებულს ბავშვის გარემოებებთან და ბავშვის პოტენციური მომვლელის გარემოებებთან და შესაძლებლობებთან, მათ შორის ბავშვის უსაფრთხოება და მისი კეთილდღეობა, როგორც საკითხები.
72.მომჩივანმა დასძინა, რომ მისი სასამართლოსადმი მიმართვის მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო გაეხადა 1980 წლის ჰააგის კონვენციასთან დაკავშირებით წარმოებულ სხვადასხვა საქმეებში ეროვნული სასამართლოების პოზიცია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის აუცილებლობა თვალნათლივ წარმოეჩინა.
ii. მთავრობა
73.მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლომ ეროვნულ ხელისუფლებას მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა, კერძოდ: უზრუნველყოფა იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მშობლები ჩართულები იყვნენ იმ ხარისხით, რაც მათი ინტერესების დაცვისთვის იყო საჭირო ((Iosub Caras, ზემომოყვანილი § 41), ჰააგის კონვენციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ბავშვისთვის ზიანის ან დაინტერესებულ პირთათვის ზარალის მიყენების თავიდან აცილება (იქვე, § 34, and Ignaccolo-Zenide v. Romania, no. 31679/96, § 99, 25 January 2000), გატაცებული ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დაუყოვნებელი გამართვა, მათ შორის, გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულება (Carlson v. Switzerland, no. 49492/06, § 69, 6 November 2008), და მომთხოვნი მშობლისათვის ანაზღაურების უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ექვსკვირიანი ვადა არ შესრულდა (იქვე,§ 55).
74.მათ მიიჩნიეს, რომ ამ პრინციპების გამოყენება უნდა მომხდარიყო იმგვარად, რომ ბავშვისა და ორივე მშობლის უფლებების ბალანსი მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მიუხედავად ამისა, მათ მიუთითეს იმ სირთულეებზე, რომლებსაც ეროვნული ხელისუფლება ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეში შეეჯახნენ და რომლებიც ხშირად ყველა მხარის, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფდნენ, ყოველ მხარეს გააჩნდა ერთმანეთისგან განსხვავებული, რომ არ ვთქვათ წინააღმდეგობრივი განმარტება (განსაზღვრება). გარდა ამისა, ისინი დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისა და მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნას მოითხოვდნენ.
75.მთავრობამ მიიჩნია, რომ ეროვნული ხელისუფლება, ყოველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ხსენებული პრინციპების გამოყენებისას, შეფასების თავისუფლებით სარგებლობდნენ. ეროვნული სამართალწარმოებისას ყოველი დეტალის ანალიზი სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენდა, თუმცა ვინაიდან ეს სასამართლო მეოთხე ინსტანციის სასამართლო არ იყო, განჩინების გამოტანის პროცესში უნდა განესაზღვრა, იყო თუ არა უზრუნველყოფილი ცალკეული პირების ინტერესთა დაცვა (Diamante and Pelliccioni v. San Marino, no. 32250/08, § 187, 27 September 2011). შესაბამისად, შესაძლებელია ეს ყოფილიყო სხვაგვარად იმ შემთხვევაში, თუ გამოკვეთილი ხარვეზები საქმის შედეგისთვის გადამწყვეტი ყოფილიყო (Broka v. Latvia, no. 70926/01, §§ 25-26, 28 June 2007).
76.მათი აზრით, მოცემულ საქმეში, ეროვნულმა ხელისუფლებამ შეასრულა ზემოაღნიშნული პრინციპები და „ოჯახში შექმნილი ვითარებისა და მთელი რიგი ფაქტორების ძირეული შესწავლა“ განახორციელა (Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 139), მაგრამ ოჯახში შექმნილი ვითარების ძირეული შესწავლა ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე განსხვავებული იყო, რაც prima facie-ს არსებობა-არარსებობაზე ან დასაბუთებულ ეჭვებზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, მე-13 მუხლის (ბ) პუნქტით გათვალისწინებული რისკი უნდა ყოფილიყო „სრეიოზული“ რასაც ემატებოდა ის ფაქტი, რომ ბავშვის ინტერესები სწრაფ სამართალწარმოებას მოითხოვდა.
77.მთავრობამ განაცხადა, რომ 2008 წლის 15 სექტემბერს, ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ლატვიის ხელისუფლებისადმი გაგზავნილმა მოთხოვნამ დაადასტურა, რომ ტ. ბავშვზე ერთობლივ უფლებამოსილებას ახორციელებდა და რომ მომჩივნის განცხადებების საპირისპიროდ, 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მისთვის ეს უფლება არ მიუნიჭებიათ, თუმცა დაადასტურა უფლებამოსილების არსებობა მისი ქალიშვილის ავსტრალიიდან გამგზავრების მომენტში. ავსტრალიისა და ლატვიის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ტ. მშობლის პასუხისმგებლობას ეფექტიანად ახორციელებდა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისა, რომ ტ. ბავშვის ბილოგიური მამა იყო და რომ მომჩივანმა, თავის მხრივ, უპირატესობის მოსაპოვებლად, ხელისუფლების წინაშე ცრუ განცხადებები გააკეთა.
78.მათ აღნიშნეს, რომ მომჩივნის მოთხოვნით შედგენილ ფსიქოლოგის დასკვნას, კერძო საფუძველი ჰქონდა და რომ Bāriņtiesa სასამართლო ორგანოს არ წარმოადგენდა. ფსიქოლოგის დასკვნისა და Bāriņtiesa-ს მიერ მოწოდებული გამოძიების შედეგების უარყოფის მიუხედავად, სასამართლოებმა მათთვის მისაწვდომი მტკიცებულებების ფარგლებში ოჯახური ვითარება განიხილეს, რაც მათი იურისდიქციის განუყოფელ ნაწილს წარმოდგენდა და არ არსებობს ისეთი რამ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, რაც ამ უფლებამოსილებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ლატვიის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ავსტრალიიდან მომჩივნისა და მისი ქალიშვილის გამგზავრება, მხოლოდ მისი ტ-სთან პირადი უთანხმოებით იყო მოტივირებული და რომ არ არსებობდა არავითარი აშკარა რისკი იმისა, რომ დაბრუნების შემთხვევაში, ბავშვს ზიანი მიადგებოდა; შესაბამისად, ლატვიის ხალისუფლებას, კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი პრინციპების იგნორირებით, არც ავტომატურად, არც მექანიკურად, ჰააგის კონვენცია არ გამოუყენებია.
79.მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მხარეთა შორის ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვან კომპონენტს“ წარმოადგენს საქმის ცალკეული გარემოებების შეფასებისას (Maumousseau and Washington v. France, ზემომოყვანილი § 83, და Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 140). თუმცა, მათ მიიჩნიეს, რომ მომჩივანს ავსტრალიისა და ლატვიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი არ გააჩნდა, მან იგნორირება გაუკეთა ავსტრალიის სამართალწარმოებაში მონაწილეობაზე მოპატიჟებას და ხელი შეუშალა Bāriņtiesa-ს წარმომადგენლებს შეეფასებინათ ლატვიაში მათი საცხოვრებელი პირობები, ასევე ხელს უშლიდა ტ-სა და ბავშვს შორის კონტაქტს და სამართალწარმოებისას ტ-ს მიმართ მეტისმეტი აგრესიით გამოირჩეოდა.
80.მათ ასევე ჩათვალეს, რომ სასამართლოებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ბავშვის ახალ გარემოში ინტეგრაციის საკითხის განხილვაზე უარი განაცხადეს, ვინაიდან მან ლატვიაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა.
81.მათ აღნიშნეს, რომ სასამართლოებმა ბავშვის არა მამასთან, არამედ ავსტრალიაში დაბრუნება ბრძანეს, ამგვარად მათ მკაფიო ზღვარი გაავლეს ბავშვის დაბრუნებასა და მასზე მეურვეობის საკითხს შორის, მიდგომა, რომელიც სასამართლომ მოიწონა (M. R. and L. R. v. Estonia (dec.), no. 13420/12, §§ 47-48, 15 May 2012, დაTarkhova v. Ukraine (dec.), no. 8984/11, 6 September 2011). ნებისმიერ შემთხვევაში, ტ-ს ფინანსური მდგომარეობა არ შეუშლიდა მას ხელს ბავშვზე მზრუნველობა განეხორციელებინა.
82.მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მომჩივნის ბავშვთან ურთიერთობისა და ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში ამ ურთიერთობის შესუსტების რისკის ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის (ბ) პუნქტით გათვალისწინებულ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებული რისკის ერთმანეთისგან გამიჯვნა. როგორც ავსტრალიის მოქალაქე, ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ, მომჩივანი გადაულახავი სირთულეების წინაშე არ აღმოჩნდებოდა, ვინაიდან Neulinger and Shuruk (ზემომოყვანილ) საქმეში მომჩივნისგან განსხვავებით, ის ფუნდამენტური უფლებების სრული სპექტრით სარგებლობდა. მოცემულ შემთხვევაში, ორივე, დედაც და შვილიც ავსტრალიის მოქალაქეები იყვნენ; გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ დედა დაკავშირებული იყო შრომის ბირჟასთან, მან დაბრუნებისთანავე იშოვა სამსახური და შესაძლო საციალური დახმარებით სარგებლობდა. ამ შემთხვევაში, ტ-ს მხრიდან არც ოჯახურ ძალადობას, არც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მომჩივანმა თანამშრომლობის სურვილის არქონა და აგრესიული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. და ბოლოს, მთავრობამ სასამართლოს ყურადღება მიმართა იმ ფაქტზე, რომ ისინი ავსტრალიის ხელისუფლების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ (მათ მიმართეს ზემომოყვანილ, M. R. and L. R).
გ. მესამე მხარის ჩართვა
ი. ფინეთის მთავრობა
83.მთავრობამ აღნიშნა, რომ 1980 წლის ჰააგის კონვენცია ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეფუძნებოდა და გატაცების მავნე შედეგებისგან ბავშვის დაცვაზე იყო მიმართული, ასევე დაბრუნებაზე უარის განსაცხადებლად მთელ რიგ საფუძვლებს ადგენდა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბრიუსელის II bis რეგულაციის მე-11 მუხლის შესაბამისად, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში გამოიყენება, ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებილი გამონაკლისები უფრო მეტად შემცირებულია (შევიწროვებულია) და ასახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზრს მასზე, რომ ჰააგის კონვენცია საუკეთესოდ ემსახურება ბავშვებისა და ოჯახების საუკეთესო ინტერესებს. გარდა ამისა, მათ ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია გამოიყენეს.
84.რაც შეეხება მოცემულ საქმეს, მათ აღნიშნეს, კერძოდ, რომ ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული სასამართლოების ვალდებულება ჩაეტარებინათ „ოჯახში შექმნილი ვითარების ძირეული შესწავლა“, რასაც პალატა თავის გადაწყვეტილებაში მოითხოვდა, ეწინააღმდეგებოდა ჰააგის კონვენციას, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ბავშვის მეურვეობასთან ან საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხები უნდა გადასულიყო ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოების იურისდიქციაში.
85.მეტიც, მათ მიიჩნიეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაფასებლად ეროვნულ სასამართლოებს ძალიან კარგი საშუალებები გააჩნდათ: სასამართლოს არ უნდა ჩაენაცვლა ისისი, არამედ მხოლოდ უნდა გადაემოწმებინა, შესრულდა თუ არა მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ასეთი ძირეული შესწავლის მოთხოვნა, საბოლოო ჯამში ერთ სიბრტყეზე დააყენებდა განსხვავებებს დაბრუნების პროცედურისა და მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას შორის, რაც ჰააგის კონევენციის მნიშვნელობას დააკნინებდა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ უკანასკნელ ტექსტში, ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული გამონაკლისები, მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებით იყო გათვალისწინებული.
86. რაც შეეხება ფსიქოლოგის დასკვნას, რომელსაც პალატის გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭეს, მთავრობამ აღნიშნა, რომ დასკვნა წარმოადგინა დედამ იმის დასამტკიცებლად, რომ ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობით, ბავშვის დაბრუნებას სერიოზული რისკი ახლდა თან. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა რა ხსენებული ბრალდებები უსაფუძვლო, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობითა და ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული მიზნისა და დაშვებული დისკრეციის ფარგლებში, მათ განხილვაზე უარი განაცხადა. ზემომოყვანილი არგუმენტების ფარგლებში პალატის გადაწყვეტილებას თანდართული, მოსამართლე - მაიერისა და ლოპეზ გერას განსხვავებული აზრის გათვალისწინებით, ფინეთის მთავრობამ მიიჩნია, რომ ამ საქმეში კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.
ii. ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა
87. მთავრობამ მიიჩნია, რომ დიდი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა არა მხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოსა და კონვენციის სისტემისთვის, არამედ ჰააგის კონვენციის ფუნქციონირებისა და ევროპის კონტინენტს გარე ქვეყნებისთვის. მათ მიიჩნიეს, რომ ჰააგის კონვენციამ უზრუნველყო შესაბამისი პროცედურა, რომელიც ითვალისწინებდა გატაცების სერიოზულ შედეგებს როგორც ბავშვისთვის, ასევე მომჩივანი მშობლისთვის. გატაცების მავნე შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივი სამართალწარმოება და სწრაფი დაბრუნება იყო საჭირო, ჰააგის კონვენცია დაეფუძნა ვარაუდს, რომ განსახილველი უფლებების დასაცავად საუკეთესო ამოსავალი წერტილი, უკანონო გადაადგილებამდე არსებული სტატუს ქვოს აღდგენა იქნებოდა. მათ მაგალითად ევროკავშირის ფარგლებში მოქმედი, ბრიუსელის II bis რეგულაცია მოიყვანეს.
88. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ჰააგის კონვენციამ მეურვეობის საკითხზე მსჯელობა ერთმნიშვნელოვნად ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოებს დაუტოვა და რომ ბავშვის დაბრუნებაზე უარი, მისთვის სერიოზული რისკის არსებობით იყო განპირობებული. მთავრობამ მიიჩნია, რომ ამ სფეროში სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განვითარებამ, რომლის მთავარი დებულებები მათ მიერ იყო წარმოდგენილი, შეარყია სუბსიდიარობის პრინციპი და ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. „ოჯახში შექმნილი ვითარების ძირეული შესწავლა“ თავისთავად, მეურვეობის საკითხის შესწავლას ნიშნავდა, რაც სამართალწარმოებას აფერხებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამას შეიძლება დადებითი როლი ეთამაშა, თუ სამართალწარმოებისას ბავშვის მოსმენა შესაძლებელი გახდებოდა. გარდა ამისა, სამართლიანობის საბაზისო პრინციპი გულისხმობდა, რომ გამტაცებელი მშობელი, რომელიც მოითხოვდა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში დამტკიცებულიყო ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში სერიოზული რისკის არსებობა, მოკლებული იყო ყველანაირ პროცედურულ უპირატესობას იმის მაგივრად, რომ საკუთრი არჩევნისამებრ ჰქონოდა მისაწვდომობა ამა თუ იმ ქვეყნის სასამართლოზე, რათა მეურვეობის შესახებ დავის არსებითობა დაედგინა (განესაზღვრა).
89. ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ აღნიშნა, რომ არსებობდა კონფლიქტი ჰააგის კონვენციით მოთხოვნილ სისწრაფესა და სასამართლოს ამჟამინდელ პრეცედენტულ სამართალში დადგენილ მტკიცებულებების მაღალ სტანდარტს შორის. ბავშვის ინტერესების შეფასება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისდა მიხედვით, თუ სად განიხილებოდა ეს საკითხი - დაბრუნებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების ფარგლებში, იმ ქვეყანაში, რომელშიც ბავშვი იყო გადაადგილებული, თუ მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებისას - ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს მიერ. ვინაიდან იმ სახელმწიფოებს, რომელნიც ერთდროულად კონვენციისა და ჰააგის კონვენციის ხელმომწერნი იყვნენ, მოეთხოვებოდათ ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ისინი ხელშეკრულებების კონვენციების ურთიერთშეთანხმებულ და თანმიმდევრულ განმარტებასა და გამოყენებას მოითხოვდნენ; ამავდროულად აღინიშნა, რომ ბრიუსელის II bis რეგულაცია უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ჰააგის კონვენცია. ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედი ბიუროს (INCADAT) მიერ შექმნილმა მონაცემთა ბაზამ აჩვენა, რომ ეროვნული სასამართლოები მოწოდებულნი იყვნენ, მოეთხოვათ ჰააგის კონვენციის ზუსტი გამოყენება, მისი მიზნის შესაბამისად. ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ დაასაბუთა რა სუბსიდიარობის პრინციპის უპირატესობა, მოუწოდა დიდ პალატას გაეუქმებინა პალატის გადაწყვეტილება და ბავშვის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ ოჯახში შექმნილი ვითარების შესწავლაზე შეზღუდვები დაეწესებინა.
iii. ბავშვთა საერთაშორისო გატაცების ცენტრი (Reunite)
90. Reunite-მა აღნიშნა, რომ ჰააგის კონვენცია შეიქმნა იმ ბავშვების დასაცავად, რომლებიც საერთაშორისო გატაცების მსხვერპლნი გახდნენ, იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ გარკვეული გამონაკლისით, ბავშვის სწრაფი დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენდა. Reunite-მა სავსებით მოიწონა ჰააგის კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან დაკავშირებით სასამართლოს რეზიუმე მის გადაწყვეტილებაში Maumousseau and Washington-ის საქმეზე (ზემომოყვანილ 69-ე პარაგრაფში). მან აღნიშნა, რომ ჰააგის კონვენცია ძალიან წარმატებული კონვენციაა ბავშვთა საერთშორისო გატაცებასთან ბძოლის კუთხით, რომელიც მიმართულია არა მოზრდილების, არამედ ბავშვების დასაცავად. ის ბავშვის სწრაფ დაბრუნებასთან დაკავშირებული გამონაკლისების შეზღუდულ რაოდენობას ითვალისწინებს და ბავშვის გრძელვადიანი კეთილდღეობის საკითხებს მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოებს უტოვებს განსახილვებლად. ამგვარად, ამ უკანასკნელმა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახში შექმნილი ვითარების ძირეული კვლევა უნდა ჩაატაროს იმ სახელმწიფოს სასამართლოებისგან განსხვავებით, რომელშიც ბავშვი გაიტაცეს, ხოლო მათ, დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრის შესწავლისას, ჰააგის კონვენციით დადგენილ ფარგლებში, განჩინების გამოტანა მოეთხოვებათ.
91. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ პრეცედენტულ სამართალში ჰააგის კონვენციის შესაბამისი ფუნქციონირებისთვის მთელი რიგი საკვანძო ფაქტორები გამოავლინა, Reunit-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა წარმოაჩინეს, რომ სასამართლოებს, ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული გამონაკლისების დადგენისას, უფრო სრულყოფილი კვლევა უნდა ჩაეტარებინათ. ამიტომ მან შესთავაზა დიდ პალატას ჰააგის კონვენციის კონტექსტში ოჯახში შექმნილი ვითარების ძირეული შესწავლის მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით ნათელი მოეფინა და განემარტა, რომ ეს ეხებოდა მხოლოდ დაბრუნების კონვენციასთან შესაბამისობის საკითხს და არ აყენებდა ეჭვქვეშ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოების განსაკუთრებულ იურისდიქციას, განეხილა საქმის არსებითი მხარე.
დ. სასამართლოს არგუმენტები
i. ზოგადი პრინციპები
92. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაიმეოროს გარკვეული პრინციპები, რომლითაც საქმის შესწავლისას უნდა იხელმძღვანელოს და რომლებზეც მან მიაპყრო ყურადღება თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nada v. Switzerland ([GC], no. 10593/08, § 167, 12 September 2012, ECHR 2012-...), შემდეგი პირობებით:
„168. დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე, კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად, პასუხიმგებელია მისი ორგანოების ქმედებებსა თუ უმოქმედობაზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა სადაო ქმედება თუ უმოქმედობა ეროვნული კანონმდებლობის შედეგი თუ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე აუცილებლობა. 1-ლი მუხლი არ მიჯნავს სადაო ნორმის ან ღონისძიების სახეს ან ზომას და არ გამორიცხავს ხელშემკვრელი მხარის „იურისდიქციის“ მონაწილეობას კონვენციის ფარგლებში წარმოებულ გადახედვაში (იხ. Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi, მითითებული ზემოთ, § 153, და United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, 30 January 1998, § 29, Reports 1998-I). კონვენციის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით სახელმწიფოებისთვის ამოქმედებული შესაბამისი ვალდებულებების საფუძველზე შესაძლოა ამოქმედდეს კონკრეტული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის მიზნისთვის (იხ. Al Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom, no. 61498/08, § 128, ECHR 2010, და Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi, ზემომოყვანილი § 154, და იქ მოყვანილ საქმეებში).
169. გარდა ამისა, სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ კონვენციის განმარტება არ უნდა მოხდეს ვაკუუმში, არამედ მისი განმარტება უნდა ხდებოდეს საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან ჰარმონიაში. ყურადღება უნდა მიექცეს საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის 31-ე მუხლის, მე-3 ნაწილის (გ) პუნქტში მითითებულ საკითხს - „მხარეთა შორის ურთიერთობაში გამოყენებად საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი შესაბამის ნორმას“ და განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებულ ნორმებს (იხ. მაგალითისთვის, Neulinger and Shuruk v. Switzerland [GC], no. 41615/07, § 131, ECHR 2010; Al Adsani v. the United Kingdom [GC], no. 35763/97, § 55, ECHR 2001-XI; და Golder v. the United Kingdom, 21 February 1975, § 29, Series A no. 18).
170. ახალი საერთაშორისო ვალდებულებების დადგენისას, სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან წინამორბედი ვალდებულებების დაკნინება. მაშინ, როდესაც ერთდროულად მთელი რიგი ურთიერთგამომრიცხავი ინსტრუმენტი გამოიყენება, საერთაშორისო პრეცედენტულმა სამართალმა და აკადემიურმა აზრმა უნდა განმარტონ ისინი იმდაგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი შედეგების კოორდინაცია და მათ შორის ნებისმიერი წინააღმდეგობის თავიდან აცილება. შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს ორი განსხვავებული ვალდებულების ჰარმონიზაცია ისე, რომ მიღებული შედეგები სრულად ესადაგებოდეს არსებულ სამართალს (იხ, ამ მიზნით, Al-Saadoon and Mufdhi, ზემომოყვანილი, § 126; Al-Adsani, ზემომოყვანილი, § 55; და განჩინება the Banković , ზემომოყვანილი, §§ 55-57; ასევე იხ. ILC კვლევის ჯგუფის ანგარიშში, სახელწოდებით „საერთაშორისო სამართლის ფრაგმენტაცია“ მოყვანილი მითითებები: საერთაშორისო სამართლის დივერსიფიკაციისა და გაფართოებისას წარმოქმნილი სირთულეები“...)
93. რაც შეეხება, კერძოდ, კონვენციისა და ბავშვის საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის ურთიერთდამოკიდებულებას, სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ ბავშვის საერთაშორისო გატაცების სფეროში მონაწილე სახელმწიფოებზე მე-8 მუხლით დაკისრებული ვალდებულებები ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა ფრაგლებში (იხ. Ignaccolo-Zenide, ზემომოყვანილი, § 95; Iglesias Gil and A.U.I. v. Spain, no. 56673/00, § 51, ECHR 2003 V; და Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი, § 60) და 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად (იხ. Maire, ზემომოყვანილი § 72; Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი; და Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 132), ასევე ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის გამოყენებადი საერთაშორისო სამართლის რელევანტური ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად უნდა განიხილებოდეს (იხ. Demir and Baykara v. Turkey [GC), no. 34503/97, § 67, ECHR 2008-...).
94. ეს მიდგომა საერთაშორისო დოკუმენტების შერწყმულ და ჰარმონიულ გამოყენებას გვთავაზობს, ამ კონკრეტულ საქმეში კონვენციისა და ჰააგის კონვენციის, მშობელთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე მათი გავლენისა და მიზნის გათვალისწინებით. საერთაშორისო დებულებების ასეთმა გამოყენებამ სხვადასხვა ხელშეკრულებებს შორის წინააღმდეგობა და კონფლიქტი არ უნდა გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს შესწევს უნარი დასახული ამოცანა სრულად შეასრულოს, კერძოდ, კონვენციის ფარგლებში უზრუნველყოს „მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება“ (იხ. სხვა წყაროებთან ერთად, Loizidou v. Turkey, Preliminary Objections, 23 March 1995, § 93, Series A no. 310), კონვენციის დებულებათა იმგვარი განმარტებისა და გამოყენების გზით, რომ მისი გარანტიები პრაქტიკული და ეფექტიანი გახდეს (იხ. კერძოდ, Artico v. Italy, 13 May 1980, § 33, Series A no. 37, and Nada, ზემომოყვანილი, § 182).
95. გადამწყვეტ საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა მოწინააღმდეგე ინტერესებს შორის, კერძოდ, ბავშვის, ორივე მშობლის და საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფოთათვის მინიჭებული შეფასების საზღვრის ფარგლებში (იხ. Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი, § 62); თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რომ თავიდან აცილებისა და დაუყოვნებლივი დაბრუნების მიზნები „ბავშვის ინტერესების“ კონკრეტულ კონცეფციას შეესაბამება (იხ. ზემოთ 35-ე პარაგრაფი).
96. ევროპული სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი - მათ შორის საერთაშორისო სამართალში - იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ბავშვებთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მაღლა უნდა აყენებდეს (იხ.ზემოთ პარაგრაფები 37-39).
97. იგივე ფილოსოფიით არის განმსჭვალული ჰააგის კონვენცია, რომელიც ამ ინტერესს უკავშირებს სტატუს ქვოს აღდგენას იმ გადაწყვეტილების მიღებით, რომელიც უკანონო გატაცების შემთხვევაში, ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაუყოვნებლივ დაბრუნებას უზრუნველყოფს. თუმცა, ამავდროულად ის ფაქტიც არის გათვალისწინებული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არდაბრუნება ობიექტური მიზეზებით - ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე - შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გამონაკლისების არსებობას ხსნის, კერძოდ, სერიოზული რისკი, რომელიც ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში მას ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს, ან ბავშვის აუტანელ პირობებში მოთავსება (მუხლი მე-13, პირველი ნაწილი (ბ) პუნქტი). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ეთანხმება ხსენებულ ფილოსოფიას იმ სისტემის ფარგლებში, რომელშიც მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებია ჩართული და ურთიერთნდობის პრინციპზეა დაფუძნებული. ბრიუსელის II bis რეგულაცია, რომლის ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული დებულებები ჰააგის კონვენციით უკვე დადგენილ დებულებებს თან ერთვის, პრეამბულაში ბავშვის ინტერესებს ასევე ეხება (იხ. ზემოთ 42-ე პარაგრაფი), იმ დროს, როდესაც ფუნდამენტური უფლებების ქარტიის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ყველა ქმედება მისი ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს (იხ. ზემოთ 41-ე პარაგრაფი).
98. ამგვარად, გამომდინარე უშუალოდ არა მხოლოდ კონვენციის მე-8 მუხლიდან, არამედ ჰააგის კონვენციიდანაც, რომელიც ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე სწრაფი დაბრუნების პრინციპთან დაკავშირებულ გამონაკლისებს ითვალისწინებს, მსგავს დაბრუნებაზე ბრძანება არ შეიძლება იყოს ავტომატურად ან მექანიკურად გაცემული (იხ. Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი, § 72, და Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 138).
99. როგორც სასამართლომ კვლავ განაცხადა თავის გადაწყვეტილებაში Neulinger and Shuruk საქმეზე (ზემომოყვანილი 140-ე პარაგრაფი), ამ კონტექსტში სახელმწიფოებზე დაკისრებული ვალდებულებები Maumousseau and Washington-ის საქმეში (ზემომოყვანილი 83-პარაგრაფი) განისაზღვრა.
100. ბავშვის ინტერესები არ ემთხვევა მამის ან დედის ინტერესებს იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც მათ შეფასების სახვადასხვა კრიტერიუმი აუცილებლად საერთო აქვთ, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ პიროვნულობასთან, ფონსა და კონკრეტულ ვითარებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, არ უნდა მოხდეს მათი ერთნაირად გაგება დამოუკიდებლად იმისა, განიხილავს თუ არა სასამართლო ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას თუ მეურვეობასა და მშობელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საჩივარს; ეს უკანასკნელი, პრინციპში, არ უკავშირდება ჰააგის კონვენციის მიზანს (მუხლები მე-16, მე-17 და მე-19; აგრეთვე იხ. ზემოთ პარაგრაფი 35-ე).
101. ამგვარად, ჰააგის კონვენციის ფარგლებში დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრის კონტექსტი მეურვეობის სამართალწარმოებისგან განსხვავდება, ბავშვის ინტერესების ცნება ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული გამონაკლისების ფარგლებში უნდა შეფასდეს, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთს ეხება (მუხლი მე-12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი მე-13 (ა) პუნქტი) და „სერიოზული რისკის“ არსებობას (მუხლი მე-13 (ბ) პუნქტი), ასევე მომთხოვნი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობის მხრივ, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვასთან არის დაკავშირებული (მუხლი მე-20). ეს ამოცანა უმთავრესია მომთხოვნი სახელმწიფოს ეროვნული ხელისუფლებისათვის, რომელსაც, მათ შორის, დაინტერესებულ მხარეებთან პირდაპირი კონტაქტის უპირატესობა გააჩნია. მე-8 მუხლით გათვალისწინებული ამოცანის შესრულებისას, ეროვნული სასამართლოები შეფასების თავისუფლებით სარგებლობენ, თუმცა ევროპული ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან, რომლის დროსაც, სასამართლო კონვენციის ძალით განიხილავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეროვნულმა ხელისუფლებამ იმ უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო (იხ. შესაბამისი ცვლილებებით, Hokkanen v. Finland, 23 September 1994, § 55, Series A no. 299-A; და ასევე Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი, § 62, და Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 141).
102. კონკრეტულად ამ საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ ის არ სთავაზობს საკუთარი შეფასებით ეროვნული სასამართლოების შეფასების შეცვლას (იხ. მაგ. Hokkanen v. Finland, ზემომოყვანილი, და K. and T. v. Finland [GC], no. 25702/94, § 154, ECHR 2001 VII). მიუხედავად ამისა, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც ეროვნულმა სასამართლოებმა სადავო ზომების მიღებამდე გაიარეს, იყო სამართლიანი და თითოეულ შესაბამის მხარეს საქმის სრულად წარმოჩენის საშუალება მიეცა და ბავშვის ინტერესები დაცული იყო (იხ. Eskinazi and Chelouche v. Turkey (dec.), no. 14600/05, ECHR 2005 XIII (extracts); Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი, და Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 139).
103. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ მიიჩნია, რომ ოჯახში შექმნილი ვითარების შესწავლა თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განხორციელებულიყო (იხ. ზემოთ პარაგრაფი 75-ე). თავის მხრივ, მესამე მხარემ ჩათვალა, რომ „ოჯახში შექმნილი ვითარების ძირეული შესწავლის“ მოთხოვნა (ზემომოყვანილი Neulinger and Shuruk ) ან ეწინააღმდეგებოდა ჰააგის კონვენციას (იხ. ზემოთ პარაგრაფები 84-ე და 88-ე), ანდა ეს საკითხი სასამართლოს უნდა განემარტა (იხ. ზემოთ 91-ე პარაგრაფი) და ბავშვის დაბრუნების მოთხოვნის განხილვისას სასამართლოს მიერ ოჯახში შექმნილი ვითარების შესწავლაზე ლიმიტი დაეწესებინა (იხ. ზემოთ 89-ე პარაგრაფი).
104. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ Neulinger and Shuruk -ის საქმეზე (ზემომოყვანილი 139-ე პარაგრაფი) დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელსაც მთელი რიგი მომდევნო საქმეები დაეყრდნენ (იხ. მათ შორის, Raban v. Romania, no. 25437/08, § 28, 26 October 2010; Šneersone and Kampanella, ზემომოყვანილი, § 85; და, ბოლოდროინდელი, განჩინება M.R. and L.R., ზემომოყვანილი § 37), შეიძლება და ნამდვილად იყო გაგებული როგორც მითითება იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს ოჯახში შექმნილი ვითარებისა და მთელი რიგი ფაქტორების ძირეული შესწავლა მოეთხოვებოდათ. ეს ფორმულირება პალატის მიერ უკვე იყო გამოყენებული Maumousseau and Washington-ის საქმეში (ზემომოყვანილი 74-ე პარაგრაფი), სადაც მსგავსი ძირეული შესწავლა ეროვნულმა სასამართლოებმა განახორციელეს.
105. ამ ფონზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დააზუსტოს, რომ Neulinger and Shuruk-ის გადაწყვეტილების 139-ე პარაგრაფში მისი დასკვნა თავისთავად არ ადგენს ეროვნული სასამართლოების მიერ ჰააგის კონვენციის გამოყენების რაიმე პრინციპს.
106. სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროპული კონვენციისა და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული განმარტების (იხ. ზემოთ 94-ე პარაგრაფი) მიღწევა შესაძლებელია შემდეგი ორი პირობის დაცვით. პირველი - ფაქტორები, რომლებიც ხსენებული კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების შესაბამისად ბავშვის სწრაფი დაბრუნების გამონაკლისს ქმნიან, განსაკუთრებით, როდესაც სამართალწარმოებისას ამ საკითხს ერთ-ერთი მხარე აყენებს, მომთხოვნი სასამართლოს მიერ სრულფასოვნად უნდა იყოს გათვალისწინებული. სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ხსენებული საკითხები ეფექტიანად იყო შესწავლილი. მეორე - ამ ფაქტორების შეფასება კონვენციის მე-8 მუხლის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს (იხ.Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი § 133).
107. შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-8 მუხლი ამ სფეროში ეროვნულ ხელისუფლებას კონკრეტულ პროცედურულ ვალდებულებებს აკისრებს: ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას სასამართლოებმა ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში სავარაუდოდ არსებულ „სერიოზულ რისკზე“ არა მხოლოდ უნდა იმსჯელონ, არამედ გამოიტანონ გადაწყვეტილება, რომელიც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე კონკრეტულ მიზეზებს მიუთითებს. ორივე, ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების ფარგლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტის გაუთვალისწინებლობა და ამ პროტესტის უარყოფის არასაკმარისი დასაბუთება, კონვენციის მე-8 მუხლსა და ჰააგის კონვენციის მიზნებს ეწინააღმდეგება. ჯეროვანი გათვალისწინება მსგავსი ვარაუდების, რაც დემონსტრირებული იქნება შიდა სასამართლოების არა-ავტომატური და არა-სტერეოტიპული დასაბუთებით, რომელიც საკმარისად დეტალური იქნება ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული გამონაკლისების პირობებში, და რომელიც ვიწროდ იქნება განმარტებული (იხ. Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი, § 73), არის სავალდებულო. ყოველივე ზემოთქმული საშუალებას მისცემს სასამართლოს, რომლის ამოცანა არ არის ეროვნული სასამართლოების ჩანაცვლება, შეასრულოს მასზე დაკისრებული ევროპული ზედამხედველობის ფუქნცია.
108. გარდა ამისა, ვინაიდან ჰააგის კონვენციის პრეამბულა ბავშვის „ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში“ დაბრუნებას ითვალისწინებს, სასამართლოები უნდა დარწმუნდნენ, რომ იმ ქვეყანაში სათანადო გარანტიები უზრუნველყოფილია და რომ დადგენილი რისკის შემთხვევაში, დაცვის ხელშესახები ზომები მიღებული იქნება.
ii. ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
109. სასამართლო, რომელმაც შეფასება სადავო ზომის არსებობის მომენტში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უნდა გააკეთოს (იხ. შესაბამისი შესწორებებით, Maslov v. Austria [GC], no. 1638/03, § 91, ECHR 2008-...), პირველ რიგში აღნიშნავს, რომ Neulinger and Shuruk-ის საქმისგან (ზემომოყვანილი) განსხვავებით, რომლის გარემოებები ნებისმიერ შემთხვევაში იყო მეტად უჩვეულო, განსაკუთრებით დროის ძალიან დიდი მონაკვეთის გასვლასთან დაკავშირებით, მოცემულ საქმეში ძალიან მცირე დრო იყო გასული იმ მომენტისთვის, როცა ლატვიის ხელისუფლებამ ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული საჩივარი მიიღო. ბავშვმა დაბადებიდან პირველი წლები ავსტრალიაში გაატარა, ხოლო ლატვიაში ჩასვლისას ის სამი წლის და ხუთი თვის იყო. დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივარი ცენტრალურ ხელისუფლებას ავსტრალიიდან ბავშვის ჩამოსვლის ორი თვის თავზე წარედგინა, ხოლო რაიონულმა და რიგის საოლქო სასამართლოებმა გადაწყვეტილებები მომჩივნისა და მისი ქალიშვილის ლატვიაში ჩამოსვლიდან ოთხი და ექვსი თვის შემდეგ გამოიტანეს. საბოლოოდ, ტ. მოულოდნელად შეხვდა ე-ს და მასთან ერთად, 2009 წლის 14 მარტს, ავსტრალიისკენ აიღო გეზი. აქედან გამომდინარეობს, რომ ლატვიის ხელისუფლებისათვის ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენა, ასევე ეროვნული სამართალწარმოება და ბავშვის დაბრუნება ერთ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში განხორციელდა, რაც ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბავშვის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნაშეი ჯდება.
110. გარდა ამისა სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა - როგორც პირველმა ინსტანციამ ასევე სააპელაციო სასამართლომ - ტ-ს მიერ დაბრუნებასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რაიონულმა სასამართლომ ორივე მშობლის თანდასწრებით ჩატარებული მოსმენის შედეგად ჰააგის კონვენციის გამოყენებადობა დაადგინა, დააკმაყოფილა რა ტ-ს საჩივარი და ბავშვის ავსტრალიაში დაუყოვნებლივი დაბრუნების ბრძანება გასცა. 2009 წლის 26 იანვარს ორივე მშობლის თანდასწრებით ჩატარებული სხდომების შედეგად, რიგის საოლქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
111. რაც შეეხება ლატვიის სასამართლოების მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ გამოთქმული პროტესტი დასაბუთებულად უარყო, კერძოდ, მას შემდეგ, რაც მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეისწავლა, მათ შორის, მომჩივანსა და ტ-ს ნათესავებს შორის ელექტრონული მიმოწერის ასლები და ფოტოები, ასევე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მომწმეების ჩვენებები. მეორეს მხრივ, სასამართლომ უარი თქვა ავსტრალიის ხელისუფლებისაგან ტ-ს ნასამართლეობასა და მის წინააღმდეგ სავარაუდოდ წაყენებული ბრალის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე, საბოლოოდ უარყო მტკიცება იმის შესახებ, რომ ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში მას ფსიქოლოგიური საფრთხე შეექმნებოდა და დაადგინა, რომ მომჩივანმა სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა (იხ. ზემოთ 21-ე პარაგრაფი).
112. სასამართლო მიუთითებს, რომ რიგის საოლქო სასამართლოში ვითარება შეიცვალა - მომჩივანმა აპელაციის კონტექსტში, ანუ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, 2008 წლის 16 დეკემბერს ფსიქოლოგის მიერ მომზადებული დასკვნა წარმოადგინა. ხსენებული დოკუმენტი მიუთითებდა, რომ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ის ვერ გამოთქვამდა თავის მოსაზრებას მისთვის მისაღებ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და რომ დედისგან მისი სწრაფი განშორება შესაძლო ფსიქოლოგიური ტრამვის გათვალისწინებით, მიუღებელი იყო (იხ. ზემოთ 22-ე პარაგრაფი).
113. თუმცა, სანამ რაიონული სასამართლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების აღსრულების შეჩერების საკითხს სწავლობდა და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო რა მხედველობაში ხსენებული (ფსიქოლოგის) დასკვნა, მომავალი სააპელაციო განხილვების დასრულებამდე მისი დაბრუნების შესახებ ბრძანების აღსრულების შეჩერების თაობაზე ბრძანება გამოსცა (იხ. ზემოთ 24-ე პარაგრაფი), საოლქო სასამართლომ დასკვნის გათვალისწინებაზე უარი განაცხადა.
114. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს აზრით, ფსიქოლოგიური დასკვნის შედეგები მეურვეობის საკითხს უკავშირდებოდა და აქედან გამომდინარე, ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით მის წინაშე დაყენებულ საკითხში მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. ამ მსჯელობის გათვალისწინებით რიგის საოლქო სასამართლომ, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის დებულებების ფარგლებში, ფსიქოლოგის დასკვნის შესწავლაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან უშუალო კავშირში იყო, კერძოდ რომ ყურადღება მიექცა დედისგან მისი სწრაფი წაყვანის შემთხვევაში ფსიქოლოგიური ტრამვის შესაძლებლობას (იხ. მეორეს მხრივ, Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი ).
115. კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით, ლატვიის ხელისუფლებას პროცესუალური ვალდებულებები დაეკისრა, ანუ, სადავო მტკიცება იმისა, რომ ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში „სეროიზული რისკის“ საფრთხე ჩნდებოდა, სასამართლოების მიერ ეფექტიანად უნდა შესწავლილიყო და შედეგები სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო (იხ. ზემოთ 107-ე პარაგრაფი).
116. ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის (ბ) პუნქტის შესაბამისად, დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესწავლისას, სასამართლოები არ არიან ვალდებულნი დააკმაყოფილონ დაბრუნების მოთხოვნა „თუ პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც ეწინააღმდეგება დარუნებას დაადგენს, რომ... არსებობს სერიოზული რისკი“. დაბრუნების მოწინააღმდეგე მშობელმა ამ მიზნით პირველ რიგში, საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სწორედ რომ მომჩივანს საამისოდ საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რაც მე-13 მუხლის (ბ) პუნქტის მნიშვნელობით არსებულ სერიოზულ რისკს დაადასტურებდა. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დებულებით „სერიოზული რისკის“ განსაზღვრა - რომელიც „ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის“ გარდა, „აუტანელ მდგომარეობაში“ მოხვედრას გულისხმობდა - არის მაინც შეზღუდული და ვერ იქნება გაგებული კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით, ისევე როგორც ყველა უხერხულობა, რომელიც დაბრუნებასთან არის დაკავშირებული: მე-13 მუხლის (ბ) პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისები მხოლოდ იმ ვითარებას ეხება, რომელიც სცილდება იმას, რისი ატანაც ბავშვს შეუძლია. მომჩივანმა მისი ვალდებულებისამებრ წარმოადგინა ფსიქოლოგის ცნობა იმის შესახებ, რომ დედისგან ბავშვის უეცარი წაყვანა ტრამვის რისკს შეიცავდა. გარდა ამისა, მომჩივანმა ტ-ს კრიმინალურ წარსულსა და მისი მხრიდან სასტიკ მოპყორობზე მიუთითა. თავის მხრივ, ლატვიის სასამართლოებს იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა „სერიოზული რისკი“, ეფექტიანი გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინათ (იხ. B. v. Belgium, no. 4320/11, §§ 70-72, 10 July 2012).
117. სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ პროფესიონალისაგან აღებული ცნობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის (ბ) პუნქტის მნიშვნელობით შესაძლო სერიოზული რისკის არსებობის შესახებ დასკვნების არგათვალისწინება, ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს. ფსიქოლოგის დასკვნის არაშეჯიბრებითობითი ხასიათი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოებს ამ ანგარიშის ეფექტიანი შესწავლა არ ჩაეტარებინათ, მითუმეტეს, რომ საოლქო სასამართლოს უფლებამოსილებით შესაძლებელი გახდა ამ დოკუმენტის წარდგენა მხარეთა ჯვარედინი დაკითხვისას, ან საკუთარი ინიციატივით სასამართლოს შეეძლო დამატებითი საექსპერტო დასკვნის მოთხოვნა, რაც ლატვიის კანონმდებლობით არის დასაშვები (იხ. 45-ე პარაგრაფი). საკითხი, შესაძლებელი იყო თუ არა რომ დედა გაჰყოლოდა შვილს ავსტრალიაში და გაეგრძელებინა მასთან კონტაქტი, ასევე იქნა განხილული. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებები ლატვიის კანონმდებლობის ნაწილია და უშუალოდ გამოიყენება, წარმოადგენენ რა „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს, დაკავშირებულს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან“ ჰააგის კონვენციის მე-20 მუხლის მნიშვნელობით, საოლქო სასამართლო მოცემულ საქმეში მსგავს მსჯელობას გვერდს ვერ აუვლიდა.
118. რაც შეეხება ჰააგის კონვენციით გათვალისწინებულ და რიგის საოლქო სასამართლოს მიერ განხილვისას ნახსენებ მოკლე ვადებს (იხ. ზემოთ 25-ე პარაგრაფი), სასამართლო იმეორებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან სწრაფ მოქმედებებს, ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისაგან ეფექტიანად შეისწავლოს ერთ-ერთი გამონაკლისის საფუძველზე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მკაფიოდ გათვალისწინებული მე-13 მუხლის (ბ) პუნქტით.
119. ზემოხსენებულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი მის ოჯახურ ცხოვრებაში არაპროპორციული ჩარევის მსხვერპლი გახდა, იმდენად რამდენადაც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კონვენციის მე-8 მუხლში ნაგულვები პროცესუალური მოთხოვნები არ შესრულდა; ქ. რიგის საოლქო სასამართლომ ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის (ბ) პუნქტის შესაბამისად მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეფექტიანი გამოკვლევა არ განახორციელა.
120. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
121.კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელმშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.
ა. ზიანი
122. ვინაიდან მომჩივანს მატერიალური, ან მორალური ზიანის კომპენსაცია არ მოუთხოვია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ანაზღაურების განხორციელება არ უნდა მოხდეს.
ბ. სასამართლო ხარჯები
123. მომჩივანმა განაცხადა, რომ 1,996.91 ლატი (2,858.84 ევრო (EUR)) დიდი პალატის სასამართლო ხარჯებზე გაწია და ამის დასამტკიცებლად მთელი რიგი დოკუმენტები წარმოადგინა.
124. მთავრობამ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არც გამართლებული იყო, არც გონივრული, გამონაკლისი იყო 485, 19 ევრო (EUR), რომელიც სასამართლოს წინაშე წარსადგენად, მომჩივნის წარმომადგენლის მგზავრობაზე დაიხარჯა.
125. სასამართლო იმეორებს, რომ ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივნმა ეს ხარჯები, გონივრულ ფარგლებში, ნამდვილად და საჭიროებიდან გამომდინარე გაწია. მოცემულ საქმეში, არსებული ინფორმაციისა და პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრული იქნებოდა მომჩივანს მიაკუთვნოს 2,000 ევრო (EUR), რაც სამართალწარმოებისას მის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებდა.
გ. საურავი
126. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო,ადგენს, ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
ადგენს, ათი ხმით შვიდის წინააღმდეგ,
(ა)რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს, განჩინების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით გადაუხადოს 2,000 EUR (ორი ათასი ევრო) და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მომჩივანთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, კონვერტირებული ლატვიის ლატში, იმ დროისათვის არსებული კურსის მიხედვით;
(ბ)ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;უარყოფს ერთხმად მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
მომზადდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გასაჯაროვდა 2013 წლის 26 ნოემბერს, ზეპირი მოსმენის დროს, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში.
მაიკლ ობოილიდინ შპილმანი
სასამართლო განმწესრიგებლის პრეზიდენტი
მოადგილე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე
მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას განსხვავებული მოსაზრებები თან ერთვის:
- მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს თანმხვედრი მოსაზრება;
- მოსამართლეები ბრაცა, ვაჯიჩი, ჰაჯიევი, სიკუტა, ჰირველა, ნიკოლაუ, რაიმონდი და ნუსბერგერის ერთობლივი განსხვავებული აზრი.
D.S.
M.O’B.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy