© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №168
ნოემბერი 2013
X. ლატვიის წინააღმდეგ[დპ]-27853/09
გადაწყვეტილება 26.11.2013 [GC]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხორების პატივისცემა
ჰააგის კონვენციის შესაბამისად ბავშვის დაბრუნებისას ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის დეტალურად არ განხილვა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანი ცხოვრობდა ავსტრალიაში და 2005 წელს გააჩინა ქალიშვილი პარტნიორ ტ.-სთან თანაცხოვრების დროს. ბავშვის დაბადების მოწმობა არ აღნიშნავდა მამის სახელს და მამობაზე ტესტი არასდროს ჩატარებულა. 2008 წელს მომჩივანმა დატოვა ავსტრალია ქალიშვილთან ერთად და დაბრუნდა სამშობლოში - ლატვიაში. ტ.-მ ავსტრალიის სასამართლოებში შეიტანა საჩივარი ითხოვდა რა მშობლის უფლებების დადგენას შვილთან მიმართებაში, აცხადებდა რა, რომ მომჩივანმა ბავშვი მისი ნებართვის გარეშე წაიყვანა ავსტრალიიდან გასვლისას, რითაც დაარღვია ჰააგის კონვენცია. ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ. ავსტრალიის სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ ტ. და მომჩივანი ერთობლივ მეურვეობაში იყვნენ ბავშვზე და რომ საქმის შემდგომი განხილვა განხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც ბავშვი დაბრუნდებოდა ავსტრალიაში. როდესაც ლატვიის შესაბამისმა ორგანოებმა მიიღოს შეტყობინება ავსტრალიის ხელისუფლების ორგანოებისაგან, მათ მოისმინეს მომჩივნის მოსაზრებები, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჰააგის კონვენციის გამოყენებადობას იმის გამო, რომ იგი გახლდათ ბავშვის ერთადერთი მეურვე. ლატვიის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს ტ.-ს მოთხოვნა, დასკვნეს რა, რომ მათი განსახილველი არ იყო ავსტრალიის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი ამ უკანასკნელის, როგორც მშობლის პასუხისმგებლობებთან მიმართებაში. შესაბამისად, მომჩივანს მოეთხოვა ბავშვის ავსტრალიაში დაბრუნება ექვსი კვირის ვადაში. 2009 წლის მარტში ტ. შეხვდა მომჩივანს, წაიყვანა ბავშვი და დაბრუნდა მასთან ერთად ავსტრალიაში. საბოლოოდ, ავსტრალიის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ტ. იყო ბავშვის ერთადერთი მეურვე და რომ მომჩივანს მიეცა ბავშვის მონახულების უფლება სოციალური სამსახურების ზედამხედველობით და არ მიეცა უფლება ლატვიურად ესაუბრა მასთან.
2011 წლის 13 დეკემბერს (იხ. საინფორმაციო ბიულეტენი N. 147) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას მიიჩნა რა, რომ ლატვიი როდესაც სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ ბავშვის დაბრუნების შესახებ ჰააგის კონვენციის თანახმად, ადგილი არ ჰქონდა ყველა შესაბამისი გარემოების სიღრმისეულ ანალიზს, რითაც ჩარევა არაპროპორციული შეიქნა.
სამართალი - მუხლი 8: ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა თუ რამდენად იყო მომჩივნის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა, რომელიც გამომდინარეობდა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებიდან, „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ამ მიზნით, სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისადმი მინიჭებული შეფასების ზღვარის ფარგლებში, იმის დადგენისას თუ რამდენად იყო ბავშვისა და მშობლების და საჯარო წესრიგს შორის ინტერესთა ჯეროვანი ბალანსი დაცული ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის ინტერესების დაცვა უნდა ყოფილიყო პირველადი საზრუნავი. ამ მხრივ, ევროპული კონვენციისა და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული ინტერპრეტაციის მიზნებისათვის, ის გარემოებანი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ უკანასკნელი კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებში და ეხება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბურუნების ვალდებულებისაგან გამონაკლისებს, უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ჯეროვნად გათვალისწინებული სასამართლოს მიერ, რომელსაც ამ საკითხზე უნდა მიეღო სათანადოდ არგუმენტირებული გადაწყვეტილება და მხოლოდ შემდეგ შეეფასებინა იგი ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლი ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებს აკისრებდა პროცედურულ ვალდებულებას, რომელიც ბავშვის დაბრუნების შეფასებისას სასამართლოებისაგან ითხოვდა განეხილა ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში მისადმი „უკიდურესი საფრთხის“ არსებობის შესახებ ბრალდებანი და მიეღო განჩინება კონკრეტული მიზეზების მითითებით. რაც შეეხება „უკიდურესი საფრთხის“ ზუსტ ხასიათს, ჰააგის კონვენციის 13(ბ) მუხლით დადგენილი გამონაკლისები ეხება მხოლოდ იმ ვითარებებს, რომლის გადატანაც, გონივრულად, არ შეუძლია ბავშვს.
მოცემულ საქმეში, ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა, რომ ლატვიის სასამართლოების წინაშე მომჩივანმა წარმოადგინა რამდენიმე გარემოება, რომელიც ადასტურებდა, რომ ბავშვის დაბრუნება ავსტრალიაში შექმნიდა „უკიდურეს საფრთხეს“ მისი შვილისათვის; მან ასევე წარმოადგინა, რომ ტ.-ს ჰქონდა დანაშაულებრივი წარსული და მოიხმო მისი მხრიდან არაჯეროვანი მოპყრობის შემთხვევები. კერძოდ, აპელაციისას, მომჩივანმა წარმოადგინა ფსიქოლოგის მოწმობა, რომელიც ასკვნიდა, რომ ბავშვს შესაძლოა მიჰყენებოდა ტრავმა დედასთან უეცარი დაშორების შემთხვევაში. მართალია ეროვნული სასამართლოების ვალდებულება გახლდათ იმის დადგენა, თუ რამდენად არსებობდა ბავშვისათვის „უკიდურესი საფრთხე“ და ფსიქოლოგიური ანგარიში პირდაპირ კავშირში იყო ბავშვის ინტერესებთან, რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა მოცემული ანგარიშის დასკვნების განხილვაზე ჰააგის კონვენციის 13(ბ) მუხლის დებულებების გათვალისწინებით. ამავდროულად, ეროვნულმა სასამართლოებმა ასევე ვერ განიხილეს თუ რამდენად იყო შესაძლებელი დედა გაყოლოდა ბავშვს ავსტრალიაში და შეენარჩუნებინა მასთან კონტაქტი. იმის გამო, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ეფექტიანად ვერ განიხილეს მომჩივნის ბრალდებანი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით არ აკმაყოფილებდა კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს და, შესაბამისად, მომჩივანი დაექვემდებარა არაპროპორციულ ჩარევას მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში.
დასკვნა: დარღვევა (ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ).
მუხლი 41: ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ ყოფილა წარმოდგენილი.
(იხ. აგრეთვე საქმეები Maumousseau and Washington v. France, 39388/05, 6 დეკემბერი 2007, საინფორმაციო ბიულეტენი N. 103, დაNeulinger and Shuruk v. Switzerland [GC], 41615/07, 6 ივლისი 2010, საინფორმაციო ბიულეტენი N. 132)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy