© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 110
ივლისი, 2008
იუმაკი და სადაკი (Yumak and Sadak) თურქეთის წინააღმდეგ - 10226/03
გადაწყვეტილება 8.7.2008 [დპ]
1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი
კანონმდებლის არჩევა
ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა
პოლიტიკური პარტიების მიერ ეროვნულ არჩევნებში ხმათა 10%-ის გადალახვის მოთხოვნა პარლამენტში წარმომადგენლობისთვის: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: განმცხადებელი მონაწილეობდა 2002 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში როგორც DEHAP-ის (დემოკრატიული სახალხო პარტია) კანდიდატი საარჩევნო ერთეულში, რომელიც მოიცავდა ერთ პროვინციას. კენჭისყრის შედეგად DEHAP-მა პროვინციის მასშტაბით მოიპოვა ხმათა 45.95% (47449 ხმა), მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლო 6.22%-ის მიღება. ეროვნული ასამბლეის წევრთა არჩევნების შესახებ 1983 წლის #2839 კანონის თანახმად, რომელიც ადგენს, რომ „ეროვნულ დონეზე პარტიები ვერ მოიპოვებენ ადგილებს თუკი არ მოიპოვებენ ნამდვილად ცნობილი ხმების 10%-ს“, განმცხადებელი არ იქნა არჩეული. პროვინციისთვის გამოყოფილი სამი საპარლამენტო ადგილიდან ორი მიიღო პარტიამ, რომელმაც ხმათა 14.05% (14 460 ხმა) მიიღო, ხოლო მესამე ადგილი შეხვდა დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელმაც ხმათა 9.69% (9 914 ხმა) მიიღო. არჩევნებში მონაწილე 18 პარტიიდან მხოლოდ ორმა შეძლო 10%-იანი ბარიერის გადალახვა და შესაბამისად პარლამენტში ადგილების მოპოვება. ერთერთმა მათგანმა მიიღო ხმათა 34.26% და მოიპოვა ადგილების 66%, ხოლო მეორემ ადგილთა 33% ხმათა 19.4%-ისთვის. ცხრა დამოუკიდებელი კანდიდატი იქნა ასევე არჩეული. ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული ეროვნული ასამბლეა მრავალპარტიული სისტემის პირველად შემოღების შემდეგ ყველაზე ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო. 45%-ს მიაღწია ამომრჩეველთა რაოდენობამ, რომლებიც ვერ იქნენ წარმოდგენილები [პარლამენტში], ხოლო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ამომრჩეველთა 20%-ს.
კანონმდებლობა: პოლიტიკური პარტიისთვის პარლამენტში მოსახვედრად ქვეყნის მაშტაბით 10%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესება წარმოადგენდა განმცხადებლის საარჩევნო უფლებებში ჩარევას. ბარიერის დაწესება ემსახურებოდა პარლამენტის გადაჭარბებული და დამასუსტებელი დანაწევრების თავიდან აცილებისა და შესაბამისად ხელისუფლების სტაბილურობის გაძლიერების ლეგიტიმურ მიზანს. კანონმდებლის არჩევანი არ მოდიოდა პირდაპირ წინააღმდეგობაში 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან, რომელიც პრინციპში არ ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, მიიღონ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც რეგიონული საწყისის მქონე პარტიებს საპარლამენტო წარმომადგენლობის გარანტიას შეუქმნის, მიუხედავად ქვეყნის სხვა ერთეულებში ამომრჩეველთა აქტივობისა. მეორეს მხრივ, პრობლემა შეიძლება გამოვლენილიყო თუკი შესაბამისი კანონმდებლობა ასეთ პარტიებს საპარლამენტო წარმომადგენლობას დააკარგვინებდა. თურქეთში არსებული საარჩევნო ბარიერი ყველაზე მაღალი იყო ევროპის საბჭოს ქვეყნებში. წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ სამს ქონდა არჩეული უმაღლესი ბარიერი (7 ან 8%). წევრი ქვეყნების მესამედი ირჩევდა 5%-იან ბარიერს, ხოლო 13 წევრი - უფრო დაბალ ბარიერს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბარიერი შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით და სხვადასხვა სისტემებს შეიძლება ქონდეს განსხვავებული, ხშირად ანტაგონისტური პოლიტიკური მიზნები. ამ მიზანთაგან არცერთი არ შეიძლება მივიჩნიოთ არაგონივრულად. ბარიერის როლი განსხვავდებოდა მათი სიმაღლის და ქვეყანაში პარტიული სისტემის მიხედვით. დაბალი ბარიერი გამორიცხავდა მხოლოდ ძალიან მცირე დაჯგუფებებს, რაც ართულებდა სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბებას, ხოლო იქ სადაც პარტიული სისტემა მეტად დანაწევრებულია, მაღალი ბარიერები მრავალ ამომრჩეველს უკარგავდა წარმომადგენლობას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შეეძლო დათანხმებოდა იმას, რომ 5%-იანი ბარიერი უფრო ახლოს იყო წევრი ქვეყნების ერთიან პრაქტიკასთან, ის ვერ შეაფასებდა განსახილველ ბარიერს შესაბამისი ქვეყნის საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური განვითარების მხედველობაში მიღების გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა განსახილველი სისტემის ცვლილებები და სხვა გარანტიები. რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ თურქეთში დამოუკიდებელი კანდიდატი მთელ რიგ უთანასწორო შეზღუდვებსა და პირობებს ექვემდებარება, რაც არ მოქმედებს პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში. თუმცა, ეს მეთოდი არ შეიძლება პრაქტიკულად არაეფექტურად ჩაითვალოს, როგორც 2007 წლის არჩევნებმა აჩვენა, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატების მიმართ ბარიერების არ არსებობამ პატარა პარტიებს შესაძლებლობა მისცა მოეპოვებინათ ადგილები საკანონმდებლო ორგანოში. იგივე გავრცელდა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად საარჩევნო კოალიციების შექმნის შესაძლებლობებზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვინაიდან 2002 წლის ნოემბრის არჩევნებში 14.5 მილიონი ხმა წარუმატებელმა კანდიდატებმა მიიღეს, ამ საარჩევნო სტრატეგიებს შეეძლო მხოლოდ შეზღუდული ეფექტი ჰქონოდა. თუმცა, 2002 წლის არჩევნები კრიზისულ კლიმატში ჩატარდა მთელ რიგ მიზეზთა გამო (ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, მიწისძვრა) და არჩევნების შედეგად წარმომადგენლობის დეფიციტი შესაძლოა ნაწილობრივ კონტექსტუალური წარმომავლობის იყო და არა მხოლოდ მაღალი საარჩევნო ბარიერის დამსახურება. 1983 წლიდან ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ხმათა ასეთმა მაღალმა პროცენტმა წარმომადგენლობა ვერ მიიღო პარლამენტში. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ ბარიერის ზემოქმედებით პარტიებმა შეძლეს სტრატეგიების განვითარება, ამ ზეგავლენის შესამცირებლად, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგიები წინააღმდეგობაში მოვიდა ბარიერის ერთერთ დეკლარირებულ მიზანთან, პარლამენტის დანაწევრების თავიდან აცილებასთან. სასამართლომ ასევე მნიშვნელობა მიანიჭა საკონსტიტუციო სასამართლოს როლს. სადავო საარჩევნო ბარიერის გადამეტებული ეფექტის თავიდან ასაცილებლად საკონსტიტუციო სასამართლომ სიფხიზლის გამოჩენით სამართლიან წარმომადგენლობასა და ხელისუფლების სტაბილურობის პრინციპებს შორის წონასწორობის წერტილის ძიების გზით, შექმნა გაანგარიშებული გარანტია 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების არსის შემასუსტებელი ბარიერის შესაჩერებლად. დასკვნაში სასამართლომ მიიჩნია, რომ 10%-იანი ბარიერი გადაჭარბებულია და დაეთანხმა ევროპის საბჭოს ორგანოებს, რომლებიც შემცირებას უწევდნენ რეკომენდაციას. მაღალი ბარიერი პოლიტიკურ პარტიებს აიძულებდა, მიემართათ ეშმაკობისთვის, რაც არ ემსახურებოდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. თუმცა წინამდებარე საქმეზე სადავო არჩევნების სპეციფიურ პოლიტიკური კონტექსტში შეფასებით და ცვლილებებისა და სხვა გარანტიების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ დარწმუნდა რომ ბარიერს 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით დაცული უფლებების არსის შემასუსტებელი ეფექტი ქონდა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
იხილეთ პალატის გადაწყვეტილება საინფორმაციო შეჯამებაში # 93.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy