© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N. 10226/03)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
8 ივლისი 2008
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა,
შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ბოშტიან მ. ცუნპანჩიჩ, პრეზიდენტი
პერ ლორენსენ,
ფრანსუაზ ტულკენს,
ჯოზეფ კასადევალ,
რიზა ტურმენ,
კორნელიუ ბირსან,
ვოლოდიმირ ბუტკევიჩ,
ნინა ვაიიჩ,
ანატოლი კოვლერ,
ვლადიმირო ზაგრემელსკი,
ელიზაბეტ შტეინერ,
ხავიერ ბორეგო ბორეგო,
ხანლარ ჰაჯიევ,
რენატე იეგერ,
იან შიკუტა,
იზაბელ ბერო-ლეფევრ,
პააივი ჰირველა, მოსამართლეები,
და ვინსენტ ბერგერი, იურისკონსული,
2007 წლის 21 ნოემბერსა და და 2008 წლის 4 ივნისს განმარტოებით ითათბირა,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 10226/03) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2003 წლის 1 მარტს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანეს ბატონებმა მეჰმეთ იუმაკმა და რესულ სადაკმა ("მომჩივნები").
2.მომჩივნები, რომელთაც გაეწიათ იურიდიული დახმარება, წარმოდგენილნი იყვნენ ბ-ნი რ. ელჩის მიერ, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას დიარბაკირში ეწევა. თურქეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოადგინა მისმა აგენტმა.
3.მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ თურქეთში საპარლამენტო არჩევნებისას დაწესებული 10% საარჩევნო ბარიერი წარმოადგენდა ჩარევას ხალხის მიერ კანონმდებელის არჩევის დროს მოსაზრების გამოხატვის თავისუფლებაში. აღნიშნულის მტკიცებისას, მომჩივნები 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლს ეფუძნებოდნენ.
4.საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (წესი 52, პუნქტი 1 საამართლოს რეგლამენტი). 2006 წლის 9 მაისს თებერვალს, სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ჟან-პოლ კოსტა, ირინეო კაბრალ ბარეტო, რიზა ტურმენ, მინდია უგრეხელიძე, ანტონელლა მულარონი, ელისაბეტ ფურა-სანდოსტრომ და დრაგოლიუბ პოპოვიჩი და აგრეთვე სალი დოლე, სასამართლო გამწესრიგებელი, საჩივარი ნაწილობრივ მისაღებად ჩათვალა.
5.საქმის არსებითი განხილვა (წესი 54, ნაწილი 3) საჯაროდ შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2006 წლის 5 სექტემბერს.
6.2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით (პალატის გადაწყვეტილება), პალატამ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია 1 ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას. გადაწყვეტილებას თან ერთვოდა მოსამართლეების ირინეუ კაბრალ ბარეტოსა და ანტონელლა მულარონის განსხვავებული მოსაზრებანი.
7.2007 წლის 21 აპრილს მომჩივნებმა მოითხოვეს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად. 2007 წლის 9 ივლისს დიდი პალატის კოლეგიამ დააკმაყოფილა მოთხოვნა.
8.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე წესის მიხედვით.
9.როგორც მომჩივნებმა, ისე მთავრობამ წარადგინა წერილობითი მოსაზრებები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. მოსაზრებები წარმოდგენილ იქნა ლონდონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფის (Minority Rights Group International) მიერაც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გასცა ავტორიზაცია ჩართულიყო წერილობით საქმეთაწარმოებაში (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი ა წესი 24).
10.მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2007 წლის 21 ნოემბერს (წესი 59, პარაგრაფი 3).
სასამართოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
ბ-ნი მ. ოზმენი,თანა-აგენტი
ბ-ნი ჰ. ჰიუნლერი,ადვოკატი
ქ-ნი ა. ოზდემირი,
ქ-ნი ვ. სირმენი,
ქ-ნი ი. რენდა,
ქ-ნი ო. გაზიალემი,მრჩევლები
(ბ)მომჩივნის მხარეს
ბ-ნი ტ. ელჩი,წარმომადგენელი
ბ-ნი ტ. ფიშერი,
ქ-ნი ე. ფრანკი,მრჩევლები
ბ-ნი რ. სადაკიმომჩივანი
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი ელჩისა და ბ-ნი ოზმენის გამოსვლებს და რამდენიმე მოსამართლის შეკითხვაზე ბ-ნი ფიშერისა და ბ-ნი ოზმენის პასუხებს.
ფაქტები
I.საქმის გარემოებანი
11.მომჩივნები დაიბადნენ 1962 და 1959 წელს და ცხოვრობენ შირნაკში. 2002 წლის 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი კენჭს იყრიდნენ შირნაკის პროვინციაში სახალხო დემოკრატიული პარტიის (DEHAP) კანდიდატების რანგში, თუმცა, არც ერთი მათგნი არ ყოფილა არჩეული.
ა.2002 წლის 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები
12.1999 წლის მიწისძვრის შემდეგ, 2000 წლის ნოემბერში და 2001 წლის თებერვალში, თურქეთი აღმოჩნდა ორი სერიოზული ეკომონიკური კრიზისი წინაშე. ამას მოყვა პოლიტიკური კრიზისი გამოწვეული ერთის მხრივ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო და მეორეს მხრივ, სამი პოლიტიკური პარტიის გამაერთიანებელ მმართველ კოალიციაში შიდა არაერთგზისი დანაწილების გამო.
13.სწორედ ამ კონტექსტში, 2002 წლის 31 ივლისს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ (ეროვნული ასამბლეა) გადაწყვიტა ჩაეტარებინა შემდგომი საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები 2002 წლის 3 ნოემბერს.
14.სექტემბრის დასაწყისში სამმა მემარცხენე პოლიტიკურმა პარტიამ – “სახალხო დემოკრატიის პარტიამ” (HADEP), “ლეიბორისტულმა პარტიამ” (EMEP) და “დემოკრატიულ სოციალისტურმა პარტიამ” (SDP) გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ “ლეიბორისტული, მშვიდობის და დემოკრატიის ბლოკი” და შექმნეს ახალი პოლიტიკური პარტია – DEHAP-ი. მომჩივნებმა, ახალი პარტიის წამყვანი კანდიდატების რანგში, დაიწყეს საარჩევრო კამპანია შირნაკის პროვინციაში.
15.ამგვარი წინასაარჩევნო ალიანსები უკვე შექმნილიყო 1991 წელს, რის შედეგადაც “ნაციონალისტურმა ლეიბორისტულმა პარტიამ” (MჩP –მემკვიდრე და MHP – წინამორბედი) და “რეფორმისტ დემოკრატთა პარტიამ” (IDP) მოიპოვეს ადგილები შეუერთდნენ რა მათი კანდიდატები “კეთილდღეობის პარტიის” (RP) მიერ წარმოდგენილ სიას, “სახალხო ლეიბორისტულმა პარტიამ” (HEP–DEHAP წინამორბედი) მოიპოვა 19 ადგილი პარლამენტში გაწერა რა მისი კანდიდატები “სახალხო სოციალური დემოკრატიული პარტიის” (SHP) სიებში. ამგვარად პარტიები, რომლებიც სავარაუდოდ ვერ გადალახავდნენ 10% ეროვნულ ბარიერს ახერხებდნენ საპარლამენტო წარმომადგენლობას: ისინი უერთდებოდნენ უფრო დიდი პარტიის სიას და შემდეგ, არჩევისას, ტოვებდნენ მათ და აგრძელებდნენ საკუთარ საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტარები ან გადადიოდნენ სხვა პარტიის რიგებში.
16.2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით შირნაკის პროვინციაში DEHAP-ის სიით განთესილმა კანდიდატებმა მიიღეს 47,449 ხმა 103,111 ხმიდან, დაახლოებით ხმათა 45,95%. თუმცა, იმის გამო რომ პარტიამ ვერ გადალახა ეროვნული 10% ბარიერი, მომჩივნები ვერ იქნენ არჩეულნი. შირნაკის პროვინციის სამი ადგილი გადანწილდა შემდეგგვარად: ორი ადგილი AKP (Adalet ve Kalkinma –“სამართლიანობისა და განვითარების პარტია”, კონსერვატიულ მემარჯვენეთა პარტია), რომელმაც მიიღო 14,05% (14,460 ხმა) და ერთი ადგილი ბ-ნი ტატარს, დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელმაც მიიღო 9.69% (9,914 ხმა).
17.არჩევნებში მონაწილე თვრამეტი პარტიიდან მხოლოდ AKP და CHP-მ (Cumhuriyet Halk Partisi – “სახალხო რესპუბლიკური პარტია”, მემარცხენე პარტია) მოახერხა 10% ბარიერის გადალახვა. 34,26^ ხმით, AKP-მ მიიღო 363 ადგილი, ანუ ეროვნული ასამბლეის 66%. CHP-მ კი, რომელმაც მიიღო ხმათა 19,4% დაიკავა 178 ადგილი – ანუ სულ 33%. ამასთანავე, მოხდა ცხრა დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა.
18.არა მარტო DEHAP-მა, რომელმაც 6,22% მიიღო, არამედ ბევრმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამაც ვერ შეძლო პარლამენტში შესვლა. მათ შორის “ჭეშმარიტი გზის პარტია” (DYP – ცენტრისტული-მემარჯვენე), “ეროვნული მოქმედების პარტია” (MHP, ნაციონალისტები), “ახალგაზრდული პარტია” (GP, ცენტრისტები) და “სამამულო პარტია” (ANAP, ცენტრისტულ-მემარჯვენე), რომელთა შორისაც ხმათა მაჩვენებელი შემდეგგვარად გადანაწილდა: 9,54%, 8,36%, 7,25% და 5,13%.
19.მოცემული არჩევნების შედეგები ზოგადად რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებად შეფასდა. თურქეთის პარლამეტში წარმომადგენლობის არ მქონე ელექტორატის პროპორციამ არამარტო რეკორდულ ზღვარს მიაღწია (დაახლოებით 45%), არამედ დააფიქსირა უდიდესი რაოდენობა არჩევნებში მონაწილეობის არ მიმღებ ელექტორატს შორისაც (რეგისტრირებელი ამომრჩევლების 22%) და პირველად გადააჭარბა 1980 წელს დაფიქსირებულ 20%-ს. შედეგად, 1946 წლიდან მოყოლებული, იმ დროიდან, როდესაც მოხდა მრავალპარტიული სისტემის დანერგვა, ეროვნული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული ეროვნული ასამბლეა იყო ყველაზე ნაკლებად წარმომადგენლობითი. მეტიც, 1954 წლის შემდეგ პირველად, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია იყო წარმოდგენილი.
20.ეროვნული ასამბლეის არაჯეროვანი წარმომადგენლობის ასახსნელად, რამდენიმე კომენტატორი მაღალ ეროვნულ ბარიერთან ერთად შეეხო ფაქტორების კუმულატიურ ზეგავლენას შედეგებზე. მაგალითად, საპროტესტო ხმის მიცემის ფენომენი, რომელიც უკავშირდებოდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს, ხუთმა პარტიამ, რომლებმაც მოიპოვეს ადგილები 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად – მათ შორის სამმა, რომლებმაც 1999-2002 წლებში მმართველი კოალიცია შექმნეს - ვერ გადალახეს 10% ბარიერი 2002 წელს და, შესაბამისად, ვერ დაიკავეს ადგილები პარლამენტში. ამასთანავე, საარჩევნო ფრაგმენტაციამ იქონია გავლენა შედეგებზე, იმდენად, რამდენადაც წინასაარჩევნო კოალიციების შექმნის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
21.არჩევნების შემდეგ AKP-მ, რომელმაც პარლამენტში სრული უმრავლესობა მოიპოვა, ჩამოაყალიბა მთავრობა.
ბ. 2007 წლის 22 ივლისის საპარლამენტო არჩევნები (პალატის გადაწყვეტილების შემდეგ)
22.2007 წლის მაისის დასაწყისში თურქეთის პარლამენტმა გადაწყვიტა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და თარიღად 2007 წლის 22 ივლისი დაადგინა. მოცემული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო პოლიტიკური კრიზისით, რომლის შედეგადაც პარლამენტმა ვერ შეძლო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევა აჰმეტ ნეკდეტ სეზერის შემცვლელად მანამდე, სანამ დასრულდებოდა ამ უკანასკნელის შვიდწლიანი ვადა 2007 წლის 16 მაისს. მოვლენების ნორმალური განვითარების შემთხვევაში, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2007 წლის 4 ნოემბერს.
23.არჩევნებში, რომელიც ორი მახასიათებლით გამოირჩეოდა, თოთხმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. პირველი გახლდათ საპრეზიდენტო კრიზისის შემდგომი ელექტორატის ძლიერი მობილიზება, რის გამოც მონაწილეობის მაჩვენებელმა 84% მიაღწია. მეორე კი 10% ბარიერის გადასალახად პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებული ორი წინასაარჩევნო სტრატეგია გახლდათ. “დემოკრატიულ მემარცხენეთა” პარტიამ (DSP) არჩევნებში მონაწილეობა CHP ოპოზიციური პარტიის ნიღაბმორგებულმა მიიღო და ამგვარად მოახერხა 13 ადგილის მიღება. “დემოკრატიული საზოგადოების” პარტიამ (DTP, ქურთისტანის მხარდამჭერი მემარცხენე პარტია) თავისი კანდიდატები დამოუკიდებელ კანდიდატებად წარმოადგინა უწოდა რა მათ “ათასი იმედი” და ამასთანავე მხარი დაუჭირა რიგ მემარცხენე თურქ კანდიდატებსაც. მოცემულ მოძრაობას მხარს უჭერდნ სხვა მემარცხენე ჯგუფებიც, მათ შორის EMEP, SDP და ÖDP (“თავისუფლების და დემოკრატიის პარტია”, სოციალისტები). დაახლოებით ორმოცი საარჩევნო ოლქიდან კენჭს იყრიდა სამოცზე მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი.
24.არჩევნებში 10% ბარიერის გადალახვა მოახერხეს შემდეგმა პარტიებმა: AKP, CHP და MHP. AKP-მ ხმათა 46,58%-ით მოიპოვა 341 ადგილი, სრული ოდენობის 62%. CHP-მ მიიღო რა ხმათა 20,88% მოიპოვა 112 ადგილი, სრული ოდენობის 20,36%. თუმცა, ზემოთმოცემულ 23-ე პარაგრაფში ნახსენებმა 13 პარლამენტარმა დატოვა CHP და დაუბრუნდნენ DSP-ს, მათ თავდაპირველ პარტიას. MHP, რომელმაც ხმათა 14,27% მიიღო, 71 ადგილი დაიკავა, სრული ოდენობის 12,9%.
25.2007 წლის 22 ივლისის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახლდათ დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატება. დამოუკიდებელი კანდიდატები გაქრნენ 1980 წლის ეროვნული ასამბლეიდან და ისევ გამოჩნდნენ 1999 წელს, წარმოდგენილი მხოლოდ სამი წევრით. სულ 260 დამოუკიდებელი კანდიდატიდან 2002 წელს არჩეული გახლდათ ცხრა დამოუკიდებელი პარლამენტარი. 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებში არჩეულ იქნა 27 დამოუკიდებელი პარლამენტარი. კერძოდ, ოცზე მეტი კანდიდატი “ათასი იმედი”-დან, რომლებმაც მოიპოვეს ხმათა დაახლოებით 2.23% და არჩევნების შემდეგ შეუერთდნენ DTP-ს. DTP, რომელსაც ყავდა 20 პარლამენტარი, მინიმალური ზღვარი რათა ჩამოეყალიბებინა საპარლამენტო ჯგუფი, მოახერხა ჯგუფის შექმნა. დამოუკიდებელი კანდიდატები ამასთანავე მოიცავდნენ სოციალისტ პარლამენტარს (ODP ყოფილი პრეზიდენტი), ნაციონალისტ პარლამენტარს (“დიდი კავშირის პარტიის” –BBP ნაციონალისტების ყოფილ პრეზიდენტს) და ცენტრისტ პარლამენტარს (ANAP ყოფილი პრეზიდენტი).
26.AKP-მ, რომელმაც პარლამენტის სრული უმრავლესობა მოიპოვა, ჩამოაყალიბა მთავრობა.
II.შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა.კონსტიტუცია და საკანონმდებლო კონტექსტი
1.კონსტიტუცია
27.კონსტიტუიციის 67-ე მუხლი 1995 წლის 23 ივლისის შესწორებების მიხედვით მიუთითებს შემდეგს:
“მოქალაქეები სარგებლობენ არჩევის, კენჭისყრისა და პოლიტიკურ საქმიანობაშიროგორც დამოუკიდებლად, ისე პოლიტიკური პარტიის საშუალებით მონაწილეობის, ისევე როგორც რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებით კანონმდებლობის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
არჩევნები და რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს სასამართლო ორგანოების ადმინისტრირებისა და ზედამხედველობის ქვეშ და უნდა აკმაყოფილებდეს თავისუფალ, თანასწორ, ფარულ და პირდაპირი საარჩევნო უფლების პრინციპებს ხმების დათვლისა და შედეგების საჯაროობის დაცვით. საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის უფლების განხორციელებას ადგენს შესაბამისი კანონი.
თვრამეტ წელს მიღწეულ თურქეთის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მისცეს ხმა და მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში.
აღნიშნულ უფლებათა განხორციელება რეგულირდება კანონით.
ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობენ შეიარაღებულ ძალებში მყოფი პირები, ოფიცერი კადეტები და პატიმრები, გამონაკლისია გაუფრთხილობლობით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული პირები.
ეროვნული საარჩევნო კომისია განსაზღვრავს უსაფრთხოების უზრუნველმყოფელ ზომებს ხმის დათვლისა და შედეგების გამოქვეყნების პროცედურისა ციხეებში და წინასწარი პატიმრობის ცენტრებში აღნიშნული ოპერაციები ჩატარდება კომპეტენტური მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს პროცედურას.
საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი წარმომადგენლობის შესაბამისობას ხელისუფლების სტაბილურობასთან.
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები არ გავრცელდება იმ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ცვლილებების ძალაში შესვლიდან მომდევნო წელს.”
28.კონსტიტუციის მე-80 მუხლის მიხედვით:
“თურქეთის უმაღლესი ეროვნული ასამბლეის წევრები წარმოადგენენ მთელს ერს და არა იმ რეგიონებს ან პირებს, რომლებმაც ისინი აირჩიეს.”
29.კონსტიტუციის 95-ე მუხლისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ No. 2829 კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ოცი პარლამენტის წევრით, უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს საპარლამენტო ჯგუფი.
2. საარჩევნო სისტემა
30.კანონი No. 2839 ეროვნული ასამბლეის წევრთა არჩევის შესახებ, გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეში 1983 წლის 13 ივნისს აყალიბებს საპარლამენტო არჩევნების სისტემის წესებს.
31.თურქეთის უმაღლესი ეროვნული ასამბლეა არის ერთპალატიანი პარლამენტი სადაც 550 წევრი აირჩევა ხუთი წლის ვადით. არჩევნები ტარდება ხმის მიცემის ერთი ტურით 81 პროვინციაში არსებულ ოლქებში. არჩევნები ტარდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიდაიგივე დღეს; ხმის მიცემა არის თავისუფალი, თანასწორი, საყოველთაო და ფარული. ხმათა დათვლა და შედეგების გამოქვეყნება ხდება საჯაროდ. ყოველი პროვინცია წარმოდგენილია პარლამენტში ერთი პარლამენტარის მიერ მაინც. დანარჩენი ადგილები ნაწილდება ადგილობრივი მოსახლეობის პროპორციულად. პროვინციები, რომლებიც წარმოდგენილია ერთიდან 18 პარლამენტარის მიერ აყალიბებს ერთ საარჩევნო ოლქს; ხოლო 19-დან 35-მდე წარმომადგენლის შემთხვევაში იყოფა ორ საარჩევნო ოქლად; სტამბული, რომელსაც 35-ზე მეტი ადგილი აქვს, იყოფა სამ საარჩევნო ოლქად.
32.No. 2839 კანონის მე-16 მუხლის მიხედვით:
“ ... პოლიტიკური პარტიები არ არიან უფლებამოსილნი წარმოადგინონ გაერთიანებული სიები ...”
33.No. 2839 კანონის 33-ე მუხლი (1987 წლის 23 მაისის ცვლილებებით) აღნიშნავს:
“ზოგადად, საარჩევნო პარტიები ვერ დაიკავებენ ადგილებს თუ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მოიპოვებენ ჯეროვნად მიცემულ მინიმუმ ხმათა 10%-ს ... დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც პოლიტიკური პარტიის სიით იღებს მონაწილეობას. შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში. თუ მოცემული პარტიის სია დააგროვებს საკმარის ხმებს და გადალახავს 10% ეროვნულ ბარიერს...”
34.ადგილების განაწილებისას გამოიყენება პროპორციული წარმომადგენლობის დ’ჰონდტ სისტემა. მოცემული მეთოდი – რომლის მიხედვითაც ყოველ სიაზე მიცემული ხმები ჯერ იყოფა მთლიანი ციფრებით (1, 2, 3, 4, 5, ა.შ.) და შემდეგ ხდება ადგილების გადანაწილება იმ სიებზე, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განაყოფი – არის უმრავლესობის პარტიის სასარგებლო.
35.No. 2839 კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ა 41-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით:
მუხლი 21(2)
“პირები, რომელთაც სურთ კენჭის ყრა დამოუკიდებელ კანდიდატებად. ვალდებულნი არიან შესაბამის სახაზინო დაწესებულებაში გარანტიის სახით წარმოადგინონ უმაღლესი ჩინის სახელმწიფო მოხელის თვიური ხელფასის ოდენობა და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყეებისას.
მუხლი 41(1)
“... თუ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ მიიღებს საკმარის ხმათა რაოდენობას ადგილის მოსაპოვებლად, მას არ დაუბრუნდება მის მიერ ხაზინაში დეპონირებული თანხა.”
36.No. 2820 კანონის 36-ე მუხლი პოლიტიკური პარტიების შესახებ (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეში 1983 წლის 24 აპრილს) აღნიშნავს შემდეგს:
“არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს წარმომადგენლობა პროვინციათა ნახევარში მაინც და ჩატარებული უნდა ჰქონდეს საერთო კრება საარჩევნო დღემდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე, ან უნდა წარმოადგენდეს ჯგუფს უზენაეს ეროვნულ ასამბლეაში.”
37.No. 2820 კანონის 81-ე მუხლის მიხედვით:
“პოლიტიკური პარტიები არ არიან უფლებამოსლინი ამტკიცონ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობს რასობრივი, რელიგიური, სექტანტური, კულტურული ან ენობრივი უმცირესობანი.”
38.შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით დამოუკიდებელი კანდიდატების სახელები არ იბეჭდება იმ საარჩევნო ბიულეტენებზე, რომლებიც გამოიყენება თურქეთის საზღვის მიღმა. აღნიშნულის გამო, საზღვარგარეთ მყოფ თურქ ელექტორატს საზღვრის მკვეთ ან დიდ აეროპორტებში განთავსებულ საარჩევნო ყუთებთან აქვს ხმის მხოლოდ პარტიებისადმი მიცემის საშუალება. ამასთანავე, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს გამოყოფილი აქვთ დრო სატელევიზიო და რადიო საარჩევნო კამპანიისათვის, იგივეს საშუალება არ ეძლევათ დამოუკიდებელ კანდიდატებს.
3. საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა
39.საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა საარჩევნო ბარიერის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპთან შესაბამისობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.
40.პირველ გადაწყვეტილებაში 1968 წლის 6 მაისს (ე. 1968/15, კ. 1968/13) საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პარლამენტის მიერ პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემის შედეგების კორექტირებისათვის დადგენილი “ჩვეულებრივი ბარიერის” წინააღმდეგობა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპთან. სასამართლო გულისხმობდა იმ ბარიერს, რომლის სიდიდეც იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენი ადგილი არის შესავსები ყოველი საპარლამენტო ოქლიდან. ოქლისადმი გამოყენებადი ბარიერი ითვლებოდა მიცემულ ხმათა გაყოფით შესავსები ადგილების რაოდენობაზე და ადგილს პარლამენტში მხოლოდ ის კანდიდატი იღებდა, რომელიც გადალახავდა მას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი ბარიერი, რომელიც საშუალებას აძლევდა ამომრჩეველთა უმცირესობის წარმომადგენლებს ჩამოეყალიბებინა მთავრობა, სავარაუდოდ ხელს შეუშლიდა პარლამენტში იმ ყველა იდეის მხარდამჭერთა არჩევას, რომელსაც საზოგადოებაში იყო გავრცელებული.
41.მოგვიანებით, 1982 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა ხედვა საარჩევნო სისტემებთან დაკაშირებით მის 1984 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაში (ე.1984/1, 1984/2), სადაც მიუთითა შემდეგი:
“კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პარაგრაფი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები, კანონის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უფლებამოსილნი არიან ხმა მისცენ და იყარონ კენჭი. თუმცა, აღნიშნული კანონმდებელს არ უწესებს შეფასების შეუზღუდავ ზღვარს. 67-ე მუხლის მიხედვით, არჩევნები უნდა ჩატარდეს საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრირებისა და ზედამხედველობის ქვეშ თავისუფალი, თანასწორი, ფარული და პირდაპირი კენჭისყის პრინციპის შესაბამისად, სადაც ხმები ითვლება და შედეგები ქვეყნდება საჯაროდ. იმის დაშვებით, რომ მოცემული წესები დაცულია, კანონმდებელს შეუძლია დააწესოს ისეთი საარჩევნო სისტემა, როგორსაც იგი უფრო საჭიროდ მიიჩნევს. თუკი დამფუძნებელ კრებას სურს გარკვეული სისტემის დანერგვა, იგი უნდა დააწესოს სავალებულო კანონის სახით. რადგანაც იგი ასე არ მოქცეულა, კანონმდებელი თავისუფალია არჩევანში დააწესოს სისტემა, რომელსაც იგი უფრო შესაბამისად მიიჩნევს ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური გარემოებების გათვალისწინებით...
იმ პირობით, რომ დაწესებული არ იქნება ზომები, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ან პოლიტიკურ ცხოვრებას დაქვემდებარებას ერთი პარტიის ჰეგემონიისადმი ან გაანადგურებს მრავალპარტიულ სისტემას, პარლამენტი უფლებამოსილია დაადგინოს არსებული საარჩევნო სისტემებიდან ერთ-ერთი.”
42.1995 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (ე.1995/54, კ. 1995/59) საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა საშუალება განეხილა No. 2839 კანონის 34.ა მუხლის კონსტიტუციურობა. მოცემული მუხლი, რომელიც ეფუძნებოდა იგივე კანონის 33-ე მუხლს, ასევე აწესებდა 10% საარჩევნო ბარიერს ასამბლეაში ადგილების “ეროვნული საარჩევნო ოქლებიდან” არჩეულ წევრებზე გადასანაწილებლად. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ დებულებები რომლებიც აყალიბებდნენ ეროვნულ საარჩევნო ოლქებს ბათილი იყო, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ 10% ეროვნული ბარიერი შესაბამისობაში მოდიოდა კონსტიტუციის 67-ე მუხლთან.
გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილის მიხედვით:
“კონსტიტუცია თურქეთის სახელმწიფოს რესპუბლიკად განსაზღვრავს... სახელმწიფოს კონსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სუვერენიტეტს, გახლავთ ერის ნების შედეგი, რომელიც აისახება თავისუფალ არჩევნებში. მოცემული არჩევანი, ხაზგასმული კონსტიტუციის მრავალ მუხლში, ნათლად და მკაფიოდ არის აღწერილი შესწორებულ 67-ე მუხლში და მიუთითებს, რომ საარჩევნო კანონები უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ დაამყაროს ბალანსი “სამართლიანი წარმომადგენლობისა” და “ხელისუფლების სტაბილურობის” პრინციპებს შორის. მიზანი გახლავთ ამომრჩეველთა ნების რაც შეიძლება უკეთ ასახვა კანონმდებლობაში. ... [იმისათვის რათა] შეირჩეს ისეთი სისტემა, რომლის მეთოდებიც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს ნების კოლექტიურ გამოხატვასა და პარლამენტში გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღებას, [...] კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყანაში არსებული სპეციფიკური ვითარებებისა და კონსტრიტუციის მოთხოვნების განთვალისწინებით, აუცილებელია ავირჩიოთ [ისეთი სისტემა] რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონსტიტუციას და უარი განვაცხადოთ ნებისმიერ სისტემაზე, რომელიც მასთან წინააღმდეგობაში მოდის.
წარმომადგენლობითი დემოკრატიის გავლენა აშკარაა მრავალ სფეროში. სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მიღებული უსამართლო სისტემის შედეგები მოიცავს სოციალური განვითარების ხელის შეშლას. ... რაც შეეხება წარმომადგენლობას, სამართლიანობას ენიჭება მნიშვნელობა ხელისუფლების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სამართლიანობა უზრუნელყოფს სტაბილურობას. ხოლო, სტაბილურობის იდეა, სამართიანობის გარეშე ბადებს არასტაბილურობას. “სამართლიანი წარმომადგენლობის” პრინციპი, რომელთან ერთადაც კონსტიტუცია მოითხოვს თავისუფალი, თანასწორი, ფარული და პირდაპირი არჩევნების ჩატარებას არჩევნების ყოველ ტურში და საზოგადოების ხელმისაწვდომობას ხმების დათვლასა და შედეგების აღნუსხვაზე, შედეგად ადგენს წარმომადგენლების პროპორციულობას მიღებულ ხმებთან. “ხელისუფლების სტაბილურობის” პრინციპი აღიქმება მითითებად იმ მეთოდებზე, რომელიც ასახავს ხმებს კანონმდებელს [შიგნით] და ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გარანტირებას. “ხელისუფლების სტაბილურობა” რომელიც მიიღწევა ბარიერის გადალახვით (აღწერილი როგორც “შეფერხება”), მსგავსად “სამართლიანი წარმომადგენლობისა” ..., დაცულია კონსტიტუციით. არჩევნებისას ყურადღება უნდა მიექცეს მოცემული ორი პრინციპის გაერთიანებას - რომლებიც, გარკვეულ სიტუაციებში შეუთავსებელი გვეჩვენება - იმგვარად, რომ ისინი ურთიერთს აბალანსებდნენ და ავსებდნენ...
კონსტიტუციაში მითითებული “სახელისუფლებო სტაბილურობის” მიზნის მისაღწევად მოხდა ეროვნული [ბარიერის] შემოღება.
აშკარაა, რომ No. 2839 კანონის 33-ე მუხლში მითითებული 10% ეროვნული [ბარიერი] ... ძალაში შევიდა კანონმდებლის მიერ დამტკიცების შედეგად. საარჩევნო სისტემები შესაბამისობაში უნდა იყოს საკონსტიტუციო პრინციპებთან ..., და გარდაუვალია, რომ რიგი მოცემული სისტემებისა უნდა შეიცავდეს მკაცრ წესებს. ბარიერები, რომელიც გამომდინარეობს სისტემის ბუნებიდან და [აისახება] პროცენტებში, რომელიც ეროვნულ დონეზე ზღუდავს ხმის მიცემის და კენჭისყრის უფლებას, გამოიყენება და მისაღებია ... იმ პირობით რომ ისინი არ აჭარბებენ ნორმალურ ლიმიტებს... 10% ბარიერი შესაბამისობაში მოდის ხელისუფლების სტაბილურობისა და სამართლიანი წარმომადგენლობის პრინცპებთან ...”
საკონსტიტუციო სასამართლოს თერთმეტი მოსამართლიდან სამი არ დაეთანხმა უმრავლესობის არგუმენტებს მიიჩნიეს რა, რომ ეროვნული 10% ბარიერი შეუსაბამო იყო კონსტიტუციის 67-ე მუხლთან.
43.იგივე გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად სცნო 25% საარჩევნო ბარიერი პროვინციებში ადგილობის გადანაწილებაზე (პროვინციული ბარიერი). დაადგინა რა, რომ ამგვარი ბარიერი შეუსაბამო იყო სამართლიანი წარმომადგენლობის პრინციპთან, სასამართლომ აღნიშნა:
“საპარლამენტო არჩევნებში ეროვნული ბარიერი დაწესებულია “ხელისუფლების სტაბილურობის” პრინციპის შესაბამისად, ხოლო დამატებითი ბარიერის დადგენა ყოველ საარჩევნო ოლქში კი შეუსაბამოა “სამართლიანი წარმომადგენლობის” პრინციპთან.”
4. წინა საპარლამენტო არჩევნების მცირე მიმოხილვა
44.1950 წლის, 1954 წლის და 1957 წლის არჩევნებმა – სადაც გამოიყენებოდა მაჟორიტარული წარმომადგენლობითი სისტემა – ვერ უზრუნველყვეს ინსტიტუციონაური ბალანსი პარლამენტის უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. მოცემული დისბალანსი შეიქნა 1960 წლის სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. შეიარაღებული ძალების ჩარევის შედეგად, პარლამენტმა დაადგინა პროპორციული წარმომადგენლობა, გამოიყენა რა დ’ჰონდტ-ის მეთოდი, რათა გაეძლიერებინა პლურალიზმი და პოლიტიკური სისტემა. შედეგად, 1965 წლისა და 1969 წლის არჩევნების შედეგად შეიქმნა სტაბილური უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში, რაც პატარა პარტიებს აძლევდა საშუალება ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა, 1973 წლისა და 1977 წლის არჩევნებში ძირითადმა პოლიტიკურმა მოძრაობებმა ვერ მოახერხეს სტაბილური ხელისუფლებების შექმნა, მიუხედავად მათ მიმართ არსებული ელექტორატის მხარდაჭერისა. ხელისუფლების არასტაბილურობის პერიოდი გამოირჩეოდა კოალიციების შექმნით ერთიმეორის მიყოლებით, სადაც ყოველი მათგანი მოწყვლადი ხდებოდა პატარა პარტიების მიერ სამთავრობო პოლიტიკაზე არაპროპორციული გავლენის გამო.
45.1980-1983 წლების სამხედრო რეჟიმების შემდეგ, 1983 წლის 13 ივნისს ძალაში შევიდა No. 2839 კანონი ეროვნული ასამბლეის წევრთა არჩევის შესახებ და ხელახლა დაადგინა პროპორციული წარმომადგენლობა ორი საარჩევნო ბარიერით. 10%-იან ეროვნულ ბარიერს დაემატა პროვინციული ბარიერი (რომელიც ითვლებოდა ხმის მიმცემი მაცხოვრებლების რაოდენობის გაყოფით ყოველ საარჩევნო ოქლზე გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე); 1995 წელს საკონსტიტუციო სასამართლმ პროვინციული ბარიერი ბათილად სცნო. 1983 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამამულო პარტიამ” (ANAP) მოიპოვა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა.
46.1987 წლის 29 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა ANAP-ს, რომელმაც მოიპოვა ხმათა 36,31%, მისცა საშუალება ჩამოეყალიბებინა სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა. ორმა სხვა პარტიამაც მოიპოვა ადგილები. 1991 წლის 20 ოქრომბრის არჩევნებში პარლამენტში შევიდა ხუთი პარტია. ამის მიზეზი, დიდწილად გალხდათ ის ფაქტი, რომ სამმა პატარა პოლიტიკურმა პარტიამ (MÇP, IDP და HEP) არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სხვა პოლიტიკური პარტიის სახელით, ისახავდნენ რა მიზნად No. 2839 კანონის მე-16 მუხლის გვერდის ავლას, რომლის მიხედვითაც აკრძალულია პარტიათა მიერ სიების გაერთიანება არჩევნების წინ. მთავრობა ეფუძნებოდა ორი პარტიის კოალიციას. მოცემულ არჩევნებში HEP (სახალხო ლეიბორისტული პარტია – ქურთისტანის მომხრე) თვრამეტი კანდიდატი იქნა არჩეული პარლამენტში (სოციალ-დემოკრატიული) SHP პარტიის სიით; მათ მოგვიანებით დატოვეს SHP და დაუბრუნდნენ საკუთარ პარტია HEP-ს.
47.1995 წლის 24 დეკემბრის არჩევნებში პარლამეტში შევიდა ხუთი პარტია. თუმცა, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა, ჩამოყალიბდა კოალიცია.
48.არც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონია რომელიმე პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა. ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა ადგილები ეროვნულ ასამბლეაში. სამი პარტიის კოალიციამ ჩამოაყალიბა მთავრობა.
49.2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნებამდე, წელი როდესაც ყველაზე მაღალი რაოდენობა ხმებისა დაფიქსირდა პარლამენტში წარმომადგენლობის არმქონე პარტიებზე გახლდათ 1987 წელი, 19,4% ხმებით. 1991 წელს, ორი წინასაარჩევნო კოალიციის მონაწილეობის გამო, ერთი RP, MჩP და IDP, ხოლო მეორე კი SHP და HEP მიერ შექმნილი, პროპორცია შემცირდა 0,5%-მდე. 2007 წლის 22 ივლისის არჩევნების შემდეგ კი მიაღწია 13.1%-ს.
50.როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. პარაგრაფები 12-21), 2002 წლის არჩევნების შედეგად AKP-მ ჩამოაყალიბა სტაბილური მთავრობა, რომელმაც გასტანა 2007 წლის 22 ივლისამდე, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 145 მილიონი ამომრჩევლის 45.3% არ იყო წარმოდგენილი პარლამენტის შემადგენლობაში.
ბ. ევროპის საბჭოს შესაბამისი დოკუმენტები
51.ევროპის საბჭო არ აყალიბებს სავალდებულო წესებს საარჩევნო ბარიერებთან დაკავშირებით.
1.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტები
52.No. 1547 რეზოლუციის (2007) შესაბამისი ნაწილი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას ევროპაში, მიღებული 2007 წლის 18 აპრილს აღნიშნავს შემდეგს:
“მყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებში, ბარიერი არ უნდა აღემატებოდეს 3% საპარლამენტო არჩევნების დროს. შესაბამისად, შესაძლებელი უნდა იყოს მოსაზრებათა უდიდესი უმრავლესობის გამოხატვა. საზოგადოების ფართო ფენებისათვის წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევა ნეგატიურად მოქმედებს დემოკრატიულ სისტემზე. მყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე სახელმწიფოებში უნდა დადგინდეს ბალანსი საზოგადოების მოსაზრებათა სამართლიან წარმომადგენლობასა და პარლამენტისა და ხელისუფლების ეფექტურობას შორის.”
53.No. 1791 რეკომენდაციაში (2007) სათაურით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა ევროპაში, მიღებული 2007 წლის 18 აპრილს, ასამბლეამ რეკომენდაცია გაუწია მინისტრთა კომიტეტს მიეღო ზომები, რათა გამოესწორებინა ის ნაკლოვანებები რაც ასახული იყო ზემოთმითითებულ რეზოლუციაში. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერებს, მან რეკომენდაცია გაუწია მინისტრთა კომიტეტს მოეწოდებინა სახელმწიფოებისათვის შემდეგი:
“17.10 განიხილონ 3%-ზე მეტი ბარიერის დაწევა საპარლამენტო არჩევნებში და ... განიხილონ ბალანსი სამართლიან წარმომადგენლობასა და ეფექტურ პარლამენტსა და ხელისუფლებას შორის.”
2. ევროპული კომისია დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისიის) დოკუმენტები
54.“კეთილსინდისიერი საარჩევნო პრაქტიკის კოდექსი”, მიღებული ვენეციის კომისიის მიერ 2002 წელს ხაზგასმით მიუთითებს, რომ “ევროპის საარჩევნო მომკვიდრეობის ხუთი საყრდენი პრინციპი გახლავთ საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემა”. “მოცემული პრინციპების პატივისცემით, შესაძლებელია “ნებისმიერი საარჩევნო სისტემის არჩევა”.
55.ვენეციის კომისიის ანგარიში საარჩევნო სამართალსა და არჩევნების ადმინისტრირებაზე ევროპაში, დათარიღებული 2006 წლის 12 ივნისით აღნიშნავს შემდეგს:
“ერთი კონკრეტული საარჩევნო სისტემის გავლენა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით, [და] ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საარჩევნო სისტემები შეიძლება ახორციელებდნენ განსხვავებულ, ხანდახან ანტაგონისტურ პოლიტიკურ მიზნებსაც კი. ერთი საარჩევნო სისტემა შეიძლება კონცენტრირდეს პარლამენტში პარტიათა სამართლიან წარმომადგენლობაზე, მაშინ როდესაც მეორე შესაძლებელია მიზნად ისახავდეს პარტიული სისტემის ფრაგმენტაციას და ხელს უწყობდეს ერთი პარტიის მიერ მმართველი უმრავლესობის ჩამოყალიბებას პარლამენტში. ერთი საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს მჭიდრო ურთიერთობას ამომრჩეველსა და საარჩევნო ოლქებში “მათ” წარმომადგენლებს შორის, მაშინ როდესაც მეორე უადვილებს პარტიებს წარმოადგინონ ქალები, უმცირესობები ან სპეციალისტები პარლამენტში დახურული პარტიული სიების დახმარებით. რიგ ქვეყნებში რამდენიმე პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად მისაღებია რთული საარჩევნო სისტემები. სხვა ქვეყნებში პრიორიტეტად არის დასახული არ იყოს საარჩევნო სისტემა ზედმეტად რთული ელექტორატისათვის და ადმინისტრაციამ შეძლოს მისი გაგება და მართვა. საარჩევნო სისტემის ჯეროვანება განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რამდენად იქნება იგი სამართლიანი, ადგილობრივი გარემოებებისა და პრობლემების გათვალისწინებით. კერძოდ კი, სიის შემუშავებისას დაცული უნდა იყოს გამჭვირვალეობა. შესაბამისად, საარჩევნო სისტემა და მისი რეფორმირების შემოთავაზებანი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.”
56.2005 წლის 15 მარტის მოხსენებაში საარჩევნო წესები და პოზიტიური ქმედება ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპულ სახელმწიფოებში, ვენეციის კომისიამ გაანალიზა რა ცალკეული წევრი ქვეყნების პრაქტიკა, რეკომენდაცია გაუწია ხუთ კონკრეტულ ქმედებას უმცირესობების წარმომადგენლობის ხელშეწყობისათვის. ორი მათანი ეხება საარჩევნო ბარიერის თემასაც:
“...
დ. საარჩევნო ბარიერი არ უნდა ახდენდეს გავლენას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის შესაძლებლობაზე.
ე. საარჩევნო რაიონები (მათი რაოდენობა, ზომა და ფორმა, მოცულობა) უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმცირესობების მონაწილეობის გათვალისწინებით.”
3. უშუალოდ თურქეთის არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტები
ა.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ad hoc კომისიის ანგარიში
57.მთავრობა შეეხო თურქეთში საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ad hocკომიტეტის ანგარიშს (2002 წლის 3 ნოემბერი), რომელიც წარმოდგენილ იქნა 2002 წლის 20 დეკემბერს. ანგარიშის შესაბამისი ნაწილების მიხედვით:
“როგორც გაშუქდა კიდეც მედიის მიერ, 18-დან მხოლოდ ორი პარტია შევიდა თურქეთის უზენაეს ეროვნულ ასამბლეაში - AKP (სამართალი და განვითარება) და CHP (რესპუბლიკელთა სახალხო პარტია) და პარლამენტს მიღმა დარჩა ყველა სხვა პარტია, რომლებიც აქამდე პარლამენტში იყო. აღნიშნულის მიზეზი კი გახლდათ 10% ეროვნული ბარიერის ვერ გადალახვა. არჩევნებამდე ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ მიიღო ხმათა მხოლოდ 1%. ეკონომიკურმა და კორუფციასთან დაკავშირბულმა პრობლემებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არჩევნებში.
გამოიკვეთა ნათელი და აბსოლუტური უმრავლესობა 362 ადგილით AKP სახით, 179 ადგილი შეხვდა ოპოზიციას და 9 ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატებს. (მოცემული დამოუკიდებელი წევრები არჩეულნი იყვნენ პატარა ქალაქებში, სადაც მათ ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდათ). აღსანიშნავია, რომ წინა პარლამენტში AKP-ს მხოლოდ 59 ადგილი ეკავა, ხოლო CHP-ს კი სამი (1999 წის არჩევნებში).
არ არის გამორიცხული, რომ მოცემულმა გადანაწილებამ ქვეყანაში სტაბილურობა მოიტანოს და თავიდან აიცილოს რთული და არასტაბილური კოალიციების შექმნა. 2002 წლის 4 ნოემბერს თურქეთის საფონდო ბირჟამ მოიმატა 6.1%-ით.
თუმცა, მოცემული ვითარება გულისხმობს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 44% არ არის წარმოდგენილი პარლამენტში.
შედეგები, შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს ნათელ საპროტესტო ქმედებად მმართველი წრისადმი, რადგანაც ძველმა მმართველმა კოალიციამ ვერ მიიღო ხმები ერთი ადგილისთვისაც კი!”
ბ.საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია No. 1380 (2004)
58.No. 1380 რეზოლუციის (2004) მე-6 და 23-ე პარაგრაფები ეხება “თურქეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას”, მიღებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2004 წლის 22 ივნისს, და აღნიშნავს შემდეგს:
“პლურალისტულ დემოკრატიასთან დაკავშირებით, ასამბლეა აღნიშნავს, რომ თურქეთი არის ფუნქციონალური დემოკრატია მრავალპარტიული სისტემით, თავისუფალი არჩევნებითა და ძალაუფლების დანაწილებით. თუმცა, პოლიტიკური პარტიების დაშლის სიხშირე წარმოადგენს სერიოზულ საფიქრალს და ასამბლეა იმედოვნებს, რომ მომავალი 2001 წლის ოქრომბრის საკონსტიტუციო ცვლილებები და 2002 წლის მარტის კანონმდებლობის მიერ შემოტანილი სიახლეები პოლიტიკური პარტიების შესახებ, შეამცირებს მოცემული დაშლის პრაქტიკას. ასამბლეა ასევე განიხილავს რომ პარტიებისადმი დაწესებული მოთხოვნა ეროვნულ დონეზე ხმათა მინიმუმ 10% მოპოვებისა, რათა მოხდეს მათი პარლამენტში წარმოდგენა გადამეტებულია; ასევე, საჭიროა საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის სისტემის ცვლილება.
...
23. შესაბამისად, ასამბლეა იწვევს თურქეთს, ხელისუფლების მიერ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რათა:
...
ii. შეიტანოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და შეამციროს 10%-იანი ბარიერი; ამასთანავე, მისცეს საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში საზღვარზე პირადი წარდგენის გარეშე;
...”
გ. ანგარიში “თურქეთის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ (22 ივლისი 2007)”
59.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ad hoc კომიტეტის მიერ წარმოდგენილი თურქეთის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ ანგარიშის შესაბამისი ნაწილები აღნიშნავდა შემდეგს:
“XII დასკვნები და რეკომენდაციები
55. 2007 წლის 22 ივლისის საპარლამენტო არჩევნები თურქეთში ზოგადად შესაბამისობაში გახლდათ თურქეთის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან და თავისუფალი არჩევნების ევროპულ სატანდარტებთან.
56. მთლიანობაში, ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა მოწესრიგებულად და პროფესიონალურად, რაც ადასტურებს თურქრთის დემოკრატიული არჩევნების ხანგრძლივ ტრადიციას.
57. ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის მონაწილეობა ადასტურებს მათ რწმენას თურქეთში დემოკრატიული პროცესის არსებობისადმი.
58. საარჩევნო ადმინისტრატორებმა ყველა დონეზე ეფექტურად და კეთილსინდისიერად განახორციელეს მათი ვალდებულებები.
59. თუმცა, მომხსენებელს სჯერა, რომ თურქეთს შეუძლია კიდევ უფრო კარგი არჩევნების ორგანიზება, რომელიც იქნება პარლამენტში ჯეროვანი წარმომადგენლობის გარანტია. შესაძლებელია 10%-იანი ბარიერის დაწევვა ასამბლეის 1380 (2004) და 1547 (2007) რეზოლუციების შესაბამისად. ის ფაქტი, რომ 2007 წლის 22 ივლისს არჩეული პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითია ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტი, წარმოადგენს რა ელექტორატის მოსაზრებათა 90%-ს, გახლავთ იმის დამსახურება, რომ წარმოდგენილია სამი და არა ორი პარტია და რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელ კანდიდატებებს და არ არის დაკავშირებული თურქეთის ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ზომებთან.
60. შესაძლებელია თურქეთის ხელისუფლებამ მოინდომოს ვენეციის კომისია დაკავდეს მოცემული საკითხებით, ისევე როგორც საარჩევნო კანონმდებლობის გამარტივებასთან დაკავშირებული თემებით.”
60.2007 წლის 3 ოქტომბერს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვის შემდეგ, ერთი-ერთი პარლამენტარის შეკითხვაზე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 10%-იანი ბარიერი პასუხობდა რეალურ საჭიროებას, მაგრამ შესაძლებელი იყო გარკვეულ დროში მოხნილიყო (იხ. 2007 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ზეპირი ჩანაწერი). მისი პასუხის შესაბამისი ნაწილების მიხედვით (სამდივნოს მიერ ზეპირი ჩანაწერის მიმოხილვის თარგმანი ფრანგულად, 2007 წლის 3 ოქტომბერი):
“ბ-ნმა გიულმა აგიხსნათ, რომ 10%-იანი ბარიერი შემოღებულ იქნა წინა წლებში არსებული არასტაბილურობის დასარეგულირებლად, როდესაც ერთი-მეორეს მიყოლებით იქმნებოდნენ კოალიციური მთავრობები. ბარიერი ხელს არ უშლის დამოუკიდებელ კანდიდატებს კენჭისყრაში. უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში, 2007 წლის ივლისში, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 85%, რაც ადასტურებს იმას, თუ რამენად წარმომადგენლობითი იყო პარლამენტი. ახლა, როდესაც სოციალური სტაბილურობა მიღწეულია, შესაძლებელია გადავხედოთ 10% ბარიერის საჭიროებას.”
გ. შედარებითი სამართალი
61.მართალია დადგენილი არ არის ხმის მიცემისა და საარჩევნო სისტემების ერთგვაროვანი კლასიფიკაცია, მაინც შესაძლებელია სამ ტიპს შორის განსხვავება: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემები, პროპორციული სისტემები და შერეული სისტემები. მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებში გამარჯვებული არის კანდიდატი ან კანდიდატთა სია, რომელიც ხმის მიცემის გადამწყვეტ ტურში მიიღებს ხმათა უმრავლესობას. ამგვარი ხმის მიცემა შესაძლებელს ხდის მთავრობაში ხმის მიცემას აშკარა საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში, თუმცა, ამასთანავე ზღუდავს პოლიტიკური პარტიების უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტში. შესაბამისად, მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში მრავალი ათწლეულის განმავლობაში გამოიყენება ხმის მიცემის მაჟორიტარული სისტემა, სადაც ხმის მიცემა ხორციელდება ერთი ტურით სადაც გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი ან პარტია, რომელიც დააგროვებს ხმათა უმრავლესობას. ორი დომინანტი პოლიტიკური პარტიის არსებობის პირობებში, ამას მივყავართ იქამდე, რომ დანარჩენი პარტიები, მათთვის მიცემულ ხმათა რაოდენობასთან შედარებით, პარლამენტში იკავებენ ადგილთა მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას. არსებობს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, მაგალითად საფრანგეთი, სადაც გამოიყენება ორტურიანი მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემა. მეორე უკიდურესობად შეიძლება ჩაითვალოს პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მიღებულ ხმათა პროპორციულ ასახვას პარლამენტში მოპოვებულ ადგილებზე. პროპორციული სისტემა ითვლება ყველაზე სამართლიან სისტემად, რადგანაც იგი უფრო კარგად ასახავს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალათა არსებობას. თუმცა, პროპორციული სისტემის ნაკლოვანებად ითვლება მის მიერ გამოწვეული ფრაგმენტაცია ამომრჩეველთა მხარდაჭერის მომხრეთა შორის, რაც უფრო ართულებს სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას.
62.დღეისათვის პროპორციული სისტემები უმეტესწილად ევროპაში გამოიყენება, მაგალითად, ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ესტონეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, მალტაზე, მოლდოვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმნეთში, რუსეთში, ესპანეთში, შვედეთში და თურქეთში არჩეულ იქნა პროპორციული წარმომადგენლობის ესა თუ ის ფორმა. არსებობს შერეული სისტემებიც, რომელიც სხვადასხვაგვარად აერთიანებს ხმის მიცემის მოცემულ ორ სისტემას (მაგ, გერმანიაში, იტალიასა და ლიტვაში).
63.რიგ პროპორციულ სისტემებში დაწესებულია სავალდებულო ბარიერი, რომელიც მიზნად ისახავს პროპორციული ხმის მიცემის ნეგატიური შედეგების კორექტირებას და პარლამენტის სტაბილურობის გარანტირებას. ამგვარი ბარიერები, ზოგადად ასახული მიცემულ ხმათა პროცენტით, წარმოადგენენ “ფიქსირებული ან ცვლადი ლიმიტები, რომელიც დგინდება საარჩევნო შედეგით და განსაზღვრავს სიის ან კანდიდატის ხვედრით წილს ადგილების განაწილებისას.” თუმცა, დაწესებული ბარიერის როლი განსხვავდება მათი ზღვარისა და ყოველ ქვეყანაში არსებული პარტიული სისტემის მიხედვით. დაბალი ბარიერი პარლამენტს მიღმა ტოვებს მხოლოდ ძალიან პატარა დაჯგუფებებს, რაც ართულებს სტაბილური უმრავლესობის შექმნას. მაშინ როდესაც პარტიული სისტემა დიდწილად ფრაგმენტირებულია, მაღალი ბარიერი ამომრჩეველთა დიდ რაოდენობას უზღუდავს წარმომადგენლობას.
64.წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო ბარიერის ანალიზისას დადგინდა, რომ პროპორციული სისტემის მიმდევარ მხოლოდ ოთხ სახელმწიფოს აქვს დადგენილი მაღალი ბარიერი: თურქეთს აქვს უდიდესი – 10%, ლიხტენშტეინს – 8%, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს კი – 7%. სახელმწიფოთა მესამედი აწესებს 5%-იან ბარიერს და მხოლოდ 13 სახელმწიფომ დააწესო კიდევ უფრო დაბალი ზღვარი. სხვა წევრი სახელმწიფოები (სულ შვიდი) საერთოდ არ აწესებენ ბარიერებს. რიგ სისტემებში ბარიერი გამოიყენება ადგილთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობაზე (მაგ. ნორვეგია და ისლანდია). ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ბარიერები პარტიებისა და კოალიციებისათვის. ჩეხეთის რესპუბლიკაში, მაგალითად, ერთი პარტიისათვის დაწესებული ბარიერი 5%-ია, მაშინ როდესაც კოალიციის შემთხვევაში 5%-ით იზრდება ყოველი შემადგენელი პარტიის მიხედვით. პოლონეთში, კოალიციისათვის, მიუხედავად მასში არსებული პარტიების რაოდენობისა, ბარიერი განისაზრვრება 8%-ით. მსგავსი ვარიაციები არის დადგენილი დამოუკიდებელი კანდიდატების ბარიერების მხრივაც: მოლდოვაში, მაგალითად დამოუკიდებელი კანდიდატის ბარიერი 3%-ს შეადგენს.
კანონმდებლობა
I.დიდი პალატის იურისდიქციის ფარგლები
65.სასამართლო აღნიშნავს, რომ პალატის გადაწყვეტილებაში (პარაგრაფი 40) საჩივარი ჩამოყალიბებული იყო შემდეგგვარად:
"მომჩივნების თქმით 10 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესება წარმოადგენდა ჩარევას ხალხის ნების გამოხატვაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას".
66.პალატის წინაშე მიმდინარე საქმის განხილვისას მომჩივნები ძირითადად ეყრდნობოდნენ 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს და ასაჩივრებდნენ 10% საარჩევნო ბარიერს. ამ მხრივ მათ ჩაატარეს თურქეთის არჩევნების შედარებითი მიმოხილვა 1946 წლიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მოხდა მრავალპარტიული სისტემის დანერგვა რესპუბლიკაში. შედეგად, 2007 წლის 20 აპრილს წარდგენილი შუამდგომლობით, გააკრიტიკეს რა პალატის მიერ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული თურქეთის საარჩევნო სისტემის ანალიზი, მათ აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებდა უსაზღვროდ დიდ შეფასების ზღვარს საარჩევნო სისტემების შემოღებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
67.2007 წლის 9 ივლისის შემდეგ, თარიღი როდესაც ხუთი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ მომჩივნებს დაუკმაყოფილა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მოთხოვნა, თურქეთში ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
68.2007 წლის 7 სექტემბერს დიდი პალატისადმი წარდგენილ 2007 წლის 22 ივლისის არჩევნების შესახებ მოსაზრებებში, 2007 წლის 21 ნოემბრის მოსმენაზე მომჩივნების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, საჩივარი მიზნად ისახავდა იმის დადგენას, რომ 2002 წლის 3 ნოემბრის და არა 2007 წლის 22 ივლისის არჩევნების შედეგად სახეზე იყო დარღვევები.
69.მთავრობამ მოსმენაზე აღნიშნა, რომ იმდენად რამდენადაც მომჩივნების საჩივრები ეხებოდა თურქეთის საკონსტიტუციო სტრუქტურას, მათი საჩივარი უნდა ჩათვლილიყო actio popularis -ად და მიუთითებდნენ, რომ 2007 წლის 22 ივლისის ზოგადი შედეგები ადასტურებდნდენ 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში მოცემულ პალატის მიგნებებს.
70.სასამართლომ შესაბამისად უნდა განსაზღვროს, თუ რა მასშტაბით უნდა განიხილოს მოცემული საქმე და გადაწყვიტოს თუ რამდენად შეუძლია მას საკუთარი თავის შეზღუდვა 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების შესწავლით, პალატის გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინების გარეშე.
71.სასამართლო აღნიშნავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, დიდი პალატისათვის გადაცემული “საქმე” მოიცავს პალატის მიერ გადაწყვეტილებაში განხილული საჩივრის ყველა ასპექტს და რომ არ არსებობს საქმის დიდი პალატისადმი ნაწილობრივი გადაცემის საფუძველი Cumpǎnǎ and Mazǎre v. Romania [GC], no. 33348/96, § 66, ECHR 2004‑XI, da K. and T. v. Finland [GC], no. 33348/96, § 66, ECHR 2004 XI, და K. ანდ თ. ვ. Fინლანდ [Gჩ], ნო. 25702/94, §§ 140 და 141, ECHR 2001 VII).
72.დიდი პალატისადმი გადაცემული “საქმე” წარმოადგენს საჩივარს იმ ნაწილში, რომელიც მისაღებად გამოცხადდა. აღნიშნული თუმცა არ გულისხმობს, რომ დიდი პალატა არ არის უფლებამოსილი, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საჩივრის მისაღებობასთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც ეს შესაძლებელია პალატის წინაშე მიმდინარე ჩვეულებრივ საქმეებში, მაგალითად, კონვენციის 35-ე მუხლის მიხედვით in fine (რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს “უარყოს ნებსმიერი საჩივარი, რომელსაც იგი მიუღებლად მიიჩნევს ... საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე), ან როდესაც მოცემული თემები ერთიანდება არსებითი განხილვისას ან როდესაც სხვაგვარად რელევანტურია არსებითი განხილვის ეტაპზე (იხ. K. and T. v. Finland, ციტირებული ზემოთ, § 141).
73.სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნია იურისდიქცია განიხილოს ეროვნული საარჩევნო სამართალი ზოგადად და რომ აღნიშნული ფუნქცია უპირატესად ეროვნულ ხელისუფლებას აკისრია, კერძოდ კი სასამართლოებს, რომლებიც სათანადო კვალიფიკაციას ფლობენ მოცემულ საკითხის ეროვნული კანონმდებლობის ჭრილში განსახილველად და გამოსაყენებლად (იხ. მაგალითად, Gitonas and Others v. Greece, გადაწყვეტილება 1 ივლისი 1997, Reports of Judgments and Decisions 1997 IV, § 44, და Briķe v. Latvia (dec.), no. 47135/99, 29 ივნისი 2000). თუმცა, წინამდბარე საქმეში, მომჩივნების საქმე არ წარმოადგენს actio popularis -ს. 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში მათ პირადად და უშუალოდ შეეხოთ გასაჩივრებული საარჩევნო ბარიერი (იხ. mutatis mutandis, Serge Moureaux and Others v. Belgium, no. 9267/81, კომისიის გადაწყვეტილება 12 ივლისი 1983, Decisions and Reports (DR) 33, გვ. 127). იმის გათვალისწინებით, რომ პალატამ გადაწყვეტილება 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებამდე გამოიტანა, მან ძირითადად გაითვალისწინა 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები და თურქეთში იმ დროისათვის არსებული ვითარება. სასამართლო მოცემულ საქმეს ახლა განიხილავს 2002 წლის 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, თუმცა ვერ უარყოფს 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებს, სადაც მომჩივნები მართალია არ იყრიდნენ კენჭს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჰქონდა გარკვეული გავლენა მომჩივნების მიერ გასაჩივრებული საარჩევნო ბარიერის გავლენის შეფასებაზე.
II.No. 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
74.განმცადებლები აღნიშნავდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში 10%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენა წარმოადგენდა კანონმდებელის არჩევისას ხალხის მოსაზრების გამოხატვაში ჩარევას. ისინი ეფუძნებოდნენ No. 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლს, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
“მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული დროგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვას."
ა.პალატის გადაწყვეტილება
75.პალატამ დაადგინა, რომ საპარლამენტო არჩევნებისას დადგენილი 10%-იანი საარჩევნო ბარიერი ემსახურებოდა ხელისუფლების სტაბილურობის მიზანს, იცილებდა რა თავიდან მომეტებულ და დამაკნინებეულ საპარლამენტო ფრაგმენტაციას. ამასთანავე, მოცემული ბარიერის შემოღება პალატამ მიიჩნია მოცემული მიზნის მისაღწევად აუცილებელ და პროპორციულ ზომად. მან შესაბამისად დაასკვნა, რომ “მიუხედავად გასაჩივრებული მაღალი ბარიერისა, თურქეთმა [არ] გადააჭარბა გადაწყვეტილების მიღების ფართო ზღვარს No. 1 ოქმის მე-3 მუხლის მიხედვით (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 66-79).
ბ. მხარეთა არგუმენტები
1.მომჩივნები
76.მომჩივნები ასაჩივრებდნენ პალატის მოსაზრებებს, მიუთითებდნენ რა, რომ ეს უკანასკნელი თავისუფალი არჩევნების უფლებას ვიწროდ და ზედაპირულად განმარტავდა.
77. პირველ რიგში მომჩივნები მიიჩნევდნენ, რომ 10% ბარიერი მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელს უშლიდა საპარლამენტო წარმომადგენლობის არჩევანის გაკეთებაში, რაც, ცალსახად წარმოადგენდა სერიოზულ ჩარევას მონაწილეობის უფლებაში და No. 1 ოქმის მე-3 მუხლის მიზნებისათვის არ გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი.
78.ამ მხრივ, მომჩივნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც გასაჩივრებული ზომა მიზნად ისახავდა საპარლამენტო სტაბილურობის გაძლიერებას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამხედრო ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 1980 წლის გადატრიალების შემდეგ, იყო პასუხისმგებელი თურქეთში 1970 და 1980 წლებში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ აგიტაციაზე, და რომ სწორედ მათი ბრალი გახლდათ სახელისუფლებო არასტაბილურობა და მაშინ მოქმედი საარჩევნო სისტემა. მომჩივნების აზრით, ხელოვნულარ მყარებოდა მიზეზობრივი კავშირი ბარიერსა და 1970-იან წლებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შორის, როგორც ეს აღინიშნა კიდეც პალატის გადაწყვეტილებაში.
79.მომჩივნები ხაზს უსვამდნენ, რომ ბარიერის გარეშე ჩატარებული პროპორციული ოთხი არჩევნებიდან ორის შედეგად (1965 და 1969 წლის არჩევნები) შეიქმნა ერთპარტიული მთავრობები; ხოლო დანარჩენ ორში კი (1973 და 1977 წლები) კოალიციური მთავრობები.
80.მეტიც, მართალია გამორიცხული არ არის, რომ ეროვნული საარჩევნო ბარიერის დაწევა ან გაუქმება შეიძლება აისახოს კოალიციურ მთავრობაში, მაგრამ მოცემული შედეგი არ უნდა გაიგივდეს სამთავრობო არასტაბილურობასთან. კოალიციური მთავრობები ხანდახან უფრო სტაბილური იყო ვიდრე ერთპარტიული მთავრობები.
81.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ რთული დასაცავი იყო პოზიცია, რომლის მიხედვითაც განხილული გამონაკლისი ზომა აძლიერებდა წარმომადგენლობით დემოკრატიას. ევროპის საბჭო შეიქმნა დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაძლიერებლად. მართალია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ნამდვილად ჰქონდათ მოცემული თემის ირგვლივ შეფასების ფართო ზღვარი, მაგრამ ისინი მოცემულ ზღვარს ვერ დაეყრდნობიან უსასრულოდ ან არათანაზომიერად, სამართლიანი წარმომადგენლობის უფლების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ კი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერ ამორიცხავენ მისი მოსახლეობის რომელიმე ნაწილის.
82.ამგვარმა მაღალმა ბარიერმა გამოიწვია არასამართლიანი წარმომადგენლობა და მიგვიყვანა ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისამდე, რადგან პარლამენტი უნდა იყოს დემოკრატიის თავისუფალი ტრიბუნა. ცალსახაა, რომ პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც ასახავს ამომრჩეველთა მხოლოდ 55%-ს არ არის აღჭურვილი იმ წარმომადგენლობითი ლეგიტიმურობით, რომელსაც ეფუძნება დემოკრატია. ამ მხრივ, მომჩივნები უთითებდნენ, რომ 1987, 1991, 1995 და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები, რომელიც აღინუსხა იმ პარტიების მისამართით, რომლებმაც ვერ მოიპოვეს წარმომადგენლობა პარლამენტში შეადგენდა 19,4% (დაახლოებით 4,5 მილინი ხმა), 0.5% (დაახლოებით 140,000 ხმა), 14% (დაახლოებით 4 მილინი ხმა) და 18.3% (დაახლოებით 6 მილიონი ხმა). 2002 წლის არჩევნების შედეგებმა მიგვიყვანეს “წარმომადგენლობით კრიზისამდე”, რადგანაც ხმათა 45.3% - ანუ დაახლოებით 14.5 მილიონი ხმა – უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, თუმცა არ აისახა პარლამენტის შემადგენლობაზე.
83.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შემდეგი ფაქტორები: პირველი – პლურალიზმის, როგორც დემოკრატიის საფუძვლის გადამწყვეტი როლი და მისი მნიშვნელობა პოლიტიკური პარტიებისათვის, კერძოდ კი მათთვის, რომლებიც მოქმედებდნენ, რათა უზრუნველყონ ქვეყნის ცალკეული რეგიონის მიერ საკუთარი ხმის პარლამენტამდე მიტანა; მეორე – ის ფაქტი, რომ თურქეთში არსებული საარჩევნო ბარიერი ყველაზე მაღალი იყო ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შორის და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ნეგატიური შედეგების გამოსასწორებელი ზომები, რაც ხელს უშლიდა გარკვეული სოციალური ჯგუფების მიერ გამოხატვის საშუალებას. მესამე და ბოლო, თურქეთში არსებული სპეციალური ვითარება და ბარიერის პრაქტიკული შედეგი, კერძოდ კი ერთ რეგიონში მოქმედი პარტიისათვის ეროვნულ ასამბლეაში წარმოდგენილს საშუალების ჩამორთმევა. თუკი მოცემული ფაქტორები არ იყო გათვალისწინებული, მაშინ თავისუფალი არჩევნების უფლება ცალკეული სახელმწიფოების მიერ თვითნებურ განმარტებას ექვემდებარებოდა, რაც შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო 10%-ზე მაღალი ბარიერის გასამართლებლადაც კი.
84.მომჩივნები ამასთანავე დავობდნენ, რომ 10% ბარიერი არ შეესაბამებოდა საერთო ევროპულ სტანდარტს. თურქეთის მიერ დაწესებული ეროვნული ბარიერი ევროპაში, ან შესაძლებელია მსოფლიოშიც კი, ყველაზე მაღალი იყო. მოცემული ბარიერი რომ დაწესებულიყო რიგ კარგად დაფუძნებულ პარტიებზე, ისინი უკვე დიდი ხნის წინ ვეღარ მოახერხებდნენ მთავრობაში მონაწილეობას; მაგალითად, თავისუფალი დემოკრატები გერმანიაში, ცენტრისტები და ქრისტიანული პარტიები სკანდინავიაში, მწვანეები ნიდერლანდებში და ცენტრისტ-მემარცხენეები და მემარჯვენეები იტალიაში. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ბარიერი იყო შემოღებული, ეს უკანასკნელი განისაზღვრებოდა 5%-ით (2001 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საშუალოდ 4.25%). იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სერიოზული პრობლემას წარმოადგენდა ინტეგრაცია და საჭირო იყო პარტიული წარმომადგენლობის სტაბილიზება, არსებული დამოუკიდებელი და ძალიან პატარა პარტიები ვერ განიხილებოდნენ ორჯერ უფრო მაღალი ბარიერის დაწესებისათვის მზად. მომჩივნები მაგალითისათვის მიუთითებდნენ, რომ 2002 წლის არჩევნებში 5% საარჩევნო ბარიერი რომ დაწესებულიყო, ნაცვლად ორი მთავარი ნაციონალური პარტიისა, პარლამენტში ადგილებს დაიკავებდა რვა პარტია (18-დან, რომლებმაც წარმოდგინეს კანდიდატები), მათ შორის DEHAP-იც.
85.არგუმენტი, რომ მომჩივნებს ან მათი პარტიის სხვა წევრებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამოუკიდებელი კანდიდატების სახით – მთავრობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომელიც გაზიარებული იქნა პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას – უგულვებელყოფდა პარტიების როლს პოლიტიკური სისტემის კონტექსტში. არც დამოუკიდებელი კანდიდატები და არც ალიანსების ფორმირება ვერ დაიკავებს დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების ადგილს, რადგანაც ეს უკანასკნელი თამაშობს მნიშვნელოვან როლს როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტი. აშკარაა, რომ კანდიდატები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სახელით გამოდიოდნენ და რომელთაც გააჩნდათ მხოლოდ საკუთარი შეზღუდული პერსონალური და ფინანსური რესურსი, ვერ შეეჯიბრებოდნენ პარტიებს, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ მნიშვნელოვან ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებზე.
86.მეტიც, თურქეთში დამოუკიდებელი კანდიდატები ექვემდებარებოდნენ რიგ არასახარბიელო შეზრუდვებსა და პირობებს. მაგალითად, დამოუკიდებელ კანდიდატთა სახელები არ იბეჭდებოდა სასაზღვრო ზონაზე მისატან საარჩევნო ბიულეტენზე, რაც ნიშნავს, რომ პირები, რომლებიც თურქეთის საზღვარზე შემოდიოდნენ სწორედ რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვერ მისცემდნენ ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს, რაც, რეალურად, მნიშვნელოვნად ამცირებდა კანდიდატის არჩევის შანსებს. ასევე სერიოზულ წინაღობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს არ ჰქონდათ წინასაარჩევნო სატელევიზიო და რადიო აგიტაციის საშუალება, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ ესარგებლათ ტელე და რადიო დროით (იხ. პარაგრაფი 39, ზემოთ). და ბოლოს, ამომრჩეველთა უფლება აირჩიონ, თავისუფლად და თანასწორად პარტიის მიერ წარმომადგენლობა – და არა დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ – და ყველა პარტიის უფლება ურთიერთს შეეჯიბრონ თანასწორ საწყისებზე წარმოადგენს No. 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მთავარ პრინციპს.
87.რაც შეეხება კოალიციის ფორმირებას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად 10% ბარიერის გადალახვის მიზნით, მომჩივნებმა მიუთითეს, რომ No. 2839 კანონის მე-16 მუხლის მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებოდათ გაერთიანებული სიების წარდგენა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სრულიად კანონიერი კოალიციების შექმნის გზით. ამასთანავე, მათ აღნიშნეს, რომ პოლიტიკური კლიმატი, ნაციონალიზმის აღზევების გათვალისწინებით, ამგვარი ალიანების შექმნას სრულიად შეუძლებელს ქმნიდა.
88.მომჩივნებმა ამასთანავე აღნიშნეს, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას არ შეეძლო საარჩევნოდ კანდიდატის წამოყენება, თუკი იგი არ იყო საკმარისად ფართოდ წარმოდგენილი ქვეყანაში (იხ. ზემოთ პარაგრაფი 37). აღნიშნული წესი ასახავდა თურქეთში გაბატონებულ ოფიციალურ იდეოლოგიას. რეგიონული პარტიების სრული უარყოფა აშკარად წარმოადგენდა სასამართლოს მიერ ნახსენები პრინციპის სერიოზულ დარღვევას, რომლის მიხედვითაც “პლურალიზმის გარეშე არ არსებობს დემოკრატია”. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ თურქეთის საზოგადოების ფართო და მრავალკულტურული ბუნება, მომჩივნები და მათი პარტია აუცილებლად დაზარალდებოდა თუკი გავითვალისწინებთ, რომ ისინი მხარდაჭერას ეძიებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და იცავდნენ ეროვნული პოლიტიკას, მათ მხარს კი მოახლეობის ერთი გარკვეული სეგმენტი უჭერდა.
89.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ არჩეული პარტიების სისტემაზე დაყრდნობით დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ, იმ პოლიტიკური პარტიის, რომლის მთლიანი ან უმეტესი ამომრჩეველი განთავსებული იყო კონკრეტულ რეგიონში, ფუნქციონირება და თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე არჩევა, ხოლო მათი ამომრჩევლისათვის კი თანასწორი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. ეს პრინციპი რომ გამოყენებული ყოფილიყო, აშკარაა რომ DEHAP-ის პარლამენტში არ მოხვედრა, როდესაც მან სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მოიპოვა ხმათა 45%-ზე მეტი (დაახლოებით ორი მილიონი), სერიოზულ ზიანს აყენებს მის წარმომადგენლობას. ამასთანავე, ვალებულება რომ პარტიამ უნდა იმოქმედოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განხილული უნდა იყოს იმ პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც “ქურთისტანის საკითხი” მუდმივად იგნორირებულია, სადაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობის ფართო ფენების მიერ გამოხატული თავისუფალი ნება იზღუდება და შესაბამისად ირღვევა სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკა. შესაბამისად, ადგილი აქვს მოცემულ რეგნიონში ელექტორატის მიერ გამოხატული ნების მიზანმიმართულ უგულვებელყოფას.
90.უფრო კონკრეტულად კი, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ 2002 წლის საარჩევნო ბარიერის დაწესებით DEHAP-მა, რომელიც გამოირჩევა ქურთისტანის საკითხის მიმართ ინტერესითა და თავდადებით, ვერ მოიპოვა ვერც ერთი ადგილი პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ რიგ საარჩევნო ოქლებში ხმათა დიდი რაოდენობა მიიღო. მათი აზრით ვერ ჩაითვლება, რომ 2007 წლის 22 ივლისის საპარლამენტო არჩევნებმა მოაგვარა პრობლემა, მიუხედავად იმისა რომ DTP, DEHAP-ის მემკვიდრე პარტია წარმოდგენილია დამოუკიდებელი კანდიდატებით. ის ფაქტი, რომ ქურთების მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატებით უკვე არაჯანსაღი გახლდათ.
91.შესაბამისად, მომჩივნების მიხედვით, ის ფაქტი, რომ 2002 წლის 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ისინი არ იქნენ არჩეულნი ეროვნულ ასამბლეაში 10% ეროვნული ბარიერის გამო, მაშინ როდესაც DEHAP სიამ – რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენდნენ – მოიპოვა ხმათა 45,95% შირნაკის საარჩევნო ოლქში შეუსაბამო გახლდათ No. 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ზედმეტად მაღალი ბარიერი ეწინააღმდეგებოდა მოცემული დებულების მიზანს – ხალხის მოსაზრების თავისუფალ გამოხატვას კანონმდებლის არჩევისას. მოსახლეობის ერთი სეგმენტისათვის პარლამენტში მათი პოზიციის გამომხატველი პარტიის მიერ ოდესმე წარმოდგენის უფლების ჩამორთმევით, ეროვნულმა ბარიერმა სრულიად გააუფასურა აღნიშნული უფლების არსი. ამგვარ სერიოზულ და სისტემატიურ ჩარევას მთელი ჯგუფის უფლებაში ანალოგი არ გააჩნია ევროპულ საარჩევნო სისტემებს შორის და არ შეიძლება გამართლდეს სახელმწიფოსადმი მინიჭებული გადაწყვეტილების ფართო ზღვარით და, შესაბამისად, აშკარად წარმოადგენს კონვენციის დარღვევას.
2. მთავრობა
92.მთავრობამ სთხოვა დიდ პალატას დაედგინა პალატის გადაწყვეტილება მასზედ, რომ ადგილი არ ჰქონია No. 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას.
93.მათ აღნიშნეს, რომ 10% ბარიერი დადგენილი იყო ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და პარლამენტის შემადგენლობის ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად, რაც მიზნად ისახავდა დემოკრატიისა და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას ამ უკანასკნელის მიერ იმგვარი პოლიტიკის შეთავაზების ხელშეწყობით, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბარიერი არ არღვევდა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებს, მათ შორის პლურალიზმს. პირიქით, იგი ხელს უწყობდა დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევას მათდამი 10% ბარიერის მოხნით, რითიც ხელს უწყობდა პლურალიზმის მიერ საზოგადოებაში ფესვების გადგმას. ამ მხრივ, მთავრობამ აღნიშნა, რომ 1961 წლიდან 1980 წლამდე, როდესაც თურქეთი არ იყენებდა ბარიერს, ცხამეტი წლის განმავლობაში მთავრობა ოცჯერ შეიცვალა, ხოლო 1983 წლიდან 2007 წლამდე კი, როდესაც უკვე დაწესებული იყო 10% ბარიერი, შვიდი არჩევნების შედეგად მივიღეთ სამი კოალიციური და სამი ერთ-პარტიული მთავრობა. მოცემული ციფრები ადასტურებს, რომ ბარიერს პოზიტიური გავლენა აქვს სახელისუფლებო სტაბილურობაზე.
94.მთავრობამ ამასთანავე აღნიშნა, რომ მეტნაკლებად მთელს ქვეყანაში დადგენილი პოლიტიკისადმი უარი და საკუთარი თავის გამიჯვნა დანარჩენი ქვეყნისაგან მხოლოდ ერთი რეგიონის ან ცალკეული საარჩევნო ოლქის წარმომადგენლობით ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს უნიტარულ სტრუქტურასთან შესაბამისად. ამ მხრივ, თურქეთი მარტო არ გახლდათ. გადაწყვეტილება საქმეში Mathieu-Mohin and Clerfayt v. Belgium აჩვენებდა რომ ბელგიაშიც კი, სადაც არსებობდა ორი ენობრივი ჯგუფი, პარლამენტარები და სენატორები წარმოადგენდნენ ბელგიის ერს. მსგავსად, თურქეთის კონსტიტუციის მე-80 მუხლი მიუთითებდა, რომ პარლამენტის წევრები წარმოადგენდნენ საზოგადოებას მთლიანად.
95.მთავრობამ მიიჩნია, რომ ბარიერი პროპორციული გახლდათ და დიდწილად ხვდებოდა მის შეფასების ზღვარში. მათ მიუთითეს და 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებით დადასტურდა კიდეც, რომ 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგად მომჩივნები არჩეულნი იქნებოდნენ დამოუკიდებელ კანდიდატებად რომ ეყარათ კენჭი ან DEHAP-ს რომ ჩამოეყალიბებინა საარჩევნო კოალიცია ერთ ან მეტ დიდ პარტიასთან ერთად.
96.ამ მხრივ მათ აღნიშნეს, რომ 2007 წლის 22 ივლისის საპარლამენტო არჩევნები ადასტურებენ პალატის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებას. DTP-ს წევრები – პარტია, რომელმაც, მომჩივნების თქმით დაიკავა იმ პარტიის ადგილი რომლის წევრებიც მომჩივნები გახლდნენ – წარმოდგენლინი იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატების სახით 2007 წლის არჩევნებში და მათი არჩევა მარტივად მოხდა, რადგანაც დამოუკიდებელ კანდიდატებს არ ესაჭიროებათ ბარიერის გადალახვა. არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში ისინი შეუერთდნენ DTP-ს და ჩამოაყალიბეს საპარლამენტო ჯგუფი (იხ. პარაგრაფი 25 ზემოთ). 2007 წელს, გადაწყვიტა რა, რომ ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს, DTP-მ მოუწოდა მის წევრებს დამოუკიდებელ კანდიდატებად ეყარათ კენჭი და ამგვარად მოახერხა პარლამენტში ოცი ადგილის დაკავება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ DTP-ს დამოუკიდებელ კანდიდატთა მიერ მიღებული ხმები წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით ხმათა 2.04%-ს, რაც ნიშნავს, რომ DTP ვერ გადალახავდა 5% ბარიერსაც კი, რომელიც, მომჩივნების მიხედვით, წარმოადგენდა “ზოგად დემოკრატიულ პოლიტიკურ ტრადიციას” ევროპის სახელმწიფოებში. ბარიერი უფრო დაბალი რომ ყოფილიყო, მაგალითად 2%, DTP, ხმების 2.04%-ით დაიკავებდა მხოლოდ ერთ, მაქსიმუმ ორ ადგილს. ოცი ადგილის მოპოვებით, ანუ უზენაესი ეროვნული ასამბლეის 3.6%-ის დაკავებით, DTP-მ მოახერხა პარლამენტში მისი წარმომადგენლობის მაქსიმალურად გაზრდა.
97.ამასთანავე, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ თანამშრომლობა უფრო დიდი პარტიის სახელის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ სიათა გაერთიანება იკრძალება პარლამენტში წევრთა არჩევის შესახებ No. 2839 კანონის მე-16 მუხლით. DSP-მ მაგალითად, პარტია, რომელიც მმართველი კოალიციის წევრი იყო 1999 წლიდან 2002 წლამდე, ვერ გადალახა 10% საარჩევნო ბარიერი 2002 წელს. 2007 წლის არჩევნებამდე იგი თანამშრომლობდა CHP-სთან, მის მოწინააღმდეგესთან და ამგვარად ახერხებდა ცამეტი ადგილის დაკავებას პარტიის სიებში. 1991 წლის არჩევნებში HEP-მა, რომელიც გახლდათ პირველი იმ ჯგუფიდნ, რომელიც მოგვიანებით გახდა მომჩივნების პარტია, ასევე ახერხებდა მისი კანდიდატების არჩევას სხვა პარტიის სიების დახმრებით.
98.2007 წლის არჩევნებში გამოცდილი ორი ვარიანტი – დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა ან თანამშრომლობა სხვა პარტიასთან რათა არჩეულ იქნა მისი სიით – გახლდათ არსებული ბარიერის ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზების ერთობ კონკრეტული მაგალითები. მოცემული ტექნოლოგიების გამოყენებამ ბოლო არჩევნებზე შედეგად მოიტანა ამომრჩეველთა ხმების 85%-ის წარმოდგენა პარლამენტში. მთავრობა აღნიშნავდა, ამგვარი საშუალებები რომ გამოყენებულიყო 2002 წელს, შედეგები იდენტური იქნებოდა.
99.დიდი პალატისათვის საქმის გადაცემის შუამდგომლობაში მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ 10% ბარიერი დადგენილი იყო 2002 და 2007 წელს პარლამენტში მათი პარტიისა და მისი მემკვიდრის-DTP- არდაშვებით. თუმცა, 2007 წლის არჩევნების შედეგმა დაადასტურა, რომ ბრალდება უსაფუძვლო გახლდათ. DTP-ს გააჩნია პარლამენტის ოცი წევრისაგან შემდგარი საპარლამენტო ჯგუფი და ამის გამო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი მონაწილეობა გარანტირებულია No. 2820 კანონის 36 მუხლით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ვერ დააკმაყოფილებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენის პირობას. 36-ე მუხლი მიუთითებდა, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ფორმირებული აქვთ საპარლამენტო ჯგუფი, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ მომდევნო არჩევნებში იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვერ დააკმაყოფილებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთესვის წინაპირობას.
100.მთავრობამ უარყო მომჩივნების არგუმენტ მასზედ, რომ პალატის მიერ 2007 წლის 30 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილება ნებას რთავდა სახელმწიფოებს გაეზარდათ მონაწილეობის ბარიერი წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების მიხედვით. პალატის არგუმენტაცია აშკარად მიუთითებდა, რომ მან ჯეროვნად გაითვალიწინა ბარიერის დაწესების არსებული ალტერნატივები და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული მიმოხილვა “სამართლიანი წარმომადგენლობისა” და “სამთავრობო სტაბილურობის” ურთიერშევსების შესახებ. არსებული ალტერნატივების გათვალისწინებით, პალატამ დადგინა, რომ ხალხის მიერ საკუთარი მოსაზრების გამოხატვის თავისუფლება არ ირღვეოდა და რომ ხელისუფლებას არ გადაუჭარბებია მისი შეფასების ზღვარისათვის. 2007 წლის არჩევნებმა აშკარად დაადასტურა პალატის გადაწყვეტილება.
101.2007 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა 85% წარმოდგენილია პარლამენტში, მთავრობა მიიჩნევს, რომ სამართლიანი წარმომადგენლობის პრინციპი ჯეროვნად არის დაცული. ამასთანავე, მცირე პროვინციებში, განსაკუთრებით კი იმათში,, სადაც კენჭს იყრიდნენ DTP-ს დამოუკიდებელი კანდიდატები 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებში, არჩევის შანსები უფრო მაღალი იყო ვიდრე უფრო დიდ პროვინციებში ან საარჩევნო ოქლებში. მაგალითად, იმისათვის რომ არჩეულ იყო სტამბულის პირველ საარჩევნო ოქლში, კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 11,750 ხმა, მაშინ როდესაც ჰაკარის პროვინციაში ასარჩევად (სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთი) სკამარისია 34,000 ხმა. ადგილთა გადანაწილება პროვინციებზე ცალსახად უფრო მომგებიანი იყო პატარა პროვინციებისათვის, რის შედეგადაც შესაძლებელი შეიქმნა სამართლიანი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვა.
102.დასკვნის სახით მთავრობამ აღნიშნა, რომ ხალხის მიერ საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის უფლება კანონმდებლის არჩევისას არ დარღვეულა და საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიის მიერ პოლიტიკური წარმომადგენლობის რეგულირება არ ხვდებოდა No. 1 ოქმის მე-3 მუხლის დაცვის ფარგლებში. პოლიტიკური პარტიებისადმი საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული 10% ბარიერი ხალხს არ უზღუდავდა საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის უფლებას პარლამენტში წარმომადგენლის არჩევისას. რაც დადასტურდა კიდეც 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებში. შესაბამისად, პალატის დასვკნები 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში მართებული გახლდათ. პალატას არ გადაუხვევია სასამართლოს პრაქტიკისათვის და არც No. 1 ოქმის მე-3 მუხლის ახალი ინტერპრეტაცია შემოუთავაზებია.
გ. მესამე მხარის არგუმენტები
103.არასამთავრობო ორგანიზაცია უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი (Minority Rights Group International) დაეთანხმა მომჩივნებს. მათ აღნიშნეს რომ 10% ბარიერი ყველაზე მაღალი გახლდათ ევროპაში. ეს უკანასკნელი შემოღებული იყო ყოველგვარი კორექტივის გარეშე, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა გამოწვეული პრობლემების მოგვარება. ბარიერის გამო რეგიონალურ დონეზე მოქმედი პარტიისათვის სრულიად წარმოუდგენელი იყო პარლამენტში შესვლა. თურქეთში ეს ნიშნავდა იმას, რომ ქურთისტანის ვერც ერთი პარტია ვერ შევიდოდა პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ მათ რეგიონებში მოცემული პარტიები რეგულარულად აღწევდნენ მომჩივნების მიერ 2002 წელს მიღებულ ხმათა რაოდენობას (45%). აშკარა იყო, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ყველა ზომა, 10% ბარიერის ჩათვლით, წარმოადგენდა გარიყვის მიზანმიმართულ პოლიტიკას. მეტიც, პოლიტიკა მიზანმიმართული რომც არ ყოფილიყო, შედეგები მაინც იგივე იყო.
104.ამასთანავე, ზედმეტად მაღალი ბარიერი ეწინააღმდეგებოდა No. 1 ოქმის მე-3 მუხლის მიზანს, კერძოდ კი კანონმდებლის არჩევისას ხალხის მიერ საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის უზრუნველყოფას. ეროვნულმა ბარიერმა მოსახლეობის მთელი სეგმენტისათვის გააუფასურა უფლება პარლამენტში ოდესმე იმ პარტიის მიერ ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც მათ მოსაზრებებს გამოხატავდა. ამგვარი სერიოზული და სისტემატიური ჩარევა მთელი ჯგუფის უფლებაში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მთელს ევროპულ საარჩევნო სისტემაში, ვერ გამართლდება სახელმწიფოსადმი მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების ზღვარით და შესაბამისად წარმოადგენს კონვენციის აშკარა დარღვევას.
დ. სასამართლოს შეფასება
1.კონვენციის ინსტიტუტების მიერ სასამართლო პრაქტიკით დადგენილი ზოგადი პრინციპები
(ა)No. 1 ოქმის მე-3 მუხლისადმი სასამართლოს მიერ გამოყენებული კრიტერიუმები
105.სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ No. 1 ოქმის მე-3 მუხლი ასახავს ეფექტური დემოკრატიის მახასიათებელ პრინციპებს და შესაბამისად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკონვენციო სისტემაში (იხ.Mathieu-Mohin and Clerfayt v. Belgium, გადაწყვეტილება 2 მარტი 1987, შერიეს A ნო. 113, § 47). დემოკრატია წარმოადგენს “ევროპის საჯარო წესრიგის” ფუნდამენტურ ელემენტს და No. 1 ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კანონის უზენაესობით მართული ეფექტური და ნამდვილი დემოკრატიის საფუძვლების დანერგვისა და შენარჩუნებისათვის (იხ. უახლესი წყარო, სხვა მრავალს შორის, Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, §§ 98 და 103, ECHR 2006 IV).
106.სასამართლო ხშირად უსვამს ხაზს სახელმწიფოს, როგორც პლურალიზმის გარანტორის პირველად როლს და აღნიშნავს, რომ მოცემული ფუნქციის შესრულებისას სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება გამოიყენოს პოზიტიური ზომები, რათა უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნების “ორგანიზება იმ პირობებით, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის მიერ კანონმდებლის არჩევისას მოსაზრების თავისუფალ გამოხატვას” (იხ. Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, § 54; იხ. აგრეთვე, mutatis mutandis, Informationsverein Lentia and Others v. Austria, გადაწყვეტილება 24 ნოემბერი 1993, შერიეს A ნო. 276, § 38 ).
107.თავისუფალი არჩევნები და გამოხატვის თავისუფლება, განსაკურებით კი პოლიტიკური დებატების თავისუფლება წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს (იხ. Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, გვ. 22, § 47, და Lingens v. Austria, გადაწყვეტილება 8 ივლისი 1986, შერიეს A ნო. 103, §§ 41 და 42). “კანონმდებლის არჩევისას ხალხის მიერ მოსაზრების თავისუფლად გამოხატვა” არის საკითხი, რომელზეც ვრცელდება კონვენციის მე-11 მუხლიც, რომელიც ახდენს გაერთიანებების თავისუფლების გარანტირებას და შედეგად, არაპირდაპირ ეხება პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასაც, რადგანაც ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ ასოციაციის ფორმას რომელიც აუცილებელია ჯეროვნად მოქმედ დემოკრატიაში. ხალხის მიერ ნების გამოხატვა წარმოუდგენელია პოლიტიკური პარტიების პლურალიზმის გარეშე, რომლებიც აჟღერებენ ქვეყნის მოსახლეობაში არსებულ მოსაზრებებს. მოცემულ პოზიციათა გაჟღერებით, არა მარტო პოლიტიკურ ინსტიტუტებში, არამედ მედიაში, საზოგადოების ცხოვრების ყველა დონეზე, ისინი ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ პოლიტიკურ დებატებს, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების კონცეფციის საფუძველს (იხ. Lingens, ციტირებული ზემოთ, გვ. 26, § 42; Castells v. Spain, გადაწყვეტილება 23 აპრილი 1992, Series A no. 236, გვ. 23, § 43; და United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, გადაწყვეტილება 30 იანვარი 1998, Reports 1998 I, § 44).
108.კომისიის მიერ არაერთხელ აღინიშნა, რომ სიტყვები “ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა” გამორიცხავს არჩევნების ჩატარებას ნებისმიერი ზეწოლის ქვეშ ერთი ან მეტი კანდიდატის მიმართ და რომ მოცემული არჩევანის გაკეთებისას არ უნდა მოხდეს ამომრჩეველის ბიძგება ერთი ან მეორე პარტიის მხარდაჭერისაკენ (იხ.X. v. the United Kingdom, no. 7140/75, კომისიის გადაწყვეტილება 8 ოქტომბერი 1976, Dღ 7, გვ. 96). შესაბამისად, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის იძულება ამომრჩევლისადმი კანდიდატების თუ პარტიის არჩევისას. სიტყვა “არჩევანი” გულისხმობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გონივრული საშუალება არჩევნებზე წარმოადგინონ საკუთარი კანდიდატები (Ibid.; იხ. X. v. Iceland, no. 8941/80, კომისიის გადაწყვეტილება 8 დეკემბერი 1981, Dღ 27, გვ. 156).
109.რაც შეეხება No. 1 ოქმის მე-3 მუხლის ზოგად ინტერპრეტაციას, სასამართლომ თავის პრაქტიკაში დაადგინა შემდეგი ძირითადი პრინციპები (იხ, სხვა მრავალს შორის, Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, გვ. 22 და 23, §§ 46-51; Ždanoka, ციტირებული ზემოთ, § 115; Podkolzina v. Latvia, no. 46726/99, § 33, ECHR2002 II; და Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC], no. 74025/01, § 61, ECHR 2005 IX):
(i)No. 1 ოქმის მე-3 მუხლი ერთი შეხედვით განსხვავებული კონვენციისა და მისი ოქმების მიერ დაცული სხვა დებულებებისაგან, რადგანაც იგი აყალიბებს მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების ვალდებულებას ჩაატარონ არჩევნები ხალხის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვის უზრუნველყოფით და არ ადგენს ცალკეულ უფლებას ან თავისუფლებას. თუმცა, ოქმის მე-3 მუხლის travaux préparatoires, ისევე როგორც მოცემული დებულების კონვენციის კონტექსტში ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ No. 1 ოქმის მე-3 მუხლი ახდენს ინდივიდუალური, მათ შორის ხმის მიცემისა და კენჭის ყრის უფლებების გარანტირებას, (იხ. Mathieu-Mohin and Clerfayt ციტირებული ზემოთ).
(ii)No. 1 ოქმის მე-3 მუხლში გარანტირებული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის. არსებობს სივრცე “ნაგულისხმევი შეზღუდვებისათვის” და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ამ სფეროში შეფასების ფართო ზღვარი გააჩნიათ (იხ, სხვათა შორის Matthews v. the United Kingdom [GC], no. 24833/94, § 63, ECHR1999 I, და Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 201, ECHR2000 IV).
(iii)No. 1 ოქმის მე-3 მუხლის მიხედვით “ნაგულისხმევი შეზღუდვების” კონცეფცია დიდი მნიშვნელობისაა მოცემული დებულებით გარანტირებული უფლებების მიმართ დადგენილი შეზღუდვების გონივრულობის განსაზღვრისას. იმის გათვალისწინებით, რომ მე-3 მუხლი არ იფარგლება მე-8-მე-11 მუხლებში არსებული “ლეგიტიმური მიზნების” კონკრეტული ჩამონათვალით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავისუფალნი არიან დაეყრდნონ მიზანს, რომელიც არ არის მოცემული შეზღუდვის გამამართლებელ მიზანთა ჩამონათვალში, იმ პირობით რომ მიზანი შესაბამისობაშია კანონის უზენაესობასთან და კონვენციის ზოგადი მიზნების დაცვა დასტურდება საქმის კონკრეტულ გარემოებებში. აღნიშნული იმასაც ნიშნავს, რომ სასამართლო არ იყენებს “აუცილებლობის” და “მწველი სოციალური საჭიროების” ტრადიციულ ტესტებს, რომელიც ზოგადად გამოიყენება მე-8-მე-11 მუხლების კონტექსტში. No. 1 ოქმის მე-3 მუხლთან შესაბამისობის დადგენისას, სასამართლო ძირითად აქცნტს ორ კრიტერიუმზე აკეთებს: არსებობდა თუ არა თვითნებობა და ადგილი ხომ არ ქონდა პროპორციულობის ნაკლებობას, და თუ რამდენად იქონია გავლენა შეზღუდვამ მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვასთან.
(iv) თუმცა, საბოლოოდ სასამართლოს გადასაწყვეტია თუ რამდენად იყო დაცული No. 1 ოქმის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ უფლებებისადმი დაწესებული შეზღუდვები არ ეხება მათ არსს და არ ზღუდავს მათ ეფექტურობას; რომ დაწესებულია კანონიერი მიზნის მისაღწევად და რომ გამოყენებული საშუალებები არ არის არაპროპორციული (იხ.Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ § 52). კერძოდ კი, ნებისმიერი ამგვარი გარემოება არ უნდა აბრკოლებდეს ხალხის მიერ კანონმდებლის არჩევისას ნების თავისუფლად გამოხატვას – სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი უნდა ასახავდნენ და არ ეწინააღმდეგებოდნენ, საარჩევნო პროცედურების შეუვალობასა და ეფექტურობას, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ნების დადგენას ერთიანი ხმის მიცემის გზით (იხ. Hirst (no. 2), citirebuli zemoT, § 62; Hilbe v. Liechtenstein (dec.), no. 31981/96, ECHR 1999‑VI, da Melnychenko v. Ukraine, no. 17707/02, § 56, ECHR 2004-X). უნივერსალური ხმის მიცემის პრინციპიდან ნებისმიერი გადახვევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონმდებლის დემოკრატიულობას, ისევე როგორც მის მიერ გამოცემულ კანონმდებლობას (იხ. Hirst (no. 2), ციტირებული ზემოთ §62).
(v)რაც შეეხება არჩევნებში კენჭის ყრის უფლებას, ანუ ე.წ. “პასიური” ასპექტი No. 1 ოქმის მე-3 მუხლით გარანტირეული უფლებებისა, სასამართლო კიდევ უფრო ფრთხილია მის მიმართ დაწესებული შეზღუდვების განხილვისას, ვიდრე ხმის მიცემისას ანუ No. 1 ოქმის მე-3 მუხლის ე.წ. “აქტიურ” უფლებაზე დაკისრებულ შეზღუდვებზე. Melnychenko გადაწყვეტილებაში, ციტირებული ზემოთ (§57), სასამართლომ დაადგინა, რომ ხმის მიცემის უფლებასთან შედარებით უფრო მკაცრი ვალდებულებები შეიძლება დაწესდეს პარლამენტში კენჭის ყრისას. ამ მხრივ მან მიიჩნია, რომ მართალია სახელმწიფოს გააჩნია შეფასების ფართო ზღვარი კანდიდატობის ზოგადი კრიტერიუმების დადგენისას, მაგრამ პრინციპი, რომლის მიხედვითაც უფლების ეფექტურობა საჭიროებს კანდიდატად დარეგისტრირების პროცედურის სათანადო დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება (Ibid. § 59; იხ. აგრეთვე, mutatis mutandis, Podkolzina ციტირებული ზემოთ, §35).
(vi)ამასთანავე, სასამართლომ დადგინა, რომ როდესაც ხდება ხალხის მიერ მათი სურვილების თავისუფლად და დემოკრატიულად გამოხატვა, საარჩევნო სისტემების ორგანიზების ვერანაირი შემდგომი ცვლილება ვერ დააყენებს კითხვის ქვეშ მათ არჩევანს; გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც არსებობს დემოკრატიული წესრიგის სერიოზული საფუძველი (Lykourezos v. Greece, no. 33554/03, § 52, ECHR2006 VIII).
(ბ)საარჩევნო სისტემები და ბარიერები
110.სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვარით, როდესაც საქმე ეხება არჩევნების ტიპის დადგენას, რომლის საშუალებითაც ხალხმა თავისუფლად უნდა გამოხატოს პოზიცია კანონმდებლის არჩევისას. ამ მხრივ No. 1 ოქმის მე-3 მუხლი მიუთითებს მხოლოდ “თავისუფალი” არჩევნების შესხებ, რომელიც უნდა ჩატარდეს “გონივრული დროითი ინტერვალით” “ხმის ფარულად მიცემის გზით” და “იმ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვას”. ამ დათქმის გათვალისწინებით, იგი არ აყალიბებს რაიმე “ვალდებულებას დააწესოს ცალკეული სისტემა” იქნება იგი პროპორციული თუ მაჟორიტარული, ხმის მიცემის ერთ თუ ორ ტურად (იხ. Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, §54).
111.ამ სფეროში წესები იცვლება ყოველი ქვეყნის ისტორიული და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით; ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო კანონმდებლობა ადასტურებს სავარაუდო ვარიანტთა სიმრავლეს. ოქმის მე-3 მუხლის გამოყენების მიზნით, ნებისმიერი საარჩევნო სისტემა უნდა შეფასდეს მოცემული ქვეყნის პოლიტიკური განვითარების შესაბამისად, რამდენადაც მეორე სახელმწიფოს კონტექსტში გამართლებული სისტემები შეიძლება ამ უკანასკნელისათვის გაუმართლებელი აღმოჩნდეს (იხ. Py v. France, no. 66289/01, § 46, ECHR2005 I (ამონარიდი)) რამდენადაც არჩეული სისტემა აყალიბებს პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს “ხალხის მიერ კანონმდებლის არჩევისას ნების თავისუფლად გამოხატვას”.
112.ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საარჩევნო სისტემები ხანდახან ურთიერთშეუსაბამო მიზნებს ისახავენ: ერთის მხრივ ცდილობენ ხალხის მოსაზრების მეტ-ნაკლებად გათვალისწინებას, მეორეს მხრივ კი მდინარებას მიმართავენ საკმარისად ნათელი და შესაბამისი პოლიტიკური ნების ჩამოსაყალიბლებად. No. 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი არ გულისხმობს, რომ ყველა ხმა აუცილებად თანაბარი წონისა უნდა იყოს არჩევნების შედეგებისათვის და არც იმ მოთხოვნას აწესებს, რომ ყველა კანდიდატს გამარჯვების თანასწორი შანსი ჰქონდეს. შესაბამისად, ვერცერთი საარჩევნო სისტემა ვერ გამორიცხავს “დაკარგულ ხმებს” (იხ.Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, § 54).
113.რაც შეეხება დაწესებულ საარჩევნო ბარიერს, უნდა აღინიშნოს, რომ Silvius Magnago and Südtiroler Volkspartei v. Italy (no. 25035/94, კომისიის გადაწყვეტილება 15 აპრილი 1996, DR 85-A, გვ. 116), საქმეში, რომლის ფაქტებიც საკმაოდ წააგავს წინამდებარე საქმის გარემოებებს, კომისიამ აღნიშნა , რომ “დეპუტატთა პალატის დარჩენილი 25% არჩევნებისათვის დადგენილი 4% ბარიერი” და “სისტემა, რომელიც აყალიბებდა შედარებით მაღალ ბარიერს” ხვდებოდა სახელმწიფოს მიერ შეფასების ფართო ზღვარში. კომისიამ განაგრძო და აღნიშნა, რომ ანალოგიური ბარიერები არსებობდა ევროპულ საკანონმდებლო სისტემებში (იხ. Etienne Tête v. France, no. 11123/84, კომისიის გადაწყვეტილება 9 დეკემბერი 1987, Dღ 54, გვ. 68,, რომელმიც ეხებოდა ევროპის პარლამენტში ადგილების დასაკავებლად დადგენილ 5% ბარიერს). საბოლოოდ კომისიამ დაადგინა, რომ საარჩევნო ბარიერი მიზნად ისახავდა ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებათა საკმარისი წარმომადგენლობის ხელშეწყობას.
114.საქმეში Federación nacionalista Canaria v. Spain ((dec.), no. 56618/00, ECHR2001 VI) სასამართლომ განიხილა ბარიერები, რომელიც წარმოადგენდა კანარის კუნძულების ავტონომიური ერთობის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში Aჩამოყალიბებული იყო ორი ალტერნატიული პირობა: კანდიდატებს უნდა მოეპოვებინათ ინდივიდუალური კუნძულის საარჩევნო ოლქში მიცემულ ხმათა ან 30% მაინც ან ავტონომიური ერთობის ხმათა მინიმუმ 6%. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი სისტემა “არ აბრკოლებდა მომჩივანი ფედერაციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატთა არჩევას, ხოლო უფრო პატარა პოლიტიკურ ჯგუფებს კი გარკვეულ დაცვას სთავაზობდა.”
115. საბოლოოდ, უახლეს გადაწყვეტილებაში, რომელიც inter alia ეხებოდა საპარლამენტო არჩევნებზე დაწესებულ 5% ბარიერს (Partija “Jaunie Demokrāti” and Partija “Mūsu Zeme” v. Latvia (dec.), nos. 10547/07 და 34049/07, 29 Nოვემბერ 2007), სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული ბარიერი არ ეწინააღმდეგებოდა No. 1 ოქმის მე-3 მუხლს, რადგანაც იგი ხელს უწყობდა ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებათა სათანადო წარმოამდგენლობას და თავიდან იცილებდა პარლამენტის გადამეტებულ ფრაგმენტაციას.
2. ზემოთმოცემულ პრინციპთა გამოყენება წინამდებარე საქმეში
116.წინამდებარე საქმეში მომჩივნები ამტკიცებდნენ No. 1 ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას იმ ფაქტის გამო, რომ 2002 წლის 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ისინი არ იქნენ არჩეულნი ეროვნულ ასამბლეაში მიუხდავად იმისა, რომ შირნაკის საარჩევნო ოლქში ხმათა 45,95% მიიღო პარტია DEHAP-მა, რომლის სიის წევრებიც გახლდნენ მომჩივნები. მათ ახსნეს, რომ მათმა პარტიამ, რომელმაც ეროვნულ დონეზე ხმათა 6.22% მიიღო, ვერ გადალახა 10%-იანი საარჩევნო ბარიერი და, შესაბამისად, ვერ მოახერხა საპარლამენტო წარმომადგენლობის მიღწევა.
117.სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული ბარიერი დადგენილია No. 2839 კანონის 33-ე მუხლით, რომელიც განსაზღრავს პარლამენტში ადგილების გადანაწილებას სხვადასხვა სიებსა და კანდიდატებს შორის. იგი აშკარად წარმოადგენს ჩარევას მომჩივნების საარჩევნო უფლებებში No. 1 ოქმის მე-3 მუხლის მიხედვით, რაც მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს.
118.ზემოთმოცემული პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად ემსახურება გასაჩივრებული ზომები – რომელთა წინასწარგანჭვრეტადობაც სადავო არ არის, მხარეებს შორის ლეგიტიმურ მიზანს. მეორეს მხრივ, უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი თვითნებობას და დაცული იყო თუ არა პროპორციულობის გონივრული ზღვარი გამოყენებულ ზომებსა და დასახულ მიზნებს შორის. მოცემული ორი კრიტერიუმის გამოყენებით სასამართლო ეცდება განსაზღვროს, თუ რამდენად იყო განხილული შეზღუდვა ხალხის მიერ თავისუფალი გამოხატვის უფლების არსის შემზღუდველი, No. 1 ოქმის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
(ა)ლეგიტიმური მიზანი
119.სასამართლო აღნიშნავს, რომ განსხვავებით კონვენციის სხვა დებულებებისაგან, No. 1 ოქმის მე-3 მუხლი არ განსაზღვრავს ან ზღუდავს იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც უნდა ემსახურებოდეს დაწესებული შეზღუდვა. ამრიგად, იგი შესაძლებელია შესაბამისობაში მოდიოდეს მიზანთა ფართო სპექტრთან, იმ პირობით, რომ კონკრეტული მიზანი შესაბამისობაშია კანონის უზენაესობასთან და რომ კონვენციის ზოგადი მიზნები გაჟღერებულია მოცემული საქმის გარემოებებში.
120.მომჩივნების მიხედვით ბარიერი არ ემსახურებოდა არანაირ კანონიერ მიზანს, რადგანაც იგი ხელს უშლიდა მოსახლეობის ფართო მასებს გამოეხატათ საკუთარი არჩევანი პარლამენტში წარმომადგენლობასთან მიმართებაში. მთავრობამ უარყო მოცემული არგუმენტი, მიუთითა რა, რომ ბარიერის მიზანი გახლდათ გადამეტებული საპარლამენტო ფრაგმენტაციის თავიდან აცილება და, შესაბამისად, სამთავრობო სტაბილურობის გაძლიერება.
121.საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით სასამართლოს ფუნქცია მოიცავს იმის განსაზღვრას, ისახავს თუ არა საპარლამენტო არჩევნების მარეგულირებელი წესები მიზნად გარკვეულ პირთა თუ ჯგუფთა გამორიცხვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისაგან (იხ. Aziz v. Cyprus, no. 69949/01, § 28, ECHR2004 V) და თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტული საარჩევნო სისტემის მიერ შექმნილი ცალკეული შეუსაბამობები თვითნებურად ან დარღვევებად ან სისტემა ხომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატისადმი ფავორიტულად განწყობილი, რის შედეგადაც მას სხვათა ხარჯზე რაიმე საარჩევნო სარგებელს სთავაზობს (იხ. X. v. Iceland, ციტირებული ზემოთ).
122.სასამართლო იაზრებს, რომ მაღალმა ბარიერმა შესაძლებელია ელექტორატის ნაწილს შეუზღუდოს წარმომადგენლობა. თუმცა, ცალკე აღებული ეს გარემოება არ არის გადამწყვეტი. ამგვარი ბარიერები შეიძლება პროპორციულ სისტემაში აუცილებელ მაკორექტირებლად მოგვევლინოს, რომელიც უშვებს ხალხის მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ბარიერის დაწესება საზიანოდ მოქმედებს პატარა პარტიებზე (იხ. mutatis mutandis, Liberal Party, Mrs R. and Mr P. v. the United Kingdom, no. 8765/79, კომისიის გადაწყვეტილება 18 დეკემბერი 1980, DR 21, გვ. 225).
123.თურქეთში 10% ბარიერი ზოგად წესს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური პარტიის კანდიდატებისადმი ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მიუხედავად იმისა თუ რომელ საარჩევნო ოლქში იყრიან კენჭს. 1983 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაწესდა მოცემული ბარიერი, სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების მრავალმა პარტიამ ვერ მოიპოვა ადგილები პარლამენტში, ვერ გადალახეს რა დაწესებული ბარიერი. 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნები ადასტურებს აღნიშნულს: არა მარტო DEHAP-მა, მომჩივნების პარტიამ, არამედ სხვა პარტიემბაც, მათ შორის DYP, MHP, GP და ANAP-მა (რომელმაც მოიპოვეს ხმათა 9.54%, 8.36%, 7.25% და 5.13% პროცენტი) ვერ მოახერხეს პარლამენტში ადგილების დაკავება (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 18). 1991 და 2007 წლებში DEHAP მსგასი პოლიტიკური კურსის მატარებელმა პარტიებმა დაიკავეს პარლამენტში ადგილები სხვა პოლიტიკური პარტიის დახმარებით ან დამოუკიდებელი კანდიდატების წამოყენების გზით (იხ. პარაგრაფები 15 და 25 ზემოთ).
124.ამასთანავე, თურქეთის საარჩევნო სისტემის სპეციფიკა, მსგავსად სხვა მრავავლი წევრი სახელმწიფოსი, განპირობებულია უნიტარული სახელმწიფოს თავისებურებებით. კონსტიტუციის მე-80 მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრები წარმოადგენენ “მთელს ერს” და არა იმ “რეგიონებს ან პირებს, რომლებმაც ისინი უშუალოდ აირჩიეს” (იხ. პარაგრაფი 29, ზემოთ); ეს კი ხდება თურქეთის სწორედ რომ უნიტარული წყობის გამო. ყოველი პროვინციალ პარლამენტში წარმოდგენილია ერთი პარლამენტარით მაინც. დანარჩენი ადგილები გადანაწილებულია მაცხოვრებლების რაოდენობის მიხედვით, რის შედეგადაც ხდება მთელი ქვეყნის ტერიტორიის წარმოდგენის უზრუნველყოფა (იხ. პარაგრაფი 32, ზემოთ). აღნიშნული გახლავთ კანონმდებლის არჩევანის შედეგი, რაც ასახავს ქვეყნის კონსტიტუციურ სტრუქტურას და წარმოდგენილია პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიტერიუმების სახით. იგი, როგორც ასეთი არ ეწინააღმდეგება No. 1 ოქმის მე-3 მუხლს, რომელიც პრინციპში არ ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მიიღონ უპირატესად რეგიონული პარტიების საპარლამენტო წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი საარჩევნო სისტემა მიუხედავად იმისა, თუ ხმათა რა რაოდენობა მოიპოვეს მათ ქვეყნის სხვა ნაწილში. მეორეს მხრივ, შესაძლებელია წარმოიშვას პრობლემა თუ შესაბამისი კანონმდებლობა აღნიშნულ პარტიებს საპარლამენტო წარმომადგენლობას უზღუდავს (იხ. პარაგრაფი 121 ზემოთ).
125.საბოლოოდ, საკონვენციო ორგანოებს ზოგადად დადგენილი აქვთ, რომ საარჩევნო ბარიერები ძირითადად მიზნად ისახავს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებების წარმოშობის ხელშეწყობას (იხ. Silvius Magnago and Südtiroler Volkspartei, ციტირებული ზემოთ, და Etienne Tête, ციტირებული ზემოთ; იხ. აგრეთვე იგივე კუთხით Partija “Jaunie Demokrāti” and Partija “Mūsu Zeme”, ციტირებული ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება პალატის დასკვნას მასზედ, რომ მოცემული ჩარევა კანონიერ მიზნად ისახავდა გადამეტებული და დამასუსტებელი ფრაგმენტაციის თავიდან არიდებას და, შედეგად, სამთავრობო სტაბილურობის გაძლიერებას.
(ბ)პროპორციულობა
126.საკონსტიტუციო სასამართლოს 1995 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების მოხმობით, პალატამ მიიჩნია, რომ მართალია ბარიერი მაღალი იყო, იგი არ სცილდებოდა ეროვნული ხელისუფლების ხელთ არსებულ არჩევანის ზღვარს მოცემულ საკითხებში, რადგანაც იგი, როგორც ასეთი, არ აფერხებდა საზოგაროებაში პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებას. განმცადებლები ასაჩივრებდნენ პალატის დასკვნას, მაშინ როდესაც მთავრობა ითხოვდა მის გაზიარებას.
127.სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთში დაწესეული 10% ეროვნული ბარიერი გახლავთ ყველაზე მაღალი ევროპაში (იხ. პარაგრაფი 64, ზემოთ). მისი პროპორციულობის დასადგენად, სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს მის დონეს სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებული ბარიერების გათვალისწინებით. შემდეგ კი დაადგენს მის სისწორეს და იმ ზომებს, რომელიც ადენენ ბარიერის დაწესებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზირებას.
i.შედარებითი სამართლის ელემენტები
128.მომჩივნები აცხადებდნენ, რომ არსებული ბარიერი არ შეესაბამებოდა ევროპული სახელმწიფოების “საერთო დემოკრატიულ პოლიტიკურ ტრადიციას”.
129.სასამართლო აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერები ჩვეული მოვლენაა ევროპის საარჩევნო სისტემებში და რომ ბევრი მათგანი განსხვავება არჩევნების ტიპისა და იმ ქვეყნის კონტექსტის მიედვით, სადაც ხდება მათი გამოყენება. წევრ ქვეყნებში დაწესებული საარჩევნო ბარიერების ანალიზი ცხადყოფს, რომ თურქეთის გარდა მხოლოდ სამ სახელმწიფოს აქვს დადგენილი მაღალი ბარიერი. ლიხტენშტეინში – 8%, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში კი – 7% სახელმწიფოთა მესამედი აწესებს 5% ბარიერს, ხოლო 13 ქვეყანას კი უფრო დაბალი ბარიერი აქვს არჩეული. სხვა ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ პროპორციული სისტემა, არ იყენებენ ბარიერებს. ბარიერები განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ ვისდამი არის დაწესებული, პარტიის თუ კოალიციის, ხოლო რიგ ქვეყნებში კი ბარიერი დაწესებულია დამოუკიდებელი კანდიდატების მიმართაც (იხ. პარაგრაფი 60-63 ზემოთ).
130.სასამართლო ამასთანავე მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ გამოხატულ პოზიციებსაც, რომელიც თანხმდებიან თურქეთის ეროვნული ბარიერის განსაკუთრებით მაღალ ზღვარზე და მოუწოდებენ მისი შემცირებისაკენ. 2007 წლის 18 აპრილის რეზოლუციაში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა უტყუარ კავშირს დემოკრატიის წარმომადგენლობითობასა და ბარიერებს შორის, მან აღნიშნა, რომ “ხანგრძლივი ტრადიციის მქონე დემოკრატიებში არ უნდა არსებობდეს 3% მეტი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში”. მოცემული მოსაზრება განმეორებულ იქნა საპარლამეტნო ასამბლეის No. 1791 რეზოლუციაში (2007) (იხ. პარაგრაფები 52 და 53, ზემოთ). ამასთანავე, თურქეთთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, კერძოდ კი საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები 1380 (2004) და 1547 (2007) და ანგარიში “თურქეთში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ (22 ივლისი 2007), შექმნილი საპარლამენტო ასამბლეის ad hoc კომიტეტის მიერ, ევროპის საბჭოს ორგანოებმა მოუწოდეს თურქეთს, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ცვლილებები შეეტანა მის საარჩევნო კოდექსში და შეემცირებინა 10% ბარიერი (იხ. პარაგრაფები 58 დად 59, ზემოთ).
131. თუმცა, საარჩევნო ბარიერის შედეგები განსხვავდება ქვეყნების მიზედვით და სხვადასხვა სისტემა შესაძლებელია მიზნად ისახავდეს განსხვავებულ, ხანდახან ანტაგონისტურ პოლიტიკურ მიზნებსაც კი. ერთი სისტემა შესაძლებელია უპირატესად კონცენტრირდებოდეს პარლამენტში პარტიების უფრო სამართლიან წარმომადგენლობაზე, მაშინ როდესაც მეორე ცდილობდეს თავიდან აიცილოს ფრაგმენტაცია პარტიულ სიტემაში და ხელს უწყობდეს ერთპარტიული მმართველი უმრავლესობის ჩამოყალიბებას პარლამენტში (იხ. პარაგრაფი 55, ზემოთ). ვერც ერთი მოცემულ მიზანთაგან ვერ ჩაითვლება თავისთავად არაგონივრულად. ამასთანავე, ბარიერის მიერ ნათამაშები როლი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა დონეზე ხდება მათი დაწესება, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული პარტიული სისტემით. დაბალი ბარიერი გამორიცხავს მხოლოდ ძალიან პატარა დაჯგუფებებს, რაც უფრო ართულებს სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბებას, მაშინ როდესაც მაღალფრაგმენტირებული პარტიული სისტემის შემთხვევაში, მაღლი ბარიერი კარგავს მრავალი ამომრჩევლის ხმას და ტოვებს მათ წარმომადგენლობის გარეშე (იხ. პარაგრაფი 58 და 59, ზემოთ).
132.ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო კანონმდებობაში არსებული ვითარების მრავალფეროვნება ადატურებს არსებულ ვარიანტთა სიმრავლეს. იგი ასევე ადასტურებს, რომ სასამართლო ვერ შეაფასებს ცალკეულ ბარიერს იმ საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეთანხმება მომჩივნების პოზიციას, რომ წევრ სახელმწიფოთა ზოგადი პრაქტიკის მიხედვით 5% საარჩევნო ბარიერი გახლავთ ზოგადი პრაქტიკა. თუმცა, უკვე აღინიშნა, რომ ნებისმიერი საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეფასდეს კონკრეტული ქვეყნის პოლიტკური განვითარების ჭრილში, შედეგად, რიგი მახასიათებლებისა, რაც შეიძლება მიუღებელი იყოს ერთ სისტემაში, შესაძლებელია გამართლებული აღმოჩნდეს მეორეში, იმდენად მაინც, რამდენადაც მოცემული ქვეყნის მიერ არჩეული სისტემა უზრუნველყოფს “ხალხის მიერ კანონმდებლის არჩევისას მოსაზრების თავისუფლად გამოხატვას: (იხ, სხვა მრავალს შორის, Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ § 54). სწორედ ამიტომ, სასამართლომ ახლა უნდა შეაფასოს იმ ზომათა შედეგები, რომლებიც ახდენენ საარჩევნო ბარიერის ნეგატიური შედეგების ნეტირალიზირებას ისევე, როგორც სხვა გარანტიები, რომლებსაც ითვალისწინებს გასაჩივრებული სისტემა.
ii. ზომები, რომლებიც ახდენენ საარჩევნო ბარიერის ნეგატიური შედეგების ნეტირალიზირებას და სხვა გარანტიები, რომლებსაც ითვალისწინებს გასაჩივრებული სისტემა.
133.მთავრობამ აღნიშნა, რომ თურქეთის საარჩევნო სისტემას გააჩნია ბარიერის ნეგატიური შედეგების გამანეიტრალებელი ზომები. ამ მხრივ მათ აღნიშნეს, რაც დადასტურდა კიდეც 2007 წლის 22 ივლისს, რომ მომჩივნები შეიძლება არჩეული ყოფილიყვნენ 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად, რომ ეყარათ კენჭი ან DEHAP რომ გაერთიანებულიყო საარჩევნო კოალიციაში რომელიმე დიდ პარტიასთან.
134.სასამართლო აღნიშნავს, მომჩივნებს არ გაუსაჩივრებიათ მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ ზემოთხსენებული საარჩევნო სტრატეგიის გამოყენების შემთხვევაში, მათ ექნებოდათ პარლამენტში არჩევის რეალური შანსი. თუმცა მათ აქცენტი გააკეთეს პოლიტიკური პატიების მნიშვნელობაზე წარმომადგენლობით დემოკრატიებში, მიუთითეს რა, რომ არც დამოუკიდებელი კანდიდატები და არც ალიანსის ჩამოყალიბება ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გადამწყვეტი ადგილი უკავია დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებს შორის.
135.სასამართლომ შესაბამისად უნდა განსაზღვროს თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის მიერ მითითებული ალტერნატივები ბარიერის ნეგატიური შედეგის გამანეიტრალებელ საშუალებად.
136.დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრასთან დაკავშირებით, სასამართლო, მსგავსად პალატისა (მისი გადაწყვეტილების 71-ე პარაგრაფში) აღნიშნავს პოლიტიკურ დებატებში პარტიების შეუცვლელ როლს. ისინი წარმოადგენენ როგორც ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საარჩევნო დებატებში მონაწილეობა, ისე ტრიბუნას, რომლის დახმრებითაც მათ შეუძლიათ საკუთარი მხარდაჭერის გამოხატვა სხვადასხვა პოლიტიკური პროგრამებისადმი (იხ. mutatis mutandis, United Communist Party of Turkey and Others, ციტირებული ზემოთ, გვ. 17, § 25). ისინი განსხვავდებიან სხვა პოლიტიკური ძალებისაგან, მაგალითად დამოუკიდებელი კანდიდატებისაგან, რომლებიც, როგორც წესი, იფარგლებიან ერთი რაიონით. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთში დამოუკიდებელი კანდიდატები ექვმდებარებიან რამდენიმე არასახარბიელო შეზღუდვას და პირობას, რომელიც თავისთავად არ ვრცელდება პოლიტიკურ პარტიებზე. მათ უნდა წარმოადგინონ გარანტია, მათი სახელები არ იბეჭდება იმ საარჩევნო ბიულეტენებზე, რომლებიც წარედგინებათ სასაზღვრო პოსტებზე და დიდ აეროპორტებში, ასევე, მათ არ გამოეყოფათ წინასაარჩევნო საეთერო დრო, მაშინ როდესაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ეძლევა საეთერო დრო როგორც ტელევიზიაში ისე რადიოში (იხ. პარაგრაფები 36 და 39 ზემოთ).
137.თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მეთოდი პრაქტიკაში არაეფექტურად ვერ ჩაითვლება. 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებზე პატარა პატიებმა აიცილეს საარჩევნო ბარიერის შედეგი დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის გზით, რის შედეგადაც მოიპოვეს ადგილები პარლამენტში. მაგალითად, DTP-მ, DEHAP-ის მემკვიდრე პარტიამ მოახერხა საპარლამენტო ჯგუფის შექმნა პარლამენტში 20 ადგილის დაკავების შედეგად (იხ. პარაგრაფი 25, ზემოთ).
138.მართალია, მოცემული შედეგი ძირითადად იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ კანდიდატების საკუთარი სახელით წარდგენის ნაცვლად, ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს სტრატეგია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს “პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატები” (იხ. ზემოთ პარაგრაფი 23). ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს არ მოეთხოვებოდათ ბარიერის გადალახვა, დიდწილად უწყობდა ხელს საარჩევნო სტრატეგიის მიღებას, მიუხედავად ზემოთხსენებული შეზღუდვებისა (იხ. პარაგრაფები 36 და 39). მიუხედავად ამისა, აღნიშნული გახლდათ ნახევარი ზომა იმასთან შედარებით თუ რა ვითარებაში იყო კანდიდატი, რომელსაც ოფიციალურად უჭერდა მხარს მისი პოლიტიკური პარტია.
139.იგივე ვრცელდება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად საარჩევნო კოალიციის ჩამოყალიბებაზეც. სასამართლო აღნიშნავს, რომ No. 2839 კანონის მე-16 მუხლი პარტიებს უკრძალავს გაერთიანებული სიების წარმოდგენას და საპარლამენტო არჩევნებში ყოვლად კანონიერი კოალიციების შექმნას. როგორც აღინიშნა მთავრობის მიერ, პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშავეს საარჩევნო სტრატეგია, სადაც მათ შეუძლიათ მოცემული აკრძალვისათვის გვერდის ავლა. მოცემული სტრატეგიის გამოყენებამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვია 1991 და 2007 წლის არჩევნების დროს. 1991 წლის 20 ოქტომბრის არჩევმებამდე ორი დიდი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებით ჩამოყალიბდა ორი ალიანსი. ამგვარად, რამდენიმე მცირე პარტიამ, მათ შორის HEP-მა, DEHAP-ის წინამორბედმაც, მოახერხა პარლამენტში თვრამეტი ადგილის დაკავება (იხ. პარაგრაფი 15, ზემოთ). იგივე საარჩევნო სტრატეგიამ მოიტანა შედეგები 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებშიც (იხ. პარაგრაფი 24, ზემოთ).
140.იმის გამო, რომ 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე ხმათა 45.3% მიიღეს წარუმატებელმა კანდიდატებმა, მოცემულ საარჩევნო სტრატეგიებს გააჩნიათ მხოლოდ შეზღუდული ეფექტი. როგორც აღნიშნა კიდეც პალატამ მისი გადაწყვეტილების 73-ე პარაგრაფში, ის ფაქტი, რომ ელექტორატის ამდენად დიდი ნაწილი არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში, ვერ იქნებოდა შესაბამისობაში პარლამენტის მიერ წარმომადგენლობით დემოკრატიაში ნათამაშებ გადამწყვეტ როლთან, რაც გახლავთ დემოკრატიული კონტროლისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც რაც შეიძლება პატიოსნად უნდა ასახავდეს ნამდვილად დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის სურვილს.
141.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ითქვა კიდეც არაერთი ანალიტიკოსის მიერ, 2002 წლის ნოემბრის არჩევნები ჩატარდა მრავალი მიზეზის გამო არსებულ კრიზისულ გარემოში (ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, მიწისძვრა და სხვა – იხ. პარაგრაფები 12 და 20, ზემოთ). ამ მხრივ ის ფაქტი, რომ სამმა პარტიამ, რომელმაც 1999 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია, ვერ გადალახა 10% ბარიერი და შედეგად ვერ მოიპოვა საპარლამენტო წარმომადგენლობა (იხ. პარაგრაფი 20, ზემოთ) უმნიშვნელო ჩანს.
142.ამასთანავე, 1983 წლის შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ზოგადი ანალიზი ადასტურებს, რომ წარმომადგენლობითი დეფიციტი, რომელიც შეინიშნებოდა 2002 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ შეიძლება გარკვეულწილად კონტექტუალური ყოფილიყო და არ ყოფილიყო სრულად ბარიერზე დამოკიდებული. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული არჩევნების გამოკლებით, წარუმატებელი კანდიდატებისათვის მიცემული ხმის რაოდენობას არასდროს გადაუჭარბებია 19,4%-თვის (19,4% 1987 წელს, 0,5% 1991 წელს, 14% 1995 წელს და 18% 1999 წელს). 2007 წლის 22 ივლისის არჩევნებში კი ხმათა რაოდენობა იმ კანდიდატისათვის, რომლებმაც პარლამენტში საბოლოოდ წარმომადგენლობა ვერ მოიპოვა დაეცა 13%-მდე.
143.შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთა საქმიანობაზეც გავლენა იქონია მაღალმა 10% ბარიერმა, პრაქტიკაში მოახერხეს იმგვარი სტრატეგიების შემუშავება, რომლის საშუალებითაც მათ შეძლეს მისი გავლენის შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული სტრატეგიები ეწინააღმდეგება ბარიერის მიზანს – საპარლამენტო ფრაგმენტაციის თავიდან არიდებას (იხ. პარაგრაფები 60 და 125, ზემოთ).
144.მოცემულ შემთხვევაში სასამართლო, ამასთანავე მნიშვნელობას ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს. 1961 წლის კონსტიტუციის მოქმედების დროს, საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო რა დემოკრატიული სახელმწიფოსა და პლურალიზმის პრინციპებს, უარყო “ჩვეულებრივი ბარიერის” გამოყენების იდეა ყოველ საარჩევნო ოლქში (იხ. პარაგრაფი 40, ზემოთ). მოგვიანებით, 1982 წლის კონსტიტუციის მიღებასთან ერთად, როდესაც გადაწყვეტილება გამოჰქონდა საარჩევნო სისტემის ირგვლივ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელს არ გააჩნდა შეფასების შეუზღუდავი ზღვარი მოცემულ საკითხზე და რომ ვერ მიიღებდა “ზომებს, რომელსაც შეიძლება შეეზღუდა ხალხის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვა ან დაექვემდებარებინა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ერთი პოლიტიკური პარტიის ჰეგემონიისადმი ან გაენადგურებინა მრავალპარტიული სისტემა” (იხ. პარაგრაფი 41, ზემოთ).
145.1995 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განსხვავებული მსჯელობა შემატა მის 1968 წლის სასამართლო პრაქტიკას (იხ. პარაგრაფი 40, ზემოთ), განიხილა რა გასაჩივრებული ბარიერის არსებობის საფუძველი, როგორ პროპორციულობის ზოგადი პრინციპის მაკომპენსირებელი ზომა, რომლის შედეგადაც უნდა არიდებულიყო გადამეტებული და დამასუსტებელი საპარლამენტო ფრაგმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ დაეთანხმა პოზიციას, რომლის მიხედვითაც ბარიერი ზღუდავდა “ხმის მიცემისა და კენჭის ყრის უფლებას”, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მისაღები იყო იმ პირობით, რომ არ აჭარბებდნენ ნორმალურ ლიმიტებს და შესაბამისად, დაადგინა, რომ 10% ბარიერი შესაბამისობაში იყო საკონსტიტუციო პრინციპებთან. მეორეს მხრივ, მოახდინა რა “სამართლიანი წარმომადგენლობის” პრინციპის მოხმობა, მან ბათილად სცნო პროვინციებს შორის ადგილების გადანაწილებაზე დაწესებული 25% ბარიერი. შესაბამისად, მან დაადასტურა, რომ სამართლიანი წარმომადგენლობის და სამთავრობო სტაბილურობის კონსტიტუციური პრინციპები აუცილებლად უნდა თავსებადი იყოს იმგვარად, რომ ურთიერთი დააბალანსონ და შეავსონ (იხ. პარაგრაფი 43, ზემოთ).
146.აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გულდასმით ცდილობს თავიდან აიცილოს გასაჩივრებული ბარიერის შედეგად გამოწვეული ნებისმიერ ნეგატიური შედეგი და ეძებს დამაბალანსებელ მხარეს სამართლიან წარმომადგენლობასა და ხელისუფლების სტაბილურობას შორის, ანუ, უზრუნველყოფს, რომ მოცემულმა ბარიერმა თავისთავად არ შეზღუდოს კონვენციის No. 1 ოქმის მე-3 მუხლში დაცული უფლების არსი.
iii. დასკვნა
147.დასკვნის სახით სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგადად, 10%-იანი საარჩევნო ბარიერი გადამეტებულია. ამ მხრივ იგი ეთანხმება ევროპის საბჭოს ორგანოებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბარიერი განსაკუთრებით მაღალია და ურჩიეს მისი დაწევა (იხ. პარაგრაფები 57 და 130 ზემოთ). ათპროცენტიანი ბარიერი აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს მიმართონ სხვადასხვა ხრიკებს, რაც სრულიადაც არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. თუმცა, ბარიერის დაწესებისას ისეთი ღონისძიებები იქნა გატარებული, რომლებმაც გაანეიტრალეს გვერდითი მოვლენები. აგრეთვე გათვალისწინებულ იქნა გარანტიები, რომლებმაც პრაქტიკაში შეზღუდეს ბარიერის შემოღების შესაძლო მავნე შედეგები. ამასთანავე, ბარიერის დაწესება უნდა შეფასდეს განსაკუთრებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ჩამოყალიბდა არჩევნებისას და რის შესახებაც საქმეში იყო საუბარი. თუმცა, აღნიშნულის გთვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის No. 1 ოქმის მე-3 მუხლში განმტკიცებული უფლების არსის დაღვევას მომჩივნების მიმართ.
148.შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მოცემული დებულების დარღვევას.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო
ადგენს, ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის No. 1 ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას;
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 8 ივლისს.
ვინსენტ ბერჟერიბოსტიან მ. ცუპანჩიჩი
იურისკონსულიპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ტულკენსის, ბონელოსა და სპიელმანის განსხვავებული მოსაზრებანი.
ჟ.-პ. კ
ვ.ბ.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOჩ."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy