© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე 183
2015 წლის მარტი
Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ - 14793/08
გადაწყვეტილება 10.3.2015 [სექცია II]
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
სქესის ცვლილების ოპერაციის განხორციელება იმ პირობით თუ დამტკიცდებოდა რომ სადაო პირს არ ჰქონდა რეპროდუქციული უნარი: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, Y.Y., საჩივრის შეტანის მომენტისთვის რეგისტრირებული იყო როგორც მდედრობითი სქესის პირი. Y.Y.თვის ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ნათელი გახდა, რომ ის თავს უფრო მეტად ბიჭად მიიჩნევდა ვიდრე გოგონად, მიუხედავად მისი ანატომიური მახასიათებლებისა. Y.Y.-მ შესაბამისად მიმართა უწყებებს და მოითხოვა სქესის ცვლილების ოპერაციაზე ნებართვა, მაგრამ 2006 წელს ეროვნულმა სასამართლოებმა მას ამ მოთხოვნაზე უარი უთხრეს სამოქალაქო კოდექსის მე-40-ე მუხლის საფუძველზე, იმ მიზეზით რომ Y.Y.-ს რეპროდუქციული უნარი არ ჰქონდა შეზღუდული.
მომჩივანმა საბოლოოდ მოიპოვა ოპერაციის ნებართვა 2013 წელს, მის პირველ მოთხოვნაზე უარიდან ხუთი წლისა და შვიდი თვის შემდეგ. ეროვნულმა სასამართლოებმა ამ ეტაპზე დააკმაყოფილეს მოთხოვნა იმის მიუხედავად, რომ მომჩივანს სამუდამოდ ან დროებით ჰქონდა რეპროდუქციული უნარი შეზღუდული.
კანონი – მუხლი 8: ევროპის საბჭოს ბევრ წევრ ქვეყანაში არსებობდა ტრანსექსუალებისთვის სქესის ცვლილების ოპერაციის შესაძლებლობა, როგორც მათი ახალი გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარება. ზოგიერთ ქვეყანაში ახალი სქესის სამართლებრივი აღიარების საფუძველი იყო სქესის ცვლილების ოპერაცია და/ან რეპროდუქციული უნარის შეზღუდვა. ზოგიერთ ქვეყანაში სტერილურობა და უნაყოფობა ფასდებოდა მხოლოდ სამედიცინო ან ოპერაციული გზით სქესის ცვლილების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში კი რეპროდუქციული უნარის არ ქონა იყო მოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილებულიყო სქესის ცვლილების ოპერაციამდე და შესაბამისად წარმოადგენდა ოპერაციის წინაპირობას. ეროვნული სასამართლო ეყრდნობოდა ამ პირობას როდესაც უარი უთხრა მომჩივანს მოთხოვნილი ფიზიკური ცვლილების განხორციელბაზე, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ მომჩივანი უკვე გადიოდა სქესის ცვლილების პროცესს, როგორც ეს ნათელი იყო მიმდინარე ფსიქოლოგიური დახმარებით და მასკულინური სოციალური ქცევით.
სასამართლოსთვის გაუგებარია თუ რა საჭიროა სქესის ცვლილების მომთხოვნი პირის რეპროდუქციული უუნარობის დადგენა სქესის ფიზიკურ ცვლილებამდე.
სახელმწიფო, იცავდა რა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობას, დაობდა რომ არც სადაო კანონმდებლობა და არც მისი აღსრულების პირობები არ მოითხოვდა მომჩივანისგან გაევლო სტერილიზაციის ან ჰორმონალური თერაპიის წინასწარი სამედიცინო პროცედურები. სასამართლოსთვის კი გაუგებარია თუ როგორ შეეძლო მომჩივანს დაეკმაყოფილებინა მუდმივი უნაყოფობის მოთხოვნა გარდა სტერილიზაციისა მაშინ როდესაც ბიოლოგიური უნარი რეპროდუქციის არსებობდა.
ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ მიეღო გადაწყვეტილება მომჩივანისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისავდომობის შესახებ, რომელიც მას საშუალებას მისცემდა დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანის ფიზიკური ერთიანობის პრინციპის პატივისცემა არ აკისრებდა მას ვალდებულებას გაევლო მკურნალობა, რომელიც ესეთ მუდმივ სტერილიზაციას გამოიღებდა შედეგად.
ამ საქმის გარემოებები და ასევე მომჩივანის საჩივარში მითითებული სიტყვები სასამართლოსთვის საკმარისი იყო დაედგინა, რომ მომჩივანმა ეჭვის ქვეშ დააყენა როგორც ეროვნული ისე ამ სასამართლოს წინაშე კანონში არსებული მითითება რომ რეპროდუქციის უნარის სამუდამო შეზღუდვა წარმოადგენდა სქესის ცვლილების წინაპირობას.
სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად წინაპირობა არ აღმოჩნდა საჭირო იმისათვის რომ გამართლებული ყოფილიყო სქესის ცვლილების ოპერაცია ზოგადი და ინდივიდუალური ინტერესების დაცვის მიზნით. იმ შემთხვევაშიც კი თუ მსგავს ოპერაციაზე პირველად მოთხოვნაზე უარი შესაბამის საფუძვლებს ემყარებოდა ეს საფუძველი არ იყო საკმარისი. შესაბამისად მომჩივანის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ვერ იქნება მიჩნეული
„საჭიროდ“ დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ეროვნული სასამართლოს მიდგომის ცვლილებამ 2013 წლის მაისში მომჩივანს მისცა უფლება გაევლო სქესის ცვლილების ოპერაცია, მიუხედავად იმისა რომ მას რეპროდუქციული უნარი ჰქონდა.
მომჩივანისთვის წლების განმავლობაში უარი გაეკეთებინა მსგავსი ოპერაცია წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივანის პირადი ცხოვრების უფლების შელახვას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 7,500 ევრო ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად
(მოცემული საქმე ეხება მე-8-ე მუხლთან შესაბამისობას იმ პირობების რომელიც სქესის ცვლილების მსურველ პირს დაეკისრა. წინა შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც სასამართლოს ეთხოვა განემარტა ტრანსექსუალებისთვის დადგენილი შეზღუდვები სქესის ცვლილების ოპერაციასთან დაკავშირებით კონვენციის მე-8-ე მუხლის ფარგლებში გთხოვთ იხილოთ მაგალითად ქრისტინე გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [GC], 28957/95, 11 ივლისი 2002, საინფორმაციო ჩანაწერი 44; ვან კუკი გერმანიის წინააღმდეგ (Van Kück v. Germany), 35968/97, 12 ივნისი 2003, საინფორმაციო ჩანაწერი 54; და ჰამალაინენი ფინეთის წინააღმდეგ (Hämäläinen v. Finland [GC], 37359/09, 16 ივლისი 2014, საინფორმაციო ჩანაწერი 176.)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy