დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №161
მარტი 2013
ზარზიცკი პოლონეთის წინააღმდეგ - 15351/03
გადაწყვეტილება 12.3.2013 [IV სექცია]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
იმ პატიმრის ოთხ წელზე მეტი დროით დაკავება, ვისაც წინამხრები ამპუტირებული ჰქონდა: დარღვევას ადგილი არ ქონდა
ფაქტები – მომჩივანმა უბედური შემთხვევისას დაკარგა ორივე წინამხარი და პირველი ჯგუფის ინვალიდადაა ცნობილი, რომელსაც სხვა ადამიანის დახმარება ესაჭიროება. 2002 წლის ივნისში იგი ხელახლა დააპატიმრეს არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი რამდენიმე დანაშაულის და პირისთვის ცრუ ჩვენების მიცემის იძულების ეჭვის საფუძველზე. იგი დამნაშავედ ცნეს 2002 წელს და 2003 წელს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მას სამი წლით პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობაში ყოფნისას მომჩივანს აცნობეს პროთეზის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურების შესახებ და დაეხმარნენ განცხადების გაკეთებასა და გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნაში. მან მოითხოვა, რომ მისთვის მოერგოთ ბიო-მექანიკური პროთეზი, თუმცა მას არ ჰქონდა საშუალება, გადაეხადა ფასის არაანაზღაურებადი ნაწილი. 2003 წლის ივლისში მას უფლება მისცეს დაეტოვებინა სასჯელის მოხდა ორთოპედიული დახმარების მისაღებად პენიტენციური სისტემის გარეთ და მოეპოვებინა ორი ძირითადი ტიპის მექანიკური პროთეზი უფასოდ და ჩაეტარებინა ფიზიოთერაპია. იგი ციხეში დაბრუნდა 2004 წელს. 2006 წლის ოქტომბერში იგი თავდებობით პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი ჩიოდა, რომ მისი უნარშეზღუდულობის და სპეციალური საჭიროებების მხედველობაში მიღებით, მისი გაჭიანურებული დაკავება კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.
სამართალი – მუხლი 3: ადამიანები საპატიმროში არიან მოწყვლად მდგომარეობაში და ხელისუფალნი არიან მოვალენი, რომ დაიცვან ისინი. როდესაც თანამდებობის პირებმა გადაწყვიტეს, რომ მოეთავსებინათ და დაკავებული ყოლოდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ უნდა გამოეჩინათ განსაკუთრებული მზრუნველობა იმ პირობების გარანტიის შექმნით, რომელიც შეესაბამება მათი შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე განსაკუთრებულ საჭიროებებს. მსგავსი ტიპის საქმეში, სამი ცალკეული ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული იმის შეფასებისას, იყო თუ არა დაკავების გაგრძელება შეთავსებადი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სადაც აღნიშნული საზრუნავის საფუძველს ხდიდა. ესენი გახლდათ: ა) პატიმრის მდგომარეობა, ბ) მიწოდებული მზრუნველობის ხარისხი და გ) უნდა გაგრძელებულიყო თუ არა პატიმრის დაკავება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. აღნიშნული პრინციპების გამოყენებით, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც იტანჯებიან სერიოზული ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუსაბამო პირობებში ან ასეთი პირების მათი თანამესაკნეების დახმარების იმედად დატოვება, დაბანონ, ჩააცვან ან გახადონ, რათა შეიმსუბუქონ საკუთარი თავი, შეიცავდა დამამცირებელ მოპყრობას.
სამედიცინო დასკვების ორივე სერია, რომელიც მომზადდა მანამდე და შემდგომ, რაც მომჩივანი აღიჭურვა ძირითადი ტიპის მექანიკური პროთეზით, გარკვევით აცხადებდა, რომ იგი არ იყო დამოუკიდებელი და ციხეში პატიმრობას მორგებული. ამრიგად, მისი დაკავების ორივე პერიოდის განმავლობაში თანამდებობის პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფა მოეხდინათ, რომ მომჩივანს დახმარებოდნენ თანამესაკნეები. მათ აწარმოეს მოლაპარაკებები ხელმეორედ დაკავების ცენტრთან, რომ მომჩივნისთვის უფლება მიეცათ დაეძახა თანამესაკნეთათვის, როცა ამის საჭიროება დადგებოდა. ასევე შეთანხმდნენ სხვა განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, მათთვის შვების მინიჭებისათვის ან პატიმრობაში ყოფნის სიძნელესთან შესაგუებლად, მიცემოდათ კვირაში ექვსჯერ შხაპის მიღების უფლება. ამგვარად, არ შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობის პირებმა დაივიწყეს მათი მოვალეობები მომჩივნის მიმართ და დატოვეს იგი მხოლოდ მისი ამხანაგი პატიმრების მარგებლობისა და კეთილმოსურნეობის ანაბარა.
უფრო მეტიც, მომჩივნის მდგომარეობა ცალსახად არ მოითხოვდა სპეციალურ მოვლას, რომლისთვისაც მომვლელის ოფიციალური კურსის გავლა იყო საჭირო. უმეტესად იგი დამოუკიდებელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროთეზის გამოყენება დაიწყო და ის დახმარება, რაც მას სჭირდებოდა, შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაბანითა და ჩაცმით, რაც მოითხოვდა უფრო დიდ სიზუსტეს. მართალია, სასამართლო ხშირად აკრიტიკებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისადმი თანამესაკნეების მეშვეობით მიწოდებული რუტინული დახმარების სქემას, თუნდაც ისინი მოხალისეები ყოფილიყვნენ და მათი დახმარების საჭიროება დგებოდა მხოლოდ მაშინ, როცა ციხის ჰოსპიტალი დაკეტილი იყო. მოცემული საქმის განსაკუთრებული გარემოებებით, მაშასადამე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე მიზეზი, რომ სასჯელი მიესაჯა სისტემისთვის, რომელიც თანამდებობის პირებმა მოათავსეს ისეთ ადგილას, რომ მომჩივნისთვის ადეკვატური და საჭირო დახმარების უზრუნველყოფა მომხდარიყო.
პროთეზის მოპოვებასთან მიმართებით, ძირითადი ტიპის მექანიკური პროთეზის თანხის სრული ანაზღაურება დამტკიცდა არაჯეროვანი შეფერხების გარეშე და საჭირო შეტყობინება მიიღო ბიომექანიკური პროთეზის დაფინანსებათან მიმართებით, რომელიც მომჩივანმა გადაწყვიტა, რომ ეშოვნა. საბოლოოდ, მომჩივანმა უფასოდ მოიპოვა მექანიკური პროთეზები და საჭირო ფიზიოთერაპია ჩაიტარა. ამგვარად, პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებმა აქტიურად მოიძიეს და უდროო შეფერხების გარეშე წარმატებით მიაწოდეს მომჩივნის სიტუაციის შესაბამისი გამოსავალი. უფრო მეტიც, საქმეს კავშირი არ ქონდა სისტემურ პრობლემასთან, რომელიც გამოწვეული იყო სამედიცინო დაზღვევის სისტემის ნაკლით, იმ დაკავებულთათვის ორთოპედული ან პროთეზული მზრუნველობის აღმოჩენისათვის, რომლებიც ფინანსურ შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ. პოლონური კანონმდებლობის მიხედვით, ყველა პაციენტს, რომელიც ცდილობს მიიღოს ბიომექანიკური პროთეზი, შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეზღუდული კომპენსაცია და მან უნდა გადაიხადოს მის მიერ გადახდილ თანხებთან სხვაობა. შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ტიპის მექანიკური პროთეზი ხელმისაწვდომი იყო და მომჩივანს ნამდვილად უფასოდ მიეწოდა და რომ ბიომექანიკური პროთეზის ღირებულების მცირე ნაწილის ანაზღაურებაც ხელმისაწვდომი იყო, მოპასუხე სახელმწიფოზე არ შეიძლება ითქვას, რომ მან პროთეზული მოწყობილობის მოწინავე ტიპის სრული ღირებულების არანაზღაურებით დაარღვია მესამე მუხლით მასზე დაკისრებული ვალდებულება. დასკვნის სახით, სასამართლომ დაადგინა ციხის ადმინისტრაციის პროაქტიული დამოკიდებულება vis-à-vis მომჩივნის მიმართ. თანამდებობის პირები მომჩივანს უზრუნველყოფდნენ რეგულარული და ადეკვატური დახმარებით მისი სპეციალური საჭიროებების გარანტიით. უფრო მეტიც, არ არსებობდა მტკიცებულება რაიმე ინციდენტისა, ან პირდაპირ გამოხატული განზრახვისა, რომ დაემცირებინათ ან შეურაცხყოფა მიეყენებინათ მომჩივნისათვის. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი, რომელსაც წინამხრები ამპუტირებული ჰქონდა, უფრო მოწყვლადი გახლდათ პატიმრობის სიძნელეებისადმი, მოცემული საქმის გარემოებებით მომჩივნისადმი მოპყრობას არ მიუღწევია კონვენციის მესამე მუხლით გათვალისწინებული დამამცირებელი მოპყრობის დადგენისათვის საჭირო სისასტიკის ზღურბლს.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ქონდა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy