© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
იანვარი 2013
ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ (no.2)- 66610/09
გადაწყვეტილება 29.1.2013 [I სექცია]
No. 1 ოქმის პირველი მუხლი
No. 1 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტი
საკუთრებით უსაფრთხო სარგებლობა
სახელმწიფოს სასარგებლოდ თანხის დაგროვება საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც იქცა დაუბრუნებელ თანხად ხანდაზმულობის პერიოდის მოქმედების გამო: დარღვევა
ფაქტები - გახსნა რა საბანკო ანგარიში საბერძნეთში, მომჩივანი იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა რამდენიმე წლით. დაბრუნების შემდეგ, მისმა ბანკმა უარი უთხრა მას გადაეცა ანგარიშზე არსებული თანხა იმ საფუძვლით რომ იგი იყო უმოქმედოთ ოც წელზე მეტი ვადით. 2003 წელს მომჩივანმა წარადგინა საჩივარი სამოქალაქო სასამართლოებში რათა დაებრუნებინა მოცემული თანხა (30,550 ევრო). სასამართლოებმა მიიჩნიეს რომ მისი მოთხოვნები ბანკის მიმართ შეზღუდული იყო სამოქალაქო კოდექსში მოცემული ხანდაზმულობის პერიოდით და განსახილველი თანხა ეკუთვნოდა სახელმწიფოს, როგორც უმოქმედო საბანკო ანგარიშების მიმღებს. 2009 წლის იანვარში საკასაციო სასამართლომ უარყო მომჩივანის საჩივარი კანონის საფუძველზე.
კანონი - No. 1 ოქმის პირველი მუხლი: როდესაც მომჩივანი იმყოფებოდა მის ბანკში 2003 წლის თებერვალში მისი ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მან შეიტყო რომ რადგან არანაირი ტრანსაქცია არ დარეგისტრირებულა ანგარიშზე 1981 წლის მეორე ნახევრიდან მისი მოთხოვნები იქცა დროით შეზღუდულად. ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან ჩანს რომ მისი ანგარიშის გახსნის დროს მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებაზე ბანკთან დეპოზიტური ანგარიშის გახსნის თაობაზე. მომჩივანის მოთხოვნები მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე ექვემდებარებოდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ოც წლიან ხანდაზმულობის ვადას. ადგილობრივმა სასამართლოებმა, რომლებშიც მომჩივანმა წარადგინა საჩივარი, გამოიყენეს კანონი, რომლის მიხედვით ნაღდი ფულის დეპოზიტები და დაგროვების პროცენტები შესაბამის ბანკებში გადატანილი იქნება სახელმწიფოს სასარგებლოდ შემდგომი დაბრუნების გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც ოცი წლის განმავლობაში ანგარიშის მფლობელის არ აქვს მოთხოვნილი დეპოზიტი ან ანგარიშზე არ დარეგისტრირებულა რაიმე ტრანსაქცია. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა რომ ხანდაზმულობის პერიოდი არ შეწყვეტილა, რადგან ბანკის მონაცემებში იმ სარგებლის რეგისტრაციას, რომელიც ემატებოდა მომჩივანის ანგარიშს, არ შეუწყვეტია ვადის დინება, იგი არც გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო შეწყვეტილა, როგორც მომჩივანი ამტკიცებდა.
მომჩივანის მიერ მის საკუთარ საბანკო ანგარიშზე მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულობის პერიოდის გამოყენება წარმოადგენდა ჩარევას მის საკუთრების უსაფრთხო სარგებლობის უფლებაში. დროითი შეზღუდვა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს ზოგადი ინტერესებისათვის: კერძოდ, ისეთი სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტა, რომლების იმდენად დიდი ხნის წინ არსებობდა რომ მათი არსებობა იქცა საეჭვოდ ეკონომიური ეფექტურობის მიზნებისათვის იყო აუცილებელი. მოცემული დროითი შეზღუდვა გახლდათ გონივრული, რადგან პერიოდი გახლდათ საკმაოდ ხანგრძლივი და არ იყო რთული ან შეუძლებელი რომ ანგარიშის მფლობელებს შეეწყვიტათ მისი მოქმედება. თუმცა, მოცემული რადიკალური ღონისძიების გამოყენება საბანკო ანგარიშზე მოთხოვნების მიმართ დროითი შეზღუდვის სახით, იმ საფუძვლით რომ არანაირი ტრანსაქცია არ იქნა რეგისტრირებული გარკვეულ პერიოდში, აგრეთვე იმ დროისათვის არსებული პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ბანკის მიერ მოგების დაკრედიტება არ განიხილებოდა როგორც ანგარიშზე ტრანსაქცია, რომელიც არღვევდა ხანდაზმულობის ვადის დინებას, იწვევდა შედეგად ანგარიშის მფლობელების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ბანკთან ან თვით სახელმწიფოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი იყვნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც არ იყვნენ გარკვეულები სამოქალაქო ან საბანკო სამართალში. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როდესაც პირი ბანკში განათავსებდა თანხის გარკვეულ რაოდენობას, გადასცემდა მას მოცემული თანხის გამოყენების უფლებას, ბანკს ეკისრებოდა ვალდებულება შეენახა იგი და თუ იგი გამოიყენებდა მოცემულ თანხას, მოგების მიღების მიზნით, მას უნდა დაებრუნებინა ექვივალენტური თანხა დეპოზიტორისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს. შესაბამისად, ანგარიშის მფლობელს ქონდა უფლება დარწმუნებული ყოფილიყო, კეთილი განზრახვით, რომ მისი დეპოზიტი ბანკში იყო უსაფრთხოთ, განსაკუთრებით როდესაც იგი იღებდა სარგებელს. ანგარიშის მფლობელისთვის ლეგიტიმური იყო რომ ქონოდა მოლოდინი იმ სიტუაციაში როდესაც ბანკთან დადებულ შეთანხმების არსა და მის ფინანსურ ინტერესებს ემუქრებოდა საფრთხე ინფორმირებულ იქნებოდა ინფორმირებული ამის შესახებ, რათა წინასწარ მიეღო აუცილებელი ღონისძიებები რომ დაქვემდებარებოდ კანონს და დაეცვა საკუთარი საკუთრების უფლება. მოცემული ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა გამყარებული იყო საბანკო სისტემაში და საბანკო სამართალში. სახელმწიფოს ეკისრებოდა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა მოქალაქე და მოეთხოვა ბანკებისთვის, რომ ხანდაზმულობის პერიოდის მოცემული სამწუხარო შედეგების გათვალისწინებით, მათ ქონოდათ ვალდებულება მოეხდინათ უმოძრაო ანგარიშის მფლობელის ინფორმირება, მანამ სანამ, მოხდებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლა, რაც თავის მხრივ მისცემდა საშუალებას მოცემულ პირს შეეჩერებინა მოცემული პერიოდის გასვლა, ასე მაგალითად საბანკო ანგარიშზე ტრანსაქციის განხორციელების გზით. მოცემული ინფორმირების მოთხოვნის არ არსებობა ქმნიდა რისკს რომ დაირღვეოდა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების ზოგად ინტერესებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იმპერატივებს შორის. მოცემული ინფორმაციის არ არსებობამ გადაჭარბებული და არაპროპორციული ტვირთი დააკისრა მომჩივანს, რაც არ შეიძლება გამართლებულიყო ისეთი სამართლებრივი ურთიერთობების გაწყვეტის საჭიროებით, რისი არსებობაც ბუნდოვნად იქცა ან რათა უზრუნველყოფილიყო საბანკო სისტემის სათანადო ფუნქციონირება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 15,000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy