© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund).თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე161
მარტი, 2013
ზორიკა იანოვიჩი სერბეთის წინააღმდეგ (Zorica Jovanović v. Serbia) - 21794/08
გადაწყვეტილება 26.3.2013 [სექცია II]
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილის ბედის შესახებ ინფორმაციის განგრძობითად მიუწოდებლობა: დარღვევას ქონდა ადგილი
46-ე მუხლი
მუხლი 46-2
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა სათანადო ზომების მიღება დაკარგულ ახალშობილთა მშობლებისთვის სათანადო დაკმაყოფილების მექანიზმის შესაქმნელად
ფაქტები – 1983 წლის 28 ოქტომბერს განმცხადებელს შეეძინა ჯანმრთელი ბიჭი სახელმწიფო საავადმყოფოში. სამი დღის შემდეგ, როდესაც ის საავადმყოფოდან გაწერას ელოდა, მას განუცხადეს რომ მისი შვილი გარდაიცვალა. განმცხადებელმა სცადა ბავშვთა განყოფილებაში შეღწევა, სადაც მისმა შვილმა წინა ღამე გაატარა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს საავადმყოფოს სანიტრებმა. ბავშვი არ გადაეცა განმცხადებელს ან მის ოჯახს და არც გვამის გაკვეთის ანგარიში გადაცემია და არც შეუტყობინებიათ, სად დაკრძალეს მისი შვილი. არც სიკვდილის გამომწვევი მიზეზი დაფიქსირებულა და გარდაცვალების ფაქტიც არ დარეგისტრირებულა მუნიციპალურ ჩანაწერებში. განმცხადებლის მეუღლის მიერ საავადმყოფოს პერსონალის წინააღმდეგ წარდგენილი სისხლის სამართლის საჩივარი - მსგავსი საქმეების მედიით გახმაურების შემდეგ - არ დაკმაყოფილდა 2003 წლის ოქტომბერში როგორც დაუსაბუთებელი.
2003 წლიდან 2010 წლამდე სახელმწიფო ორგანოებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს საავადმყოფოებში ახალშობილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული პროცედურების გასაუმჯობესებლად და ასობით მშობლის საჩივრების გამოსაძიებლად, რომელთა შვილებიც გაუჩინარდნენ საავადმყოფოში სავარაუდო გარდაცვალების შემდეგ, ძირითადად 1970-იანებიდან 1990-იან წლებამდე პერიოდში. თუმცა, 2003 წლიდან საავადმყოფოში გარდაცვლილი ახალშობილის მშობლები, ოჯახი ან კანონიერი წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ ხელი მოეწერათ სპეციალურ ფორმაზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მათ შეატყობინეს გარდაცვალების შესახებ და პირადად უზრუნველყოფენ დაკრძალვის ორგანიზებას. უფრო მეტიც, ანგარიშები წარმოადგინეს ომბუცმენმა, პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტმა და პარლამენტის მიერ მდგომარეობისა და შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაფასებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა. სახალხო დამცველისა და საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშებში აისახა მძიმე პრობლემები, როგორც 1980-იან წლებში მოქმედ კანონმდებლობასთან ისე საავადმყოფოში ახალშობილთა გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პროცედურასთან და რეგულაციებთან მიმართებით (ძირითადი სამედიცინო მოსაზრება მდგომარეობდა იმაში, რომ მშობლებს უნდა არიდებოდათ საკუთარი შვილის დაკრძალვის ტკივილი). შესაბამისად მათ მიაჩნდათ, რომ მშობლების ეჭვი იმასთან მიმართებით, თუ რა მოუვიდათ მათ შვილებს, დასაბუთებული იყო. ანგარიშებით ასევე დადგინდა, რომ ამ ვითარებაზე სახელმწიფოს რეაგირება არაადეკვატური იყო. თუმცა 2010 წლის დეკემბერში საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც იმ დროისთვის შეცვლილი იყო, ცვლილებები არ იყო აუცილებელი (გარდა სამედიცინო მონაცემების შეგროვებასთან და გამოყენებასთან მიმართებით).ასევე აღინიშნა, რომ სერბეთის კონსტიტუციის 34-ე მუხლით შეუძლებელი იყო მოქმედების გავრცელება იმ დანაშაულებზე სახელმწიფო ბრალდების საწარმოებლად, რომლებიც წარსულში იყო ჩადენილი, ან ახალი, უფრო მძიმე დანაშაულებისა და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
კანონმდებლობა – მე-8მუხლი
(a) დასაშვებობა
(i) შესაბამისობა ratione temporis: განმცხადებლის შვილი სავარაუდოდ გარდაიცვალა/გაუჩინარდა 1983 წლის 31 დეკემბერს, მაგრამ კონვენცია სერბეთთან მიმართებით ძალაში არ შესულა 2004 წლის 3 მარტამდე. მიუხედავად ამისა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ განმცხადებლისთვის მისი შვილის შესახებ რაიმე კონკრეტული და/ან სანდო ინფორმაციის მიუწოდებლობა გრძელდებოდა აწმყო დრომდე. ამ გარემოებებში, განმცხადებლის საჩივარი ეხებოდა განგრძობად მდგომარეობას და მოპასუხე სახელმწიფოს პროტესტი ratione temporis იურისდიქციის არ არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო შეესწავლა განმცხადებლის საჩივარი, ვინაიდან ის ეხებოდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ 2004 წლის 3 მარტიდან კონვენციიდან გამომდინარე პროცედურული ვალდებულებების შეუსრულებლობას, მაგრამ ასევე შეეძლო რატიფიცირებამდე არსებული ფაქტების გათვალისწინება, რამდენადაც ისინი განიხილებოდა, როგორც განგრძობითად არსებული მდგომარეობის შემქმნელად ან შესაძლოა რელევანტური იყო მომდევნო ფაქტების გასაგებად.
(ii) ექვსი თვის წესი: სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ განმცხადებლებს არ შეეძლოთ განუსაზღვრელი ვადით ლოდინი ამ სასამართლოსთვის გაუჩინარების საქმეებზე განაცხადის წარდგენისას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას გაუჩინარებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და დაბნეულობა, შესაძლოა განაცხადების დაუშვებლად ცნობა მომხდარიყო, როგორც ხანდაზმულის, რადგანაც განმცხადებლების მხრიდან გადაჭარბებულ და დაუსაბუთებელ დაგვიანებას ქონდა ადგილი, მას შემდეგ რაც მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ, რომ გამოძიება არ ჩატარებულა, ან რომ ის გადაიზარდა უმოქმედებაში ან არაეფექტური გახდა და არც დაუყოვნებელი, რეალურად ეფექტური გამოძიების წარმართვის პერსპექტივა არსებობდა მომავალში. წინამდებარე საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, მიუხედავად ხანგრძლივი დროის გასვლისა, არ შეიძლება ითქვას, რომ განმცხადებელი არაგონივრულად მოქმედებდა, როდესაც ელოდა მოვლენების განვითარებას, რასაც შეეძელო “არსებითი ფაქტობრივი ან სამართლებრივი საკითხების მოგვარება” მის საჩივართან დაკავშირებით, მინიმუმ 2010 წლის დეკემბრამდე, როდესაც სამუშაო ჯგუფის ანგარიში გამოქვეყნდა და აშკარა გახდა, რომ არანაირი სათანადო დაკმაყოფილება არ მოხდებოდა. შესაბამისად 2008 წლის აპრილში მის მიერ წარდგენილი განაცხადი ექვს თვიან ვადაში განაცხადის წარდგენის მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
(iii) ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა: -განმცხადებლის ქმრის მიერ საკუთარი და მეუღლის სახელით წარდგენილი სისხლის სამართლის საჩივარი არ დააკმაყოფილა სახელმწიფო პროკურორის სამსახურმა წინასწარი გამოძიების ჩატარებაზე რაიმე მითითების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სახის სისხლის სამართალწარმოება 2003 წლის ოქტომბრისთვის ხანდაზმული გახდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა რაიმე სახის სათანადო დაკმაყოფილების მიღება. სამოქალაქო წესით წარდგენილი მოთხოვნაც ვერ მოაგვარებდა ვითარებას, ვინაიდან სამოქალაქო სასამართლოების მიერ განმცხადებლის “პირადი უფლებების” დარღვევის აღიარებით და კომპენსაციის განსაზღვრით, მათ არ შეეძლოთ ეფექტიანი სათანადო დაკმაყოფილების უზრუნველყოფა განმცხადებლისთვის “მისი ვაჟის ნამდვილი ბედის” შესახებ ინფორმაციის მიწოდების საჭიროებასთან მიმართებით. შესაბამისად მოპასუხე სახელმწიფოს წინასწარი პროტესტი იმის შესახებ, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურავობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
დადგენილება: დასაშვებად იქნეს ცნობილი (ერთხმად).
(b) საქმის არსებითი მხარე
მე-8 მუხლი: საქმეზე ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey) სასამართლოს მსჯელობა გაუჩინარებულ პირთა ადგილმდებარეობასა და ბედთან მიმართებით კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესახებ mutatis mutandis ფართოდ ვრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე მე-8 მუხლიდან გამომდინარე ძალიან სპეციფიურ კონტექსტში მოქმედ პოზიტიურ ვალდებულებებზე*.
განმცხადებელს ჯერ კიდევ არ ქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაემართა მის ვაჟს. მისი სხეული არასდროს გადაცემია მას ან მის ოჯახს და გარდაცვალების მიზეზებიც არასდროს დადგენილა. მას არ გადასცეს გვამის გაკვეთის ანგარიში და არც ის შეატყობინეს, როდის და სად დაკრძალეს მისი შვილი; მისი გარდაცვალება არ აღრიცხულა ოფიციალურად. განმცხადებლის ქმრის მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა ადეკვატური განხილვის გარეშე.
სერბეთის სახელმწიფო ორგანოებმა სხვადასხვა შემთხვევებში თავად აღიარეს რომ საავადმყოფოში ახალშობილთა გარდაცვალებასთან მიმართებით არსებულ კანონმდებლობას და პროცედურას სერიოზული ხარვეზები გააჩნდა და რომ მშობლებს ლეგიტიმური პრეტენზიები ქონდათ და უფლებამოსილი იყვნენ, ცოდნოდათ სიმართლე მათი შვილების ბედის შესახებ. თუმცა, მიუხედავად რამდენიმე თითქოს იმედისმომცემი ოფიციალური ინიციატივისა, 2010 წლის დეკემბერში სამუშაო ჯგუფის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში არსებობდა დასკვნა, რომ არ იყო საჭირო უკვე შეცვლილ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, გარდა სამედიცინო მონაცემთა შეგროვებასა და გამოყენებასთან მიმართებით. თუმცა ნათელი იყო რომ ეს მდგომაროებას გააუმჯობესებდა მხოლოდ სამომავლოდ და მშობლებს, როგორიც იყო განმცხადებელი, რომელმაც წარსულში ტანჯვა გამოიარა, ფაქტიურად ეფექტიანს ვერაფერს სთავაზობდა.
დადგენილება: დარღვევას ქონდა ადგილი (ერთხმად).
46-ე მუხლი: პოტენციურად განაცხადთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში სათანადო ზომები უნდა გაატაროს, უმჯობესია lex specialis გზით, განმცხადებლის მდგომარეობის მსგავს მდგომარეობაში მყოფი მშობლებისთვის სათანადო დაკმაყოფილების უზრუნველმყოფი მექანიზმის შექმნით. მექანიზმის მოქმედებაზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს ადეკვატური უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელსაც შეეძლება სანდო პასუხის გაცემა გაუჩინარებული ბავშვის ბედის შესახებ და ადეკვატური კომპენსაციის დადგენა. სასამართლოსთვის წარდგენილი ყველა მსგავსი განაცხადის განხილვა ერთი წლით შეჩერდა, ამგვარ განაცხადთა დაუშვებლად ცნობის ან განსახილველ საქმეთა სიიდან გამორიცხვის სასამართლოს უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გარეშე.
41-ე მუხლი: 10,000ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
(იხილეთ ასევე: ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey) [დიდი პალატა], ## 16064/90 et al., 18 სექტემბერი, 2009, საინფორმაციო შეტყობინება # 122)
* “ამგვარი დარღვევის დადგენა არ შემოიფარგლება საქმეებით, სადაც მოპასუხე სახელმწიფო იქნა ცნობილი გაუჩნარებაზე პასუხისმგებლად ... არამაედ შესაძლებელია წარმოიშვას მაშნაც, როდესაც სახელმწიფო ორგანოები ვერ პასუხობენ ნათესავების მოთხოვნას ინფორმაციაზე ან როდესაც მათ შეექმნათ დაბრკოლებები, უტოვებენ რა მათ ნებისმიერი ფაქტის გამოვლენისთვის მოქმედების ტვირთს, რაც შეიძლება ჩაითვალოს გაუჩინარებული პირის ადგილსამყოფელსა და ბედთან მიმართებითვალდებულების უგულებელყოფის ურცხვ, განგრძობად და უგულისყურო გამოვლინებად” (ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey) [დიდი პალატა] § 200).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy