დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
დიდი პალატა
საქმე იზეტინ დოგანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (İZZETTİN DOĞAN AND OTHERS v. TURKEY)
(საჩივარი № 62649/10)
(ამონარიდები)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
26 აპრილი, 2016
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო შესწორებებს.
ფაქტები მოკლედ
2005 წლის ივნისში მომჩივნებმა, რომლებიც არიან ალევის რწმენის მიმდევრები, განცხადებით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, რომ მათ ჰქონოდათ საჯარო მსახურების უფლება, სალოცავებს (cemevis) მინიჭებოდა ლოცვის ადგილის ოფიციალური სტატუსი, ალევის რელიგიური ხელმძღვანელები გამხდარიყვნენ საჯარო მოხელეები და ბიუჯეტში გაკეთებულიყო სპეციალური ჩანაწერი ალევის რელიგიური პრაქტიკების განხორციელებისათვის. პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადებას უარით უპასუხა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. მომჩივნებთან ერთად 2000-მა ინდივიდმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში. 2007 წლის ივლისში ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივრები იმ მოტივით, რომ უარი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მიიჩნია. მომჩივნებმა საჩივრი შეიტანეს უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ევროპული სასამართლოს მიმართ თავის საჩივარში მომჩივნები ალევის მიმდევართათვის საჯარო რელიგიური მსახურების უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარს მიიჩნევდნენ კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევად. დამატებით ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-9 მუხლთან კავშირში, რამდენადაც ალევის მიმდევრები ნაკლებად ხელსაყრელ მოპყრობას იღებდნენ ვიდრე ისლამის სუნიტური მიმდინარეობის მიმდევარი მოქალაქეები.
კანონმდებლობა
...
II. კონვენციის მე-9 მუხლის სავარაუდო დარღვევა
1. მომჩივნები დავობდნენ, რომ მათი რელიგიის მანიფესტაციიის უფლება არ იყო სათანადოდ დაცული ეროვნული კანონმდებლობით. ისინი ასაჩივრებდნენ სახელმწიფოს უარს მათ მოთხოვნებზე - სხვა საკითხებთან ერთად მოეპოვებინათ ალევის მიმდევრებისათვის ისეთივე საჯარო მსახურების უფლება, როგორსაც იღებდნენ ისლამის დომინანტი სუნიტური მიმდინარეობის უმრავლესობაში მყოფი მორწმუნეები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ უარი თავისთავად მოიცავდა მათი რელიგიური მრწამსის შეფასებას სახელმწიფოს მხრიდან, რაც არღვევდა სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულებას რელიგიური მრწამსის მიმართ. ისინი მიუთითებდნენ კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევაზე, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად საქვეყნოდ ან განკერძოებით გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.
2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
2. სახელმწიფო არ დაეთანხმა აღნიშნულ არგუმენტს.
A. შესავალი შენიშვნები
3. სასამართლო ადასტურებს, რომ კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირებული აზრის, სინდისი და რელიგიის თავისუფლება მოიცავს ისეთ შეხედულებებს, რომლებიც აკმაყოფილებს სერიოზულობის, დამაჯერებლობის, თანმიმდევრულობის და მნიშვნელოვანების გარკვეულ დონეს. თუმცა იმ დაშვებით რომ ეს პირობები დაკმაყოფილებულია, სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება შეუთავსებელია სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ მცდელობასთან შეაფასოს რელიგიური რწმენისა ან ამ რწმენის გამოხატვის ფორმების ლეგიტიმურობა (see S.A.S. v. France [GC], № 43835/11, § 55, ECHR 2014 (extracts), and Eweida and Others v. the United Kingdom, nos. 48420/10, 59842/10, 51671/10 and 36516/10, § 81, ECHR 2013, with further references).
წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ გაუხდია სადავო თურქეთში ალევის თემის სიდიდე, (იხილეთ პარაგრაფი 36), რომელსაც მიეკუთვნებიან მომჩივნები და წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მეორე აღმსარებლობას მორწმუნეთა რაოდენობის მიხედვით. მეტიც, სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ ალევის მორწმუნეთა მიერ საკუთარი აღმსარებლობის თავისუფლების თავისუფალი განხორციელება დაცულია კონვენციის მე-9 მუხლით. სასამართლო მიუთითებს, რომ თავის გადაწყვეტილებაში ჰასანი და ეილემ ზენგინი თურქეთის წინააღმდეგ (Hasan and Eylem Zengin v. Turkey) (№ 1448/04, § 66, 9 October 2007), მან აღნიშნა შემდეგი:
“რაც შეეხება ალევის, მხარეები არ დავობენ იმ ფაქტზე, რომ ეს არის რელიგიური აღმსარებლობა ღრმა ფესვებითა და ისტორიით თურქულ საზოგადოებაში, და მას გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნიშნები ... შესაბამისად ის განსხვავდება ისლამის სუნიტური აღქმისგან, რომელიც თავის მხრივ სკოლებში ისწავლება. ეს არიარის სექტა ან ‘რწმენა’, რომელსაც არ აქვს სათანადო დონის აღიარება, წარმომადგენლოა, სიმტკიცე და მნიშვნელოვნება ... შესაბამისად სიტყვათშეთანხმება „რელიგიური აღმსარებლობა“ 1-ლი ოქმის მე-2 მუხლის მნიშვნელობით უდავოდ ვრცელდება ამ რწმენაზე.“
ეს მიდგომა მუდმივად დასტურდებოდა სასამართლოს პრაქტიკით (იხილეთ Sinan Işık v. Turkey, № 21924/05, § 46, ECHR 2010; Mansur Yalçın and Others, cited above, §§ 71 and 74; and Cumhuriyetçi Eğitim ve Kültür Merkezi Vakfı, cited above, § 44). შესაბამისად მე-9 მუხლის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ საქმეზეც (see Bayatyan v. Armenia [GC], № 23459/03, § 110, ECHR 2011; see also, mutatis mutandis, Campbell and Cosans v. the United Kingdom, 25 February 1982, § 36, Series A № 48, and, conversely, Pretty v. the United Kingdom, № 2346/02, § 82, ECHR 2002‑III).
4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმე ეხება მგრძნობიარე დებატს, რომელიც არის მუსლიმურ თეოლოგიაში უთანხმოების წყარო, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს აღნიშნულზე აზრის გამოხატვა (იხილეთ Mansur Yalçın and Others, cited above, § 70). შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ საკითხს არ ანიჭებს არავითარ მნიშვნელობას და სასამართლოსთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ მიზანს, რომ კონვენციის მე-9 მუხლის გამოყენება დასაბუთებული იყოს.
5. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივნებმა წარმოადგინეს მრავალი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ალევის რწმენის მნიშვნელობასა და მის ადგილს მუსლიმურ რელიგიაში სუფის მოძრაობებთან დაკავშირებით. თავისი სუბსიდიარული ხასიათიდან გამომდინარე სასამართლო თავის შეფასებას დააფუძნებს ფაქტებს და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს ( პარაგრაფები 14, 16), თუმცა გარკვეულ მნიშვნელობას ასევე მიანიჭებს სამუშაო პროცესის საბოლოო ანგარიშს (პარაგრაფები 41 და 53), რომელიც შედგენილია სახელმწიფოს მიერ და არ არის სადავო მხარეებს შორის. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ის მომზადებულია შვიდი სამუშაო შეხვედრის შედეგად, რომელიც ჩატარდა 2009 წლის ივნისსა და 2010 წლის იანვარს შორის და ესწრებოდა 300-ზე მეტი მონაწილე მათ შორის ალევის სულიერი ლიდერები, თეოლოგები, ალევის თემის პრობლემების გულშემატკივარი ადამიანები და სახელმწიფოს წარმომადგენლები (პარაგრაფი 39).
...
C. სასამართლოს შეფასება
6. სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნულ სასამართლოებში მომჩივნებმა დააყენეს შემდეგი მოთხოვნები: ადმინისტრაციული ხელისუფლების მხრიდან რელიგიური მსახურების უზრუნველყოფა საჯარო მსახურების ფორმით; cemevis-სთვის სალოცავი ადგილის სტატუსის მინიჭება, ალევის რელიგიური ლიდერების აღიარება და საჯარო მოსამსახურის სტატუსის მინიჭება; ბიუჯეტში ალევის ლოცვებისათვის სუბსიდიების გათვალისწინება (იხილეთ პარაგრაფები 10 და 12), თუმცა ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.
მომჩივანთა მოთხოვნების სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით სასამართლომ პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს საქმე უნდა განიხილოს სახელმწიფოს პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულებების პერსპექტივიდან.
1. საქმე უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოს პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულებების პერსპექტივიდან
7. მომჩივნების მტკიცებით მათი მოთხოვნების არდაკმაყოფილება წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან მე-9 მუხლით გათვალისწინებული როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ვალდებულებების დარღვევას. მათ აღნიშნეს, რომ მათი რელიგიის მანიფესტაციის უფლება არ იყო სათანადოდ დაცული ეროვნული კანონმდებლობით და მათი რწმენის შეფასება - იმაზე მითითება, რომ ალევის რწმენა წარმოადგენდა „სუფის წესს“ და ამ საფუძვლით მოთხოვნებზე უარი წარმოადგენდა მათი რელიგიის თავისუფლების დარღვევას.
8. იმ პირობებში, როცა მხარეები თანხმდებიან, რომ ალევის მორწმუნეები აგრძელებენ თავისი რწმენით ცხოვრებას თურქეთში, მომჩივნები მოითითებენ სახელმწიფოს პრობლემურ დამოკიდებულებაზე ამ რწმენის მიმართ. მომჩივნების მტკიცებით, იმაზე ხაზგასმით, რომ ალევი წარმოადგენს ისლამის მოძრაობას, რომელიც ახლოა „სუფის წესთან“, სახელმწიფო უგულებელყოფს ამ აღმსარებლობის კონკრეტულ მახასიათებლებს და არღვევს ნეიტრალურობის ვალდებულებას. მომჩვანთა განცხადებით ამ მცდარი შეფასებით სახელმწიფოს საშუალება ეძლევა უგულებელყოს ალევის საზოგადოების საჭიროებები.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ თურქეთში არ არსებობს რელიგიური დენომინაციების აღიარების პროცედურა. უარის ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებით მომჩივნებმა გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ერთადერთი შიდა ეროვნული მექანიზმი. თურქული სახელმწიფოს უარი ძირითადად ეფუძნებოდა ალევის როგორც რელიგიური დენომინაციის არაღიარებას. ეროვნული ხელისუფლების თანახმად ალევის რწმენა უფრო ჰგავდა „სუფის წესს“ და უბრალოდ წარმოადგენდა ისლამის სუფისეულ ინტერპრეტაციას. პრაქტიკაში, მომჩივნებმა სწორად აღნიშნეს, რომ ამგვარი შეფასება ნიშნავს ალევის რელიგიური პრაქტიკების უარყოფას კერძოდ, cem ცერემონიისათვის, ლოცვისათვის სალოცავი ადგილების არარსებობა (cemevis) და რელიგიური ლიდერების (dedes) სამართლებრივი დაცვის მიღმა დატოვება (იხილეთ პარაგრაფები 29-34 და განსაკუთრებით პარაგრაფი 53).
10. უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური თემები, როგორც წესი ორგანიზებული სტრუქტურული ფორმით არსებობენ. ისინი ემორჩილებიან წესებს, რომელიც მიმდევართა აზრით ხშირად არამიწიერი, ღვთიური წარმოშობისაა. რელიგიურ რიტუალებს რელიგიური ლოცვის ჩათვლით აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და საკრალური მნიშვნელობა მორწმუნეთათვის თუ ისინი აღესრულება უფლებამოსილი პირების მიერ წესების დაცვით (იხილეთ Hasan and Chaush v. Bulgaria [GC], № 30985/96, § 62, ECHR 2000‑XI). ამ მხრივ რელიგიური საზოგადოების ავტონომიურად არსებობის უფლება წარმოადგენს კონვენცის მე-9 მუხლის არსებით გარანტიას. (იხილეთ Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas and Others v. Austria, № 40825/98, § 79, 31 July 2008). ამგვარი ავტონომიური არსებობა ასევე არსებითია პლურალიზმისა და დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ეს პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ რელიგიური საზოგადოების ორგანიზაციულ მოწყობას არამედ თითოეული აქტიური წევრის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას. რამდენადაც რელიგიური საზოგადოების ორგანიზების საკითხი დგას, კონვენციის მე-9 მუხლი უნდა განიმარტოს მე-11 მუხლთან ერთად, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას სახელმწიფოს არამართლზომიერი ჩარევისაგან. იმ შემთხვევაში როცა თემის ორგანიზაციული ცხოვრება არ არის დაცული მე-9 მუხლით, რელიგიის ინდივიდუალური თავისუფლების სხვა ასპექტებიც დასუსტებული იქნება (იხილეთ Hasan and Chaush, cited above, § 62, and Sindicatul “Păstorul cel Bun” v. Romania [GC], № 2330/09, § 136, ECHR 2013 (extracts), with further references).
11. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-9 მუხლის მიმართ მან ერთხელ განიხილა საკითხი მომჩივანი ეკლესიის ეკლესიად არაღიარების საკითხი (see Metropolitan Church of Bessarabia and Others, cited above, § 105) და რელიგიური ორგანიზაციის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი (see Moscow Branch of the Salvation Army v. Russia, № 72881/01, § 74, ECHR 2006‑XI).
იმ დასკვნის გადსაკეთებლად, რომ არის ჩარევა კონვენციის მეცხრე მუხლით გარანტირებულ უფლებებში სასამართლომ გაითვალისწინა რელევანტური საქმეები მომჩივნის რელიგიური პრაქტიკის უწყვეტადობაზე (see Metropolitan Church of Bessarabia and Others, cited above, § 105) და რელიგიური თემების ავტონომიურად არსებობის უფლების მნიშვნელობაზე (see Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas and Others, cited above, §§ 79-80). გადაწყვეტილებაში Kimlya and Others v. Russia (nos. 76836/01 and 32782/03, § 85, ECHR 2009), სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი სტატუსის გარეშე რელიგიურ ორგანიზაციას ეზღუდებოდა მონათესავე უფლებები. ასევე სამ საქმეში საფრანგეთის წინააღმდეგ სასამართლომ აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ მიღებული ზომები („ხელიდან ხელში გადაცემული” საჩუქრების დაბეგვრა (dons manuels)) რელიგიურ პრაქტიკებთან და სალოცავ ადგილებთან მიმართებით წარმოადგენდა ჩარევას მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებების განხორციელებაში (see Association Les Témoins de Jéhovah v. France, № 8916/05, § 53, 30 June 2011; Association Cultuelle du Temple Pyramide v. France, № 50471/07, §§ 34‑35, 31 January 2013; and Association des Chevaliers du Lotus d’Or v. France, № 50615/07, §§ 33‑34, 31 January 2013).
12. წინამდებარე საქმეში სასამართლო თავისი პრაქტიკის გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ალევის აღმსარებლობის შეფასება ფაქტობრივად ნიშნავს ამ რწმენის რელიგიური ხასიათის აღიარების უარყოფას. ამას ასევე აქვს მრავალი შედეგი, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ალევის რელიგიურ საქმიანობაზე და მათ დაფინანსებაზე. ამ რწმენასთან დაკავშირებული პრაქტიკების რელიგიური ხასიათის, რელიგიური ლიდერების (dedes) სტატუსის, სალოცავი ადგილების (cemevis) აღიარება ალევის საზოგადოების მიერ მიჩნეულია არსებითად, მათი რწმენის გადარჩენისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოთხოვნების უარყოფა ალევის რწმენის რელიგიური ხასიათის აღიარებასთან დაკავშირებით წარმოადგენს ჩარევას კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ რელიგიის თავისუფლებაში (see, mutatis mutandis, Metropolitan Church of Bessarabia and Others, cited above, § 105).
13. რაც შეეხება მომჩივანთა მოთხოვნებზე უარის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ჭრილში განხილვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა სახელმწიფოს პირველადი ნეგატიური ვალდებულებისა, თავი შეიკავოს კონვენციით გარანტირებულ უფლებებში ჩარევისაგან, შეიძლება არსებობდეს ამ უფლებების „თანდაყოლილი პოზიტიური ვალდებულებები“ (see Mouvement raëlien suisse v. Switzerland [GC], № 16354/06, § 50, ECHR 2012 (extracts)). იმ პირობებში, როცა კონვენცია ზუსტად არ განსაზღვრავს საზღვრებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის, მისასადაგებელი პრინციპები არის მსგავსი (see Fernández Martínez, cited above, § 114).
14. აღნიშნულ საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს იმის განხილვის საჭიროება რამდენად აკისრებს მე-9 მუხლი პოზიტიურ ვალდებულებას თურქულ სახელმწიფოს (see, to the same effect, Mouvement raëlien suisse, cited above, § 51, and Fernández Martínez, cited above, § 115). უარი ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს ჩარევას, რომელიც შეიძლება გამართლდეს მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
2. გამართლებული იყო თუ არა ჩარევა
15. იმის განსასაზღვრად თუ რამდენად წარმოადგენს ჩარევა კონვენციის დარღვევას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს თუ რამდენად აკმაყოფილებს ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს - „გათვალისწინებული იყო თუ არა კანონით,“ ემსახურებოდა ნორმით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნებს და იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
(a) “კანონით გათვალისწინებული”
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-9 მუხლის მე-2 პარაგრაფში მოხსენიებული სიტყვები „კანონით გათვალისწინებული“ გულისხმობს, რომ გამოყენებულ ზომებს არა მხოლოდ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ ასევე მნიშვნელოვანია სადავო კანონის ხარისხი, რომელიც ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი უნდა იყოს მისი სუბიექტებისათვის. თუმცა შიდა კანონმდებლობის ინტერპრეტირების პირველადი ფუნქცია არის ადგილობრივ ორგანოებსა და სასამართლოებზე (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, Delfi AS v. Estonia [დიდი პალატა], № 64569/09, § 120, ECHR 2015).
17. ადმინისტრაციული სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომელიც მხარდაჭერილი იქნა უზენაესი სასამართლოს მიერაც (იხილეთ პარაგრაფი 16), ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიუთითა ნომერი 633 და 677 კანონებსა და კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმებზე როგორც მომჩივნის მოთხოვნების არდაკმაყოფილების საფუძველზე. 633-ე კანონის პირველი სექციის მიხედვით რელიგიის საქმეთა დეპარტამენტი სხვა დავალებებთან ერთად ვალდებულია „გადაწყვიტოს ისლამურ რწმენებთან, ლოცვასთან და სხვა მორალურ დოგმატიკასთან დაკავშირებული საქმეები.“ დამატებით კანონი 677 ბრძანებს დერვიშული მონასტრების დახურვას და დანაშაულად აცხადებს ამ რელიგიური მიმდინარეობებისათვის რიტუალების შესასრულებლად ადგილის დათმობას. იგივე კანონმდებლობა კრძალავს ამ რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებულ გარკვეულ წოდებებს მაგალითად წოდება დედე და ამ წოდებასთან ასოცირებული საქმიანობის განხორციელება (იხილეთ პარაგრაფი 52 მაღლა).
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ეროვნულმა სასამართოებმა სადავო კანონმდებლობა მიუთითეს უარის სამართლებრივ საფუძვლად. რამდენადაც სასამართლო ვერ ხედავს ვალიდურ საფუძველს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ადგილობრივი სასამართლოების მიერ რელევანტური ნორმების ინტერპრეტაცია, ის მიიჩნევს, რომ ჩარევა იყო „კანონით გათვალისწინებული“ (ასევე იხილეთ პარაგრაფი 126).
(b) ლეგიტიმური მიზანი
19. მხარეებს არ გამოუთქვამთ შეხედულება, თუ რამდენად ემსახურებოდა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა საქმის მასალებიდან ნათელია, რომ შიდა სასამართლოები მიუთითებდნენ საჯარო წესრიგის დაცვაზე (იხილეთ პარაგრაფი 14). ეროვნული სასამართლოების პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო საქმის განხილვას აგრძელებს იმ დაშვებით, რომ ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს კერძოდ, საჯარო წესრიგის დაცვას.
(c) “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”
(i) ზოგადი პრინციპები
20. რამდენადაც ეს მე-9 მუხლშია განმტკიცებული, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება არის კონვენციაში გამოყენებული მნიშვნელობით „დემოკრატიული საზოგადოების“ ერთ-ერთი საფუძველი. ეს თავისუფლება რელიგიურ განზომილებაში არის სასიცოცხლო ელემენტი მორწმუნეთა იდენტობისათვის და ცხოვრების მათეული აღქმისათვის, მაგრამ ასევე ძვირფასი ღირებულებაა ათეისტებისთვის, აგნოსტიკოსებისათვის სკეპტიკოსებისა და ჩამოუყალიბებელი ადამიანებისათვის. პლურალიზმი არის დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ძვირად მოპოვებული სიკეთეა და დემოკრატია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მასზე. თავისუფლება მოიცავს inter alia რელიგიური რწმენის ქონის ან არქონის თავისუფლებას და რელიგიურად ცხოვრებას ან არ ცხოვრებას (see, among other authorities, Kokkinakis v. Greece, 25 May 1993, § 31, Series A № 260-A; Buscarini and Others v. San Marino [GC], № 24645/94, § 34, ECHR 1999-I; and S.A.S., cited above, § 124).
21. რამდენადაც რელიგიის თავისუფლება არის ინდივიდუალური შინაგანი საკითხი, ის ასევე გულისხმობს რელიგიის მანიფესტაციის თავისუფლებას მარტო, კერძო სივრცეში ან სხვებთან საზოგადოებაში, საჯაროდ ან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ იმავე რელიგიურ შეხედულებებს. მე-9 მუხლი განსაზღვრავს სხვადასხვა ფორმას, რომლითაც შეიძლება რელიგიის გამოხატვა მოხდეს კერძოდ, ლოცვა, სწავლება, რელიგიური წესების დაცვა და მიდევნება (see Metropolitan Church of Bessarabia and Others, cited above, § 114, and S.A.S., cited above, § 125).
თუმცა მე-9 მუხლი არ იცავს რელიგიით მოტივირებულ ან შთაგონებულ ყველა ქმედებას და ნებისმიერ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს საჯარო სივრცეში ისე მოქცევის უფლებას, როგორც ეს რელიგიით არის ნაკარნახევი (იხილეთ, მაგალითად, Arrowsmith v. the United Kingdom, № 7050/75, Commission’s report of 12 October 1978, DR 19; Kalaç v. Turkey, 1 July 1997, § 27, Reports of Judgments and Decisions 1997‑IV; Leyla Şahin v. Turkey [GC], № 44774/98, §§ 105 and 121, ECHR 2005-XI; and S.A.S., cited above, § 125).
22. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ ჩარევის დონე ჩაითვლება აუცილებლად ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად თუ ის პასუხობს სერიოზულ საზოგადოებრივ საჭიროებას და არის პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და მხოლოდ იმ პირობით, რომ გამოყენებული საშუალებები არის რელევანტური და საკმარისი (see, among many other authorities, Bayatyan, cited above, § 123; and Fernández Martínez, cited above, § 124).
23. დემოკრატიულ საზოგადოებებში, სადაც ერთი მოსახლეობის შიგნით თანარსებობს რამდენიმე რელიგია, შეიძლება აუცილებელი გახდეს რელიგიის გამოხატვაზე შეზღუდვების დაწესება სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების დაბალანსებისთვის და თითოეული ადამიანის რწმენის პატივისცემის უზრუნველსაყოფად (იხილეთ Kokkinakis, cited above, § 33). ეს გამომდინარეობს როგორც მე-9 მუხლის მე-2 პარაგრაფიდან, ასევე პირველი მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან - მისი იურისდიქციის ფარგლებში უფლებების გარანტირება ყველასათვის (see Leyla Şahin, cited above, § 106, and S.A.S., cited above, § 126).
24. სასამართლოს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, სახელმწიფოს, როგორც სხვადასხვა რელიგიათა ორგანიზებული თანაცხოვრების მიუკერძოებელი უზრუნველმყოფელის როლზე და აღუნიშნავს, რომ ეს როლი არის მნიშვნელოვანი საჯარო წესრიგის, რელიგიური ჰარმონიისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ტოლერანტობისათვის (see S.A.S., cited above, § 127). როგორც უკვე აღინიშნა (პარაგრაფი 68), როდესაც შეხედულებები აკმაყოფილებს სერიოზულობის, დამაჯერებლობის, თანმიმდევრულობის და მნიშვნელოვნების გარკვეულ დონეს (see, mutatis mutandis, Bayatyan, cited above, § 110), სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება შეუთავსებელია სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ მცდელობასთან, შეაფასოს რელიგიური რწმენისა ან ამ რწმენის გამოხატვის ფორმების ლეგიტიმურობა (see Manoussakis and Others v. Greece, 26 September 1996, § 47, Reports 1996‑IV; Hasan and Chaush, cited above, § 78; and Fernández Martínez, cited above, § 129). რელიგიური და ფილოსოფიური რწმენები ეხება ინდივიდის დამოკიდებულებას რელიგიასთან (see Sinan Işık, cited above, § 49), სფეროსთან, სადაც სუბიექტურ აღქმებსაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს რამდენადაც რელიგიები აყალიბებს ძალიან ფართო მორალურ და დოგმატურ ერთეულს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პასუხები ყველა ტიპის ფილოსოფიურ, კოსმოლოგიურ ან მორალურ შეკითხვაზე (see Mansur Yalçın and Others, cited above, § 70).
25. დემოკრატიულ საზოგადოებებში სახელმწიფო არ იღებს ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რელიგიური თემები შენარჩუნდნენ ან შევიდნენ ერთი მმართველობის ქვეშ. ამ მხრივ, სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ახალისებს გაყოფილი რელიგიური ჯგუფებიდან ერთ-ერთს ან მიმართულია იმისკენ, რომ ისინი გაერთიანდნენ ერთი მმართველობის ქვეშ მათი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაითვლება რელიგიის თავისუფლებაში ჩარევად. სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში მდგომარეობს არა იმაში, რომ ზომები მიიღოს რელიგიის ერთი ინტერპრეტაციის სასარგებლოდ (see Sinan Işık, cited above, § 45) ან აღმოფხვრას დაძაბულობის წყარო პლურალიზმის შესუსტების გზით, არამედ უზრუნველყოს, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლები იყვნენ (see Serif v. Greece, № 38178/97, § 53, ECHR 1999-IX; Hasan and Chaush, cited above, § 78; and Metropolitan Church of Bessarabia and Others, cited above, § 117).
26. პლურალიზმი, ტოლერანტობა და ფართო თვალსაწიერი არის დემოკრატიული საზოგადოების ნიშანთვისება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ინდივიდუალური ინტერესები უნდა დაექვემდებაროს ჯგუფურ ინტერესებს, დემოკრატია უბრალოდ არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა ყოველთვის უპირატესია: უნდა იქნას მიღწეული ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან მოპყრობას უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ და ხელს უშლის დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებას (see, mutatis mutandis, Young, James and Webster v. the United Kingdom, 13 August 1981, § 63, Series A № 44; Valsamis v. Greece, 18 December 1996, § 27, Reports 1996‑VI; Folgerø and Others v. Norway [GC], № 15472/02, § 84(f)), ECHR 2007‑III; and S.A.S., cited above, § 128). პლურალიზმი ასევე დაფუძნებულია მრავალფეროვნების, კულტურული ტრადიციების დინამიურობის, ეთნიკური და კულტურული იდენტობების, რელიგიური რწმენების, არტისტული და სოციო-ეკონომიკური იდეებისა და კონცეფციების პატივისცემაზე. სხვადასხვა იდენტობის ადამიანთა და ჯგუფების ჰარმონიული ინტერაქცია არის ჰარმონიული საზოგადოების არსებითი პირობა (see Gorzelik and Others v. Poland [GC], № 44158/98, § 92, ECHR 2004‑I; and The Moscow Branch of the Salvation Army, cited above, § 61). რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემა უდავოა, რომ დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის გამო სახელმწიფოებმა რელიგიური მრავალფეროვნება უნდა მიიღონ არა, როგორც საფრთხე არამედ, როგორც სიმდიდრე (see, mutatis mutandis, Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 and 43579/98, § 145, ECHR 2005‑VII).
27. როგორც ეს 93-ე პარაგრაფშია აღნიშნული რელიგიური საზოგადოების ავტონომიურად არსებობის უფლება წარმოადგენს კონვენცის მე-9 მუხლის არსებით გარანტიას, თუმცა რელიგიური საზოგადოების ორგანიზაციული ცხოვრება რომ არ იყოს დაცული მე-9 მუხლით, რელიგიის ინდივიდუალური თავისუფლების ყველა სხვა ასპექტი დასუსტდებოდა (see Hasan and Chaush, cited above, § 62; Sindicatul “Păstorul cel Bun”, cited above, § 136; and Fernández Martínez, cited above, § 127). რელიგიური საზოგადოების რელიგიური მიკუთვნებულობა მხოლოდ ამავე რელიგიური საზოგადოების უმაღლესი სულიერი ლიდერების გადასაწყვეტია და არა სახელმწიფოსი (see Miroļubovs and Others v. Latvia, № 798/05, § 90, 15 September 2009). მხოლოდ ყველაზე სერიოზული მიზეზებით შეიძლება ამ მიმართულებით სახელმწიფოს ჩარევის გამართლება (ibid., § 86).
28. თავის ქმედებებში რელიგიური საზოგადოებები ემორჩილებიან წესებს, რომელიც მიმდევართა აზრით ხშირად არამიწიერი, ღვთიური წარმოშობისაა. რელიგიურ რიტუალებს რელიგიური ლოცვის ჩათვლით აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და საკრალური მნიშვნელობა მორწმუნეთათვის თუ ისინი აღესრულება უფლებამოსილი პირების მიერ წესების დაცვით. სასულიერო პირების სტატუსი და ლოცვის ადგილი უდავოდ დიდი მნიშვნელობისაა რელიგიური საზოგადოების თითოეული წევრისთვის. საზოგადოების რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება თავის მხრივ ამ რელიგიის გაცხადებაა, რაც ასევე დაცულია კონვენციის მე-9 მუხლით (see, mutatis mutandis, Hasan and Chaush, cited above, § 62; Perry v. Latvia, № 30273/03, § 55, 8 November 2007; and Miroļubovs and Others, cited above, § 80(g)).
29. მნიშვნელოვანია კონვენციის სუბსიდიური როლის ხაზგასმა. როგორც სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, ეროვნული ხელისუფლებები უკეთეს პოზიციაში არიან ვიდრე საერთაშორისო სასამართლოები რათა შეაფასონ ადგილობრივი მდგომარეობა და საჭიროებები. ზოგადი პოლიტიკის საკითხებზე, რაზეც შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად გონივრულად განსხვავდებოდეს მოსაზრებები, ადგილობრივ პოლიტიკის განმსაზღვრელს უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული წონა. ეს გარკვეულწილად ასევეა, როცა საკითხები ეხება სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობას (see, among other authorities, S.A.S., cited above, § 129). ამის მაგალითი შეიძლება იყოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მარეგულირებელი განსხვავებული კონსტიტუციური მოდელები ევროპულ სახელმწიფოებში (see Sindicatul “Păstorul cel Bun”, cited above, § 138, and Fernández Martínez, cited above, § 130). საბოლოოდ, კონტრაქტორ სახელმწიფოებს უნდა დარჩეთ თავისუფალი შეფასების ფარგლები სხვადასხვა რელიგიურ საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმების შერჩევისათვის (see Magyar Keresztény Mennonita Egyház and Others v. Hungary, nos. 70945/11, 23611/12, 26998/12, 41150/12, 41155/12, 41463/12, 41553/12, 54977/12 and 56581/12, § 108, ECHR 2014 (extracts)).
30. თუმცა თავისუფალი შეფასების ფარგლებს თან სდევს კანონსა და ამ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებზე ევროპული ზედამხედველობა. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა პრინციპულად გამართლებული და პროპორციული ეროვნულ დონეზე მიღებული ზომები (see, among other authorities, Manoussakis and Others, cited above, § 44; Leyla Şahin, cited above, § 110; and S.A.S., cited above, § 131). უფრო მეტიც, თავისი ზედამხედველობის აღსრულების ფარგლებში სასამართლომ გასაჩივრებული ჩარევა უნდა განიხილოს მთლიანი საქმის კონტექსტში. (see Metropolitan Church of Bessarabia and Others cited above, § 119).
31. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენცია ფორმირებულია არა თეორიული და ილუზორული უფლებების გარანტირებისათვის, არამედ პრაქტიკული და ქმედითი უფლებებისთვის (see, among other authorities, Folgerø and Others, cited above, § 100; see also Kimlya and Others, cited above, § 86). მე-9 მუხლით დაცული უფლება იქნებოდა ძალიან თეორიული და ილუზორული თუ სახელმწიფოებისათვის მინიჭებული დისკრეციის ხარისხი მათ საშუალებას მისცემდა განემარტათ რელიგიური დენომინაციის ცნება იმდენად ვიწროდ, რომ დაეტოვებინათ არატრადიციული და უმცირესობათა რელიგიები დაცვის სფეროს მიღმა. ამგვარ მზღუდავ განმარტებებს აქვს პირდაპირი გავლენა რელიგიის თავისუფლების განხორციელებაზე და იწვევს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის დაბრკოლებას ამა თუ იმ რწმენის რელიგიური ხასიათის უარყოფის გზით (see, in particular and mutatis mutandis, Kimlya and Others, cited above, § 86). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიხედვით (იხილეთ პარაგრაფი 58), დეფინიციების ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს ისე, რომ დააკნინოს რელიგიის არატრადიციული ფორმები (see, mutatis mutandis, Magyar Keresztény Mennonita Egyház and Others, cited above, § 88).
(ii) ზემოთხსენებული პრინციპების მისადაგება აღნიშნულ საქმესთან
32. სასამართლომ დაადგინა, რომ უარი ალევის რწმენის რელიგიური ხასიათის აღიარების თაობაზე წარმოადგენდა ჩარევას მომჩივანთა რელიგიის თავისუფლებაში (იხილეთ პარაგრაფი 95). ამ ჩარევის გამართლებისათვის სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ის თანხვედრაში იყო ნეიტრალურობის ვალდებულებასთან. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს, რომ კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, ალევის რწმენის წარმომადგენლებს შეეძლოთ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა დაბრკოლების გარეშე. მათ ასევე სასამართლოს ყურადღება მიაპყრეს ეროვნული ხელისუფლების დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და აღნიშნეს, რომ სასამართლოებმა დეტალურად განიხილეს ნორმები, რომლებიც არეგულირებენ ისლამის ქვე-მიმდინარეობებს (სუფისეული ინტერპრეტაციები), როგორიც არის ალევის რწმენა. საბოლოოდ ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ არსებობდა მრავალი განსხვავება როგორც თეორიაში ასევე პრაქტიკაში თურქეთში ალევიზმის განმარტებასთან, რესურსებთან, რიტუალებთან, ცერემონიებთან და წესებთან დაკავშირებით.
33. სასამართლო რიგ-რიგობით განიხილავს სახელმწიფოსმიერ მოხმობილ მიზეზებს, რომელსაც უარი ეფუძნებოდა, რათა დაადგინოს რამდენად „რელევანტური“ და „საკმარისია“ ისინი და რამდენად იყო გასაჩივრებული უარი „პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.“ ამ პროცესში სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რელევანტური ფაქტების მისაღები შეფასების საფუძველზე გამოიყენა წესები, რომლებიც შესაბამისობაშია კონვენციის მე-9 მუხლთან.
(α) სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება ალევის რწმენის მიმართ.
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყურადღებას ამახვილებს თურქეთის კონსტიტუციის მე-2 მუხლზე, რომელიც განამტკიცებს სეკულარიზმის პრინციპს და თურქეთის სახელმწიფოს უკრძალავს გამოხატულად, რომელიმე რწმენისა თუ რელიგიისათვის უპირატესობის მინიჭებას; ეს სახელმწიფოს აქცევს მიუკერძოებელ არბიტრად და თავისთავად მოიცავს რელიგიისა და აზრის თავისუფლებას, რომელიც თავის მხრივ დაცულია კონსტიტუციის 24-ე მუხლით (see Leyla Şahin, cited above, § 113).
35. სახელმწიფომ განმარტა, რომ ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს არ განუსაზღვრავს ალევის რწმენა, არამედ იხელმძღვანელა თავად მომჩივანთა მიერ მიწოდებული ბაზისური განმარტებით. სასამართლოს წინაშე გამოსვლისას მათ ასევე მიუთითეს რიგ ექსპერტთა მიერ დაწერილ მოსაზრებებზე, რომლებიც პირდაპირ გვთავაზობდნენ რელიგიურ ჯგუფთა კლასიფიკაციას და ამტკიცებდნენ, რომ cemevis იყო მხოლოდ ადგილები, სადაც ალევის მიმდევრები ატარებდნენ თავიანთ „ჩვეულებებსა და ცერემონიებს“ და არა რელიგიური სალოცავები (იხილეთ პარაგრაფი 44). ამ მოსაზრების საფუძველზე ზემოთციტირებულ გადაწყვეტილებაზე ფერნანდეს მარტინესის (Fernández Martínez) საქმეზე, მითითებით სახელმწიფომ ასევე აღნიშნა, რომ ისლამის წესები მხედველობაში უნდა მივიღოთ მუსლიმურ რელიგიაში ალევის რწმენის ადგილის განსასაზღვრად.
36. ადმინისტრაციული სასამართლოს მიმართ თავიანთ წერილობით მიმართვებში პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი დეპარტამენტის საშუალებით ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დეტალურად ახსნა მომჩივანთა მოთხოვნებზე უარის მიზეზები. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელი იყო საჯარო მსახურების ჩატარება „აკრძალული სუფის წესრიგისათვის (ტარიქათი).“ იგივე დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ ისლამის ინტერპრეტაციებისა და მოძრაობებისათვის, მათ შორის ალევის რწმენის მიმდევრებისათვის სალოცავების დაარსება „არ იყო შესაბამისობაში რელიგიასთან“ და ისეთი მოთხოვნები, როგორიც მომჩივანს ჰქონდა შექმნიდა ქაოსს ამ რელიგიაში. (იხილეთ პარაგრაფი 130)
37. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები თავიანთ რწმენას მიიჩნევენ „სუფის და ისლამის რაციონალურ ინტერპრეტაციად“, მათ არასოდეს გაუმახვილებით ყურადღება რაიმე განსაკუთრებულ მახასიათებლებზე და ასევე ერიდებიან მუსლიმური რელიგიის იმ გაგებისაგან დისტანცირებას, რომელიც დადგენილია რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის მიერ (იხილეთ პარაგრაფი 35). ამ მიმართულებით ეს საქმე გნსხვავდება ზემოთციტირებული ფერნანდეს მარტინესის (Fernández Martínez) საქმისგან, რომელიც ეხებოდა კონვენციის მე-8 მუხლს და კათოლიკური რელიგიისა და ეთიკის მასწავლებლისათვის სამუშაო კონტრაქტის არგაგრძელების საკითხს. მასწავლებელმა საჯარო გახადა მისი, როგორც „დაქორწინებული მოძღვრის“ სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ მას აღებული ჰქონდა „კათოლიკური ეკლესიისადმი უმაღლესი ლოიალობის ვალდებულება“ (ibid., § 135). ამ საქმეში ამგვარი ლოიალობის ვალდებულების დაკისრება შეუძლებელია მომჩივნებზე. თეორიული დებატში შესვლის მიღმა მათ გაამახვილეს ყურადღება, რომ თავად ალევის თემის გადასაწყვეტი იყო რომ განესაზღვრათ საკუთარი „ტრადიციები და ცერემონიები“ კონკრეტულად cem-ის ცერემონია წარმოადგენდა მათ მთავარ რელიგიურ რიტუალს, ხოლო cemevis იყო ადგილები სადაც ეს რიტუალი სრულდებოდა.
38. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ რელიგიური საზოგადოებების ავტონომიურობის პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც განმტკიცებულია სასამართლოს პრაქტიკით და რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპთან, მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების უმაღლესი წოდების სასულიერო პირებს და არა სახელმწიფოს (მათ შორის არც სასამართლოებს) შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რომელ აღმსარებლობას მიეკუთვნებიან ისინი (see, mutatis mutandis, Miroļubovs and Others, cited above, § 86). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ალევის აღმსარებლობის მიმართ არღვევს მათი ავტონომიური არსებობის უფლებას, რომელიც არის მე-9 მუხლის არსებითი გარანტია (see, mutatis mutandis, Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas and Others, cited above, § 79).
39. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს დავა ალევის საზოგადოების არსებობის თაობაზე, მისი წარმოშობისა და თურქეთის ისტორიული კონტექსტიც გათვალისწინებით. თავად სახელმწიფოს მხარე ადასტურებს, რომ ალევის წარმოშობა სათავეს იღებს ათასწლეულების წინ (იხილეთ პარაგრაფი 43). ეს ასევე ცხადია ფინალური ანგარიშიდან, რომელიც წარმოადგენდა ალევის საკითხით დაინტერესებულ პირებთან ხანგრძლივი სამუშაო შეხვედრების შემაჯამებელ დასკვნას. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ალევის სულიერი ლიდერები, რომლებმაც მრავალი მიმართულებით გამოარჩიეს ალევის რწმენის განსხვავებული მახასიათებლები თეოლოგიური დოქტრინის, ძირითადი რელიგიური რიტუალების, ლოცვისა და საგანმანათლებლო ადგილების მიმართულებით. ანგარიშმა დაადგინა, რომ ეს რელიგიური საზოგადოება „გამოჩნდა ჯერ კიდევ ოტომანთა ხანიდან და უნდა განვიხილოთ, როგორც სუნიზმისგან განსხვავებული თემი“ და რომ „ანატოლიის ალევიზმი შეგვიძლია მივიჩნიოთ საკუთარი უნიკალური მახასიათებლების მქონე სტრუქტურად.“ ამ მიზეზით ანგარიშში მიჩნეულია, რომ ალევის რწმენის ფორმირება და განსაზღვრა მთლიანად თავად ალევის მიმდევრების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა (იხილეთ პარაგრაფი 53)
40. ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია უდავო ფაქტებიდან და საზოგადოდ მიღებული ფაქტებიდან, რომ ალევის თემი არსებობს თურქეთში, რომელიც ასრულებს cem-ის ცერემონიას ამ რწმენის ფუნდამენტურ ელემენტს, cemevis -ში. (იხილეთ პარაგრაფები 35 და 37). სახელმწიფომ მიუხედავად ამისა, გამოხატა პოზიცია, რომ რელიგიათა კლასიფიკაციაში ეს რწმენა ექცეოდა “სუფის წესრიგის“ ჯგუფში. ამ შეფასებით, რომელიც გამორიცხავს ალევის საზოგადოების განსაკუთრებულ მახასიათებლებს, ეს რწმენა ექცევა 677-ე კანონით გათვალისწინებულ რელიგიურ ჯგუფებში. როგორც დაბლა განიმარტა (პარაგრაფი 126), ეს უკავშირდება რიგ შეზღუდვებსა და აკრძალვებს (იხილეთ პარაგრაფი 52) და არ ითვალისწინებს საბოლოო ანგარიშის მიგნებებს.
41. შედეგად, სასამართლო მიიჩნევს რომ ალევის რწმენისა და რელიგიური პრაქტიკების, სალოცავი ადგილების მიმართ დამოკიდებულება შეუთავსებელია სახელმწიფოს ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულებასთან ამასთან რელიგიური საზოგადოების ავტონომიური არსებობის უფლებასთან.
(β) ალევის მიმდევრების მიერ საკუთარი რწმენის თავისუფალი განხორციელება
42. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები არ დავობენ, რომ რწმენის რელიგიური ხასიათის უარყოფამ შეუძლებელი გახადა მათ მიერ საკუთარი რწმენის განხორციელება, ისინი მიუთითებენ აღნიშნულის დამაზიანებელ შედეგებზე. კერძოდ, ისინი იზიარებენ შეხედულებას, რომ ალევის რწმენის, როგორც სუნიზმისგან განსხვავებული რელიგიური დენომინაციის არაღიარება უკავშირდება მისი განსაკუთრებული მახასიათებლების უარყოფას.
43. სასამართლოს ხედვით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უარმა გავლენა იქონია თემის ავტონომიურ არსებობაზე და ის მოაქცია 677-ე კანონით „აკრძალული სუფის წესრიგების (თარიკატი)“ სამართლებრივ ჩარჩოში. ეს კანონი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს წოდება „დედეს“ გამოყენებაზე - ალევის სულიერი ლიდერი, ისევე, როგორც სუფის პრაქტიკებისთვის ადგილის გამოყოფაზე. ორივე ქმედება ისჯება დაპატიმრებით ან ჯარიმით. მართალია, მთავრობის წერილობით მოსაზრებებში მითითებულია, რომ ამ აკრძალვებისადმი დაუმორჩილებლობაზე სახელმწიფო შემწყნარებლობით რეაგირებს, ფაქტია, რომ ადმინისტრაციული სასამართლოსადმი თავის მიმართვაში პრემიერ-მინისტრის სამართლებრივმა დეპარტამენტმა დააზუსტა რომ: „cemevis სალოცავ ადგილად აღიარება იქნება 677-ე კანონის დარღვევა“ (იხილეთ პარაგრაფი 13). უფრო მეტიც 2007 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიუთითა სწორედ ამ კანონით განსაზღვრულ აკრძალვებზე (იხილეთ პარაგრაფი 14).
44. აღნიშნულიდან იკვეთება, რომ რელიგიური ჯგუფების მიერ, რომლებიც შიდა კანონმდებლობით „სუფის წესრიგად“ განიხილება, საკუთარი რწმენის განხორციელება დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოების კეთილ ნებაზე, რომელსაც როგორც ჩანს, აქვთ გაურკვეული დისკრეცია ამ აკრძალვების გამოყენებაში. სასამართლო ეჭვობს, რომ ამგვარად დახასიათებული რელიგიური ჯგუფი ვერ შეძლებს საკუთარი რწმენის თავისუფლად განხორციელებას და მიმდევრებისათვის გაძღოლას ამ კანონმდებლობის დარღვევის გარეშე. რაც შეეხება, სახელმწიფოს მიერ ალევის თემისადმი შემწყნარებლურ პოზიციას, სასამართლო ამას ვერ მიიჩნევს აღიარების შემცვლელად, რამდენადაც მხოლოდ აღიარება იძლევა თანმხლები უფლებებით სარგებლობის გარანტიას (see, to the same effect, Metropolitan Church of Bessarabia and Others, cited above, § 129).
45. უფრო მეტიც, cemevis როგორც სალოცავი ადგილების არაღიარებასთან ერთად (ამ უარის უკუშედეგთან დაკავშირებით იხილეთ Cumhuriyetçi Eğitim ve Kültür Merkezi Vakfı, cited above, § 45), სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა და ზემოთხსენებული საბოლოო ანგარიში (პარაგრაფი 53) ცხადყოფს, რომ ალევის მიმდევრები სხვადასხვა წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ, რომლებიც ეხებოდა არამხოლოდ უშუალოდ რელიგიურ ორგანიზაციას ან რელიგიური საზოგადოების ცხოვრებას არამედ ალევი მშობლების უფლებებს რომელთა შვილებიც, დაწყებით და საშუალო სკოლებში დადიოდნენ. პირველ რიგში, საბოლოო ანგარიში აღნიშნავს, რომ ალევის რელიგიურ ლიდერებს არ აქვთ სამართლებრივი სტატუსი და არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც გადაამზადებდა რელიგიურ პრაქტიკებთან დაკავშირებულ პირებს, მეტიც, როდესაც საქმე ეხება საჯარო მსახურებას, ალევის მიმდევრები გამორიცხული არიან ყოველგვარი სიკეთეების მიღებისაგან, რომელიც საჯარო მსახურების მიმღებთ აქვთ (იხილეთ პარაგრაფი 53).
46. როგორც გადაწყვეტილებაში Mansur Yalçın and Others, რომელიც ეხებოდა რელიგიური კულტურისა და ეთიკის სავალდებულო გაკვეთილებს დაწყებით და საშუალო სკოლებში სასამართლომ აღნიშნა რომ ამგვარი საგნების სწავლების ლეგიტიმურად მიჩნევას შესაძლოა გამოეწვია კონფლიქტი სკოლასა და ბავშვების პირად ღირებულებებს შორის, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირველი პროტოკოლის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საკითხს (ibid., § 71). სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს განათლების სისტემა არ შეეფერებოდა და არ იყო სათანადოდ გამართული ამ მშობლების რწმენების დასაცავად (ibid., § 77).
47. მეტიც, მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა არაღიარებულ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, როგორიც არის ალევი, იწვევს უამრავ დამატებით სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ფინანსურ პრობლემას (იხილეთ პარაგრაფი 31). პირველ რიგში, სალოცავი ადგილების აშენების შესაძლებლობა არ არის გარანტირებული და დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებაზე. გარდა ამისა, ამ საზოგადოებას არ შეუძლია სუბსიდიების, შემოწირულობების ოფიციალურად მიღება. სამართლებრივი სტატუსის გარეშე მათ არ აქვთ სასამართლოზე ხელმისაწვდომობა და ამის საშუალება აქვთ მხოლოდ ფონდების, ასოციაციების და მიმდევართა ჯგუფების სახელით. რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ირჩევენ ფონდის ან ასოციაციის ფორმით ფუნქციონირებას აწყდებიან მრავალ სამართლებრივ დაბრკოლებას (პარაგრაფი 32).
48. ჯამში, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ხელისუფლების მიერ ალევის საზოგადოებისთვის რწმენით სარგებლობისათვის დატოვებული თავისუფლება სრულად უზრუნველყოფს თემის მიერ მე-9 მუხლით დაცული უფლებების სრულ განხორციელებას.
(γ) თავისუფალი შეფასების ფარგლები
49. რაც შეეხება თავისუფალი შეფასების ფარგლებს, რომელზეც სახელმწიფო მიუთითებს, სასამართლო აღიარებს, რომ მისი დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და რელიგიური მოძრაობების ურთიერთობას და რაზეც შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად გონივრულად განსხვავდებოდეს მოსაზრებები, ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელს უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული წონა (იხილეთ პარაგრაფი 112). მოპასუხე სახელმწიფოებს ამიტომაც აქვთ თავისუფალი შეფასების ფარგლები, რომ თავად აირჩიონ სხვადასხვა რწმენის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფორმები. აღნიშნულ საქმეში სახელმწიფომ გადააბიჯა თავისუფალი შეფასების ფარგლებს, სხვადასხვა რელიგიურ საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმების არჩევაში.
50. მე-9 მუხლთან დაკავშირებული პრეცედენტული სამართალი თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება გამორიცხავს რელიგიური რწმენებისა და ამ რწმენის გამოხატვის საშუალებების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლებამოსილებას. (იხილეთ პარაგრაფი 107). როგორც უკვე აღინიშნა (პარაგრაფი 114) მე-9 მუხლით დაცული უფლება იქნებოდა ძალიან თეორიული და ილუზორული თუ სახელმწიფოებისათვის მინიჭებული დისკრეციის ხარისხი მათ საშუალებას მისცემდა განემარტათ რელიგიური დენომინაციის ცნება იმდენად ვიწროდ, რომ დაეტოვებინათ არატრადიციული და უმცირესობათა რელიგიები, როგორიც არის ალევი დაცვის სფეროს მიღმა.
(δ) ალევის საზოგადოებაში კონსენსუსის არარსებობა
51. ფაქტი, რომ თავად ალევის საზოგადოებაში არსებობდა დებატი რწმენის ბაზისურ პრინციპებთან და თურქეთში ალევის თემის მოთხოვნებთან მიმართებით ვერ ანაცვლებს ფაქტს, რომ ის წარმოადგენს რელიგიურ ჯგუფს, რომელიც დაცულია მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებებით. ამგვარი შიდა დებატის არსებობა არ განაპირობებს მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველს. 2009-2010 წლებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების შედეგად თურქეთის სახელმწიფოს ჰქონდა საკმარისი დრო რომ გამოეკვეთა და თავი მოეყარა ალევის საზოგადოების საერთო მოთხოვნებისათვის (იხილეთ პარაგრაფები 39-42). მეტიც, ფინალური ანგარიში აჩვენებს, რომ თუ კვლავ არსებობს ალევის თემში დავა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფორმებზე, აშკარა კონსენსუსი ჩამოყალიბდა თემის ავტონომიურად არსებობისა და რწმენის ფუნდამენტური ელემენტებზე, როგორიც არის cem რიტუალი და cemevis- სალოცავი, ასევე რელიგიური ლიდერების სტატუსზე (იხილეთ პარაგრაფი 53).
(ε) დასკვნა
52. შედეგად სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ზემოთაღწერილი მდგომარეობა უტოლდება ალევის საზოგადოებისათვის აღიარებაზე უარის თქმას, რაც მათ საშუალებას მისცემდა ეფექტურად ესარგებლად საკუთარი რელიგიის თავისუფლებით. კერძოდ, გასაჩივრებული უარი გავლენას ახდენს ალევის საზოგადოების ავტონომიურ არსებობაზე და წევრებისათვის შეუძლებელს ხდის გამოიყენონ სალოცავი ადგილები (cemevis) და მათი რელიგიური ლიდერებისათვის წოდებები (dede) კანონის სრული დაცვით. შედეგად, რელევანტური და საკმარისი მიზეზების არარსებობის პირობებში სახელმწიფომ გასცდა თავისუფალი შეფასების ფარგლებს. შესაბამისად, აღნიშნული ჩარევა ვერ ჩაითვლება აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-9 მუხლი.
III. მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-9 მუხლთან ერთობლიობაში
53. მომჩივანები დავობდნენ, რომ იყვნენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი. ისინი ეყრდნობიან კონვენციის მე-14 მუხლის მე-9 მუხლთან ერთობლიობაში.
კონვენციის მე-14 მუხლი ამბობს:
“ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა..”
54. სახელმწიფო არ დაეთანხმა მომჩივანთა არგუმენტებს...
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
55. სასამართლო ადასტურებს, რომ მე-14 მუხლი ავსებს კონვენციის და ოქმების სხვა მატერიალურ ნორმებს. ის არ არსებობს დამოუკიდებლად, რამდენადაც ეფექტი აქვს მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული “უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან“ მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 მუხლის გამოყენების წინაპირობას არ წარმოადგენს მატერიალური ნორმების დარღვევა და ამ თვალსაზრისით ის შეგვიძლია მივიჩნიოთ ავტონომიურად, მისი მოქმედების გავრცელების საკითხი არ დადგება, თუ განსახილველი საკითხი არ ექცევა ხსენებული უფლებების ფარგლებში. (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, 28 May 1985, § 71, Series A no. 94; X and Others v. Austria [GC], no. 19010/07, § 94, ECHR 2013; Vallianatos and Others v. Greece [GC], nos. 29381/09 and 32684/09, § 72, ECHR 2013 (extracts); and Hämäläinen v. Finland [GC], no. 37359/09, § 107, ECHR 2014).
56. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მე-14 მუხლთან მიმართებით საკითხის განსახილველად უნდა არსებობდეს შედარებით მსგავსს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი. ამგვარი განსხვავებული მოპყრობა არის დისკრიმინაციული თუ არ არსებობს ობიექტური გამამართლებელი გარემოებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თუ განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს ან არ არსებობს პროპორციული დამოკიდებულება გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის. ხელმომწერი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლებით იმის შეფასებაში, თუ რამდენად ამართლებს განსხვავებები მსგავსს სიტუაციაში განსხვავებულ მოპყრობას (see X and Others, cited above, § 98; Vallianatos and Others, cited above, § 76; and Hämäläinen, cited above, § 108).
57. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ ზოგად პოლიტიკას ან გამოყენებულ ზომას აქვს არათანაზომიერი ეფექტი გარკვეულ ჯგუფზე, ის შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციულად იმ შემთხვევაშიც კი თუ ის არ იყო მიმართული ამ კონკრეტული ჯგუფისაკენ (see D.H. and Others v. the Czech Republic [GC], no. 57325/00, § 175, ECHR 2007‑IV; Kurić and Others v. Slovenia [GC], no. 26828/06, § 388, ECHR 2012 (extracts); and S.A.S., cited above, § 161).
58. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მე-14 მუხლით დადგენილი დისკრიმინაციის აკრძალვა ცდება იმ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის ფარგლებს, რომელთა გარანტირებაც სახელმწიფოებს ევალებათ კონვენციითა და შესაბამისი ოქმებით. ის მიესადაგება ასევე დამატებით უფლებებს, რომელიც ექცევა კონვენციის ნებისმიერი მუხლის ზოგად ფარგლებში და რომელთა გარანტირებაც სახელმწიფოს ნებაყოფლობითი არჩევანია. ეს პრინციპი კარგად არის გამოხატული სასამართლოს პრაქტიკაში (see the Case “relating to certain aspects of the laws on the use of languages in education in Belgium” (merits), 23 July 1968, p. 34, § 9, Series A no. 6; Stec and Others v. the United Kingdom (dec.) [GC], nos. 65731/01 and 65900/01, § 40, ECHR 2005-X; E.B. v. France [GC], no. 43546/02, § 48, 22 January 2008; and X and Others, cited above, § 135). თუ სახელმწიფო გასცდა მის ვალდებულებებს და შექმნა დამატებითი უფლებები, რომლებიც ექცევა კონვენციის მუხლით გარანტირებულზე უფრო ფართო საზღვრებში, მას არ შეუძლია ეს უფლებები გაავრცელოს დისკრიმინაციულად მე-14 მუხლში ნაგულისხმევი მნიშვნელობით (see, mutatis mutandis, X and Others, cited above, § 135; Savez crkava “Riječ života” and Others v. Croatia, no. 7798/08, § 58, 9 December 2010; and Cumhuriyetçi Eğitim ve Kültür Merkezi Vakfı, cited above, § 48).
59. როგორც სასამართლომ ერთხელ უკვე დაადგინა, როგორც კი მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, მტკიცების ტვირთი გადადის სახელმწიფოზე, რომ დაასაბუთოს განსხვავების გამართლებულობა (see D.H. and Others, cited above, § 177, and Kurić and Others, cited above, § 389).
60. მეტიც, მხოლოდ მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლების ან „სტატუსის“ ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას აქვს პოტენციალი, ჩაითვალოს დისკრიმინაციად მე-14 მუხლით ნაგულისხმევი მნიშვნელობით (see Carson and Others v. the United Kingdom [GC], no. 42184/05, § 61, ECHR 2010). „რელიგია“ კონკრეტულად არის დასახელებული მუხლის ტექსტში, როგორც დისკრიმინაციის აკრძალული საფუძველი (see Eweida and Others, cited above, § 86, and Cumhuriyetçi Eğitim ve Kültür Merkezi Vakfı, cited above, § 42).
2. სახელმწიფოსა და რელიგიური საზოგადოებების ურთიერთობასთან დაკავშირებული საქმეებისადმი სასამართლოს მიდგომა
61. აღნიშნული საქმის მიზნებისათვის სასამართლო ასევე მიუთითებს მის პრაქტიკაზე, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოსა და რელიგიური საზოგადოებების ურთიერთობას.
62. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა, (იხილეთ პარაგრაფი 112) როცა საკითხები ეხება სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობას პოლიტიკის ადგილობრივ განმსაზღვრელს უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული წონა რამდენადაც ევროპაში არ არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის უნივერსალური მოდელი. სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი შეფასების ფარგლები სხვადასხვა რელიგიურ საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმების შერჩევისათვის. იგივე შეეხება საჯარო სერვისის მიწოდების რეგულირებას სხვადასხვა სფეროში.
63. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დომინანტ რელიგიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას შეიძლება მრავალი ფორმა ჰქონდეს კონტექსტის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოების უმეტესობა მიჯნავს რელიგიასა და სახელმწიფოს, ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს სისტემა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო რელიგიის არსებობას და რომელიც უკვე არსებობდა კონვენციის შექმნისა და მასზე ხელმოწერის მომენტისათვის (see Ásatrúarfélagid v. Iceland, no. 22897/08, 18 September 2012). მსგავსად, სასამართლოს აღიარებული აქვს კონსტიტუციური მოდელი, რომელიც ეფუძნება სეკულარიზმის პრინციპებს და ასევე შესაბამისობაშია კონვენციით განმტკიცებულ ღირებულებებთან (see Leyla Şahin, cited above, §§ 113-14; and Dogru v. France, no. 27058/05, § 72, 4 December 2008). თუმცა მე-9 მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თითოეული სისტემა უნდა მოიცავდეს შესაბამის გარანტიებს რელიგიის ინდივიდუალური თავისუფლებისათვის (see, mutatis mutandis, Darby v. Sweden, 23 October 1990, § 45, Series A no. 187).
64. მართალია, რელიგიის თავისუფლება არ მოითხოვს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, რომელიც რელიგიურ საზოგადოებებს სპეციალური პრივილეგიების მატარებელ სტატუსს მიანიჭებდა. თუმცა, ამგვარი სტატუსის მიმნიჭებელი ვალდებულია დაიცვას ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი და უზრუნველყოს, რომ რელიგიურ საზოგადოებებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა მოიპოვონ ეს სტატუსი, ხოლო შესაბამისი კრიტერიუმების მისადაგება არის არადისკრიმინაციული ხასიათის (see, mutatis mutandis, Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas and Others, cited above, § 92; Savez crkava “Riječ života” and Others, cited above, § 85; Ásatrúarfélagid, cited above, § 34; and The Church of Jesus Christ of Latter-Day Saints v. the United Kingdom, no. 7552/09, § 34, 4 March 2014).
3. ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეზე
65. სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ფაქტები უდავოდ ექცევა კონვენციის მე-9 მუხლით დაცულ სფეროში (იხილეთ პარაგრაფი 68). მეტიც „რელიგია“ კონკრეტულად არის დასახელებული მუხლის ტექსტში, როგორც დისკრიმინაციის აკრძალული საფუძველი. (see Cumhuriyetçi Eğitim ve Kültür Merkezi Vakfı, cited above, § 42). შესაბამისად, ეს საკითხი ექცევა მე-14 მუხლის სფეროში მე-9 მუხლთან ერთობლიობაში. შესაბამისად მე-14 მუხლი მიესადაგება ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. (see Cha’are Shalom Ve Tsedek, cited above, § 87).
(a) დასტურდება თუ არა მსგავს სიტუაციაში მყოფთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა
66. პირველი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ არის თუ რამდენად არსებობს მსგავსს სიტუაციაში მყოფთა მიმართ განსხვავებულად მოპყრობის ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ამ საკითხზე. მომჩივნები ძირითადად საკუთარ სიტუაციას ადარებდნენ იმ მოქალაქეებს, რომლების სარგებლობდნენ საჯარო მსახურებით. ისინი აღნიშნავდნენ, რომ თურქული კანონმდებლობიდან გამომდინარე საჯარო მსახურებით სარგებლობდნენ მხოლოდ ისლამის დომინანტი მიმდინარეობის მიმდევრები, მაშინ როცა ალევ მოქალაქეებს არ ქონდათ ამგვარი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა და შესაბამისი სტატუსი. სახელმწიფოს მოსაზრებით ალევის თემისა და ისლამის სუნიტური მიმდინარეობის შედარება არასწორია და მათი სიტუაცია უნდა შეედაროს სუფის წესრიგის (ტარიქათი) მიმდევარი მოქალაქეების მდგომარეობას, რომელიც მისტიკური ჯგუფების კატეგორიაში ექცეოდა (იხილეთ პარაგრაფები 42-44).
67. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი აღიარების და საჯარო რელიგიური მსახურების მოთხოვნიდან გამომდინარე მომჩივნების შედარება შესაძლებელია სხვა მოქალაქეებთან, რომლებიც ამ სიკეთეებით სარგებლობენ (see, mutatis mutandis, Darby, cited above, § 32). თურქეთის სახელმწიფო უზრუნველყოფს რელიგიურ მსახურებებს მუსლიმთა რელიგიისთვის სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული სტატუსის მინიჭების საფუძზველზე. ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის მიერ მიწოდებული სერვისებით სარგებლობის უფლება ჰქონდა ყველა მოქალაქეს თანაბრად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების მიწოდების სამართლებრივი რეგულირება უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ნეიტრალურობის პრინციპზე, რომელიც კიდევ უფრო ფართო კონცეფციის - სეკულარული სახელმწიფოს შემადგენელი კომპონენტია. (იხილეთ პარაგრაფი 27)
68. თავისი არსიდან გამომდინარე რელიგიური საჯარო მსახურება განისაზღვრება მათი რელიგიური რწმენების მიხედვით, ვინც მასში იღებს მონაწილეობას და იმ წესებიდან გამომდინარე, როგორც ისინი აღასრულებენ საკუთარ რელიგიას. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ყველას შეუძლია ისარგებლოს საჯარო მსახურებით, პრაქტიკაში ის მიმართული იყო რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის მიერ აღიარებული ისლამის დომინანტი გაგების მიმდევართა სასარგებლოდ და არა მათთვის ვისი რწმენაც განსხვავებულია.
69. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად თუ რა ადგილი უჭირავს ალევის რწმენას მუსლიმურ თეოლოგიაში, არ არსებობს ეჭვი, რომ ამ რელიგიურ მოძღვრებას აქვს ღრმა ფესვები თურქულ საზოგადოებასა და ისტორიაში (see Hasan and Eylem Zengin, cited above, § 66) და რომ ის წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი ჯგუფით და თავის რელიგიურ რიტუალებს ასრულებს cemevis-ში. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა (პარაგრაფი 122), ალევი აყალიბებს რელიგიურ საზოგადოებას, რომელსაც აქვს განსხვავებული მახასიათებლები თეოლოგიური დოქტრინის, ძირითადი რელიგიური რიტუალების, სალოცავებისა და საგანმანათლებლო ადგილების მიმართულებით. აღიარებასთან დაკავშირებული საჭიროებები და საჯარო მსახურების მოთხოვნა შედარებადია იმ პირთა საჭიროებებთან, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან საჯარო მსახურებით. შესაბამისად მომჩივანები, როგორც ალევის წარმომადგენლები არიან შედარებად სიტუაციაში იმ ბენეფიციარებთან, რომლებსაც მიეწოდებათ რელიგიური საჯარო მსახურება რელიგიის საქმეთა დეპარტამენტისაგან.
70. მე-9 მუხლით დაცული რელიგიის თავისუფლება გულისხმობს ინდივიდის უფლებას თავისუფლად გამოხატოს საკუთარი რელიგია საზოგადოებაში კერძო და საჯარო სივრცეში ლოცვის, სწავლების, დაკვირვების ფორმით. შესაბამისად, მოსარჩელეები არიან ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში ვიდრე ის ბენეფიციარები, რომლებსაც ეძლევათ საჯარო ლოცვის შესაძლებლობა. ამიტომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად არსებობდა განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გამამართლებელი საფუძველი.
(b) არსებობს თუ არა განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება
71. სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთში რელიგიის სამართლებრივი აღიარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან სარგებელთან რელიგიური დენომინაციებისათვის და უდავოდ ახალისებს რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობას. ამ სტატუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის საჯარო მსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის მიერ აღიარებული მუსლიმური მიმდინარეობა უზრუნველყოფილია საჯარო მსახურებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა ამ მსახურების მისაწოდებლად. თანხები საშუალებას აძლევს რელიგიის საქმეთა დეპარტამენტს დაიქირავოს ადამიანები და ჩაატაროს მუსლიმურ რელიგიასთან დაკავშირებული მრავალი რელიგიური აქტივობა. შესაბამისად ეს რელიგია, ფაქტობრივად სრულად სუბსიდირებულია სახელმწიფოს მხრიდან.
72. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების მდგომარეობა შედარებადია სხვა მოქალაქეებთან, სამართლებრივი აღიარებისა და შესაბამისი საჯარო რელიგიური მსახურების უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე, მომჩვნები თითქმის სრულად მოკლებული არიან შედარებად სტატუსს და მრავალ სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს ახლავს თან, იმ საფუძვლით, რომ მათი რწმენა მიჩნეულია „სუფის წესრიგად“ ეროვნული ხელისუფლების მიერ.
73. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა ამ საქმის მე-9 მუხლთან მიმართებით განხილვისას (პარაგრაფები 120-124), ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული შეფასება აჩენს კითხვებს ალევის რწმენის მიმართ სახელმწიფოს ნეიტრალურობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით. სახელმწიფოს დამოკიდებულება ასევე მოითხოვს შემოწმებას კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით მე-9 მუხლთან ერთობლიობაში (see, mutatis mutandis, Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas and Others, cited above, § 97; and Savez crkava “Riječ života” and Others, cited above, § 87), იმის განსასაზღვრად თუ რამდენად ემსახურება განსხვავებული მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს და არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება.
74. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში აღიარებულია, რომ ალევის აღმსარებლობა ვერ სარგებლობდა საჯარო მსახურებით. განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელ არგუმენტად, სასამართლომ მიიჩნია არგუმენტი, რომ თითოეული რელიგიური ჯგუფის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჯარო მსახურების მიწოდებას შეეძლო გამოეწვია დებატი იმ ფორმაზე, თუ რა ფორმითაც ატარებს რელიგიის საქმეთა დეპარტამენტი საჯარო მსახურებას. ასევე იარსებებდა სეკულარიზმის პრინციპის დარღვევის რისკი საკანონმდებლო და რელიგიურ წესების დადგენას შორის ბალანსის დარღვევით და რელიგიის თავისუფლების განხორციელების შეზღუდვით (იხილეთ პარაგრაფი 14). თავიანთ მიმართვაში სახელმწიფომ გაიზიარა ეს არგუმენტები. შიდა სასამართლოების მსგავსად მათ ყურადღება გაამახვილეს თურქეთის სახელმწიფოს სეკულარული ხასიათის შენარჩუნებაზე, რაც ასევე ეფუძნებოდა დაშვებას, რომ რელიგიის საქმეთა დეპარტამენტი საჯარო მსახურებას ატარებდა ნეიტრალურობის პრინციპზე დაყრდნობით.
75. სასამართლო აღიარებს სეკულარიზმის პრინციპის მნიშვნელობას თურქულ კონსტიტუციურ წესრიგში (იხილეთ პარაგრაფი 117). ის ასევე აღნიშნავს, რომ რამდენადაც მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ისტორიული მნიშვნელობის ფაქტების შეფასებას, ასევე გარკვეულწილად უშვებს საყოველთაოდ აღიარებულ ისტორიულ რეალობაზე საკუთარი მსჯელობის დამყარებას (see Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, § 96, ECHR 2006‑IV, and Miroļubovs and Others, cited above, § 91). რელიგიის სფეროში, სადაც უნდა შეფასდეს სახელმწიფოს ქმედების თავსებადობა კონვენციის მუხლებთან, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ისტორიული კონტექსტი და სადავო რელიგიის კონკრეტული მახასიათებლები (see Miroļubovs and Others, cited above, § 81). შესაბამისად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძვლები კონკრეტული დენომინაციისათვის გარკვეული სისტემის უზრუნველსაყოფად. ამან ასევე შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება. ამ მიმართულებით შედარებითი სამართლის მასალები (იხილეთ პარაგრაფები 60-64) გვიჩვენებს რომ სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობას შეიძლება ჰქონდეს მრავალი სახე კონტექსტიდან გამომდინარე.
76. თუმცა, პროპორციულობის პრინციპი არ ნიშნავს მხოლოდ, რომ შერჩეული ზომა გამოსადეგი უნდა იყოს მიზნის მიღწევისთვის. ასევე აუცილებელია იმის დასაბუთება, რომ გარკვეულ პირთა - ამ შემთხვევაში რელიგიურ საზოგადოებათა გამორიცხვა აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (see, mutatis mutandis, X and Others, cited above, § 140; and Vallianatos and Others, cited above, § 85).
77. მიუხედავად იმისა, რომ ალევის რწმენა წარმოადგენს რელიგიურ მოძღვრებას, რომელსაც აქვს ღრმა ფესვები თურქეთის საზოგადოებაში და ისტორიაში, აქვს უნიკალური მახასიათებლები, ის ვერ სარგებლობს ვერანაირი სამართლებრივი დაცვით: cemevis არ არის აღიარებული სალოცავ ადგილებად, მათ რელიგიურ ლიდერებს არ აქვთ სამართლებრივი სტატუსი და მათ მიმდევრებს არ შეუძლიათ საჯარო მსახურებით სარგებლობ (ეს საკითხები დაკავშირებულია სახელმწიფოს განათლების სისტემასთანაც, იხილეთ პარაგრაფი129 ).
78. სასასამართლოს აზრით, ალევის საზოგადოების საჭიროებების უგულებელყოფით სახელმწიფომ მნიშვნელოვნად შეზღუდა პლურალიზმი და ეს დამოკიდებულება შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში პლურალიზმის შენარჩუნების ვალდებულებასთან, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებასთან ერთად. ამ მიმართულებით სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პლურალიზმი ასევე დაფუძნებულია მრავალფეროვნების, კულტურული ტრადიციების დინამიურობის, ეთნიკური და კულტურული იდენტობების, რელიგიური რწმენების, არტისტული და სოციო-ეკონომიკური იდეებისა და კონცეფციების პატივისცემაზე. სხვადასხვა იდენტობის ადამიანთა და ჯგუფების ჰარმონიული ინტერაქცია არის ჰარმონიული საზოგადოების არსებითი პირობა (იხილეთ პარაგრაფი 109).
79. განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი მთავარი არგუმენტი ეფუძნებოდა თეოლოგიურ დებატს იმის შესახებ თუ რა ადგილი ეჭირა ალევის რწმენას მუსლიმურ რელიგიაში. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომა შეუსაბამოა სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულებასთან (იხილეთ პარაგრაფები 120 და 124) და აშკარად კვეთს სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებს, თავად აირჩიოს სხვადასხვა რწმენის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფორმები (იხილეთ პარაგრაფი 132).
80. სასამართლომ უნდა აღნიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი მომჩივანთა სსიტუაციასა და იმ ადამიანების მდგომარეობას შორის, რომლებიც სარგებლობენ რელიგიური საჯარო მსახურებით. არა მხოლოდ ალევის საზოგადოება არის მიჩნეული „სუფის წესრიგად (თარიკატი) და ექვემდებარება მნიშვნელოვან შეზღუდვებს (იხილეთ პარაგრაფები 126 და 127)“ არამედ ამ საზოგადოების წევრებს არ ეძლევათ საჯარო მსახურებით მიღებული კონკრეტული სიკეთე. იმ პირობებში, როცა რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის მიერ აღიარებული მუსლიმური რელიგია არის თითქმის სრულად სუბსიდირებული, არავითარი საჯარო სერვისი არ მიეწოდება ალევის წევრებს. ალევის სპეციფიური მახასიათებლები სრულად უგულებელყოფილია ამ მიმართულებით. მეტიც, თურქული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირ მაკომპენსირებელ მექანიზმს ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
81. ამ მიმართულებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პროპორციულობის პრინციპი გულისხმობს, რომ გამოყენებული საშუალებები უნდა ემსახურებოდეს არჩეული მიზნის მიღწევას, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლომ ვერ დაინახა თუ რატომ არის აუცილებელი ალევის რელიგიის არაღიარება და საჯარო სერვისების სუბიექტებიდან სრულად გამორიცხვა ეროვნული სასამართლოების მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნების მისაღწევად.
82. მე-9 მუხლთან მიმართებით ხაზგასმული საკითხების გათვალისწინებით, სასამართლო ასევე ეჭვობს, თუ რამდენად ნათლად და სწორად განსაზღვრავს თურქული სისტემა რელიგიური დენომინაციების სამართლებრივ სტატუსს განსაკუთრებით კი ალევის. ალევის საზოგადოებას ჩამოერთვა სამართლებრივი დაცვა, რომელიც უზრუნველყოფდა მათთვის რელიგიის თავისუფლებით ეფექტურ სარგებლობას (იხილეთ პარაგრაფი 135). ამასთან აღმოჩნდა, რომ რელიგიური დენომინაციების საკითხების სამართლებრივ მოწესრიგებას აკლდა ნეიტრალური კრიტერიუმები და იყო ვირტუალურად მიუწვდომელი ალევის წარმომადგენლებისათვის, რადგან ის არ სთავაზობდა დამცველ მექანიზმებს სხვა რელიგიური წარმომადგენლების de jure ან de facto დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ (see paragraphs 29‑34 above) დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ეფუძნება პლურალიზმის, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას ჯგუფთა რელიგიური ნიშნით განსხვავება მოითხსოვს განსაკუთრებული აუცილებლობით გამართლებას. ამ მიმართულებით მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ გაუმართლებელ განსხვავებას მოპყრობაში კონკრეტული რელიგიური ჯგუფების მიმართ შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური ეფექტი ამ რელიგიის მიმდევართა რელიგიის თავისუფლებაზე (see, to the same effect, paragraph 42 of the “Joint Guidelines on the Legal Personality of Religious or Belief Communities”, paragraph 55 above).
83. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ საქმეში მისი ფუნქცია არ არის მომჩივანთა კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, რამდენადაც ისინი ფართო სფეროებს ეხება. მეტიც, სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს მოპასუხე სახელმწიფოსთვის სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფორმის თავსმოხვევა. როგორც უკვე აღინიშნა (პარაგრაფი 162), სადავო არ არის რომ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი შეფასების ფარგლები, თავად აირჩიონ თანამშრომლობის ფორმები რელიგიურ საზოგადოებებთან. თუმცა შერჩეული ფორმა უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულებას, რომ შესაბამისი კრიტერიუმები იყოს ობიექტური და არადისკრიმინაციული ხასიათის და უზრუნველყოს, რომ რელიგიურ საზოგადოებებს ქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა მოიპოვონ სტატუსი, რომელიც რელიგიური დენომინაციებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას უკავშირდება. (see, mutatis mutandis, Cumhuriyetçi Eğitim ve Kültür Merkezi Vakfı, cited above, § 49; see also paragraph 40 of the “Joint Guidelines on the Legal Personality of Religious or Belief Communities”, paragraph 55 above.
84. თურქულ საზოგადოებასა და ისტორიაში ალევის საზოგადოების ღრმა ფესვების გათვალისწინებით, ამ საზოგადოებისათვის სამართლებრივი აღიარების მნიშვნელობის, სახელმწიფოს მიერ აღმოუფხვრელი ბალანსის ერთი მხრივ უმრავლესობისათვის რელიგიური საჯარო მსახურების უზრუნველყოფით, ხოლო ალევის საზოგადოების ბლანკეტური გამორიცხვით ამგვარი სიკეთეების მიღების შესაძლებლობიდან, ასევე მაკომპენსირებელი ზომების არმიღების გათვალისწინებით სახელმწიფოს მიერ გაკეთებული არჩევანი, სასამართლოსთვის არის აშკარად არაპროპორციული დასახელებული მიზნების მისაღწევად.
85. მოსარჩელეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. ამიტომაც დარღვეულია კონვენციის მე-14 მუხლი მე-9 მუხლთან კომბინაციაში.
ამ საფუძვლებით სასამართლო,
1. აცხადებს, ერთხმად საჩივარს დასაშვებად;
2. თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ წყვეტს, რომ დაირღვა კონვენციის მე-9 მუხლი;
3. ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-9 მუხლთან ერთობლიობაში;
4. ერთხმად ადგენს, რომ დარღვევის დადგენა გულისხმობს მომჩივანთა მიერ განცდილი არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას;
5. ადგენს თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ ,
(a) რომ მოსაპუსხე სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის განმავლობაში მომჩივანს გადაუხადოს 3000 ევრო (სამი ათასი ევრო) და ყველა ის შესაძლო გადასახადი, რაც შეიძლება აღნიშნულ თანხას დაერიცხოს, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, შეთანხმების მომენტისთვის არსებული კურსით;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე, მითითებულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
6. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის დარჩენილი მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გადაცემულია 2016 წლის 26 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე.
იოჰან კალევაერტიგუიდო რაიმონდი
გამწესრიგებელი მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილებას თან ერთვის:
(a) მოსამართლეების- ვილიგერი, კელერი და კიოლბროს ნაწილობრივ განსხვავებული და ნაწილობრივ თანმხვედრი აზრი ;
(b) მოსამართლე სილვისის განსხვავებული აზრი ;
(c) მოსამართლე ვეჰაბოვიჩის განსხვავებული აზრი;
(d) მოსამართლე შპანოს განცხადება.
G.R.A.
J.C.
Full & Egal Universal Law Academy