დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრაქტიკაზე 195
აპრილი 2016
იზეტინ დოგანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (İzzettin Doğan and Others v. Turkey) [დიდი პალატა] - 62649/10
გადაწყვეტილება 26.4.2016 [GC]
მუხლი 9
მუხლი 9-1
რელიგიის თავისუფლება
რელიგიის ან რწმენის გაცხადება
უარი ალევის რწმენისათვის საჯარო მსახურების უზრუნველყოფაზე: დარღვევა
მუხლი 14
დისკრიმინაცია
ალევის წევრთა მიმართ სუნიტებისაგან განსხვავებული მოპყრობა: დარღვევა
ფაქტები – 2005 წლის ივნისში მომჩივნებმა, რომლებიც არიან ალევის რწმენის მიმდევრები, განცხადებით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, რომ მათ ჰქონოდათ საჯარო მსახურების უფლება, სალოცავებს (cemevis) მინიჭებოდა ლოცვის ადგილის ოფიციალური სტატუსი, ალევის რელიგიური ხელმძღვანელები გამხდარიყვნენ საჯარო მოხელეები და ბიუჯეტში გაკეთებულიყო სპეციალური ჩანაწერი ალევის რელიგიური პრაქტიკების განხორციელებისათვის. პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადებას უარით უპასუხა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. მოსარჩელეებთან ერთად 2000-მა ინდივიდმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში. 2007 წლის ივლისში ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები იმ მოტივით, რომ უარი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მიიჩნია. მომჩივნებმა სარჩელი შეიტანეს უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ევროპული სასამართლოს მიმართ თავიანთ საჩივარში მომჩივნები ალევის მიმდევართათვის საჯარო რელიგიური მსახურების უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარს მიიჩნევდნენ კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევად. დამატებით ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-9 მუხლთან კავშირში, რამდენადაც ალევის მიმდევრები ნაკლებად ხელსაყრელ მოპყრობას იღებდნენ ვიდრე ისლამის სუნიტური მიმდინარეობის მიმდევარი მოქალაქეები.
2014 წლის 25 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა გადაწყვიტა განსახილველად.
კანონმდებლობა
მუხლი 9: უარი, რომელიც გამოიხატებოდა ალევის რწმენის როგორც რელიგიის უარყოფაში წარმოადგენს მოსარჩელეთა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას. სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩარევა იყო „კანონით გათვალისწინებული“ და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზან კერძოდ საჯარო წესრიგის დაცვას.
ხელისუფლებამ წარმოადგინა რამდენიმე არგუმენტი ჩარევის გასამართლებლად. მათ აღნიშნეს რომ ა) ისინი თანხვედრაში იყვნენ რელიგიათა მიმართ ნეიტრალურობის ვალდებულებასთან; ბ) კანონისმიერი შეზღუდვების მიუხედავად ალევის მიმდევრებს შეეძლოთ თავისი რელიგიური რიტუალების აღსრულება დაუბრკოლებლად; გ) ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული დისკრეცია ამ მიმართულებით; დ) თურქეთში არსებობს განსხვავებები ალევიზმის განსაზღვრებებთან, რესურსებთან, რიტუალებთან, ცერემონიებთან და წესებთან მიმართებით.
სასამართლომ განიხილა ყველა ეს მიზეზი, რათა დაედგინა თითოეულის რელევანტურობა და თუ რამდენად იყო გასაჩივრებული უარი პროპორციული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის.
ა) სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება ალევის რწმენასთან მიმართებით - მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის კონსტიტუცია განამტკიცებს სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც თურქეთის სახელმწიფოს უკრძალავს გამოხატულად რომელიმე რწმენისა თუ რელიგიისათვის უპირატესობის მინიჭებას, თურქეთის სახელმწიფოს დამოკიდებულებამ ალევის მიმდევარი საზოგადოების მიმართ დაარღვია მათი ავტონომიური არსებობის უფლება, რაც არის სწორედ, მე-9 მუხლით აღიარებული ფუნდამენტური გარანტია. ხელისუფლების მხრიდან ალევის მიმდევართა საზოგადოების გაკვეული მახასიათებლების კლასიფიცირებამ გამოიწვია მათი რელიგიურ ჯგუფთა კატეგორიაში მოხვედრა, რომელსაც ეხება კანონი ნომერი 677*, რომელიც თავის მხრივ აწესებდა გარკვეულ შეზღუდვებს. აღნიშნული არ შეესაბამება სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულებას და რელიგიურ საზოგადოებათა ავტონომიურად არსებობის უფლებას.
ბ) ალევის მიმდევართა მიერ საკუთარი რწმენის თავისუფალი განხორციელება: კანონი 677 მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებდა ამ რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით. აკრძალვები უკავშირდებოდა მაგალითად წოდება „დედე-ს“ (ალევის სულიერი ლიდერი) გამოყენებას და სუფის რიტუალების ჩასატარებელი ადგილების მოწყობას. ეს რელიგიური პრაქტიკები აიკრძალა და ისჯებოდა დაპატიმრებითა და სასჯელით. სასამართლომ გამოთქვა ეჭვი, რომ რელიგიური ჯგუფი ვერ შეძლებდა საკუთარი რელიგიური პრაქტიკების განხორციელებას და საკუთარ მიმდევართათვის სულიერ წინამძღოლობას ისე რომ წინააღმდეგობაში არ მოსულიყო აღნიშნულ კანონმდებლობასთან.
მეტიც, cemevi-ს სალოცავ ადგილად გამოცხადებაზე უართან ერთად ალევის მიმდევრები სხვადასხვა წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ, რომლებიც ეხებოდა არამხოლოდ უშუალოდ რელიგიურ ორგანიზაციას ან რელიგიური საზოგადოების ცხოვრებას არამედ ალევი მშობლების შვილებს, რომლებიც დაწყებით და საშუალო სკოლებში დადიოდნენ. სასამართლომ აქამდეც გამოხატა, რომ თურქული განათლების სისტემა არ იყო შესაბამისად აღჭურვილი, რომ უზრუნველეყო ალევი მშობლების რწმენის პატივისცემა.**
მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა არაღიარებულ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, როგორიც არის ალევი, გამოიწვია უამრავი დამატებითი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსური პრობლემა სალოცავის აშენებასთან დაკავშირებით, შემოწირულობებისა და სუბსიდიების მიღებისათვის და სასამართლო ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. რელიგიური თემები ცდილობდნენ ფონდისა ან ასოციაციის სახით ფუნქციონირებას, რამდენადაც სხვადასხვა სამართლებრივ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. ამიტომაც სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცება, რომ საკუთარი რწმენის განხორციელებაში ჩაურევლობა სახელმწიფოს მხრიდან საშუალებას აძლევდა ალევის წარმომადგენლებს, რომ სრულად განეხორციელებინათ მე-9 მუხლით დაცული უფლებები.
გ) თავისუფალი შეფასების ფარგლები - სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური რწმენისა თუ მისი გამოხატვის საშუალებების მიზანშეწონილობის შეფასებას. მე-9 მუხლით დაცული უფლება იქნებოდა ძალიან თეორიული და ილუზორული თუ სახელმწიფოებისათვის მინიჭებული დისკრეციის ხარისხი მათ საშუალებას მისცემდა განემარტათ რელიგიური დენომინაციის ცნება იმდენად ვიწროდ, რომ დაეტოვებინათ არატრადიციული და უმცირესობათა რელიგიები, როგორიც არის ალევი, დაცვის სფეროს მიღმა.
დ) ალევის საზოგადოებაში კონსენსუსის არარასებობა - ფაქტი, რომ თავად ალევის საზოგადოებაში არსებობდა დებატი რწმენის ბაზისურ პრინციპებთან და თურქეთში ალევის თემის მოთხოვნებთან მიმართებით ვერ ანაცვლებს ფაქტს, რომ ის წარმოადგენს რელიგიურ ჯგუფს, რომელიც დაცულია მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებებით. ამგვარი შიდა დებატის არსებობა არ განაპირობებს მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველს იმ პირობებში, როცა თურქეთის სახელმწიფოს ჰქონდა საკმარისი დრო რომ გამოეკვეთა და თავი მოეყარა ალევის საზოგადოების საერთო მოთხოვნებისათვის. ხოლო საზოგადოებაში აღმოცენებულიყო მკაფიო კონსესუსი რწმენის ფუნდამენტურ პრინციპებთან და თავად თემის ავტონომიასთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, რელევანტური და საკმარისი მიზეზების არარსებობის პირობებში სახელმწიფო ვერ ამართლებს აღიარებაზე უარს, რამაც საშუალება არ მისცა ალევის მიმდევრებს ეფექტურად ესარგებლათ საკუტარი რელიგიის თავისუფლებით. მოპასუხე სახელმწიფომ გადააბიჯა მიხედულების ზღვარს. შესაბამისად აღნიშნული ჩარევა ვერ ჩაითვლება აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ)
მე-14 მუხლი მე-9 მუხლთან კორელაციაში: გასაჩივრებული ფაქტები, რომლების ექცევა მე-9 მუხლის დაცვის სფეროში და “რელიგია“ ხაზგასმით ნახსენებია მე-14 მუხლში, როგორც აკრძალული დისკრიმინაციის საფუძველი. შესაბამისად, ამ საქმის ფაქტები მიემართება მე-14 მუხლს.
თურქულ კანონმდებლობაში საჯარო მსახურების სტატუსით შეეძლო ესარგებლა მხოლოდ ისლამის უმრავლესობის მიერ აღიარებულ მიმდინარეობას (სუნას). ალევის მიმდევრები ვერ სარგებლობდნენ ამგვარი მსახურებით და შესაბამისი სტატუსით. იმის მიუხედავად თუ რა ადგილი უჭირავს ალევის მიმდინარეობას მუსლიმმურ თეოლოგიაში, უდავოა, რომ ამ რელიგიურ რწმენას თურქეთის საზოგადოებასა და ისტორიაში ღრმა ფესვები აქვს. ალევის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს რელიგიური საზოგადოება, რომელსაც განსხვავებული მახასიათებლები ჰქონდა მრავალი მიმართულებით, მათ შორის თეოლოგიური დოქტრინის, ძირეული რელიგიური პრაქტიკების, რიტუალების, სალოცავი და საგანმანათლებლო ადგილების მიმართულებით. ამ რწმენის მიმდევართა საჭიროებები საჯარო მსახურების აღიარებასთან დაკავშირებით არის იმ საზოგადოების საჭიროებათა მსგავსი, რომელთა რელიგიური მსახურებებიც მიჩნეულია საჯარო მსახურებებად. შესაბამისად, ალევის მიმდევართა შედარება შესაძლებელია იმ ბენეფიციართა მდგომარეობასთან, რომლებიც სარგებლობენ რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ უზრუნველყოფილი საჯარო მსახურებით.
მე-9 მუხლით დაცული რელიგიის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას თავისუფლად გამოხატოს საკუთარი რელიგია საზოგადოებაში კერძო და საჯარო სივრცეში ლოცვის, სწავლების, დაკვირვების ფორმით. შესაბამისად, მომჩივნები არიან ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში ვიდრე ის ბენეფიციარები, რომლებსაც ეძლევათ საჯარო ლოცვის შესაძლებლობა.
განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი მთავარი არგუმენტი ეფუძნებოდა თეოლოგიურ დებატს იმის შესახებ, თუ რა ადგილი ეჭირა ალევის რწმენას მუსლიმურ რელიგიაში. ამგვარი მიდგომა შეუსაბამოა სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულებასთან და აშკარად ცდება სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებს, თავად აირჩიოს სხვადასხვა რწმენის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფორმები. კერძოდ, მოსარჩელეთა მდგომარეობასა და იმ ინდივიდთა, რომლებიც სარგებლობდნენ საჯარო მსახურებით, მდგომარეობას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსია გავრცელებული სამართლებრივი რეჟიმებისა და სუბსიდიებზე წვდომის თვალსაზრისით. სასამართლომ ვერ დაინახა თუ რატომ გულისხმობდა სეკულარული სახელმწიფოს შენარჩუნება ალევის რწმენის არაღიარებას და მისი დატოვება საჯარო მსახურებით მიღებული სარგებლის გარეშე.
მე-9 მუხლთან მიმართებით ხაზგასმული საკითხების გათვალისწინებით, სასამართლო ასევე ეჭვობდა, თუ რამდენად ნათლად და სწორად განსაზღვრა თურქულმა სისტემამ რელიგიური დენომინაციების სამართლებრივი სტატუსი განსაკუთრებით კი ალევის. ალევის საზოგადოებას ჩამოერთვა სამართლებრივი დაცვა, რომელიც უზრუნველყოფდა მათთვის რელიგიის თავისუფლებით ეფექტურ სარგებლობას. ამასთან აღმოჩნდა, რომ რელიგიური დენომინაციების საკითხების სამართლებრივ მოწესრიგებას აკლდა ნეიტრალური კრიტერიუმები და იყო ვირტუალურად მიუწვდომელი ალევის წარმომადგენლებისათვის, რადგან ის არ სთავაზობდა დამცველ მექანიზმებს სხვა რელიგიური წარმომადგენლების de jure ან de facto დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ეფუძნება პლურალიზმის, კულუტურული მრავალფეროვნების პატივისცემას, ჯგუფთა რელიგიური ნიშნით განსხვავება მოითხსოვს განსაკუთრებული აუცილებლობით გამართლებას.
რელიგიურ ჯგუფებთან თანამშრომლობის ფორმის შერჩევის მიუხედავად, სახელმწიფო იყო ვალდებული, რომ ჩამოეყალიბებინა ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რათა რელიგიურ ჯგუფებს ქონოდათ შესაძლებლობა განეცხადებინათ სტატუსის მოპოვების სურვილზე, რომელსაც გარკვეული აპირატესობები მოჰყვებოდა რელიგიური დენომინაციებისთვის.
საბოლოოდ, თურქულ საზოგადოებასა და ისტორიაში ალევის საზოგადოების ღრმა ფესვებისა და ამ საზოგადოებისათვის სამართლებრივი აღიარების მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს უუნარობად, დაასაბუთოს აშკარა დისბალანსი უმრავლესობისათვის რელიგიური საჯარო მსახურების მეშვეობით ისლამის აღქმის უზრუნველყოფითა და ამ მსახურებისგან ალევის საზოგადოების ბლანკეტური გამორიცხვითა და მაკომპენსირებელი ზომების არმიღებით, სახელმწიფოს მიერ გაკეთებული არჩევანი სასამართლოსთვის არის აშკარად არაპროპორციული დასახელებული მიზნების მისაღწევად. მომჩივანთა მიმართ განსხვავებული მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 41: დაღვევის დადგენა უტოლდება არამატერიალური ზიანის საკმარისად და ჯეროვნად ანაზღაურებას.
* 1925 წლის 30 ნოემბრის კანონი 677 დერვიშთა მონასტრებისა და საფლავების დახურვის, საფლავთა მცველის პოზიციის გაუქმების და გარკვეული წოდებების გაუქმების შესახებ
** იხილეთ მანსურ იალჩინი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Mansur Yalçın and Others v. Turkey, 21163/11, 16 სექტემბერი 2014, Information Note 177.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy