© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #115
2009 წლის იანვარი
CooperatieveProducentenorganisatie van de NederlandseKokkelvisserij U.A. v. the Netherlands - 13645/05
გადაწყვეტილება 20.1.2009 (III სექცია)
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
საქმის სამართლიანი მოსმენა
შეჯიბრებითი პროცესი
ევროპული თანამეგობრობის სასამართლოს უარი მესამე მხარისთვის უფლების მინიჭებაზე პასუხი გასცეს გენერალური პროკუროის მოსაზრებას: დაუშვებელია
1999 და 2000 წლის ივლისში, მომჩივანის ასოციაციამ მიიღო ლიცენზია რომელიც მას მოლუსკებზე თევზაობის უფლებას ანიჭებდა ევროპის თანამეგობრობის გარემოს დაცვის კანონმდებლობით დაცულ ტერიტორიაზე.
2001 წელს ორმა გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლო წარმოება დაიწყო იმ საფუძვლით რომ მოლუსკებზე მექანიკური თევზაობა იწვევს გრძელვადიან და სავარაუდოდ უკუქცევად ზიანს ეკოლოგიურად მოწყვლად ტერიტორიებზე. ეროვნული სასამართლო ევროკავშირის ხელშეკრულების მუხლი 234-ის საფუძველზე ცდილობდა წინასწარი გადაწყვეტილების მიღებას ევროპული თანამეგობრობის სასამართლოდან (ECJ). არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მომჩივანმა ასოციაციამ, მოპასუხე სახელმწიფომ და ევროკომისიამ წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები ევროპული თანამეგობრობის სასამართლოში. წერილობით წარდგენილი სამართალწარმოების შემდეგ, ევროპული თანამეგობრობის სასამართლომ ჩაატარა ზეპირი მოსმენა. მოგვიანებით კი გენერალური პროკურორის სარეკომენდაციო მოსაზრება საჯაროდ იქნა წაკითხული. მომჩივანმა ასოციაციამ მოითხოვა მისთვის უფლების მინიჭება წარედგინა წერილობითი პასუხი მოსაზრებაზე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეპირი სამართალწარმოების ხელახლა გახსნის მოთხოვნა ან სარეკომენდაციო მოსაზრების გადახედვის სხვა შესაძლებლობა. ევროპული თანამეგობრობის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და მიუთითა რომ მომჩივან ასოციაციას არ წარმოუდგენია კონკრეტული ინფორმაცია რომელიც დაამტკიცებდა რომ ზეპირი მოსმენის ხელახლა გახსნა იყო საჭირო და აუცილებელი. 2004 წელს ევროპული თანამეგობრობის სასამართლომ გამოსცა წინასწარი გადაწყვეტილება და დაადგინა რომ საზოგადოებრივი სამართლიდან გამომდინარე მოპასუხე სახელმწიფოს შეეძლო გაეცა მომჩივანი ასოციაციისთვის ლიცენზია მოლუსკების მექანიკურ თევზაობაზე იმ შემთხვევაში თუ გონივრულ სამეცნიერო ეჭვს მიღმა დამტკიცდებოდა რომ ესეთი თევზაობა არ მოახდენდა უარყოფით გავლენას ბუნებაზე შესაბამის ტერიტორიაზე. ეროვნულმა სასამართლომ დართო ნება სამართალწარმოების მონაწილეებს პასუხი გაეცათ წერილობით ევროპული თანამეგობრობის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ჩაატარა დამატებითი მოსმენა გადაწყვეტილების გაცემამდე. დაადგინა რა დამტკიცებულად, საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საჭირო სამეცნიერო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, მიიჩნია რომ მოლუსკებზე მექანიკური თევზაობის გავლენა ბუნებაზე იქნებოდა “მნიშვნელოვანი”, მან გააუქმა მოლუსკებზე თევზაობის ლიცენზია გაცემული მომჩივან ასოციაციაზე. მომჩივანი ასოციაცია მიიჩნევს რომ მისი უფლება შეჯიბრებითი პროცესის შელახულ იქნა მაშინ როდესაც ევროპის თანამეგობრობის სასამართლომ უარი უთხრა მას ეპასუხა გენერალური პროკურორის მოსაზრებისთვის.
დაუშვებელი: სასამართლო სამართალწარმოება იმ ვარაუდით რომ მუხლი 6 იყო შესაბამისი ევროპის თანამეგობრობის სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურებთან მიმართებით. ვინაიდან მომჩივანის სარჩელი უნდა ჩათვლილიყო ევროპული თანამეგობრობის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს როგორც საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია და არ არის კონვენციის მონაწილე, სარჩელი შეუთავსებადია კონვენციის დებულებებთან ratione personae.
მიუხედავად ამისა, ნიდერლანდების სამეფოს როგორც მოპასუხე მხარის პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული, ვინაიდან მომჩივანის სარჩელი ეფუძნებოდა ევროპის თანამეგობრობის სასამართლოს ჩარევას რომელიც ეროვნული სასამართლოს მიერ იქნა მოთხოვნილი მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით (ბოივინი საფრანგეთის წინააღმდეგ საქმისგან განსხვავებით; საინფომრციო ჩანაწერი #111). ინტერპრეტაცია რომელიც ევროპული თანამგობრობის სასამართლომ მიანიჭა საზოგადოებრივ სამართალს იყო ავტორიტეტული და ეროვნულ სასამართლოს არ შეეძლო მისი იგნორირება. მაგრამ არსებობდა პრეზუმცია, რომ ხელშემკვრელ მხარეს არ დაურღვევია კონვენციის მოთხოვნები, როდესაც მან მიიღო ზომები იმ სამართლებრივი ვალდებულების შესაბამისად რომელიც გამომდინარეობდა მისი საერთაშორისო ორგანზიაციაში წევრობიდან, რომელსაც მან გადასცა საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი სანამ შესაბამისი ორგანიზაცია არსებითად დაიცავდა ფუნდამენტურ უფლებებს და ასევე მოახდენდა მისი შესრულების ზედამხედველობას იმ წესის შესაბამისად რომელიც კონვენციით იყო უზრუნველყოფილი (იხილეთ ბოსფორის ავიახაზები ირლანდიის წინააღმდეგ საინფორმაციო ჩანაწერი #76). დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ეს პრეზუმცია ეხება არა მხოლოდ ქმედებებს რომელსაც ხელშემკვრელი სახელწმიფო ახორციელებს არამედ იმ პროცედურებსაც რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია და კონკრეტულად კი ევროპული თანამეგობრობის ასოციაცია იყენებს. აქედან გამომდინარე, დაცვის ეს მექანიზმი არ უნდა ყოფილიყო იდენტური კონვენციის მე-6-ე მუხლით განსაზღვრული დაცვის მექანიზმისა; პრეზუმცია შესაძლოა უკუგდებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული საქმის გარემოებებით ჩაითვალა რომ კონვენციით გარანტირებული უფლების დაცვა აშკარად არასაკმარისი იყო. სასამართლომ იმის გამოკვლევისას ევროპული თანამეგობრობის სასამართლოს წინაშე არსებულმა წარმოებამ უზრუნველყო თუ არა მომჩივანის უფლებების თანაბარი დაცვა მნიშვნელობა მიანიჭა ევროპული თანამეგობრობის სასამართლოს რეგლამენტის 61-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც შესაძლებლობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ თეორიული. იყო თუ არა განხილული არსებითად ზეპირი სამართალწარმოების პროცედურების განახლების მოთხოვნა მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურორმა საჯაროდ წაიკითხა საკუთარი მოსაზრება თუ ევროპის თანამეგობრობის სასამართლომ მიიჩნევდა საჭიროდ ამის გაკეთებას იმასთან მიმართებით რომ ერთ-ერთმა მხარემ მოითხოვა სამართალწარმოების განახლება. ეროვნულ სასამართლოს შეეძლო დამატებითი მოთხოვნის წარდგენა წინასწარი მოსაზრების თაობაზე ევროპის თანამეგობრობის სასამართლოში თუ ის ვერ შეძლებდა საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას პირველი წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ გარემოებების გათვალსიწინებით, მომჩივანმა ასოციაციამ ვერ შეძლო პრეზუმციის უკუგდება რომ ევროპის თანამეგობრობის სასამართლოში არსებულმა წარმოებამ უზრუნველყო უფლებების თანაბარი დაცვა: აშკარად დაუსაბუთებელი.
ასევე იხილეთ საქმე კომპანია ემესა შუგარი ნიდერლანდების წინააღმდეგ, საინფომრაციო ჩანაწერი #71
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy