© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128
2010 წლის მარტი
დემოპულოსი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ - 46113/99
გადაწყვეტილება 1.3.2010 (GC)
მუხლი 35
მუხლი 35-1
ეროვნული მექანიზმების აღმოფხვრა
ეფექტური ეროვნული მექანიზმი
უძრავი ქონების კომისიისგან გამოსწორების ვერ მიღება კანონი #67/2005 შესაბამისად ჩრდილოთ კიპრზე ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით 1974 წელს: დაუშვებელი
ფაქტები – მომჩივნები არიან კვიპროსის მოქალაქეები ბერძნულ – კიპრული წარმოშობის, რომელთა სარჩელი, ინტერ ალია, ეხება მათი საკუთრების უფლების ჩამორთმევას და ჩრდილოეთ კიპრზე მათი სახლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას მას შემდეგ რაც ტერიტორია მოექცა “ჩრდილოეთ კიპრის თურქული რესპუბლიკის” (“TRNC”) კონტროლის ქვეშ 1974 წელს. თურქეთის მთავრობამ გაასაჩივრა მათი სარჩელი, იმ საფუძვლით რომ მომჩივნებმა არ ამოწურეს ეროვნული მექანიზმები, განსაკუთრებით კი ის მექანიზმები რომელიც განსაზღვრულია კანონით #67/2005.
კანონი #67/2005 მიღებულია “TRNC”–ის ხელისუფლების მიერ პილოტურ საქმეზე ქსენიდეს-არესტისი თურქეთის წინააღმდეგ (#46347/99, 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, საინფომრაციო ჩანაწერი #81) სასამართლო გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ავალდებულებს თურქეთს შეიმუშაოს ეფექტური გამოსწორების მექანიზმი ტერიტორიის ფარგლებში საკუთრების უფლების შელახვისთვის. ამ კანონის ფარგლებში შეიქმნა უძრავი ქონების კომისია (IPC), რომელსაც აქვს უფლებამოსილება გამოსცეს ქონების რესტიტუციის ან გაცვლის ან კომპენსაციის გაცემის შესახებ ბრძანება. მომჩივნები ვალდებულნი იყვნენ წარმოედგინათ ქონების ფლობის დამდასტურებელი საბუთები ან სხვა მტკიცებულებები. IPC–ის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლებოდა TRNC–ის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. 2009 წლის ნოემბრიდან IPC–ში შეტანილი საქმეების რაოდენობა 433 აღწევდა. აქედან 85 საქმის განხილვა დასრულებული იყო და უმეტესობა მათგანი დასრულდა მეგობრული შეთანხმებით. 70-ზე მეტ შემთხვევაში გაიცა კომპენსაცია. რესტიტუციის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული 4 შემთხვევაში და 2 სხვა შემთხვევაში ქონების გაცვლაზე შეთანხმება დაიდო.
კანონი – დამატებითი ოქმი #1 მუხლი 1: მომჩივნები დაობდნენ რომ მათ არ მოეთხოვებოდათ IPC –ის სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენება ვინაიდან პირველ რიგში, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და მეორე, არცერთ შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის ეს საშუალება არ იყო ეფექტური.
(ა) მომჩივანზე IPC –ის სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოწურვის მოთხოვნის გამოყენებადობა – პირველი საკითხი ეხება ქრონოლოგიურ საკითხს: მოეთხოვებათ თუ არა მომჩივნებს ამოწურონ სამართლებრივი დაცვის საშუალება რომელიც ამოქმედდა მას შემდეგ რაც მათ განაცხადი შეიტანეს სასამართლოში? სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების საქმე ჯდებოდა გამონაკლისებში ვინაიდან იმის განსაზღვრისთვის მოხდა თუ არა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვა სარჩელის შეტანის დღე ჩაითთლება საორიენტაციო თარიღად, ვინაიდან კანონი # 67/2005 მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ამოქმედდა კონკრეტულად იმისათვის რომ სასამართლოს წინაშე არსებულ მსგავს საქმეებში მომხდარიყო ნაკლოვანების გამოსწორება. სასამართლომ მიიჩნია სარჩელით მიმართვა ხელოვნურ მექანიზმად, ვინაიდან კანონი #67/2005 შეიქმნა “TRNC” –ის მიერ და ის არ წარმოადგენდა თურქეთის ეროვნული კანონმდებლობის ნაწილს. ამასთანავე სასამართლომ განიხილა რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ სახელმწიფოთაშორის საქმეში დაადგინა ბერძნულ-კიპრული ქონებრივი უფლებების დარღვევის არსებული ადმინისტრაციული პრაქტიკა “TRNC”–ში რაც არ ათავისუფლებს მომჩივანს ამოწუროს ეროვნული მექანიზმი: მდგომარეობა გაუმჯობესდა (ახალი კანონის მიღებით და უფრო უკეთესი პოლიტიკური კლიმატის გამო) და ადმინისტრაციული პრაქტიკის აღმოფხვრა სახლემწიფოების ვალდებულება იყო. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა არგუმენტი რომ ამოწურვის მოთხოვნა მოახდენს უკანონო ქმედების ლეგიტიმაციას. მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოსწორების მოლოდონში, პირებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ესარგებლათ საკუთარი უფლებების დაცვით ყოველდღიურად. კონვენციის ფარგლებში ინდივიდუალური პეტიციის უფლება ვერ ჩაანაცვლებდა ფუნქციურ მართლმსაჯულების სიტემას და სისხლის და სამოქალაქო კანონმდებლობის აღსრულების ჩარჩო სისტემას. შესაბამისი ეროვნული ორგანო, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია სადაო ქონება, რეესტრი და ჩანაწერები, აშკარად უფრო უკეთესი ფორუმი და საშუალებაა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გადასაწყვეტად, შეფასებისა და ფინანსური კომპენსაციისთვის. იმ შემთხვევაშიც კი თუ მომჩივნები არ ცხოვრობდნენ “TRNC” –ის კონტორლის ქვეშ ამოწურვის წესი მათზე მაინც ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ ეფექტური სამართლებრივი დაცვის მექანიზმი ხელმისაწვდომია. ეს დასკვნა არავითარ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ არ აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებას “TRNC” –ის შექმნასთან დაკავშირებით ან იმ ფაქტს რომ კვიპროსის რესპუბლუკის მთავრობა შენარჩუნებულ იქნა ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად. შესაბამისად, “TRNC”-ში ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები განსაკუთრებით კი IPC–ის პროცედურა შეიძლება ჩაითვალოს როგორც “ეროვნულ მექანიზმად” რომლიდან გამონაკლისი არ მოქმედებს.
(ბ) სამართლებრივი დაცვის შემოთავაზებული საშუალების ეფექტიანობა - IPC-ის სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობა სადაო გახდა რამოდენიმეჯერ, მათ შორის მის მიერ შემოთავაზებული გამოსწორების ბუნება, დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შესაძლო ნაკლებობა, კომპენსაციის ხარისხის ადექვატურობა და ხელმისაწვდომობის და ეფექტიანობის ნაგულვები ნაკლებობა.
(I)გამოსწორების საშუალების ბუნება: სასამართლომ უარყო შემოთავაზება რომ IPC იყო სიყალბე და შენიღბული ქმედება. საერთაშორისო სამართლის პოზიცია და სასამართლოს დადგენილება აღიარებული იყო “TRNC”–ის შიდა უწყებებით, კონკრეტულად კი “TRNC”–ის საკონსტიტუციო სასამართლოთი, რომელიც ითხოვდა კანონის ისე ინტერპრეტაციას, რომელიც საშუალებას მისცემდა ბერძნულ-კვიპროსული წარმოშობის მფლობელებს დაებრუნებინათ ქონება ან მიეღოთ კომპენსაცია. ამასთანავე, თურქეთის მთავრობა აღარ დაობდა მათ პასუხისმგებლობაზე კონვენციის ფარგლებში იმ ტერიტორიებზე რომელსაც აკონტროლებდა “TRNC”–ი და ამით არსებითად აღიარებდა ბერძნულ-კვიპროსული წარმოშობის მფლობელების უფლებას სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე მათი დამატებითი ოქმი #1 მუხლი 1-ით განსაზღვრული უფლებების შელახვისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში არ არსებობდა საფუძველი იმის დადგენის, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალების ადექვატურობაზე გავლენას ახდენდა უკანონობის ან უფლების შელახვის ფორმალური გამოვლინების ნაკლებობა.
მთავარი კრიტიკა მოდიოდა ბერძნულ-კვიპროსული წარმოშობის მფლობელთა რესტიტუციაზე შეზღუდულ დამოკიდებულებაზე, სასამართლომ დაადგინა რომ თუ რესტიტუტიო ინ ინტეგრუმ არ არის შესაძლებელი წევრ სახელმწიფოს აქვს ალტერნატიული საშუალება გადაიხადოს კომპენსაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ აშკარად უკანონო ან საზარელი კომფინსკაციას განხორციელდა. პრინციპში განსხვავება არ წარმოიშობა როდესაც უკანონობა ხდება საერთაშორისო დონეზე. ქონება წარმაოდგენს მატერიალურ ქონებას რომელიც შეიძლება შეფასდეს და დაკომპენსირედეს ფულადი ფორმით. შესაბამისად ქონების გაცვლა შეიძლება ჩაითვალოს გამოსწორების დასაშვებ ფორმად. მოვლენებიდან ოცდათხუმეტი წლის შემდეგ სასამართლოს მიერ ვალდებულების დაკისრება მოპასუხე სახელმწიფოზე ყველა საქმეში რესტიტუციასთან დაკავშირებით, ან თუნდაც ყველა საქმეში გარდა იმ საქმეებისა რომელიც მატერიალურად შეუძლებელი იქნებოდა, სხვა გარემოებების გათვალისწინების გარეშე, განსაკუთრებით კი მესამე მხარის პოზიციის, ჩაითვლებოდა თვითნებურ და წინდაუხედავ ქმედებად. სახელწმიფოზე უპირობო ვალდებულების დაკისრება ქალების, მამაკაცების და ბავშვების პოტენციურად დიდი ოდენობის გამოსახლება და სახლებით უზრუნველყოფა იმ მიზნითაც კი რომ დაცული ყოფილიყო დაზარალებულთა უფლებები განსაზღვრული კონვენციით ვერ იქნება სასამართლოს ამოცანა. სასამართლომ უნდა დაუტოვოს ქონებრივი უფლებების შელახვის გამსოწორების საშულება ხელშმეკვრელ სახლემწიფოებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან როგორ შეაფასონ პრაქტიკული მხარეები, პრიორიტეტები და კონფლიქტური ინტერესები ეროვნულ დონეზე იმ სიტუაციაშიც კი როგორიც ჩრდილოეთ კვიპროსზეა.
(II)დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა: IPC-ი შედგება ხუთიდან შვიდ წევრამდე, მათ შორის ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო წევრი. დანიშვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის და დასაქმების პირობების განმსაზღვრელი წესები მსგავსია იმ წესების რომელიც მოქმედებს “TRNC”–ის სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს წევრებზე. ის პირები რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდათ ბერძნულ-კვიპროსული ქონება არ დაიშვებოდნენ წევრებად. სასამართლო ვერ დარწმუნდა რომ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული რეჟიმის არაკანონიერი ბუნება, თურქული სამხედო მოსამსახურეების ქვეყანაში ყოფნა ან “TRNC” –ის პრეზიდენტის დანიშვნის უფლებამოსილება გავლენას იქონეიბდა IPC–ის წევრების სუბიექტიურ ან ობიექტურ მიუკერძოებლობასა ან დამოუკიდებლობაზე.
(III)კომპენსაციის დონეები: რაც შეეხება რაოდენობას, სასამართლო ვერ დარწმუნდა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე რომ კანონი # 67/2005 ავტომატურად ვერ დააკმაყოფილებს მისაღები კომპენსაციის სტანდარტს;
(IV)ხელმისაწვდომობა და ეფექტიანობა: სასამართლომ აღნიშნა რომმომჩივნებს მოეთხოვებოდათ საკუთრების უფლების მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებულების სტანდარტის ფორმულირება ეროვნულ კანონმდებლობაში ვერ იქნება განხილული პრაქტიკისგან იზოლირებულად და აშკარა იყო რომ დაუკმაყოფილებელი სარჩელების რაოდენობა არ იყო მნიშვნელოვანი რაოდენობის. საკუთრების დამატკიცებული საბუთების ან სხვა მტკიცებულებების წარდგენა, რაც ხშირად რთული იყო გარკვეულ შემთხვევბში, აშკარად საჭირო და გარდაუვალი იყო. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საბიუჯეტო დებულება ჩადებული კანონი #67/2005-ში კომპენსაციის გადახდისთვის და გარანტიები მიცემული მომჩივნებისთვის მათი წარმომადგენლებისთვის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. სასამართლომ მიიჩნია რომ IPC –ის პროცედურა არ იყო ნელი, რთული ან ხელმიუწვდომელი და რომ მოსარჩელეთა პრეტენზიები სხვადასხვა საპროცესო საკითხებზე იყო გამართლებული. სასამართლომ ასევე ვერ დაადგინა ზეწოლამომჩივნებზე მოეგვარებინათ დავები მორიგებით. ნებისმიერ შემთხვევაში თუ მომჩივანი ჩათვლის რომ იყო არსებითი უკანონობა ან საპროცესო დარღვევა მან უნდა მიმართოს “TRNC”–ის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში აპელაციით.
შესაბამისად, კანონი #67/2005 იძლევა ხელმისაწვდომ და ეფექტიან საშუალებას სამართლებრივი დაცვის მექანიზმის მიღების იმ სარჩელებთან დაკავშირებით რომელიც ეხება ქონებრივ დავას ბერძენ-კვიპროსელთა მფლობელობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მომჩივანს არ გამოუყენებია ეს მექანიზმი, მათი სარჩელი დამატებითი ოქმი #1 მუხლი 1-ის ფარგლებში უარყოფილია ეროვნული მექანიზმების არ ამოწურვის გამო.
დასკვნა: დაუშვებელია ( არ არის ამოწურული ეროვნული მექანიზმები)
მუხლი 8: კანონი #67/2005 ასევე აძლევს საშუალებას მომჩივნებს რომლებიც ფლობდნენ ქონებას სარჩელით მიმართონ IPC–ს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, საკმაოდ ფართო კატეგორია რომელიც იძლევა საშუალებას სახლის დაკარგვით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის. შესაბამისად მუხლი 8-ის საფუძველზე წარდგენილი სარჩელი მომჩივანის მიერ ქონების დაკაგრვასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ ეროვნულ დონეზე არსებული მექანიზმების არ ამოწურვის გამო ვინაიდან მომჩივანს მსგავსი სარჩელით არ მიუმართავს IPC–ითვის.
დასკვნა: დაუშვებელია ( არ არის ამოწურული ეროვნული მექანიზმები)
ერთერთი მომჩივანი გათავისუფლებული იყო ეროვნული მექანიზმების ამოწურვის მოთხოვნისგან ვინაიდან მას არ წარუდგენია სარჩელი ქონებასთან დაკავშირებით და არც რელაური საფუძველი არსებობდა IPC –ისთვის მიმართვის. ამიტომ მისი სარჩელი რომ მას შეზღუდული ჰქონდა საკუთარი სახლის ხელმისაწვდომობა იყო აშკარად დაუსაბუთებელი ვინაიდან მთელი მისი ცხოვრება ის სხვაგან ცხოვრობდა. ფაქტი რომ მას შესაძლოა მიეღო მემკვიდრეობით ქონების წილი მომავალში იყო ჰიპოტეტური და სპეკულაციური განცხადება და არ ჰქონდა კონკრეტული კავშირი. ასე რომ მოცემული დროისთვის არ არსებობდა არანაირი ჩარევა მის ქონებრივ უფლებებში.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy