© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი N.156
ოქტომბერი 2012
ჯოკაბა ლამბი ლონგა ნიდერლანდების წინააღმდეგ (დეკ.) – 33917/12
განჩინება 9.10.2012 (მე-III სექცია)
პირველი მუხლი
სახელმწიფოთა იურისდიქცია
იურისდიქცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგამოძიებო იზოლატორში (ჰააგა) წინასწარ პატიმრობაში მყოფი კონგოელი პატიმრის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაეცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეურვეობაში: დაუშვებელია
ფაქტები - მომჩივანი, კონგოელი ეროვნების პირი, 2005 წელს კინშასაში დაპატიმრებული და მკვლელობაში მონაწილეობასა ან თანამონაწილეობაში ბრალდებული. მას წინასწარი დაკავების ვადა რამოდენიმეჯერ გაუგრძელდა. მომჩივანი 2011 წლის მარტში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პატიმრობაში გადაიყვანეს, რათა დაცვის მოწმის სტატუსით ჩვენება მიეცა, რაც მან 2011 წლის მარტსა და აპრილში განახორციელა; 2011 წლის ივნისში კი მომჩივანმა ნიდერლანდების მთავრობას თავშესაფრის თხოვნით მიმართა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა, შეეჩერებინა მისი დაბრუნება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 2011 ივლისში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პირველმა პალატამ გადაწყვიტა, ნიდერლანდების მთავრობისთვის მიეცა შესაძლებლობა, განეხილა მომჩივნის თხოვნა თავშესაფრის შესახებ და რომ მომჩივანს ექარმოებინა საკუტარი საქმე. 2011 წლის სექტემბერში ნიდერლანდების საიმიგრაციო და ნატურალიზაციის სამსახურმა მომჩივანს შეატყობინა, რომ ვინაიდან მომჩივანი ნიდერლანდების იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფებოდა, მისთვის თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა განიხილებოდა, როგორც დაცვის შესახებ მოთხოვნა, გაძევების აკრძალვის ფარგლებში, რაც 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციისა და კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარეობდა. მოგვიანებით, მომჩივანმა თავისი დაკავების კანონიერება გაასაჩივრა ნიდერლანდების სასამართლოში, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად ნიდერლანდების მზადყოფნისა გაეთვალისწინებინა მომჩივნის თხოვნა დაცვის შესახებ, მან მიმართა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თხოვნით, მომჩივანი პატიმრობაში დაეტოვებინა, თუმცა მომჩივნის დაკავება ნიდერლანდების მთავრობის უფლებამოსილებას ან კონტროლს არ დაექვემდებარა. მომჩივანმა ევროპის სასამართლოში შეიტანა საჩივარი იმის თობაზე, რომ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგამოძიებო იზოლატორში მისი პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო. კონგოს მიერ დაკავების უფლებამოსილების ვადა 2007 წლის ივლისში ამოიწურა და აღარ გაგრძელებულა. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი, ის პატიმრობაში დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც მან ჩვენება მისცა. ნიდერლანდების მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ ეროვნული კანონმდებლობით არსებობდა მომჩივნის დაკავების უფლება. ის აგრეთვე ამტკიცებდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მას ეროვნული საკანონმდებლო სისტემის ფარგლებში მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრების ეფექტიანი სუშალება არ ჰქონდა. 2012 წლის სექტემბერში მომჩივანმა თავშესაფრის მოთხოვნა გამოითხოვა. ამჟამად ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგამოძიებო იზოლატორში, შევენინგენის ციხეშია (ჰააგა) მოთავსებული.
სამართალი - 37-ე მუხლი, ნაწილი 1-ლი: მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა თავშესაფრის მოთხოვნა უკან გამოიწვია, რაც ცალსახად გულისხმობდა იმას, რომ მომჩივანმა უარი თქვა ნიდერლანდების ხელისუფლებისგან მისი პატიმრობიდან გათავისუფლების ბრძანების მოპოვების მცდელობაზე, არც ამის და არც საჩივრის გამოტანის შესახებ უშუალოდ მომჩივანმა სასამართლოს არ შეატყობინა (მუხლი 47-ე, ნაწილი მე-6). ამგვარად, სასამართლო დარჩა გაურკვევლობაში, სურდა თუ არა მომჩივანს მისი საქმის არსებითი განხილვა. საჩივარი კონვენციის პირველი მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრიდა. კერძოდ, საჩივარი ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალების ფუნქციონირების ძირითად ასპექტებს ეხებოდა, ისეთი ტრიბუნალების, რომელთაც პირების პატიმრობაში ყოლის უფლებამოსილება გააჩნიათ. მეტიც, მოცემული საჩივრით წამოწეულ კითხვებზე პასუხის გაცემა სასწრაფოდ იყო საჭირო იმ გაურკვევლობის გათვალისწინებით, რომელიც მსგავს საქმეზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით წარმოიშვა. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა, ეს საჩივარი განსახილხველ საქმეთა ნუსხიდან არ ამოერიცხა.
მუხლი პირველი: ვინაიდან მომჩივანმა ტერიტორიული პრინციპის გამოყენება მოითხოვა, სასამართლოს აზრით, ეროვნული თუ საერთაშორისო ტრიბუნალისთვის დაცვის მოწმეების გამოცხადების უზრუნველსაყოფად შესაბამისი უფლებამოსილების არქონა, წარმოუდგენელია. მოწმეების პატიმრობაში ყოლის ძალაუფლება, იმ საფუძვლით, რომ მათ ჩვენებების მიცემა არ სურდათ, ან იმიტომ, რომ ისინი დაკავებულები სხვა მიზეზის გამო იყვნენ, არის აუცილებელი მოთხოვნა. ეს ძალაუფლება ნაგულისხმევია ნატოს შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც მე-VII მუხლის საფუძველზე გამგზავნ სახელმწიფოებს წესრიგის დამყარების და გასამართლების ექსტრატერიტორიულ უფლებამოსილებას ანიჭებს; ამასთან დაკავშირებით ცალსახა დებულება იყო ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის პროცედურისა და მტკიცებულებათა წესების 90-ე bis წესში. მომჩივანი ნიდერლანდებში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესზე როგორც დაცვის მოწმე ჩამოიყვანეს. ქვეყანაში, საიდანაც იყო წარმოშობით, ის უკვე დაკავებული იყო და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. ის ფაქტი, რომ მომჩივანს თავისუფლება ნიდერლანდების ტერიტორიაზე ჰქონდა შეზღუდული თავისთავად არ იყო საკმარისი საიმისოდ, რომ დასმულიყო საკითხი მისი ნიდერლანდების „იურისდიქციის“ ქვეშ პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ფორმულირება უნდა ყოფილიყო გაგებული კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშნელობით. მანამ, სანამ მომჩივანი არც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბრუნებულა და მოთხოვნისამებრ, არც ნიდერლანდების ხელისუფლებისთვის გადაცემულა, მისი დაკავების სამართლებრივ საფუძვლად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტის 93-მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება რჩებოდა. საერთო ჯამში, მომჩივნის დაკავებას საფუძვლად ედო საერთაშორისო სამართლის დებულებები, რომლითაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო ნიდერლანდებისთვის.
რაც შეეხება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის თითქოსდა არასაკმარის გარანტიებს, პროცედურებისა და მტკიცებულებათა წესების 87-ე და 88-ე წესების თანახმად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, მოითხოვოს დამცავი ზომები, ან სხვა სპეციალური ზომები, რომელიც უზრუნველყოფს, მოწმეების ძირითადი უფლებების დაცვას. მომჩივნის ვარაუდის საპირისპიროდ, სასამართლო პალატის მიერ ზემოხსენებული უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული ბრძანებულებები ვერ გახდება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ პირის პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებელი წინაპირობა. სახელმწიფოს, რომელიც მის ტერიტორიაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მასპინძლობას დასთანხმდა, ტრიბუნალსა და არა-წევრ სახელმწიფოებს შორის კანონიერად დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის კანონიერების განხილვას კონვენცია არ ავალდებულებს.მომჩივნის საბოლოო არგუმენტი იყო ის, რომ ვინაიდან ნიდერლანდები მის თავშესაფრის მოთხოვნის განხილვას დასთანხმდა, ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ნიდერლანდებმა ასევე თავისთავზე აიღო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ტერიტორიაზე მისი პატიმრობის კანონიერების განხილვა და თუ დაადგინა, რომ მისი დაკავება, სავარაუდოდ მის ტერიტორიაზე, იყო უკანონო, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას გასცემს. სასამართლომ, თავის მხრივ, ასეთი კავშირი თავისი კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ვერ დაინახა; პოლიტიკური თავშესაფრის უფლებას არც კონვენცია და არც მისი დამატებითი ოქმები არ ცნობენ. შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის კონვენცია შემოსვლის, ცხოვრების, ან სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას არ იძლევა; და ბოლოს, სახელმწიფოები პრინციპში არ არიან ვალდებულნი უცხოელებს მისცენ უფლება, დაელოდონ მათ ტერიტორიაზე საიმიგრაციო პროცედურების დამთავრებას.
დასკვნა: დაუშვებელია (შეუთავსებელიa ratione personae).
(იხილეთ ასევე Galić v. the Netherlands (dec.), no. 22617/07, and Blagojević v. the Netherlands (dec.), no. 49032/07, decisions of 9 June 2009, Information Note no. 120)
_________________________________________________________________________________
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy