დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირველი სექცია
გადაწყვეტილება საქმის მისაღებობის შესახებ
საჩივარი N37900/97
თორქუილ დიკ ერიქსონისგან
იტალიის წინააღმდეგ
ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლო (პირველი სექცია) 1999 წლის 26 ოქტომბერს შეიკრიბა პალატის სახით, შემდეგი შემადგენლობით:
ე. პალმი, თავმჯდომარე,
ჯ. კასადევალი,
ბ. კონფორტი,
ლ. ფერარი ბრავო,
კ. ბირსანი,
ვ. ტომასენი,
ტ. პანჯირუ, მოსამართლეები
და მ. ო’ბოილი, სექციის რეგისტრატორი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის გათვალისწინებით;განმცხადებლის, თორქუილ დიკ ერიქსონის მიერ 1997 წლის 25 მარტს იტალიის წინააღმდეგ წარდგენილი და 19997 წლის 25 სექტემბერს, 27900/97 ნომრით დარეგისტრირებული საჩივრის გათვალისწინებით;
სასამართლოს რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი ანგარიშების გათვალისწნებით;
მოპასუხუს მიერ 1998 წლის 19 ნოემბერს წარდგენილი არგუმენტებისა და განმცხადებლის მიერ 1998 წლის 23 დეკემბერს, საპასუხოდ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით;
განიხილა საქმე;
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
ფაქტები
განმცხადებელი არის ბრიტანეთის მოქალაქე, დაიბადა 1945 წელს და ამჟამად ცხოვრობს რომში.
საქმის ფაქტობივი გარემოებები, რომელიც წარდგენილ იქნა მხარეების მიერ, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
განმცხადებელის დედა, დაბადებული 1906 წელს, ცხოვრობდა ანტელაში, ფლორენციასთან ახლოს და მას თავის საცხოვრებელ სახლში ყოველდღიურად ეხმარებოდა რ.ო.
1989 წლის სექტემბრის ბოლოს, დაუზუსტებელ დღეს, განმცხადებელის დედა ტელეფონით დაუკავშირდა სახალხო ექიმს, გ.ტ.-ს, რომელსაც სთხოვდა დახმარებას, რაგდგანაც მუცლის არეში გრძნობდა ტკივილსა და შებერილობას. ექიმმა, სავარაუდოდ, ვიზიტის გარეშე, გამოუწერა რეცეპტი, რომლითაც ურჩევდა მუცლის არეში რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მან რეცეპტი დატოვა ადგილობრივ აფთიაქში, სადაც მის წამოსაღებად მივიდა რ.ო., განმცხადებლის დედის სახელით.
1989 წლის 28 სექტემბერს, განმცხადებელის დედა წავიდა ადგილობრივ, წმინდა მარია დელ’ანუნზიატას სახელობის, სახელმწიფო საავადმყოფოში, რენტგენის გადასაღებად. მას თან ახლდა რ.ო.. განმცხადებლის დედას გასინჯვამდე დაალევინეს ბარიუმი. მუცლის არეში გადაუღეს რენტგენის სურათი. გასინჯვის დროს მან ძალა დაკარგა და წაიქცა. თუმცა, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიუზულობისა, იგი გაწერეს საავადმყოფოდან და ბორბლებიანი სავარძლით გაგზავნეს სახლში. რენტგენის სურათებზე დასმული იყო რადიოლოგიის დეპარტამენტის ბეჭედი, თუმცა არ იყო ხელმოწერილი იმ რადიოლოგის მიერ, რომელმაც გასინჯა პაციენტი. არ იყო, ასევე, მითითებული მისი სახელი.
მეორე დღეს, 1989 წლის 29 სექტემბერს, აპლიკანტის დედას დაეწყო გაუსაძლისი ტკივილები. იგი ამბულატორიით გადაიყვანეს ზემოაღნიშნულ საავადმყოფოში, 13:10 სთ-ზე, სადაც 14:00 სთ-ზე გარდაიცვალა კუჭ-ნაწლავის ოკლუუზიისგან (სამედიცინო ტერმინი, ნიშნავს გაუვალობას) .
განმცხადებელმა იმავე დღეს შეიტყო დედამისის სიკვდილის შესახებ.
განმცხადებელმა, 1992 წლის თებერვალს, დედამისის სიკვდილის გარემოებები დეტალურად განიხილა თავის მეგობარ ექიმთან ერთდ, რიმელმაც სთხოვა, შეემოწმებინა 1989 წლის 28 სექტემბერს განმცხადებლის დედისთვის გადაღებული რენტგენის სურათები. განმცხადებელმა საავადმყოფოდან მოიპოვა დედამისის სამედიცინო ფაილის ასლი, რომელიც შეიცავდა რენტგენის სურათებს. განმცხადებელმა იგი დაუყოვნებლივ გაუგზავნა ექიმს, რომელმაც 1992 წლის 5 სექტემბერს დაწერა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რენტგენის სურათებიდან ცხადი იყო, რომ განმცხადებელის დედას ჰქონდა კუჭ-ნაწლავის ოკლუზია. ანგარიშში, ასევე, ნათქვამი იყო, რომ ბარიუმის მიღება კუჭ-ნაწლავის ოკლუზიის დროს ძალიან საშიში უნდა ყოფილიყო.
განმცხადებელმა, 1992 წლის 31 ოქტომბერს მოიპოვა მეორე სამედიცინო ანგარიშიც სხვა ექიმისგან, რომელიც ეთანხმებოდა წინა ანგარიშის დასკვნებს.
მესამე სამედიცინო ანგარიში შედგენილ იქნა მესამე სპეციალისტის მიერ, 1993 წლის 11 იანვარს.
1993 წლის 23 იანვარს განმცხადებელმა შეიტანა სიხლისსამართლებრივი საჩივარი ფლორენციაში არსებულ მაგისტრატ სასამართლოში, სადაც ჩიოდა, რომ სახალხო ექიმი, ბატონი გ. ტ., რომელმაც წინასწარი გასინჯვის გარეშე ურჩია განმცხადებელის დედას რენტგენის გადაღება, პასუხისმგებელი იყო მის სიკვდილზე. განმცხადებელი ასევე ითხოვდა, იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომელნიც, ასევე, პასუხისმგებელნი იყვნენ დედამისის სიკვდილზე და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას, ჩადენილი მკვლელობის გამო.
გამოძიება გ.ტ.-სა და სხვა უცნობი პირების წინააღმდეგ დაიწყო საქმე N 4800/93-ს საფუძველზე.
1993 წლის 7 იივნისს, ფლორენციის პროკურორმა დაკითხა გ.ტ. მის ადვოკატთან ერთად. იგი ამტკიცებდა, რომ იგი ესტუმრა განმცხადებელის დედას და გასინჯა იგი, სანამ რენტგენის გადაღებას ურჩევდა. ექიმის თქმით, იგი ეჭვობდა, რომ პაციენტს ჰქონდა სიმსივნე, მაგრამ არა კუჭ-ნაწლავის ოლკუზია. მან, ასევე, განაცხადა, რომ განმცხადებლის დედის სიკვდილის შეტყობის შემდეგ, მან გაარკვია, რომ პაციენტს ძალა წარეთვა და წაიქცა რენტგენის სურათის გადაღების დროს, თუმცა არ გააჩერეს საავადმყოფოში, რასაც იგი მიიჩნევდა არაგონივრულ საქციელად საავადმყოფოს მხრიდან. ექიმმა განაცხადა, რომ არ იცოდა იმ პირის ვინაობა, ვინც ჩაატარა რენტგენოლოგიური შემოწმება.
1994 წლის 27 იანვარს, ფლორენციის პროკურორმა დაკითხა რ.ო., როგორც მოწმე. რ.ო.-მ აღწერა განმცხადებელის დედის სიკვდილის გარემოებები და განაცხადა, რომ ექიმი გ.ტ. არ მისულა გასასინჯად განმცხადებელის დედასთან და რომ ის თვითონ წავიდა აფთიაქში რეცეპტის წამოსაღებად რენტგენისთვის.
დაუზუსტებელ დღეს, ასევე მოწმედ დაკითხეს, ასევე, ექიმი ფ.პ., რომელიც 1989 წლის 29 სექტემბერს ასრულებდა თავის მოვალეობას.
1994 წლის 10 ოქტომბერს პროკურორმა მოითხოვა, შეწყვეტილიყო გამოძიება იმ საფუძვლით, რომ შეგროვებული მტკიცებულებები იყო არასაკმარისი და შეუსაბამო საიმისოდ, რომ გაემყარებინათ ბრალდება სასამართლოში . ("gli elementi raccolti non sono sufficienti ed idonei a sostenere l’accusa in giudizio").
1995 წლის 3 თებერვალს განმცხადებელმა გააპროტესტა მოთხოვნა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე (opposizione alla richiesta di archiviazione). მან ხაზი გაუსვა, რომ პროკურორს არ უცდია, დაედგინა იმ რადიოლოგის ვინაობა, რომელმაც განახორციელა დედამისის რენტგენოლოგიური შემოწმება და მოითხოვა, დაეკითხათ რადიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი - ლ.ტ., რათა დაესახელებინა, თუ რომელი რადიოლოგი ასრულებდა თავის მოვალეობას 1989 წლის 28 სექტემბერს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან შეუსაბამობებს მოწმეთა ჩვენებებს შორის.
1995 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, ფლორენციის წინასწარი გამოძიების მოსამართლემ დაადგინა, რომ გამოძიება უნდა შეწყვეტილიყო იმ საფუძვლით, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად შეგროვებული ელემენტები გ.ტ.-ს სავარაუდო დაუდევრობისა და რადიოლოგის ვინაობის დასადგენად იყო არასაკმარისი ბრალდებისთვის მხრდასაჭერად.
1995 წლის 3 ივლისს, განმცხადებელმა მოითხოვა, რომ ფლორენციის წინასწარი გამოძიების მოსამართლეს განეახლებინა გამოძიება. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1995 წლის 6 ოქტომბერს, დაუდგენელი რადიოლოგის მიმართ.
1995 წლის 06 ნოემბერს ფლორენციის პროკურორმა, იმ რადიოლოგის ვინაობის დადგენის მიზნით, რომელმაც შეადგინა სამედიცინო მოხსენება რენტგენის გადაღების შემდეგ, მოითხოვა, პოლიციას მოეპოვებინა მტკიცებულებები რადიოლოგიის დეპარტამენტის ყველა დასაქმებულისგან, ვინც 1989 წლის 28 სექტემბერს იმყოფებოდა საავადმყოფოში, და ასევე მოითხოვა, იმის დადგენა, თუ რომელი საბეჭდი მანქანა იქნა გამოყენებული.
საავადმყოფოს ოთხი თანამშრომელი - ტ.ბ., ფ.ნ., რ.ც. და მ.მ. დაიკითხა პოლიციის მიერ 1995 წლის 27 ნოემბერს. მათ განმარტეს, inter alia, რომ საავადმყოფოში იყო ერთი კომპიუტერი, რომელსაც იყენებდნენ, როგორც საბეჭდ მანქანას და ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანა. გადაუდებელი სამედიცინო ანგარიშები იწერებოდა ექიმის მიერ, ხელით, გასინჯვის დასრულებისთანავე, ხოლო არასაჩქარო ანგარიშებს ექიმის კარნახით ბეჭდავდა თანამშრომელი მ.ტ.. ექიმები ზოგჯერ თვითონ ბეჭდავდნენ თავიანთ ანგარიშებს, კერძოდ, დეპარტამენტის დირექტორი. მოწმეებს აჩვენეს 1998 წლის 28 სექტემბერს შედგენილი სამედიცინო ანგარიში განმცხადებლის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მოწმეებამა აღნიშნული ანგარიში უჩვეულოდ მიიჩნიეს, რადგანაც მსგავსი რენტგენოლოგიური შემოწმებები ხორციელდებოდა ექიმის მიერ ტექნიკური პერსონალის დახმარებით. მათ შენიშნეს, რომ ანგარიშს აკლდა ექიმის სახელი და იგი არ უნდა ყოფილიყო ბეჭედდარტყმული დეპარტამენტის სახელით. ზოგიერთმა მათგანმა იფიქრა, რომ ანგარიში დაბეჭდილი იყო ჩვეულებრივ საბეჭდ მანქანაზე და არა კომპიუტერზე.
მ.ტ., დასაქმებული, რომელიც ბეჭდავდა ხოლმე არასასწრაფო სამედიცინო ანგარიშებს, დაკითხულ იქნა პოლიციის მიერ 1995 წლის 28 ნოემბერს. მან განმარტა, რომ ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანა ინახებოდა ექიმის კაბინეტში და რომ იგი ანგარიშებს ბეჭდავდა ექიმის სახელით, რომელიც ხელს აწერდა დღის ბოლოს. ანგარიშზე არ შეიძლებოდა დასმულიყო ბეჭედი დეპარტამენტის სახელით. მას აჩვენეს 1989 წელს შედგენილი სამედიცინო ანგარიში და განაცხადა, რომ ეს არ იყო მისი შედგენილი და ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ არ იქნებოდა დაბეჭდილი არც ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლის მიერ, რადგანაც იგი არ შეიცავდა პასუხისმგებელი ექიმის სახელს.
1996 წლის 1 თებერვალს რადიოლოგი მ.კ., დაკითხულ იქნა პოლიციის მიერ. მან დაადასტურა, რომ არასასწრაფო ანგარიშები იბეჭდებოდა ადმინისტრაციული პერსონალის მიერ პასუხისმგებელი ექიმის კარნახით, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო ანგარიშები, დაუყოვნებლივ იწერებოდა ხელით პასუხისმგებელი ექიმის მიერ.. მხოლოდ დეპარტამენტის დირექტორი ბეჭდავდა თვითონ საკუთარ ანგარიშებს. მას აჩვენეს 1989 წლის 28 სექტემბერს შედგენილი ანგარიში და დაადასტურა, რომ მსგავსი შემოწმება უნდა განხორციელებულიყო ექიმის მიერ ტექნიკური პერსონალის დახმარებით. მას არ ახსოვდა, ანგარიში მისი შედგენილი იყო თუ არა, თუმცა ფიქრობდა, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც იგი არ შეიცავდა მის მიერ შედგენილი ანგარიშებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. მან შეამჩნია, რომ ანგარიში არ შეიცავდა პასუხისმგებელი ექიმის სახელს, არ იყო ხელმოწერილი და რომ ბეჭედდასმული იყო დეპარტამენტის სახელით, რაც უჩვეულო იყო. მან დასძინა, რომ მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ანგარიშში აღწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის დაუკავშირდებოდა პაციენტის ოჯახს ან ოჯახის ექიმს, რათა ყურადღება მიექციათ ვითარების სერიოზულობისთვის.
1996 წლის 15 იანვარს ლ.ტ., რედიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დაკითხულ იქნა პოლიციის მიერ. მან განაცხადა, რომ განმცხადებელის დედის შემთხვევა აცნობეს მხოლოდ 1992 წელს, როდესაც განმცხადებელმა მოსთხოვა გარკვეული ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც მან ვერ შეძლო. მან განმარტა, რომ 1989 წლის სექტემბერში რადიოლოგები და ტექნიკური პერსონალი მუშაობდნენ ცვლების მიხედვით, კვირის ბოლოს კი ხდებოდა განრიგის ცხრილების გადაგდება, რადგანაც მას იყენებდნენ მხოლოდ შიდა ორგანიზებისთვის. იგი გაეცნო 1989 წლის 28 სექტემბრის სამედიცინო ანგარიშს და შენიშნა, რომ მასზე არ იყო მითითებული პასუხისმგებელი ექიმის სახელი და ხელმოწერა. მან განაცხადა, რომ ექიმები სამედიცინო ანგარიშებს თავისით არ ბეჭდავდნენ, თუმცა წერდნენ ხელით გადაუდებელ შემთხვევაში.
1996 წლის 12 მარტს პროკურორმა მოითხოვა, რომ შეწყვეტილიყო გამოძიება იმ საფუძვლით, რომ პოლიციის მიერ ჩატარებულმა „ზედმიწევნით ზუსტმა“ გამოძიებამ მოახდინა არა ზუსტი, არამედ ,,შესაძლო“ იდენტიფიცირება რადიოლოგისა, რომელმაც ჩაატარა განმცხადებელის დედის რენტგენოლოგიური შემოწმება, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულობის გაუცნობიერებლად. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევდა, რომ მოპოვებული ელემენტები იყო სანდო, თუმცა არასაკმარისი, იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა ბრალდებისთვის სასამართლოში, რომელიც დაფუძნებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ლოგიკურ დედუქციებზე, რომელიც არ იყო გამყარებული შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებებით . მეორე მხრივ, პროკურორი მიჩნევდა, რომ მოწმეთა ჩვენებები მთლიანად არ ეთანხმებოდნენ პოლიციის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.
1996 წლის 9 აპრილს განმცხადებელმა გააპროტესტა მოთხოვნა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე. მან მოითხოვა, რომ, პირველ რიგში, გამოძიება გაეგრძელებინათ გ.ტ-სთან მიმართებით. მან, ასევე, ხაზი გაუსვა გარკვეულ შეუსაბამობებს ლ.ტ.-ს ჩვენებაში. ის ითხოვდა, გამოძიებას გამოეკვლია, თუ ვისი ზედამხედველობის ქვეშ იყო ბეჭედი, რომელიც სადაო ანგარიშზე იყო დასმული, ვინაიდან, ძალიან უჩვეულო იყო ის გამრემოება, რომ ანგარიში ბეჭედდასმული იყო დეპარტამენტის სახელით. ასევე, გამოეკვლიათ ლ.ტ.-ს მიერ შედგენილი ანგარიშის მახასიათებლები. და ბოლოს, მან მოითხოვა, ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, შეადგინა თუ არა ანგარიში ტექნიკურმა პერსონალმა ექიმის მაგივრად.
1996 წლის 17 ოქტომბერს, ფლორენციიის წინასწარი გამოძიების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიება ამოუცნობი პირების წინააღმდეგ, განმცხადებელის დედის მკვლელობის ბრალდებით, შეწყვეტილიყო. მოსამართლემ, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ 1995 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გამოძიება განახლდა მხოლოდ უცნობ პირთან და არა გ.ტ.-სთან მიმართებით. მოსამართლემ, დამატებით, დაადგინა, რომ დანაშაულის ელემენტები, რომელიც შეგროვებულ იქნა გამოძიების მიერ, არასაკმარისი იყო ბრალდების მხარდასაჭერად სასამართლში და რომ დამატებითი გამოძიება, რომელიც მოითხოვა განმცხადებელმა, არ დაეხმარებოდა მას სიმართლის დადგენაში.
განმცხადებელმა აღნშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში. 1996 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა გამოძიების განახლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნდა კომპეტენცია, გადაეხედა ის საკითხი, რომელიც შედიოდა პროკურორის უფლებამოსილებაში.
სარჩელი
განმცხადებელი აცხადებს, რომ დედამისის სიცოცლის უფლება დაირღვა იმით, რომ იტალიის ხელისუფლებამ არ გამოიყენა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი, რათა დაედგინა თუ ვინ იყო მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირი. განმცხადებელი უთითებს კონვენვიის მე-2 მუხლზე.
პროცედურა
განაცხადი წარდგენილ იქნა 1997 წლის 25 მარტს და დარეგისტრირდა 1997 წლის 25 სექტემბერს.
1998 წლის 7 სექტემბერს ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გადაეგზავნა განაცხადი მოპასუხე სახელმწიფოსთვის.
სახელმწიფოს წერილობითი არგუმენტაცია წარდგენილ იქნა 1998 წლის 19 ნოემბერს. განმცხადებელმა უპასუხა 1998 წლის 23 დეკემბერს.
1998 წლის 01 ნოემბერს, კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 11-ე პროტოკოლის საფუძველზე, საქმე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განსახილველად, აღნშნული პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
სამართალი
განმცხადებელი ამტკიცებს, რომ იტალიის ხელისუფლების მიერ დედამისიის სიკვდილის არაეფექტური გამოძიებით დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ,,ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული.“
პირველ რიგში, მთავრობა ამტკიცებდა, რომ , განმცხადებელს არ ამოუწურავს იტალიის შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მან ვერ შეძლო, დამატებით მოეთხოვა გამოძიების განახლება. მას, ასევე, შეეძლო წაეყენებინა მოთხოვნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოთხოვნით, რომ გამოძიება ჩაეტარებინა სააპელაციო სასამართლოსთან არსებულ პროკურორს. გარდა ამისა, იტალიის მთავრობამ აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეწყვეტა პირის წინააღმდეგ, გავლენას არ ახდენდა ამ უკანასკნელის სამოქალაო-სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაბამისად, განმცხადებელს, უნდა ეჩივლა დედამისის სახალხო ექიმისთვის. მას შეეძლო, ასევე, სასამართთლოში დაეწყო დავა, ზიანის ანაზღაურების მიზნით, ადგილობრივი სანიტარული გაერთიანების (Unità Sanitaria Locale - USL) წინააღმდეგ, რომელზეც იყო დამოკიდებული სანტა მარია დენ’ანუნზიატას საავადმყოფო. ეს უკანასკნელი იქნებოდა პასუხისმგებელი სამოქალაქო კოდექსის 2049 მუხლის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს, რომ დამსაქმებელები პასუხისმგებელი არიან დელიქტისთვის, რომელიც ჩადენილ იქნა მათ მიერ დასაქმებულ პირების მიერ. დაუდევრობის საქმისწარმოებასთან მიმართებით, შესაძლებელი იყო, მოეპოვებულიყო მეტი მტკიცებულებები და დაეკითხათ, მათ შორის ჯვარედინად, მოწმეები. ახალ მტკიცებულებს შესაძლოა გაემართლებინა კიდეც სისხლისსამართლებრივი გამოძიების განახლება სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ.
სარჩელის არსებით მხარესთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩატარებული გამოძიება იყო იმდენად ზუსტი, რამდენადაც შეიძლებოდა ყოფილიყო, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 3 წელზე მეტი იყო გასული შემთხვევიდან. აქედან გამომდინარე, იგი ამტკიცებდა, რომ ამ შემთხვევაში არ იყო სახეზე კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა.
განმცხადებელმა გააპროტესტა მთავრობის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მას არ ჰქონდა ამოწურული შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი სამართლით დაცვის საშუალებები. იგი დაეყრდნო იუსტიციის მინისტრის მდივნის მიერ, 1997 წლის 24 აპრილს გაცემულ წერილს, რომლითაც ატყობინებდა, რომ განმცხადებელის უფლებები ამოწურული იყო, ვინაიდან, როგორც დაზარალებული მხარე, არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა სააავადმყოფოს თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პროცედურების შეწყვეტა. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული განცხადება არის იმის ნათელი დადასტურება, რომ არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებები.
განმცხადებელი, სისხლისსამართლებრივი პროცედურების განახლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამტკიცებდა, რომ ამ შემთხვევაში არ იყო აუცილებელი დამატებითი გამოძიება, რადგანაც ბრალმდებელი ორგანოების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იქნებოდა მათი სწორად ინტერპრეტირების შემთხვევაში, რათა დაეპატიმრებინათ შესაბამისი თანამშრომლები. იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ჩატარებულიყო სააპელაციო სასამართლოსთან არსებული პროკურატურის მიერ, განმცხადებელმა ამტკიცებდა, რომ მსგავსი მოთხოვნა შეიძლება წარდგენილიყო მხოლოდ წინასწარი გამოძიების მოსამართლის მიერ და არა დაზარალებული მხარის მიერ.
განმცხადებელი, საბოლოოდ, ამტკიცებდა, რომ ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ ექნებოდა არავითარი პერსპექტივა, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი გამოძიება შეწყვეტილი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის უფლება უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული , ვიდრე სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყების უბრალო შესაძლებლობა..
განმცხადებელი ასაბუთებს, რომ საგამოძიებო ორგანოებს ყავდათ ორი მთავარი ეჭვმიტანილი, რომელიც ,,განზრახ უგულებელყვეს“ და არ მიიღეს სხვა ზომები სიმართლის დასადენად. შესაბამისად, გამოძიება არ ჩატარებულა სათანადოდ და საფუძვლიანად. არც შესაბამისი ორგანოების გვიან ინფორმირება იყო მისი ბრალეულობით გამოწვეული, ვინაიდან, იგი ენდობოდა საავადმყოფოს და მხოლოდ შემთხვევით გაიგო დედამისის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები. პირიქით, განმცხადებელმა ხაზი გაუსვა ვადის დაყოვნებას 1 წლით - 1993 წლის 14 ივნისიდან 1994 წლის 14 ივნისამდე - რასაც ის გაუგებრად მიიჩნევდა. გარდა ამისა, იგი აცხადებდა, რომ მოწმეთა იდენტიფიცირება მოხდა გამოძიების დასაწყისში, თუმცა დაკითხეს მხოლოდ 1995 წლის ნოემბერში.
განმცხადებელი ამტკიცებს, რომ სიცოცხლის უფლება ეფექტურად მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს დაცული, როდესაც ის პირები, ვინც პასუხისმგებელი არიან მკვლელობაზე, სათანადოდ იქნებიან დასჯინლნი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი იმის დადგენა, განმცხადებელმა მართლაც ამოწურა თუ არა სამართლით დაცვის შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი საშუალებები, ვინაიდან მისი სარჩელი მაინც დაუშველებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-2 მუხლის პირველი წინადადება ავალდებულებს სახელმწიფოებს არა მხოლოდ თავი შეიკავონ ,,განზრახ“ მკველობისგან, არამედ მიიღოს ადეკვატური ზომები მის დასაცავად. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი ადგენს, რომ , ამ საქმის მსგავს შემთხვევებშიც კი, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფა გამოწვეულა არა უშუალოდ სახელმწიფო მოხელეების მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენებით, არამედ, როდესაც მათ პოტენციურად გააჩნიათ პასუხისმგებლობა სიცოცხლის მოსპობისთვის, აღნიშნული სადაოშემთვევებიც უნდა დაექვემდებაროს ეფექტურ და ზედმიწევნით ზუსტ გამოძიებას, რითაც შესაძლებელი იქნება, ფაქტები გახდეს საზოგადოებისთვის და, რაც მთავარია, ნებისმიერი მსხვერპლის ნათესავისთვის საჯარო. (იხ. კაია თურქეთის წინააღმდეგ. 1998 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, სასამართლო განაჩენის ანგარიში და 1998 წლის გადაწყვეტილება, § 86; ერგი თურქეთის წინაარმდეგ, 1998 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება, 1998 წლის მოხსენება, §82; და იასა თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, 1998 წლის მოხსენება, §§ 98-100) იხ. ასევე, mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია, N 23412/94, გადაწყვეტილება N 30/08/1994, დ.რ. 79. პარაგრაფი 127)
კერძოდ, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, დაიცვას კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლება, რომელიც ასევე მოიცავს მოთხოვნას საავადმყოფოთა მიმართ, რომ ჰქონდეთ რეგულაციები პაციენტების სიცოცხლის დასაცავად და ასევე სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩამოაყალიბოს ეფექტური მართლმსაჯულების სისტემა, რათა შესაძლებელი იყოს საავადმყოფოში პაციენტების სიკვდილის მიზეზებისა და ამ ფაქტთან დაკავშირებული ექიმების პასუხისმგებლობის დადგენა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპილი კომისია, N20948/92, გადაწყვეტილება 22.5.95. დ.რ. 81, პარაგრაფი 40).
ამ ვალდებულების პირველ ასპექტთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საავადმყოფოს არ ჰქონია არავითარი რეაქცია განმცხადებელის დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ის საავადმყოფოდან გაწერეს გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე საათიით ადრე. არ მომხდარა ამ შემთხვევის გამოკითხვა და არც ახსნა-განმარტების მოთხოვნა იმ ექიმებისგან ან პირებისგან, რომელთაც ინახულეს იგი სიკვდილის წინა დღეს. აღიშნული უმოქმედობა წარმოადგენს სამწუხარო გარემოებას, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ, რადიოლოგებისა და ტექნიკური პერსონალის მორიგეობის ცხრილს ყოველი კვირის ბოლოს ადგენდნენ, ვინაიდან მას მხოლოდ შიდა ორგანიზების მიზნით იყენებდნენ.
თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა შეიტანა სარჩელი იმ ექიმების წინააღმდეგ, რომლებსაც იგი მიიჩნევდა დედამისის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებად, სასამართლო ორგანოებმა ჩაატარეს ამ შემთხვევის საფუძვლიანი გამოძიება. სიმართლეა, რომ იმ ხანგრძლივი პერიოდის შედედად, რომელიც გავიდა მომხდარი შემთხვევიდან, ჩატარებულმა გამოძიებებმა ვერ შეძლო დახმარებოდა სასამართლოს და რომ განმცხადებელმა, როგორც დაზარალებულმა მხარემ, გამოიყენა სამართალწარმოების მხოლოდ შეზღუდული ნაწილი. სასამართლო, პირველ რიგში, უთითებს, რომ კონვენცია არ უზრუნველყოფს უფლებას, დაიცვას ბრალდება სისხლის სამართლის პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია, N22998/98, გადაწყვეტილება 14.10.1996, დ.რ. 87, პარაგრაფი 24). გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ არც განმცხადებელი და არც ბრალმდებელი ორგანოები არ არიან პასუხისმგებელნი გამოძიების დაწყების დაყოვნებაზე. რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას იმასათან მიმართებით, რომ საგამოძიებო ორგანოებმა განზრახ უგულებელყვეს შეუსაბამობები მოწმეთა ჩვენებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, მისი ერთადერთი ამოცანაა, უზრუნველყოს მხარეთა მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, სამხილთა მოპოვება და მისი მტკიცებულებითი ღირებულების შეფსება არის, პირველ რიგში, სახელმწიფს შიდა ორგანოების ამოცანა: სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს განმცხადებელის პრეტენზიაზე იმის შესახებ, დაშვებული იქნა თუ არა ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომა ადგილობრივი სასამართლოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ასეთი შეცდომები შეიძლება შიცავდეს კონვენციით გათვალისწილებული რომელიმე უფლების ან თავისუფლების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა თვითნებურად შეაფასეს და წარადგინეს მოპოვებული სამხილები მათ წინაშე.
სასამართლო, დამატებით, აღნიშნავს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი უფლებამოსილი იყო წარედგინა საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელი დაუდევრობისთვის. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიების მიზანი იყო მხოლოდ დაედგინათ იმ ექიმების ვინაობა, ვინც დაკავშირებული იყვნენ შემთხვევასთან და არა იმის დადგენა, იყო თუ არა სახეზე დაუდევრობა საავადმყოფოს მხრიდან განმცხადებელის დედის მიმართ: შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დარჩა გაურკვეველი. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოსარჩელეს საშუალება ექნებოდა მოეპოვებინა და წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები და აღნიშნული ქმედება არ იქნებოდა შეზღუდული განსხვავებით სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოებისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ საქმის ფაქტები არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ან რომ არ იყო უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რამდენადაც შესაძლოა, მიღწეულიყო სისხლისამართლებრივი ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება.
სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე სარჩელი არ ასაბუთებს სახელმფიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების, მათ შორის პროცედურული მოთხოვნების შეუსრულებლობას, რაც გათვალისწინებულია კონვენციის მე-2 მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი არ უნდა იქნას მიღებული, როგორც სამართლებლივ საფუძველს მოკლებული 35-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის მიხედვით, და უარყოფილ უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პარაგრაფის საფუძველზე.
ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთსულოვნად,
სარჩელს აცხადებს მიუღებლად.
მაიკლ ო’ბოილე ელიზაბეტ პალმი
რეგისტრატორი პრეზიდენტი
Full & Egal Universal Law Academy