დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტთან დაკავშირებით N169
2013 წლის დეკემბერი
ფედოსეევსი ლატვიის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება) - 37546/06
2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება [მე–4 სექცია]
მე–3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
ალტერნატიული თერაპიის არ ჩატარებას HIV ინფიცირებული პატიმრისათვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამოქმედო წესების თანახმად, არ მიუღწევია ასეთი მოპყრობისათვის გათვალისწინებული ზღვრისთვის: დაუშვებელია
ფაქტები – მომჩივანი, რომელიც HIV და C ჰეპატიტის ინფექციებით იყო დაავადებული, იყო წინასასამართლო პატიმრობაში 2005 წლიდან. ციხეში მიღების დროს მან გაიარა იმუნოლოგიური ტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ მისი CD4 უჯრედები იყო 500 უჯრედზე მეტი ერთ mm3–ზე. ამის გამო გადაწყდა, რომ მას აღარ სჭირდებოდა ანტირეტროვირუსული მკურნალობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2006 წლის წესების შესაბამისად. ამის შემდეგ, ტესტი მეორდებოდა ორიდან ექვს თვემდე ვადაში და მომჩივნის CD4 უჯრედების რაოდენობა არ ყოფილა 200 უჯრედზე ქვემოთ ერთ mm3–ზე, რომელიც წარმოადგენდა თერაპიის დაწყების ზღვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამოქმედო წესების შესაბამისად. ამ დროის განმავლობაში მას ჩაუტარდა ჰეპატოპროტექცია C ჰეპატიტის გამო 6–ჯერ და ვიტამინის კურსი 7–ჯერ.
სამართალი – მე–3 მუხლი: მომჩივანი დავობდა, რომ მას ციხეში ყოფნის დროს არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, განსაკუთრებით ეს ეხება HIV ინფექციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის გადაწყვეტა სამედიცინო სპეციალისტის ექსკლუზიურ სფეროს წარმოადგენს, სასამართლომ მოითხოვა მისი განსაზღვრა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ. კერძოდ, იყო თუ არა უზრუნველყოფილი მომჩივანი სათანადო სამედიცინო ზედამხედველობით, რომელიც ეფექტიანად შეაფასებდა მის მდგომარეობას და დაავადების მიხედვით განახორციელებდა ადეკვატურ მკურნალობას. მოჩივნის ავადმყოფობების ბუნებისა და სერიოზულობის მხედველოაბში მიღებით, მისი მდგომარეობა მოითხოვდა რეგულარულ და სპეციალურ სამედიცინო ზედამზედველოაბს დაავადების პროგრესის მონიტორინგისათვის. HIV და C ჰეპატიტის ინფექციებისთვის აუცილებელი თერაპიების დროულად დანიშვნას, დროულ დიაგნოზსა და შესაძლო ინფექციებისგან განკურნებას. მომჩივანს ჩაუტარდა სისხლის სპეციალური ტესტი – CD4 უჯრედების რაოდენობა – რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამოქმედო წესების თანახმად, წარმოადგენდა ტესტს იმის გასარკვევად ესაჭიროებოდა თუ არა HIV–ის კლინიკური პირველი და მე–2 სტადიით დაავადებულ პაციენტს ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება. ეს ტესტი ტარდებოდა ორიდან ექვსი თვის პერიოდში ექიმის მიერ ინფექციური დაავადებების სპეციალურ ცენტრში. თითეულ შემთხვევაში, ექიმი იწერდა მომჩივნის HIV ინფექცია იყო პირველ თუ მეორე კლინიკურ სტადიაზე, რომ CD4 უჯრედების რაოდენობა არ იყო დაწეული ანტირეტროვირუსული მკურნალობის დასაწყებისთვის განკუთვნილ ზღვრამდე. ამ გარემობებსა და საწინააღმდეგო სამედიცინო მტკიცებულებების არ არსებობის ფონზე, სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს სხვა რამე გარდა იმისა, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყვეს სათანადო სამედიცინო ზედამხედველობა მომჩივნის HIV ინფექციაზე. საბოლოოდ, სასამართლო კმაყოფილია იმით, რომ მომჩივანს გაეწია ადეკვატური სამედიცინო მზრუნველობა C ჰეპატიტის ინფექციასთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.
დასკვნა : დაუშვებელია (აშკარად დაუსაბუთებელი).
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy