© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #180
დეკამბერი 2014
H. და J. ნიდერლანდების წინააღმდეგ (გადაწყვეტილება) - 978/09 და 992/09
გადაწყვეტილება 13.11.2014 [სექცია III]
მუხლი 6
სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სამართლიანი განხილვა
თავშესაფრის მოპოვებასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისას კონფიდენციალურ საწყისებზე გაკეთებული განცხადებების გამოყენება წამების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნისას: დაუშვებელი
ფაქტები – განმცხადებლები, ავღანეთის მოქალაქეები, კომუნისტური რეჟიმის ყოფილი სამხედრო-უშიშროების სამსახურის (KhAD/WAD) მაღალი რანგის ოფიცრები იყვნენ. მათ რეჟიმის დაცემიდან მალევე თავშესაფარი მოითხოვეს ნიდერლანდებში. თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას მათ მოსთხოვეს თავშესაფრის ძიების მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის KhAD/WAD-ში მათი კარიერის შესახებ სიმართლის გამხელა. თავშესაფრის მაძიებლობის შესახებ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მაგრამ მათი დეპორტაცია არ მოხდა, რადგანაც ისინი ავღანეთში კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის რისკის ქვეშ იყვნენ. თუმცა ორივე მათგანს ბრალი წარედგინათ ავღანეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ორივეს მსჯავრი დაედო ომის დანაშაულებში. H.-ს ასევე მსჯავრი დაედო წამებაში თანამონაწილეობისთვის.
ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ განაცხადებში განმცხადებლები ჩიოდნენ კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე იმის გამო, რომ მათ ბრალი წარედგინათ საკუთარი მამხილებელი განაცხადების საფუძველზე, რაც მათ აიძულეს თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას კონფიდენციალობის დაპირების სანაცვლოდ და ეს განცხადებები მათ საწინააღმდეგოდ იქნა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას.
კანონმდებლობა – მუხლი 6 § 1: მართალია მათ უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, არცერთი განმცხადებლის დეპორტაცია ან ექსტრადიცია არ მომხდარა. პირიქით, მათ ნება დართეს დარჩენილიყვნენ ნიდერლანდებში და ესარგელათ ნიდერლანდების სახელმწიფოს დე ფაქტო მფარველობით. ნიდერლანდები და ავღანეთი წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოწყრობისა და დასჯის წინააღმდეგ 1984 წლის კონვენციისა და ჟენევის 1949 წლის კონვეციისა (IV) ომიანობის დროს სამოქალაქო პირთა შესახებ კონვენციების მხარეები არიან. ამ კონვენციებში დაცული aut dedere aut iudicare პრინციპის* თანახმად ნიდერლანდებს ევალებოდა და არა უფლება ქონდა ბრალდება ეწარმოებია განმცხადებლების წინააღმდეგ წამების ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც მათ შესაძლოა ჩაიდინეს ნებისმიერ ადგილას.
რაც შეეხება განმცხადებლების მიერ თავშესაფრის ძიებასთან დაკავშირებით საქმისწარმოების მიმდინარეობისას გაცხადებულის სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში გამოყენებას, განმცხადებლები ნიდერლანდებში საკუთარი ნებით შევიდნენ და ითხოვდნენ მფარველობას. ამისთვის მათ მოეთხოვებოდათ ნიდერლანდების მთავრობის დარწმუნება იმაში, რომ მათ მიერ გაცხადებული დევნის შიში დასაბუთებული იყო. ვინაიდან მტკიცების ტვირთი მათზე მოდიოდა, მთავრობის მიერ მათი მხრიდან სრული სიმართლის გაცხადების მოთხოვნა სულაც არ იყო შეუსაბამო. შესაბამისად მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იმიგრაციის სამსახურების მიერ მათი განცხადებების მიღება იძლებით მოხდა, საფუძველს მოკლებულია.
თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას კონფიდენციალობის დაპირება ემსახურება იმის უზურნველყოფას, რომ თავშესაფრის მაძიებლის განცხადებები არ გახდეს ცნობილი იმ უწყებების ან პირებისთვის, რომელთაგან დაცვაც მას სჭირდება. თავის მხრივ თავშესაფრის მოთხოვნების განხილვასთან დაკავშირებული კონფიდენციალობა არ უნდა დაუშვან დანაშაულის შესაბამისი დამსახურებული სასჯელისგან დასაცავად. შესაბამისად, მას შემდეგ რაც განმცხადებლების განაცხადები მთავრობის საკუთრება გახდა, მინისტრის მოადგილეს კონვენციის მე-6 მუხლი არ აფერხებდა ამ ინფორმაციის სახელმწიფო პროკურორის სამსახურისთვის, სხვა სახელისუფლებო ორაგნოსთვის მიწოდებისგან, რათა მას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოეყენებია.
და ბოლოს, ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას განმცხადებლებს წარედგინათ თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, კავშირში არ არის სისხლის სამარლის საქმისწარმოების სამართლიანობასთან. განმცხადებლებს ყურადღებით მოუსმინეს და მათ ისარგებლეს დუმილის უფლებით, არცერთ მათგანს არ უღიარებია წამება ან სხვა დანაშაული, არც თავშესაფრის მაძიებლობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისას და არც სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ იკვეთებოდა შემთხვევა, როდესაც მათ აიძულეს აღიარება, რაც შემდგომ მათ ბრალდებას დაედო საფუძვლად (შედარებისთვის გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany) [დიდი პალატა], 22978/05, 1 ივნისი, 2010, Information Note 131).
დადგენილება: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
* მოთხოვნა სახელმწიფოთა მიმართ მოახდინონ, მათი იურისდიქციის გარეთ ისეთ მძიმე დანაშაულებში როგორიცაა წამება ან ომის დანაშაულები, ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირება ან სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy