© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #132
2009 წლის ივლისი
კოროლიოვი რუსეთის წინააღმდეგ- 25551/05
გადაწყვეტილება 1.7.2010 (I სექცია)
მუხლი 35
არ არის მნიშვნელოვანად არახელსაყრელი მგომარეობა
სარჩელი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ერთ ევროზე ნაკლები ვალის დაბრუნების უუნარობის თაობაზე: დაუშვებელი
ფაქტები – ევროპის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში, მომჩივანმა განაცხადა სახელმიწფოს უუნარობის თაობაზე გადაეხადა მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი ვალი რომელიც შეადგენდა 22.50 რუსულ რუბლს (ერთ ევროზე ნალდები თანხა) და ეროვნული სასამართლოების უარი განეხილათ სარჩელი რომელიც მან წარადგინა და მიუთითა სასამრთლო აღმასრულებლის უუნარობაზე გამოეყო თანხა. მან ასევე მიუთითა ეროვნული სასამართლოების მიერ სხვა საპროცესო დარღვევებზე.
კანონი – მუხლი 35, მესამე ნაწილი პუნქტი (ბ): ახალი “უმნიშვნელოდ არახელსაყრელი მდგომარეობის” კრიტერიუმი დამოკიდებულია იდეაზე რომ უფლების შელახვა, რომელიც წმინდა სამართლებრივი კუთხით რეალურია, უნდა აღწევდეს სიმკაცრის მინიმალურ ზღვარს იმისათვის რომ განხილული იყოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ. ამ მინიმალური ზღვარის შეფასება დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. დარღვევის სიმწვავე უნდა შეფასდეს მომჩივანის სუბიექტური აღქმის და საქმეში ობიექტური საფრთხის გათვალისწინებით. მოცემულ საქმეში სასამართლოს მიმართეს თითქმის უმნიშვნელო ფინანსურ დანაკარგთნ დაკავშირებით, რომელიც ერთ ევროზე ნაკლებ თანხას შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესი ფინანსური ზიანი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პირის სპეციფიკური გარემოებების და იმ ეკონომიკური კლიმატის გათვალისწინებით, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ყოველგვარ ეჭვს მიღმა მოცემულ საქმეში არსებული თანხა იყო მომჩივანისთვის მინიმალური მნიშვნელობის. შესაძლოა საკითხი ყოფილიყო პრინციპულად მნიშვნელოვანი მომჩივანისთვის მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს რომ მომჩივანი იმყოფებოდა მნიშვნელოვანად არახელსაყრელ მდგომარეობაში. მომჩივანის სუბიექტური გრძნობები შესაძლო დარღვევის გავლენის შესახებ გამართლებული უნდა ყოფილიყო ობიექტური საფუძვლებით. სასამართლომ კი მოცმეულ საქმეში ვერ დაინახა მსგავსი საფუძველი.
ამასთანავე, ადამიანის უფლებათა პატივისცემა არ მოითხოვს საჩივრის განხილვას არსებითად იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც) დაუძლეველი მიზეზი რომელიც ამართლებს მსგავს გამოკლვლევას. სასამართლომ რამდენჯერმე განმარტა მოცემული საქმის ანალოგიური საკითხი და დეტალურად დაადგინა სახელმწიფოს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულება ამ საკითხთან მიმართებით. როგორც სასამართლო ისე მინისტრთა კომიტეტი შეეხო ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილბების აღსრულების სისტემურ პრობლემას რუსეთის ფედერაციაში და ახალი დარღვევების პრევენციის მიზნით ზოგადი ღონისძიებების გატარებას.
სასამართლომ ასევე დაადგინა რომ ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის სათანადო განხილვისთვის საჭირო მოთხოვნები დაცული იყო. საწყისი პრობლემები სახელწმიფო უწყებების მიმართ განხილული იყო სასამართლო იურისდიქციის ორ ეტაპზე და მომჩივანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მისი შემდგომი სარჩელი აღმასრულებლის უუნარობის თაობაზე აღესრულებინა გადაწყვეტილება ვალის შესახებ უარყოფილ იქნა ეროვნულ საპროცესო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. ეს არ წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს. ბოლოს, ფაქტი რომ ეროვნულმა კანონმდებლობამ არ მიანიჭა მომჩივანს საპროცესო მოთხოვნის შესაძლო დარღვევის სასამართლო განხილვის უფლება მას შემდეგ რაც მისი საქმე განხილული იყო ბოლო ეტაპზე არ წარმოადგენს პრობლემას ახალი სარჩელის წარდგენისთვის დასაშვებობაზე ვინაიდან სხვა შემთხვევაში სასამართლოს არ ექნება საშუალება უარი თქვას ნებისმიერ სარჩელზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი. ესეთი მიდგომა არ იქნება არც შესაფერისი და არც შესაბამისი ახალი დებულების მიზანსა და საფუძველთან.
დასკვნა: დაუშვებელი (არ არის მნიშვნელოვანად არახელსაყრელი მdგომარეობა)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy