© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ყოფილი მეორე სექცია
განჩინება
განაცხადი # 23265/13
LAURUS INVEST HUNGARY KFT და CONTINENTAL HOLDING CORPORATION
უნგრეთის წინააღმდეგ და 5 სხვა განაცხადი (LAURUS INVEST HUNGARY KFT and CONTINENTAL HOLDING CORPORATION
against Hungary and 5 other applications)
(იხილეთ თანდართული სია)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ყოფილი მეორე სექცია), 2015 წლის 8 სექტემბერს შემდეგი შემადგენლობით:
გუიდო რაიმონდი, თავმჯდომარე,
ისილ კარაკასი,
ანდრეშ შაიო,
ნებოიშა ვუჩინიცი,
ელენ კელერი,
ეგიდიუს კურისი,
რობერტ სპანო,მოსამართლეები,
და აბელ კამპოსი, სექციის მდივნის მოადგილე,
2013 წლის 4, 5 და 8 აპრილს შემოტანილ ზემოხსენებულ განაცხადთთან დაკავშირებით,
2013 წლის 19 ნოემბრის განაცხადთა გაერთიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,
მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებთან და განმცხადებლების საპასუხო მოსაზრებებთან დაკავშირებით,
იმსჯელა და გადაწყვიტა:
ფაქტები
1. განმცხადებელთა სია მოცემულია დანართში.
უნგრეთის მთავრობა („მოპასუხე სახელმწიფო“) წარმოდგენილი იყო ბატონი ჟ. ტალოდით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
A. საქმის გარემოებები
2. საქმის გარემოებები, როგორც მხარეების მიერ არის წარმოდგენილი, შესაძლოა შეჯამდეს შემდეგნაირად.
3. განმცხადებლის კომპანიები ჩართული იყო უნგრეთში გასართობი ცენტრების, სლოტ გასართობი მანქანების და სხვა აზარტული თამაშების განვითარებასა და მართვაში.
4. 2012 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი # CXLIV (“აზარტული თამაშების აკრძალვა”), რომელიც ზღუდავდა სათამაშო ბიზნესს და კრძალავდა სლოტ მანქანების მუშაობას, გარდა სამი კაზინოს სლოტ მანქანებისა, რომელთაც გააჩნდათ აზარტული სათამაშო ბიზნესის წარმოების სამუდამო უფლება.
5. განმცხადებლის თანახმად, აზარტული თამაშების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებების მოკლე განმარტებების მიხედვით შესაძლოა განიჭვრიტოს კანონმდებლობისგან დამოუკიდებელი მიზანი და დასაბუთება. მაშინ, როცა კანონი კრძალავს ყველა აზარტული გასართობი მანქანის მუშაობას, ის პირდაპირ აძლევს ამგვარი საქმიანობის უფლებას მოქმედ კაზინოებს. ასევე კანონი საქმიანობის ნებას რთავს ლატარეებს, ბუკმეკერებს, ტოტალიზატორების, ბინგოს დარბაზებს, სათამაშო ბარათებს და დოღის ტოტალიზატორებს. განმცხადებელი აცხადებდა, რომ ბოლო დრომდე სახელმწიფო ეფექტურად ახალისებდა დაურეგულირებელი ონლაინ სათამაშო ბაზრის ზრდას, როგორც უნგრეთის ხაზინის წყაროს.
6. აზარტული თამაშების აკრძალვის კანონი არ ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის წარმოების შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების სააპელაციო ან სხვაგვარი გასაჩივრების მექანიზმებს დაინტერესებული პირებისთვის. აკრძალვა ამოქმედდა სწრაფად და მას წინ არ უძღვოდა საჯარო განხილვები. განმცხადებლის ლიცენზიები გაუქმდა ზემოხსენებული კანონის შესახებ უნგრულ პრესაში გავრცელებული ცნობებიდან 15 დღეში. აზარტული სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ კანონი განხილული იქნა 2012 წლის 1 ოქტომბერს და კენჭი ეყარა მეორე დღეს, 2012 წლის 2 ოქტომბერს. ის გამოქვეყნდა 9 ოქტომბერს და ძალაში შევიდა 2012 წლის 10 ოქტომბერს.
7. რაც შეეხება წინა ისტორიას, მხარეებმა განაცხადეს, რომ 1991 წლის #XXXIV კანონის („აზარტული თამაშების აკრძალვა“) თანახმად, უნგრეთში, სლოტ მანქანების მუშაობა მწკრივებად თავისუფალ საბაზრო საქმიანობას წარმოადგენდა, რომელსაც ზედამხედველობდა საგადასახადო ორგანოები და ექვემდებარებოდა დაჯარიმებას დარღვევის არსებობის შემთხვევაში. სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონით, ერთადერთი წინაპირობა სლოტ სათამაშო აპარატების მუშაობისთვის, იყო თითოეული ამგვარი აპარატის მუშაობისათვის ლიცენზიის მოპოვება შესაბამისი ორგანოდან. საერთო სამოქმედო ლიცენზიასთან ერთად, თითოეული თამაშისა და სლოტ სათამაშო აპარატისთვის საჭირო იყო სპეციალური ლიცენზია. განმცხადებლებს გააჩნდათ ლიცენზიები და შესაბამისი ნებართვები საქმიანობის წარმოებისათვის განუსაზღვრელი ვადით, რომლებიც ყოველწლიურ გადახედვას ექვემდებარებოდა სლოტ სათამაშო აპარატების მოქმედების კანონიერების მიზნით.
8. 2010 წლის მდგომარეობით, უნგრეთში სულ 1 270 ლიცენზია იყო გაცემული სლოტ სათამაშო აპარატების მუშაობისათვის. მეორე კლასის სათამაშო აპარატების მწკრივი (ერთ მისამართზე მაქსიმუმ ორი სლოტ სათამაშო აპარატი) მოქმედებდა ბარებსა და პაბეში, ხოლო „მაღალი დონის“ პირველი კლასის სათამაშო აპარატების მწკრივები (ერთ თამაშზე ოცზე მეტი სლოტ მანქანა), ანუ „პროფესიონალური სლოტ სათამაშო აპარატების სახლები“ ძირითადად განთავსებული იყო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ქალაქის ტერიტორიაზე და მოითხოვდა დიდ ინვესტიციას მათი დაარსებისა და შენახვისათვის.
9. განსახილველი განაცხადების წარმოდგენის დროისათვის, ბუდაპეშტში მოქმედებდა ორი მეორე კლასის კაზინო, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კაზინო ტროპიკანა და კერძო საკუთრებაში არსებული კაზინო ლას ვეგასი და სახელმწიფოს თანასაკუთრებაში არსებული კიდევ ერთი კაზინო სოპრონში. ამ კაზინოების შემოსავალი სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ კანონის შედეგად გაიზარდა 500-800%-ით.
10. 2011 წლის 1 ნოემბერს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა 2011 წლის აზარტული თამაშების # CXXV კანონში, რომელიც inter alia მოითხოვდა სლოტ მანქანების მფლობელთაგან სერვერზე დაფუძნებულ სლოტ მანქანებზე გადასვლას, რომელთა საცალო ფასიც დაახლოებით 10 000 ევროს შეადგენდა. ახალ კანონთან შესაბამისობა მსხვილი სათამაშო ბიზნესისგან მოითხოვდა ასეულობით მილიონი უნგრული ფორინის ინვესტიციას. ამ და შემდგომმა კანონებმა გაზარდა აზარტული ბიზნესისთვის გადასახდელი გადასახადები, რამაც გამოიწვია მოქმედი სლოტ მანქანების რიცხვის შემცირება.
11. ამ კანონებზე დაყრდნობით განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ შეძლებდნენ ბიზნესის შენარჩუნებას ახალი რეგულაციების დაცვით და რომ მათი ლიცენზიები არ იქნებოდა გაუქმებული. ამ საკანონმდებლო ცვლილებების და განმცხადებელთა მოლოდინების შედეგად, „სათამაშო აპარატების მწკრივების აკრძალვის“ კანონმა გაანადგურა მათი ბიზნესი.
12. 2013 წლის 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი განმცხადებელი კომპანიის საკონსტიტუციო საჩივარი „სათამაშო აპარატების მწკრივების აკრძალვის“ თაობაზე.
13. ამ დროს, 2013 წლის 16 მაისს, ხუთმა განმცხადებელმა (Berlington Hungary Tanácsadó és Szolgáltató Kft, Lixus Szerencsejáték Szervező Kft, Lixus Projekt Szerencsejáték Szervező Kft, Lixus Invest Szerencsejáték Szervező Kft and Megapolis Terminal Szolgáltató Kft) # 23853/13 განაცხადი წარადგინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჯამში 8 მილიონი უნგრული ფორინტის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ქვეყნის კანონმდებლის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მათ დაკარგეს ბიზნესი.
14. შემდგომი სამართალწარმოების პროცესში, 2014 წლის 13 თებერვალს ბუდაპეშტის უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა საქმისწარმოება და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსგან (“CJEU”) მოითხოვა წინასწარი გადაწყვეტილება აზარტული ბიზნესის გადასახადებთან და „სათამაშო აპარატების მწკრივების აკრძალვასთან“ დაკავშირებით.
15. ბუდაპეშტის უმაღლესი სასამართლოს მიერ დასმული კითხვები იყო შემდეგი:
“... 8. არის თუ არა წევრი სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა TFEU-ის 56-ე მუხლის შესაბამისი, თუ ის დაუყოვნებლივ კრძალავს სლოტ მანქანების მოქმედებას გასართობ ცენტრებში სათამაშო ბიზნესის მფლობელებისთვის გარდამავალი ან შესაბამისობაში მოყვანის პერიოდის მიცემის, ან შესაბამისი კომპენსაციის შეთავაზების გარეშე, და ამავე დროს, ქმნის სლოტ აპარატების მონოპოლიას მოქმედი კაზინოებისთვის?
...
10. თუ მე-8 ან/და მე-9 კითხვებს დადებითი პასუხი გაეცა, რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს ეროვნულმა სასამართლომ იმის განსაზღვრისთვის, იყო თუ არა ამგვარი შეზღუდვა აუცილებელი, შესატყვისი და პროპორციული TFEU-ს 36-ე, 52(1) და 61-ე მუხლების მოქმედების გავრცელების კონტექსტში ან როდესაც არსებობს გადამფარავი მოთხოვნები?
11. თუ მე-8 და მე-9 კითხვებს დადებითი პასუხი გაეცა, TEU-ს 6(3) მუხლის მხედველობაში მიღებით, უნდა იქნეს თუ არა გათვალისწინებული სამართლის ზოგადი პრინციპები წევრი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ აკრძალვებთან დაკავშირებით და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის პერიოდის განსაზღვრასთან დაკავშირებით? უნდა იქნეს გათვალისწინებული ძირითადი უფლებები - როგორიცაა საკუთრების უფლება და კომპენსაციის გარეშე საკუთრების ჩამორთმევის აკრძალვა - განსახილველ საქმეში არსებული შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუ ასეა, როგორ?
12. თუ მე-8 და მე-9 კითხვებს დადებითი პასუხი გაეცა, გადაწყვეტილება საქმეზე Brasserie du pêcheur დაFactortame (C 46/93 და C 48/93, EU:C:1996:79) უნდა იქნეს თუ არა გამარტებული, როგორც TFEU-ს 34-ე მუხლის ან/და TFEU-ს 56-ე მუხლის დარღვევა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოვალეობას აკისრებს წევრ სახელმწიფოს იმ საფუძვლით, რომ კანონის ის დებულებები - მათი პირდაპირი გავლენის გამო - უფლებებს ანიჭებს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს?
...
15. გამოყენებადია თუ არა ევროკავშირის სამართლის პრინციპი, რომლის მიხედვითაც წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან აანაზღაურონ პირებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც პირს მიადგა მათ მიერ მიღებული კანონების გამო, რომელიც არღვევს ევროკავშირის სამართალს, მაშინაც კი, როდესაც წევრ სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება ამ კანონმდებლობის მოქმედება? ამ ვითარებაში, შესაძლებელია თუ არა ძირითადი უფლებებისა და სამართლის ზოგადი პრინციპების, რომელიც ნაწარმოებია წევრი სახელმწიფოების ზოგადი საკონსტიტუციო ტრადიციებიდან, სახელმძღვანელოდ გამოყენება?”
16. 2015 წლის 11 ივნისს CJEU-მ (პირველი პალატა) მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიხედვით:
“1. ეროვნული კანონმდებლობა, როგორიც არის წინამდებარე ძირითადი სამართალწარმოების საგანი, და რომელიც გარდამავალი პერიოდის გარეშე აწესებს ხუთმაგი ოდენობით ფიქსირებულ გადასახადს სლოტ სათამაშო აპარატებისთვის გასართობ ცენტრებში და დამატებით, საქმიანობისთვის აწესებს პროპორციულ გადასახადს, წარმოადგენს TFEU-ს 56-ე მუხლით გარანტირებული სერვისების მიწოდების უფლების შეზღუდვას, იმის გათვალისიწინებით, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს გასართობ ცენტრებში სლოტ-სათამაშო მანქანების მართვით მომსახურების მიწოდების თავისუფლებით სარგებლობის აკრძალვა, შეფერხება ან ნაკლებ მიმზიდველობა, რაც ეროვნული სასამართლოების მიერ შეფასების საკითხია.
2. ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ძირითადი სამართალწარმოების საგანია და რომელიც არც გარდამავალ პერიოდს და არც კომპენსაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს გასართობი ბიზნესისასთვის, კრძალავს სლოტ მანქანების მუშაობას კაზინოებს მიღმა წარმოადგენს TFEU-ს 56-ე მუხლით გარანტირებული სერვისის მიწოდების უფლების შეზღუდვას.
3. სერვისების მიწოდების უფლების შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ეროვნული კანონმდებლობიდან, როგორც განსახილველ საქმეშია წარმოდგენილი, შესაძლოა გამართლებული იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ეროვნული სასამართლო დაადგენს, რომ საჯარო ინტერესი აღემატება დაცულ სიკეთეს ამ კანონის მიღებასა და მოქმედებასთან დაკავშირებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შემდეგ:
– რომ ეს სინამდვილეში, პირველ ყოვლისა ემსახურება მომხმარებელთა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების თავიდან აცილების და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული დანაშაულების და თაღლითობის პრევენციის მიზნებს; მხოლოდ ის ფაქტი, რომ აზარტულ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა ამავდროულად ზრდის წევრი სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავალს, არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა არ ემსახურება ზემოხსენებულ მიზნებს;
– რომ ის თანმიმდევრულად და სისტემატურად ემსახურება ამ მიზნებს, და
– რომ ის შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ სამართლებრივი მდგრადობის, ლეგიტიმური მოლოდინის და საკუთრების უფლების პრინციპებს.
...
5. TFEU-ს 56-ე მუხლი მოწოდებულია პირებს უფლება მიანიჭოს იმგვარად, რომ მისი დარღვევა წევრი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის მისი საკანონმდებლო საქმიანობის შედეგად, პირს უფლებას ანიჭებს, წევრი სახელმწიფოსგან მიიღოს კომპენსაცია მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელიც მას მიადგა, თუ დარღვევა არის საკმარისად სერიოზული და არსებობს კავშირი წევრი სახელმწიფოს მოქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის, ეს საკითხები ეროვნული სასამართლოების გადასაწყვეტია.
...
7. ის ფაქტი, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ასევე წინამდებარე საქმის განხილვის საგანია ექცევა წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში, ზეგავლენას არ ახდენს ამ სასამართლოს წინაშე დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებზე.“
17. CJEU-ს გადაწყვეტილების დასაბუთება შეიცავდა შემდეგ დასაბუთებას:
“11. 26(3) პარაგრაფში [1991 წლის XXXIV კანონი აზარტული თამაშების ორგანიზების შესახებ (‘აზარტული თამაშების შესახებ კანონი)]... ცვლილება შევიდა, რომელიც ამოქმედდა 2012 წლის 10 ოქტომბრიდან, 2012 წლის CXLIVკანონის მე-5 პარაგრაფით 1991 წლის XXXIV აზარტული თამაშების ორგანიზების შესახებ კანონში (2012 წლის ცვლილებების კანონპროექტი) ცვლილების შეტანით და ანიჭებდა კაზინოებს სლოტ აპარატების მუშაობის ექსკლუზიურ უფლებას.
12. 2012 წლის ცვლილებების კანონპროექტის მე-8 მუხლის თანახმად, რომელიც აისახა აზარტული თამაშების შესახებ კანონის 40/A მუხლის 1-ელ ქვეპუნქტში, გასართობ დაწესებულებებში დამონტაჟებული სლოტ აპარატების ფუნქციონირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე გაცემული ლიცენზიების მოქმედება წყდებოდა ცვლილებების ძალაში შესვლის მომდევნო დღეს და ლიცენზიების მფლობელებს ავალდებულებდა საგადასახადო სამსახურისთვის დაებრუნებინა ყველა ლიცენზია თხუთმეტი დღის განმავლობაში.
...
ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვის არსებობა
...
44. მე-8 კითხვით, მომმართველმა სასამართლომ იკითხა, ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ 2012 წლის ცვლილებების პროექტი, რომელიც არ ითვალისწინებს არც გარდამავალ პერიოდს და არც კომპენსაციას სათამაშო ბიზნესის მფლობელი პირებისთვის და კრძალავს სლოტ აპარატების ფუნქციონირებას კაზინოებს მიღმა, წარმოადგენს თუ არა საქონლის თავისუფალი მიმოქცევის შეზღუდვას და მომსახურეობის მიწოდების უფლების შეზღუდვას, რომელიც გარანტირებულია TFEU-ს 56-ე მუხლით.
...
51. ...აქედან გამომდინარე, inter alia [გადაწყვეტილებები ანომარი და სხვები (Anomar and Others), C‑6/01, EU:C:2003:446, პარაგრაფი 75, დაკომისია საბერძნეთის წინააღმდეგ (Commission v Greece), C‑65/05, EU:C:2006:673, პარაგრაფი 53], ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც კონკრეტული აზარტულ თამაშებს უშვებს მხოლოდ კაზინოებში, წარმოადგენს დაბრკოლებას მომსახურების მიწოდების თავისუფლებისთვის.
52. ამ გარემოებებში, მე-8 კითხვაზე პასუხი არის, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აზარტული ბიზნესით დაკავებული პირებისთვის გარდამავალი პერიოდისა და კომპენსაციის შესაძლებლობის გარეშე კრძალავს სლოტ მანქანების ფუნქციონირებას კაზინოებს მიღმა, წარმოადგენს TFEU-ს 56-ე მუხლით გარანტირებული მომსახურეობის მიწოდების თავისუფლების შეზღუდვას.
...
მომსახურეობის მიწოდების თავისუფლების შეზღუდვის გამამართლებელი გარემოებები
54. მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 კითხვებით, რომლებიც უნდა განვიხილოთ ერთობლიობაში, მომმართველმა სასამართლომ რეალურად იკითხა, წინამდებარე საქმის განხილვის საგნის მსგავსი ეროვნული კანონმდებლობით, რა მასშტაბის შეზღუდვა იქნება დასაშვები გამონაკლისის სახით, როგორც TFEU-ს 51-ე და 52-ე მუხლებით პირდაპირ გათვალისწინებული და გამოყენებადი ამ კონკრეტულ სფეროში TFEU-ს 62-ე მუხლის საფუძველზე, ან დასაბუთებული, სასამართლოს პრაქტიკით, კერძოდ უპირატესი საჯარო ინტერესით.
...
უპირატესი საჯარო ინტერესის არსებობა
56. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ აზარტული თამაშების კანონმდებლობა არის ერთ-ერთი იმ სფეროთაგანი, რომელშიც არსებითი მორალური, რელიგიური და კულტურული განსხვავებებია წევრ სახელმწიფოებს შორის. ევროკავშირის დონეზე ჰარმონიზაციის არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოები თავისუფლები არიან დააწესონ პოლიტიკის დონეზე საკუთარი მიზნები აზარტულ თამაშებსა და ფსონებზე და შესაბამისობის მიხედვით დეტალურად განსაზღვრონ ნაგულისხმევი დაცვის მაჩვენებელი (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ გადაწყვეტილებებში დიკინგერი და ომერი (Dickinger and Ömer), C‑347/09, EU:C:2011:582, პარაგრაფი 47, დადიჯიბეტ და ალბერსი(Digibet and Albers), C‑156/13, EU:C:2014:1756, დარაგრაფი 24).
57. ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნების იდენტიფიცირება TFEU -ს 267-ე მუხლთან მიმართებით სასამართლოსთვის [CJEU] გადაგზავნილ საქმესთან დაკავშირებით მიმმართველი სასამართლოს განსჯადი საკითხია (გადაწყვეტილება პფლეგერი და სხვები (Pfleger and Others), C‑390/12, EU:C:2014:281, პარაგრაფი 47).
58. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიზნები, რომელიც მოცემულია კანონმდებლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ მომხმარებელთა დაცვა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისაგან და დანაშაულისა და თაღლითობის პრევენცია, რაც დაკავშირებულია აზარტულ თამაშებთან, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დამაბალანსებელ გარემოებას აზარტულ თამაშებზე შეზღუდვის დაწესების სასარგებლოდ (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ გადაწყვეტილებებიკარმენ მედია ჯგუფი (Carmen Media Group), C‑46/08, EU:C:2010:505, 55-ე პარაგრაფი, და Stanley International Betting and Stanleybet Malta, C‑463/13, EU:C:2015:25, 48-ე და 49-ე პარაგრაფები და ციტირებული სასამართლო პრაქტიკა).
შეზღუდვის პროპორციულობა TFEU-ს 56-ე მუხლთან მიმართებით
62. წინასწარი მოსაზრების სახით უნდა აღინიშნოს, რომ აზარტული თამაშების ან ფსონების ბიზნესის ფუნქციონირების კონტროლი სახელმწიფოს მიერ, როგორიც არის ადმინისტრაციული ლიცენზირება მსგავსი საქმიანობის და გარკვეული თამაშებისთვის კონკრეტული სამოქმედო ადგილების განსაზღვრა, ექცევა ეროვნული ხელისუფლების დისკრეციის ფარგლებში (იხილეთ გადაწყვეტილებები ანომარი და სხვები (Anomar and Others), პარაგრაფი 88 და კარმენ მედია ჯგუფი(Carmen Media Group), C‑46/08, EU:C:2010:505, პარაგრაფი 59).
63. ამგვარი თამაშების შეზღუდული ავტორიზაცია კონკრეტული უწყებებისთვის სპეციალური ან ექსკლუზიურად მინიჭებული უფლებების საფუძველზე, რომელთაც გააჩნიათ უფლებამოსილება შეზღუდოს აზარტული თამაშები და მათი წარმოება კონტროლირებად არხებში, ექცევა მომხმარებელთა დაცვის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საჯარო ინტერესის სფეროში (იხილეთ, inter alia, გადაწყვეტილებებიLäärä, C‑124/97, EU:C:1999:435, პარაგრაფი 37; Zenatti, C‑67/98, EU:C:1999:514, პარაგრაფი 35, და ანომარი და სხვები (Anomar and Others), C‑6/01, EU:C:2003:446, პარაგრაფი 74).
64. თუმცა, შეზღუდვები, დაწესებული წევრი სახელმწიფოების მიერ უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმებს, როგორიცაა თანაზომიერება, ანუ უნდა იყოს მიზნის მიღწევის შესაბამისი და არ უნდა სცდებოდეს მიზნის მიღწევის საჭიროების ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაფერია დასახული მიზნების მიღწევისთვის თუ ის ასახავს მის მიღწევას თანმიმდევრულ და სისტემური გზით (იხილეთ გადაწყვეტილება ჰიტი და ჰიტ ლარიქსი (HIT and HIT LARIX), C‑176/11, EU:C:2012:454, პარაგრაფი 22 და ციტირებული სასამართლო პრაქტიკა).
...
71. ... [A] აზარტული თამაშობების გაფართოვების კონტროლის პოლიტიკა თანმიმდევრულია თუ, პირველი, დანაშაულებრივი და თაღლითური საქმიანობა დაკავშირებულია აზარტული თამაშობების ბიზნესთან და მეორე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება წარმოადგენდა პრობლემას უნგრეთში იმ დროისთვის, და თუ ნებადართული და რეგულირებული საქმიანობის გაფართოებას შეეძლო აღნიშნული პრობლემის გადაჭრა (ამასთან დაკავშირებით იხილეთ გადაწყვეტილებები, Ladbrokes Betting & Gaming and Ladbrokes International, C‑258/08, EU:C:2010:308, პარაგრაფი30;ზეტურფი (Zeturf), C‑212/08, EU:C:2011:437, 70-ე პარაგრაფი, და დიკინგერი და ომერი (Dickinger and Ömer), C‑347/09, EU:C:2011:582, 67-ე პარაგრაფი).
72. მიმმართველმა [ეროვნულმა] სასამართლომ უნდა განსაზღვროს, წარმოდგენილი საქმის კონტექსტიდან გამომდინარე, დაკმაყოფილებულია თუ არა ზემოაღნიშნული პირობები და თუ შესაბამისია, აღნიშნული განვრცობა იმდენად მაშტაბურია, რომ შეუძლებელია თავსებადობა აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების შეზღუდვის მიზანთან (ამასთან დაკავშირებით იხილეთ გადაწყვეტილებაშიLadbrokes Betting & Gaming and Ladbrokes International, C‑258/08, EU:C:2010:308, პარაგრაფი 38).
73. შესაბამისად, მომმართველმა სასამართლომ გლობალურად უნდა შეაფასოს ყველა გარემოება, რომელშიც შემზღუდველი კანონმდებლობა იქნა მიღებული და ამოქმედებული.
დამასაბუთებელი გარემოებების შესწავლა ფუნდამენტური უფლებების ჭრილში
74. უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც წევრი სახელმწიფო ეყრდნობა უპირატეს საზოგადოებრივ ინტერესს იმ ნორმების დასასაბუთებლად, რომელიც ზღუდავს მომსახურების მიწოდების თავისუფლებას, ამგვარი გამართლება ასევე უნდა შეესაბამებოდეს ევროპის კავშირის სამართლის პრინციპებს, კერძოდ ძირითად უფლებებს, რომელიც გარანტირებულია ევროპის კავშირის ძირითადი უფლებების ქარტიით („ქარტია“). ამგვარად, ეროვნული კანონმდებლობა, რომელზეც არის საუბარი, შესაძლოა მიეკუთვნოს გამონაკლისებს, მხოლოდ მაშინ, თუ ის შესაბამისობაში იქნება ძირითად უფლებებთან, რომელზეც ზედამხედველობას ახორციელებს სასამართლო (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ, გადაწყვეტილებები ERT, C 260/89, EU:C:1991:254, 43-ე პარაგრაფი; Familiapress, C 368/95, EU:C:1997:325, 24-ე პარაგრაფი, და ÅlandsVindkraft, C 573/12, EU:C:2014:2037, 125-ე პარაგრაფი).
...
– სამართლებრივი განსაზღვრულობის და ლეგიტიმური მოლოდინის დაცვის პრინციპები
...
77. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივი განსაზღვრულობის პირნციპი, რომლიდანაც გამომდინარეობს ლეგიტიმური მოლოდინის დაცვის პრინციპი, მოითხოვს, inter alia, რომ კანონმდებლობის ნორმები იყოს მკაფიო, ზუსტი და განჭვრეტადი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ შესაძლოა ჰქონდეთ უარყოფითი ზეგავლენა პირებზე და საქმიანობებზე (ამასთან დაკავშირებით იხილეთ გადაწყვეტილებები VEMW და სხვები (VEMW and Others), C‑17/03, EU:C:2005:362, მე-80-ე პარაგრაფი და ციტირებული სასამართლო პრაქტიკა; ASM Brescia, C‑347/06, EU:C:2008:416, 69-ე პარაგრაფი, დაTest Claimants in the Franked Investment Income Group Litigation, C‑362/12, EU:C:2013:834, პარაგრაფი 44).
78. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოვაჭრეს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდება, თუმცა შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს ამგვარი ცვლილებების განხორციელების გზები (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ გადაწყვეტილება GemeenteLeusden და HolinGroep, გაერთიანებული საქმეები C‑487/01 და C‑7/02, EU:C:2004:263, 81-ე პარაგრაფი).
79. ამგვარად, სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი არ მოითხოვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდეს, არამედ იმას, რომ ეროვნულმა კანონმდებლობამ გაითვალისწინოს მოვაჭრეების კონკრეტული მდგომარეობა და შესთავაზოს, თუ შესაძლებელია, ახალ კანონზე ადაპტაციის პერიოდი (გადაწყვეტილებები VEMW და Others, C‑17/03, EU:C:2005:362, 81-ე პარაგრაფი, და Plantanol, C‑201/08, EU:C:2009:539, 49-ე პარაგრაფი; ამასთან დაკავშირებით იხილეთ გადაწყვეტილებაGemeenteLeusdenდა HolinGroep, გაერთიანებული საქმეები C‑487/01 და C‑7/02, EU:C:2004:263, 70-ე პარაგრაფი).
...
84. რაც შეეხება ... 2012 წლის ცვლილებათა კანონპროექტს, ამ კანონპროექტმა ძალაში შესვლის მომდევნო დღეს უდაოდ გამოიწვია, გასართობ ცენტრებში სლოტ მანქანების ფუნქციონირების ლიცენზიების ავტომატური გაუქმება, ლიცენზიის მფლობელთათვის გარდამავალი პერიოდისა და კომპენსაციის შეთავაზების გარეშე.
85. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ეროვნული კანონმდებლობა აუქმებს ლიცენზიებს, რომელიც მათ მფლობელებს ეკონომიკური საქმიანობის უფლებას ანიჭებდა, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მფლობელთა სასარგებლოდ შესაბამისი ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდი ადაპტაციისთვის ან შესაბამისი კომპენსაციის სისტემა (ამასთან დაკავშირებით იხილეთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ვეკონი უნგრეთის წინააღმდეგ (Vékony v. Hungary), no. 65681/13, §§ 34 და 35, 13 იანვარი 2015).
86. ასევე, განმცხადებლები ძირითად სამართალწარმოებაში დაობდნენ, რომ 2012 წლის ცვლილებათა კანონპროექტის ძალაში შესვლამდე, მათ განიცადეს ფინანსური დანაკარგი ახალ კანონზე ადაპტირებისთვის, 2011 წლის ცვლილებათა კანონპროექტის თანახმად სლოტ მანქანების ახალ საოპერაციო სისტემაზე გადაწყობით. ეს საოპერაციო სისტემა, რომელიც სავარაუდოდ 2013 წლის 1 იანვარს შევიდოდა ძალაში, მოითხოვდა გასართობ ცენტრებში არსებული სლოტ მანქანების ფუნქციონირებას ონლაინ რეჟიმში და არა ცენტრალურ სერვერზე დაერთებით. ლეგიტიმური მოლოდინი 2012 წლის ცვლილებათა კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღებითა და ამოქმედებით იქნა შელახული.
87. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოვაჭრემ, რომელმაც დიდი ინვესტიციები განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრულ სქემასთან ბიზნესის შესაბამისობაში მოსაყვანად, შესაძლოა მიიჩნიოს, რომ მისი ინტერესი მნიშვნელოვნად დაზარალდა გამოცხადების თარიღამდე ამ სქემის გამოთხოვით, მითუმეტეს, თუ ამგვარ გამოთხოვას ადგილი აქვს მოულოდნელად და განუჭვრეტელად, ახალ სამართლებრივ სიტუაციაზე მორგების დროის გარეშე (ამასთან დაკავშირებით იხილეთ, პლანტანოლი (Plantanol), C‑201/08, EU:C:2009:539, 52-ე პარაგრაფი).
88. ეროვნული სასამართლო უნდა დარწმუნდეს, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეში მოცემული ეროვნული კანონმდებლობა შეესაბამება თუ არა სამართლებრივი განსაზღვრულობის და ლეგიტიმური მოლოდინის დაცვის პრინციპებს.
– საკუთრების უფლება
89. განმცხადებლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც განიხილება წინამდებარე საქმისწარმოებაში, ლახავს საკუთრების უფლებას, გარანტირებულს ქარტიის მე-17 მუხლით.
90. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც TFEU-ს 56-ე მუხლიდან გამომდინარე შემზღუდველია, ასევე შესაძლოა ზღუდავდეს ქარტიის მე-17 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. ამგვარად, სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ მომსახურების მიწოდების თავისუფლების დაუსაბუთებელი ან არაპროპორციული შეზღუდვა, რომელიც გარანტირებულია TFEU-ს 56-ე მუხლით, ასევე არ არის დაშვებული ქარტიის 52(1) მუხლით ქარტიის მე-17 მუხლთან ერთობლიობაში (პფლეგერი და სხვები (Pfleger and Others), C 390/12, EU:C:2014:281, პარაგრაფები 57 და 59).
91. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმეზე, [სასამართლოსმიერი] შესწავლა, რომელიც წარმოდგენილი გადაწყვეტილების 56-დან 73-მდე პარაგრაფებშია მოცემული, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებს ეხებაTFEU-ს 56-ე მუხლის შესაბამისად, ასევე მოიცავს ქარტიის მე-17 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობის შესწავლას, შესაბამისად, ცალკე მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე არ არის საჭირო. (ამასთან დაკავშირებით იხილეთ, პფლეგერი და სხვები (Pfleger and Others, C 390/12, EU:C:2014:281, მე-60-ე პარაგრაფი).
პასუხები მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 კითხვებზე
92. წინამდებარე საქმიდან გამომდინარე, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 კითხვებზე პასუხები არის ის, რომ მომსახურების მიწოდების თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული კანონმდებლობიდან, როგორც განსახილველ საქმეშია, შესაძლოა გამართლდეს მხოლოდ უპირატესი საჯარო ინტერესით, თუ ამას დაადგენს სასამართლო ამგვარი კანონმდებლობის მიღებასა და იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილი შესწავლით:
– რომ ის ჭეშმარიტად ემსახურებოდა, უპირატესად, მომხმარებელთა დაცვას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული დანაშაულისა და თაღლითობის თავიდან აცილების მიზნებს; მხოლოდ ის ფაქტი, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონის გამკაცრებამ მოიტანა სარგებელი წევრი სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის საგადასახადო შემოსავლების გაზრდით, არ გამორიცხავს იმას, რომ კანონის გამკაცრება განხორციელდა უპირატესად ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად;
– რომ ის ემსახურება აღნიშნული მიზნების მიღწევას თანმიმდევრულად და სისტემატურად, და
– რომ ის თანხვედრაშია ევროპის სამართლის ზოგადი პრინციპების მოთხოვნებთან, კერძოდ, საკანონმდებლო განსაზღვრულობისა და ლეგიტიმური მოლოდინის დაცვისა და საკუთრების უფლებასთან.
...
შესაბამისი წევრი ქვეყნის მხრიდან კომპენსაციის გადახდის ვალდებულების არსებობა
...
101. მე-5 და მე-12 შეკითხვებით მიმმართველი სასამართლო არსებითად კითხულობს, TFEU-ს 34-ე ან/და TFEU-ს 56-ე მუხლები მიზნად ისახავენ თუ არა პირთათვის უფლებების მინიჭებას, იმგვარად, რომ მათი შელახვა წევრი ქვეყნის მიერ, მათ შორის ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობით, პირთათვის წარმოშობდეს წევრი ქვეყნისაგან კომპენსაციის მიღების უფლებას ამგვარი შელახვით მიყენებული ზიანისათვის.
104. დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ევროკავშირის სასამართლო კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას განსაზღვრავს, როდესაც შემდეგი სამი პირობაა დაკმაყოფილებული: დარღვეული სამართლის ნორმა მიმართული უნდა იყოს პირისთვის უფლების მინიჭებაზე; დარღვევა არის საკმარისად სერიოზული; და უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულების დარღვევასა და დაზარალებული მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის (იხილეთ, inter alia, გადაწყვეტილება საქმეებზე Brasserie du pêcheur და Factortame, გაერთიანებული საქმეები C 46/93 და C 48/93, EU:C:1996:79, 51-ე პარაგრაფი; Danske Slagterier, C 445/06, EU:C:2009:178, მე-20-ე პარაგრაფი, და კომისია იტალიის წინააღმდეგ (Commission v Italy), C 379/10, EU:C:2011:775, მე-40-ე პარაგრაფი).
...
106. შესაბამისად, პასუხები მე-5 და მე-12 კითხვებზე, რომლებიც შეეხება წინასწარ გადაწყვეტილებებს, არის რომ TFEU-ს 56-ე მუხლი მიზნად ისახავს პირებს მიანიჭოს უფლებები, იმგვარად, რომ აღნიშნული უფლების დარღვევა წევრი ქვეყნის მიერ, მათ შორის ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობით, წარმოშობს პირების უფლებას წევრი ქვეყნისაგან მიიღონ კომპენსაცია უფლების ამგვარი შელახვით მიყენებული ზიანისათვის, იმ პირობით, რომ დარღვევა არის საკმარისად მძიმე და რომ არსებობს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამგვარ დარღვევასა და მიყენებულ ზიანს შორის, რაც უნდა დადგინდეს ეროვნული სასამართლოს მიერ.
...
111. მე-15 შეკითხვით, მიმმართველი სასამართლო კითხულობს თუ რა მოცულობით ახდენს გავლენას მე-5, მე-7, მე-12 და მე-14 კითხვებზე გასაცემ პასუხებზე ის ფაქტი, რომ ეროვნული კანონმდებლობა, როგორიც წინამდებარე განსახილველი კანონმდებლობაა, წევრი ქვეყნის კომპეტენციის ფარგლებში ექცევა.
112. აღნიშნულთან მიმართებაში საკმარისია აღინიშნოს, რომ როგორც ზემოთ 34-ე პარაგრაფში გამოიკვეთა, წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორცილონ მათი კომპეტენცია ევროკავშირის სამართალთან თანხვედრაში, კერძოდ, ხელშეკრულებით გარანტირებული ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც მიესადაგება ისეთ შემთხვევებს, როგორიც წინამდებარე მთავარ სხდომაზე არსებული საკითხია და რომელიც ევროკავშირის სამართლის მოქმედების სფეროში ექცევა.
113. აღნიშულ გარემოებებში წევრი ქვეყნის მიერ წარმოდგენილი თავისუფლებების შეზღუდვის დასაბუთება უნდა განიმარტოს ძირითადი უფლებების ჭრილში, მაშინაც, როდესაც წევრი ქვეყნის მიერ განხორციელებული შეზღუდვა მის კომპეტენციაში არსებულ სფეროშია, იმ პირობით, რომ წინამდებარე სიტუაციით გათვალისწინებული საკითხი ექცევა ევროკავშირის სამართლის მოქმედების სფეროში (ამ მიზნისათვის იხილეთ გადაწყვეტილება საქმეზე Åkerberg Fransson, C‑617/10, EU:C:2013:105, 21-ე პარაგრაფი).
114. მსგავსად აღნიშნულისა, წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის სამართლის ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, როდესაც აღნიშნული ეხება სფეროს, რომელიც წევრი ქვეყნის კომპეტენციის ფარგლებში ხვდება, იწვევს წევრი ქვეყნების ვალდებულებას, იმდენად რამდენადაც წინამდებარე გადაწყვეტილების 104-ე პარაგრაფით დადგენილი პირობები დაკმაყოფილებულია.”
18. საქმე ჯერ კიდევ ბუდაპეშტის უზენაესი სასამართლოს მიერ განიხილება.
B. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა
19. აზარტული თამაშების შესახებ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მწკრივული სათამაშო აპარატების აკრძალვის შესახებ კანონით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, სათამაშო ავტომატების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კაზინოებში; ნებისმიერ კაზინოში მხოლოდ ერთი კომპანიაა უფლებამოსილი ამუშაოს სათამაშო აპარატები.
40/A(1) მუხლის თანახმად, მწკრივული სათამაშო აპარატების და სათამაშო მანქანების მანამდე გაცემული ლიცენზიები უქმდება მწკრივული სათამაშო აპარატების აკრძალვის შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე.
20. 2013 წლის კანონი ნომერი CLXXVII „ტრანსნაციონალურ ნორმების შესახებ“, რომელიც შეეხება ახალი სამოქალაქო კოდექსის[1] ძალაში შესვლას, ადგენს შემდეგს:
მუხლი 1
“თუ ამ კანონით სხვაგვარად არ არის დადგენილი, მოქმედებს [ახალი] სამოქალაქო კოდექსის შესახებ 2013 წლის V კანონის ნორმები:
ა) მომხდარ ფაქტებსა და სამართლებრივი ურთიერთობებზე
ბ) გაკეთებულ სამართლებრივ განცხადებებზე
მისი ძალაში შევლის შემდგომ.”
ნაწილი 54
“[ახალი] სამოქალაქო კოდექსის დებულებები არა-სახელშეკრულებო ვალდებულებებზე ... უნდა გავრცელდეს ისეთ ქმედებებზე - მათ შორის უმოქმედობაზე - რომლებმაც მისი ძალაში შესვლის შემდგომ გამოიწვია ზიანი. ზიანის გამომწვევი განგრძობადი ქმედებები, რომელთაც ზიანი წარმოშვეს ძალაში შესვლამდე, უნდა დაექვემდებარს მანამდე მოქმედ წესებს, მაშინაც თუ ზიანის გამომწვევი ქმედება წყდება ან ზიანი დგება ძალაში შესვლის შემდგომ.”
21. [ძველი] სამოქალაქო კოდექსის 339-ე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას არა-სახელშეკრულებო ზიანისათვის, ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადით იგივე კოდექსის 324(1) მუხლის შესაბამისად.
22. უზენაესი სასამართლოს/Kuria მოქმედი პრეცედენტული სამართალი, რომელიც ეხება კანონშემოქმედის დელიქტურ პასუხიმგებლობას, შემდეგი წესით იქნა გადახედილი ბუდაპეშტის სააპელაციო სასამართლოს მიერ წამყვან საქმეში # EBD2014.P.1:
“უზენაესმა სასამართლომ წამყვან საქმეში # EBH1999.14, დაადგინა, რომ დელიქტური ვალდებულების წესები ვერ გავრცელდება კანონმდებლობაზე, კერძოდ ქმედებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქცევის ზოგადი და აბსტრაქტული წესების მიღებას. მოწინავე საქმეში # BH1993.312 ასევე მიჩნეულია, რომ ზიანი რომელიც პოტენციურად დადგა კანონის ძალაში შესვლით, რომელიც თავის მხრივ აყალიბებს ნორმატიული ძალის ზოგად წესს, არ ადგენს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ურთიერთობას კანონშემოქმედსა და კანონმდებლობის სავარაუდო დაზარალებულს შორის... გარდა ამისა, მოწინავე საქმე # BH1994.31 ასევე ასახავს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, კანონშემოქმედი არ შეიძლება იყოს პასუხს აგებდეს ნორმატიული აქტის მიღების გამო, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც არსებობს დამატებითი ფაქტები (többlettényállás).”
წამყვან საქმეში, ამგვარი დამატებითი ფაქტები დადგინდა საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებაში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კანონშემოქმედების პროცესი იყო დისფუნქციური და რომ შედეგად მიღებული სამართლებრივი დებულება იყო მომჩივანის საზიანოდ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ფორმულირებული საკანონმდებლო აქტის სახით.
C. ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა
23. ევროკავშირის ხელშეკრულების 4(3) მუხლი ადგენს შემდეგს:
“გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპიდან გამომდინარე, [ევრო]კავშირი და წევრი ქვეყნები, სრული ურთიერთპატივისცემით, ვალდებულნი არიან, დაეხმარონ ერთმანეთს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამოცანების შესრულებაში.
წევრი ქვეყნები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, როგორც ზოგადი ისე კონკრეტული, რათა უზრუნველყონ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ან [ევრო]კავშირის ინსტიტუტების აქტების შედეგად დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
წევრი ქვეყნები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ [ევრო]კავშირის ამოცანების მიღწევას და თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომების მიღებისაგან, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კავშირის მიერ შესაბამისი ამოცანების განხორციელებას.”
24. ხელშეკრულების 56-ე მუხლი, რომელიც შეეხება ევროკავშირის ფუნქციონირებას, ადგენს შემდეგს:
“ქვემოთ წარმოდგენილი დებულებების ფარგლებში, [ევრო]კავშირის საზღვრებში მომსახურების გაწევის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიც დაფუძნებული არიან მომსახურების ადრესატი პირის საცხოვრებელი წევრი ქვეყნისაგან განსხვავებულ წევრ ქვეყანაში ...”
25. TFEU -ს 267-ე მუხლი ადგენს შემდეგს:
“ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია გააჩნია მიიღოს წინასწარი გადაწყვეტილებები შემდეგ საკითხებზე:
(ს) [ევროკავშირის] ხელშეკრულებების ინტერპრეტაცია;
(ბ) [ევრო]კავშირის ინსტიტუციების, ორგანოების, ოფიცრებისა და სააგენტოების აქტების მოქმედება და მათი ინტერპრეტაცია;...”
26. ადამიანის ძირითად უფლებათა ევროკავშირის ქარტია ადგენს შემდეგს:
მუხლი 17 § 1
“ყველას აქვს უფლება საკუთრებაში ქონდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს და ანდერძით გადასცემდეს მის კანონიერი გზით მოპოვებული ქონება. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას ქონება, გარდა საზოგადოებრივი ინტერესისა და კანონით დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევებში, რაც ექვემდებარება სამართლიან კომპენსაციას, რომელიც გადახდილ უნდა იქნას დროულად, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ. ქონებით სარგებლობა შესაძლოა დარეგულირდეს კანონით, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული აუცილებელია ზოგადი ინტერესიდან გამომდინარე.”
27. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართალი შეიცავს შემდეგ პრინციპებს:
“სასამართლოს მიერ მიღებული წინასწარი გადაწყვეტილების მიზანია გადაწყვიტოს სამართლის საკითხი და დაადგინოს, რომ გადაწყვეტილება შემბოჭველია ეროვნული სასამართლოებისათვის [ევროპული] თანამეგობრობის დებულებებისა და სადავო აქტის ნაწილში.” (გადაწყვეტილება საქმეში ბენედეტი (Benedetti), 52/76, EU:C:1977:16, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი).
“[A] გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას თანამეგობრობის ინსტიტუტიების აქტის ინტერპრეტაციისა და მოქმედების საკითხზე, საბოლოოდ ადგენს [ევროპული] თანამეგობრობის სამართლის საკითს ან საკითხებს და სავალდებულოა ეროვნული სასამართლოსათვის ძირითად განხილვაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზნებისათვის.” (გადაწყვეტილება Wünsche, 69/85, EU:C:1986:104, პარაგრაფი 13).
“დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით წევრი ქვეყნების ყველა ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს თანამეგობრობის სამართლის ნორმების დაცვა მათი კომპეტენციის სფეროს ფარგლებში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული თანამეგობრობის [ხელშეკრულების] 234-ე მუხლით მინიჭებული იურისდიქციის განხორციელებისას სასამართლოს მიერ განმარტებისას ის თანამეგობრობის სამართალის ნორმებს ნათელს ფენს და საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს, კონკრეტული ნორმის მნიშვნელობას და გამოყენების სფეროს, როგორიც არის ან უნდა იქნას გაგებული და გამოყენებული მისი ძალაში შესვლის თარიღიდან ... სხვა სიტყვებით, წინასწარი გადაწყვეტილება არ ქმნის ან არ ცვლის სამართალს, არამედ იგი წმინდად დეკლარაციული ხასიათისაა, რომელიც ძალაში შედის განმარტების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ... შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როგორიცაა ძირითადი სხდომა, თანამეგობრობის სამართლის განმარტებული ნორმა უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი კომპეტენციის სფეროს ფარგლებში, იმ სამართლებრივი ურთიერთობებზეც, რომლებიც წარმოიშვა სასამართლოს მიერ ინტერპრეტაციის მოთხოვნაზე გაცემული გადაწყვეტილების ფორმირებამდე...” (გადაწყვეტილება საქმეზე ვილი კემპერი (Willy Kempter), C-2/06, EU:C:2008:78, 34–36 პარაგრაფები).
“რაც შეეხება TEU-ს მე-4 მუხლს, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ამავე მუხლის მე-3 პარაგრაფში, წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ პირის უფლებების სამართლებრივი დაცვა ევროკავშირის სამართლის თანახმად... დამატებით, TEU-ს 19(1) მუხლი წევრი ქვეყნებისაგან მოითხოვს, წარმოადგინონ საკმარისი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ევროკავშირის სამართლით მოცულ სფეროებში ეფექტურ სამართლებრივ დაცვას (გადაწყვეტილებასაქმეში ClientEarth, EU:C:2014:2382, პარაგრაფი 52).
“ნებისმიერ შემთხვევაში, თანამეგობრობის სამართლის დარღვევა აშკარად იქნება საკმარისად მძიმე თუ იგი გაგრძელდება მიუხედავად გადაწყვეტილებისა, რომელმაც დაადგინა სადავო დარღვევის არსებობა, ან წინასწარი გადაწყვეტილებისა ან არსებულ საკითხზე დადგენილი სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა, რომლითაც აშკარად დგინდება რომ სადავო ქმედება წარმოადგენს დარღვევას” (გადაწყვეტილება საქმეზე Test Claimants in the Thin Cap Group Litigation, C-524/04, EU:C:2007:161, 120-ე პარაგრაფი; იხილეთ ასევე, Test Claimants in the FII Group Litigation, C-446/04, EU:C:2006:774, 214-ე პარაგრაფი და ამ დოკუმენტში ციტირებული პრეცედენტული სამართალი).
საჩივრები
28. განმცხადებლები აცხადებენ, რომ მათი ლიცენზიების გაუქმება, რომლითაც ხდებოდა სათამაშო აპარატების მწკრივებისა და სლოტ-აპარატების ოპერირება უნგრეთში, უთანაბრდებოდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით განცალკევებით ან კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში დადგენილ მათ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. გარდა ამისა, ნებისმიერი სამართლებრივი ფორუმის არარსებობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გამოყენებული საშუალების გასაჩივრება, წარმოადგენს კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევას.
კანონმდებლობა
29. განმცხადებლები ჩივიან, რომ მათი ლიცენზიის გაუქმება, რომლითაც ხდებოდა სათამაშო აპარატების მწკრივებისა და სლოტ-აპარატების ოპერირება, წარმოადგენდა დასაბუთების გარეშე ქონების ჩამორთმევას კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის, როგორც განცალკევებულად ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, დარღვევას.
1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი ადგენს შემდეგს:
“ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს მშვიდად ისარგებლოს მისი ქონებით. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება გარდა საზოგადოებრივი ინტერესისა და კანონითა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპებით დადგენილი შემთხვევებისა.
თუმცა, წინა დებულებები ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აზიანებდეს სახელმწიფოს უფლებას, აღასრულოს ისეთი კანონები, რომელიც მას საჭიროდ მიაჩნია ქონების ზოგად ინტერესებთან შესაბამისობაში გამოყენების კონტროლისათვის ან გადასახადების ან სხვა შენატანების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.”
კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს შემდეგს:
“კონვენციით დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გენდერული, რასობრივი, კანის ფერის, ენის, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობების გაერთიანების, საკუთრების, დაბადების ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.”
30. მთავრობამ აღნიშნული არგუმენტი სადაო გახადა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ განმცხადებელმა ვერ შეძლო ეროვნულ დონეზე სრულად ამოეწურა სამართლებრივი დაცვის საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ზიანთან მიმართებით ქმედების მიმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფომ სავარაუდოდ დაარღვია ევროკავშირის სამართალი, იყო და არის მათთვის ხელმისაწვდომი მოცემულ ვითარებაში. მათ განაცხადეს, ევროკავშირის სამართლის საფუძვლებად მიჩნეულ სამართლებრივ ინსტრუმენტებში აღნიშნულის მარეგულირებელი ნორმების არ არსებობის პირობებში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ თავის პრეცედენტულ სამართალში განავითარა პრინციპი, რომ თუ წევრი ქვეყანა არღვევს ევროკავშირის სამართალს, რომელსაც უპირატესი ძალა აქვს ეროვნულ სამართალთან მიმართებით და ამგვარი დარღვევა გამოიხატება ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში ევროკავშირის სამართლის სრული რეალიზაციისათვის ყველა საჭირო ნაბიჯის გამოუყენებლობაში, მან უნდა იკისროს დელიქტური ვალდებულება ევროკავშირის სამართლით გათვალისწინებული უფლების მფლობელის მიმართ (იხილეთ ფრანკოვიჩი და სხვები იტალიის წინააღმდეგ (Francovich and Others v. Italy) (C-6/90 and C-9/90) 1991 წლის 19 ნოემრის გადაწყვეტილება). აღნიშნული პრინციპი შემდგომში განვრცობილ იქნა CJEU-ს მიერ, რათა დაეფარათ სახელმწიფო ორგანოს ქმედებებით ან უმოქმედებით წარმოშობილი ზიანი, რომლითაც დაირღვა ევროკავშირის სამართალი, რაც აისახა ევროკავშირის სამართალში განმტკიცებული უფლებების დარღვევაში (იხილეთBrasserie du Pêcheur SA (C-46/93) და Factortame Ltd. (C-48/93) 1996 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება). აღნიშნულ საქმეებში წევრი ქვეყნების იმუნიტეტი შეზღუდულია, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ საჩივრის შეტანა შესაძლებელია გონივრული წარმატების პერსპექტივით.
31. აპლიკანტები ამტკიცებდნენ, რომ უნგრეთის სასამართლოების პრაქტიკის თანახმად, კანონშემოქმედის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია კანონმდებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ვერ იქნებოდა წარმატებული (იხილეთ მოწინავე საქმე # EBD2014.P.1, ზემოთ 22-3 პარაგრაფში). შესაბამისად, აღნიშნული ქმედება არ იყო ეფექტური საშუალება, რომლის ამოწურვაც შესაძლოა მომხდარიყო მოცემულ გარემოებებში. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრება, მთავრობის შემოთავაზების თანახმად, მიმართული იყო ევროკავშირის სამართლის დარღვევის საკითზე, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი განხილვის თემა განსხვავებული იქნებოდა წინამდებარე განცხადებისაგან, ვინაიდან მას არავითარი კავშირი არ ქონდა კონვენციით დადგენილ მათ უფლებებთან. მოგვიანებით ისინი ამტკიცებდნენ, რომ უნგრეთის ევროკავშირში შევლის შემდგომ უნგრულ სასამართლოებს არასოდეს დაუდგენიათ კანონმდებლების პასუხისმგებლობა ევროკავშირის სამართლის დარღვევისათვის და ზემოთ აღნიშნული წამყვანი საქმეებით გამეორებული არსებული პრაქტიკის ჭრილში, ამგვარი შედეგის დადგომის შესაძლებლობა ნაკლებად იყო მოსალოდნელი. შესაბამისი და დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკის არარსებობის და ასევე ხარჯებისა და დროის - სავარაუდოდ უშედეგო - გათვალისწინებით, რომელსაც დამატებითი პროცედურები მოითხოვდა, აპლიკანტები მიიჩნევდნენ, რომ კანონმდებლების წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების საჩივრის წარსადგენად ფორუმის გამოყენების ვალდებულება მათთვის წარმოშობდა არაპროპორციულ ტვირთსა და კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილი მათი ინდივიდუალური განაცხადის წარდგენის უფლების ეფექტურად გამოყენების დაბრკოლებას.
32. კონვენციის 35-ე მუხლის § 1 ადგენს შემდეგს:
“სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე მხოლოდ მას შემდეგ რაც ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება ამოიწურება, საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებული პრინციპის შესაბამისად, ...”
33. იმის შეფასება, არის თუ არა ეროვნული საშუალებები ამოწურული, როგორც წესი დგინდება იმ თარიღზე მითითებით როდესაც მოხდა განაცხადის შეტანა სასამართლოში. თუმცა, როგორც სასამართლომ გადაწყვიტა ბევრ შემთხვევაში, აღნიშული წესი ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც შესაძლოა გამართლდეს კონკრეტული გარემოებებით კონკრეტულ საქმეზე (იხილეთ ბაუმანი საფრანგეთის წინააღმდეგ (Baumann v. France), # 33592/96, § 47, 2001 წლის 22 მაისი).
34. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე განაცხადის გაცნობის შემდგომ მალევე, ზოგიერთმა აპლიკანტმა (იხილეთ ზემოთ მე-13 პარაგრაფი) შეიტანა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს სადავო კანონმდებლობის შედეგად დაკარგული ბიზნესის შესაბამისი კომპენსაცია, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო კანონმდებლობა სავარაუდოდ შესაბამისობაში არ იყო ევროკავშირის სამართალთან. სხვა განმცხადებლებს არ გამოუყენებიათ აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტი.
35. შემდგომ წარმოებებში, ბუდაპეშტის უზენაესმა სასამართლომ აღიქვა საკითხი, როგორც პოტენციურად განვითარებადი ევროკავშირის სამართლის ჭრილში. შემდგომში მან გადაწყვიტა წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა CJEU-სგან. აღნიშნულ ვითარებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი ადგილობრივი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კანონების ამოქმედება, როგორც წესი, არ ქმნის სამოქალაქო ვალდებულებით ურთიერთობას კანონშემოქმედსა და პირებს შორის, რომლებიც ამტკიცებენ ზიანის დადგომას აღნიშული კანონმდებლობის შედეგად (იხილეთ ზემოთ 22-ე პარაგრაფი). თუმცა, სასამართლოსათვის ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა CJEU-ს გადაწყვეტილების მიღება - ზემოხსენებული პრაქტიკის საფუძველზე საქმის გადაწყვეტის ნაცვლად, ცხადყოფს გონივრულ პერსპექტივას, რომ ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც სავარაუდოდ დაეკისრა სახელმწიფო მხარეს შესაძლოა გადაწყდეს შესაბამისი ევროკავშირის სამართლით, მხოლოდ ეროვნული ინსტანციების პრაქტიკის საფუძველზე გადაწყვეტის ნაცვლად.
36. CJEU -მ 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაადგინა შემდეგი (საქმე C‑98/14):
“TFEU -ს 56-ე მუხლი მიზნად ისახავს მიანიჭოს პირებს უფლებები, იმგვარად, რომ მათი შელახვა წევრი ქვეყნის მიერ, მათ შორის საკანონმდებლო ქმედებებით, უფლებას ანიჭებდეს ასეთ პირებს მიიღონ წევრი ქვეყნისაგან კომპენსაცია ამგვარი შელახვით მიყენებული ზიანისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ შელახვა არის საკმარისად სერიოზული და არსებობს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შელახვასა და განცდილ ზიანს შორის, რომელიც უნდა დადგინდეს ეროვნული სასამართლოს მიერ.”
37. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უთითებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მომსახურების მიწოდების თავისუფლების პრინციპის პოტენციურ დარღვევაზე, რაც შესაძლოა გამოწვეულ იქნას სადავო კანონმდებლობით. CJEU-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამგვარი დარღვევისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირების წინაშე. TFEU-ს 56-2 მუხლის განმარტებით იგი უფლებას აძლევს დაზარალებულებს, მოითხოვონ კომპენსაცია დამდგარი ზიანისათვის; და ამ შემთხვევაში ეროვნულმა სასამართლომ უნდა შეაფასოს იყო თუ არა დარღვევა საკმარისად სერიოზული და არსებობდა თუ არა კაუზალური კავშირი დარღვევასა და დამდგარ ზიანს შორის. აღნიშნული შეფასების გაკეთებისას, ეროვნულმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სადავო ზომები ძირითად უფლებათა ქარტიის მე-17 მუხლის ჭრილში (იხილეთ CJEU-ის დასაბუთების 89-92 პარაგრაფები, რომელიც ციტირებულია ზემოთ მე-17 პარაგრაფში).
38. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ TFEU-ს 267-ე მუხლისა და ასევე CJEU-ს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, CJEU მიერ მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება ევროკავშირის სამართლის სადავო წესის ინტერპრეტაციის საკითხთან მიმართებაში, შესასრულებლად სავალდებულოა მითითებული ეროვნული სასამართლოებისათვის. იგი განმარტავს და ადგენს აღნიშნული წესის მნიშვნელობას და მოქმედების სფეროს ისე როგორც არის ან უნდა იყოს გაგებული და გამოყენებული მისი ძალაში შესვლის თარიღიდან. გარდა ამისა, “გულწრფელი თანამშრომლობის” პრინციპის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მათი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ ევროკავშირის სამართლის წესების დაცვა, როგორც ეს განმარტებულია CJEU-ს მიერ და ასევე უზრუნველყონ ევროკავშირის სამართლით დადგენილი პირის უფლებების სამართლებრივი დაცვა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ წინასწარი გადაწყვეტილების დადგენილი მითითებები უნდა შესრულდეს არა მხოლოდ სპეციფიკურ დავებში, რომელმაც წარმოშვა მითითებები, არამედ არაპირდაპირ, ასევე იმ საქმეებში, სადაც სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა მანამ სანამ CJEU-მ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე სასამართლო ადგენს, რომ თანამეგობრობის სამართლის დარღვევა წარმოადგენს “არსებითად სერიოზულ” დარღვევას, CJEU-ს მიერ ევროკავშირის სამართლის დარღვევისათვის სახელმწიფოს ვალდებულებების საქმეებზე მრავალჯერ გამოყენებული ტესტის მიზნებისათვის - თუ კი აღნიშნული მეორდება მიუხედავად წინასწარი გადაწყვეტილების ან არსებული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლისა, რომლიდანაც აშკარაა რომ სადავო ქმედება წარმოადგენს დარღვევას (ევროკავშირის სამართლის შესაბამისი პრინციპებისათვის, იხილეთ მაღლა 27-ე პარაგრაფი).
39. სასამართლოსათვის, წინამდებარე საქმეში არსებული გადაწყვეტილება უნგრული სასამართლოსათვის ადგენს მითითებებს, რომელიც განსაზღვრავს მათ წინაშე არსებულ საქმეში გასავრცელებელ კრიტერიუმებს. თანახმად აღნიშნული მითითებებისა, გასაჩივრებული შეზღუდვის არგუმენტი ასევე განხილული უნდა იყოს ევროკავშირის სამართლის ზოგად პრინციპებთან მიმართებაში, კერძოდ ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიით გარანტირებულ უფლებებთან, მათ შორის მე-17 მუხლთან მიმართებაში.
40. აქედან გამომდინარე ეროვნული სახელმწიფო ორგანოების წინაშე მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში შესაძლებელი უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, მოსარჩელე განმცხადებლების უფლებების დარღვევის დასაბუთების საკითხი მოცვა, რომელიც მინიჭებულია 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით. აღნიშნული დაკვირვების შედეგად, CJEU-ის არსებული პრეცედენტული სამართალი და ამ საქმეში მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მოითხოვს ეროვნული სასამართლოსაგან, რომ უპირველეს ყოვლისა, შეაფასოს აკმაყოფილებს თუ არა შეზღუდვა CJEU-ის პრეცედენტული სამართლით დადგენილ პირობებს მათ პროპორციულობასთან მიმართებაში (იხილეთ CJEU-ს დასაბუთების 64-ე პარაგრაფი, რომელიც ციტირებულია ზემოთ მე-17 პარაგრაფში) და რამდენად თავსებადია ადამიანის ძირითად უფლებებთან, რომელთა დაცვა გარანტირებულია CJEU-თი (იხილეთ CJEU-ის დასაბუთების 74-ე და 91-ე პარაგრაფები, რომლებიც ციტირებულია ზემოთ მე-17 პარაგრაფში). კერძოდ, ეროვნული სასამართლოები ვალდებული არიან პირველ რიგში შეაფასონ, ნამდვილად ემსახურება თუ არა შეზღუდვა მიზნებს, რომლებიც უკავშირდება მომხმარებელთა დაცვას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისაგან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კრიმინალური და თაღლითური საქმიანობის პრევენციას; უწყობს თუ არა ხელს მიზნების თანმიმდევრულ და სისტემატურ განხორციელებას; და აკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირის ზოგადი პრინციპებიდან წარმოშობილ მოთხოვნებს, კერძოდ, სამართლებრივი სიცხადისა და სამართლებრივი მოლოდინის დაცვის პრინციპებს და საკუთრების უფლებას (იხილეთ CJEU-ს დასაბუთების 92-ე პარაგრაფი, რომელიც ციტირებულია ზემოთ მე-17 პარაგრაფში). გარდა ამისა, TFEU-ს 56-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში, ეროვნულ სასამართლოებს ასევე მოეთხოვებათ შეაფასონ, არის თუ არა დარღვევა საკმარისად მძიმე და არსებობს თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ დარღვევასა და მიყენებულ ზიანს შორის.
41. კვლევის აღნიშნული მეთოდი ძალიან გავს სასამართლოს მიერ 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მიზნებისათვის შესწავლის გამოყენებულ მეთოდს. თავისი შინაარსით, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოითხოვს, რომ იმისათვის, რომ ჩარევა იყოს თავსებადი 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან, აღნიშნული უნდა იყოს კანონიერი, ზოგად ინტერესებთან თავსებადი და პროპორციული, შესაბამისად, იგი უნდა ადგენდეს “სამართლიან ბალანსს” საზოგადოების ზოგადი ინტერესების მოთხოვნებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, ბეილერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) [დიდი პალატა], # 33202/96, § 107, ECHR 2000-I, და J.A. Pye (Oxford) Ltd and J.A. Pye (Oxford) Land Ltd გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (J.A. Pye (Oxford) Ltd and J.A. Pye (Oxford) Land Ltd v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 44302/02, § 75, ECHR 2007-III). საჭირო სამართლიანი ბალანსი არ იქნება დარღვეული თუ კი დაინტერესებულ პირს ექნება ინდივიდუალური და გადაჭარბებული ტვირთი (იხილეთ სპორონგი და ლონროტი შვედეთის წინააღმდეგ (Sporrong and Lönnroth v. Sweden), 1982 წლის 23 სექტემბერი, §§ 69-74, სერიები A # 52).
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ CJEU-ს მიერ მოთხოვნილი შეფასება აშკარად ეყრდნობა, ნაწილობრივ მაინც, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (იხილეთ CJEU-ს დასაბუთების 85-ე პარაგრაფი, რომელიც ციტირებულია ზემოთ მე-17 პარაგრაფში)
42. იმისათვის რომ [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ, აღნიშნული საქმისწარმოების დასრულებამდე, საკუთარი მოსაზრებით ჩაანაცვლოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიმართულებამიცემული ეროვნული სასამართლოების შეფასება, აღნიშნული იქნებოდა მის მიერ სუბსიდიური როლის უგულებელყოფის ტოლფასი (იხილეთ ეკლე გერმანიის წინააღმდეგ (Eckle v. Germany), 1982 წლის 15 ივლისი, § 66, სერიები A # 51).
43. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმდინარე სასამართლო საქმე განმცხადებელს სთავაზობს წარმატების გონივრულ პერსპექტივას, რომ მათი საქმის არსებითი ნაწილი განხილული იქნება და რომ პოტენციურად მიიღებს ზიანს. აქედან გამომდინარე, მას შეუძლია უზრუნველყოს ზიანის ანაზღაურება 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით დამოუკიდებლად და კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, დადგენილი განმცხადებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში და ამასთანავე წარმოადგენს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პარაგრაფის მიზნებისათვის ამოწურვად სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებას.
შესაბამისად, განცხადებები უარყოფილი უნდა იქნას როგორც ნაადრევი იმ აპლიკანტებთან მიმართებაში, რომელთა საქმეები უკვე მიმდინარეობს ბუდაპეშტის უზენაესი სასამართლოს წინაშე, იმდენად რამდენადაც აღნიშნული ეხება 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლს როგორც დამოუკიდებლად, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
44. გარდა ამისა, დარჩენილ განმცხადებლებთან მიმართებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ CJEU-ს გადაწყვეტილების გათვალისწინებით (იხილეთ 23-ე, 27-ე და 28-ე პარაგრაფები მაღლა) მათ აქვთ შესაძლებლობა შეიტანონ პირველი ინსტანციის მსგავსი სარჩელი და ამასთან გამოიყენონ საშუალება, რომელიც ასევე შეძლებს მათი სავარაუდო ზიანის ანაზღაურებას.
აქედან გამომდინარე, ამასთან მიმართებაში განაცხადები არ უნდა იქნას განხილული ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ-ამოწურვის საფუძვლით, იმდენად რამდენადაც აღნიშნული ეხება 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლს, როგორც დამოუკიდებლად, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
45. და ბოლოს, არსებითად იგივე საფუძვლებით, კერძოდ, სამართლებრივი შესაძლებლობის ხელმისაწვდომობით, რომელიც ადეკვატურ ზიანის ანაზღაურების საშუალებას შექმნიდა, საჩივრები კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების საფუძველზე, რომელიც ეხება სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის სავარაუდო ნაკლებობას ან საშუალების არარსებობას, აშკარად დაუსაბუთებელია 35-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის ჭრილში და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პარაგრაფის საფუძველზე.
46. საბოლოო ჯამში, სასამართლო ასკვნის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი, მე-3 და მე-4 პარაგრაფების შესაბამისად.
ამ საფუძვლებით სასამართლო ერთხმად,
განაცხადს დაუშვებლად აცხადებს.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნებულია წერილობით 2015 წლის 1 ოქტომბერს.
აბელ კამპოსი გუიდო რაიმონდი
მდივნის მოადგილეპრეზიდენტი
დანართი
No
განაცხადის No
შემოტანის თარიღი
განმცხადებლის ადგილწარმოშობა
წარმომადგენელი
23265/13
04/04/2013
LAURUS INVEST HUNGARY KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
CONTINENTAL HOLDING CORPORATION
ბევერლი ჰილსში მოქმედი, კალიფორნიის, ამერიკის შეერთებული შტატები, კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია
პეტერ კოვესი
Péter KÖVES
23853/13
05/04/2013
BERLINGTON HUNGARY TANÁCSADÓ ÉS SZOLGÁLTATÓ KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
LIXUS SZERENCSEJÁTÉK SZERVEZŐ KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
LIXUS PROJEKT SZERENCSEJÁTÉK SZERVEZŐ KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
CITY-WIN SZERENCSEJÁTÉK SZERVEZŐ KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
MEGAPOLIS TERMINAL SZOLGÁLTATÓ KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
ანდრიას გრადი და ლასლო ანდრას კელემენი
24262/13
05/04/2013
TAYLOR’S KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
NEW STAR PLAY KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
STAR GAME KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
NEW CARADMON KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
CARADMONICA KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
NEW STAR GAME KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
ანდრას გრადი
András GRÁD
25087/13
04/04/2013
A. KFT
პუტნოკში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
J. KFT
პუტნოკში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
K. ZMRT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
L. KFT
სცენტეში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
M. KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
S. KFT
ბუდაპეშტში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
S. C. KFT
დებრეცენში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
S. J. KFT
დებრეცენში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
SZ. KFT
უჯფეჰერტოში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
T. KFT
გიულაჰაზაში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
T. D. KFT
სცენტეში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება
დანიელ ანდრას კარსაი
DánielAndrás KARSAI
25095/13
08/04/2013
CREATIVE GAMING SOLUTIONS KFT
ცსომადში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
ზსოლტ ლაჯერი
Zsolt LAJER
25102/13
05/04/2013
J. M. KFT
სზეგედში მოქმედი უნგრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
დანიელ ანდრას გრადი
DánielAndrás KARSAI
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
[1]ახალი სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა 2014 წლის 15 მარტს.
Full & Egal Universal Law Academy