© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 189
ოქტომბერი 2015
Laurus Invest Hungary Kft და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ (Laurus Invest Hungary Kft and Others v. Hungary) (განჩინება) - 23265/13, 23853/13, 24262/13 et al.
განჩინება 8.9.2015 [სექცია II]
მუხლი 35
მუხლი 35-1
ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა
ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები
ევროკავშირის სამართლით ეროვნულ დონეზე არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული: სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები; დაუშვებელი
ფაქტები – განმცხადებელი კომპანიები განაგებდნენ სათამაშო სლოტ-აპარატებსა და სხვა აზარტული თამაშების მწკრივებს. 2012 წელს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სათამაშო აპარატების მწკრივების აკრძალვისა და ზოგადად სათამაშო სლოტ-აპარატების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. განმცხადებელი კომპანიებიდან ზოგმა სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მათ მიერ შემოსავლების დანაკარგების გამო, დაეყრდნო რა ევროკავშირის კანონმდებლობას. საქმის განმხილველმა სასამართლომ წინასწარი გადაწყვეტილება მოითხოვა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსგან (CJEU) უნგრეთის კანონის და მისი აღსრულების გზის ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების n (TFEU) 56-ე მუხლით გარანტირებულ მომსახურების მიწოდების თავისუფლებასთან შესაბამისობის თაობაზე და იმის თაობაზე, ევროკავშირის სამართალი ფიზიკურ პირებს ანიჭებდა თუ არა კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ზიანისთვის, რომელიც მათ განიცადეს ევროკავშირის სამართლის დარღვევით.
CJEU-მ განაცხადა, რომ 56-ე მუხლის დარღვევა, მათ შორის კანონმდებლობით, წარმოშობდა ფიზიკური პირის უფლებას შესაბამისი წევრი ქვეყნისგან მიეღო კომპენსაცია ზიანისთვის, რომელიც განიცადა, იმ პირობით, რომ დარღვევა იყო საკმარისად მძიმე და პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობდა დარღვევასა და მიყენებულ ზიანს შორის, რაც ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს. [სასამართლომ] ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შემზღუდავია 56-ე მუხლის გადმოსახედიდან, ასევე შესაძლოა ზღუდავდეს ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიისs მე-17 მუხლით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს საქმეს კვლავ განიხილავდნენ უნგრეთის სასამართლოები.
ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადით განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ სათამაშო აპარატების მწკრივებისა და სათამაშო სლოტ-მანქანების ლიცენზიის გაბათილება უტოლდებოდა საკუთრების დაუსაბუთებელ ჩამორთმევას, 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევით, ცალკე და კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
კანონმდებლობა – მუხლი 35.1: TFEU-ის 267-ე მუხლისა და CJEU -ს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, CJEU-ს წინასწარი გადაწყვეტილება ევროკავშირის სამართლის განმარტების თაობაზე მავალდებულებელია ეროვნული სასამართლოსთვის. უფრო მეტიც, “გულწრფელი თანამშრომლობის” პრინციპის თანახმად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელმწიფო ორგანოებს გააჩნიათ ვალდებულება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ევროკავშირის სამართლის ნორმების დაცვა, როგორც ეს CJEU-მ განმარტა და ცალკეულ პირთა ევროკავშირის სამართლის განსაზღვრული უფლებების დაცვა სასამართლოს გზით. შესაბამისად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო დარწმუნდა, რომ წინასწარი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითებები შესასრულებლად სავალდებულო იყო არა მხოლოდ კონკრეტული დავის ფარგლებში, რამაც მიმართვა განაპირობა, არამედ არაპირდაპირ ასევე სხვა საქმეებზე, სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც წარმოიშვა CJEU-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
შესაბამისად CJEU-ს გადაწყვეტილებით უნგრეთის სასამართლოებმა მიიღეს მითითებები წინამდებარე საქმეზე გამოსაყენებელ კრიტერიუმთან დაკავშირებით. ამ მითითებების თანახმად გასაჩივრებული შეზღუდვის დასაბუთება ასევე განიმარტა ევროკავშირის სამართლის ზოგადი პრინციპების, კერძოდ კი ევროკავშირის ქარტიით გარანტირებული ძირითადი უფლებების ჭრილში.
აქედან გამომდინარეობდა, რომ უნგრეთის სახელმწიფო ორგანოების წინაშე მიმდინარე საქმისაწრმოება უფლებამოსილი იყო მოეცვა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით გარანტირებული უფლებების სავარაუდო დარღვევის დასაბუთების საკითხი. CJEU-ის მიერ კონკრეტული საკითხის შესწავლის მეთოდი ახლოს იყო [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მიზნებისთვის გამოყენებულ მეთოდთან, CJEU-ის მიერ მოთხოვნილი შეფასება აშკარად ეფუძნებოდა, ნაწილობრივ მაინც, სტრასბურგის [სასამართლოს] პრეცედენტულ სამართალს. ამ გარემოებებში, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს შეფასებით უნგრეთის სასამართლოების [მოსაზრების] ჩანაცვლება, რომელთაც მიმართულება მისცათ CJEU-მ, ამ საქმისწარმოების შედეგებზე დალოდების გარეშე, გაუტოლდებოდა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს სუბსიდიური როლის იგნორირებას.
შესაბამისად სასამართლო დარწმუნდა, რომ უნგრეთის სასამართლოებში მიმდინარე საქმე განმცხადებლებს მათი საჩივრების არსებითად განხილვის შედეგად წარმატებისა და პოტენციურად, ზიანის ანაზღაურების მიღების დასაბუთებულ პერსპექტივას უქადდა. შესაბამისად ის წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას, რომელიც უნდა ამოწურულიყო.
დადგენილება: დაუშვებელი (ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურავობა).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy