დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No.162
აპრილი 2013
მოჰამედ ჰუსეინი და სხვები ნიდერლანდების და იტალიის წინააღმდეგ (dec.) – 27725/10
გადაწყვეტილება 2.4.2013 [III სექცია]
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
გამოგდება
სომალელი თავშესაფრის მაძიებლის სავარაუდო გადაცემა იტალიისთვის დუბლინის II რეგულაციის შესაბამისად: დაუშვებელი
ფაქტები - პირველი განმცხადებელი არის სომალელი მოქალაქე და ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა (მეორე და მესამე განმცხადებლები). იგი იტალიაში ჩავიდა 2008 წლის აგვისტოში და ითხოვა თავშესაფარი. გადაიყვანეს მიმღებ ცენტრში და ორი თვის შემდეგ მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც საშუალებას აძლევდა მას ემუშავა იტალიაში. 2009 წლის იანვარში მიეცა 3-წლიანი ბინადრობის ნებართვა და სამგზავრო დოკუმენტი. მან დატოვა მიმღები ცენტრი 2009 წლის აპრილში და წავიდა ნიდერლანდებში, სადაც, ამჯერად მძიმედ მდგომარეობაში მყოფმა ფეხმძიმემ, კვლავ გააკეთა განაცხადი თავშესაფარზე. მას განაცხადზე უარი ეთქვა დუბლინის II რეგულაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც იტალიის შესაბამისი ოფიციალური ორგანოები იყვნენ პასუხისმგებელნი მის თავშესაფრის მოთხოვნაზე. თავის განცხადებაში ევროპული სასამართლოსადმი, აპლიკანტი ჩიოდა, რომ მისი გადაყვანა ნიდერლანდებიდან იტალიაში დაარღვევდა მის უფლებებს კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ ფარგლებში.
სამართალი - მე-3 მუხლი: M.S.S. v. Belgium and Greece [GC] (no. 30696/09, 21 January 2011, საინფორმაციო შენიშვნა no.137), სიტუაციისგან განსხვავებით წინამდებარე საქმეში განმცხადებელმა, იტალიაში ჩასვლიდან სამ დღეში, ისარგებლა მიმღები დაწესებულებებით, რომლებიც დადგენილ იქნა იტალიის შესაბამისი ოფიციალური ორგანოების მიერ თავშესაფრის მაძიებელთათვის და სამი თვის განმავლობაში მას ნებართვა მიეცა ეპოვნა სამსახური. მისი მოთხოვნა საერთაშორისო დაცვაზე მიღებულ იქნა და იგი უზრუნველყოფილ იქნა დამატებითი დაცვით, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ჰქონდა ვადა. ეს ანიჭებდა მას უცხოელთათვის განკუთვნილ სამგზავრო დოკუმენტს, ასევე მუშაობის უფლებას და სოციალური დახმარების ზოგადი სქემებით სარგებლობის უფლებას, ჯანდაცვას, სოციალურ საცხოვრებელ და განათლების მიღების უფლებას იმავე წესით, როგორც ზოგადად მოსახლეობა. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ განმცხადებელი აიძულეს დაეტოვებინა მიმღები ცენტრი სადაც იგი იმყოფებოდა, იმისათვის, რომ ადგილი დაეთმო ახლად ჩამოსული თავშესაფრის მაძიებელთათვის, როგორც ფეხმძიმე ქალი, იგი უზრუნველყოფილი იქნებოდა შესაბამისი ადგილით უკვე მიღებული ლტოლვილების დაწესებულებაში. თუმცა, არ არსებობდა მითითება იმაზე, რომ განმცხადებელს ოდესმე ეცადა დახმარება მიეღო სამსახურის ძებნაში და/ან ალტერნატიულ თავშესაფარზე სპეციალური საჯარო თუ კერო სოციალური დახმარებების სქემების ფარგლებში, რომლებიც იტალიამ დააწესა დაუცველი პირებისთვის, ვინც იმყოფებიან სიღარიბის ან უსახლკარობის რისკის ქვეშ. ამ გარემოებებში, განცმხადებლისადმი მოპყრობა იტალიაში დადგინა, რომ არ აღწევს სისასტიკის იმ მინიმუმ ზღვარს, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლით.
თუმცა, განმცხადებლის ბინადრობაზე ნებართვას ვადა გაუვიდა მას შემდეგ და სასამართლომ განაგრძო იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნებოდა მისი მდგომარეობა თუ იგი დაბრუნდებოდა იტალიაში. ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდების ოფიციალური ორგანოები პირველ რიგში აცნობებდნენ გადაყვანის შესახებ იტალიელ კოლეგებს და ამგვარად, დროს მისცემდნენ მათ მომზადებისთვის. სანამ განმცხადებელს მოეთხოვებოდა ბინადრობის ნებართვის განახლება, როგორც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, იგი დარჩებოდა განსაკუთრებული ზრუნვის სუბიექტი, როგორც დაუცველი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მართალია, ანგარიშები იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების სქემების შესახებ ამხელდნენ გარკვეულ ნაკლოვანებებს ზოგად გარემოებებსა და თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საცხოვრებელ პირობებზე, ისინი არ წარმოაჩენდნენ დახმარებით ან მომსახურებით უზრუნველყოფის სისტემატიურ შეუსრულებლობას. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის და ადამიანის უფლებათა კომისარის მიერ შედგენილ ანგარიშებში, რომლებიც ეხებოდა ბოლოდროინდელ გაუმჯობესებებს, მიზნად ისახავდა გამოესწორებინა ზოგიერთი ხარვეზი და ყველა ანგარიში ერთსულოვნად წარმოადგენდა (აღწერდა) დაწესებულებების დეტალურ სტრუქტურას და იმ ზრუნვას, რომლითაც უზრუნველყოფილ უნდა იყვნენ თავშესაფრის მაძიებლები. განმცხადებლის საკუთარი მოთხოვნა დაცვაზე, რომელიც მოჰყვა მის ჩამოსვლას 2008 წლის აგვისტოში, დამუშავებულ იქნა სამ თვეში და მას მიეცა თავშესაფარი და ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებებზე. ამ ფონზე, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია სამომავლო პერსპექტივები იმ შემთხვევაში, თუ ის დაბრუნდებოდა იტალიაში; მატერიალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან განხილული, არ შეინიშნებოდა მნიშვნელოვნად რეალური და გარდაუვალი რისკი სისასტიკისა, რომელიც მოხვდებოდა მე-3 მუხლის ფარგლებში.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy