© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #112
ოქტომბერი, 2008
მონედერო ანგორა (Monedero Angora) ესპანეთის წინააღმდეგ - 41138/05
განჩინება 7.10.2008 [III სექცია]
მე-6 მუხლი
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სისხლის სამართლებრივი ბრალდება
ევროპული დაკავების ბრძანების პროცედურაზე მე-6 მუხლი მოქმედების გავრცელება: დაუშვებელი
განმცხადებელი დააკავეს ესპანეთში და განუსაზღვრეს წინასწარი პატიმრობა საფრანგეთის სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული ევროპული დაკავების ბრძანების საფუძველზე, რომელიც გაიცა 1993 წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაუსწრებლად გასამართლებისა და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავება მოხდა 3/2003 კანონის საფუძველზე, რომლითაც განხორციელდა ევროპული დაკავების ბრძანების შესახებ ევროპული კავშირის საბჭოს 2002 წლის 13 ივნისის ჩარჩო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია და წევრ ქვეყნებს შორის პირის გადაცემის შესახებ პროცედურების თანახმად Audiencia Nacional-მა გასცა ბრძანება, განმცხადებლის ფრანგული მხარისათვის გადაცემის შესახებ. განმცხადებელმა წარადგინა გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მისი საქმე უნდა განხილულიყო მომთხოვნი სახელმწიფოს ექსტრადიციის შესახებ კანონმდებლობის თანახმად და არა ჩარჩო გადაწყვეტილების საფუძველზე. Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა განმცხადებლის amparo საჩივარი.
დაუშვებელი: უფლება ექსტრადიციის განუხორციელებლობაზე როგორც ასეთი არ არის კონვენციითა და მისი დამატებით ოქმებით აღიარებულ უფლებათა შორის. ექსტრადიციის პროცედურები ასევე არ ეხება კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის დავას სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებზე ან სისხლისამართლებრივი მსჯავრის განსასაზღვრად. 3/2003 წლის კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ევროპული დაკავების ბრძანების პროცედურამ ჩაანაცვლა ევროპული კავშირის წევრ ქვეყნებს შორის მანამდე არსებული ტრადიციული ექსტრადიციის პროცედურა და ემსახურება იგივე მიზანს, უზრუნველყოფილი იყოს იმ ეჭვმიტანილების ან მსჯავრდებულების, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას, მომთხოვნი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემა. მართლაც, დაკავების ბრძანების აღსრულება ფაქტიურად ავტომატურად ხდება, რადგანაც მართლმსაჯულების ორგანო არ ამოწმებს მის შესაბამისობას მომთხოვნი ქვეყნის კანონმდებლობასთან და არ არის უფლებამოსილი უარი განაცხადოს მის აღსრულებაზე კანონიდან გამომდინარე. შესაბამისად ეს პროცედურა არ უკავშირდება სისხლის სამართლებრივი ბრალდების დადგენას: შეუსაბამო ratione materiae.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy