© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #117
2009 წლის მარტი
ოულდ დაჰი საფრანგეთის წინააღმდეგ – 13113/03
გადაწყვეტილება 17.3.2009 (V სექცია)
მუხლი 7
მუხლი 7-1
არავითარი დანაშაული კანონის გარეშე
ხელშემკვრელი სახელმწიფოების საყოველთაო იურისდიქცია აწარმოოს დევნა წამების და ბარბაროსული ქმედებებისთვის მიუხედავად ამნისტიის კანონისა სახელმწიფოში სადაც მსგავს ქმედებებს ჰქონდა ადგილი
მომჩივანი არის მავრიტანიელი. 1990 და 1991 წლებში, როდესაც ის მავრიტანიის ჯარში იყო დაზვერვის ოფიცერი, მან ჩაიდინა წამების და ბარბაროსული მოპყრობის ქმედებები იმ ჯარისკაცების მიმართ ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. 1993 წელს ამნისტიის შესახებ კანონი იქნა მიღებული შეიარაღებული ძალების წევრების და უშიშროების ძალების სასრგებლოდ ვისაც 1989-1992 წლებში ჩაიდინეს დანაშაული, მათ შორის ისეთი ქმედებები რომელიც შიცავდა შეიარაღებულ მოქმედებებს და ძალადობის აქტებს. კანონის მიღების გამო არ მოხდა მომჩივანის გასამართლება იმ ქმედებებისთვის რომელიც მან პატიმრების მიმართ ჩაიდინა. 1999 წელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგამ (LDH) წარადგინეს სისხლის სამართლის სარჩელი მომჩივანის მიმართ და მოითხოვეს მათი სამოქალაქო მხარეებად ერთობლივად ჩართვა. იგი დააკავეს და ბრალად წაუყენეს წამება და ბარბაროსული მოპყრობა და მას მიესაჯა წინასწარი პატიმრობა და გათავისუფლდა გირაოთი. ის გაიქცა და გაიცა მისი დაკავების ბრძანება. სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილებამ გამოსცა გადაწყვეტილება მომჩივანის სისხლის სამართლის სასამართლო წინაშე წარდგენის თაობაზე. მომჩივანის სააპელაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2005 წელს საქმის განხილვის შემდეგ სისხლის სამართლის სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო, რომლის ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო და მიუსაჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა კონკრეტული პირების, პატიმრების მიმართ განზრახ წამებისა და ბარბაროსული მოპყრობის განხორციელებისთვის, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჯარისკაცებზე ბრძანების გაცემით რომლებიც ასრულებდნენ მის ბრძანებას.
დაუშვებელი: მომჩივანს არ გაუსაჩივრებია ფრანგული სასამართლოების მოქმედება მაგრამ მან განაცხადა რომ მის მიმართ გამოყენებული იყო ფრანგული და არა მავრიტანიული კანონები ისე რომელიც შეუფერებელია მე-7-ე მუხლის პირობებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ფრანგულ სასამართლოებს ჰქონდათ საყოველთაო იურისდიქცია. მოცემული საქმე ერთ-ერთი ასეთთაგანია. არ არის სადაო, რომ სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაული გადაიხრება სპეციალური გადაწყვეტილებების ან კანონების სასარგებლოდ რომელიც მიღებულია იმისათვის რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ან გამოყენების შემთხვევაში, დამნაშავეების პირდაპირი ან ირიბი გავლენით, მოახდენს უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის ეფექტურ პარალიზებას. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის და ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსგავსად, სასამართლომ დაადგინა რომ ამნისტიის კანონი შეუტავსებელია სახელმწიფოს ვალდებულებასთან გამოიძიოს წამების ან ბარბაროსული ქმედების აქტები. მოცემულ საქმეში ნათელია რომ მავრიტანიის ამნისტიის კანონი მიღებული იყო არა იმის შემდეგ რაც მომჩივანის სასამართლო პროცესი გაიმართა და იგი დამნაშავედ სცნეს არამედ კონკრეტულად იმისთვის რომ მომხდარიყო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრევენცია. ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ინსტრუმენტში აკრძალულია წამება და ჩადებულია მოძალადის სამართლებრივი დევნის ვალდებულება და ასეთი აქტები ვერ შეილახება ამნისტიის კანონის მიღებით, რომლითაც ეს ადამიანები გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ინსტრუმენტებს და კანონებს. სასამართლომ აღნიშნა რომ საერთაშორისო კანონმდებლობა არ კრძალავს სხვა სახელმწიფოს მიერ იმ პირის გასამართლებას რომელზეც გავრცელდა ამნისტიის კანონი მის საკუთარ სამშობლოში, მაგალითად როგორც ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების მე-17–ე მუხლში. და ბოლოს, წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-4-ე და მე-7-ე მუხლების ერთობლივად წაკითხვით გონივრულია დავადგინოთ რომ არა მხოლოდ საფრანგეთის სასამართლოების მიერ საქმის განხილვა არამედ ფრანგული კანონმდებლობის გამოყენებაც კი შესაბამისია. მავრიტანიის ამნისტიის კანონი ვერ შეძლებს ფრანგული კანონის საფრანგეთის სასამართლოების მიერ გამოყენების პრევენციას საყოველთაო იურისდიქციის საფუძვლით.
ამის გათვალისწინებით, ფრანგული კანონმდებლობის ხელმისაწვდომობის და პროგნოზირებადობის საკითხი და მისი გამოყენება მომჩივანის მიმართ უნდა გადამოწმდეს. მოვლენების მომენტში წამებისა და ბრაბაროსული ქმედებების აქტები განსაზღვრული იყოს სისხლის სამართლის კოდექსით. არგუმენტი რომ იმ მომენტისთვის ისინი არ წარმოადგენდნენ ცალ-ცალკე დანაშაულს არამედ დამამძიმებელ გარემოებებს არ იყო გადამწყვეტი, ვინაიდან ისინი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ნებისმიერი პირის მიმართ რომელიც ჩადის დანაშაულს და წარმოადგენს დამატებით ფაქტორს რომელიც ძირითადი დანაშაულისგან დამოუკიდებელია და მასზე ვრცელდება სპეციალური კანონი რომელიც ზრდის სასჯელს ძირითად დანაშაულზე. შედეგად, მაშინ როდესაც ეს დანაშაული იყო ჩადენილი, მომჩივანის მოქმედება წარმოადგენდა დანაშაულს რომელიც საკმარისად კარგად არის განსაზღვრული ფრანგული და საერთაშორისო კანონმდებლობით და შესაბამისად მომჩივანს შეეძლო წინასწარ განესაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში მიეღი ინფორმირებული იურიდიული რჩევა, რომ არსებობდა რისკი იმისა რომ მის მიმართ განხორციელდებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა წამებისა და ბარაბროსული აქტების გამო რომელიც მან განახორეციელა 1990-1991 წლებში: აშკარად დაუსაბუთებელი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy