დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 95
2007 წლის მარტი
სპამპინატო იტალიის წინააღმდეგ (Spampinato v. Italy)
(საჩივარი- 23123/04)
გადაწყვეტილება, 29 მარტი, 2007 [მე-3 სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
გადასახადის გადამხდელთა ვალდებულება, გადარიცხონ მათი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი კონკრეტული ბენეფიციარებისათვის, სახელმწიფოს გარდა, თითოეული მათგანისათვის გადასახდელი წილის შემცირების უფლების გარეშე : დაუშვებელი
ფაქტები – მომჩივანი მუშაობდა სტაჟიორ იურისტად. მისი საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისას მან აირჩია გადასახადის რვამეათასედი გადაერიცხა სახელმწიფოსთვის. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, ეს თანხა უნდა გადაერიცხოს სახელმწიფოს, კათოლიკურ ეკლესიას ან ხუთიდან ერთ-ერთ ინსტიტუციას, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ხუთ რელიგიას და რომლებიც დათანხმდნენ ამ კონტრიბუციის მიღებაზე. გადასახადის გადამხდელებს მოეთხოვებათ, გააკეთონ არჩევანი, როდესაც ავსებენ საგადასახადო დეკლარაციას. თუკი არჩევანი არაა მითითებული, შესაბამისი თანხა გადაერიცხება სახელმწიფოს, კათოლიკურ ეკლესიას და ხუთი რელიგიის წარმომადგენელ ინსტიტუციებს, ყველა გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული არჩევანის პროპროციულად. საშემოსავლო გადასახადის ის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო იღებს, განკუთვნილია სოციალური მიზნის მქონე აქტივობებისათვის. თუმცა, ამ ნაწილის მთლიანი ოდენობა ყოველწლიურად მცირდება 80, 000, 000 ევროთი - ეს არის თანხა, რომლის თავისუფლად გამოყენების უფლება აქვს სახელმწიფოს მისი საჭიროებების შესაბამისად.
სამართალი – დაუშვებელია მე-9 და მე-14 მუხლების შესაბამისად - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ გაიზიარა მომჩივნის შეხედულება, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილის გადარიცხვის არჩევანი აუცილებლად ავალდებულებდა მას, გაეცხადებინა მისი რელიგიური მიკუთვნებულობა. შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს შეეძლოთ, არ გაეკეთებინათ არჩევანი მათი საშემოსავლო გადასახადის რვამეათასედის გადარიცხვასთან დაკავშირებით. სადავო დებულება არ მოიცავდა რაიმე სახის ვალდებულებას, პირს გამოეხატა საკუთარი რელიგიური შეხედულებები.
დასკვნა: აშკარად დაუსაბუთებელი.
დაუშვებელია კონვენციის 1-ლი ოქმის პირველი მუხლისა და კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად - მომჩივანი ასაჩივრებდა, რომ იგი იყო ვალდებული, გადაეხადა გადასახადი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ მიმღებებს ანიჭებდა უპირატესობას და რომ შესაძლებელი იყო მხოლოდ სახელმწიფოსთვის გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის შემცირება. გადასახადების დაბეგვრა წარმოადგენდა გამართლებულ ჩარევას საკუთრების უფლებაში. ასეთ შემთხვევებში წევრ სახელწიფოებს ჰქონდათ ფართო შეფასების ზღვარი, რომელიც იყო მეტად გამართლებული სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის დელიკატური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა საერთო ევროპული სტანდარტი ეკლესიებისა თუ რელიგიური მოძრაობების დაფინანსებასთან დაკავშირებით და რომ ასეთი საკითხები ახლოს იყო დაკავშირებული თითოეული ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებთან. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობა არ ადგენდა გადასახადს, რომელიც უნდა დაემატოს ჩვეულებრივ საშემოსავლო გადასახადს, არამედ აწესებდა მხოლოდ ამ გადასახადის გარკვეული პროცენტის სპეციფიკურ გადარიცხვას. ეს ექცეოდა სახელმწიფოთა შეფასების ზღვარში და არ შეიძლება განხილული ყოფილიყო როგორც თვითნებური ქმედება. სადავოდ გამხდარ გადასახადთან დაკავშირებით არ შეიძლება ითქვას, რომ იგი მომჩივანს გადაჭარბებულ ტვირთს აკისრებდა ან არღვევდა „სამართლიან ბალანს“, რომელიც უნდა არსებობდეს საზოგადოების ზოგადი ინტერესების მოთხოვნილებებსა და ინდივიდის ძირითადი უფლებების დაცვის მოთხოვნას შორის.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy