© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #130
2010 წლის მაისი
სტეპლტონი ირლანდიის წინააღმდეგ – 56588/07
გადაწყვეტილება 4.5.2010(III სექცია)
მუხლი 6
სისხლის სამართლის პროცესი
მუხლი 6-1
საქმის სამართლიანი მოსმენა
ეჭვმიტანილის გადაცემა წევრი სახელმწიფოსთვის მიუხედავად საქმის არასამართლიანი მოსმენის რისკისა: მიუღებელია
ფაქტები –საქმე ეხება ეჭვმიტანილების და ბრალდებული პირების გადაცემის სქემას რომელიც დადგენილია 2002 წლის 13 ივნისის ევროპის საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებით წევრ სახელმწიფოებს შორის ევროპის დაკავების ბრძანების და გადაცემის პროცედურების შესახებ.
2005 წელს მომჩივანი იყო დაკავებული ირლანდიაში ევროპის დაკავების ბრძანების საფუძველზე, რომელიც გაიცა წინა წელს გაერთიანებული სამეფოს მიერ მის მიერ ჩადენილი თაღლითობის გამო რომელიც მან სავარაუდოდ 1978-1982 წლებში ჩაიდინა. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო უწყებებმა განაცხადეს რომ მათთვის მომჩივანის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა მხოლოდ 2001 წელს ვინადან ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მომჩივანმა გააპროტესტა მისი გადაცემა იმ საფუძვლით რომ ოც წელზე მეტი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც მან დანაშაული ჩაიდინა და მის დაკავებამდე, რაც წარმოადგენდა რისკს საქმის სამართლიანი მოსმენისთვის. ირლანდიის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს არგუმენტი, რომელმაც დააგინა, ინტერ ალია, რომ მომჩივანს გააჩნია სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გაერთიანებულ სამეფოში საქმის გაჭიანურებით განხილვის შემთხვევაში და ამიტომ უფრო მიზანშეწონილი იქნება საქმის იქ განხილვა.
კანონი – მუხლი 6: მომჩივანის საქმის ფაქტები არ იძლევა გაერთიანებულ სამეფოში მომჩივანისთვის მე-6-ე მუხლით გარანტირებული უფლებების შელახვის რეალური რისკის არსებითი საფუძვლების გამჟღავნების საშუალებას, მაშინ როდესაც გაერთიანებული სამეფო როგორც ხელშემკვრელი სახელწმიფო ვალდებულია იმოქმედოს კონვენციის ფარგლებში და დაემორჩილოს კონვენციით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოს მის იურისდიქციაში კონვენციით განსაზღვრული ყველა უფლებებით და თავისუფლებებით. დანაშაულის გამოძიების გაჭიანურება სავალდებულოდ არ ნიშნავს სისხლის სამართლის პროცესის უსამართლობას.
მომჩივანის განცხადება რომ მას ირლანდიის სასამართლოში მხოლოდ იმის მტკიცება მოეთხოვებოდა რომ გაერთიანებულ სამეფოში მას უსამართლობის რელაური საფრთხე ემუქრებოდა და არა ის რომ რეალურ რისკს წარმოადგენდა მისი უფლებების “შემზარავი უარყოფა”, არ იქნა დაკმაყოფილებული სამი მიზეზის გამო. პირველი, ესეთი მიდგომა ეწინააღმდეგება სორინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (# 14038/88); 1989 წლის 7 ივლისი) საქმეში დადგენილ პრინციპებს და სასამართლოს შემდგომ პრაქტიკას. მეორე, ირლანდიის უზენაესმა სასამართლომ მართებულად დაადგინა რომ არსებული გარემოებების გამო უფრო უპრიანი იქნებოდა საქმე განეხილა გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს და გადაეწყვიტათ მომჩივანის პრეტენზია უსამართლო განხილვაზე. მესამე, მომჩივანის განცხადება რომ ის უფლებამოსილი იყო მისი კონვენციით გარანტირებული უფლებები დაცული ყოფილიყო პირველსავე შესაძლებლობისას (ამ შემთხვევაში კი ირლანდიის სასამართლოს წინაშე) მცდარია იმის გამო რომ გაერთაინებული სამეფო წარმოადგენს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს. ეს არ არის შემთხვევა რომელიც ეხება კონვენციის მე-2-ე და მე-3-ე მუხლებით განსაზღვრულ უფლებებს რომელთა უზრუნველყოფისაგან უკან დახევა დაუშვებელია და რისკს გამოწვეულს კონვენციის არა წევრ სახელმწიფოში გაგზავნით მომჩივანის სარჩელის შესაბამისი განხილვის ან უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების მოთხოვნით ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის გარეშე. მომჩივანისთვის სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა საშუალებები იყო ხელმისაწვდომი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებში ნებისმიერი სახის უსამართლობის აღმოსაფხვრელად, როგორიცაა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაყენება საქმის არასამართღლიანი წარმოების გამო. თუ ესეთი მოთხოვნა არ იქნება წარმატებული შემდეგ მას შეუძლია მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კონვენციის მე-6-ე და 34-ე მუხლებით.
და ბოლოს, მომჩივანის მოსაზრება რომ მისი წინასწარ პაგტიმრობაში განთავსება გაერთიანებულ სამეფოში აუცილებლად გამოიწვევს მის გადაცემას არც სრულყოფილია და არც დამაჯარებელი ვინადაინ მას ექნება დაუყოვნებლივი შესაძლებლობა მოითხოვოს გირაოთი გათავისუფლება და წამოაყენოს ყველა შესაძლო კრიტერიუმები.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy