© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2013. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით /humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #. 164
ივნისი 2013
ფონდი სრებრენიცას დედები და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (dec.) - 65542/12
გადაწყვეტილება 11.6.2013 [სექცია III]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
ნიდერლანდების სასამართლოების გადაწყვეტილება სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამო გაეროს წინააღმდეგ სარჩელის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე: დაუშვებელი
ფაქტები – მომჩივნები არიან ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული ფონდი 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მსხვერპლების სახელით სასამართლოში საქმის წარმოებისთვის და ბოსნია ჰერცოგოვინის ათი მოქალაქე, რომლებიც არიან მასობრივ მკვლელობაში დახოცილი მსხვერპლების გადარჩენილი ნათესავები. მასობრივი მკვლელობა მოხდა 1992–1995 ბოსნია–ჰერცოგოვინის ომის დროს, ქალაქ სრებრენიცაში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დეკლარირებული იყო „უსაფრთხო ტერიტორიად“ და რომელსაც თავს დაესხნენ ბოსნიელი სერბების ჯარი (VRS). 7000 –ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი დაიღუპა ოპერაციის დროს, რომელიც ცუდათ აღჭურვილი და გაეროს სუსტი დამცავი ძალების ბატალიონმა (UNPROFOR), რომელიც შედგებოდა ცუდათ შეიარაღებული ნიდერლანდელი ჯარისკაცებისგან ვერ შეაჩერეს, მიუხედავად ბატალიონის ხელმძღვანელის მოთხოვნისა საჰაერო დახმარების შესახებ გაერომ არ მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი გამოყენების თაობაზე.
მომჩივნებმა დაიწყეს სამოქალაქო საქმის წარმოება ნიდერლანდების სახელმწიფოს და გაეროს წინააღმდეგ ნიდერლანდების რეგიონალურ სასამართლოში, მაგრამ 2008 წლის ივლისში სასამართლომ დაადგინა რომ ნიდერლანდების სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არ ეკისრებოდა საკუთარ სამოქალაქო სამართალში გენოციდის აკრძალვის აღსრულების ვალდებულება და მას არ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა სარჩელი გაეროს წინააღმდეგ. 2012 წლის 13 აპრილს ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა რომ გაეროს წესდების და გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ კონვენციის შესაბამისი დებულებებით გაერო სარგებლობს მაღალი იმუნიტეტით და მისი გამოძახება იმ სახელმწიფოების ეროვნული სასამართლოების მიერ რომლებიც ამ კონვენციის მონაწილეები არიან არ შეიძლება. გაეროს აქვს სრული იმუნიტეტი და მისი მიზანი არის სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირება. ნიდერლანდების სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართალწარმოება განახლდა და სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში ჯერ კიდევ არ იყო განხილული.
ევროპული სასამართლოს მიმართ მათ სარჩელში მომჩივნებმა განაცხადეს, inter alia, რომ გაეროსთვის იმუნიტეტის მინიჭება არღვევდა მათი სასამართლოსთვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კონვენციის მე-6-ე მუხლით გარანტირებული უფლების შელახვას წარმოადგენს. მათ ასევე დამატებით აღნიშნეს რომ ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ შემაჯამებელ სამოტივაციო ნაწილში უარი უთხრა მათ მოთხოვნაზე ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოს მიერ წიანასწარი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე.
კანონი – მუხლი 6 § 1
(ა) მომჩივანის პოზიციის საფუძველი – მიუხედავად იმისა რომ ფონდის შექმნის მიზანი იყოს სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მსხვერპლების გადარჩენილი ნათესავების ინტერესების მხარდაჭერა, თვითონ მომჩივან ასოციაციას თავად არ განუცდია მოვლენები და შესაბამისად ის ვერ განაცხადებს რომ არის კონვენციის მე-6-ე და მე-13-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებების დარღვევის „მსხვერპლი“ კონვენციის 34-ე მუხლი მიზნებიდან გამომდიონარე.
დასკვნა: დაუშვებელია მომჩივანის პოზიციის საფუძვლის გამო (შეუთავსებადობა ratione personae).
(ბ) გაეროს იმუნიტეტი – სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა რომ მის წინაშე განსახილველი საქმის მიზანის იყო გადაეწყვიტა დარჩენილი მომჩივნების სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა თუ არა ნიდერლანდების სასამართლოს გადაწყვეტილებით. სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ან მისი შედეგებისთვის პასუხისმგებლობის შერაცხვა არ წარმოადგენდა საჩივრის მიზანს.
რაც შეეხება იმუნიტეტს რომლითაც გაერო სარგებლობს, სასამართლომ აღნიშნა რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს გაეროს წესდების და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მნიშვნელობის განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, მას უნდა გამოეკვლია არსებობდა თუ არა საჩივარში წარმოდგენილი საკითხების შესაძლებელი საფუძველი ამ ინსტრუმენტებში. ვინაიდან გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი ოპერაცია იყო ფუნდამენტური გაეროს მისიისთვის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, კონვენცია ვერ იქნება ისე განმარტებულ რომელიც უშიშროების საბჭოს მოქმედებას და უმოქმედობას დაუქვემდებარებს ეროვნულ იურისდიქციას გაეროს თანხმობის გარეშე. ეროვნული იურისდიქციის ფარგლებში მსგავსი ოპერაციების მოქცევა ნიშნავს ინდივიდუალურად სახელმწიფოებისთვის, მათი სასამართლოების საშუალებით ჩაერიონ ამ სფეროში გაეროს არსებით მისიაში, მათ შორის ოპერაციების ეფექტურად განხორციელბაში.
რაც შეეხება მომჩივანის არგუმენტს რომ მათი საჩივარი ეფუძნებოდა გენოციდის აქტს, რომელზეც პასუხისმგებლობას ისინი გაეროს (და ნიდერლანდებს) აკისრებენ და გაეროს დამცავი იმუნიტეტი უნდა გაუქმდეს, სასამართლომ დაადგინა რომ საერთაშორისო სამართლით არის გამყარებული პოზიცია, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო სარჩელმა შესაძლოა გადაწონოს სარჩელიდან იმუნიტეტი მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ ის ემყარებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებას. გაეროს საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უცხო ქვეყნების სუვერენულ იმუნიტეტთან მიმართებით ეს ნათლად ასახა 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაში სახელმწიფოების იურისდიქციული იმუნიტეტი (გერმანია იტალიის წინააღმდეგ: საბერძნეთის უპირატესობა). სასამართლოს აზრით ეს ასევე ვრცელდება გაეროს იმუნიტეტზე.
რაც შეეხება არგუმენტს, რომ არ არსებობს ალტერნატიული იურისდიქიცული მექანიზმი, იმისათვის რომ გამოყენებულ იქნას მომჩივანის სარჩელი გაეროს წინააღმდეგ, სასამართლო დაეთანხმა რომ ასეთი ალტერნატიული საშუალებები არ არსებობს არც ნიდერლანდების ეროვნული კანონმდებლობით და არც გაეროს კანონმდებლობით. ალტერნატიული საშუალების არ არსებობის პირობებში იმუნიტეტის აღიარება თავისთავად წარმოადგენს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას. ფაქტი იმისა რომ გაეროს ჯერ კიდევ არ შეუქმნია UNPROFOR-ს მოქმედებების და უმოქმედობასთან დაკავშირებული საჩივრების დაკმაყოფილების რაიმე მოდელი ეს არ შეიძლება შეერაცხოს ნიდერლანდებს და მომჩივანის სარჩელის ბუნებიდან გამომდინარე ნიდერლანდებს არ მოეთხოვება ჩართვა.
ბოლოს, სასამართლომ უფრო მართებულად მიიჩნია გამოეკვლია მომჩივანის საჩივარი რომ ნიდერლანდები ცდილობდა სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის პრევენციის ვერ უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებლობის გაეროსთვის შერაცხვას, და ამით საკუთარი ანგარიშვალდებულებისთვის თავის არიდებას კონვენცის მე-6-ე და მე-13-ე მუხლებით. სასამართლომ ვერ მიიჩნევს რომ მომჩივანის საჩივარი ნიდერლანდების წინააღმდეგ - რომლის სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა - აუცილებლად არ დაკმაყოფილდება.
დასკვნის სახით გაეროსთვის იმუნიტეტის მინიჭება ემსახურება კანონიერ მიზანს და არ იყო დისპროპორციული.
დასკვნა: დაუშვებელია (აშკარად დაუსაბუთებელი).
სასამართლომ ასევე უარყო როგორც აშკარად დაუსაბუთებელი მომჩივანის საჩივარი იმის თაობაზე რომ ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე. დაადგინა რა რომ საერთაშორისო სამართლით გაერო სარგებლობს იმუნიტეტით ეროვნული იურიდიქციებიდან, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ მოთხოვნა საქმეში ჩაღრმავების გარეშე.
დასკვნა: დაუშვებელია (აშკარად დაუსაბუთებელი).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy