დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.159
იანვარი 2013
ვილკოქსი და ჰარფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.) - 43759/10 და 43771/12
განჩინება 8.1.2013 [სექცია IV]
მუხლი 3
დამამცირებელი დასჯა
არაადამიანური დასჯა
ტაილანდის სასამართლოების მიერ დაკისრებული ხანგრძლივი სასჯელის განგრძობადი აღსრულება გაერთიანებულ სამეფოში პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების შესაბამისად: დაუშვებელი
მუხლი 5
მუხლი 5-1
თავისუფლების ჩამორთმევა
მუხლი 5-1-a
მსჯავრდების შემდეგ
ტაილანდის სასამართლოების მიერ დაკისრებული ხანგრძლივი სასჯელის განგრძობადი აღსრულება გაერთიანებულ სამეფოში პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების შესაბამისად: დაუშვებელი
ფაქტები – ორივე მომჩივანი დაკავებული იყო გაერთიანებული სამეფოს ციხეებში და იხდიდნენ თავიანთ სასჯელებს, რომელიც დააკისრეს ტაილანდის სასამართლოებმა ნარკოტიკების ფლობის გამო, მას შემდეგ, რაც წაყენებულ ბრალში დამნაშავეებად სცნეს. ისინი გადასცეს გაერთიანებულ სამეფოს, რათა მოეხადათ მათი სასჯელის დარჩენილი ნაწილი იქ, პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა გაერთიანებულ სამეფოსა და ტაილანდს შორის. მათ შეატყობინეს, რომ გადაცემის შემდეგ მათ აღარ შეეძლებოდათ მათი სასჯელების ხანგრძლივობის გასაჩივრება.
ევროპული სასამართლოსადმი მათ საჩივრებში, მომჩივნები დავობდნენ, რომ მათი სასჯელები იყო უხეშად არაპროპორციული, ოთხ-ხუთჯერ უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სასჯელები, რომლებსაც ისინი სავარაუდოდ მიიღებდნენ, თუ დამნაშავედ სცნობდნენ იმავე დანაშაულებში გაერთიანებულ სამეფოში და რომ მათი განგრძობადი აღსრულება არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მათ უფლებებს. ისინი შემდგომ დავობდნენ მე-5 მუხლთან დაკავშირებით, რომ მათი განგრძობადი დაკავება იყო თვითნებური პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების მუშაობის სტილის გამო, მათ ფაქტობრივად არ დაადანაშაულებდნენ და უფრო ნაკლებ დროს იქნებოდნენ ციხეში. პირველი მომჩივანი ასევე დავობდა, რომ მის საქმეშეი გამოყენებული იყო „უდავო პრეზუმფცია“, რამაც მისი სასამართლო პროცესი გადააქცია საშინელ უსამართლობად, ისე, რომ მისი განგრძობადი დაკავება გაერთიანებულ სამეფოში იყო თვითნებური.
სამართალი – მუხლი 3: მაშინ, როცა შესაბამისი სასჯელის პრინციპული საკითხები დიდწილად სცილდება კონვენციის სფეროს, სასამართლო დაეთანხმა, რომ უხეშად არაპროპორციული სასჯელი შეიძლება ჩათვლილიყო არასათანადო მოპყრობად, მე–3 მუხლის საპირისპიროდ, მისი დაკისრების მომენტში. თუმცა, უხეში არაპროპორციულობა იყო მკაცრი ტესტი და მხოლოდ შეიძლება შესრულებულიყო ძალიან გამონაკლის გარემოებებში. შემდგომში, ჯეროვნად უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ განაჩენის გამოტანის პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება სახელმწიფოებს შორის არსებული სხვადასხვა შიდა პირობებისა და მიდგომების გამო. დამცირების ხარისხსა და მის თანმდევ ტანჯვაზე მსჯელობისას სადაოდ გამხდარ ქმედებებში, საჭირო იყო დამცირების ან თანმდევი ტანჯვის ხარისხის გათვალისწინება ალტერნატიულ არჩევანში.
წინამდებარე საქმეში სასჯელები დაკისრებულ იქნა, და თუ მათ არ გადასცემდნენ მომჩივნების გახანგრძლივებული დაკავების პირობები ტაილანდში, შეიძლება ყოფილიყო მკაცრი და დამამცირებელი. სასამართლოს აზრით პარადოქსული იქნებოდა თუ მე-3 მუხლი აირიდებდა პატიმრების გადაცემას თავიდან, რათა მოეხადათ თავიანთი სასჯელები უფრო ადამიანურ პირობებში. შესაბამისად, საკითხი ეხებოდა იმას, რომ რაიმე სახის წამება და დამცირება, რომელიც ხორციელდებოდა სასჯელის გახანგრძლივებულ აღსრულებაში, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებით უფრო შორს ხომ არ წავიდოდა. წამების ამ დონის შესაფასებლად, ის ფაქტი, რომ გადაცემა მოხდა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მართლმსაჯულების გამოყენებით, რომელიც იყო იმ პირის ინტერესებში, რომელსაც საქმე ეხებოდა, უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული. პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმებები, ზოგადად, მიზნად ისახავდა გამოერიცხა არახელსაყრელი ეფექტები სასჯელის მოხდისას ისეთ გარემოში, რომელიც სოციალურად, კულტურულად და ლინგვისტურად უცნობი იყო და შეემსუბუქებინა საზოგადოებაში მომავალი რეინტეგრაცია.
წინამდებარე საქმეში არ არსებობდა იმაზე მითითება, რომ სასჯელები, რომელიც დააკისრეს მომჩივნებს, იყო ზოგადად იმ სასჯელების ფარგლებს გარეთ, რა სასჯელებსაც აკისრებდნენ სხვებს ტაილანდში მსგავსი დანაშაულების გამო. სასჯელები ასევე ხვდებოდა დაშვებულ მაქსიმუმში, რაც გამოიყენებოდა ეკვივალენტურ მსჯავრდებებში ინგლისში. რელევანტური იყო ის, რომ ტაილანდის წინაშე იდგა ნარკოტიკების სერიოზული პრობლემა და ამ მიზეზით ის მკაცრად სჯიდა ნარკოტიკულ დანაშაულებს. აგრეთვე, სადაოდ გამხდარი სასჯელები დაკისრებული იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ მომჩივნების თხოვნის შესაბამისად მათი გადაყვანის თაობაზე, იმ გარემოებებში, სადაც ორივე მომჩივანი გააფრთხილეს სასჯელების ხანგრძლივობაზე, რომელსაც ისინი მოიხდიდნენ და არ ექნებოდათ შესაძლებლობა, გაესაჩივრებინათ მსჯავრდებები ან დაკისრებული სასჯელები. ბოლოს, უარი რომ ეთქვათ გადაცემის მოთხოვნაზე, ორივე მომჩივანს ექნებოდა უფლება ნაადრევი გათავისუფლებისა, მხოლოდ მათი სასჯელების ორი მესამედის მოხდის შემდგომ, ინგლისურ სამართალში კი, ამისთვის საჭირო იყო სასჯელის ნახევარი ვადის მოხდა.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
მუხლი 5§1
(a) ბრალის აღიარების ეფექტი – მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ მიერ ბრალის აღიარებას, შედეგად მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა სასჯელი. თუმცაღა, იმის მიუხედავად, რომ ტაილანდში მათი სასჯელები სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთიდან შეიცვალა განსაზღვრული სასჯელით, ამ შემცირების ზემოქმედება საპირისპირო მიმართულებით წავიდა მათი გაერთიანებულ სამეფოსთვის გადაცემით. ეს იმის გამო იყო, რომ თუ ისინი თავს დამნაშავეებად არ სცნობდნენ და ტაილანდში მიესჯებოდათ თავისუფლების აღკვეთა სიცოცხლის ბოლომდე, ინგლისურ უმაღლეს სასამართლოს შეეძლებოდა განესაზღვრა შესაბამისი მინიმუმი ზომა მათთვის, რათა მოეხადათ სასჯელი, მანამ სანამ გაატავისუფლებლნენ თავდებით. ამაზე მსჯელობისას, უმაღლესი სასამართლო მიმართავდა სასჯელის შესახებ ადგილობრივ გაიდლაინებს და ზომები, დაკისრებული მათ თითოეულ საქმეში იქნებოდა გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე განსაზღვრული სასჯელები, დაკისრებული ტაილანდის სასამართლოების მიერ. ამგვარად, თუ ისინი თავს დამნაშავეებად არ აღიარებდნენ, მათ ახლა ექნებოდათ დაუყოვნებელი გათავისუფლების პერსპექტივა.
თუმცა, სასამართლომ შენიშნა, რომ პირველი მომჩივნის საქმეში სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა არ იყო სასჯელის ერთადერთი ფორმა, რომელსაც ტაილანდის სასამართლო მიუსჯიდა, თუ ის თავს დამნაშავედ არ სცნობდა. ის შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ. იმდენად, რამდენადაც მისი სასჯელი შემცირდა სიკვდილით დასჯდან თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრულ ვადამდე, მან მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი ამისგან. შემდგომ, სამეფო ამნისტიები იყო ჩვეულებრივი მოვლენა ტაილანდში და შეეძლო ემოქმედა ისე, რომ შეემცირებინა სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრულ სასჯელამდე. ორივე მომჩივანმა უკვე მიიღო სარგებელი სასჯელის შემცირებისგან, როგორც სამეფო ამნისტიის შედეგისგან. შესაბამისად, არ იყო დადგენილი, რომ თუ მომჩივნები თავს დამნაშავეებად არ სცნობდნენ, ისინი ისევ დაექვემდებარებოდნენ სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთას მათ გადაცემის საკითხთან დაკავშირებით ისე, რომ მინიმუმი ზომის დაფიქსირება უმაღლესი სასამართლოს მიერ იქნებოდა მოთხოვნილი. დამატებით, პირველი მომჩივნის საქმეში, თუ მას შეუფარდებნენ სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთას, მას მოეთხოვებოდა მინიმუმ რვა წელი ტაილანდში სასჯელის მოხდა, სანამ მიიღებდა გადაცემის უფლებას, და არა ოთხი, რომელიც რეალურად მან მოიხადა. იმის მიუხედავად, რომ მეორე მომჩივანთან დაკავშირებით ამგვარი ინფორმაცია არ წარდგენილა, სავარაუდოდ მსგავსი შეზღუდვები იმოქმედებდა მის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, არ იყო ზუსტი სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთის შედარება განსაზღვრულ სასჯელთან. კერძოდ, სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთას მოსდევდა ვალდებულებები და შეზღუდვები, რომელიც გაფართოვდა დაკავებაში ყოფნის არსებულ პერიოდამდე, როგორც თავდებით გამოშვების პირობებში, ასევე იზოლატორში დაბრუნების რისკის არსებობისას, დაებრუნებინათ იზოლატორში იმ შემთხვევაში, თუ დაირღვეოდა მსგავსი პირობები. ამ შეზღუდვებმა სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა, პრინციპშ,ი უფრო მკაცრ სასჯელად აქცია. საბოლოოდ, რაიმე განსხვავებები იმ შედეგებში, რომელიც წარმოიშვა, არ იყო განსხვავებულ პატიმრებზე განსხვავებული წესების თვითნებური გამოყენების შედეგი. მკაფიო წესები გამოიყენებოდა პატიმართა გადაცემის საქმეებში და გამოყენებულ იქნა კიდეც მომჩივნების საქმეებში. ეს განსხვავება, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იყო სასჯელის გამომტანი გადამცემი სახელმწიფოს სამართალსა და მიმღები სახელმწიფოს გადაცემასთან დაკავშირებულ პრაქტიკას შორის ურთიერთობის შედეგი.
ამგვარ გარემოებებში, გაერთიანებული სამეფოს მიერ მომჩივნების გახანგრძლივებული დაკავება არ შეიძლება თქმულიყო, რომ იყო თვითნებური მე–5(1a) მუხლის ფარგლებში, როგორც შედეგი მათ დამადანაშაულებელი განცხადებების ეფექტისა.
(b) „უდავო პრეზუმფცია“ – პირველი მომჩივანი დავობდა ტაილანდურ სამართალში არსებული უდავო პრეზუმფციის გამო, რომ დისტრიბუციისთვის განკუთვნილი იყო ნარკოტიკების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა, და მას არ შეეძლო ედავა, რომ ისინი რეალურად, ფაქტობრივად იყო მისი პირადი მოხმარებისთვის. შესაბამისად, მისი არგუმენტების მიხედვით, მისი სასამართლო პროცესი იყო სასტიკად უსამართლო და მისი შემდგომი დაკავება – თვითნებური.
სასამართლომ შენიშნა რომ ტესტი, იყო თუ არა იქ „მართლმსაჯულების უხეში ფორმით უარყოფა“ წარმოადგენდა მკაცრ სტანდარტ და გადადიოდა უბრალო უწესრიგობებში, მოეთხოვათ განადგურება სამართლიანი სასამართლოს უფლების მთავარი არსისა.
ფაქტისა და სამართლის პრეზუმფციები მუშაობდა ყველა სამართლებრივ სისტემაში. ამგვარი პრეზუმფციები უნდა ყოფილიყო გონივრულ ფარგლებში, რომელიც მხედველობაში მიიღებდა იმის მნიშვნელობას, თუ რა იყო სასწორზე და მხარს დაუჭერდა მოპასუხის უფლებებს; შესაბამისად, გამოირიცხებოდა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლის დროსაც კითხვის ქვეშ დაყენებული დებულების ბუნება მომჩივნის საქმეში წინ წამოწევდა დარღვევას. თუმცაღა ამ დებულების მიზანი იყო, რომ გაეზარდა სასჯელის ზომა, რომელიც შეიძლებოდა დაკისრებოდა მათ, ვისაც ექნებოდა გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ნარკოტიკი, იმისთვის რომ პრევენიციული მოქმედება ჰქონოდა. დანაშაული არსებითად წარმოიშვა ნარკოტიკების ფლობიდან, და ეს მაინც უნდა ემტკიცებინა ბრალდების მხარეს. პირველ მომჩივანს ჰქონდა რამდენიმე პროცედურული გარანტიების სარგებელი ტაილანდურ სამართალწარმოებაში. ის გაასამართლა საჯაროდ ორმა დამოუკიდებელმა მოსამართლემ; ის ესწრებოდა მთელ სამართალწარმოებას და იყო კანონიერად წარმოდგენილი; ის გაამართლეს რამდენიმე მის მიმართ წაყენებულ ბრალში უდანაშაულობის პრეზუმფციის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ჰეროინის და ექსტაზის ფლობის ფაქტზე არ უდავიათ, სამხილი მიუთითებდა იმას, რომ ნარკოტიკები იყო მის მფლობელობაში; და მას სასჯელი შეეფარდა შესაბამისი სამართლის მიხედვით და რომ მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელი მის მიერ დადანაშაულის აღიარების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებითი ფაქტორი იყო ის, რომ როცა აფასებდნენ უდავო პრეზუმფციის გავლენას სასამართლო პროცესის მთლიან სამართლიანობაზე, პირველ მომჩივანს განგაში არ აუტეხავს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არც მისი სასამართლო პროცესის დროს და არც მაშინ, როცა მოითხოვა მისი გადაცემა, ეს მის საქმეში იყო სავარაუდოდ მართლმსაჯულების უხეში ფორმით უარყოფა.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy