© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #94
თებერვალი 2007
ტატიშვილი (Tatishvili) რუსეთის წინააღმდეგ - 1509/02
გადაწყვეტილება 22.2.2007
მე-4 დამატებით ოქმის მე-2 მუხლი
მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის 1-ელი პარაგრაფი
საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება
განმცხადებლის მის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციაზე სახელმწიფო ორგანოების უარი: დარღვევა
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სამართლიანი სასამართლო განხილვა
ეროვნული სასამართლოების მიერ მათი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელი დაიბადა საქართველოში, იყო ყოფილი სსრკ-ს მოქალაქე 2000 წლის 31 დეკემბრამდე, როდესაც ის გახდა მოქალაქეობის არმქონე პირი. ის მოსკოვში ცხოვრობდა განაცხადის განხილვის მომენტისთვის. 1990-იან წლებში მიღებული კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად რუსეთში მაცხოვრებელ პირებს ე.წ. „პროპისკის“ (შიდა რეგისტრაცია) სისტემის შესაბამისად ქონდათ ზოგადი მოვალეობა, დარეგისტრირებულიყვნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც ისინი ათ დღეზე მეტი ვადით დარჩენას გეგმავდნენ. დაურეგისტრირებლობას შეიძლება მოყოლოდა დაჯარიმება და სოციალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის დაკარგვა, როგორებიც იყო სამედიცინო დახმარება, სოციალური უზრუნველყოფა ან ასაკობრივი პენსია. თუმცა, 1998 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ რეგისტრაცია იყო წმინდა ფორმალური პროცესი და პირადობის დამადასტურებელი და შერჩეულ ადგილას ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მარეგისტრირებელი ვალდებული იყო, მითითებულ მისამართზე რეგისტრაციაში გაეტარებინა შესაბამისი პირი. 2000 წლის 25 დეკემბერს განმცხადებელმა მიმართა საპასპორტო ორგანოებს და მოითხოვა მოსკოვში მდებარე ბინის მის საცხოვრებელ ადგილად რეგისტრაცია, მაგრამ მას უპასუხეს, რომ ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება რაიონულ სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო ბინის მესაკუთრესთან დაკავშირებული პირი და შესაბამისად არ ქონდა უფლება, განეგრძო ბინის დაკავება მრავალბინიანი საცხოვრებლის ხელშეკრულებების მარეგულირებელი კანონის თანახმად და უფრო მეტიც, მას უნდა ჰქონოდა ვიზა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე. მან სააპელაციო საჩივრით მიმართა ქალაქის სასამართლოს, ამტკიცებდა რა, რომ ის არასდროს ყოფილა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, ვიზის მოთხოვნა მასთან მიმართებით შეუსაბამო იყო და რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბინადრობის რეგულაციები რუსეთის ფედერაციაში კანონიერად მცხოვრებ ყველა პირზე